ვნებებზე ეჭვიანი (თავი 4)
ცეცხლი ანათებს..და მისი თვალებით ელავ,ელავს საოცრად ისე,როგორც არასდროს..ტუჩებს ღიმილიუპობს.ისეთი გრძნობა მიჩნდება,რომ უნდა ვაკოცო.მთელი სხეული ამისკენ მიხმობს...მეწამულად ამოძრავებდა ბაგეებს და თითქოს ჩემი კოცნა უნდოდა,ისევ გამახსენდა ის ღამე,გამეღიმა,მაგრამ ღიმის დასამალავად გვერდზე გავიხედე,დათომ ისევ გამომაყოლა მზერა.ვიგრძენი გაეღიმა,თვალები მრავლისთქმელად ააფახულა და ცეცხლს გახედა..კოცონი იყო,უბრალო კოცონი,მაგრამ მასში ბევრი რამ იმალებოდა,თითქოს სათქმელი ჰქონდა მრავალი.. -სოფი...-თვალი გამისწორა დათომ,ვეცადე,მომეშორებინა მზერა,მაგრამ არ გამომივიდა. -აბა,რამდენი ხნისაა ეს კოცონი? -რამდენი ხნის? -ჰო.არ იცი?-საუბრის გაბმა სცადა. -პირველი ადამიანის ხელა. -და რამდენი? -დავფიქრდე...ჩადი..აფრიკა! ჰო,2001წელს აღმოაჩინეს მეცნიერება სწორედ აქ და მას „ჩადისსაჰელონტროფი ჰქვია“.ტუმაი შეარქვეს. -სწორია..-გაფართოებული თვალებით მიყურებს.იქნებ ეს ისაა,რაც ასე მწყურია. -ჰო..-თვალებს დაბლა ვხრი,მეც კოცონს ვაშტერდები.შემდეგ ისევ მის მზერას ვაწყდები. -გცივა?-მეკითხება და ქურთულს იხდის,მაწოდებს,მე კი ისევ ძირს ვიხედები.არ მინდა,რომ გამოვართვა და მოვიხურო. -გამომართვი?-ხელს მხარზე მადებს. -არ მინდა..-მაინც მახვევს ზურგზე და გვერდით მიჯდება. -ლამაზი ღამეა,არა?-ცას უყურებს,მე მეღიმება,მაგრამ არ ვაჩვენებ განწყობას,თვალებს ვხუჭავ და მალევე მეძინება.დილას მის მკლავებში ვიღვიძებ,მაშინვე ვხტები და კარვისკენ მივდივარ.სხვებს სძინავთ,ჩემთვის ვდგები მარტო და გარემოს გავყურებ.რა მაღლა ამოვსულვართ..ჰაერი სუფთა და სპეტაკია,ღრმად ვისუნთქავ...ასეთი სასიამოვნო შეგრძნება დიდი ხანია,რაც არ მქონია.ანუკას მოწერილს ვპასუხობ და ძირს ვჯდები.არ შემიძლი არ ვიყო ამაყი,როცა ასეთ მშვენიერებას ვუყურებ,უბრალოდ არ შემიძლია. ვიხსენებ იმ დღესა და ღამეს და ვეღიმება...მახსონდება ანდრია,რომელიც მოწყენილი მელოდება,ალბათ...თუმცა რატომ მოწყენილი? ვიღიმი და დათოსკენ ვიხედები.ის მალევე დგება და ჩემკენ მოდის,ისევ უკანვბრუნდები.ვცდილობ,რომ არ შევიმჩნიო. -უკვე?-მეკითხება და ჩემკენ ზმორვით მოდის. -რა უკვე?-ჩემდაუნებურად მეპასუხება. -ამდგარხარ..გვერდითმიჯდება და თვალს ჰორიზონტს აყოლებს. -შორსაა,ჰო?-ვეკითხები და თვალს ვარიდებ,ისისევ მიყურებს..მეშინია,რომ შემეხება და დავიწვები..ჩვენი მოსაცმელები ერთმანეთს შემთხვევით ეხახუნება დამუხტს ვგრძნობ..გვერდზე ვიწევი და ცას ვუყურებ..უკვე გათენებულა და ცაც ლამაზია. -რატომ გამირბიხარ?-მეკითხება დათო. -არ გაგირბივარ..ჩვენ ვმუშაობთ!-ვცდილობ,თავდაჯერება შევიარჩუნო. -ასეა...მიზიდავ,ანდამატივით მიზიდავ..არ გესმის?-ხმას უწევს,მე კი შიშისგანფეხზევხტები. -კარგი რა..მოეშვი ზღაპრებს!-ცინიკურად ვიღიმი და წყლის ბოთლისკენ ვიხრები,ვსვამ რამდენიმე ყლუპს და ისევ თავის ადგილას ვდებ. -მეც უნდა დავლიო..-იღებს და პირთან მიაქვს,მეღიმება და ირონიულად ვუყურებ. -ჰო რა? არ გჯერა?ეს წყალი ახლა უფრო გემრიელია. -ნუთუ ასე გიჭირს სექსი?-თავს ვერ ვიკავებ,ირონიულად ვეკითხები და უკან ვიხევი.მეშინია,რომ არ მეტაკოს,იქნებ მართლა მანიაკია. -კარგი რა...ვერა ხარ..მე შენ მაინტერესებ..ნეტავ მასე არ დაწყებულიყო ყველაფერი? -რა უბიწოება დაკარგე?-ვკისკისებ და თვალს ვაშორებ მი თვალებს,რომლებიდანაც ნაპერწკლები სცვივა. -ასე არა?-თავის კარვისკენ მიდის და გარინდებულს მტოვებს. ჩემთვის ვჯდები და ცას ვუყურებ..ვაგრძელებს გარემოთი ტკბობას..ცოტა ხანში ახალი კოლეგა მიახლოვდება.მაია გევრდით მიჯდება მას შემდე,რაც მიკითხავს. -ლამაზი დილაა,არა?-როგორ ვგრძნობ,მიჭირს დედამიწაზე დაშვება. -და ბევრი სასიარულოც. გზას ისევ ვაგრძელებთ.ის ისევ უკან მოდის,რამდენიმეჯერ ვუბდღვერ,მაგრამ არ იმჩნევს.ცდილობ,რომ ჩემზე გაბრაზებული იყოს,არ მომაქციოს ყურადღება,მაგრამ არ გამოსდის.ბოლოს ისევ ვღიზიანებები,რომ ლამისაა ვიყვირო,ნუ აშტერდები-მეთქი ჩემს უკანალს. -დედაჩემი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა,კიბო ჰქონდა..-სევდიანად ამბობს მაია. -ვწუხვარ..-უემოციოდ ვპასუხობ. -შენი მშობლები?-მეკითხება. -ჩემები არც ვიცი რას შვრებიან..დედაჩემი უცხოეთშია და იშვიათად ვეხმიანები. -ცუდია! მშობლებზე ძვირფასი არაფერია. -მამაშენი?-სხვა თემაზე გადამაქვს საუბარი. -ნარკომანიის გამო..ციხეშია..-გვერდზე იხედება.არ უნდა მეკითხა.ეტყობა,რომსტკივა. -არ უნდამეკითხა..-მხარზე ხელს ვადებ.. ისევ ვჩერდებით,წახემსების შემდეგ ვაგრძელებთ სიარულს,ოღონდ იმ განსხვავებით,რომ მაის ჩანთა მე მომაქვს,მას სუნთქვის პრობლემები აქვს და არ შეუძლია. -მომეცი!-მესმის დათოს ხმა,მაგრამ ყურსაც არ ვუგდებ. -შეძლებ?-მეკითხება მაია,თავს ვუქნევ და სწრაფი ნაბიჯით ავდივარ.ბოლოს ფერი მიბორძიკდება,მგონი,რაღაცას ვედები და ვიქცევი,ყველა ჩემკენ იხედება.ბიჭები დასახმარებლად მოდიან,დათოს ასწრებენ,ის ხომ სულ უკანაა.მაყენებენ და მუხლს ვუყურებ. -ამდენი ტვირთის ბრალია..-ამბობს დათო და ჩანთას მხსნის. -ვაიმე..როგორ ხარ?-შეწუხებული სახით მიყურებს მაია. -მე მივხედავ,მაქვს აფთიაქი-ზურგჩანთას იხსნის დათო. -არაა საჭირო!-ვაპროტესტებ და წინ ვიხედები. -წადით და დაგეწევით-უკმაყოფილო სახეების პატრონებს პასუხობს დათო და იხრება,შიშველ მუხლზე რაღაცას მასხამს,მეწვის და ვკივი. -კარგად იქნები?-იხრება მაია. -კარგად იქნება-ჩემს მაგივრად პასუხობს დათო. ყველანი მიდიან,მე და დათო ვრჩებით..მისი ხელები დენს მარტყამს და მშიერი ნადირივით ვაცეცებ თვალებს,ჭრილობაც მტკივა და ლამისაა შევიშალო. -რა იყო?გტკივა,ლამაზო?-ბოლო სიტყვას წელავს. -კიდევ არ მორჩები ჩემს უკანალისთვის თვალის დევნებას?-წარბს მაღლა ვსწევ. -რაო? შენ გგონია,რომ.. -უკან რომ მოდიხარ..-უერაქციოდ ვამბობ,ის არაფერს მპასუსობს და საქმეს აგრძელებს,თუმცა,როცა დამუშავებას რჩდება,ძალიან ახლოს მოაქვს ბაგეები ჩემს ტუჩებთან და მაჟრიალებს,ვცილდები და მაღლაავდივარ. -მოიცადე,ისევ არ წაიქცე!-ხელს მიწვდის,მაგრამ არ ვემორჩილები..შემდეგ მეწევა და ხელი გულს თავისი ხელის ქვეშ იქცევს.ვგრძნობ,რომ ანდამატივით მოქმედებს ჩემზე.მსგავსი რამეები ადრე არ მიგრძვნია. -რატომ ხარ ასეთი?-გვერდზე მომყვება. -როგორი?-თვალს ვუსწორებ,თუმცა მალევე ვაშორებ. -საყვარელი! -კარგი რა.ნუ ხარ ბანალური. -შენს თავს რაღაც ხდებოდა,არა?-მეკითხება და იჭვნეულად მიყურებს. -რა? -სიყვარულის არ გჯერა...მე კი მხოლოდ სექსისთვის გჭირდებოდი. -გეყო რა!-აგდებით ვპასუხობ. -რა იყო? უბრალოდ სხვა რამეებიც არსებობს.ვინ გატკინა გული?-არაფერ ვპასუხობ,უხერხულად მივყვები გვერდით.ბოლოს კარავსაც ვუახლოვდებით..მასვშორდები და მაიასკენ მივდივარ. -მოსწონხარ,არა? -არ მკითხო-ვაპროტესტებ და მიწაზე ვეშვები. -არ გაგეყინოს უკანალი..დაიფინე..-ქურთუკს მაწვდის დათო. -წადი შენი..-ფეხზე ვდგები და კარავში შევდივარ,ვწვები და თვალებს ვხუჭავ.შუაღამით წვეულებაში ვებმევი და ვსვამ..მსიამოვნებსალკოჰოლი და კარგადაც ვერთობი. -როგორი იყო? -კარგი...-მხოლოდ ამას ვპასუხობ ანუკას. -აუ,მიდ,მოყევი..ის დათო? -შევეშვი..თან ის მხოლოდ... -რა მხოლოდ? მხოლოდ ღამის საჩუქარი იყო? -ჰო,რაღაც მასე..ვერ ხარ! იცი,რომ მალე მასთან გადავალ. -ვისთან? -მასთან...ალექსთან..-ღიმილით ამბობს. -გეყოფა,ფანტაზია,ჯულიეტ.. -ნახე,რა გიყოს იმ ბიჭმა.. ანდრიასთან გავდივარ.მოწყენილი ვარ და მისიხმამომენატრა..ადრე ასე იოლად ვერ ვუახლოვდებოდი ხოლმე ადამიანებს.მეშინია,რომ ჩემს ქვეცნობიერს მასთან სექსი არ უნდოდეს,ამიტომ ნებისმიერი ზედმეტი მოძრაობისგან თავს ვიკავენ. -მომენატრე..-ლოყაზე მკოცნის და ხელით მწევს. -დამსვი..-მატრიალებს და დივანზე მანარცხებს. -როგორი იყო,აბა? -დათომ წაიღო ტვინი-გულწრფელად ვპასუხობ. -მართლა? -ჰო,მართლა. -მოყვები? -არა,დავლიოთ.. კვირები უაზროდ დადის..ერთ დღეს მაკოცნინებენ კიდეც და საშინლად ვხდები,ვხურვარ და ლამისაა საკუთარი თავი გავყიდო. -გესიამოვნა,ჰო?-მეკითხება რომეო.არაფერს ვპასუხობ და ვაგრძელებ როლს.ეს კიდევ არაფერ.ლოგინის სცენა მაშინებს,აუციელბლად უნდა იყოს,ეს ვიცი და გიჟს ვგავარ. კვირას სახლიდან არ გამოვდივარ,საჭმელი არაფერი მაქვს,მაგრამ ვაშლით გავდივარ.რაც უნდა იყოს,ვაშლი ძალიან მიყვარს და მთელი დღე შემიძლია მარტო ეს ვჭამო. ფილმებს ვუყურებ და ხასიათი მიკეთდება..მინდა,რომ უარი ვთქვა როლზე...რომეო და ჯულიეტას უცოურ ვერსიებს ვრთავ,მაგრამ ყველგანაა სექსის სცენა..ისევ ვრთავ და წინ ვწევ,თითქოს გადაწევა წაშლილს სცენებს...ვირინდები და საწოლზე ვეშვები..თავს ცუდად ვგრძნობ..მსგავსი სცენა არასდროს გამომსვლია,არასდროს გამიკეთებია ხალხის წინ ამის იმიტირება... -ღელავ?-ვიღაც მწერს.უცხო ნომერია,მაგრამ ვხვდები,რომ დათოა.ნუთუ ის მითვალთვალებდა? -ვინ ჩემი ფეხები ხარ?-ვწერ მაშინვე და ფეხზე ვდგები,აივანზე გავდივარ,ვიხედები,მაგრამ არავინ ჩანს. -შენი ფეხების მშველელი..-მწერს და ოფლი მასხამს..ვშინდები და აფორიაქებული ვეჭიდები მოაჯირს. -ჩემი ხარ!-ეუცრად ვიღაცას ვგრძნობ..ნაცნობი სურნელი,ნაცნობი სუნთქვა...ვთრთი,ეს ისაა! -აქ რა გინდა?-უკან ვერ ვიხედები.რადგან მისი ხელები მაკავებს. -შენთან მინდა. -სცენაზე დამელოდე..-ირონიულობა აღარ გამომდის. -რეალურ ცხოვრებაში მწადიხარ და არაიძულებით.. -გამიშვი..ხელი მტკივა!-მკაცრად ვამბობ. -არ შემიძლია-ცალი ხელით მსწევს ჰაერში და აივანზე მკიდებს ფეხებით,თავი დაბლა მაქვს და სისხლი ძლივსმომეწოდება...თავბრუ მესხმის,მაგრამ ძალას ვიკრებ,არ ვიმჩნევ,რომმისი ხელები კოჭებს მიწვავს.. -გამიშვი მალე! -თორე რა? -პოლიციაში დავრეკავ. -დაკიდებული-იცინის. -არ მეცინება. -არც მემეცინებოდა ხოლმე! -გამიშვი! მალე..იცოდე..-ხმამიწყდება. -როგორ შეგეშინდა..გეგონა ჩააგდებდი?-მიწაზე მაბრუნებს და გულზე მიკრავს/ -ჩამაგდებდი და ციხეში ამოყოფდი თავს-იხტიბარს არვიტეხ. -კარგი ერთი...შენთან მინდა!-ვნებიანად ამბობს და ჩემი ტუჩებისკენ ნელა მოილტვის...ვიცი,რომ კოცნა უნდა,უკან ვიხევი და აივნის კარებს ვაჯახუნებ. -ეგ სცენაზე მარტო..-კარებს ვაწვები,სახლში არ ვუშვებ. -შემომიშვი,თორე... -რა თორე? -გადავხტები!-სახით ჩემკენ დგას და იღიმის..მისი ტუჩები ისევ მეწამულია და ისევ მსუსხავს... ___ დამაგვიანდა,რადგან ლეპტოპი გაფუჭებული მქონდა.. ახლა ვდებ და ველი შეფასებებს. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.