შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით? (4)


17-02-2016, 12:03
ავტორი tsn
ნანახია 6 631

- თითქმის ერთი წელი? მასთან ერთად? - მეკითხებოდა ანა და აქეთ-იქით დადიოდა..
- სხვა რა გზა მაქვს გოგოებო, მამას იმედებს ვერ და არ გავუცრუებ.. თანაც მშიშარა არ ვარ.. გავუმწარებთ სიცოცხლეს..
- ''თ'' რას გულისხმობ ემი? - გაიკვირვა ლილიმ
- რაას დააა - ანასკენ გავიხედე და ტუჩი მოვიჭამე, ძლივს გავუსწორე მზერა - იმ პირობით დავთანხმდი, რომ შენც ჩემთან ერთად იმუშავებდი ანა.. - ანას ყავა სასულეში გადასცდა, ლილიმ კი სიცილი ატეხა
- შენ რა ხუმრობ? - მკითხა ანამ, როდრსაც სული მოითქვა..
- მემჩნევა რამე? მომისმინე, საბამ აამხედრა.. წამლის დასალევად გავედი, როცა ვბრუნდებოდი გავიგონე, როგორ ეუბნებოდა არ დანებდე და გაამწარეო..
- მოიცა ის საბაა?.. - თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან
- დიახ, ის საბა.. მოუნდა ბიჭს ფსიქოლოგობა და უფასო რჩევების გაცემა..
- მე სულ დამივიწყეთ არა - იწყინა ლილიმ..
- შენ მთავარია, გიომ არ დაგივიწყოს - მივეპარე და ლოყაზე ვაკოცე - ბატო, რას ქვია დაგვავიწყდი.. შენ დამხმარე ძალა ხარ.. ე.წ საიდუმლო იარაღი - ჩავჩურჩულე მას ..- წარმოიდგინე, ჩვენ გავიგებთ მათ სისუსტეებს.. მოვუშლით ნერვულ.სისტემას.. ბრაზისგან დაიხრჩობიან.. ჩვენი დახოცვა მოუნდებათ.. აი მადინ შენც გამოჩნდები, იშიშვლებ ხმალს, ან ხანჯალს,, სულ ერთია და მტერს ნაცარტუტად აქცევ.. ეს იქნება საუკუნის ბრძოლა - ვუყვებოდი გრაციოზულად და თან საწოლზე დავდიოდი
- ნწ, ნწ ნწ, ღმერთოო, მიეცი ამ გოგოს ჭკუა, მე კი რამდენიმე მილიონი - ამოიოხრა ლილიმ და ხელები მაღლა ააპყრო.. - ქალბატონო - მომმართა მე - როგორ აპირებ მათზე რაღაც-რაღაცების გაგებას..
- სიმართლე გითხრა ანა აპირებ.- სახეძე ღიმილი ავიკარი..
- რომელი დეტექტივი მე მნახე - მკითხა ანამ..
- სამაგიეროდ საბას მოსწონხარ - ვუთხარი ეშმაკურად
- მართლა? შენ რა იცი? - ვითომ გაუკვირდა..
- იცი როგორ გიყურებდა? აი, რომ იტყვიან, თვალებით გჭამდა
- ოო, კარგი რაა - მითცრა მან
- იცი რაა? ახლა ვხვდები, რომ შენც მოგწონს.. აუ, სერიოზულად, არ დავუშვებ, რომ მათემ დამამარცხოს
- რას გადაეკიდე გოგო მაგ ბიჭს - მკითხა ლილიმ
- ჯერ ერთი, მადლობა ღმერთს, დაგვიბრუნდი და მაგ ტელეფონში არ ჩაიკარგე, მეორეც, მან მე გამომიწვია..
- მე კი იცი რას ვფიქრობ? - თვალები გამიშტერა ანამ - იმას, რომ მოგწონს, მაგრამ ვერ იტან ჩივად რომ გექცევა- ახლა მე გადამცდა ყავა და ლამის დავიხრჩე..
- არა, არა და არა.. ისე მისტერ უჟმურს სიცილს თუ არა, ღიმილს მაინც ვასწავლი.. ოღონდ ჯერ ჟკუას...
- ჟკუა ვის უნდა ასწავლო დაო? - ოთახში შემომივარდა დემე..
- ვის და შენ ბოღმავ.. იქნებ შემოსვლამდე დააკაკუნო მაინც - ვუთხარი და მის კალთაში მოვთავსდი.. - იცი რაა დემე? მაინტერესებს, არავინ მოგწონს?
- ხომ იცი, თუ ვინმე მომეწონება, პირველი შენ გაიგებ - მითხრა და შუბლზე მაკოცა.. ჩემი დემე გოგონებისთვისაც ძმასავითაა.. კიდევ დიდ ხანს ვისაუბრეთ და დავწექით.. გოგინებიც თავიანთ სახლებში წავიდნენ..
დილით ადრე ავდექი, მაგრამ მომზადებისთვის დიდი დრო.დამჭირდა.. დღეს მამას კომპანიაში მუშაობის პირველი დღეა.. არ მინდა დავიგვიანო და მერე ბატონმა გულედანმა მისაყვედუროს.. ოთაციდან ოთახში დავრბივარ და რაღაც-რაღაცებს ვეძებდი.. მერე უცებ დავურბინე მამას და დემეს.. მამას ყავა მოვპარე, დემეს შოკოლადები და ასე მივირბინე მანქანასთან.. ძრავა ავამუშავე და წავედი.. ბედი არ გინდა? მანქანა შუა გზაში გამიჩერდა.. ოფისიდან არც ისე შორს..
- მოკლედ, სადაც შენ ხარ, იქ პრობლემები არ ილევა - მომესმა მისტერ უჟმურის ირონიული ხმა..
- მოვიდა მოსიარულე ირონია.. მისტერ უჟმურო ოდესნე იცინით? ან იღიმით მაინც? არა, არ მიყხრათ პასუხი.. ეს რიტორიკული კითხვა იყო, რადგან პასუხაფ მაინც ''არას'' გულისხმობს - მხიარულად მივუგე და მანქანას მივუბრუნდი.. - ხანდახან მგონია, რომ რობოტი ხართ, თან კაცი თან რობოტი, 'კაცბოტი'' - ტლიკინს არ ვწყვეტდი.. მან კი უბრალოდ, ხელი მტაცა, მანქანას ამაყუდა და პირზე ხელი ამაფარა.. სახე ისე ახლოს მოსწია, რომ მის სუნთქვას კანზე ვგრძნობდი
- იცოდე, კიდევ იტყვი რაღაცას და მაგ ენას ამოგწიწკნი, მერე კი ამდენს ვეღარ იტლიკინებ.. - მეც თავი დავუქნიე და ხელი მომაშორა.. - ახლა მოეშვი მაგ მანქანას და ჩემთან ერთად წამოდი.. დღის დაწყებაც ასეთი უნდა.. ჯანდაბაა, ანა დამავიწყდა.. ალბათ მიმასიკვდილებს.. დავურეკე და სამსახურში წამოსვლაზე დავითანხმე.. სამსახურშიც მივედით..
- ყავა მომიტანე - მიბრძანა მათემ..
- მე შენი მდივანი არ ვარ, ამიტომ შენი ყავის მოტანა არ მოტანა არ მევალება.. თუ ყავა გინდა ადექი და მოიტანე.. ხო და მაღთლა თუ გახვალ ჩემთვისაც წამოიყოლე, ერთი ფინჯანი - გავუღიმე და სავარძელში მოვთავსდი.. შევხედე მას და ისე ჰქონდა ძარღვები დაბერილი, რომ მეგონა გასკდებოდა.. აბა რა ეგონა პირობები რომ წამომიყენა.. ანა მოვიდეს ჯერ, მერე შეიძლება მართლა გასკდეს..
ანაც მალე გამოჩნდა. მთელი მხიარულება ახლა ოწყება.. ვფიქრობ, აქ მომეწონება.. ცოტა ხანში მათემ კაბინეტში შეგვკრიბა..
- დღეს მშენებლობისთვის შესაბამისი რამდენიმე ადგილის ფოტო გადმომიგზავნეს.. მინდა უკეთესი ავარჩიოთ.. რა თქმა უნდა, პირადადაც შევამოწმებთ, მაგრამ ასე საქმეს გავიმარტივეთ.. რამდენიმე შესაძლო ვარიანტი შემოგვთავაზა მათემ..
- აი ამაზე რას ითყვით? - იკითხა და საქმიანად გადმოგვხედა..
- ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ თუ დააკვირდები, აქ ცემენტის კვალია.. ნახე როგორი ნახეთქები აქვს.. აქ კი შეიძლება მშენებლობა, მაგრამ ჯერ უნდა გასწორდეს და ა.შ, ეს დროს წაიღებს და ზედმეტ რესურსებს - სურათზე დაკვირვებისას ვუთხარი მას.. აშკარად არ ელოდა..
- და აი ეს? - კიდევ ერთი ვარიანტი გვაჩვენა
- კარგია, გამოდგება - თქვა საბამ..
- არა, შეხედეთ.. რა კარგი მცენარეთა საფარია.. თუ დააკვირდებოთ, ნახევარზე მეტი ენდემია.. ამას ვერ გავანადგურებთ.. ამის მორალური უფლება არ გვაქვს.. - ჩავერიე ისევ.. - აი ეს სჯობს..
- მაგრამ მართლა აჯობებდა ადგილზევე გვემსჯელა.. - აღნიშნა ანამაც..
ცოტა ხანში ადგილზე მივდიოდით.. მე მათესთან ერთად მომიწია წასვლა.. ანას საბასთან ერთად.. მათე სწრაფად მოძრაობდა..
- იქნებ შეანელო ცოტა, გვეჩქარება სადმე? - ვკითხე მას..
- შენ რა სიჩქარის გეშინია - გაიცინა მან და შესაშინებლად ოდნავ მოუმატა..
- გააჩერე - ვუკივლე უკვე.. სიმართლე გითხრათ სიჩქარის მას მერე მეშინია, რაც მე და დედა ავარიაში მოვყევით.. ის კი ადგილზევე გარდაიცვალა.. მანქანა გააჩერა და მაშინვე გადავედი.. - ასე აღარასოდეს მოიქცე - ვუთხარი მას..
- კარგი, რა გჭირს.. უბრალოდ გეხუმრე.. ცოტა ვიმაიმუნე.. დამშვიდდი.. არ მინდოდა, მართლა..- ცოტა აღელდა ისიც..
- ყველაფერი რიგზეა.. - ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი.. მშვიდობით მივედით და დავათვალიერეთ ყველა ადგილი.. ცალკ-ცალკე ყველგან შემსწავლელი ჯგუფი გავუშვით და ოგისში დავბრუნდით.. ისე გადავიღალეთ, რომ კამათისთბისაც არ გვეცალა.. პროფილაქტიკაში დავრეკწ და მანქანის გამოგზავნა ვთხოვე.. მალე მომიყვანეს კიდეც და ანასთან ერთად სახლში დავბრუნდი.. კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღე გავლიე.. ვერ ვხვდები.. თავი ხელში ვერ ამყავს.. სულ.მისტერ უჟმური მიდგას თვალ წინ.. მისი აღნაგობა, თვალები, თმა.. ყველაფერი ისეთი კარგია.. მისი ყავისფერი თვალები სულ სევდიანია.. ვერ ვხვდები, რატომ არ იცინის.. რა შეიძლება გადაიტანოს ადამიანმა ისეთი, რომ ვეღარ გაიღიმოს.. თუმცა ტკივილის მიმართ ყველა ადამიანი განსხვავებულია.. მე მაგალითად ძალიან მხიარული გოგოს ნიღაბს ამომაფარა ტკივილმა.. იმდენად, რომ ზოგჯერ ზღვარს ვეღარ ვპოულობ.. არა, გადავწყვიტე.. მე მას გაღიმებას ვასწავლი.. ანას ზარიც გაისმა. სადმე წავიდეთო.. ვყოყმანობდი, მაგრამ წავედი..

მათე

მე გავაფორმე კონტრაქტი ემისთან, მაგრამ ეს რთული შემთხვევა აღმოჩნდა.. ეს გოგო, უბრალოდ ყოველთვის შარში ეხვევა.. პირველივე სამუშაო დღეს მანქანა გაუფუჭდა და ოფისამდე მომიხდა მისი მიყვანა.. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ბოლო დროს მასზე ხშირად ვფიქრობ.. ვერ ვხვდები, ამდენი ენერგია საიდან აქვს..
ადგილები შევამოწმეთ და ოფისში დავბრუნდით.. მალე გავიდა სამუშაო დღე და სახლში დავბრუნდი.. მაგრამ ვინ დაგასვენებს, საბა მომივარდა
- აეთრიე და სადმე წავიდეთ..
- აუ კარგი რა.. ნახევარი საათი მაინც დამასვენე.. შემარგე შვილის მოფერება რა..
- შენს შვილს უკვე სძინავს.. წამო რა სადმე, მიდი რას მახვეწნინებ
- ჯანდაბა შენს თავს, სად წავიდეთ?.
-სადმე, ბარში.. ანაც დავპატიჟე თან..
- ოჰ.. ის მეტიჩარაც იქ იქნება?
- კარგი რა, რატომაა მეტიჩარა.. უბრალოდ იმას გეუბნება, რასაც სხვები ვერ ბედავენ..
- ოჰ, დღეს, მაგალითად კაცბოტი დამიძახა.. ოდესმე თუ იღიმი მაინცო?.. ტლიკინაა ძალიან.. მაღიზიანებს..
- შენ ის გაღიზიანებს, ერთი პატარა გოგო ისე რომ არ გემორჩილება, როგორც დანარჩენები.. ერთი მე გეუბნები პირში ყველაფერს და მეორე ეგ.. მისტერ უჟმურო - სიცილი ატეხა საბამ და ბალიშიც გავუქანე.. მალე მოვემზადეთ და ბარში წავედით.. ჯერ ანა მოვიდა, როცა მეგონა, რომ გადავრჩით, ემიც გამოჩნდა, მხოლოდ მართო არა..
- საღამომშვიდობის - მოგვესალმა და გაგვიღიმა- ანა, ნახე ვინ შემხვდა- მიმართა ანას..
- ნიკუშაა - გაეცარდა ანას და გადაეხვია ბიჭს.. საბას სახეზე გამეცინა, სურათიც კი გადავუღე.. როგორც ჩანს ნიკუშა მათი კლასელია..წარმოიდგინეთ, არც მე მომეწონა, როდესაც ემის სიახლოვეს იყო.. არ ვიცი, რას ვფიქრობდი, თუმცა. ნამდვილად არ მსიამოვნებდა, როდეააც ემის ეხვეოდა..
მალევე წავიდა ნიკა.. საბამ ანა ააჩეკვაოდ წაიყვანა.. მაგიდასთამ მე და ემი დავრჩით.. მალე ვიღაც ტიპი მოვიდა და საცეკვაოდ გაიყვანა.. ემი მოდიოდა უკვე, როდესაც ერთმა ბიჭმა ხელი ჩაავლო და ეზოსკენ წაიყვანა.. ეს ბიჭი მინახავს, ხო გამაცსენდა მთაწმინდაზე რომ იყვნენ მაშინაც ელაპარაკებოდა.. მაგრამ ასე უხეშად რატომ წაიყვანდა.. ვერ მოვისვენე, ხომ გითხარით, ემი რაღაც გავლენას ახშენს ჩემზე, უკან გავყევი.. ემი უყვიროდა.. კარგად ვერ გავიგე, მაგრამ საქმე პატიება - არ პატიებას ეხებოდა..
-რაიმე პრობლემაა? - მივედი და ვკითხე მათ..
- არა, უკვე მოვდიოდი - ჩაილაპარაკა ემიმ და წამოვიდა.. არ მინდოდა ზედმეტად ჩარევა და მეც მას გავყევი.. ემილი შემობრუნდა
- მისტ.. - რაღაც უნდა ეთქვა, როდესაც უკნიდან ვიღაც შეასკდა და პირდაპირ გულზე შემასკდა.. ესღა მინდოდა.. გეფიცებით, გული ამიჩქარდა.. პირველად ცხოვრებაში, გულის თითოეულ დარტას ვგრძნობდი.. მაგრამ ამ ყველაგერს გავურბივარ.. რისთვის? იმის გამო, რომ როცა მარტო ხარ, ვერავინ დაგტოვებს..
- უკაცრავად - ჩაილაპარაკა იმ და მომშორდა
- არაუშავს, შევიდეთ - ვანიშნე შესასვლელზე..
- სად იყავით? - გვკითხა ანამ..
- ჰაერზე ვიყავით ანა - შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ ემი ისეთ კარგ ხასიათზე აღარ იყო, როდესაც მოსვლისას.. - გიომ დამირეკა.. ეგ და ლილიც მალე მოვლენ..
- და დემე? - -ჰკითხა ანამ..
- ეგ კაცმა არ იცის სად დაძვრება - მხრები აიჩეჩა ემიმ და წვენი მოსვა.. მალე მათი მეგობრებიც გამოჩნდნენ.. როგორც გავიგე, გიორგი ემის ნათლიაა, ლილი კი ემის მეგობარი და გიოს შეყვარებული.. ისევ განვაგრძეთ მხიარულება.. მალე დაშლასაც ვაპირებდით.. ემისთან ისევ ის ტიპი მოვიდა, ვისაც ეკამათა.. ბოდიში უნდა მოგიხადოვო აუტყდა.. საუბრობდნენ და ისე ჩასხდნენ მანქანებშუ.. მე კი ემილის დაველოდე.. ჯანდაბა, ისევ ვერ დავტოვე მარტო.. ყველა წავიდა, მე კი ვუთხარი, რომ ემიზე ვიზრუნებდი.. კარგ ხან არ ჩანდა, მე კი მისი მოძებნა ვცადე. ვიპოვე კიდეც.. ის ტიპი წამოსვლის საშუალებას არ აძლევდა..
- წავედით ემა - რაც შეიძლება მკაცრად ვუთხარი..
- შენ ვინ ხარ, ვინ რას გეკითხება - გამეჭიმა ბიჭი
- სანამ კონტროლს დავკარგავ წავიდეთ ემა - მანაც თავი დამიქნია და უცნოდ გამომყვა..
- დანარჩენები სად არიან? - მკითხა მან
- წავიდნენ
- მე არ დამელოდნენ - გაუკვირდა
- არა, დაჯექი, მე წაგიყვან..
- იყოს, ჩემითაც შევძლებ წასვლას..
- ნერვებს ნუ მიშლი, ჩაჯექი, წავიდეთ..
-არა, ჩემოთ უნდა წავიდე - მითხრა ისევ..
- კაეგი, ვნახოთ.. მე ჩემი ყოველთვის გამაქვს - ხელი ვტაცე და ზურგზე მოვოგდე.. მან ფართხალი დაიწყო.. მანქანაში ჩავსვი და მეც ჩავჯექი.. კარი ჩავუკეტე
- ღვედი შეიკარი..
- არა
- შეიკარი ემა.. ნუ ბავშვობ.. ჯანდაბა - მისკენ დავიხარე და ღვედი მე შევუკარი.. ისევ ეა გრძნობა.. ისევ აჩქარებული გულისცემა და მისი საოცარი სურნელი..
წამოვედით.. არც ისე სწრაფად ვმოძრაობდი.. ჩუმად იყო, რაც საოცარზე მეტად, სასწაული უფროა..
- ემილი, რაზე სწავლობ - რატომღაც ეს მაინტერესებდა..
- იურიდიულზე - აი აქ კი გაოცებული დავრჩი
- რამ გადაგაწყვეტინა?
- ავარიამ - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა
- რაა?
- არა, არაფერი.. უბრალოდ მომწონს.. მისტერ უჟმურო...
- ახლა, როდესაც ერთად მუშაობთ, შეგიძლია სახელით მომმართო - სიტყვა გავაწყვეტინე..
- და თუ ასე მინდა რომ მოგმართო?
- ცუდად ცდი ემილი ჩემს მოინებას - ვუთხარი მკაცრად.. სახლამდე მივაცილე და დავუბარე, რომ დროულად მოვიდეს ხვალ.. ჩემს გზას დავადექი და მალე სახლში ვიყავი.. დაღლილი საძინებელში ავედი, მოვემზადე და დავწექი..





********

ესეც მწოთხე თავ.. პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას, თბილი კომენტარებისთვის.. იმედია ესეც მოგეწონებათ.. შეცდომები თუ არის ბოდიშს ვიხდი.. ველოდებივთქვენს შეფასებებს ♥♥



№1  offline მოდერი tsn

რუსკა ტუსა
აუ ძალიაან მაგარიააა love და აი დარწმუნებული ვარრ მათე რომ გაიღიმებს ემი დადნება ადგილზევე აი დარწმუნებული ვარ wink ძალიან კარგია და სასიამოვნო წასაკითხი love love

გმადლოობ ♥♥♥

 


№2 სტუმარი A

Martla dzalian momwons otxive tavze vgijdebi da rogorcki axali tavi itvirteba da vxedav satauric ki ukve gimils mgvris. Moutmenlad veli yvela axal tavs magari xar.....

 


№3  offline მოდერი tsn

A
Martla dzalian momwons otxive tavze vgijdebi da rogorcki axali tavi itvirteba da vxedav satauric ki ukve gimils mgvris. Moutmenlad veli yvela axal tavs magari xar.....

ძალიან, ძალიან დიდი მადლობაა ♥♥♥

 


№4  offline წევრი kiko

კაცბოტი :დ ნწ რამდენი სახელი ქვია ამას :დ

 


№5 სტუმარი Black

Magaria dzalian velodebi shemdeg tavs tsnn;)<3

 


№6  offline მოდერი bibo

უკვე სიტყვებიც გამომელია რა ეს რატო ხარ ასეთი კარგი უხ ვაპრენ შენზეე ტკბილო დიდზე დიდი თავები დადე მურაბავ

 


№7  offline მოდერი tsn

bibo
უკვე სიტყვებიც გამომელია რა ეს რატო ხარ ასეთი კარგი უხ ვაპრენ შენზეე ტკბილო დიდზე დიდი თავები დადე მურაბავ

მიხარია, რომ მოგეწონაა ♥♥

Black
Magaria dzalian velodebi shemdeg tavs tsnn;)<3

გმადლობ ♥♥

kiko
კაცბოტი :დ ნწ რამდენი სახელი ქვია ამას :დ

იდეაში მაინც მისტერ უჟმურია ♥

 


№8  offline წევრი мариамо

imedia shemdegs male dadebb <33 dzaan momwons ^^

 


№9 სტუმარი Ninii

აუუ ძაან მაგარია :D კაცბოტი კაიიყო :D :D შემდეგი მალე დადე რაა

 


№10 სტუმარი sandra

რატომ არ დებ შემდეგ თავს?((((((

 


№11  offline მოდერი tsn

мариамо
imedia shemdegs male dadebb <33 dzaan momwons ^^

მიხაღია, რომ მოგწონს ♥♥

Ninii
აუუ ძაან მაგარია :D კაცბოტი კაიიყო :D :D შემდეგი მალე დადე რაა

ვეცდები ♥ მიხარია, რომ მოგწონს ♥♥

sandra
რატომ არ დებ შემდეგ თავს?((((((


მალე ავტვირთავ ♥

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

მჰონია რომ სწრაფად ვითარდება მოვლენები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent