შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dark side of Blood 5 (არ დაიჯერო!ეს ხომ მითია!)


13-02-2016, 14:17
ავტორი Soow
ნანახია 1 831

მანქანა,უცნობ სახთან გავაჩერე,ეს სახლი ჩემი ბოლო იმედი იყო.
ანდრეამ მანქანის კარები დაკეტა და აგონიიდან გამოვფხიზლდი.
-შევიდეთ?-ჩაიჩურჩულა მან.
-შევიდეთ ,სხვა რა განეწყობა.
კარებზე ზარი დავრეკეთ ,რამდენიმე წამიანი ლოდინი უსასრულობად გაიწელა.კარი შუახნის სასიამოვნო ქალბატონმა გააღო.ჩემს დანახვაზე სახე გაუმკაცრდა,და ფართოდ გაღებული კარები დაავიწროვა,ისე რომ მხოლოდ ცალი თვალით შეეხედა ჩვენთვის.
"ესეიგი ვამპირების ცნობა იცის"გავიფიქრე მე.
-რა გნებავთ?-არც ისე თბილად შეგვეკითხა ქალმა.
-ჩვენ ნეინას ვეძებთ!-ღიმილით მიახვედრა ანდრეამ,უნდოდა რომ სიტუაცია განემუხტა.მეც ჩავრთე ჩემი მომხიბვლელი ღიმილი მაგრამ ამით ის ქალი უფრო შევაშინე.
-მე ვარ ნეინა? რა გნებავთ?
-მისის ნეინა მე ტომის შვილი ვარ.
-აქამდე რატომ არ თქვი? შემოდით ! მოგრძანდით!-სახე გაებადრა და კარები ფართოდ გააღო.
-დიდი მადლობა!-ისევ ისეთივე ესმაკური ღიმილით გავუღიმე მაგრამ ამჯერად ჩემი არ შეშინებია.
სასტუმრო ოთახში მიგვიპატიჟეს,საერთოდ არ გავდა აქაურობა ვამპირების ოჯახს.დიდ ფუმფულა ყავისფერ სავარძლებში ჩავჯექით და მუსაითი დავიწყეთ.
-ლილან როგორ არიან შენები?
-სინამდვილეში მე აქ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისთვის ვარ მოსული მაგრამ ჯერ ,კოლინსის შესახებ უნდა მომიყვეთ ყველაფერი.
-კოლინსი?-სევდიანად ამოიოხრა ნეინამ-რა უნდო მოვყვე კოლინსზე ნუთუ თქვენ არ იცნობდით მას.
-არა არ ვიცნობდი ჯერ ის მომიყევი საიდან და როგორ გაიცანით,რას საქმიანობდა და ასე შემდეგ.
-დილან ,რაში გაინტერესებს ეს ყველაფერი?-ეჭვისთვალით შემომხედა ნეინამ,და მგონი მიმიხვდა რომ რაღაც მაღელვებდა,და ეს რაღაც პირდაპირ უკავშირდებოდა კოლინზს.
-ნეინა დედა,ნოა და გოგონები დაიღუპნენ,ახლა კი ჩემს უმცროს ძმას და მამაჩემსაც დავკარგავ.უბრალოდ მომიყევი ყველაფერი კოლინსზე.
-დილა?! ეს როგორ მოხდა?
-ყველაფერს აგიხსნით! უბრალოდ მომიყევით!
-მე ძალიან ვწუხვარ,ყველაფერს მოგიყვებით.
კოლინზი მაშინ გავიცანი როცა ჩვიდმეტის ვიყავი,მე მაშინ სკოლაში ვსწავლობდი,თვითონ კი სამეცნიერო ორგანიზაციაში,ძალიან ახლაგაზრდა იყო ასეთი თანამდებობისთვის.პირველად არაფერი ვიცოდი მის შესახებ ის ჩვენს სახლში დადიოდა,ხანდახან ვგრძნობდი რომ რაღაც ხიფათებისგან მიცავდა,და ხანდახან მამაჩემსაც ესაუბრებოდა.ჩვენს სახლში ხშირი სტუმარი იყო მაგრამ თითქმის არასდროს მელაპარაკებოდა.
როდესაც ოცის ვიყავი მუშაობა დავიწყე ,მაგრამ მამა გარდამეცვალა,სულ მარტო დავრჩი,დედა 5 წლისას გარდამეცვალა სიმსივნით.
სულ ვგრძნობდი რომ კოლინსი მითვალთვალებდა,თითქოს რაღაცისგან მიცავდა,რამდენიმეჯერმე სცადეს ჩემი მოტაცება იმ საზარელმა არსებებმა,მაგრამ კოლინზმა გადამარჩინა.
ცოტა ხანში ერთმანეთი შეგვიყვარდა და დავქორწინდით!
სულ ეს იყო!
-ესეიგი თქვენ გიცავდათ და მამათქვენსაც იცნობდა?
-იცი ის თითქმის ყველა ჩემს წინაპარს იცნობდა,და ყველას ჩემსავით უფრთხილდებოდა,რათქმაუნდა ყველა მათქანი ცოლად არ მოუყვანია,მაგრამ ხშირად გამიგია მისგან რომ ყველა ჩემს წინაპარს იცნობდა.
-მის არმოჩენებზე ხომ არ იცით რამე?
-დილან,მემგონი მიგიხვდი ! შენ ჩვენი სისხლი გჭირდება?
მე გაფრთხილებული ვიყავი კოლინზისგან რომ შენ მოხვიდოდი,და შენთვის არაფერი არ უნდა დამემალა.
-კოლინზი როგორ გარდაიცვალა ის ხომ თითქმის...
-ხო ხუთასი წლის იყო.ბოლოს როცა ჩემი ასაკი შესამჩნევი იყო,სულ ვეჩხუბებოდი სახლიდან წავიდა,გადაწყვიტა რაიმე სასარგებლო ეკეთებინა და ომში წავიდა,ნარმი ვერ შეამჩნია და ...
-დამშვიდით მისის ნეინა-ვამშვიდებდი აქვითინებულ ქალს-მაინც რისი თქმა დაგავალათ ჩემთვის?
-დილან ჩემი კლანი,სპეციალურად იყო შექმნილი დაახლოებით ექვსასი წლის წინ.ჯადოქარმა გაღატაკებულ მეფეს მიუძღვნა ადამიანი,რომლის სისხლის დალევის შემდეგ იგი ყოვლისმფლობელი გახდებოდა.მაგრამ მეფემ უარი თქვა მის მოკვლაზე,რადგან ძალიან ლამაზი იყო,უბრძანა რომ ადამიანი შეემოსათ და მის სამეფოში ყველაზე მაღალი წოდება მიენიჭებინათ,ამგვარად ის ყმაწვილი მეფის ტახტზე დასვეს,მეფე კი მოჯადოვებულივით იმეორებდა,რომმისთვის უფრო მაღალი წოდება მიენიჭებინათ.
არ ვიცი ეს რამდენად მართალია,შეიძლება მითია მაგრამ ბევრისმეტყველია.
-გააგრძელეთ ქალბატონო,ყველა მითს გარკვეული ამბავი უდევს საფუძვლად.
-მეფე ისევ მის სასახლეში ცხოვრობდა მაგრამ ახლა მეფეს ებატონებოდა და აღმერთებდა მას.მისი ჯადოქარი კი უბიძგებდა იმისთვის რომ ვაჟის სისხლი დაელია,მაგრამ მეფისგან მხოლოდ ბრაზს იღებდა.
რამდენიმე ხანში ახლა მეფეს ქალიშვილი შეეძინა,მეფეს კი თვალებიდან ფარდა ჩამოეხსნა და მიხვდა რომ არც ისე მომაჯადოვებელი იყო ის ვაჟი,ცდუნებას ენდო და ვაჟის სისხლი დააგემოვნა მაგრამ არაფერი მოუვიდა.ხოლო როცა მისი ქალიშვილი დაინახა იგივე ისტორია განმეორდა.
იმ ვაჟის შთამომავლები ვართ ჩვენ ბტინსები.კოლიზმა ამის შესახებ ჩემი შთამომავლისგან გაიგო.იმის შემდეგ ამ ქალაქში გადმოგვასახლა და რაღაც რიტუალები ჩაატარებინა ჯადოქრებს,რომ ვერც ერთს ვერ ვეპოვეთ თქვენს გარდა.იგი ოთხასი წლის განმალობაში გვიცავდა ჩვენ ,მაგრამ იფიქრა თუ ჩვენს გენეტიკაში ვამპირი შეერეოდა,მაშინ ეს უნიკალური ენერგიის წყაროც არ იარსებებდა ჩვეს სისხლში,მაგრამ მემგონი შეცდა.
-ალბათ თქვენმა შვილებმა გადაიღეს ეს ყველაფერი თქვენდაგნ არა?
-ხო ყველაზე უმცროსს გადაეცემა.თუ მაგალითად მე ისევ მეყოლა ბავშვი, ჯინასგან მას გადაეცემა,და თუ ჯინას ეყოლა ბავშვი ან ბრუნოს მაშინ მათ ბავშვს გადაეცემა,და ასე გრძელდება,უბრალოდ არ შეიძლება რომ ეს თვისება ერთზე მეტს გააჩნდეს.
-ესეიგი ახლა ჩვენ ჯინას სისხლი გვჭირდება?
-იცი მართალია მე ვალდებული ვიყავი რომ ეს ყველაფერი მეთქვე შენთვის მაგრამ ჩემს შვილებს კბილებით დავიცავ!
-არა ჩვენ ალბათ მისი სისხლის მეოთხედიც კი არ გვჭირდება.ამით მამაჩემისა და ბობის განტავისუფლებას შევძლებ.
-შენ დარწმუნებული ხარ რომ მას მისი ბოლომდე შესმა არ მოუნდება?
-არ გავუმხელთ ამას ,ვეტყვით რომ მხოლოდ დამატებით შესაზლებლობებს აძლევს,და არა სამყაროზე ბატონობის უფლებას.
-როგორ შეგშლია ყველაფერი დილან! შენი აქ მოსვლიტ ყველა საფრთხეში ჩაგვაგდე,მე ვალდებული ვიყავი ჩემი ქმრის ბოლო სურვილი ამესრულებინა,მაგრამ იმაზე არაფერი არ უთქვას რომ ჯინა თვენტვის გადამომეცა.
უცებ თავში საშინელი ტკივილი ვიგრძენი მერე კი საერთოდ გონება დავკარგე.
ტყეში გამეღვიძა,მზე ჩადიოდა,თვალები გავახილე,ისევ საზარელ ტკივილს ვგრძნობდი.
-ძუკნამ მოგვატყუა!ავღრიალდი მე და და ფეხი დიდ კლდის ნატეხს მივარტყი.
-არ მოუყუებივართ-ამოიკვნესა ანდრეამ.
-ვავიჩები გვყავდნენ კვალში და თავიდან მოგვიშორა.
-თუ ვავიჩებმა მას მიაგნეს?!
-ნუ ღელავ მემგონი რაღაც პლანი ექნება!მან ისედაც მიხვდა ვის და რისთვის სჭირდებოდა მისი შვილის სისხლი.
-ახლა როგორ უნდა გამოვართვატ მას ის?
-ძალიან ადვილად,რამდენი წლის ხარ?
-დაახლოებით ასის,ამას რა მნიშვნელობა აქვს?
-რა და მისი შვილი,ვაშინგტონის კოლეჯში სწავლობს.
-შენ გინდა მითხრა რომ მოსწავლე უნდა გავხდე?
-გავხდეთ ,სხვანაირად არაფერი გამოვა.
-შეშლილი ხარ!
-შენ სხვა ვარიანტებიც გქონდა?მე უბრალო გოგონა ვარ რომელიც ასი წლის ვამპირთან ერთად "დატასაობს" და რაღაც წყაროს ეძებს.
-რა იქნება რომ წყარო არ მივუტანო?-სულელური იდეა მომივიდა თავში.
-მამაშენს და შენს ძმას მეორედ ვერარ ნახავ.
-და რომ მივუტანო რა იქნება?
-რთული საკითხია დილან!
-და რას იტყვი რომ ახალიმითი შევქმნათ?
-რა მითი?
-კევინმა არაფერი იცის წყაროს შესახებ,იმის გარდა რომ ყველაზე ძლიერ არსებად იქცევა.
-რის გაკეთებას აპირებ?
-ანდრეა შენ ტვითონ დაფიქრდი!კოლიზმა იპოვა ასეთი ადამიანი მაგრამ არ შესვა,იმიტომ რომ მოეწონა?ან იმ მეფემ იმიტომ არ შესვა ვიღაც პიჭი რომ მოეწონა?მემგონი აქ სხვა რამეცაა.წარმოიდგინე რამდენმა არსებამ იცის მათშესახებ თუ ისინი უკვე ხუთას წელზე მეტია არსებობენ!ესეიგი რაღაც არის რაც მათი სისხლის დალევის საშუალებას არ გაძლევს!
-და რა არის ეს!
-არ ვიცი მაგრამ გავარკვევთ,და იცი ვისგან? მისი შემქმნელისგან!
-კი მაგრამ ჯადოქრები მომაკვდავები არიან,როგორ იპოვი იმ ჯადოქარს?
-ჯადოქარები მოკვდავები არიან მაგრამ მათი სულები?-გამარჟვებულივით გავუღიმე ანდრეას და ჩემი ძვეილი ჯადოქარი მეგობრის საძებნელად წავედით.



№1 სტუმარი parker

ძალიან საინტერესოა ძალიან ძალიან მაგრამ შეგიძლია თავები გაზარდო?იმდენად საინტერესოა არ მყოფნის მართლაც რომ დიდი ფანტაზიაა და ძალიან მომწონს ასე რომ მალე გააგრძელე აბა ახალ საინტერესო თავებს და ულევ ფანტაზიას ველოდები :D

 


№2  offline წევრი Soow

ძალიან დიდი მადლობა,ვეცდები რომ გავზარდო!ძალინ ძალიან მიხარია რომ მოგწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent