უცნაური ბიძაშვილი (თავი2)
ცოტნემ გაცნობა დაიწყო და მაშინ მინდოდა მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავეტანე. -გაიცანით, ნათია და ნათიას შვილი გუგა. გუგა ჩემი არაბიოლოგიური ბიძაშვილი იქნება??? შეუძლებელია, ეს როგორ?? არა,არა მე ხომ ის მომწონს ისე როგორც ბიჭი და არა როგორც ძმა ან ბიძაშვილი, ახლა ის ჩემი ბიძაშვილი იქნება?? ნამდვილი არა მაგრამ, მაინც არე გამოდის, ნეტა ახლა გამეღვიძოს და სიზმარი აღმოჩნდეს.ყველა ემოცია ერთად მომაწვა,თავი საშინლად ვიგრძენი. -მარი, რა გჭირს? თაკოს შეხება ვიგრძენი ხელზე და გამოვფხიზლდი, მაშინვე გუგას თვალებს წავაწყდი, ისიც გაკვირვებული მიყურებდა, ვერ ხვდებოდა რამოხდა, ალბათ ორი აზრი უტრიალებდა ან ის რომ უბრალოდ ამ რესტორანში ვიყავი ან იმას რაც სინამდვილეშია. -ეს ჩემი ძმაა კახა, მისი მეუღლე მაკა და ჩემი ძმისშვილები თაკო და მარიამი. გუგა იმ წaმს გაერკვა ყველაფერში და ირონიული ღიმილი დაეტყო სახეზე. ნერვიულობისგან სიცილი დავიწყე, როცა მივხვდი რომ უადგილო იყო უბარლოდ გავიღიმე და მაგიდისკენ წავედი. როცა მაგიდას მივუსხედით გუგა ჩემს მოპირდაპირედ იჯდა და თვალს არ მაშორებდა, სუფრასთან ვერ ვჩერდებოდი, ბოდიში მოვიხადე და საპირფარეშოში გავედი, ცოტა რომ დავწყნარდი ნატუკას დავურეკე და ყველაფერი ვუამბე, არ დამიჯერა და არც გამკვირვებია, ასეთი ამბის დაჯერება რთულია, ყველანაირი ფიცის შემდეგ რომ არ დამიჯერა შორიდან მაგიდას გადავუგე და გავუგზავნე, ამით კი ნატუკას გულის წასვლა, გადატანითი მნიშვნელობით, დავიმსახურე. სუფრასთან დაბრუნებისას შევეცადე არაფერი შემემჩნია და სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი. ნათია კარგი გოგო ჩანდა, ასაკით დიდი არ იქნებოდა, ალბათ ადრე გათხოვდა და ამიტომ ყავს ამხელა შვილი. შემდეგ ისიც გავიგე რომ როცა გუგა სკოლას დაამთავრებს და 18 წლის გახდება ნათია საზღვარგარეთ უშვებს სასწავლებლად. მთელი საღამო გუგას მზერას ვგრძნობდი, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი, არვიცი როგორ ახერხებს ეს ბიჭი მაგრამ ყველასგან შეუმჩნევლად მიყურებს, თაკოსაც კი არ შეუმჩნევია, რომელიც სულ მეჩურჩულება ქუჩაში ხან ის ბიჭი გიყურებს ხან ისო, არ ეჩვენება და არც მატყუებს, რადგან ზუსტად იმათზე მეუბნება ვისაც ვიცი, რომ მოვწონვარ. დავიშალეთ ისე რომ მე და გეგას ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს. ნათიამ მითხრა გნახავ ხოლმე, შენ და გუგა ერთ სკოლაში სწავლობთო, არაფერი მითქვამს, უბრალოდ გავუღიმე და დავემშვიდობე.ისიც გამიკვირდა გუგა როგორ ეგუება დედამისის გათხოვებასთქო მაგრამ ის ხომ პატარა აღარაა, ალბათ ხვდება, რომ დედამისსაც სჭირდება პირადი ცხოვრების აწყობა. სახლში მისვლისას მაშინვე აბაზანაში შევედი და ემოციებისგან განვიტვირთე, დაძინინებამდე facebook-ზე შევედი, გეგა მამატებდა, ამან უფრო დამძაბა, დავუდასტურე და მაშინვე გამოვედი. დაძინებისას ყველა ის მომენტი გავიხსენე რაც გუგასთან მაკავშირებდა. -ჰმმ, უცნაური ბიძაშვილი მყავს- გავიცინე და მაშინვე ჩამეძინა. დილით ჩემდა გასაკვირად პოზიტიურად შევხვდი ყველაფერს, აშკარაგდ გამოძინება მომიხდა, სავარჯიშოდ არ გავედი, ჩამეძინა და სკოლაში დავაგვიანებდი თანაც ციოდა, ამიტომ თბილად ჩავიცვი და სკოლის გზას გავუდექი, ნაოშნიკები გავიკეთე და სულ სხვა სამყაროში გავჩნდი. გაკვეთილის დაწყებამდე ნატუკას შევხვდი, შეყვარებულს დაშორდა და ვანუგეშებდი, მაგრამ მას როგორც ჩანს არ ადარდებდა. -არ გიყვარს? მეგონა გიყვარდა, შენთითონ ამბობდი რამოდენიმე დღის წინ და ახლა რამოხდა, საერთოდ არ განიცდი? -კარგი რა მარუს, კარგად მიცნობ და იცი მასეთი სისულელეები არ მადარდებს, გუშინ ვიკამ მითხრა ჩემი ძმა დავინახე შენს ფოტოებს ათვარიელებდაო, როგორც შევედი მაშინვე გამორთოო. -ხომაგრამ ეგ იმას არნიშნავს რომ მოწონხარ. -რა იცი იქნებ ნიშნავს (ნამიოკის თვალებით გამომხედა) -არ თქვა რომ მოგწონს შენც -ვნახოთ,ვნახოთ -საბას მაგის გამო დაშორდი? -არა უბრალოდ მომბეზრდა, კარგი ეხლა შენზე ვილაპარაკოთ -ბიძაშვილი მყავს უკვე მე და ნატუკამ სიცილი დავიწყეთ და ყველამ ჩვენ გამოგვხედა, ზარიც დაირეკა და გარეთ გავედით. დერეფანში შემხვდა გუგა, თითქოს უნდა ეთქვა რამე, მაგრამ გადაიფიქრა, ჩემკენ წამოწეული, უკან გაიწია და გზა გააგრძელა. არ მადარდებდა ეს ყველაფერი,რადგან ერთხელაც, ახლო მომავალში, მოგვიწევდა ლაპარაკი, ისე როგორც ოჯახის წევრებს... ასე გავიდა სამი დღე, გუგა და მე არ ვსაუბრობდით, უბრალოდ ერთმანეთს ირონიით სავსე თვალებით ვუყურებდით, საიდან ამდენი ირონია? არ ვიცი და მგონი არც მან იცის. პარასკევი დღე იყო, სკოლაში ვიყავი, როცა ტელეფონზე უცხო ნომერი მირეკავდა,შევკრთი, სულ ასე მემართება, როცა უცხო ნომერი რეკავს. -მარიამ, საყვარელო, როგორ ხარ? ნათია ვარ. -კარგად ნათია შენ? ცოტა არ იყოს გამიხარდა მისი ზარი, თითქოს კარგ ხასიათზე დავდექი,იქნებ იმიტომ რომ გუგასნაირი ხმა ჰქონდა? არა მარიამ ამოიგდე ეს თავიდან. -მეც კარგად, მისმინე, ხომ იცი ქორწილამდე ცოტა დარჩა და კაბაზე შეგიძლია გამომყვე? -კიი როგორ არა, რაპრობლემაა -კარგი მაშინ სკოლის შემდეგ გამოგივლი -კარგი -უი გუგას ტელეფონი არ აქვს და შეგიძლია უთხრა? -ისიც მოდის? სულ დამავიწყდა რომ ნათია გუგას აუცილებლად წამოიყვანს, ის ხომ მისი შვილია. -ჰო, მოდის -კარგი ვეტყვი თუმცა რას ვამბობ როგორ ვეტყვი, ეხლა მე გუგასთან უნდა მივიდე და ეს ყველაფერი ვუთხრა? არა, ეს როგორ, თუმცა მე რატომ უნდა ვუთხრა,ამაზე ჩემს თავს დავცინე, აბა ის ხო არ მოვა, მე მთხოვა ნათიამ, მან ეს არც კი იცის და როგორ მეტყვის. გამბედაობას ვძლიე და მის კლასთან მივედი, გამიხარდა კლასში შესვლა არ დამჭირდა,კარებთან იდგა, ბიჭებთან ერთად, ახლა რა ვქნა? ესენი მაინც არ იდგნენ აქ, თუმცა რას ვამბობ, რომც არ იყვნენ მაინც ასე ვიქნებოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.