შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ანგელოზი - 3


17-02-2016, 00:02
ავტორი D-roni
ნანახია 7 368

^^^


- არ გირჩევთ ქალბატონო გამომძიებელო , ორმაგად დიდი ტკივილის მიღება თუ გინდათ ასე განაგრძეთ ლამაზო ... - მოესმა ხმა , რომელიც მხოლოდ ზიზღს იწვევდა მასში და ნომერს სწრაფად დახედა.
დაფარული ნომერი , რომ დახვდა თავი გადააქნია და ირონიულად ჩაიცინა.
- რაო , მამიკოს ბიჭს დაფარული ნომერი მაქვს და თამაში გვინდაო? - ზიზღი ხმაშიც კი ემჩნეოდა.
კარგად იცოდა საშიშ თამაშს , რომ თამაშობდა ... მაგრამ უკან დასახევი გზა თვითონვე მოიჭრა.
რაღაცის მხვრევის ხმაზე ღიმილი მოეფინა სახეზე და კმაყოფილმა მინაბა თვალები.
- ხომ არ გინდა შენი ბიჭის კუბო ნახო ცხადად ? , ახლავე ? - გაბრაზებულმა ხმამ გამოაფხიზლდა და ფეხები მაგიდიდან ჩამოსწია.
დაფეთებული წამოჯდა სავარძელზე და აჩქარებულ გულზე , რომელიც ლამის ყბაში ურტყავდა ხელი დამამშიდებლად მიიდო.
ტუჩები მოკუმა და ძლივს შეიკავა თავი , რომ შიშისგან არ ატირებულიყო.
- რაო , მიხვდი ჩემთან შენი "კაცობით" - გამოხატა და საუბარი მშვიდად განაგრძო ... - ვერაფერს , რომ გახდებოდი და ახლა მიშოზე გადახვედი ? , მოდი ერთი რაღაც გავარკვიოთ , შენი ერთი უტრ*აკო მეტრ*აკე ბიჭი ხარ , ნუ შეიძლება ვაჟიშვილიც გიწოდო ... მაგრამ მოდი შეგიცოდებ , დასჯდა და შეურაწყოფა მაშინაც გეყოფა , როცა დაგიჭერ და იმ დანას ხომ იცი რასაც ვუზამ ? - კმაყოფილმა ამოიქირქილა ... - ხო და კიდევ ერთი პატარა ბავშვო , მიშოთი ნუ მემუქრები , შენ რომ რამის თავი გქონოდა უკნიდან კი არ მიეპარებოდი , წინ დაუდგებოდი და შიშველი ხელებით შეებრძოლებოდი , როგორც კაცი ... თუმცა შენ კაცის არაფერი გცხია , ასე რომ თუ ჩემთან თამაშს გადაწვეტ გამოდი და დამენახე , თუ დასამალი არაფერი გაქვს და კანონს არ არღვევ , უი ხო და კიდევ გაითვალისწინე , შეურაწყოფისთვის შემიძლია დაგაკავო ... ახლა კი ნახვამდის , შენნაირი ათასი მყავს მისახედი ! - კოცნა გაუგზავნა და არც დალოდებია პასუხს ისე გათიშა.
უაღრესად კმაყოფილი გადაწვა სავარძელზე და კაბინეტში შემოვარდნილ დემეტრეს თვალებმოჭტულმა შეხედა.
- შენ სულ გააფრინე გოგო ? - არა თავიდანვე იცოდა , რომ დემეტრე მობილურზე უსმენდა , ამიტომ არც გაკვირვებია მისი ასე შემოვარდნა.
- რატო ? - წარბები შეკრა და ფეხები მაგიდაზე ააწყო.
- რაღა რატო ? , ვაიმე გამაგიჟებ მე შენ! - თავში ხელი წაირტყა დემეტრემ
- ვაიმე რას მებუზღუნები ? , აბა როგორ დავლაპარებოდი ? , შენი ჭირიმე ,შენ გენაცვალეთქო ? - წარბები შეუკრა და ფეხზე წამოდგა .
- გხატავს პოლიციელის ფორმა... - სიცილით შეაქო და ცერა თითი აუწია.
არა ნამდვილად უხდებოდა პოლიციის ფორმა.
შავი ელასტიკი , არც ისე "ტრაქტორი" ბატინკები და , პოლიციის ზედა ეცვა.
ქუდს მხოლოდ მაშინ იფარებდა , როდესაც შენობიდან გადიოდა.
"თმას აცვენსო" ამბობდა.
- დავაი რა ... - გაიცინა და კაბინეტში შევარდნილ ბექას , ნინის და გიოს გადახედა . - ღმერთმა გამრავლოთ , რამდენი ხართ ! - ხელის აწევით მიესალმა და ფანჯრას მიეყრდნო.
- მომილოცეთ ! , ვთოხვდები ... - შეჰყვირა ბარათაშვილმა და არათითზე წამოცმული ნიშნობის ბეჭედი ასწია ჰაერში.
თუკაც ჯერ მზერა ბეჭედზე გაეყინა , შემდეგ მტკივნეულ მოგონებებზე , ბოლოს დაქალის ბედნიერ სახეზე და ცრემლიანი თალებით შეახტა ნინის ტანზე.
- ჩემი გოგო ,გილოცავ ეეე ... ძალიან გამიხარდა ! - გულრწფელად უთხრა და ბექას გადაეხვია. - გიო , აბა შენ როდის უნდა მოიყვანო შენი გულის სწორი , რომ გაგვაცნო ? - წარბები აუთამაშა ბიჭს.
- ვინ გითხრა , რომ არ იცნობ ? - სიცილით ჰკითხა და სიგარეტი ჯიბეში ჩაიდო . -აქ არ ეწევით ხო ? - ჰკითხა თითქოს არაფერიო.
- კარგი ახლა , ვიცნობ და არ ვიცი ? შანსი არაა ... - თავი გააქნია და ფრჩხილები აისვდაისვა ხელებზე.
- თქვენი კურსელი როა ... - აბლუყუნდა გიო ... - აი ძალიან ახლოს , რომ ხართ რაა ... - თვალები ააუფახუნა სიცილით .
- მეჩვენება თუ ... ამას ჩვენი დაქალი სოფო მოსწონს ? - თვალები დაქაჩა ნინიმ და რაღაც ანიშნა თუკას.
მანაც სიცილით გადააქნია თავი და დაბნეულ გიოს ცერა თითი აუწია , მოწონების ნიშნად.
- აუ რა ? - დაიბნა ბიჭიც.
- არაფერი , არ იცნობ ხო ? - ჰკითხა ნინიმ ისე თითქოს არ იცოდა სოფოსგან.
- არა ... - გაიცინა და ხელით ბექას მხარს დაეყრდნო.
- ხო არც ის... - ჩაახველა და მოფხუკუნე თუკას კისერში განაგრძო სიცილი.
- რა უნდათ ტოო ... - თვალები დაქაჩა გაბრაზებულმა გიორგიმ.


^^^


- ისე მიშო არ იქნება ? - შეპარვით გადახედა სახე შეცვლილ დაქალს სოფომ და ნინის თვალი ჩაუკრა სიცილით .
- რავი , წესით ხომ უნდა იყოს ... მაგრამ რა ვიცი რა , ჩემთვის არაფერი უთქვამს ბექას , არც მე ვეკითხები რამეს ... - თვალი თუკასკენ გააპარა , რომელიც " უდარდელად" აკვირდებოდა საქორწილო კაბებს.
- ეს ! - შეჰკივლა სიხარულით და ულამაზესი , სადა თეთრი კაბა გამოიღო . - მგონი ისეთია , როგორიც შეკერვასაც გეგმავდი ! - ხელში მიაჩეჩა და ამაყო გაიჯგიმა .
- ვაიმე რა ლამაზია ... - ცრემლები ვერ შეიკავა ნინიმ და გასახდელში შეიძურწა.


^^^


- თბილად ჩაიცვი და ჩამო ... - მოესმა საყვარელი ხმა და ახლაგაღიძებული წამოჯდა საწოლზე.
- ამ სიცივეში გარეთ რა მინდა ? - აბუზღუნდა და მისი სიახლოვით გახარებული , საცვლების ამარა მივარდა აივანს , საიდანაც მანქანაში მჯდარი მიშო ჩანდა , გარშემო კი თოვლით დაფარული ქუჩა . -ეე თოვლი ? - შეჰკივლა და ადგილზე ახტუნავდა.
- გოგო ! სახლში შედი , რამე მოიცვი და ისე გამოდი ! - გაბრაზებულმა უთხრა და ფანჯარა ოდნავ ჩამოსწია.
- უი ... - დარცხვენილს წამოცდა და სახლში უკუსვლით შეხტა .
- ჩემი შტერი ორფეხა ... - საყვარელი ხმა და საყვარელი სიტყვები !
გაბრაზებულმა ჩაიცვა და სადარბაზოს კიბეები ჩაირბინა.
- მიშოსთან ერთად ვიქნები ... - ასძახა დედას , რომელიც ღია კარიდან ეძახდა სად მიდიხარო.
იქვე ჩამომდგარ მიშოსთან მივიდა და გულმკერდზე საჩვენებელი თითი ატაკა.
- ასე ნუ მეძახი ! - უთხრა მკაცრად და წარბები შეკრა საყვარლად.
- რომ დაგიძახო ? - ირონიულად ჩაიცინა და წელზე მოხვია ხელები.
- აღარ მეყვარები ! - გვერდით გაიხედა და ხელები გადაიჯვარედინა.
- გეუბნები მე შენ ბევრს მებლატავებითქო ! - თავი გადააქნია და მხარზე გაიდო ფეხებ-ხელებ მოფართხალე სხეული.
- დამსვი ! , დამსვი შე ნადირო ! - მხრებზე ჩააფრინდა და მისი სურნელით გაბრუებული უცებ მოდუნდა.
- ასე ჩემო ციცქნა ასე ... - ცინიკური გაუხდა ტონი სუბელიანს ...


^^^


ფეხებისკანკალით მოირგო ტანზე ვერცხლისფერი კაბა ...
თეთრში გადადიოდა და მბზინვარე ქვებით იყო გაფორმებული.
უკან ბოლომდე ამოღებული და მარცხენა ფეხზე მთლიანად ჭრილით .
ფეხზე წითელი მაღლები მოირგო და ლამაზად ამოჭრილ გულზე სადა , ციცქნა კულონი დაიკიდა.
ოდნავ მოსქელო ბრეტელები მხრებზე გაისწორა და სარკეში ჩაიხედა.
შავი თმა ბოლოებში ოდნავ დაეხვია და გვერდით ჰქონდა გადმოგდებული.
მაკიაჟი ძალიან სადად და მკრთალად ეცვა.
ბოლოს და ბოლოს მეჯვარე და მისი საუკეთესო დაქალია ...
პატარძალზე მეტად თუ არა , მასზე არც ნაკლებად ლამაზი უნდა იყოს ყიფშიძე ნინის თქმით მის ქორწილში.

მართალია მაღლებზე სიარულში "დამხეცებული" იყო , მაგრამ ეს დასპეცებაც არ შველიდა.
იმდენად ნერვიულობდა , რომ ოფლისგან ისწურებოდა.
ჩართულ კონდიციონერს მიუშვირა სახე და ხელებიც მიაშევლა გასაგრილებლად.
- ღმერთო , ოღონდ დღეს მომეცი ცოტა ოდენი სითამამე და გაძლება , მერე თუ გინდა მუხლებით მახოხე მიწაზე ... - ჩაიჩურჩულა და წელში გასწორეულმა ღიმილით მოავლო სარკეში არეკლილ სხეულს თვალი ... - გული მიგრძნობს , მიგრძნობს რომ დღეს კიდევ ერთხელ ვიხილავ შენს თვალებს , ჩვენი სიყვარულისფერ თვალებს ... - ჩანთას ხელი მოჰკიდა და ქვემოთ ჩავიდა , დემეტრეს მანქანაში ჩასკუპდა და ღიმილით გადაკოცნა მონატრებული მეგობარი .
ხელი , რომ მოაწერეს ისევ მანქანაში ჩასხდნენ და ამჯერად მცხეთაში წავიდნენ , ჯვრის წერაზე დასასწრებლად.
- რა ქნა იმან , კიდევ გირეკავს ? - შეცვლილი მზერით ჰკითხა და საჭე მოატრიალა.
- ვინ ? - სახე დაბნეულმა დამანჭა.
- ხომერიკი ... - თვალებმოჭუტულმა გადახედა წამით ყიფშიძეს.
- კარგი რა , ორი თვის წინ დამირეკა ... ისიც ერთხელ , რა პანიკა შექმენი ... - სიცილით აიქნია ხელი და აზუზუნებულ მობილურს წარბაწეულმა დახედა. - დაფარული ნომერია ... - ჩაილაპარაკა და მახვილგონიერს აზრმა დაარტყა თავში . - მიდი ვიდეო გადაიღე და მე ამას რამეს დავაცდენინებ იმედია ... - წარბები აათამაშა და როგორც კი მიხვდა ვიდეოს იღებდა საჭესთან მჯდომი დემეტრე ყურმილს უპასუხა.

- ყიფშიძეების ქალბატონს ვახლავარ , რა სექსუალურად გამოიყურებით ...- ბოხი და ამაზრზენი ხმის გაგება , დემეტრეს ანთება და მობილურს ხელებში ჩაცურ-აცურება ერთი იყო .
მზერით ანიშნა გაჩმდიო , როგორც კი მიხვდა დემეტრე უკვე მობილურს წართმევას და ხმის ამოღებას აპირებდა.
წარბშეკრულმა ტუჩები მოკუმა და მანქანა გააჩერა.
- იქნებ ისიც მითხრა , რომ ღამე გესიზმრები ... - თვალები მობეზრებულმა გადაატრიალა.
- კი მესიზმრები ... - ჩუმი ხმით ამოიჩურჩულა ხომერიკმა.
- ისიც დაგესიზმრება , როგორ გაპატიმრებ არა ? - ღიმილი გაეპარა ბაგეებში.
- შენ წარმოიდგინე , მიყვარს ველურული სექსი ... - ამაზრზენულად ჩაისისინა და გაგოგნებისთანავე დემეტრეს ხელს ჩასჭიდა თავისი , რომ გაეჩერებინა.
- ნუ თუ ასეთი მახინჯი ხარ , რომ სექსი სიზმრად გესიზმრება ? - დამცინავი გაუხდა ტონი ყიფშიძეს.
- ნუ თუ ასე მოგწონს ჩემი წყობიდან გამოყვანა ? - უკვე ტონს საგრძნობლად უმაღლებდა ხომერიკი . - თუმცა მე შენ მკაცრიც მომწონხარ ...- ბოლოს მაინც არ გატყდა.
- ხომ იცი , რომ ბოლოს მაინც გისოსებში ამოგალპობ ? ყველა დანაშაულისთვის გაზღვევინებ ! - მუქარით უთხრა და მობილური გასათიშად მოამზადა.
- ჯერ რამე დამიმტკიცე ლაწირაკო , ჩემნაირ " კანონიერ ქურდებს " , ასეთი ძაღლები დამსდევენ და შენ რას ამომიქექავ ? - მიხვდა უკვე რამის წამოცდენა , რომ შეეძლო და ღიმილით ანიშნა დემეტრეს მობილური მოწიეო.
- მოსწავლეები აიყვანე და ასწავლე , როგორ დავმალოთ დანაშაული ...იქნებ უკვე ამოგიქექე ? - სიცილით იკითხა და წარბები აათამაშა.
- რა ამომიქექე ? , ნუ თუ გგონია , რომ პოლიცია და მითუმეტეს ქალი , რამეს აღმომჩენ ? , იცი მაინც ვინ ვარ და რა შემიძლია ? , თუ გგონია , რომ მხოლოდ იმის გამო ჩამსვამენ ციხეში , რომ შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ქუჩური გარჩევის დროს დავჭერი ? - იკითხა დამცინავა და სახე დაეძაბა თუკას.- ნუ თუ გგონია , რომ დამიმტკიცებ ძმები კევლიშვილების მკვლელობას ? , თუ აღძრულ მოსამართლის მკელელობის ამბავის გარკვევას აპირებ ? , დამიჯერე... შენ მე ვერაფერს მიპოვი ლაწირაკო !
- ძალიან კარგად ვიცი ვინ ხარ და რა შეგიძლია , შენ ვინ კი არა "რა" კითხვა დაგესმის ! და საერთოდ ... ეგ ლარიწაკია , შენი სექსუალური ფანტაზიები ,რომ გააღიძა ... ხო და კიდევ ხომერიკო ... სანამ "მაგარ და კანონიერ ქურდს" დაირქმევ , ის გაითვალისწინო , რომ აღიარებითი ჩვენება პოლიციელს , მობილურში არ უნდა მისცე ... - სიცილით გაუთიშა მობილური და გადაღებული ვიდეო ხელში აათამაშა.
- სადაც ვნახავ იქ გავხევ ცემაში ! , მაგრად ეს ჟეტონიც და ყველაც , ეს რეებს გიბედავს ტოო ... - აღშფოთებულმა დაძრა მანქანა და გაზს ფეხი მაგრად მიაჭირა.
- კარგი რა , ასეთი არაკაცისგან წამოსროლილ სიტყვებზე რეაქცია , რომ არ უნდა გქონდეს არ იცი ? - ღიმილით მიჰკრა მხარზე ხელი და ფანჯრაში გაიხედა . - ამ ჩანაწერს რა ვუყოთ ? - ჰკითხა და ეკლესიასთან გაჩერებული მანქანიდან ნელი მოძრაობით გადავიდა.
- ჯერ ხმები უნდა შევადაროთ , მერე მტკიცებულებად უნდა წარვადგინნოთ თუ დაემთხვევა , არაა გამორიცხული სხვას არეკინებდეს , არამგონია ასე გარისკოს .


^^^


ხელი ჩაჰკიდა და ეკლესიაში შეჰყვა .
რადგან ნინის მამა ბავშვობის დროიდან ჰყავდა გარდაცვლილი და ბიძებიც არ ჰყავდა , სავარაუდოდ ბიჭები შემოიყვანდნენ ეკლესიაში და საკურთხეველთანაც ისინი მიიყვანდნენ.
ბექას საყელო გაუსწორა და გულაჩქარებული ჩამოდგა საკურთხეველთან.
ბექას მეჯვარე გიო იყო.
ძმაკაცს სიცილით ამოუდგა გვერდში და მხარზე მხარი გაჰკრა გამოშტერებულს.
ღიმილით გააყოლა ყიფშიძემ ბოლქვაძის მზერას თვალი და ოდნავ შებარბაცდა.
რომ არა სოფის ხელები უეჭველად რამეს დაეცემოდა და იქიდან ძირს გოგორდებოდა.

იგრძნო სისხლი როგორ აუჩქარდა , პულსიც გაიზარდა.
თითქოს გული ყბას ურტყავდა.
ნიკაპიც აუკანკალდა და თითებზე ცრემლმორეულმა დაიხედა.
აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო და თავი ოდნავ გადააქნია.
არ სჯეროდა , ვერ დაიჯერებდა რომ ახლა ზუსტად , მის პირდაპირ , ბექას უკან იდგა მიშო.
მიშო დაკაცებული , მიშო გაზრდილი , მიშო გასიმპატიურებული , მიშო მონატრებული , მიშო შეცვლილი , მიშო ... მიშო , რომელსაც მათი სიყვაულისფერი თვალები ჰქონდა...
არ სჯეროდა , ცოტაც და მთელ ხმაზე ატირდებოდა.
ნინიც სწორედ მიშომ და დემეტრემ შემოიყვანეს ეკლესიაში.
სოფის ხელი მოჰკიდა და მის მაჯას მთელი ძალით დაეყრდნო.
თავბრუ ეხვეოდა და არავის ნათქვამი , არც ერთი სიტყვა არ ესმოდა.
მთელი გრძნობით ჩასჩერებოდა მონატრებულ თვალებში , რომლებმაც ამდენი წელი უმოწყალოდ დატოვეს .
სანთელი ეჭირა და თავი ჩაღუნული ჰქონდა.
გრძნობდა მზერას , რომელიც არ შორდებოდა და თვალებს ვერ იმორჩილებდა.
რამდენჯერმე გაეპარა კიდეც მისკენ მზერა , თუმცა სუბელიანმაც მოასწრო გახედვა და ისე დადგა , ვითომც არაფერიო.
მის ისედაც განიერ მხრებს მოავლო მზერა და ნერწყვი ძლივს გადააგორა.
მათი ბოლო შეხვედრა გაახსენდა , შეხვედრა რომლის დროსაც მთელი ვნებით ეფერებოდა ამ მხრებს და დამორცხვილმა უკუაგდო ფიქრები.
"ეკლესიაში ხარ თუკა , ეკლესიაში !" , გაკიცხა თავი და სწრაფად დაუგდო ყური მამაოს.


^^^


ყველაფერი , რომ მორჩა მაშინვე ჩაეხუტა დაქალს და მთელი ძალით მოჰხვია ხელები .
- ჯერ გილოცავ , მერე ეს ყველაფერი იცოდი არა ?! - ჰკითხა გაბრაზებულმა და უკვე გამოცოცხლებულმა.
- არა , გეფიცები არაფერი არ ვიცოდი მართლა ... ეკლესიასთან მიშო , რომ დამხვდა დემეტრეს , რომ არ დავეჭირე ალბათ სულს განვუტევებდი ... - სიცილით აუხნსა და მათკენ მომავალ მიშოს ღიმილით გადახედა.
ისევ დაიბნა ყიფშიძე და ეგონა ისევ ისე წაუვიდოდა გული , როგორც 16 წლის ასაკში , მისი სიახლოვე რომ იგრძნო პირველად.
ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და გაბრაზებულმა გადაატრიალა თვალები.
რომ მიხვდა ეს მოქმედება როგორ ზეპირად იცოდა და როგორ მოსწონდა მიშოს მაშინვე გაასწორა თვალები და მხრები აიჩეჩა ნინის წინ.
-ჰაერზე გავალ მე ... - კარისკენ წავიდა და ხალხში ძლივს გაძვრა , რომ კარამდე მიაღწია.
გზად ბექა გაახსენდა და მისკენ მიბრუნდა , მოკლედ მიულოცა , ხელები მოხვია და სევდიანი ღიმილით გავიდა ეკლესიიდან.
ეკლესიის უკან იდგა და ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა.
- მაკიაჟი გაგუფუჭდება ... - მოესმა მონატრებული და მაინც ვერ დავიწყებული ხმა და გულიც უმალვე აუჩქარდა.
იცოდა ახლა იქ მარტო , რომ იყვნენ და ეს უფრო აშინდებდა.
პირველად არ იცოდა მასთან ყოფნის დროს რა გაეკეთებინა.
არა როგორ არ იცოდა , მივარდებოდა და მთელი ძალით მოჰხვევდა ხელებს მაგრამ ვერაფრით ამართლებდა ! , როგორ შეეძლო ასე მოქცეოდა ? , ამდენი წელი ასე მიეტოვებინა ? , ნაწყენი იყო , გული ძალიან ტკიოდა.
უკან მიბრუნდა და ისე , რომ მისთვის არც შეუხედავს ეკლესიის გასასვლელისკენ წავიდა.
მაჯაში მძიმე ხელის შეხება იგრძნო და მსწრაფლად აეკრო მის სხეულს , გული ისე აუჩქარდა ეჭვი მაქვს ახლა მეც მესმის.
ამდენი წლის ოცნებად ქცეული ერთი შეხება , ერთი შეხედვა და მხოლოდ იმის გაგება , რომ მისი გული ისევ ძგერს.
შიშით ახედა სიყვარულისფერ თვალებში და მზერა მისი ტუჩებისკენ ჩამოაცოცა.
თავი გააქნია , არ უნდოდა ასეთ რაღაცეებზე ასეთ წმინდა ადგილას ეფიქრა , მისი ხელებიდან ბრაზით გაითავისუფლა თავი და დემეტრეს მანქანისკენ გაიქცა.
გზაში კაბას ისწორებდა , რადგან ფეხთან საკმაოდ დიდი ჭრილი ჰქონდა და არ უნდოდა ყველაფერი გამოსჩენოდა.
მანქანასთან მისული შიგნით ჩახტა და აჩქარებულ გულზე მიიდო ხელი.
- ცოცხალი ხარ ? - სიცილით ჰკითხა მეგობარს და თმა გაუსწორა ხელით.
- ვაიმე ... - ჩაიჩურჩულა და ხელი მისკენ გასწია , თვალები დახუჭა და სახე დამანჭა. - მიჩქმიტე ... მითხარი , რომ სიზმარი არ არის , ცოცხალია და აქ არის ... - ჩურჩულებდა და ცრემლების შეკავებას სცილობდა.
ხელი სიცილით დაადებინა დემეტრემ ადგილზე და მანქანა დაძრა.
- ეჰ , სულ გაგასულელათ ამ სიყვარულმა თქვენ ! - თავი გადააქნია და ღიმილით გაუსწორა თვალი საქარე მინას.
- მე ის აღარ მიყვარს ! - ბოროტულად ამოიქირქილა და განაბულმა მიადო მინას თავი.
- შენ თუ მაგის მხარზე გადაკიდება მოგენატრა ... თვითონ მიშოს უთხარი ეგ და ნოუ პრობლემ ... - ჩაისისინა და ხარხარით გაიწია გვერდით , რომ მისი მუჯლუგუნი აეცილებინა.


---
მადლობა , ველი თქვენს აზრს მიყვარხართ !



№1  offline მოდერი bibo

შენ ხარ შოკი მოკი კოკი და კიდო ბევრობა კაი რაღაც რა ვთქვა არ ვიცი ასეთი კაი რატო ხარ გოგო love love უხ სასწაული იყოოოო ჩემი ტკბილი შოკოლადი ხარ ტეტრი შოკოლადიიიი იტალუიურო შოკოლადოვ ვაპრენ შენ ისტორიებზე მე რა უხხხ love love გელი გელი მოგგელი და მალ მალე დადეთქო რა ნამუსით გითხრა :დ :დ : დ; ;D დტავები დადე დიდზე დიდი და კიდოოო კაი ხარ მურაბავ და მარწყვო

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

ვგიჟდები ვგიჟდები ვგიჟდები მე შენზე wink ხომ დაშორებულები არიან და იტანჯებიან მაგრამ მაინც არაა სასწაულებრივად სევდიანი და "მკვლელი" და ეს ძალიან მომწონს ყველაფერს ვერ ვწერ არ შემიძლია ახლა ხომ იცი დავაგროვებ ემოციებს და მერე ერთად გადმოვაფრქვევ wink

 


№3 სტუმარი kirito

piki shocki panika xar ra :dddd saswauli xar pirdapir saswauli

 


№4  offline წევრი natia-natia

მმმ...მაგარია ძაან

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმეე რა მაგარიიი იყოოო <3

 


№6 სტუმარი A

Vau... Ratomgac mgonia misho mteli es wlebi dzalian cudad iyo da amitom ar daukavshirda sayvarel qals. Vau magari iyo nagdad.

 


№7 სტუმარი გიჟი

ამ თავში ცოტა ემოცია დამაკლდა winked მთლიანობაში კარგი იყო feel

 


№8 სტუმარი ეკა 5

მაინც ვერ გავიგე რატომ დაშორდნენ მაგრამ კარგი იყო, არ გაბოროტდნენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent