ჩანახატი 31 თავი
ოცდამეთერთმეტე თავი ალბათ გახსოვთ, რომ ისედაც გვიან გავიდნენ თბილისიდან, უკვე კარგა ხნის დაბნელებული იყო და მთისთვის დამახასიათებელი, თავისებური სუსხიც იგრძნობოდა. ბიჭებმა ავტომობილები იქვე ერთ-ერთ ეზოში შეიყვანეს. თავი ზღაპარში გეგონებოდათ. ქვისგან ნაშენები სამ სართულიანი სახლი კი არა ციხე-სიმაგრე, ფაქტიურად კოშკი გადმოჰყურებდათ ზემოდან. თვალებ გაფართოებული ათვალიერებდნენ ახალგაზრდები გარემოს. - ხომ ლამაზია? - თავისდაუნებურად ჩურჩულით აღმოხდა იაკოს. - ულამაზესი... - ღიმილით დაეთანხმნენ თეკლე და თამარიც. - ხოდა, გაგათხოვებთ ხევსურზე, ეყოლება თეთრი ცხენი და დატკბით ერთად ამ სილამაზით!.... - სიცილით გამოუცხადა გიორგიმ, თან შეპარვით, გვერდულად გახედა სახე წამოწითლებულ იაკოს. მისი რეპლიკა არ შეიმჩნიეს გოგოებმა. - ასეთ ადგილებში კიდევ ერთხელ იგებ თავისუფლების ფასს... - პათეტიკურად გამოაცხადა თეკლემ. - იგებ რომელია, მთელი რომ მიდიხარ გიხარია!... - როგორც ყოველთვის ხუმრობდა გოგა. - ბოროტო... ადამიანს არ აცდით ბედნიერებით ტკბობას... - ნაწყენი თვალებით შეხედა ძმას. - ეგ არაფერი, ბავშვებო, თქვენ აღტაცება შემდეგ ნახეთ მუცოს ხეობას რომ მოვივლით... - მხიარულად გამოსძახა უკვე კოშკში შესულმა ვასიკომ და ერთ-ერთი მძიმე ჩანთა შეაგორა შიგნით. ხის ტიხრებითა და ქვითკირის კედლებით ნაშენები ოთახები ძველებური მასიური, ხის ავეჯით იყო გაწყობილი. ახალგაზრდები ზემოთ სართულზე გადანაწილდნენ მათთვის გამოყოფილ ოთახებში. კედლებზე ხევსურული ხელით ნაქსოვი ხალიჩები იწონებდნენ თავს. სწრაფად ამობარგდნენ, მილაგდნენ და პირველ სართულზე დიდ მისაღებში ჩავიდნენ. ბიჭებს შეშა შემოეტანათ და ბუხრის დანთებას ცდილობდნენ. - ივლისსში ბუხარი? - გაოცება ვერ დამალა თამარმა, რომელიც ბუხრის თავზე გამოფენილ იარაღის კოლექციას ათვალიერებდა. - მოითმინე ერთი ნახევარი საათით და კარგად რომ გაიყინები, შემდეგ ინატრებ ბუხარსაც და შეშის ფეჩსაც!... - ღიმილით გახედა ოთომ ქალს. - იაკო, გოგოები დაგეხმარებიან და ლოგინებიც გაამზადეთ, საბნები და ლეიბები მანდვეა დიდ სკივრში, ყოველი შემთხვევისთვის თბილი გადასაფარებლებიც დაიმატეთ... - უცებ გასცა დირექტივა ნიკამ. - ჩემი მზრუნველი ძმა... კარგი არაა პრობლემა... უცებ მოვაწესრიგებთ ყველაფერს... - ლოგინები თუ არ გვყოფნის, საძილე ტომრებიც გვაქვს წამოღებული... - აღნიშნა გიორგიმ. - ტომრები? შენ ისე მომზადებულხარ, სავარაუდოდ კარავიც გექნება... - ირონიულად აღნიშნა ქალმა - არ იღელვოთ იატაკზე არ დაგაწვენთ!... - ამაყად გასძახა ასათიანს. - ხომ გახსოვს, ყველაზე თბილი და ღუნღულა საბანი მე... - თვალი ჩაუკრა თეკლემ. - არის შეფ... – „ჩესტი“ აუღო მეგობარს. მხიარული შეძახილებით ამზადებდნენ საძინებლებს, საბოლოოდ სასიამოვნოდ დაღლილებმა ცოტა ხანს იჭუკჭიკეს და მალევე დაიძინეს. აშკარად გაიგონა დილით საძინებლის კარების ფრთხილად გახსნის ხმა ძილბურანში მყოფმა თეკლემ. თავიდან იფიქრა მეჩვენებაო, თუმცა როცა ნელი ნაბიჯების ხმაც შემოესმა თვალები ოდნავ გაახილა. - ეეე, ამას რა სჭირს, ტო?! - ოთოს გაოცებულმა ხმამ საბოლოოდ გამოაფხიზლა ქალი, თვალები უკმაყოფილოდ მოიფშვნიტა და თვითონაც გვერდით მიიხედა. თამარი, ემბრიონის პოზაში იყო მოკუნტული, თბილი მატყლის საბანი თავზეც კი წაეფარებინა და ტკბილად ეძინა. - სძინავს დეგენერატო, რა უნდა სჭირდეს... - უკმაყოფილოდ შეუღრინა თეკლემ. - შენ რა ჯანდაბამ წამოგაგდო ამ დილა უთენია? ან აქ რას მორბოდი, ვერ დაეტიე თქვენს ოთახში? - ისევ ჯიჯღინებდა თეკლე. - როგორი ავი ხარ, ტო... მომენატრეთ და მოვედი, ჩემი გოგო უნდა მენახა... - სითბო ჩაეღვარა ხმაში და სიყვარულით დახედა დაგორგლილ საბანს ოთომ. - არსად არ გარბის შენი გოგო, გადი და ცოტა ხანი დაგვაძინე!... - ისევ იღრინებოდა თეკლე. - აუ... ჩემი ჭკვიანი ვინ არის?! ხომ ვიცი შენი ამბავი, მაინც არ დაგეძინება... - ეშმაკურად უციმციმებდა თვალები ვაჟს - გეხვეწები ჩამოდი და ყავა ამიდუღე რა... ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ოთოს ვერ მოიშორებდა, პრინციპში მართალიც იყო, ვეღარც დაიძინებდა. - ჯანდაბას შენი თავი, ჩადი დაბლა და მეც მალე ჩამოვალ... - უკმაყოფილო სახით დაეთანხმა თეკლე. ჯიჯღინ-ჯიჯღინით ჩაიცვა ჯინსის შარვალი და გრძელ მკლავიანი მაისური, ზემოდან თხელი ქურთუკიც შემოიცვა და ქვემოთ ჩავიდა. ოთო სავარძელში იჯდა ბუხართან მიფიცხებული და მოთმინებით ელოდა ქალს. - ვერაფერი გამიგია, ჩემი დაქალი მოგაბარე, შეგაყვარე და შენ კი ისევ მე მაღვიძებ? უსინდისო ხარ... - ყავას ყრიდა მადუღარაში და თან ისევ წუწუნებდა თეკლე. - მერე რა რომ შეყვარებული მყავს?! ჩემი ოქროს ხელება შენ ხარ, ოღონდაც შაქარი და მარილი არ აურიო იცოდე... - ესიამოვნა ბიჭის სიტყვები, ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა გოგონას. - აი, აკაც გამოჩნდა, დარწმუნებული ვარ ყავაზე არც ის იტყვის უარს... - კიბეებზე ჩამოდიოდა თმა გაბურძგნილი ვაჟი. - ასე ადრე გაიღვიძეთ?! - გაოცება ვერ დამალა აკამ. ოდნავ შეეხო ტუჩებით საყვარელ არსებას და ოთოსთან მოთავსდა გვერდით. - ვინ დამაცადა რომ ძილი? მის აღმატებულებას ყავა მოუნდა... - რა ვქნა, ძმაო თუ მსოფლიოში ყველაზე მაგარ ყავას შენი გოგო აკეთებს?! - თვალი ჩაუკრა ოთომ მეგობარს. - ჰოდა, თუ არ გინდა განზრახ მკვლელობისთვის გამასამართლონ, გირჩევ ოთო ღამით დააბა ლოგინზე...- სიცილით გამოაცხადა თეკლემ და ცხელი ყავის ჭიქები დაუდგა წინ ბიჭებს. - დღეს რა გეგმები გვაქვს? - თემა შეცვალა აკამ, თან ქაფ-ქაფა ყავა მოსვა. - ნამდვილად ვერ გაგამტყუნებ ოთო, უგემრიელესი ყავაა... - შეაქო საყვარელი ქალი. - გაიღვიძონ დანარჩენებმაც და მოვიფიქრებთ გასართობს. მართალია ნიკა არ ამბობს, მაგრამ მე მგონი ჩვენს გიჟს - თეკლეს გახედა ოთომ - ლიკას ნახვაც უნდა... - ჩუმად გადაულაპარაკა ოთომ. - გუშინ მივწერე მესიჯი, შევატყობინე აქ რომ აქ ვართ. ვთხოვე, იქნებ გამოგვიარო მეთქი, მაგრამ არა მგონია... - მოწყენილმა უპასუხა გოგონამ. - ჯიუტია ეს შენი დაქალი... როდემდე აპირებს ასე?! ისე იფასებს თავს თითქოს ნიკას ბრალი იყო მათი დაშორება...- აშკარად გაბრაზებული იყო გოგონაზე ოთო - არა უშავს, მუცოში რომ წავალთ გზად გავუაროთ და იქნებ დაადგეთ საშველი... - კარგი იქნება, უკვე ორივენი მეცოდებიან...- ცრემლები მოადგა თეკლეს თვალებზე და აკას ჩაეხუტა. - ჩემი თბილი... ჩემი... - ვნება მორეულმა უჩურჩულა ქალს. იგრძნო როგორ წამოწითლდა სახეზე თეკლე და ღიმილი ვერ შეიკავა. - მუცოს ხეობაში ხარ ნამყოფი? - ინტერესით ჰკითხა თეკლემ. აკამ უარის ნიშნად თავი გააქნია. - მოკლედ, მუცო არდოტის წყლის, არღუნის მარჯვენა შენაკადთანაა, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯად და დამცველად ითვლებოდა. როგორც ამბობენ სოფელში სულ რაღაც 49 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მე ამდენიც არ მინახავს. - აღნიშნა ქალმა - სახლები ტერასული პრინციპითაა განლაგებული, დღეისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევიღაა შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. - მოკლედ მიმიქარავს კარგი გიდი, ისე ყვები ისტორიებს... - სიცილი ვერ შეიკავა ოთომ. - დამაცადე, მოყოლა... - თვალები დაუბრიალა თეკლემ - პირველად აქ რომ ჩამოვედი, მამუკამ წაგვიყვანა და გვაჩვენა ეგ ხეობა, იმდენად მომეწონა დავინტერესდი და დაწვრილებით გავეცაი ინორმაციას, მაგ ადგილთან ბევრი ლეგენდები და თქმულებებია დაკავშირებული. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში. - ჩემი ნიჭიერი... - სიცილით აკოცა თავზე გოგოას აკამ და გულზე მიიკრა. ნელ-ნელა იღვიძებდნენ მეგობრები და მისაღებში მსხდომ ახალგაზრდებს უერთდებოდნენ. გეგმები უცებ გაუზიარეს მომატებულებს. მუცოს ხეობის მონახულების იდეა რა თქმა უნდა ყველამ აიტაცა, თუმცა იმასაც ხვდებოდნენ, რომ ლაშქრობას დამოუკიდებლად ვერ დაგეგმავდნენ. იცოდნენ ადგილობრივი ადათ-წესებისა და სიწმინდეების შესახებ. მთაში ადათ-წესებს ყოველთვის იცავდნენ. ტაძარში, სალოცავ ადგილზე ქალი ყველგან ვერ შევიდოდა. ასევე არ შეიძლებოდა ყველგან გართობისა და ღრეობის მოწყობა. არ უნდოდათ უნებურად, საკუთარი დაუკვირვებლობით ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოეწვიათ. შეზღუდვები ძირითადად მანდილოსნებს ეხებოდათ, მათ თამამ ჩაცმულობას, თავისუფალ ქცევას. ვერც კარვებს გაშლიდნენ მათთვის სასურველს ადგილზე უხუცესებთან წინასწარ შეთანხმების გარეშე. მგზავრობისთვის ცხენებიც დასჭირდებოდათ. გადაწყვიტეს, დახმარება მოხუცი ჯარჯისთვის ეთხოვათ, შუამავლებად რა თქმა უნდა ნიკა, ვასიკო და იაკო წავიდნენ. - ბალღებო, იქ წასვლა გიდის გარეშე სახიფათოა... - ხევსურული დიალექტით გამოუცხადა მოხუცმა. - გამოდის ვერ წავალთ?! - ცრემლები მოაწვა იაკოს. - როგორ ვერ წახვალთ... - ღიმილი ვერ შეიკავა ჯარჯიმ. - ამ ნომერზე დარეკავთ და მინდიას იკითხავთ, ეტყვით რომ ჩემგან ხართ... გიდობასაც გაგიწევთ და ცხენებსაც დაგახმართ.... - ამაყად გამოუცხადა მოხუცმა. - მინდია?! - ნომერს ყურადღებით დააკვირდა ვასიკო - მინდო აქ არის?! - გაოცება სიხარულმა შეცვალა ვაჟის ხმაში. - აქაა ეგ მამაძაღლი, აქ... - სითბო ჩაეღვარა მოხუცს - მაგრამ რად გინდა?! კვირაზე მეტია ჩამოვიდა და ერთხელ ვნახე მხოლოდ... მუშაობს ბიჭი, ჯგუფებს დაჰყვება... - აი, ეს მესმის... - არანაკლებ გახარებულმა აღნიშნა ნიკამაც. გახარებული იაკო სახლში გაიქცა ახალი ამბის სათქმელად. - ნიკა, შვილო... - როგორც კი გოგონა მოშორდათ დამრიგებლური ხმით წამოიწყო ჯარჯიმ - ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ ქალები გააფრთხილეთ ზედმეტად თვალში არავის მოხვდნენ. საწყენად არ ვამბობ, ალბათ ნაწილობრივ „ქალაქელი ქალებზე“ არსებული სტერეოტიპის გავლენის შედეგია. წეღანაც იყვნენ შემოსულები, ლამაზები არიან, ადგილობრივი ახალგაზრდობის ზედმეტ ყურადღებას იქცევენ. ეცადეთ თანხმლების გარეშე არ იმოძრაონ. - რამე ხდება?! - არ ესიამოვნს მოხუცის სიტყვები ნიკას. გვერდულად, მუქარით გახედა მაღაზიასთან მორუზრუზე ხევსურ ყმაწვილებს. - არა, შვილო, რა უნდა ხდებოდეს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა... საწყენად არ მითქვამს. თავისუფლები არიან, ლაღები და ლამაზები... - გასაგებია, ბიჭებსაც გავაფრთხილებთ და ყურადღებას მივაქცევთ... - მეგობრულად მოეხვია ვასიკო მოხუცს. საკუთარ ოთახში ჩუმად თათბირობდნენ ბიჭები, არ ესიამოვნათ ჯარჯის გაფრთხილება, ისიც კარგად იცოდნენ, რომ უმიზეზოდ მოხუცი ასეთ სიტყვებს არ ეტყოდათ. არ უნდოდათ გოგონების შეშინება და ზედმეტად დაძაბვა. ისიც ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ დაუმსახურებელი საყვედურით მათ უკურეაქციასაც მიიღებდნენ. ამიტომ გაჩუმება ამჯობინეს, თუმცა მყარად გადაწყვიტეს თვალყური ედევნებინათ და სიფრთხილე გამოეჩინათ. აივნიდან დაბღვერილები გაჰყურებდნენ ჯარჯის მაღაზიასთან მობირჟავე ახალგაზრდებს გიორგი და აკა. - მეტიც არ მინდა, რამე ზედმეტი მიქარონ!... - მუშტი მუქარით დაჰკრა მოაჯირს გიორგიმ, თითქოს ბირჟაზე მჯდომებიდან ერთ-ერთს ურტყავდა ხელს. - ერთი სიტყვაც და ... - ცივად გამოსცრა აკამაც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.