შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოიდარებს, გამოდარებს, თორემ ძვირფასო ნამეტანია


14-02-2016, 20:35
ავტორი guranda:)
ნანახია 2 522

ხანდახან ცხოვრება სასტიკია,ბევრი ტანჯვა გამოვიარე და ბევრიც კიდე წინ მაქვს,17 წლის ვიყავი ავტოავარიაში რომ დამეღუპა მშობლები,მე და ჩემი 2 და ელენე და სანდრა ბებიას საპატრონო გავხდით.ისე რთულად გადავიტანე ყველაფერი რომ ლამის მეც მოვკვდი,სანდრა მაშინ ახალშობილი იყო 11 თვის,ელენე კი 15 წლის.სანდრა გვახალისებდა ოჯახში ყველას,თანდათან იზრდებოდა და დედას ნატრობდა,ბოლოს კი მე ვეგონე დედამისი..სიხარულით არაფერი მახარებდა,ელენე ცოტა ბავშვი იყო და სკოლაში გულს აყოლებდა..მეე?მე უსწავლელი დავრჩი რადგან ბებოს მოვხმარებოდი სანდრას გაზრდაში.მას შემდეგ 3 წელი გავიდა,სამი კოშმარული წელი,ახლა უკვე სანდრა 4 წლის გახდება და ბევრ კითხვებს მისვამს.
-დაიკოო,დაიკოო.რატო აგვიანებს დედა და მამა?
-რასს ამბობ სანდრა?
-ბაგში მითქლეს რომ დედა და მამა ცაშია.და რატო არ მოდიან?
-სანდრა გეყოფა ლაპარაკი და ოთახში შედი ჩქარაა.
ისე საშინლად გავბრაზდი.თან დიდი ტკივილი გამახსენა სანდრამ,მოუშუშებელი ტკივილი.რთული რეჯიმი დამიდგა 20 წლის გოგოს,ელენე 18 წლისაა და უკვე კარგი საპატრონოა რომ არ გადაუხვიოს გზას და ვინმემ არ მატყუოს..მიყვება რომ შეყვარებულია ცოტა არ იყოს და არ მინდა რომ ჯერ გათხოვდეს,თვითონ კი ჩქარობს.მეც არ მაქვს დიდი ასაკი მაგრამ ცხოვრებამ ბევრი მასწავლა.ამიტომ მე ვარ ჩემი დების პატრონი.ბებოც ასაკშია უკვე და არვიცი რა იქნება მომავალში.
-ქეთა,ნინო გირეკავს სკაიპში..დამიძახა ელენემ..ნინო ჩემი მეგობარია რომელიც მეხმარება თავი გავართვა ამ ყველაფერს..
-აუ ელეე არ მაქვს ლაპარაკის თავი შენ ელაპარაკე.
-რახდებაა?ახლოს მოვიდა ჩემთან ელენე და ისე მკითხა
-არაფერი.
-ვიცი რომ რაღაც ხდებაა .მითხარიი
-სანდრამ მკითხა ბაღიდან რომ მოვიდა ჩვენს მშობლებზე და ცოტა დავიგრუზე.ვუყვირე კიდევაც ისე გავბრაზდი და საძინებელში გავუშვი.
-ქეთა ის ხომ ბავშვია და რაიცის,გაიზრდება ჩვენხელა და მიხვდება ყველაფერს.
-არა ელე ჩვენ ორივემ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რომ,სანდრამ არ იგრძნოს ტკივილი,ისეთი ტკივილი როგრიც ჩვენ გვაქვს.მას უზრუნველი ბავშვობა და ახალგაზრდობა მინდა შუვუქმნა.
-მეც დაგეხმარები დაო.ახლა კი ცოტა გამხნევდი.იცი მეც როგორ მტკივა მაგრამ თავს ვიმაგრებ..
-ვიცი ელე ვიცი.
-ქეთ.მინდა,რომ სწავლას თავი დავნებო.
-რატომ?
-იმიტომ რომ მუშაობა დავიწყო და მხარში ამოგიდგე.
-არავითარ შემთხვევაში ელენე.არავითარ შემთხვევაში..შენ ისწავლი და მე ვიმუშავებ.
-გთხოვ მომეცი საშვალება დაგეხმარო.
-ჩემი დახმარება ის იქნება შენ რომ ჭკვიანად იქნები და კარგად ისწავლი.
-ჯერ მხოლოდ 20 წლის ხარ და მშობლის მოვალეობას გვიწევ მე და სანდრას.
-იმედია დამიფასდებაა.
-ასე ნუ ამბობ,შენი მადლობელი ვიქნებით სულ.
-კარგი კარგი,წადი სანდრა ნახეე რას აკეთებს.მე კი კომპიუტერთან დავჯდები და რამე სამსახურს მოვძებნი..
რთულია იშოვო რამე სამუშაო უსწავლელმა."გაუნათლებელი გოგო"ვის რაში ჭირდება.მიჭირს ასე ცხოვრება მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ.კომპიუტერს მიჯექი ამდროს კი ნინომ კვლავ დამირეკა.
-ხო ნინო
-რაშვები ქეთა?
-რავიცი აბა არამიშავს შენ რაშვები?
-მე კარგად,შენთვის რაღაც მაქ სათქმელი.
-მიდი მითხარი.
-გოგო ჩემმა ნათესავმა მითხრა რომ,მის მეზობელს მოახლე სჭირდება და ეგრევე შენ გამახსენდი,სამსახურს რომ ეძებდი,ვიცი ცუდად ჟღერს მოახლე მაგრამ,მე ჩემი ჭკუით გეხმარები...ჰმ სხვა რა თუარა მოახლე,გავიფიქრე გულში
-ნინო ახლა ისე მჭირდება ფული რომ,ყველა სამუშაოზე თანახმა ვარ. სად უნდა მივიდე?
-ჩემთან გამო და წაგყვები.
-კარგი გამოვალ დღესვე,ჯერ შუა დღეა და მოვასწრებ გასაუბრებას.
ჩემს ოთახში შევედი ტანსაცმელი გამოვიცვალე,შენდეგ ელენეს და სანდრას შევაკითხე ოთახში.
-ელე მე გავდივარ ნინოსთან საქმე მაქვს და სანდარს და ბებოს მიაქციე ყურადGება.აბა შენ იცი
-კარგი ქეთა.
კარები უნდა გამომეხურა როცა სანდრამ მომაძახა.
-გაგებუტე.
-რატომ ჩემო პატარა?..მე
-იმიტომ რომ დღეს მიყვირე
-ელე გთხოვ აუხსენი ყველაფერი,გავედიი მეე
ქუჩაში გამოვედი ცივი ამინდი იყო,თან წვიმდა შემოდგომა დგებოდა,ქარი პირდაპირ სახეში მიბერავდა..ნეტა ოდესმე გამოიდარებს ჩემს ცხოვრებაში?ვფიქრობდი გულში
-ქეთა აქეთ წამო,გავიგონე ნინოს ხმა
-გამოხვედი?მე შენთან მოვდიოდი ბინაში.
-ხო გამოვედი,ისედაც დაღამდება მალე და დრო არ დაგაკარგვინე.
ბევრი ვიარეთ და როგორც იქნა მივედით,ნინოს ნათესავთან,ისიც მიგვყვა მის მეზობელთან.ულამაზეს სახლი იყო მისი ეზოთი.ნინოს ნათესავმა დაუძახა მეზობელს.იქედან კი ლამაზი შეხედულების ქალი გამოვიდა.
-მობრძანდით.გვითხრა ღიმილით
-ჩვენც შევედით.
-ეს გოგო მოგიყვანე(ჩემზე მიუთითა)დამხმარეს რომ ეძებდი.უთხრა ნინოს ნათესავმა მის მეზობელს.
-გაგიჟდი გოგო?ასეთ ახალგაზრდას როგორ ვამუშავებ ამნაირ სამსახურზე
-ყველანაირ სამუშაოს გავუძლებ.ვუთხარი მორიდებით.
-ვაიმე უხერხულ მდგომარეობაში მაგდებ,ჯერ პატარა ხარ და ცოდვაა ხარ
-მჭირდება სამსახური,აუცილებლად მჭირდება.
-კარგი ვსინჯოთ ერთი ორი დღე თუ გაუძლებ.

-------------------------------------------
აბა როგორია შემიფასეთ გთხოვთ



№1 სტუმარი mariami

rakargiaa gaagrdzelee :*da maledaderaa :* shemdegi

 


№2 სტუმარი A

Saintereso chans. Vnaxot ra iqneba gaagrdzele da malmale dade ra.

 


№3 სტუმარი Ellee

Saintereso Chan's gaagrdzele ))❤

 


№4  offline წევრი natia-natia

Gaagrdzele aucileblad

 


№5  offline წევრი guranda:)

უღრმესი მადლობა ყველას,გაიხარეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent