შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაუნტის ვალი [2]


15-02-2016, 22:40
ავტორი მარრიამი
ნანახია 7 368

სახლში შესულმა ჯერ სამზარეულოსკენ აიღო გეზი, წყალი უნდოდა. ბოთლიდან ნელა ჩამოასხა ჭიქაში და მოიყუდა.

- არ მეგონა ასე კარგად თუ ცეკვავდი _ ყურთან დაიჩურჩულა ხმამ, თბილი სუნთქვა მიეფრქვა და წელზეც იგრძნო ანიმ მოხვეული ხელი. წყალი გადაცდა და დაახველა. რომ მოსულიერდა, გაბრაზებული შემობრუნდა.
- რას აკეთებ?
- რას ვაკეთებ?
- რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?
- რამდენის უფლებას ვაძლევ?
- არ მეცინება.
- გეშინია შაკომ არ დაგინახოს? _ სახელი გაწელილად წარმოთქვა.
- შაკო რა შუაშია? _ ვერ მიხვდა ანი.
- აჰ, არაფერ შუაშია? ანუ არ იეჭვიანებს?
- იეჭვიანებს? შენ სიცხე ხომ არ გაქვს?
- არა, სიცხე ჯერ არ მაქვს _ გაუცინა და ტუჩებზე დაეტაკა. როგორც კი მოშორდა, ტკაცუნის ხმა გაისმა და ლოყაზე ხუთი თითი დაეტყო.
- რას აკეთებ, გაგიჟდი? _ თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ანი.
- შოკოლადი დაგიბრუნე _ ირონიულად გაუღიმა და ტუჩები მოილოკა.
- აღარ მომეკარო _ კატეგორიულად ჩაილაპარაკა და სამზარეულო დატოვა.. ჩაეცინა.

აფორიაქებული მიწვა ლოგინზე გოგონა. არა, მაინც რამდენად თავხედია? ისე უნდოდა იმ მოელვარე თვალების დათხრა, იმ ტუჩებსაც სიამოვნებით დაუსისხლიანებდა, იმ კბილებსაც ჩამოაძრობდა, თმებსაც ღერა-ღერა დააცლიდა და ენასაც ამოაგლეჯდა. ვეღარც იძინებდა. იჯდა ასე თვალებდაჭყეტილი და თავისთვის ფრუტუნით ლანძღავდა იმ საზიზღარ არსებას.

- მოდი ჩემთან _ კალთაში ჩაისვა პატარა კნუტი. _ რა კარგი ხარ რომ იცოდე _ ნაზად ეფერებოდა და თბილი ხმით ეჩურჩულებოდა _ თბილო _ გულზე მიიხუტა.
- კარგი იქნებოდა სხვებსაც ასე თბილად რომ ექცეოდე _ გამაღიზიანებელი ხმა გაიგო.
- ყველაფერს დამსახურება უნდა _ კბილების ღრჭიალით ჩაილაპარაკა და ისევ კნუტს მიუბრუნდა.
- რატომ დაასკვენი რომ არ ვიმსახურებ? _ ნებართვის გარეშე ჩამოჯდა ტახტზე და კნუტი ააცალა.
- რატომ გგონია რომ იმსახურებ? _ ინტერესით მიაჩერდა.
- შენ რა იცი, იქნებ ვიმსახურებ _ მშვიდი ღიმილით მიაჩერდა. ანი კი თითქოს დააბნია კიდეც მისმა მშვიდმა ტონმა და ამ ღიმილმა.
- სხვებთან შეიძლება იმსახურებდე კიდეც.
- და შენთან?
- ჩემთან ჯერ არ იმსახურებ და სამომავლო პერსპექტივებსაც ვერ ვხედავ.
- ზრდილობიანობაც შეგძლებია _ ისევ ეს ირონიული ღიმილი.
- სამაგიეროდ შენ ვერ ეშვები აუტანლობას _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.
- ძილინების უზრდელო _ წამოდგა.
- კნუტი დამიტოვე.
- არა, ახლა მე მოვეფერები.
- აუტანელო..
- უზრდელო _ ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა.
- თავხედი _ ხმამაღლა მიაძახა და ტუჩები გაბუსხა. რაღა დააძინებდა, ბუზღუნით წამოდგა ფეხზე და სახლი დატოვა. ისევ შაკოს მიუსკუპდა, მიეხუტა.
- რა იყო ანუშკები? _ გაუღიმა.
- ვერ დავიძინე.
- თუ არ დაგაძინეს? _ ცხვირზე წაეთამაშა სიცილით.
- ოო _ ისევ გაბუსხა ტუჩები _ წამო რა შენც და დავიძინოთ.
- მოდი აქ დაიძინე, მიდი მომეყუდე და დახუჭე თვალები _ მოხერხებულად მიეხუტა შაკოს და თვალები მინაბა.
- ძილი აკრძალულია _ კვლავ „იმ“ ხმამ გამოაფხიზლა.
- ეს მოგზავნილია? _ გაღიზიანებულმა უჩურჩულა შაკოს.
- ალბათ _ გაუცინა.
- კარგი, ავიტან ეს დღეები _ ჩაიფრუტუნა და უკეთესად მოთავსდა.

გვიან ღამით დანაწილდნენ ოთახებში და დაიძინეს. დასვენება ყველას სჭირდებოდა. ხვალ ღირსშესანიშნაობები უნდა ენახათ. ყოველთვის ფხიზელი ძილი ჰქონდა. დილითაც, ფანჯრიდან ხმაური მოესმა და თვალები დაჭყიტა. მზე ჯერ არ ანათებდა. სწრაფად ჩაიცვა, პლედი მოიხვია და გარეთ გავიდა მზის ამოსვლისთვის რომ ეყურებინა. აივანს ერთ მხარეს მოაჯირი არ ჰქონდა. იქით წავიდა და ვიღაცის ზურგი დაინახა. მეგობრებიდან რომ არავი იყო ადვილად მიხვდა. მოშორებით ჩამოჯდა და ჩუმად ჩაილაპარაკა დილამშვიდობისაო.

- გამარჯობა _ ისევ ის. უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები და ცას ახედა. _ კარგად გეძინა? _ ზედმეტად მშვიდი და უირონიო ჩანდა. ალბათ სვანეთის ჰავამ კარგად იმოქმედა.
- კი _ მოკლედ უპასუხა.
- მეც _ გაუცინა _ იცი, მგონი ცოტა მცივა _ ნებართვის გარეშე მიიწია გოგონასკენ. სრულიად ჩვეულებრივად შემოხსნა მჭიდროდ შემოკრული პლედი და ორივეს ზურგზე „შემოავლო“. გაბრაზებული გოგონა გაფართოებული თვალებით მიაჩერდა თავხედს.
- ზედმეტი ხომ არ მოგდის?
- არა, უბრალოდ შემცივდა, რა მოხდება რომ პლედი მიწილადო? _ გულწრფელი ტონით უთხრა.
- შეგეძლო საკუთარი მოგეტანა _ კვლავ გაღიზიანებულმა უპასუხა.
- უკაცრავად, გავითვალისწინებ. ახლა კი ჩემს ყურებას შეეშვი და მზეს უყურე _ თვალი ჩაუკრა.
- თავხედი!
- უზრდელი!
***
- ხომ შეიძლება მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს არა? _ ისევ გაბრიელმა დაარღვია სიჩუმე.
- ალბათ არ შეგვიძლია.
- კარგი _ პლედი მოიშორა და წამოდგა. ათიოდე წუთში უკან ორი ფინჯნით დაბრუნდა. _ მოდი ვცადოთ _ გაუღიმა და ყავის ფინჯანი გაუწოდა.
- კარგი _ ფინჯანი გამოართვა და ყავა მოსვა.
- ესეც მშვიდობის დასაწყისი _ გაუცინა, მაგრამ წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული, ყავა რომ გადაღვარა ანიმ გაბრაზებული სახით.
- მშვიდობიანი ხომ? საშინელი ვინმე ხარ.
- რატომ? _ დაბნეული ჩანდა.
- ვითომ ვერ ხვდები.
- მე არაფერი დამიშავებია.
- არა, შენ რა შუაში ხარ, ყავაში მარილი მე ჩავყარე _ შეუბღვირა.
- რაა? შემთხვევით მომივიდა მართლა, ბნელოდა სამზარეულოში.
- კი, კი დავიჯერე _ ჩაიფრუტუნა გაბრაზებულმა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა აივანი.

გაბრაზებული ბრდღვინავდა, ლილე და სალიც კი გააღვიძა. ცალკე ისინი ბუზღუნდნენ. ბუზღუნითვე მოემზადნენ და პირველ სართულს მიაშურეს.

- დილა მშვიდობის _ ღიმილით მიესალმა ანი ბიჭებს და ერეკლესა და შალვას შორის ჩასკუპდა.
- გამარჯობა _ გაუღიმეს.
- ვისაუზმოთ და გავიდეთ _ დანარჩენებს გადახედა ერეკლემ.
- გავშლით _ სამზარეულოს მიაშურეს გოგონებმა.

მშვიდად ისაუზმეს, არც მწველი მზერისთვის მიუქცევია ყურადღება ანის. როგორი ღიმილითაც გაშალა, იმავე ღიმილით აალაგა. წასასვლელად მოემზადნენ და საღამომდე დაემშვიდობნენ დიასახლისს.
გიდი წინ მიუძღვოდათ, ქორულდის ტბები უნდა ენახათ. მესტიის ცენტრიდან გზა უკვე ტყე-ტყე მიემართებოდა ჩრდილოეთით, ცხაკზაგარის მთისკენ. თან გიდს უსმენდნენ, თან მშვენიერი ხედით ტკბებოდნენ. შემდეგ ყურადღებას იპყრობდა რკინის სანიშნე ბოძი, რომელსაც ორი მხარე ჰქონდა, ერთი მხარე უკან დასაბრუნებელი გზისკენ იყო მიმართული, მეორე მხარე კი ქორულდის ტბებისკენ მიასწავლიდა გზას. ჩრდილოეთისაკენ განაგრძეს სვლა, ტბებისკენ. გზად შეისვენეს, ცოტა მიირთვეს, ძირს ჩამომსხდრები მშვიდად საუბრობდნენ. ანიმ ჩანთიდან შოკოლადი ამოიღო, ფილებად დატეხა და მსურველებს დაუნაწილა.

- მეც მინდოდა _ როგორც კი მოკალათდა, მაშინვე გაბრიელის ხმა მოესმა.
- ერთი ფილაღა დამრჩა.
- ჩემი ბედი ყოფილა _ გაუცინა.
- მეც მინდა და ჩემი ბედია _ მაშინვე გაკაპასდა.
- ვინც მოასწრებს იმისია _ თვალი ჩაუკრა, ფილა ხელიდან გამოსტაცა და პირისკენ გააქანა. გაბრაზდა ალბათ მსუბუქი ნათქვამია, გამწარდა, მაგრამ რომ ვერაფერი მოიმოქმედა, თვალები ცრემლით აევსო. თავი დამცირებულად იგრძნო, თავისი ვერ გაიტანა. არადა ვერ იტანდა, როცა რაღაც ისე არ ხდებოდა, როგორც გეგმავდა. მის წინ არ იტირებდა! თვალები დახუჭა, მთელი ძალით და ნელა გაახილა.
- საშინელი ვინმე ხარ _ შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა და ზურგი აქცია.
- ამის გამო ტირი? _ გაოცებული დაეკითხა.
- თავი დამანებე.
- ანი, მართლა ბავშვი ხარ ანაკო.
- ჩემს სახელს შეეშვი, შენ რომ დიდი ხარ იმიტომ არ იქცევი შესაბამისად?
- შოკოლადი გამო ტირი?
- დიახ! დიახ და დიახ! მე მინდოდა!
- დამშვიდდი, ბოდიში, არ ვიცოდი ასე ძალიან თუ გინდოდა, თორემ არ შევჭამდი.
- ბოდიში შოკოლადის მაგივრობას გაწევს?
- ბოდიში არა, მაგრამ იქნებ ეს მოგეწონოს _ ღიმილით გაუწოდა ბაუნტი.
- შენი არაფერი მინდა.
- გეყოფა ანაკო, შენთვის ვიყიდე.
- კი, კი დაგიჯერე.
- მართლა, მაშინ რომ შეგიჭამე არ დამვიწყებია, შენთვის მქონდა რეზერვში გადანახული.
- არაფერი არ მინდა შენგან _ უფრო გარკვევით წარმოთქვა.
- ნუ ბავშვობ, გამომართვი.
- არა _ უფრო მშვიდად უპასუხა.
- ბოლოჯერ გთავაზობ _ გაფრთხილებასავით გამოუვიდა.
- კარგი, რადგან ასე მთხოვ _ ბაუნტი ხელიდან გამოგლიჯა და კმაყოფილმა ჩაიღიმა.

გზა გააგრძელეს, აღარც შეუსვენიათ ისე მივიდნენ ქორულდის ტბებამდე. ულამაზესი სანახაობა იშლებოდა, ტბების გარშემო კავკასიონის ცამდე აზიდული ქედები იმზირებოდნენ ამაყად. ყველაზე მეტად ჩახის ტბამ მოხიბლა ახალგაზრდები. საქართველოს რუკის ფორმა ჰქონდა ჩახის ტბას. როგორც გიდმა უამბო, ამ ტბაში თურმე არათუ ბანაობა, ხელის დასველებაც კი აკრძალული იყო. ადგილობრივები წმინდა ტბად მიიჩნევდნენ, რადგან ხატებით დატვირთული ტრანსპორტი ჩავარდნილა. ამ ტბას ანგელოზის ტბაც ეწოდებოდა.

უკან დაბრუნებისას კვლავ აღფრთოვანებით ათვალიერებდნენ ყველაფერს, თითქოს თითოეული ქედის დამახსოვრება უნდოდათ, ღრუბლის თითოეული ნაფლეთის, იქ გატარებული თითოეული წამის.

დაღლილები დაბრუნდნენ შინ. დიასახლისს საჭმელი გაემზადებინა და სუფრაც გაეშალა.

- მადლობა, როგორ შეგაწუხეთ _ გაუღიმა გოგონამ ქალს.
- რა შეწუხებაა შვილო, გამომიცოცხლეთ ეზო.

ვახშმის შემდეგ ეზოში გადაინაცვლეს, ცეცხლი დაანთეს და გარშემო შემოუსხდნენ. გიდი მომავალი დღის გეგმაზე საუბრობდა, ყურადღებით ისმენდნენ სხვები. ანი და ლილე აქეთ-იქიდან შემოსხდომოდნენ და მიხუტებოდნენ შაკოს, სალო და ერეკლე მოშორებით ისხდნენ და ღუღუნებდნენ მტრედებივით. მათ მოპირდაპირე მხარეს კახი, შოთა, კაკი და გაბრიელი ისხდნენ. დანარჩენებიც მათ შორის გაფანტულიყვნენ.

- რაო იმან? _ ჩუმად დაეკითხა ლილე.
- ვინ იმან?
- ოო, იმაან.
- არაფერი.
- რა ხდება აბა? ვინ იმან და რა არაფერი? _ ღიმილით იკითხა შაკომ.
- წინ მჯდომი არ მომწონს რაღაც _ ჩუმად უთხრა ლილემ და აკისკისდა.
- ჰო, ეგ მეც შევამჩნიე _ ჩაიცინა შაკომ.
- ოო, ნუ ხართ თქვენ გრძელცხვირები _ გაუცინა ანიმ.
- არა რატომ, ცუდი ბიჭი არაა, არ დაიწუნება _ თმები აუჩეჩა შაკომ.
- აუ შაკო შეენც?
- კარგი ჰო, ვჩუმდები _ თავზე აკოცა.
- ისე ჩემი შეყვარებული ეგონე ან ისევ ჰგონიხარ _ ჩაიცინა.
- ოჰო, ნუთუ ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებთ?
- რავიცი, აქამდე არავის უფიქრია და _ გაუცინა.
- ბავშვებო, ძილის დროა, ხვალ ადრე უნდა გავიდეთ _ განკარგულება გასცა გიდმა.

ყველა წამოიშალა, თავიანთ ოთახებს მიაშურეს. ლილეს, ანის და სალოს რასაკვირველია ერთ ოთახში ეძინათ.

- რაო ერემ? _ ცნობისმოყვარედ უღიმოდნენ სალოს.
- არაფერი.
- როგორ არაფერი? განაბული კი იჯექი და _ გაიცინეს.
- ოო..
- რა ოო? როდემდე უნდა იყოთ ასე უბედურად? არც ერთი არაფერს ამბობთ და ორივე თქვენთვის დნებით, ნორმალურია ეს?
- თვითონ არაფერს ამბობს და რა ვიცი _ ჩაიფრუტუნა.
- თვითონ რომ გითხრას თავის დაფასებას არ დაიწყებ?
- რაღა აზრი აქვს თავის დაფასებას _ გაეცინა.
ანიმ თვალი ჩაუკრა ლილეს და აკისკისდნენ. ცოტა ხნით გაჩერდნენ.

- უჰაერობაა რაღაც, გარეთ უნდა გავიდე _ ტელეფონი მოიმარჯვა ანიმ და გავიდა. შაკოს შეტყობინება გაუგზავნა რამე მოიმიზეზე და გამოდიო. ორ წუთში მისკენ მიმავალი ბიჭი დაინახა.
- რა ხდება?
- ღამეც რაღაცნაირად ლამაზია აქაურობა.
- ამისთვის დამიძახე? _ გაუცინა.
- არა, მოკლედ სალის ველაპარაკეთ ჩვენ, ახლა შენ უნდა შეაგულიანო ერე და იქნებ ეშველოთ რამე, მთელი ღამე წინ გაქვს და აბა შენ იცი.
- კარგი, კარგი.
- ახლა შეგიძლია წახვიდე.
- ძილინების ჭინკა _ შუბლზე აკოცა და წავიდა. გოგონა კი ისევ ღამის სვანეთის ცქერას მოჰყვა.
- მგონი ჩუმად, ღამით შეხვედრები არაა საჭირო, ისედაც სულ ერთად ხართ _ თავისთვის გამაღიზიანებელი ხმა გაიგონა.
- აი ეგ შენი საქმე ნამდვილად არაა _ მიკენ მიბრუნდა.
- მეც ამ ჯგუფის წევრი ვარ.
- გრძელცხვირა წევრი მე ვიტყოდი, შეიძლება ამ ჯგუფის წევრი ნამდვილად ხარ, მაგრამ ჩემთან და შაკოსთან არაფერი გესაქმება.
- რომ გკითხონ არაფერია შაკოსთან _ გამოაჯავრა.
- უკაცრავად?
- მაშინ ძალიან გაიკვირვე შალვას ეჭვიანობაზე რომ გითხარი.
- რა გინდა გაბრიელ?
- უთხარი შაკოს უცხო ბიჭმა რომ გაკოცა?
- დიახ ვუთხარი _ ჯიბრიანად უპასუხა.
- დარწმუნებული ხარ? _ ირონიულად დაეკითხა.
- რა გნებავთ გაბრიელ? _ ღრმად ჩაისუნთქა.
- როდის თხოვდები?
- როცა საქმრო მეყოლება.
- აბა შაკო ვინაა?
- შაკო ჩემი შეყვარებული გგონია? _ ჩაეღიმა.
- დარწმუნებული ვარ.
- ჰოდა შეყვარებულიან გოგოს რატომ კოცნი? _ კმაყოფილი მზერით ჰკითხა.
- საინტერესო კითხვაა, როცა გაკოცე მაშინ არ მეგონა საქმე ასე სერიოზულად თუ იყო.
- საქმე სულაც არაფერში არაა, შეგიძლია თავი დამანებო, გთხოვ _ ერთი ამოსუნთქვით ჩამოარაკრაკა და კიბეებისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯებით.

გაბრიელმა კმაყოფილმა ჩაიცინა და ღიმილით წავიდა თავისი ოთახისკენ. ახლა უკვე დააზუსტა კიდეც, რომ ანის გულისკენ მიმავალი გზა ხსნილი ჰქონდა. პირველივე დანახვისას მიიქცია ამ გოგომ ყურადღება. იმდენად ბუნებრივი იყო, ყველაფერს ასე ბუნებრივად აკეთებდა, პირდაპირ და ხმამაღლა ამბობდა ყველაფერს, რისი თქმაც უნდოდა. რატომღაც თავიდანვე მიიჩნია რომ მასსა და შაკოს შორის რაღაც ხდებოდა. ვერ წარმოედგინა მათი მეგობრობა ასე ღიად გამოხატული და თბილი, თუმცა მალევე მიხვდა, რადგან შაკო ლილესაც ასე ექცეოდა.
_____
მადლობა შოკოლადებო, ძალიან მახარებთ.. ესეც მეორე თავი, ველი შეფასებას და კრიტიკას..
პ.ს. უყვარხართ მარრიამს



№1 სტუმარი A

მარუსიიიიიი აი უძალიანმაგრესია............. მაგრად მომეწონა ეხლა წავიკითხე ორივე თავი და შემდეგს ხომ მალე დადებ?

 


№2  offline წევრი t i k o

ვაიმე მარაიმ შენნ ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერივარ რომ აღმოგაჩინეე ^__^ ამ ბოლოდროსიშვიათად ვკითხულოდ ისტორიებს .. მაგარმ მოხდა სასწაული და გადავწყვიტე ჩემიი საყვარელი მწერლების ისტორიები გადამეკითხა თავიდან და მოულოდნელად აღმოგაჩინეე^^ ვერ წარმოიდგენ რა სა იამოვნება მივიღე შენი ისტორიების წაკითხვით^^ ღამით ჩავუჯეგი და ფაქტიურად გავათენე მაგარმ არვნანობ ამად ღირდა love love უსაზღვროდ ნიჭიერი გოოგო ხარ და წარმატებები შენ !!! love

 


№3 სტუმარი Neneee

Am motxrobas kritika ar schirdebaaaaa ubralod idealuria❤❤❤

 


№4 სტუმარი darina

Uh rogori sayvarlebi arian, vgijdebi me amat chxubze, chxubis gareshe eseni ukve ver warmomidgenia.

 


№5  offline წევრი natia-natia

მმმმ...მაგარია ძანნნ

 


№6  offline მოდერი bibo

Ai sityvebis gareshe saswauli xar tkbili tbiliki saswaul :-* :-* :-* :-* :-* vgijzebi shenzee.am istoriaze xo saertodds vgijdebi shokoladius da rafaelous

 


№7  offline წევრი სესილია

წარმატებები ვკითხულობ შენს ნაწერებს და მომწონს. იმედია ბევრს არ გვალოდინებ შემდეგ თავზე :)

 


№8  offline მოდერი Eleniko13

უკვე მომწონხარ მე შენ.
ჩემთვისაც აქვთ, კიტ-კეტის ვალი, მაგრამ არ მიბრუნებენ.
ხოდა, მევალეც ვირია.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9  offline მოდერი მარრიამი

A
მარუსიიიიიი აი უძალიანმაგრესია............. მაგრად მომეწონა ეხლა წავიკითხე ორივე თავი და შემდეგს ხომ მალე დადებ?

Neneee
Am motxrobas kritika ar schirdebaaaaa ubralod idealuria❤❤❤

darina
Uh rogori sayvarlebi arian, vgijdebi me amat chxubze, chxubis gareshe eseni ukve ver warmomidgenia.

natia-natia
მმმმ...მაგარია ძანნნ

bibo
Ai sityvebis gareshe saswauli xar tkbili tbiliki saswaul :-* :-* :-* :-* :-* vgijzebi shenzee.am istoriaze xo saertodds vgijdebi shokoladius da rafaelous

სესილია
წარმატებები ვკითხულობ შენს ნაწერებს და მომწონს. იმედია ბევრს არ გვალოდინებ შემდეგ თავზე :)

უღრმესი მადლობა <3 მიყვარხართ მე თქვენ <3
t i k o
ვაიმე მარაიმ შენნ ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერივარ რომ აღმოგაჩინეე ^__^ ამ ბოლოდროსიშვიათად ვკითხულოდ ისტორიებს .. მაგარმ მოხდა სასწაული და გადავწყვიტე ჩემიი საყვარელი მწერლების ისტორიები გადამეკითხა თავიდან და მოულოდნელად აღმოგაჩინეე^^ ვერ წარმოიდგენ რა სა იამოვნება მივიღე შენი ისტორიების წაკითხვით^^ ღამით ჩავუჯეგი და ფაქტიურად გავათენე მაგარმ არვნანობ ამად ღირდა love love უსაზღვროდ ნიჭიერი გოოგო ხარ და წარმატებები შენ !!! love

გავწითლდი, გავიბადრე, ავფრინდი ^_^ არც კი ვიცი რა ვთქვა, ისე გამახარე <3
Eleniko13
უკვე მომწონხარ მე შენ.
ჩემთვისაც აქვთ, კიტ-კეტის ვალი, მაგრამ არ მიბრუნებენ.
ხოდა, მევალეც ვირია.

მადლობა <3 იმედია დაგიბრუნებენ :D <3

 


№10  offline წევრი teddy))

Dzalian momwons! Gimilit, rom kitxulob egetia! Shokoladis gamo, rom tiris :D kargi satauri aqvs da aseve kargad shegirchevia :* vali dagibruneo :D

 


№11  offline მოდერი მარრიამი

teddy))
Dzalian momwons! Gimilit, rom kitxulob egetia! Shokoladis gamo, rom tiris :D kargi satauri aqvs da aseve kargad shegirchevia :* vali dagibruneo :D

^_^ მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent