შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (30 თავი)


11-02-2016, 18:19
ავტორი murachashvili
ნანახია 3 015

ოცდამეათე თავი
იცით როგორი განცდაა გამოცდების დასრულებისას?! ნერვიულობა, უძილო ღამეები, შვება, კმაყოფილება და ბედნიერება. არ ეგონათ სტუდენტობის დასრულებას ასეთი ემოციებით თუ შეხვდებოდნენ, იქნებ რაღაც პერიოდის შემდეგ მონატრებოდათ კიდევაც წიგნების კითხვაში თავზე დათენებული ღამეები, მაგრამ ეხლა უდავოდ ბედნიერები იყვნენ.
უკვე მზად ჰქონდათ ხევსურეთში გასამგზავრებლად ბიჭებს ყველაფერი. მოუთმენლად ელოდნენ მეგობრებს.
იმ საღამოს საგულდაგულოდ მიალაგეს გოგონებმა საკუთარი საწერი მაგიდები, თითქოს საერთოდ აღარ აპირებდნენ წიგნებისა და კონსპექტების გამოღებას. იდეალური წესრიგი სუფევდა თითოეულის ოთახში. თავისუფლების შეგრძნება დაეუფლათ. ხმამაღლა უნდოდათ ეყვირათ, რომ როგორც იქნა ეღირსათ ნანატრი დასვენება.
თეკლესთან იყვნენ შეკრებილნი და ხევსურეთში წასასვლელ გეგმებს აწყობდნენ.
ნიკა, გოგა და ოთო აქტიურობდნენ და ითხოვდნენ: - მოგვბეზრდა აქ ყოფნა, ხვალვე წავიდეთ ხევსურეთშიო...
გოგონები აპროტესტებდნენ: - ორი- სამი დღე მაინც დაგვაცადეთ, მგზავრობისთვის საყიდლებზე ვართ გასასვლელიო...
რადგან აზრთა სხვაობას ჰქონდა ადგილი, გადაწყვიტეს კენჭი ეყარათ, და გამზგზავრების საკითხი უმრავლესობას გადაეწყვიტა. თუმცა გოგონები აშკარად უმცირესობაში იყვნენ. ნიკას, ოთოს და გოგას მხარი ტატომ, ფარნამ, გიორგიმ და აკამაც გაუმაგრეს. სხვა გზა არ ჰქონდათ, მეორე დღეს უნდა წასულიყვნენ. თუმცა ვაჟები პატარა დათმობაზე მაინც წავიდნენ, დილით გამგზავრების ნაცვლად საღამოს მიდიოდნენ. საბოლოოდ გადაწყდა, სამი ავტომობილით გადიოდნენ, გოგასთან თათია, თეკლე, აკა და დათუნა სხდებოდნენ, ნიკასთან - ვასიკო და იაკო, გიორგისთან ფარნა და ტატო.
- მოკლედ, გოგოებო, არ დაგავიწყდეთ იქ მთაა, მოკლე კაბებითა და შორტებით ვერ ინებივრებთ, თბილი მაისურები წამოიღეთ!... - თვალები ეშმაკურად მოჭუტა ნიკამ.
- გასაგებია, შეფ... – „ჩესტი“ აუღეს ქალბატონებმა.
- ქცევის წესები გახსოვთ?- ბიჭებს შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა გოგამ და გოგონების დარიგება გააგრძელა - ზედმეტად არ იცინიხართ, არ საუბრობთ, განსაკუთრებით უცნობ მამაკაცებთან, ქალს მეტი თავშეკავება მართებს..
გაფითრებული, გაფართოებული თვალებით ისმენდა თათია მის სიტყვებს:
- უკაცრავათ, თქვენო აღმატებულებავ, სუნთქვის უფლებას გვაძლევთ?! - გაღიზიანდა თეკლეც.
- მაგას ნამდვილად ვერ დაგამადლით, თან ისეთი ჰაერია... - სიცილი ვეღარ შეიკავეს ბიჭებმა.
- არასერიოზული ადამიანები ხართ!... - ეწყინათ გოგოებს.
- რა გაუძლებს ამათ ორი კვირა... - ბუზღუნებდა თათია.
- ორი კვირა კი არა, მთელი ცხოვრება, ჩემო სიცოცხლევ... - თავზე თბილად აკოცა გაბუტულ შეყვარებულს გოგამ.
- ისე, თეკლე, ხუმრობა იქეთ იყოს და მართლა არ სტკივა სიფრთხილეს თავი... კი არ დამვიწყებია რამდენიმე წლის წინ შენი ფარული თაყვანისმცემლები... - თვალები აწკიპა მრავალმნიშვნელოვნად ვასიკომ.
- ვინ თაყვანისმცემლები?! - ეჭვი გაკრთა აკას ხმაში.
- ნუ ხართ ასეთი მავნებლები, როდინდელი ამბავი გამიხსენეთ!... - ეღიმებოდა თეკლეს აკას მოღუშულ სახეზე. - ხუთი წლის წინ ვიყავით ნიკასთან ჩასულები, იქაური ბიჭები იყვნენ სტუმრად მოსული, რომელიღაცას შორიდან დავუნახივარ და უთქვამს, ლამაზი გოგოაო. იმ დღიდან მოყოლებული დამცინოდნენ, ხევსურზე გაგათხოვებთო....
- შენ არ იცი, ხევსურისთვის ეგ “ლამაზი გოგო“ რამდენს ნიშნავს, თითქმის სიყვარულში გამოგიტყდა... - არ ჩუმდებოდა ნიკა.
- მოკლედ, მინიშნებას მივხვდი, გვერდიდან არ მოვშორდები!... - სერიოზული ხმით გამოაცხადა აკამ.
- თქვენ იცინეთ და სულაც არაა ეგ თემა სახუმარო, ჩვენს გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადადგავთ, სადაც ვიქნებით ჩვენ, იქ იქნებით თქვენც... - მკაცრად გამოაცხადა ასათიანმა.
- ბატონო გიორგი ქალებში რომ წახვალთ იქაც გამოგყვეთ?! - ირონია არ დაიშურა იაკომ.
გოგონას კომენტარს მხიარული ხარხარიც მოჰყვა. მოკლედ ასე სიცილ-სიცილით დაიშალნენ და ქალაქიდან გასვლა ხუთი საათისთვის გადაწყვიტეს.

მათთვის ჩვეული რუზრუზითა და ყაყანით ჩალაგდნენ ახალგაზრდები ავტომობილებში, გზადაგზა ერთმანეთს ელოდებოდნენ და ესკორტად ჩაბმულნი მიდიოდნენ.
- ბავშვებო მანდ ხართ?! - მეორე ავტომობილიდან სკაიპში რეკავდა ნიკა. -
- რაო, ნიკუშ, უკვე მოგენატრეთ?! - სიცილი ვერ შეიკავა აკამ.
- ერთად სიარული არ გამოგვივიდა და მოდი ასე გვქონდეს ჩართული, თან ვიქაქანებთ და გავერთობით... - იდეა წამოაყენა ბიჭმა.
- მასეთი სასარგებლო აზრები შენით გაგიჩნდა, თუ იაკო დაგეხმარა?! - მსუბუქად გაკენწლა თეკლემ.
- დაცინვას კაცი არ მოუკლავს... -დაეჯღანა ვაჟი. - დამაცადეთ ერთი წუთით ასათიანის დავიმატო ჯგუფში და შემდეგ გამოვალ სიტყვით...
- მიდი, მიდი, რამე არ გამორჩეს გიორგის... არ დაგვღუპო... - ვერ ჩუმდებოდა გოგონა.
რამოდენიმე მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა „ჩათში“ გიორგიც დაიმატეს.
- ეეე... სასტავ, რა დღეში ხართ? - სიცილს ვერ იკავებდა ტატო, თან გიორგის ტელეფონს ავტომობილის „პარპრესზე“ ამაგრებდა.
- ნიკას მოსწყინდა ერთი მანქანით მგზავრობა და ასე გაგვაერთიანა.... -სიცილით ჩააყენეს საქმის ყურში ბავშვებმა.
- მართლა, ტო?! - ფარნას გაოცებული სახე გამოჩნდა ეკრანზე - ნიკუშ ძმა, ბერდები?!
- ეგრე გამოდის... -სიცილით დაეთანხმა ისიც - სიმღერა მომინდა და ვასიკო ისეთი ყრუა ვერ მყვება... - მხარზე ხელი დაარტყა გვერდით მჯდომ ძმას.
- ყრუ რა შუაშია, მთელი გზაა ბასტი-ბუბუს სიმღერები აქვს ჩართული, ხევსურეთში მიმავალი ბაკურიანს უმღერის... - ვასიკოს სიტყვებს ახალგაზრდების გაბმული ხარხარიც მოჰყვა, თუმცა ნიკას გული მაინც არ დასწყვიტეს და სამივე მანქანაში ერთ დროულად აბრავლდნენ:
- ჩემო პატარა გუგულო,
პატარა მატარებელო.
მთელი ბორჯომის ხეობის
გულის გამხარებელო;

ჩემო პატარა გუგულო,
პატარა მატარებელო.
მთელი ბორჯომის ხეობის
გულის გამხარებელო;

ხმა გაქვს ისეთი მჭექარე
ისეთი ომახიანი
ცემში რომ გუ-გუ-ს დასძახებ
ბანს გაძლევს ბაკურიანი“....
- საქმე-საქმეზე, რომ დადგეს, ჩემზე იტყვით ბავშვიაო, - კისკისებდა იაკო- არა და აშკარად მხარი გეცვალათ!...
გაოცებულებმა მიიხედ-მოიხედეს, ხევსურეთის გზის ნაცვლად გორის მიმართულებით მიდიოდნენ. სამივე მძღოლმა უცერემონიოდ შემოატრიალეს მანქანები და სწორი მიმართულებით წამოვიდნენ.

ამდენი სიცილ-კისკისით დაღლილებმა ჩეთი გათიშეს, ისხდნენ და ბუნებით ტკბებოდნენ, ჟინვალთან მარჯვენა მხარეს გადაუხვიეს და ფშავის მიმამრთულებით ვიწრო ხობასაც დაადგნენ, გასუსულები უმზერდნენ სიმწვანეში ჩაფლულ ჟინვალ-გესს.
- რაღაც უნდა გაჩვენო... - ჩუმად უჩურჩულა მის მხარზე დაყრდნობილ ქალიშვილს აკამ.
ავტომობილის საბარგულში სალონიდანვე გადაწია ხელი და უკან ჩაგდებული რუგზაკი გადმოიღო. რამდენიმე წუთიანი ქექვის შემდეგ, ავტომობილის მაკეტი ამოიღო.
გაოცებული, გაფართოებული თვალებით დასცქეროდა თეკლე ვაჟის ხელებში მოქცეულ წითელ, კაბრიოლეტის ფორმის სპორტულ ავტომობილს.
- ეს ჩემთვისაა?! - ხმა უთრთოდა გოგონას.
- ნამდვილი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს ადრე თუ გვიან... - თბილად უმზერდა გოგონას ცრემლებ ჩამდგარ თვალებს ვაჟი.
- ჩემი წითელი ავაზა... - გულში თბილად იკრავდა თეკლე.
- რა გინდა ძმაო გიმართლებს, ქალის მოხიბვლას სათამაშო მანქანებითაც ახერხებ..- თბილად გახედა გოგამ უკანა ხედვის სარკიდან ბედნიერ დას.
უკომენტაროდ დატოვა ვაჟის რეპლიკა, ისევ მწვანედ მოლივლივე წყალს უმზერდა და ბედნიერების ცრემლებს იწმენდდა თეკლე.
ბავშვობიდან არ უყვარდა მიხვეულ - მოხვეული გზები, ვიწრო უღელტეხილზე თვალებს ხუჭავდა თეკლე, ალბათ აკამაც იგრძნო მისი შიში, ძლიერად მიიხუტა ქალი, თვალებ დახუჭული, ვაჟის მკერდში თავჩარგული ისმენდა გზიდან მომავალ არაგვის გრიალს. ბიჭის ტუჩების შეხება იგრძნო ყვრილამებზე, მისი სიმშვიდე გადამდები გამოდგა. ნელ-ნელა ფორიაქიც მოეხსნა. ვაჟის ძლიერ მკლავებში მოქცეულს სხეული მოუდუნდა და ასე ჩახუტებულს ჩაეძინა კიდევაც.
- ისე დროა თქვენც იფიქროთ დაქორწინებაზე... - წყვეტილად ესმოდა გოგას სიტყვები.
- მეც ასე ვფიქრობ...იმედია დავითანხმებ....
ნელ-ნელა მიიწევდნე წინ, ჩარგალს გასცდნენ და გზა ბარისახოსკენ გააგრძელეს. ამდენი ჯიღჯიყისა და რყევის შემდეგ როგორც იქნა ჩავიდნენ შატილში. როგორია შატილი? მათთვის ვინც შატილში ნამყოფი არაა, მოგახსენებთ, რომ შატილილი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არღუნისა და შატილისწყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს, ჩეჩნეთის საზღვართან.
შატილი ზაფხულობით ცოცხლდება - მაშინ, როცა თოვლი დნება და გზა იხსნება. ზამთარს, მძიმე პირობების გამო, იქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ატარებს. ხევსურეთში კი დიდთოვლიანი, გრძელი ზამთრები იცის.
თბილისიდან შატილამდე სულ 160 კილომეტრია, მაგრამ ამ მანძილის დაძლევას, რთული გზის გამო, ხუთი-ექვსი საათი მაინც დასჭირდა. მიდიოდნენ, მიდიოდნენ, გარშემო ნელ-ნელა ქრებოდა ხეები, ალპურ ზონაში უზარმაზარი ხასხასა მწვანით დაფარული მთები ხვდებოდათ, ალაგ-ალაგ, შუა ივლისშიც კი, ზოგან თოვლშემორჩენილი.
მერე გზა ისევ დაბლა დაეშვა და ერთ-ერთ მოსახვევში მოულოდნელად გამოჩნდა შატილის სიამაყე, ციხე-კოშკები. სოფელში მხოლოდ სკოლა და ერთი პატარა მაღაზია მუშაობდა. სკოლა ზაფხულში იკეტებოდა, მაღაზია კი - პირიქით, ზაფხულობით იხსნებოდა. იქ ტკბილეული, სასმელი და სხვადასხვა, პირველად მოხმარების წვრილმანი იყიდებოდა. ყველაფერი ერთ პატარა ოთახში იყო თავმოყრილი. მაღაზიის მფლობელი გვერდით სახლში ცხოვრობდა, პოტენციურ კლიენტს მაღაზია დაკეტილი თუ დახვდებოდა, მასპინძელს ეძახდა.
სოფელში შესულებმა შვებით ამოისუნთქეს, გრძელი გზაც დაავიწყდათ და დაღლაც. ავტომობილები მაღაზიასთან გააჩერეს და ხმაურით გადმოვიდნენ და იქვე მოჩუხჩუხე ცივ წყაროს შეესიენ.
- აიტ... არაბულების ციგნებო ჩამოხვედით?! - მაღაზიიდან გაღიმებული სახით გამოვიდა მოხუცი, თეთრწვეროსანი ჯარჯი. ნიკაპით ჯოხს დაყრდნობოდა და თბილად შეჰყურებდა მოფუსფუსე ახალგაზრდებს.
მისი ხმის გაგონებაზე გულში სითბო ჩაეღვარათ ბიჭებს, ესიამოვნათ დედის გვარის გაჟღერება, ჯარჯი ბავშვობიდანვე არაბულებად მოიხსენიებდა მათ, ზუსტად იცოდა მამუკამ, რომ გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა, ჯიუტად იმეორებდა ჯარჯი:
- დიახაც, ჩვენი ვაჟკაცები ხევსურები არიანო...
თითქოს მანანა ისევ ცოცხალი იყო, ყველაფერს მისი სურნელი ასდიოდა, ისევ პატარები და უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ. რაც თავი ახსოვთ ყოველთვის ასეთი იყო ჯარჯი. ცელქ, ანც, მთისთვის დამახასიათებელ ციფერთვალება მოხუცს ცრემლები ჩასდგომოდა თვალებში და იაკოს გულში იკრავდა აკანკალებული ხელებით.
- ჩვენი ლამაზი, ჩვენი ფერია, როგორ ძალიან ჰგევხარ დედას!....
ერთმანეთის გვერდი-გვერდ იდგნენ ძმებიც და ელოდებოდნენ როდის მოიცლიდა მოხუცი მათთვის. ორ მეტრიანი კაცები წელში მოიხარნენ და ისევ პატარა ბიჭებივით ჩაეხუტნენ მამაკაცს. ღრმად შეისუნთქეს მისი თამბაქოს სურნელით გაჟღენთილი ჭაღარის სურნელი, აი, რა ენატრებოდათ ყველაზე მეტად, აი რა უყვარდათ...
სიგიჟემდე უყვარდათ მოხუცი. ჩასვლითანავე, სახლში შესვლამდე მასთან გარბოდნენ.
ეზოში, სახლის წინ დიდი, ვეებერთელა მეცხვარე ძაღლი დათვივით იწვა, სახელიც შესაფერისი ჰქონდა: დათვია.
ბავშვების ხმის გაგონებისთანავე დინჯად დგებოდა ცხოველი და კუდის ქიცინით კარებშივე ხვდებოდა ბიჭებს.
ეხლაც ახსოვდა ნიკას რამდენი იტირა იაკომ, როცა ერთ ზაფხულს შატილში ჩასულებს, დათვია აღარ დახვდათ.
კარგა ხანს ატყუებდათ მოხუცი ჯარჯი: - ცხვარშია დათვია და შემოდგომაზე დაბრუნდებაო.
თუმცა ის შემოდგომა არა და არ დადგა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent