შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებზე ეჭვიანი (თავი 5-6)


15-02-2016, 15:32
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 968

-ვერ გაბედავ!-გამომწვევად ვუყურებ და თმას უკან ვიწევ.
-რატომ გგონია?-იცინის,სახეზე ალმური ასდის.
-ვერ გაბედავ!-ისევ იგივე ტონით ვამბობ.
-რომ გავბედო?-ოდნავ იწევა და თან მიყურებს.ეტყობა,რომ არ ხუმრობს.
-მსახიობი ხარ!-მეცინება და გასაღებს ჰაერში ვისვრი.
-მერე რა? მსახიობი ვერ მოიკლავს თავს თუ?
-რატომ? აქ ლხინია,იქ კი ჭირია..რატომ ისწრაფებ სიცოცხლეს?-როლში ვიჭრები.სახეზე კმაყოფილების ღიმილი დამთამაშებს,თვალები მიელავს,ალბათ.
-აბსტრაქციაში ვცხოვრობ!
-და რატომ?
-შენ ხელი მკარი.
-და რა? რა გინდა ჩემგან? ის ერთი ღამე იყო მხოლოდ!-ვცდილობ,ჩემმა სიტყვებმა თავდაჯარებულობა არ დაკარგოს.არ მინდა,რომ მიმიხვდეს.ნუთუ საკუთარ თავში ეჭვი მეპარება უკვე? ნუთუ ასეა?
-ვიცი,რომ იტყუები..ჩემთან გინდა.
-გადახტი აბა!-მეღიმება და ზურგით ვბრუნდები.
-ჯერ მომისმინე!-მკაცრად ამბობს.
-რა იყო რამეს მიტოვებ?-ვკისკისებ და კარებისკენ მივდივარ,სახეს ვაყრდნობ და ვიღიმი.
-სიყვარულს გიტოვებ!
-რასო?-მეცინება.
-თუ მეტყვი,რომ გკიდივარ,გადავხტები.
-გადახტი!
-ჯერ მითხარი.
-მაგრად !
-კარგი-უემოციოდ ამბობს,გული მეკუმშება.ვიცი,რომ არ გადახტება,მაგრამ მაინც ვღელავ.
ტკაცუნი ისმის,თითქოს რაღაც ხდება..თითქოს ციურ სხეულს მატერია ჩააქვს..და სიმაღლიდან რაღაც ხდება..დათო დაბლა იწევა,იხედება,შემდეგ ფეხები დაბლა ჩააქვს...ინტერესით ვუყურებ,არ ვიცი რა მოხდება..ხელს აივანს ჰკიდებს,ფეხებს კი ჰაერში ათავისუფლებს.
-რას შვრები?-კარებს ვაღებ და აივანზე ვვარდები.
-აერონავტიკის შესახებ რამე გსმენია?-მიკვირს როგორ არის ასეთი მშვიდი,ის ხომ ჰაერში ჰკიდია.
-თავი ალადინი ნუ გგონია!-მეცინება და მის ხელებსვუყურებ,ჯაჭვები დასჭიმია..ღელავს,კი,ღელავს..რა უნდა ვქნა..ისევ ვეჯიბრები.და რატომ? ჰო,გამახსენდა..ისიც ვერძია..ორივეს თამაში გვგონია ცხოვრება,ორივენი მსახიობები ვართ და ორივენი ვიჭრებით როლებში...ჰო,ის ვერ გადახტება.
-რას აპირებ? მოგზაურობას თუ სიკვდილს..იქნებ შენი აეროტექნოლოგია აქვე გელოდება...-ვკისკისებ.ასეთ კარგ ხასიათზე ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს.
-გადავხტები...არ ვხუმრობ,სოფი!-მკაცრად ამბობს და ბაგეები უფრო უწითლდება.
-არ გადახტე!-ვყვირი.
-რატომ?
-რომეო ვინღა იქნება?-გულუბრყვილოდ ვეკითხები.
-სხვა იქნება...ან იქნებ..
-გაჩერდი!
-იქნებ დავიღალე..
-რითი?
-შენი გაქცევით..შენ გკიდივარ.
-ამოეთრიე...-აკანკალებული ხმით ვამბობ,ხელს ვუწვდი,იქნებ რამე მოვახერხო..იქნებ რეალურ ცხოვრებაშიც გამოვიყენო ჩემი სპეციალობა,რომელსაც მსახიობობა ჰქვია..თუმცა საქმე ხომ ისაა,რომ მე დათო მჭირდება და არა რომეო...ვიპოვი რომეოს შემცველს,მაგრმ დათოს,ვერა!
არ მინდა ვაღიარო,რომ ის მჭირდება,არ მინდა!
-დარჩი!-თავდაჯერებულად ვამბობ.
-სოფი..მაშინ! მაშინ მითხარი,რომ არ გკიდივარ.
-ამოეთრიე და რამეს გაჭმევ...კვერცხი მაქვს და ხაჭო..კიდევ სალათი.
-ოჰო..-ეცინება და ცალ ხელს უშვებს,მე კი ინერციით ვიწევი მისკებ,ხელს ვუწვდი...ძალამეცლება,ვსუსტდები,ჰო,მეც ვსუსტდები..მას ამის ნებას ვერ მივსცემ.
-ამოეთრიე..მოვე ხელი!-გაუცნობიერებლად გავკივი..კიდევ კარგი არავის ესმის ჩემი ხმა ან იქნებ ესმისკიდეც.
-დღეს კვირაა...კარგი დღეა თვითმკვლელობისთის.
-რა გინდა? სექსიც ჰო არ უნდა შემოგთავაზო?-ბრაზით ვკრავ შუბლს.
-არ იქნება ურიგო..-ხელს ხელზე ვუჭერ,თითქოს ასე რამეს შევცვლი.
-მისმინე,ამოეთრიე და სოლარიუმის აბონემენტი მაქვს და...-ვცდილობ რამე ვთქვა,რაც ინტიმური არ იქნება..
-კარგი,მაშინ ერთი კვირა..მოსულა?
-წადი შენი...ამოეთრია...-ხელს ვუწვდი....-ცალ ხელს მაჯაში მიჭერს,ცალ ხელს კი აივანს ჰკიდებს. ნელი მოძრაობით ამოდის და კედელზე მაკრავს.
-მადლობა ღმერთს!-ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო,მაგრამ მისი სიახლოვე ხელს მიშლის.
-მესმის შენი გულის რიტმი...შენ ღელავდი! ახლაც ღელავ..-ნელი ნაბიჯებით იწევს უკან და თან იღიმის..მისი ტუჩები ისევ მიზიდავს.
-რაო? რა მაქვსო?
-ჩემთვის ძლივს მაქვს,კიდევ შენ გაჭამო.
-კარგი რა..ნუ ღორობ!-იღიმის და სამზარეულოსკენ მიდის.
-არაფერი მაქვს ვაშლის გარდა...უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა.
-რაო?-ხელზე ხელს მიჭერს და თავისკენ მხრის..მხრამდე ძლივს ვსწვდები და ეღიმება..-მაღალი ვარ!
-მერე რა? ალვის ხეცაა მაღალი.
-რამეს მაჭმევ?
-მწვანე ვაშლი მაქვს,თითებს ჩაიკვნეტ.
-ვაშლის გამო არასდროს მიკვნეტია არაფერი.
-წადი და ჭამე შენთან მაშინ.
-ყავა არ გაქვს?
-ჩაი მაქვს..მწვანე!
-კარგი,მაშინ მე დაგპატიჟებ..შევუკვეთავ რამეს.
-აქ რჩები?
-ფილმს ვუყუროთ..
-ჰო..მაგრამ!
-არავითარი მაგრამ..-იღიმის და ქალაქის ტელეფონს იღებს.
-კარგი-მის გვერდით ვეშვები და ძლიერად ვისუნთქავ ჰაერს.
-მეგონა,ესეც არ იმუშავებდა-ირონიით ამბობს.

-ჩინური სამზარეულო მიყვარს.
-ჩინეთიც?
-ჰო-თავს მიქნევს და რაღაც ფილმს არჩევს.
-ეს ფილმი არაა-თვალებს ვძაბავ.
-მაგარი სერიალია,მაგრამ არ მინახავს.შენ?
-რა ჰქვია?
-„დამიბრუნე ჩემი სიყვარული“
-აუ,რომანტიკა ისევ!
-მოგეწონება...ამას უყურე და მერე გამოტყდი ვინ გატკინა გული..ასე ცივად რატომ ხარ ამ გამაგიჟებელ გრძნობასთან.
-აუ,მორჩი..კარგი ვუყუროთ,ფილმებზე არ მაქვსპრეტენზია.მთავარია,ჩამითრიოს!
-ჰო,მსახიობო...დამპირდი რაღაცას?
-რას?
-ჩემს გარეშე არ უყურებ ხოლმე.
-დღეს ვერმოვასწრებთ.
-ხოდა მანამ ვუყურებთ,სანამ არ დავასრულებთ.ყოველ დღეს,სამსახურის მერე.
-აუ,მეტენები ტოო....
-ნუ მაგიჟებ! მკაცრი გამომეტყველება უფრო სექსუალურს გხდის..მე კი მაჰიჟებ,როცა ასე იჯღანები..
-კარგი,დავიწყოთ...-ვნებდები და ცნობისმოყვარედ ვჯდები.
-ჰო მოგწონს?
-ფილმის თუ საჭმელი?


რამდენიმე სერია გადი,ხმას არ ვიღებთ...შემდეგ ჩემი დაქალი მადგება თავზე დაკარებისკენ მივდივარ.
-ერთად ვცხოვრობთ-ვუხსნი დათოს.
-არაა პრობლემა..-სერიალს აჩერებს დაფეხზე დგება.
-ეს ისაა?-ცელოფნებით ხელში შემოდის ანუკა.
-ჰო,ეს დათოს..დათო-რომეო..ეს ჩემი დაქალია,ანუკა..მალე თხოვდება!-ღიმილით ვუხსნი დათოს.
-სასიამოვნოა!
-რას უყურებდით?-ტელევიზორს აშტერდება ანუკა.
-შენს დაქალში რომანტიზმის გაღვიძებას ვცდილობ..და რა ფასად,იცი? თვითონმოგიყვეს!-ნიშნის მოგებით მიყურებს დათო.
-ჰო,მერე მოგიყვები-უხერხულობას ვმუხტავ.

-შენ გიჟი ყოფილხარ...გოგო,ესეც ფილმი ჰო არაა? ადამიანია,მოკვდანი ადამიანი.
-აუ,კარგი რა-სიცილს ვერ ვიკავებ.
-მოგწონს?
-ჰო,მაგრამ დაბნეული ვარ!-ჩემს ოთახისკენ მივდივარ.ცოტა დასვენება მჭირდება,ცოტა კი არა ბევრი...ვერ ვიძინებ.მინდა,ფილმი განვაგრძო,მაგრამ დათოსთვის მიცემული პიროა მახსენდება და ვერ ვუყურებ.
„ძილინებისა..პირობა არ დაგავიწყდეს..“-მოწერილზე მეღიმება,ტელეფონს ბალიშის ქვეშ ვდებ და თვალებს ვხუჭავ..

ივნისი მოდის და ჩვენი სერიალიც სრულდება...ვგრძნობ,რომ ოდნავ შეცვლილი ვარ..ამას ვფიქრობ,მაგრამ გული სულ სხვას მეუბნება...
-ზაფხულის სურნელმა რაო?-მეკითხევა დათო.
-შვებულებას ვერ ვეღირსებით და.
-რატომ? ვერ გაიგე,რომ პარიზში ვართ მიწვეულები რაღაც ფესტივალზე.
-სერიოზულად?-გაკვირვებასა და აღტაცებას ვერ ვმალავ.
-ჰო,ასეა..მანამდე უნდა აღიარო,რომ რომანტიკა მაგარია..უნდა აღიარო,რომ შტერის როლს არ ვასრულებ.
-არა,შტერი არ იყო..უბრალოდ ჰორმონებმა აჯობა..-ვკისკისებ,ნუთუ არ შემიძლია ვიყო სერიოზული.
-გთხოვ,გაჩუმდი! გგონია,ვერ ვამჩნევდი როგორ უყურებდი ვლადის თვალებს,ღიმილს...ერთხელ ხელიც შეგახე დაგაცხელებული იყავი..ღელავდი ბევრ მომენტზე..
-განა ჯულიეტას როლს არ ვასრულებ?-ვეკითხები და ირონიას ისევ ვაღვიძებ...იქნებ დროაა,რომ ჩემი პრინციპები გადავაგდო.
-ხვალ მთავარი სცენაა!-ეღიმება და მანქანისკენ მიდის.
-დროებით!-მისი მზერა მეტ ვერაფერს მათქმევინებს,გაქვავებული ვდგავარ და ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ..ცხელა,საშინლად ცხელა...მისი გამოხედვა კი უფრო მაცხელებს..მანქანის კარს ვაღებს და მუსიკას ვრთავ..ერთი მუსიკა თუ მიშველის,თორემ სხვა გზა არ მაქვს..სიჩქარეს ვუმატებ და გზა ანდროსკენ მიდის..დიდი ხანია,რაც არ მინახავს...უცხოეთში იყო წასული და გუშინ ჩამოვიდა.კიდევ კარგი გამახსენდა,რომ უნდა მენახა...რაღაც წვეულება აქვს,ჩამოსვლავას აღვნიშნავო.უარი ვერ ვუთხარი,ახლა კი მომიწევს,ვითომ ვსვა და ვითომ გავერთო..სასმელს შევეშვი,საერთოდ გავანებე თავი,თორე,როცა ვღელავ,ბევრს ვსვამ და არ მინდა ალკოჰოლადვიქცე..ალბათ,იმდენი ძალა კი უნდა მქონდეს,რომ რეალობას თვალი გავუსწორო,თვალებში ჩავხედო და ისე ვუთხრა,რომ ძლიერი ვარ,რომ არ დავნებდები...
-გილოცავ...მომენატრე!-კოცნით ვესალმები ანდროს...ქალისსურნელი ასდის,მართლაც ვიღაც გაუცნია..მაცნობს ლამაზ გოგონას,ჩემი შეყვარებულიაო..ვულოცავ,ვეუბნები,რომ მიხარია,მაგრამ არა...არ მიხარია,შეყვარებული წყვილების დანახვისას მე ხომ დათო მახსენდება,მისი გამოხედვა,გამოხედვა,რომელიც ვლადის შოკურ ჭვრეტას ჰგავს..მერე რომეოსებული რომანტიკულობა..მერე ნაზიკოცნა,კოცნა,როგორც რეპეტიციების დროს მკოცნის..ვიცი,რომ შემიძლია რეალობაშიც ვიჩურო მსგავსი ამბორი,მაგრამ არ მინდა,მე ხომ ჩემი პრინციპებით ვცხოვრობ.

სახლში მისულს საშინელი ნოსტალგია მიპყრობს..ანუკი თავის რომეოსთან გადავიდა და მე დავრჩი მარტო..სრულიად მარტო...მომავალზე მეფიქრება და გული მწყდება..ნუთუ არ არსებობს სიყვარული? მაშ რაა გრძნობა,რომელიც აღმაფრენას მანიჭებს,რომელიც მეუბნება,იფრინეო...რომელიც ერთ ადგილზე არ მაჩერებს და საშინლად მანერვიულებს..დათოს ალერსი მინდა,მისი ხვევნა,მისი ღიმილი..ვკვდები,სუნთქვა მეკვრის...საშხაპეში შევდივარ და იქაც მისი სახემელანდება.არ მესმის რატომვიტანჯავ თავს,..ნუთუ დიდ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი...

შესანიშნავი დღე..დღეს ხომ ის დღეა,რომელიც ასე მაშინებდა..რეჟისორის წინაშე ცრუ სექსი უნდა ვითამაშო..ოჰ,ესღა მაკლდა...
-ჰეი,ლამაზო!-უჩვეულოდ მიღიმის დათო..
-ჰო...მოვედი! თავი მტკივა!-სკამზე ვეშვები და თვალებს ვხუჭავ..როგორ არ მინდა,რომ...აი,რეჟისორიც შემოდის.
-დღეს დიდი დღეა!-ჰაერს ღრმად ისუნთქავს.
-ოჰ..-ფეხზე ვდგები და სცენაზე ავდივარ...დღეს თუ არ მოვკვდი,კარგი იქნება..არა,კარგი,არა...გასაოცარი იქნება! უბრალოდ გასაოცარი!
ღრმად ვსუნთქავ და თეთრ თეთრეულს ვუყურებ....ჰო,თეთრი..მე ხომ ჯულიეტა ვარ,უბრალოდ ჯულიეტა..
-დავიწყოთ?
-კარგი...-გამოსაცვლელში შევდივარ,ძველი დროის სამოსს ვიცვამ,სწორედ ისეთს,როგორსაც ჯულიეტა ატარებდა.
დათო თვალებით მანიშნებს გიხდებაო...შემდეგ თითქოს დრო ჩერდება და ცრუ სექსის სცენაც იწყება...საშინელი და ამაღელვებელი,ცოტა ცეცხლოვანიც..სცენა,რომლის აღწერაც არ მინდა...
ძლივსვს ვსუნთქას,როცა გასახდელში შევდივარ..კორსეტი უნდა მოვიხსნა,თორემ დავიხრჩობი..ნახევარი საათის შემდეგ ძლივს გამოვდივარ გარეთ,დერეფანს ვათვალიერებ და ისე ვაგრძელებგზას..უეცრად დათო მეფეთება..არ ვიცი რა უნდა,მაგრამ თვალებით მჭამს.
-პარიზი?-მეკითხება ისე,თითქოს ვერ ამჩნევს ჩემს მდგომარეობას.თვას ვუქნევ და გზას ვაგრძელებ.
-დასვენება გჭირდება..-ისევ არ ვსცემ ხმას და გზას ისევ ვაგრძელებ..
-დაიცადე,სადმე ავღნიშნოთ...
-შესანიშნავია,ფილმი ლამისაა დავასრულეთ...ლამისაა გადავიღეთ-ემოციურად ვამბობ.ვცდილობ.არ შევიმჩნიო რას ვგრძნობ და ამ ყველაფერს ვულკანივით ამოფრქვევის საშუალება არ მივსცე...
-არ ავღნიშნოთ?
-არა-თავს ვაქნევ.
-კარგი რა...წამოდი,რომანტიკული ვახშამი რომანტიკულ გარემოში..
-არ მინდა.
-კარგი რა...ტყუილად მაწვალე...სერიალი ხომ მოგეწონა?
-ხელოვნება სხვაა და რეალური ცხოვრება სხვა.
-და რატომ?
-ცხოვრებაში არაფერი ისეთი,როგორიც იქ..
-და შევქმნათ..წამოდი-ხელს წელზე მხვევს,მეცმივყვები და ვგრძნობ,რომ გრძნობები თავს მესხმის..ვგრძნობ,რომ მასთან მინდა...
-მომიყევი მერე...რა გადაგხდა თავს..-დაბნეული ამბობს,თუმცა შემდეგ ეცვლება გამომეტყველება და იღიმის..-კარგი,როცა მზად იქნები..არაფერს ვეუბნები,დუმილით ვკდები მანქანაში..ვერც ვერაფერზე ვფიქრობ და ვერც ვერაფერს ვამბობ...
ნახევარ საათში მანქანა ჩერდება...არც კი ვიცი სად ვართ..მე ხომ არ ვუყურებდი გზას...ფეხზე ვდგები მას შემდეგ,რაც ის კარს მიღებს...ადგილს მალევევსცნობ,მუხლები მიალკალებს,მაგრამ მაინც მივყვები..მას ვეყრდნობი,თორემ წავიქცევი..ნუთუ დამთხვევითობა ცხოვრებაში არსებობს?! ნუთუ რეალურ ცხოვრებაში არსებობს ის,რასაც უბრალოდ არარსებული ვუწოდე....ეს ხომ ჩემი წარსულია,მოგონება წარსულიდან,მოგეონაბა,რომელმაც გამანადგურა და დღემდე მახსენებს თავს..
ეს ხომ ბაზალეთის ტბაა!
-რა არ მოგწონს?-მეკითხება ინტერესით.
-როგორ არა-უაზროდ ვპასუხობ..მე ხომ აქ დამადგეს „დაფნის გვირგვინი“,,,მე ხომ აქ დავკარგე ხალისი,რომელიც მთელი ცხოვრება დამსდევნა,...მე ხომ ამ ადგილას გარდავქმენი ირონია ხალისად....აქ შეეცვალა ადგილები ჩემს ირონიასა და ხალისს....
-სახლი ვიქირავე...დიდი ეკრანია და საოცარი საჭმელი..
-ჰო...
ათ წუთში მართლაც მოახდინა ეფექტი..სანთელები და ყვავილებით მოფენილი იატაკი...ლამაზი ხელი და ორსართულიანი კოტეჯი..
-ლამაზია..მადლობ..-ისევ უემოციოდ ვპასუხობ...ბაზალეთი ხომ თავს არასდროს დამანებდებს..მას შემდეგ აქ არ ვყოფილვარ...არ ვყოფილვარ,ახლა კი ყველაფერი თავიდან იწყებს ამობრუნებას...ეს ხომ შეუძლებელია!
არა,შესაძლებელია....
-შენ უფრო ლამაზი ხარ...-ხელს მხვევს,გულზე მიკრავს....უკვირს,რომ წინააღმდეგობას ვერაწყდება...თავს მხარზე მადებს და სკამს მიწევს..
-მადლობ-ვჯდები და ვშეშდები..არ შემიძლია ამ ადგილას ყოფნა.არაფრის ჭამა არ შემიძლია.
-თუ არ გიყვარდა...ან ეს ადგილი..-დაბნეული ჩანს,სიტყვებს ვერ პოულობს.
-დათო,არაფერ შუაშია..უბრალოდ აქ არ შემიძლია..სული მეხუთება.
-აქ გრილა..კონდიციონერია..-გაკვირვებას ვერ მალავს.
-სხვა რამ!
-რა ხდება?
-დამთხვევითობა არსებობს,დათო...ნუთუ ახლა გეტყვი..არ მეგონა,მაგრამ გეტყვი..ფეხზე ადექი!-ჩემს სიტყვებს გული მართავს და არა გონება..ირონიაუეცრად ქრება..თითქოს ჩემში ერთიანი გარდაქმნები მიმდინარეობს...ჰო,ასეა....მტკივა და თან ვძლიერდები..
-რა ხდება,სოფ?
-ტბასთან გავიდეთ,კარგი?
-კარგი.
-დამეხმარე...-ვთხოვ და ვეყრდნობი,ის ხელს მაშველებს და თითქმის ხელში აყვანილი ჩავყავარ დაბლა.
-არ უნდა წამომეყვანე აქ..
-არა,პირიქით..ამ ადგილს წლებია გავურბივარ....ოთხ წელზე მეტი გავიდა,რაც აქ არ ვყოფილვარ..მალე ხუთი გავა.
-სოფ...-დათოს დაბნეულობა პიკს აღწევს.
-მოდი,აქ...ჩაიხედე წყალში!
-ჰო,ვიხედები..
-მაშინაც ასე ვიხედებოდი...არ მეძინებოდა,როცა ყველას ეძინა...როცა მეგონა ბედნიერი ვიყავი,როცა მეგონა,რომ სკოლა დავამთავრე..
-რა მოხდა?
-მაშინ ბოლო ზარი იყო..მერე აქ წამოვეთ..კარგად გავერთეთ,მაგრამ საღამოს ყველაფერი გაფუჭდა,გესმის?
-მომიყევი..-ხელზე ვეკიდები და მსვამს...ოფლი მასხამს,ვთრთი,არ იცის რა ქნას,ბოლოს ხელს მხვევს და ცდილობს დამამშვიდოს..მისი სუნთქვა მესმის და უფრო ვირევი...უფრო მაღელვებსის,რაც იქ მოხდა..
-რა მოხდა?
-ის უკან მომყვებოდა..
-ვინ ის?
-მის სახელს ვერ ვამბობ...
-ვწუხვარ..
-აქ მან გამაუპატიურა,გესმის?-ცრემლები მომსდის და თავს დაბლა ვსწევ,ის ხელებსმხვევს და გულში ძლიერად მიკრავს..
-ახლა მესმის...
-ვერავის ვუთხარი...ანუკამ იცის მხოლოდ და შენ...შენ გითხარი ახლა-ნერვიულად ვამბობ..
-მესმის! მესმის,სოფ! მინდა,რომეს დაგავიწყო...მას ვაზღვევინებ,გპირდები.
-არა,არ დამპირდე..მასზე არაფრის გაგონებაც არ მინდა...
-დამშვიდდი..-თმებზე მეფერება და მეც უფრო ძლიერად მეტირება....

-თენდება?-დროის შეგრძნება დაკარგული რომ მქონდა,ვხვდები..ჰო ვერაფერს ვგრძნობდი..ახლა კი ვგრძნობ,ვგრძნობ,რომ თენდება..
-გეძინა...
-ჰო?-ფეხზე ვდგები,მისი ხელი მეხმარება ადგომაში..
-მოდი,წავიდეთ სადმე..ჩემთან წავიდეთ და რამე ვჭამოთ..მშიერი ხარ..
-კარგი-თავს ვუქნევ და მივყვები..-ბოდიში,რომ..
-არაფერია-მაწყვეტინებს..მას არ შეუძლია,რომ თავი დამნაშავედ მაგრძნობინოს..
-მადლობა,დათო..
-არაფრის...ალქაჯო!
-ასე ნუ მეძახი-ხელს მხარზე ვარტყამ და წამიერად ვშორდები.
-არ წაიქცე.
-გადამიარა.

-სექტემბერში მაქვს ქორწილი..-მახარებს დაქალის.
-გილოცავ..-ვკოცნი ორივე ლოყაზე.
-ჰო კარგი ბიჭია?
-არაჩვეულებრივი..-ღიმილით ვეუბნები.
-ჩემი მეჯვარე უნდა იყო.
-კარგი,დიდი პატივია...

ახალ ჩემოდანს ვყიდულობ და პირამდე ვავსებ,ანდროს თავის შეყვარებულთან ერთად ევროპაში გადავიდა,ანუკა თავის ბიჭს უწყოს რაღაც სიუპრიზს,მე კი პარიზში მივდივარ დათოსთან ერთად,უფრო სწორედ,ჩემს თანამშრომლებთან ერთად.
-სოფ,გამოხვალ?-მეკითხება დათო.
-შენ არ უნდა გამოგევლო.
-ვიცი,ჰო..-ხალისიანად მპასუხობს...
აეროპორტში ვხალისობთ,გდახტომის ეპიზოდს ვიხსენებთ და სიცილს ვერ ვიკავებთ.
-რა ხდება?-მეკითხება მაია.
-რაღაც გაგვახსენდა.
-საყვარლები ხართ-ამბობს და აპარაქისკენ მიდის.
-სოფი,ერთი სული მაქვს როდის ჩავალთ...-თვალებში მიყურებს და იღიმის...მისი ღიმილი მჭამს...გავტყდი თუ ვაძლიერდი? არ ვიცი,უბრალოდ ვიცი,რომ თავს უჩვეულოდ ვგრძნობ,სასიამოვნოდ უჩვეულოდ...
სასიამოვნოდ უჩვეულობაც კარგი ყოფილა...ზედმეტად კარგიც კი....

პარიზი სულ სხვა...ის არ ჰგავს თბილისს...თბილისი ქალაქია,სადაც ხალხს სიყვარულისთვისარ სცალია,ხოლო პარიზი სიყვარულისა და ბედნიერების ქალაქია..აქ წყვილები ხელიხელ გადახვეულები დადიან იმის მაგივრად,რომ წვრილმან რაღაცებზე იკამათონ...აქ ყველაფერი ლამაზია,უბრალოდ არაჩვეულებრივი...
საღამოა და წვიმს...რეჟისორს გამოპარული მე და დათო მივუყვებით პარიზის ქუჩებს დაგვეღიმება..
-ლამაზია ცხოვრება..-ეღიმება..მისი ღიმილი მიყვარს...ვამბობ და ისევ ვიტყვი..
-რა იყო?-თვალები მიფართოვდება..
-იქ ჭირია,აქ კი ლხინია...როგორც შენ თქვი,სოფ...
-სად?
-ზეცა და დედამიწა...ცხოვრება მშვენიერია,სოფ..
-ვიცი და ამიტომ მიყვარს...
-უფრო მშვენიერია.როცა ეიფელის კოშკის წინ ხარ...ახლა ვართ...-წინ ვიხედები..ჰო,ეს ეიფელია,ის საოცნებო ეიფელია,რომლის შესახებაც თინეიჯერობისას ლეგენდებსვთხზავდი...
-ჰო..ასეა!
-ეს სხვანაირი კოცნა იქნება..-მისი მეწამული ბაგეები მიახლოვდება,არ ვიწევი..მინდა,რომკლვავ ვიფარფატო იმ სამყაროში,რომლისთვისაც ადამიანს ჯერ არ დაურქმევია სახელი...
___
დღეს ორი თავი დამეწერა.
ველი შეფასებებს.
იმედია,მოგწონთ.
მიყვარხართ.



№1  offline წევრი Metalhead

გააგრძელე ძალიან მაგარია ♡♡♡♡♡♡

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Metalhead
გააგრძელე ძალიან მაგარია ♡♡♡♡♡♡

გმადლობ

 


№3 სტუმარი tiko

აუ ძალიან მაგარია მალე დაე რა შემდეგი ძალიან გთხოვ:-)

 


№4 სტუმარი A

Nu klas......

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

tiko
აუ ძალიან მაგარია მალე დაე რა შემდეგი ძალიან გთხოვ:-)

A
Nu klas......

გმადლობთ.

 


№6 სტუმარი Ана

დზალიან მომეწონა მშვენიერია

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

Ана
დზალიან მომეწონა მშვენიერია

გმადლობ

 


№8  offline მოდერი Tako Tako_2

ძალიან მომწონს კარგოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent