შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით?.. (2)


15-02-2016, 04:04
ავტორი tsn
ნანახია 6 757

-''თქვენი ბოდიში არ უშველის ამ დასვრილ და გაფუჭებულ დოკუმენტებს.. უყურადღებოდ რომ დადიხარ, ეს მაგის ბრალია, არავის არ უყურებ, იქნებ რა ხდება.''- მძინარეს ჩამესმოდა ეს სიტყვები.. საწოლიდან იცებ წამოვვარდი და ღრმად ჩავისუნთქე.. მისტერ უჟმური დამესიზმრა.. ესღა მაკლდა.. ნეტავ რას დაეთრევა ჩემს სიზმრებში.. თან ისე გამეღვიძა პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი.. თავი აქეთ-იქეთ გავაქნიე, რომ უაზრო ფიქრები მომეშორებინა და ავდექი.. მოვემზადე და მამას ოთახისკენ ავიღე გეზი.. ბალიში მოვიმარჯვე და შესული არ ვიყავი ვუყვირე
- ილოცე ძილის წინ დეზდემონა?.. - მამამ თვალების გახელა ვერ მოასწრო, ბალიში რომ მოხვდა..
- კარგი რა მამა,.მოდი ჩემთან - გამიღიმა და ხელები გაშალა ჩასახუტებლად, მეც გავქანდი და ოპა, უცებ მეც მომხვდა ბალიში..
- აი ასე - დამეღრიჯა მამა და სიცილი აუვარდა..
- ადექი ახლა - დავეღრიჯე მამას და სამზარეულოსკენ გავიქეცი.. მამას საყვარელი ბლინები დავაცხვე და მამას მივუტანე..
- ემილი, დილიდან გაკვირდები და მგონია, რომ რაღაც უნდა მთხოვო..
- ოო, რა კარგად მიცნობ რაყ..მამააა, ხომ იცი, ერთ კვირაში ნათლიას დაბადების დღეა, მინდა სიურპრიზი მოვუწყო.. ამისთვის კი ფული მჭირდება.. ხომ იცი დაუმსახურებლად არაფერი მინდა, ამიტომ, თანახმა ვარ შენთან ვიმუშავო, მანამ ვალს არ გაგისტუმრებ - ღიმილით ვუთხარი მამას..
- რა ვალი მამა, რის ვალი.. ხომ იცი, ჩემი ფული შენიცა..
- არა, მე ასე მინდა.. მირჩევნია ჩემით გამოვიმუშავო და არ შემეწინააღმდეგო..
- როგორც იტყვი პრინცესა - ხელები დანებების ნიშნად მაღლა ასწია..
- ჯიგარი ხარ - ხელი მხარზე მივარტყი
- ჰმ.. ხან მგონია, რომ შენი ძმაკაცი.უფრო.ვარ, ვიდრე მამა -ხელები გადააჯვარედინა და წარბი მაღლა აზიდა..
- შენ ყველაფერი ხარ - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე..
- ემი წამალი დალიე რა..
- დავლე უკვეე - მივაძახე და ოთახში ავედი..
გოგოებს დავურეკე და მოსვლა ვთხოვე.. მინდა, რომ გიოს დაბადების დღის ორგანიზებაში დამეხმარონ.. ნახევარ საათში სამივე ჩემს ოთახში ვიყავით მოკალათებული და წვეულების დეტალებს ვაზუსტებდით..
- მოკლედ, ანა.. შენ სტუმრების მოწვევაზე იქნები პასუხისმგებელი.. ლილი, შენ საკვებზე.. ადგილს და მომსახურე პერსონალს მე მივხედავ.. ხო, რაც შეეხება დეკორაციებს, მოდი ეს ყველამ ერთად ვითავოთ.. არ გვინდა დიზაინერების ჯარი და ა.შ.. არც ძალიან მოკრძალებული წვეულება იქნება და არც ზედმეტად დატვირთული.. - მთელი გეგმა გავაცანი გოგოებს და მათ აზრს დაველოდე
- ყველაფერი ბრწყინვალედ იქნება - გამიღიმა ანამ..
- ხო, ისე ვიზამთ, როგორც დავგეგმეთ - დაამატა ლილიმ..
- ხოო, ლილიი აი კიდევ რა გევალება - გაწელილად ვუთხარი, რადგან არ ვიცი დამთანხმდება, თუ არა.. - ლილი, გიო მაღაზიებში უნდა წაიყვანო და რაიმე აარჩევინო, მინდა კარგად გამოიყურებოდეს.. იყოყმანა ცოტა, მაგრამ ცოტა ხანში მაინც დაგვთანხმდა.. საქმე ისაა, რომ ლილის გიო ძალიან მოსწონს.. გიოსაც მოსწონს, მაგრამ, რატომღაც არცერთი უტყდება ამაში ერთურთს, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს მხოლოდ მოწონება აღარაა..
ერთი კვირა აქეთ-იქით დავრბოდით მე და გოგოები.. აღარც მისტერ უჟმური მახსოვდა და აღარც სხვა დანარჩენები.. საქმეში ბოლომდე ჩავერთეთ და გადავყევით..
წვეულების წინა დღე იყო.. ყველაფერი მოგვარებული იყო, თუმცა რაღაც მაინც არ მასვენებდა, ამიტომ წვეულების ადგილე წასვლა გადავწყვიტე.. მივედი, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ყველაფერს და სახლის გზას დავადექი.. როგორც ყოველთვის, ახლაც როლერებზე ვიდექი.. შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთებას დაველოდე და ანთებისთანავე ქუჩაზე გადავირბინე.. უეცრად სიგნალის გაბმული ხმა გავიგე, შევბრუნდი და თვალებზე ხელი ავიფარე, მეგონა წამებში საიქიოში გამისტუმრებდნენ, მაგრამ მანქანა ცხვირწინ გამიჩერდა და მეც შვებით ამოვისუნთქე.. გაშეშებული ვიდექი, როდესაც მანქანიდან მისტერ უჟმური გადმოვიდა და ისევ უხეშად მომაძახა
- შენ რა წინ არ იყურები? უყურადღებოდ რატომ დადიხარ?
- უკაცრავად? ამას მეუბნება ადამიანი, რომელმაც ლამის გამიტანა.. ეს თქვენ იმოძრავეთ ყურადღებით.. სხვათაშორის თქვენ გადმოხვედით წითელ შუქზე და არა მე..
- მე მაქვს ამის უფლება - ხმა გაიმკაცრა მანაც
- მეც მაქვს უფლება, რომ მშვიდად გადავიდე ერთი ადგილიდან მეორეზე.. რა მოხდებოდა, რომ ვერ გაგეჩერებინათ დროულად.. ერთი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდით.. მაგრამ მერე რაა, თქვენს საქმეს ხომ მიუსწრებდით.. ხომ არ დაგაგვიანდებოდათ.. თანაც დამნაშავე ისევ მე ვარ არა.. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, თქვენ კი არა?.. - ის ხმას არ იღებდა, რადგან იცოდა, რომ მართალი ვიყავი.. ახლოს მოვიდა, ხელი ჩამავლო და მანქანაში ჩამტენა..
- რას აკეთებთ? შეიშალეთ? უნდა გადავიდე - თავს ვითავისუფლებდი
- ერთ ადგილზე გაშეშდი და ხმა აღარ ამოიღო.. - შემზარავი ხმით მითხრა და ერთი წამით გავშეშდი.. მან მანქანა დაძრა და წავიდა..
- როგორ ბედავ ჩემთან ასე საუბარს - მკითხა მან და საჭეს ხელი დაარტყა..
- მაგდენი სიბრაზე არ შეიძლება.. ნერვები გაგიფუჭდებათ, თუ დაგრჩათ საერთოდ.. ისე თქვენს ასაკში ნერვული უჯრედები რეგენერაციის უნარს კარგავენ.. ასე, რომ გირჩევნიათ გაიღიმოთ.. იქნებ მოგეწონოთ კიდეც - ენას მაინც ვერ ვაჩერებდი, ერთხელ შემომხედა ბოროტულად და იმ წამს გადავწყვიტე, რომ უნდა გავჩუმებულიყავი.. გაურკვეველი მიმართულებით მივდიოდით.. ისე ამ კაცისგან ყველაფერია მოსალოდნელი..
- იცოდე, თუ ჩემი მოკვლა გინდა, არაფერი გამოგივა.. საერთოდაც, წერილი მაქვს დატოვებული და მაშინვე გიპოვიან - ახლა უკვე სისულელეების თქმაც დავიწყე..
- ჰმ.. - მხოლოდ ეს ამოთქვა და გზა გააგრძელა.. ცოტა ხანს სიწყნარე ჩამოწვა.. მაგრამ ისევ მე დავარღვიე..
- მისტერ უჟმირო, არ მინდა მყუდროება დაგირღვიოთ, მაგრამ სახლში მეჩქარება.. მამა მელოდება და არ მინდა ინერვიულოს..
- სად ცხოვრობ? - მკითხა ისევ უხეშად, მეც მისამართი ვუკარნახე და წავედით..
- გადადი- მითხრა მაშინვე, რაც გავჩერდით, რა თქმა უნდა ისევ უხეშად,.მეც გადავედი და მანქანის წინ დავდექი, ხელები გადავაჯვარედინე და გაბრაზებული სახით შევხედე
- გაიწიე, რას შვრები? - სახეზე გაოცება დაეტყო,
- იცით, პირველი შეხვედრისას ბოდიში მე მოგიხადეთ, რადგანაც თავი დამნაშავედ ვიგრძენი.. ახლა თქვენგან ველოდები მობოდიშებას...
- შენ რა გაგიჟდი? მათე გულედანი არასოდეს, არავის უხდის ბოდიშს.. გადადი გზიდან
- არა, ჯერ ბოდიში მომიხადე - დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას არ იზამდა, მაგრამ ნერვებს ხომ მაინც მოვუშლიდი
- ამის დ.შ - შეიგინა უმისამართოდ , საჭეს ხელი დასცხო და მანქანა უკანსვლით წაიყვანა.. ლამის გავიგუდე სიცილით, რადგან სახეზე გამწარება ეხატა.. ღმერთოო, სადმე კიდევ თუ შევხვდი მართლა მომკლავს.. საოცრად კარგ განწყობაზე დავბრუნდი სახლში და ყველაზე დიდი სიურპრიზი იქ დამხვდა..
- დემეე - ვიკივლე ჩემი ძმას, რასაც ქვია, შევაფრინდი.. - როგორ მომენატრე, როდის ჩამოხვედი? ხომ აღარ წახვალ? და ბოლოს, რა ჩამომიტანე? - ვკოცნიდი და საუბარს არ ვაცლიდი.. ბოლოს ძლივს მომიშორა
- ''რა მომიტანე''-ს ასაკიდან არ გამოხვიდე შენ - მითხრა დემემ და თმა ამიჩეჩა.. მერე ჩამეხუტა და ლოყები ''მომაგლიჯა''.. - მომენატრე ემილიანა - თმაზე მომეფერა და პატარა ყუთი მომაწოდა
- ვიცოდი, რომ ეგრევე მკითხავდი: რა მომიტანე დემეე - ხმაზე გამაჯავრა თან.. ყუთი გავხსენი და ძალიან ლამაზი ყელსაბამი ვნახე..
- ეს ქვა ტანზანიტია.. მსოფლიოში, მხოლოდ ერთ ადგილზე გვხვდება.. შენსავით უნიკალურია - გამიღიმა დემემ და გულში ჩამიკრა.. როგორ მომნატრებია ჩემი გადარეული.. მამა სიხარულით დაფრინავდა.. მართალია არ იმჩნევდა, მაგრამ ძალიან ღელავდა მასზე.. დიდ ხანს ვისაუბრეთ და ვიცინეთ სამივემ.. დასაძინებლად წავედით.. მოვემზადე, ბალიშს ხელი დავავლე და დემეს შევუვარდი
- დემეე, შენთან დავიძინებ რა - ოროსანი ბაბშვივით ავიტუზე და.შევხედე ჩემს ძმას..
- მოდი დაიკო - მითხრა თბილად და ხელები გაშალა ჩასახუტებლად.. მეც მივედი და მაგრად ჩავეხუტე..
- აბა ჭინკავ, მომიყევი აქ უჩემოდ რას შვრებოდი - მკითხა და ღიმილით გამომხედა.. მეც ყველაფერი მოვუყევი.. მისტერ უჟმურიც არ გამომრჩა..
- უხ შე გენაცვალე ბიძია-ბაბუა - დამცინა დემემ
- ოო, რას დამცინი.. აბა რა მექნა? მისი ბრალი იყო და ჩემთვის უნდა ეჩხუბა?
- მომისმინე ჭინკა, შეიძლება მართალი იყავი, მაგრამ, ზოგჯერ მაგ შენს გრძელ ენას, ეგ ჩაკიწკიწებული კბილები დააჭირე, თორემ გამოჩნდება ვინმე, ვინც დაგტოვებს უკბილოს - მითხრა და თმაზე მომქაჩა.. ცოტა ხანს ისევ ვისაუბრეთ და მალე ძილიც მოგვერია.. თქვენ წარმოიდგინეთ და ისევ მისტერ უჟმური მესიზმრა..

მათე
ხანდახან ვფიქრობ, რა არის ჩვენი ცხოვრება?.. პირადად ჩემი ცხოვრება ქაოსია, დაუსრულებული ქაოსი... მშობლებმა დიდი ხნის წინ დამტოვეს.. მარტოს მომიწია ყველაზე რთული პერიოდების გავლა.. მუხლჩაუხრელად ვშრომობდი, რომ დღევანდელი მდგომარეობისთვის მიმეღწია.. მაშინ, როდესაც ჩემი თანატოლები უბრალოდ ერთობოდნენ, მე მთელი არსებით ჩემი მიზნების ასრულებისკენ ვიყავი გადართული.. ჯერ მხოლოდ 25 წლის ვარ, მაგრამ ყველაფერი ჩემით შევძელი.. ახლა ცნობილი ბიზესმენი ვარ, რომელსაც პატივისცემით ეპყრობიან.. იმან, რომ მშობლებმა დამტოვეს, დიდი დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას.. სიყვარულით ჯერ არ მყვარებია.. უამრავ ქალთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ სერიოზული არაფერი.. ყველას ფული და პოპულარობა აინტერესებდა.. თუმცა ის, რაც ერთმა გოგომ - ნინამ ჩაიდინა, უბრალოდ გულისამრევია.. ჩემგან დაორსულდა და უნდოდა ცოლად მომეყვანა, თუმცა ვუთხარი, რომ ბავშვს ყველანაირად მივხედავდი, მაგრამ მასზე არ ვიქორწინებდი.. ბევრს ეცადა, ბოლოს კი უბრალოდ ფული აიღო და წავიდა.. ბავშვი კი მე დამიტოვა.. იმ დღიდან კი მართლაც ყველაფერი და ყველა ავითვალწუნე.. არავის გულწრფელობის აღარ მჯერა.. ირგვლივ ყველა მეპირფერება.. ''დიახ სერ'', ''როგოღც თქვენ იტყვით სერ'' და უამრავი ასეთი მესმის.. ცხოვრებას ჩემი პატარა ლიზასთვის ვაგრძელებ.. მაგრამ, ერთხელაც მოხდა ის, რამაც ერთდროულად გამაკვირვა და გამაცოფა .. ერთმა პატარა ლაწირაკმა გაბედა და თავს ზედმეტის უფლება მისცა.. ჩემთან, მათე გულედანთან, ადამიანთან, რომელთანაც ზედმეტს ვერ იძახიან, ხმას აუწია.. ჯერ იყო მნიშვნელოვანი საბუთები დამისვარა, შემდეგ კი ისე წავიდა, რომ სიტყვა აღარ მათქმევინა...ამ ინციდენტის შემდეგ ერთი კვირა გავიდა.. აღარც ის გოგო შემხვედრია და აღარც ვინმე მისი მსგავსი..
მთელი ერთი კვირა სრულ ქაოსში გავიდა.. დოკუმენტების გამო გარიგება ჩაიშალა, ამიტომ გაორმაგებული ძალებით ვცდილობდი, რომ ინვესტორი შემენარჩუნებინა.. შეხვედრაზე მივდიოდი.. ძალიან ვჩქარობდი და მოძრაობის პწესებსაც ვარღვევდი.. მართალია, არ მაგვიანდებოდა, მაგრამ, მაინც დროზე ადრე წავედი.. ერთ-ერთ შუქნიშანთან წითელზე გავლა გადავწყვიტე, როდესაც ვიღაცას კინაღამ შევასკდი.. ღმერთო, ისევ ეს გოგო.. ხომ გაგიგიათ, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო, მეც მას დავუწყე კამათი.. და ახლაც, როგორც წინა შეხვედრაზე, ერთი სიტყვა არ შემარჩინა.. ჩემი სასჯელია ეს გოგო.. ხელი დავავლე და მანქანაში ძალით ჩავსვი.. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ ჩემი ეშინია კიდეც.. მოახერხა და წყობიდან გამომიყვანა, პულსაცია ამიჩქარა.. არ ვიცოდი სად მიმყავდა, მაგრამ მანქანას არ ვაჩერევდი.. ამ გოგომამ მეტსახელიც მომიფიქრა, ''მისტერ უჟმური''.. მის სახლთან მივიყვანე და მორიგი სპექტაკლი დადგა.. ბოდიში მომიხადე.. ახლა მართლა გავცოფდი, საჭეს ხელი დავარტყი და უკანსვლით წამოვედი.. მოვდივარ და მასზე ფიქრები არ მშორდება.. ჯანდაბა, თავგზას მიბნევს.. სულ ჩემს თავში ტრიალებს და ეს მაგიჟებს.. მე გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებაში არავის ადგილი არა არის, მითუმეტეს ამ ბავშვის..
უყურადღრბოდ ვესწრებოდი შეხვედრას.. თითქოს სხვა განზომილებაში ვიყავი.. შეხვედრაც დავამთავრეთ, კონტრაქტიც გავაფორმეთ, მაგრამ ფოღმალურად ვიყავი მათთან..
- რა გჭირს ბიჭო, თითქოს აქ არ ხარ - ჩამძახა საბამ, ჩემმა ერთადერთმა მეგობარმა, როცა შეხვედრას მოვრჩით..
- არაფერი.. უბრალოდ ისევ ის გოგო.. - ჩავილაპარაკე ჩემთვის..
- ახლა რაღა მოხდა?
- კინაღამ გავიტანე საბა.. არ ვიცი რა მემართება, თან საშინლად მაღიზიანებს, თან არ მავიწყდება..
- ცუდადაა შენი საქმე ძმობილოო - ხელი მომარტყა მხარზე..
- კარგი რაა - ჩავიქნიე ხელი.. ცოტა ხანში შინ დავბრუნდით.. ჩემს პაწაწინა ანგელოზსაც მოვეფერე და ცოტა აზრზეც მოვედი... ცოტა ხანში კი საძინებელში ავედი, დასაძინებლად მოვემზადე და დავწექი, თუმცა ისევ ფიქრები.. ფიქრები უცნობ გოგოზე, რომელმაც ერთიანად მოახერხა ჩემი წყობიდან გამოყვანა..

გიორგი
გიორგი დანელია, 24 წლის.. უფრო სწორად, უკვე 25-ის.. უცნაურად დაიწყო დილა.. არც გოგონები არ ჩანან.. არც მოსალოცი ზარები, არც ესემესები.. არაფერი.. საოცარია, რა დაემართა ემის.. როგორც წესი, პირველი ის მილოცავს.. ჩვეულებრივ დროს გავხსენი კაფე.. ასე ათი საათისკენ ლილი გამოჩნდა.. აი, ვიფიქრე უნდა მომილოცოს-მეთქი, მაგრამ...
- როგორ ხარ? - მკითხა მორიდებულად.. ჯანდაბაა, მაგიჟებს ეს ერთი ციცქნა გოგო.. უკვე იმდენი ხანია, რაც მასზე ვფიქრობ, მაგრამ ის ჯერ პატარაა.. არ ვიცი ამას როგორ გაიგებს..
- კარგად ლილი, შენ - გავუღიმე ჩვეულად..
- არამიშავს, შენთან რაღაც სათხოვარი მაქვს.. დღეს ჩემი ჯგუფელი რაღაც წვეულებას აწყობს.. მეც დამპატიჟა, მაგრამ მარტო არა, ბიჭიც უნდა წავიყვანო ვინმე.. ემამ კი მითხრა, რომ უარს არ იტყოდი შენ - ძლივს აბამდა ერთმანეთს სიტყვებს..
- კარგი ლილი, რა პრობლემაა - გავუღიმე ისევ..
- მაშინ მოემზადე ახლა და მაღაზიებში გავიდეთ.. რამე ტანსაცმელი ვიყიდოთ..
მალეაგაზიებში დავდიპდით და ვიკლებდით ყველაფერს.. რა აღარ მოვისინჯეთ, მაგრამ ვერაფერს ვარჩევდით.. ბოლოს ვემთვის კლასიკური, ლურჯი შარვალი და თეთრი პერანგი ავარჩიეთ.. ლილიმ თქბა, რომ კლასიკურად უნდა გვეცვას.. ლილიმ კი ულამაზესი, მუქი ლურჯი კაბა აარჩია.. კაბა იდეალურად იმეორებდა მის ლამაზ ფორმებს.. პირდაღებული ვუყურებდი მას და თვალს ვერ ვაშორებდი..
წვეულებაზე რომ მივედი, ყველაზე დიდი სიურპრიზი იქ დამხვდა.. ჩემი დაბადების დღის წვეულება ყოფილა.. ძალიან კარგი იყო ყველაფერი.. საყვარელი ადამიანებისგან კი მითუმეტეს.. დემეტრეც ჩამოსულა.. ვცდილობდი ლილისგან ცოტა შორს ვყოფილიყავი, რადგან ვიცოდი, რომ თავს ვეღარ გავაკონტროლებდი სხვა შემთხვევაში, მაგრამ, როდესაც დავინახე, ვიღაც ნაბ...ი როგორ ეცეკვებოდა, სისხლი ამიდუღდა, პირდაპირ მათკენ წავედი...
- შეიძლება? - ვკითხე ლილის და ხელი გავუწოდე.. მან უბრალოდ თავი დამიქნია და ხელს ხელი შეაგება.. ცოტა ხანს ისევ ვაყოლებდის მუსიკას ტანს.. ნაზად ვირხეოდით.. უკვე პიკზე ვიყავი, უნდა სცოდნოდა ლილის, რომ მიყვარდა, რომ უკვე დიდი ხანია მისით ვსუნთქავ.. მასთან ახლოს ვიყავი და მის გულისცემას ვგრძნობდი.. გაორმაგებულ გულისცემას და გახშირებულ სუნთქვას.. ხელი ჩავჭიდე მაგრად და მანქანამდე წავიყვანე.. ისიც უსიტყვოდ მოდიოდა.. მანქანა დავძარი და გზას დავადექი.. ცოტა ხანს ვიარეთ, მერე კი გავჩერდი.. არ ვიცოდი საიდან დამეწყო..
- აქ რა გვინდა? - აფორიაქებულმა იკითხა.. მე ვეღარ მოვითმინე, იმპულსურად ვიმოქმედე და ტუჩებზე ვაკოცე.. დაიბნა, მანქანაიდან სცადა გადასვლა, მე კი ხელი დავუჭირე
- არ წახვიდე ლილი.. ნურასოდეს წაცვალ ჩემგან.. - ვუთხარივდა ჩავეხუტე.. ია ხმას არ იღებდა..
- ლილი, მე ეს ალბათ დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა, მაგრამ.. იმედი მაქვს გვიანი არაა.. მიყვარხარ ლილი, ძალიან.. უკვე დიდი ხანია.. ვიცი ჩვენ ვმეგობრობდით, მაგრამ გული არ დამეკითხა ლილი..
- გიო მეე, მე - სიტყვებს ვერ აბამდა ის..
- ჩუმად - ვუთხარი და ტუჩებზე თითი მივაფარე.. - შენმა გულისცემამ უკვე მიპასუხა- ვუთხარი და უსევ დავეწაფე მის ბაგეებს..
- მიყვარხარ გიო - მითხრა მან ის, რასაც წლებია ველი....
ცოტა ხანში ისევ უკან დავბრუნდით.. უკვე წყვილად.. ეს კი ემის, რა თქმა უნდა, არ გამოპარვია.. ვგიჟდები ჩემს სულელ ნათლულზე.. ემი ძალიან კარგი ადამიანია, შეუძლება ძალიან ცანცარა ჩანს, მაგრამ არავინ იცის, ეს მხიარულება რად უჯდება.. გულის სიღრმეში ისევ იქაა, როდესაც დედა დაკარგა.. ეს პერიოდი ძალიან მძიმე იყო მისთვის.. თუმცა არავის მიმართ შეცვლილა.. ყველას სიყვარული გაუორმაგდა, ასევე დაკარგვის შიშიც.. ასე იცის.. თუ ვინმეს იყვარებს, იყვარებს მთლიანად, დიდი გრძნობით.. მერე კი, იბრალოდ უფრთხილდება....


****
ესეც შემდეგი თავი.. პირველ რიგში, გმადლობთ, რომ ასე იაქტიურეთ წინა თავზე.. მიხარია, რომ მოგწონთ და თქვენი თითოეული კომენტარი ბევრს ნიშნავს ჩემთვის.. მინდა, ნელ-ნელა დანარჩენი პერსონაჟების ისტორიაც შემოგაპაროთ.. იმედია ეს თავიც მოგეწონებათ და თქვენს აზრს გამიზიარებთ.. გმადლობთ და მიყვარხართ ♥♥ შეცდომებისთვის ბოდიში, არ გადამიკითხავს ისე ვტვირთავ ♥



№1  offline წევრი kiko

ძალიან კარგია. მიყვარს ნერვების ჭია გოგოები ოღონდ ზომიერად. მათე გულედანი ბოდიშს არავის უხდის არასდროს. რო ვკითხულობ მათეს ნალაპარაკევს ყოველთვის ბოხი და მკაცრი ხმით ვკითხულობ და სულ მეცინება :დდ მისტერ უჟმური :დდ

 


№2  offline მოდერი tsn

kiko
ძალიან კარგია. მიყვარს ნერვების ჭია გოგოები ოღონდ ზომიერად. მათე გულედანი ბოდიშს არავის უხდის არასდროს. რო ვკითხულობ მათეს ნალაპარაკევს ყოველთვის ბოხი და მკაცრი ხმით ვკითხულობ და სულ მეცინება :დდ მისტერ უჟმური :დდ

მიხარია, რომ მოგეწონა.. ვცდილობ საინტერესო იყოს ♥♥

 


№3 სტუმარი A

Dzalian momwons sakmaod lamazi, tbili da saxqliso istoriaa da tavebic araa patara mshvenieria.... Male dade ra shemdegi. Warmatebebi.....

 


№4  offline მოდერი tsn

A
Dzalian momwons sakmaod lamazi, tbili da saxqliso istoriaa da tavebic araa patara mshvenieria.... Male dade ra shemdegi. Warmatebebi.....

გმადლოობ ♥♥

 


№5 სტუმარი Ellee

Sauketeso❤

 


№6  offline მოდერი tsn

Ellee
Sauketeso❤

გმადლობ ♥

 


№7  offline მოდერი bibo

Ara ra exa dilit aseti kargi ragac ro dagxvdebaaa mafis mere ra unda qna adamianma :D ar sheidzleba ase ganebivreba tore mere upro mets movitxov shokolado.ho es momewonaa sxvadasxva personajebii ro gyavs vgijdebi tkbilo shenzeee.xo kide tavebi gazarde ra didize didze didze didize didi tavebi dade ro meyos da kargad gemrielad wqvikitxo sshokolado.aba shen ici marwyvo geli geli mogeli me

 


№8  offline მოდერი tsn

bibo
Ara ra exa dilit aseti kargi ragac ro dagxvdebaaa mafis mere ra unda qna adamianma :D ar sheidzleba ase ganebivreba tore mere upro mets movitxov shokolado.ho es momewonaa sxvadasxva personajebii ro gyavs vgijdebi tkbilo shenzeee.xo kide tavebi gazarde ra didize didze didze didize didi tavebi dade ro meyos da kargad gemrielad wqvikitxo sshokolado.aba shen ici marwyvo geli geli mogeli me

ჩემი ტკბილი გოგოო.. მიხაროა შენი კომენტარებიი... გმადლობ ♥

 


№9  offline წევრი cancara

Momwons kargia ese gaagrdzele

 


№10  offline მოდერი tsn

cancara
Momwons kargia ese gaagrdzele

მიხარია, რომ მოგწონს.. გმადლობ ♥

 


№11  offline წევრი gvanciii kereselidze

Magaria dz momwons da es istoriaa saocrebaa
--------------------
G.ke

 


№12  offline მოდერი tsn

gvanciii kereselidze
Magaria dz momwons da es istoriaa saocrebaa

ძალიან დიდი მადლობა ♥

 


№13  offline წევრი kaxelii

ძალიან კარგია. ემი ძალიან მმწონს ესეთი გოგოები მიყვარს ზუსტად. მათეს და ემის დიდი ნაწილი დათმე რაა. მალე დადე და დიდი თავი

 


№14  offline მოდერი tsn

nino k.d.
ძალიან კარგია. ემი ძალიან მმწონს ესეთი გოგოები მიყვარს ზუსტად. მათეს და ემის დიდი ნაწილი დათმე რაა. მალე დადე და დიდი თავი

აიცილებლად.. მაგრამ მინდა ყველა პერსონაჟი ცალ-ცალკე გაგაცნოთ.. მიხარია, რომ მოგწონს ♥

 


№15  offline აქტიური მკითხველი uchveulo

საყვარლებიი <3 მალე დადეე

 


№16 სტუმარი Black

Uh ra kargi tavi iyooh!:Dsagol tsn magari xar,velodebi shemdeg tavs,an me ver shevamchnie shecdomebi an shen xar zedmetad yuradgebiani;) velodebi shemdeg tavs<3

 


№17  offline მოდერი tsn

Black
Uh ra kargi tavi iyooh!:Dsagol tsn magari xar,velodebi shemdeg tavs,an me ver shevamchnie shecdomebi an shen xar zedmetad yuradgebiani;) velodebi shemdeg tavs<3

დიდი მადლობა.. მიხარია, რომ მოგწონს ♥

 


№18  offline წევრი Soow

მე ძალიან მომეწონა დამაინტრიგებელია !

 


№19  offline მოდერი tsn

uchveulo
საყვარლებიი <3 მალე დადეე

გმადლობ, მალე ავტვირთავ

Soow
მე ძალიან მომეწონა დამაინტრიგებელია !

მიხარია, რომ მოგეწონა ♥♥

 


№20  offline წევრი мариамо

veli shemdeg tavs <333

 


№21  offline მოდერი tsn

мариамо
veli shemdeg tavs <333

მალე იქნება ))

 


№22  offline მოდერი tsn

რუსკა ტუსა
Tetaa mamikvdees taviii es ra damemartaaaa chemma sayvarelmaa tsn-m axali istoria dado da me gamomrcha imit rom dzalian avad var :( orive tavi wavikitxe ertaad ici shenc rogor miyvarxar da ra dzalian magarii istoriebi gaqvs miyvarxar da gelodebi

შემოგევლე შეენ.. მალე გამოჯანმრთელდი, მე ასეთ ისტორიებს არ მოგაკლებ ♥♥♥

 


№23  offline მოდერი tsn

რუსკა ტუსა
siamovenbit vkitxulob shens istoriebs

მე კი ძალიან მახარებს შენი კომენტარები.. გულს მითბობ პირდაპიირ ♥♥

 


№24  offline წევრი tvinischia

აუუუ რა საყავრლოობაა :დდ გააგრძელე და მალე დადე შემდეგი თავი რა და გაზარდე კიდევ ეს ძაან პატარააა :დ❤

 


№25  offline მოდერი tsn

tvinischia
აუუუ რა საყავრლოობაა :დდ გააგრძელე და მალე დადე შემდეგი თავი რა და გაზარდე კიდევ ეს ძაან პატარააა :დ❤

მიხარია, რომ მოგწონს.. ვეცდები გავზარდოო ♥

 


№26  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან კარგია. ვგიჟდები ამ სამეგობროზე...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent