შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოიისფრო [5]


7-09-2015, 22:54
ავტორი მარრიამი
ნანახია 3 577

დილით გაღვიძებულს ლექსო ოთახში არ დახვდა. თათულის უშფოთველად ეძინა. სარკის წინ კი უშველებელი თაიგული იდო. გაეღიმა.. ნაცნობი სითბო იგრძნო..
- დილამშვიდობის _ ოთახში ლექსო შევიდა.
- გამარჯობა _ გაუღიმა.
- მოვემზადოთ, ვისაუზმოთ და გუშინდელი გეგმა შევასრულოთ.
- რა გეგმა?
- ნიკორწმინდა არ უნდა ვნახოთ?
- გზის საკითხი გაარკვიე?
- ისევ უნდა ვიკამათოთ?
- კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ.
- კარგი, არაფერიც არ გამირკვევია, სადამდეც ავალთ, ავალთ.
- ეტლი მაინც წამოიღე, ტაძარშიც ხელში აყვანილს ხომ ვერ შემიყვან.
- რატომაც არა.
- ლექსოო..
- არავითარი ლექსო, წავიდეთ ქვემოთ _ ხელში აიყვანა და კიბეებზე ფრთხილად ჩავიდა. მოწესრიგებაში ნატა დაეხმარა. ისევ უმწეობის შეგრძნება, ისევ ყელში გაჩენილი ბურთი და ისევ ცრემლიანი თვალები.

-_-_-_-_-_-_-_-

მანქანა ბოლომდე ავიდა. საოცარი სანახავი აღმოჩნდა ნიკორწმინდა. დიდი ტაძარი უძველესი ჩუქურთმებით იყო სავსე. ტაძარს უშველებელი გუმბათი ამშვენებდა, შიგნიდან ფრესკებით იყო მოხატული. ტაძრისგან მოშორებით პატარა სამრეკლო იდგა. ტაძრის მოლოცვას რომ მორჩნენ ეზოში გადაინაცვლეს.. არანაკლებ აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა ბუნება. ეზოს ათასწლოვანი ხეები ამშვენებდა, გარშემო ტყე და მინდორი იყო. სულ ამწვანებული, ხეებიც ფოთლებით შემოსილნი, შესანიშნავი სანახაობა დახვდათ. იმდენად იყო ბაია აღფრთოვანებული, ემოციების აღწერაც კი უჭირდა. რას არ მისცემდა, ოღონდ ამ ტაძრის მოლოცვა საკუთარი ფეხებით შეძლებოდა. თვითონ შეეგრძნო ის ხასხასა ბალახი, თვითონ დაედგა ფეხი ტაძრის იატაკზე, თვითონ მისულიყო ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ხატთან.. თვალებიდან ისევ თავისთავად ჩამოგორდნენ ცრემლები. თვალები მაგრად დახუჭა, გაახილა და სადღაც, სივრცეს გაუღიმა, თითქოს თავი დაიმშვიდა.

მოიისფრო [5]


- ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ, როცა მეორედ ამოვალთ აქ, საკუთარი ფეხებით შეძლო ტაძრის მოლოცვა _ თითქოს ფიქრებს მიუხვდაო, ყურთან უჩურჩულა ლექსომ. ბაიას არაფერი უთქვამს. ვერც კი გაუღიმა, ამის ძალაც არ შესწევდა. თითქოს ისე აღაფრთოვანა ტაძარმა, არადა რეალურად ტკივილი დაუმატა ამ ყოველივეს ნახვამ..

- ლექსო _ მანქანაში ისხდნენ საუბარი რომ წამოიწყო ბაიამ.
- გისმენ.
- ახლა, გერმანიაში წასვლა რომ მომიწიოს..
- მოგვიწიოს ბაია _ შეუსწორა.
- შენ ოჯახი უნდა დატოვო _ არ მიაქცია შესწორებას ყურადღება.
- მერე რა.
- მერე ბებოს და თათულის ვინ მიხედავს?
- დემნა, ძალიან გთხოვ მაგაზე არ იდარდო. მთავარია პასუხები დადებითი იყო, დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია. _ მუხლებზე დაკრეფილ ხელებზე მიეფერა და თბილად გაუღიმა.
- ან იქნება ან არა _ დაიჩურჩულა და ცრემლი მოიწმინდა.
- ბაია _ მანქანა გააჩერა _ შემომხედე _ ვერ შეკავებული ცრემლი ისევ თვალებში ჰქონდა დაგუბებული _ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, აუცილებლად _ ცრემლები საკუთარი ხელით მოწმინდა და მის პატარა ხელს ტუჩებით შეეხო, ისევ ნაცნობი ჟრუანტელი, დაბრუჟებული ხელიც და ტუჩებიც.
- მაგრამ ეს ყველაფერი ხანგრძლივი პროცესი იქნება _ აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა.
- სამუდამოდ ხომ არ გაგრძელდება?
- იმედია არა.
- მთავარია შედეგიანი იყოს, ხანგრძლივობას მნიშვნელობა არ აქვს. _ თავი დაუქნია გოგონამ და წინ გაიხედა. _ წავიდეთ _ მანქანა დაძრა.

სახლში მისულებს ეზოშივე შეეგება თებრონე.
- მოგეწონა ბებო ნიკორწმინდა? _ გაუღიმა ბაიას.
- ძალიან _ მოკლედ გაუზიარა ემოციები.
- წადით, შედით სახლში, საჩუქრებია თქვენთვის _ გაუცინა.
- საინტერესოა _ სახლისკენ წავიდნენ. ნელა აიარა კიბე და როგორც კი პირველი ნაბიჯი შედგა სახლში, ყვირილი გაიგონა.
- სურპრიზიი _ ოთახიდან გამოხტნენ ელო და დემნა. ლექსო და ბაიაც გაამხიარულეს.
- რა გიჟები ხართ _ გაუღიმა ბაიას.
- მივხვდით რომ უთქვენოდ ჩვენს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა _ ერთწინადადებიანი სპექტაკლი გაითამაშა დემნამ.

დივანზე დასვა ლექსომ ბაია, ელო გვერდით მიუჯდა და მიეხუტა.
- სიმართლე მითხარი ახლა, დედაჩემმა გითხრა ხომ წადიო? _ უჩურჩულა ბაიამ და გაუცინა.
- მეც მინდოდა _ გაუცინა ელომ _ დემნასაც.
- ელოო!
- კარგი ჰო..
- გადამრევს _ გაეცინა.
- კარგი რა ბაიკო, უბრალოდ ნერვიულობს შენზე.
- ჰო ვიცი, მაგრამ ვერ გავაგებინე რომ ლექსო ძალიან კარგად მექცევა _ საუბარი უფრო ხმამაღლა განაგრძეს, როგორც კი ბიჭებმა ოთახი დატოვეს.
- იმდენად კარგად, რომ დათბი კიდეც, ატყობ?
- ვატყობ _ ამოიოხრა _ უბრალოდ არ შემიძლია, ვერ ვექცევი ცივად ან ცუდად, ყოველ წამს ვერ ვახსენებ თავის დანაშაულს, არ შემიძლია, იმდენად კარგად მექცევა, ჩემი მხრიდან უმადურობა იქნება ამის იგნორირება.
- ჰო, მესმის შენი, მაგრამ ელზა დეიდა ვერ პატიობს.
- ასე მგონია ვერც ვერასდროს აპატიებს, მისიც მესმის, მაგრამ ვეღარ ვუსმენ როგორ ლანძღავს ლექსოს გამუდმებით.
- იქნებ შეახვედრო ერთმანეთს.
- ხუმრობ? მესამე მსოფლიო ომი იქნება _ ჩაიფრუტუნა.
- ქორწილზე ხომ ნახა?
- შენ არ იცი რამდენი ვემუდარე რომ არაფერი ეთქვა, ჰოდა იჯდა ჩუმად, მაგრამ რა სახე ჰქონდა შენც ხომ ნახე?
- არ ყოფილა თქვენი საშველი.
- რომ გავშორდებით მერე გვეშველება _ გაიღიმა.
- დარწმუნებული ხარ? _ დემნას ხმამ შეაშინა გოგონები.
- როგორ შემაშინე _ დაიწუწუნა ბაიამ.
- მე რაღაც გკითხე..
- კი დემნა, დარწმუნებული ვარ. სხვისი საუბრის მოსმენა რომ უზრდელობაა? _ გაუცინა.
- გეფიცები მხოლოდ ბოლო წინადადება გავიგე _ გაიცინა თვითონაც.
- კარგი, ლექსო სადაა?
- ლექსო, ნატა და თათული წყაროზე წავიდნენ.
- ნეტავ ხაფანგები თუ დააგო?
- დააგო _ ახარხარდა დემნა _ ერთი ის მითხარი ამხელა ქალს, იმ პაწაწუნა არსების როგორ გეშინია?
- ახლა შენ დამცინე კიდევ _ გაბუსხა ტუჩები _ მეშინია და მორჩა.
- ჰო კარგი, კარგი..

-_-_-_-_-_-_-_-

საღამოს ეზოში ცეცხლი დაანთეს. გარშემო უსხდნენ ახალგაზრდები. ლექსოს მზერა მხოლოდ ბაიასკენ იყო მიმართული, თითქოს სხვა ყველაფერი ბუნდოვანი გამხდარიყო მისთვის. თვითონაც ვერ ხვდებოდა, იმხელა სითბოთი შეჰყურებდა. გოგონას კი ცეცხლისთვის გაეშტერებინა თვალი, არაფერი ჩანდა მის თვალებში, გარდა ტკივილისა და იმედის ნაპერწკალი, იმ იმედის რომელსაც რამდენიმე დღეში ფრთები უნდა შეესხა... ან.. ან ისევ უსაშველო ტკივილი მოეტანა.. გოგონები მალე წავიდნენ დასაძინებლად. ეზოში კი დემნა და ლექსო დარჩნენ. ზოგად რაღაცებზე საუბრობდნენ, სანამ დემნამ კითხვა არ დაუსვა.
- ბაიაზე რას ფიქრობ?
- რას უნდა ვფიქრობდე? _ გაიკვირვა.
- ზოგადად, რას ფიქრობ?
- ერთი ჩვეულებრივი გოგოა, არა გატყუებ _ აამოიოხრა _ არაჩვეულებრივი გოგოა, რომელიც მე გავაუბედურე.
- ლექსო იმისთვის არ მიკითხავს თვითგვემას რომ მოჰყვე.
- მაშინ უბრალოდ გეტყვი რომ საოცრებაა, იმდენად მშვიდია, გაწონასწორებული, თავს არასდროს აძლევს უფლებას ემოციებს აჰყვეს. პირდაპირ მაოცებს თავისი კეთილშობილებით. რატომ მკითე?
- ისე, უბრალოდ _ ეჭვით გადახედა ლექსომ მეგობარს, დემნამ უბრალოდ მხრები აიჩეჩა და ცას ახედა.
- ბაიას ცის ყურება უყვარს _ ჩაილაპარაკა ლექსომ. დემნას ჩაეცინა და თავი გადააქნია.
- როდის ბრუნდებით?
- ხვალ საღამოს ან ზეგ დილით ალბათ. იქაც მოსამზადებლები ვართ.
- ლექსო პასუხები რომ უარყოფითი იყოს?
- არ უნდა იყოს.
- ყველა შესაძლო შემთხვევა უნდა განიხილო გონებაში.
- არა, ამას ვერ განვიხილავ, შუძლებელია პასუხები უარყოფითი იყოს, შეუძლებელია ბაიასნაირმა ადამიანმა მთელი ცხოვრება ასე იტანჯოს.
- ვერაფერს გეტყვი, მეც თქვენსავით მინდა რომ პასუხები დადებითი იყოს.

აქამდე ოპტიმიზმს ინარჩუნებდა, იმ საღამოს კი პირველად დაფიქრდა, რა მოხდებოდა პასუხები რომ უარყოფითი ყოფილიყო. ბაიას იმედგაცრუებული თვალების დანახვას ვეღარ აიტანდა. რაღაც საოცარი გრძნობა ჰქონდა გოგონას მიმართ, მისი დანახვისას სხეულში სითბო ეღვრებოდა, თავისთავად ეღიმებოდა.. ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ ბაიას მზერაში ის ტკივილი აღარ დაენახა, მაგრამ ფაქტი იყო, ვერაფერს აკეთებდა.

-_-_-_-_-_-_-

დილით ელომ გააღვიძა ბაია.
- რა ხდება?
- იასამნებს აქაც ყოველ დილით გახვედრებს? _ გაკვირვებულმა ჰკითხა.
- ჰო _ გაეღიმა _ ამის გამო გამაღვიძე?
- გამიკვირდა და გკითხე..
- რომ გავიღვიძებდი მერე გეკითხა _ აწუწუნდა.
- ისევ ისეთი ბუზღუნა ხარ.
- ელო მე ფეხებში წამერთვა მგრძნობელობა, ხასიათი კი არ შეუცვლია იმ შეჯახებას _ გაუღიმა.
- ბაია _ უცებ შეწუხდა.
- დაწყნარდი, არ ინერვიულო, უკვე თითქმის შევეჩვიე.
- ასე ნუ ამბობ ბაია, სულ მალე ისევ შეძლებ ძველებურად ცხოვრებას.
- კარგი, უბრალოდ მე ყველაფერზე ვფიქრობ ელო.
- მე ქვემოთ ჩავალ და ლექსოს ვეტყვი ჩამოგიყვანოს.

ღიმილით შევიდა ლექსო ოთახში. პირველ სართულზე ჩაიყვანა და ეზოში, მეგობრების გვერდით დასვა.
- როდის ვბრუნდებით?
- როცა გინდა _ გაუღიმა _ დღეს ან ხვალ.
- დღეს წავიდეთ, დედაც ნერვიულობს.
- კარგი, წავიდეთ დღეს, მოვემზადოთ, ბებოს და თათულის დავემშვიდობოთ და წავიდეთ.
- ვუბრუნდებით ქალაქს და ვტოვებთ ამ სამოთხეს _ ნაღვლიანად ჩაილაპარაკა დემნამ.
- დემნა გეყოფა ეს სცენები _ გაუცინა ბაიამ. _ ქალაქშიც ზედმეტად ლაღი და ბედნიერი ხარ.
- რაც მართალია, მართალია _ გაუცინა.
___________
ესეც მეხუთე.. კიდევ დამაგვიანდა ( საპატიო მიზეზი მქონდა, ვდიასახლისობდი, სურპრიზს ვუწყობდი ჩემს დედიკოს ) .. მოკლედ უღრმესი მადლობა რომ კითხულობთ და აფასებთ.. მაბედნიერებთ.. ველი შეფასებებს.. მიყვარხართ..



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

მომეწონა,რომ ჩემი რჩევები გაითვალისწინე...
უკეთესია ეს თავი,ემოციურადაც უფრო დახვეწილი..

არაუშავს,დაგვინება მესმის.
ველოდები შემდეგს.

ბაია მეც ძალიან მომწონს.ისევ ავღნიშნავს,რომ მშვენიერი პროტოტიპი უპოვე მასაც და ლექსოსაც.

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

ჩამოვრჩი ბოლო დროს და ახლა ოთხი თავი ერთად წავიკითხე...
კარგად მიდის ყველაფერი. ლექსოს და ბაიას დედის შეხვედა მართლაც საინტერესო იქნებოდა. თუმცა შენ როგორც გაქვს გადაწყვეტილი ისე გააკეთე.
მარ, მე რომ დავიწუწუნებ პატარაა თავიო, ესე იგი მართლაც პატარაა. მაგრამ მაინც მესმის შენი, როგორ მოახერხებ ისე დადე.

სურათებზე გამეღიმააა... ^_^ ჩენი ბენი, ჩემი მსიფლიოში ულამაზესთვალება... აი ვგიჟდები უბრალოდ. :-D

 


№3  offline მოდერი მარრიამი

drunkinlove
მომეწონა,რომ ჩემი რჩევები გაითვალისწინე...
უკეთესია ეს თავი,ემოციურადაც უფრო დახვეწილი..

არაუშავს,დაგვინება მესმის.
ველოდები შემდეგს.

ბაია მეც ძალიან მომწონს.ისევ ავღნიშნავს,რომ მშვენიერი პროტოტიპი უპოვე მასაც და ლექსოსაც.

მადლობა <3
თუკა
ჩემი ნიჭიერი ოგო, ყველანაირად... მარიამ უმაგრესი ხარ ძალიან კარგი. არ ღალატობ შენს სტილს..
იცოდე ტორტის სურათს ველოდები .... და ეს პაწუკები არ მყოფნის მეე...

მადლობა <3
lullaby
ჩამოვრჩი ბოლო დროს და ახლა ოთხი თავი ერთად წავიკითხე...
კარგად მიდის ყველაფერი. ლექსოს და ბაიას დედის შეხვედა მართლაც საინტერესო იქნებოდა. თუმცა შენ როგორც გაქვს გადაწყვეტილი ისე გააკეთე.
მარ, მე რომ დავიწუწუნებ პატარაა თავიო, ესე იგი მართლაც პატარაა. მაგრამ მაინც მესმის შენი, როგორ მოახერხებ ისე დადე.

სურათებზე გამეღიმააა... ^_^ ჩენი ბენი, ჩემი მსიფლიოში ულამაზესთვალება... აი ვგიჟდები უბრალოდ. :-D

მე არ მგონია ულაამაზსეთვალება ლექსო :D მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent