შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაუნტის ვალი [3]


16-02-2016, 21:49
ავტორი მარრიამი
ნანახია 6 711

დილით რომ გაიღვიძა ანიმ, გოგონები ოთახში არ დახვდნენ. ეზოდანაც არ ისმოდა ხმაური, მოწესრიგდა და გარეთ გავიდა, თუმცა არავინ დახვდა, მხოლოდ ცარიელი ეზო და ცამდე აწვდილი მთები ჩანდა. ნეტავ სად გაქრა ყველა? თვალებზე ვიღაცამ ააფარა ხელი, წამიერად დაიძაბა, შემდეგ გაეღიმა. მიხვდა, შაკო იქნებოდა, მაგრამ როგორც კი ხელებზე შეეხო საპირისპიროში დარწმუნდა.

- ვინ ხარ?
- ხომ არ შეგეშინდა? _ მის ყურთან მოისმა ხმა და ხელებიც მოშორდა.
- გული გამისკდა, ნორმალური ხარ? _ თვალებდაქაჩული მიაშტერდა გაბრიელს.
- სავსებით.
- დანარჩენები სად არიან?
- წავიდნენ _ გაუღიმა.
- სად? _ სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
- ლაღამის ეკლესიისკენ.
- ნუ მატყუებ, სად არიან? _ ნელ-ნელა უვლიდა ბრაზი.
- არ გატყუებ.
- და მე დამტოვეს? _ მალე ატირდებოდა.
- აღარ ინებე გაღვიძება და.
- ვერ გამაღვიძეთ?
- ძილის დაფრთხობა არ უნდოდათ, მე დაველოდები-მეთქი ვთქვი დ დამთანხმდნენ.
- არ არსებობს _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა _ ასე ვერ დამტოვებდნენ, არ დამტოვებდნენ.
- კარგი ჰო, არ იტირო _ გაეცინა ბიჭს _ წყაროზე წავიდნენ.
- რა? მატყუარა, საძაგელო _ ოთახში შევარდა.
- ანაკო _ კარებზე მსუბუქად მიუკაკუნა.. _ ანაკო, გეყოფა ბუტიაობა, წამოდი წავიდეთ ჩვენც წყაროზე.
- ცოტა ადრე რომ გაგეღვიძებინე არა? ახლა მოვლენ ისინიც უკვე _ ჩაიფრუტუნა.
- მადლობელიც კი არ ხარ, შენზე ვიზრუნე.
- არ მჭირდებოდა შენი ზრუნა, წავიდეთ დროზე, რომ დავეწიოთ.
- როგორც გინდა _ გაბრაზებულმა შეუღრინა და წინ წავიდა.
- იქნებ დამელოდო _ ჩაიდუდღუნა.
- გელოდები _ ისევ ღრენით უპასუხა და კიბის ბოლოში გაჩერდა.
- წავედით _ გაუსწორდა და გადახედა, ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა, უნდოდა წყაროზე მყოფთათვის მიესწრო.

როგორ ეშლებოდა ნერვები, ასე როგორ დატოვეს ან ლილემ ან შაკომ, გასაგებია იმ გვრიტებს ერთმანეთის გარდა აღარავინ ახსოვთ, მაგრამ დანარჩენები? ათწუთიანი სიარულის შემდეგ, არც წყარო გამოჩნდა და არც ახალგაზრდები.

- შორსაა წყარო? _ წინ მიმავალს გასძახა.
- ნახევარი საათის სავალზეა, მაგრამ შენ თუ ასე ივლი ვფიქრობ საღამომდე ვერ მივალთ.
- მოიცა შენ ფიქრობ რომ ახლა ნელა დავდივართ? _ გაოგნებული სახე მიიღო.
- ყოველ შემთხვევაში სწრაფადაც არ დავდივართ _ ჩაიბუზღუნა.
- სირბილის დაწყებას არ ვაპირებ, შენ რომ სირაქლემასავით დადიხარ, სად შემიძლია მე მაგდენი _ მაინც აუჩქარა.
- შენ ანაკო კი არა ანაკონდა ხარ, ასევე ნელა მოძრაობ _ ირონიულად გაუღიმა.
- თავხედი _ ჩაიბურტყუნა, სწრაფად წავიდა წინ და გაუსწრო კიდეც გაბრიელს.
- შეგძლებია _ ჩაიცინა და წამოეწია.
- ღმერთო მომეცი გაძლება.
- აღარ გჭირდება გაძლება, ხვალ მივდივართ.

აღარ უპასუხია ანის, არ უნდოდა მთელი გზა მასთან კამათში გაელია მაშინ, როცა სანახავი ამდენი იყო. ყურადღებით ათვალიერებდა გარემოს. ზემოთ კრიალა ცა, ღრუბლები აქა-იქ შეინიშნებოდა, ნელა მიცურავდნენ, ხან ერთდებოდნენ, ხან კი ისევ ცალკევდნებოდნენ, დრო და დრო მზეს გადაეფარებოდნენ და ისე ჩამობნელდებოდა, თითქოს ზამთრის ცივი საღამო იყო. სადღაც ჰორიზონტთან ცას მთები უერთდებოდა, ამწვანებული მთები. უბრალო კენჭებიც კი რაღაც საოცარ სილამაზედ ეჩვენებოდა, გაღიმებული მიუყვებოდა გზას, ხმაური რომ შემოესმა. სხვები უკვე ბრუნდებოდნენ წყაროდან.

- გაიღვიძე ანუშკები? _ გაუცინა მოახლოებულმა ლილემ _ აუ რა მაგარია იცი წყარო?
- საიდან მეცოდინება, წამოხვედით და დამტოვეთ მე _ უკმაყოფილოდ უპასუხა, მართლა ეწყინა.
- გეძინა და არ გაგაღვიძეთ, ახლა მიხვალ და ნახავ, სანამ ჩვენ სახლში საუზმეს გავამზადებთ, თქვენც დაბრუნდებით, რა პრობლემაა.
- ჰო არავითარი _ სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და გვერდი აუარა.
- ანიი _ უკან მიჰყვა შაკოც _ გეწყინა ბოთე?
- არა, რა იყო აქ საწყენი _ ჩაიფრუტუნა.
- ანი კარგი რა.
- ყველას გეღვიძათ და ეს ჩემი გაღვიძება რა პრობლემა გახდა ვერ ვხვდები რა _ გაღიზიანებული მიუბრუნდა.
- კაი წამო, წამოვალ ისევ _ გაუღიმა.
- არ მინდა შაკო, ასე არ მინდა, ახლა გაბრიელთან ერთადაც წავალ როგორმე, უბრალოდ საწყენია რომ გაბრიელმა თქვენზე მეტად დამაფასა, მეტი არაფერი _ ნაბიჯს აუჩქარა და წინ მიმავალ გაბრიელს დაეწია.
- მე მეგონა გადაიფიქრე უკვე წყაროზე წამოსვლა.
- არ გადავიფიქრე _ გზას დაჰყურებდა.
- მალე მივალთ აწი.
- ძალიან კარგი.
- რა გჭირს შენ? _ გაკვირვებულმა ჰკითხა.
- არაფერი გაბრიელ, არაფერი _ გაუღიმა. ვერც კი წარმოიდგენდა ოდესმე ასე ახლობელი თუ გახდებოდა, შეიძლება ცოტა ხნით იყო ასე, შეიძლება როგორც კი გაბრაზება გადაუვლიდა ისევ ძველებურად ეფიქრა, მაგრამ ახლა ასე ფიქრობდა.
- დიდი მიღწევაა სახელით მომართვა.
- თუ არ მოგწონს სულ აღარ მოგმართავ _ ჩაილაპარაკა და უკმაყოფილო მზერით გახედა.
- ამიტომ არ მითქვამს, სხვებზე გაბრაზებული მე ნუ მეჩხუბები.
- არ გეჩხუბები.
- რომ იცოდე რა ლამაზი ხარ როცა არ ქოფაკობ.
- რა გინდა? _ შეუბღვირა.
- აი, ისევ გაბრაზდი, ძალიან დაძაბული ხარ, ადვილად ბრაზობ, უნდა ეცადო სიმშვიდე შეინარჩუნო.
- ვაიმე, გეხვეწები ეს ფსიქოლოგიური პრაქტიკა სხვებთან გაიარე რა _ გაეცინა.
- კარგი, აი მოვედით.
- ძალიან კარგი, მაგრამ ჭურჭელი არ გვაქვს და რისთვის მოვედით?
- დავლევთ და წავალთ _ გაუცინა და წყაროსთან მივიდა. პეშვი წყლით აივსო და დიდი ხნის მწყურვალივით დაეწაფა. _ ნახე რა გემრიელია. _ ანიმაც მის გვერდით ჩაიმუხლა და მიბაძა, ხელები შეატყუპა და წყაროს მიუშვირა.
- მართლა რა გემრიელია _ კიდევ ერთხელ დალია. მალე წამოვიდნენ წყაროდან, კმაყოფილები იყვნენ. _ გაბრიელ, მადლობა _ გაუღიმა.
- რისთვის?
- ამ დილისთვის, რომ დამელოდე.
- გასაგებია _ გაუღიმა _ არაფრის, რა სამადლობელია, რომ არ მნდომობა არ დავრჩებოდი..

***
ერთად მიიწევდნენ ლაღამის ეკლესიისკენ. ჩვეულებისამებრ გზად უამრავი სურათი გადაიღეს, გაბრაზებული ანი ცდილობდა არ გამოჩენელიყო, სხვებთან ერთად არ უნდოდა გადაღება, როგორმე ხომ უნდა მიეხვედრებინა რომ ნაწყენი იყო.

- კარგი რა, სამახსოვროდ ფოტო არ უნდა დაგრჩეს? _ მშვიდად უღიმოდა გაბრიელი.
- ასეთი სახით თუ ვიყავი ფოტოში არ მინდა.
- უნდა გაიღიმო და არ იქნები.
- გაბ-რა-ზე-ბუ-ლი ვარ _ დაუმარცვლა.
- ჩემზე ხომ არ ხარ გაბრაზებული, ჩემთან გადაიღე.
- ბატონო? _ გაუკვირდა კიდეც რომ შესთავაზა _ კარგი, გადავიღოთ _ რატომაც არა, რა მოხდებოდა თუ ერთ ფოტოს გადაიღებდა. ერთ ფოტოს მეორე მოჰყვა, მერე მარტოს გადაუღო, ისევ ერთად, კიდევ ერთი სელფი და ისე გაერთნენ, სულ აღარ ახსოვდათ მუდმივი კამათი.

ეკლესიამდე მისულები ყურადღებით უსმენდნენ გიდს. ტაძარი ორსართულიანი იყო, თავდაპირველად VII-IX საუკუნეებში აუშენებიათ პატარა სამლოცველო, XII საუკუნეში კი, მეორე სართულიც დაუშენებიათ. ბევრი რამ ლაღამის ტაძრიდან თურმე მუზეუმში ინახებოდა. ჩუმად მოილოცეს, სანთლები დაანთეს და ეზოში შეგროვდნენ. საერთო სელფიც გადაიღეს და უკვე საღამოს დაბრუნდნენ სახლში.
რატომღაც აღარ იყო ისეთი ხალისი იმ საღამოს, ყველას ეცოტავებოდა ეს სამი დღე, კიდევ უნდოდათ დარჩენა, იმდენად ბევრი დარჩათ სანახავი.

- ანუშკები _ გვერდით მიუჯდა შაკო.
- გისმენ.
- ისევ მებუტები?
- არა.
- მებუტები _ გაუღიმა _ ეს ერთი გვაპატიე რა.
- კარგი _ გაუღიმა.
- არ მინდა ეს ხელოვნური ღიმილები რა _ ჩაიფრუტუნა.
- შაკო შეგირიგდი, მორჩი ახლა _ შუბღვირა.
- ჩემი ჭინკა _ მიიხუტა და თავზე აკოცა.

ექსკურსიის ბოლო ღამე იყო, ძილზე არავის უფიქრია, ისხდნენ ცეცხლის გარშემო და საუბრობდნენ, ლილე ისევ სურათებს უღებდა ყველას და ყველაფერს, საკუთარი თავის ჩათვლით, ვიღაცები შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს, ვიღაცები უკვე მომავალ ექსკურსიას გეგმავდნენ, სხვები საკონტაქტო ინფორმაციებს ცვლიდნენ, ისე დაათენდათ ვერც კი გაიგეს. განთიადსაც შეხვდნენ, უყურებდნენ როგორ ამოიწვერა მზე მთის ფერდობიდან, ნელ-ნელა ამოცურდა და უკვე ცას გამოეკიდა.

- წასვლის დროა ბავშვებო _ სახლიდან გამოვიდა მძღოლი. ხმაურით წამოიშალნენ, დიასახლისს თბილად დაემშვიდობნენ და დაპირდნენ კიდევ ჩამოვალთო.
ადგილები დაიკავეს სამარშუტოში და ახლა უკვე ფანჯრებიდან უმზერდნენ გარემოს.
- შეიძლება? _ ხმის გაგონებისთანავე გამოიხედა ანიმ, გაბრიელი ღიმილით ითხოვდა დაჯდომის ნებას, გაეცინა, რამდენი რამის შეცვლა შეუძლია ერთ დღეს, სულ ერთ მოქმედებას, ერთ სიტყვას.
- შეიძლება _ მშვიდად ჩაილაპარაკა და ისევ ფანჯრისკენ მიაბრუნა თავი.
- როგორ უცებ იცვლება ყველაფერი არა? _ თითქოს მისი ფიქრები გამოიცნო _ გუშინ ერთმანეთს ვჭამდი, დღეს ღიმილით დამთანხმდი ამ ადგილის დაკავებაზე.
- გულითად მეგობრობას ნუ მოინდომებ ახლა _ გაუცინა.
- გულითადი მეგობრები შენ გარეშეც ბევრი მყავს _ უპასუხოდ არ დატოვა.
- მეძინება _ როგორც კი მთავარ გზაზე გავიდნენ, თავისთვის ჩაილაპარაკა ანიმ.
- მიდი _ საკუთარ მხარზე ორჯერ მსუბუქად დაირტყა ხელი გაბრიელმა _ მოკალათდი და დაიძინე.
- შენს მხრებზე ძილის იდეა არ მხიბლავს რაღაც.
- მეც არ მხიბლავს ანაკონდას საკუთარი ნებით შემოხვევის იდეა, მაგრამ ზრდილობა გამოვიჩინე _ გაუღიმა.

მიუხედავად სასტიკი უარისა, დაძინებული მაინც თავისთავად წავიდა გაბრიელის მხრებისკენ, კომფორტულად ძილი ხომ ფუფუნებაა, ჰოდა გემრიელად მოკალათდა და ძილი გააგრძელა. ღიმილით გადახედა გაბრილმა, სამახსოვრო ფოტოც გადაიღო და თვითონაც დახუჭა თვალები.

***
მაინც, სახლში დაბრუნება ყველაფერს ჯობდა. სულ სხვა შეგრძნება იყო საკუთარი სახლის კარები რომ შეაღო. ღიმილით შეაბიჯა, ვერსად ვერ გრძნობდა თავს ისე კარგად, როგორც სახლში. დედასთან ერთსაათიანი ლაპარაკის შემდეგ მამას გამოუჭედა ყურები, ძმასთანაც მივიდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ზეპირად ვიცი უკვეო და ოთახიდან გამოუშვა.

ერთი კვირა გავიდა დაბრუნების შემდეგ. არა მაინც რა კარგი იყო ეს არდადეგები, არაფერს აკეთებდა, მშვიდად ისვენებდა, ყოველ დღე ნახულობდა თავის ოთხეულს და არაფერი აწუხებდა. დრო-დრო სხვებიც ეხმიანებოდნენ, მოიკითხავდნენ ხოლმე, სურათებიც გაუზიარეს ერთმანეთს.

- ანუშკებიი.
- გისმენ ლილიკო.
- ლილიკოს გაჩვენებ მე _ აწიკვინდა.
- კარგი ჰო _ ჩაიფხუკუნა _ გისმენ.
- მოკლედ ახლა რა ხდება, კაკიმ დაურეკა შაკოს, შევიკრიბოთ კიდევო და მოიფიქრეს, რომ წავიდეთ რესტორანში, ექსკურსიის ხალხი რა, ჰოდა ე.ი. ზეგ საღამოს შვიდისთვის ერეკლე გამოგვივლის და წავალთ.
- მოიცა არ მეკითხები მოვდივარ თუ არა?
- მოდიხარ _ აკისკისდა. _ წავედი ახლა და ხვალ გამო, რა ჩავიცვა ამარჩევინე _ გაუთიშა.

გადამრევს ეს გოგოო ღიმილით გაიფიქრა და წიგნს მიუბრუნდა. და თვითონ რა უნდა ჩაიცვას? წამოჯდა. გონებაში განიხილა ყველა ვარიანტი და სასურველიც აირჩია. მერედა როგორ მოსწონდა ის მოჩითული კაბა, განწყობასაც შეესაბამებოდა, ამინდსაც და ზაფხულსაც.

- ანუშკები აი ნახე, ეს თეთრი ზედა იმ წითელ კაბას მოუხდება? _ აქეთ-იქით ატრიალებდა ტანსაცმელს. _ სალო, სალო აი ეს ნახე, ლურჯი ზედა და შავი კაბა.
- დაგვღალე _ ორივემ შეუბღვირა.
- ორი საათია უკვე ჩვენება გაქვს ლილიკო, აიღე რამე და ჩაიცვი, ასეთი ძნელია?
- შენ რა გენაღვლება, იმ ვაჟბატონს ასეც უყვარხარ და ისევ.
- ეს არაა კარგად _ გაეცინა ანის _ რომელს ეპრანჭები? _ ცნობისმოყვარედ გადახედა.
- ნიშანდობლივად არც ერთს _ გაუცინა. _ კარგი, ჰო, ნუ მიყურებთ მასეთი სახეებით, ამ კრემისფერ კაბას ჩავიცვამ.
- ძლივს, წავედი ახლა მე, ფრჩხილები უნდა გავიკეთო _ დაემშვიდობა ანი.
- მიდი და მერე ამოირბინე კიდევ _ გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა.
- ვნახოთ.
_______

ესეც მესამე თავი.. უღრმესი მადლობა ტკბილებო, გაბადრული ვკითხულობ თქვენს კომენტარებს, რა შემიძლიათ გითხრათ მადლობის გარდა.. ველი შეფასებას და კრიტიკას.
პ.ს. უყვარხართ მარრიამს...



№1  offline წევრი cancara

აჰა კაი მომეწონა გაგრზელე

 


№2 სტუმარი A

Magaria.......

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Sainteresooaaa gaagrdzele
--------------------
G.ke

 


№4  offline წევრი natia-natia

ძალიან .მომწონს

 


№5  offline მოდერი მარრიამი

cancara
აჰა კაი მომეწონა გაგრზელე

A
Magaria.......

gvanciii kereselidze
Sainteresooaaa gaagrdzele

natia-natia
ძალიან .მომწონს

მადლობა <3

 


№6  offline წევრი teddy))

Dzalian momwons, dzalian!

 


№7  offline მოდერი მარრიამი

teddy))
Dzalian momwons, dzalian!

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent