შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 47


17-02-2016, 23:57
ავტორი mako-makako
ნანახია 2 236

ლადო თავის კაბინეტში იყო,როდესაც მდივანმა დაურეკა:
-ბატონო ლადო,თქვენთან არიან.
-ვინ არის ლალი?-ჰკითხა გამომძიებელმა.
-არ ვიცი.ორი მამაკაცია და თქვენთან შეხვედრას ითხოვენ.-უთხრა ქალმა.
-კარგი შემოუშვი და სამი ყავა მოგვართვი.-ტელეფონი გათიშა ლადომ და სავარძელში კარგად მოკალათდა.სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა.კარებზე ლალიმ დააკაკუნა და როდესაც თანხმობა მიიღო კარები შეაღო. ლადოს წინ ლექსო და სანდრო იდგნენ.ორივეს სერიოზული სახეები ჰქონდათ და ისე უყურებდნენ კაცს.
-გამარჯობათ.-ცოტა არ იყოს მათი ნახვაგაუკვირდა კაპანაძეს მაგრამ მაინც არ შეიმჩნია.-თავისუფალი ხარ გეთაყვა.-მიმართა მდივანს და გაუშვა.როგორც კი ლალიმ კარები ზურგს უკან მიიხურა მაშინვე ბიჭებს მიმართა.
-დასხედით ბიჭებო,ფეხზე რატომ დგეხართ?-ორივემ ერთდროულად გამოსწიეს სკამები და დასხდნენ.-აბა რამ შეგაწუხათ?-ჰკითხა მათი ვიზიტის მიზეზი.
-საქმე გვაქვს შენთან და უნდა დაგვეხმარო.-აიწყო საუბარი სანდრომ.
-გისმენთ და თუ რამით შემეძლება დახმარება თქვენს გვერდით მიგულეთ.-უთხრა და სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა.
-საქმე მირანდას ეხება.-ისე სერიოზულად საუბრობდა სანდრო რომ ლადო დაინტრიგდა.
-რა ხდება?მაინც რა გაინტერესებთ?-ინტერესი ვეღარ დამალა კაპანაძემ და პირდაპირ იკითხა.
-გიყვარს მირანდა?-პირდაპირ ჰკითხა გიორგაძემ და ვაჟის პასუხს დაელოდა.
-კი.-უყოყმანოდ უპასუხა ლადომ და ბიჭებს გადახედა.იცოდა რომ ადრე თუ გვიან ამკითხვაზე პასუხის გაცემამოუწევდა და დიდი ხანი ემზადებოდა ამისთვის.
-ისე როგორც ქალი თუ როგორც მეგობარი?-არ ეშვებოდა სანდრო.
-ისე როგორც ქალი.-წამიერი დუმილის მერე უპასუხა კაპანაძემ.
-მასაც უყვარხარ?-ყველაფერი დეტალურად აინტერესებდა ბიჭს.
-კი.რომ არ ვუყვარდე ერთად არ ვიქნებოდით.-ამაყად განაცხადა ადომ და კიდევ ერთ ღეს მოუკიდა.ოდნავ ნერვიულოდა.არ ელოდა სანდრო თუ მოაკითხავდა და მირანდაზე დაუწყებდა საუბარს.
-თუ ეგრე უყვარხარ მაშინ მე რატომ მითხრა რომ ვუყვარვარ?რატომ გადამიშალა გული ყველაფერი მომიყვა?-სანდრო ლადოს რეაქციას აკვირდებოდა და თვალს არ აშორებდა.
-არ ვიცი.-უკვე თითები უკანკალებდა კაპანაძეს.მიხვდა რომ ტყუილში გამოიჭირეს მაგრამ მეგობარს ვერ უღალატებდა.ამ დროს მირანდას მესიჯიც მოუვიდა.-ჯანდაბა,ესღა გვაკლდა.-ხმამაღლა ჩაილაპარაკა და მაგიდას ხელი დაარტყა.
-რა ხდება?რამე ცუდი ამბავია?-ჰკითხა აქამდე ჩუმად მჯდარმა ლექსომ.
-მირანდამ მთხოვა რაღაც.-უგულოდ უპასუხა ბიჭმა.
-რა მოუვიდა მირანდას?-სანდრო ისე ანერვიულდა რომ თითების მტვრევა დაიწყო.
-არაფერი ისეთი უბრალოდ რაღაცის გარკვევა მთხოვა.-შეატყო ლადომ ნერვიულობა და სიმართლე დაუმალა გიორგაძეს,თან არ უნდოდა რამე გაეგო მირანდა გაგიჟდებოდა.
-რა მოხდა თქო.-ხმას აუწია სანდრომ და სკამიდან წამოდგა.ლადოს პირისპირ დადგა და მის პასუხს დაელოდა.
-ვიღაც უთვალთვალებს და მანქანის ნომრის გარკვევა მთხოვა.-მირანდას მესიჯი წაუკითხა ბიჭებს.შეატყო როგორ წაეშალა სახე გიორგაძეს,გაფითრდა.ტუჩებს ნერვიულად დაუწყო წვალება.
-ვინ უნდა იყოს?-ისე ჩუმად იკითხა საკუთარი ხმა ძლივს გაიგონა.
-ალბათ ახალი სამსახურის გამო უთვალთვალებენ,აკვირდებიან ვინ არის და ვისთან მეგობრობს.სერიოზულ ფირმაში მუშაობს საიდუმლო საქმეზე და ყველაფერი აინტერესებთ მის შესახებ.-მოკლე ინფორმაცია მიაწოდა სანდროს ლადომ მირანდას სამსახურის შესახებ და სავარაუდოდ იმ მოთვალთვალე მანქანაზეც.
-და ასეთი რა საქმეა რომ უთვალთვალებენ?-ეხლა ლქესო დაინტერესდა ამ ყველაფრით.
-ეს უკვე კონფიდენციალურია.მირანდა საკმაოდ გამოცდილი და ჭკვიანი აგენტია. დღემდე არცერთი საქმე არ ჩაუგდია.ამიტომ არ ინერვიულოთ,ყველაფერს მოვაგვარებთ.-ისე მშვიდად საუბრობდა ლადო ქალზე რომ თითქოს მისი ბედიც კი არ ანაღვლებსო,მაგრამ ის მირანდას შესაძლებლობებში ბოლომდე იყო დარწმუნებული და ამიტომ არაფრის არ ეშინოდა.
-ანუ შენ ამბობ რომ მირანდას საფრთხე არ ემუქრება?-ჰკითხა აღელვებულმა სანდრომ.
-არა.ეხლა გავარკვევთ ვინ უთვალთვალებს და შესაბამისად ვიმოქმედებთ. სანდრო მინდა რაღაც გკითხო შეიძლება?-მოულოდნელად ჰკითხა კაპანძემ ვაჟს.
-გისმენ.
-მირანდა მართლა გიყვარს?-ასეთ შეკითხვას არც სანდრო და არც ლექსო მოელოდა ლადოსგან.რამდენიმე წუთი ჩუმად იჯდა და ფიქრობდა მერე თავი ასწია და ისე უპასუხა მომლოდინე ვაჟს.
-კი მიყვარს.მთელი ჩემი არსებით და მთელი ჩემი გულით.მის გარდა სხვა ქალი არ მჭირდება.-მისი სიტყვები გულიდან იყო წამოსული და ლადოს რატომღაც გული დასწყდა მირანდა მის სიყვარულს რომ უარყოფდა,მას ხომ მთელი გულით უყვარდა ეს ჯიუტი გოგო.უცებ გონებაში ერთმა აზრმა გაურბინა,მაგრამ მალევე გადაიფიქრა.ეს აზრი მოსვენებას არ აძლევდა.
-ჩვენი წასვლის დროა და გთხოვ ლადო მირანდას ჩვენი შეხვედრის შესახებ არაფერი უთხრა,ეს მხოლოდ კაცების საუბარი იყო და არაა საჭირო მანაც გაიგოს.-სთხოვა ლექსომ და ბიჭს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.სანდრომაც იგივე გაიმეორა და კარებში გადიოდნენ როდესაც კაპანაძემ შეაჩერა.
-ერთი წუთით სანდრო,რაღაც მინდა კიდევ გითხრა.-ნერვიულობდა ლადო არ იცოდა სწორედ იქცეოდა თუ არა,დაცვარული შუბლი ხელის გულით მოიწმინდა და სანდროს წინ დაუდგა.
-გისმენ ლადო,რისი თქმა გინდა?-ბიჭის ნერვიულობა სანდროსაც გადაედო და ეხლა ისიც მასთან ერთად ნერვიულობდა.
-მისთვის იბრძოლე და ასე ადვილად ნუ დანებდები.-მხოლოდ ეს სიტყვები უთხრა და ხელი კიდევ ერთხელ ჩამოართვა.
-მერე შენ?თქვენ?და რომ გიყვარს?-უკვე სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა გიორგაძე გაგონილით იმდენად დაბნეული იყო.
-შენ იბრძოლე და დანარჩენი უფლის ხელშია.-მხოლოდ ეს გაურკვეველი სიტყვები დაუტოვა ბიჭს და კაბინეტიდან თვითონ გავიდა პირველი რადგან მეტი კითხვისთვის პასუხის გაცემა არ შეეძლო,ვე ეტყოდა ყველაფერს რაც მირანდას თავს ხდებოდა ეს უბრალოდ მეგობრის ღალატი და ნდობის დაკარგვის ტოლფასი იყო.რაც უთხრა ისიც ზედმეტად მიაჩნდა მაგრამ ხვდებოდა როგორ ძიერ უყვარდათ ერთმანეთი ფა არ უნდოდა ეს სიყვარული დაეკარგა მჟავიას. სანდრო კი გაოცებული იდგა ჯერ კიდევ ღია კარში და გაშტერეული უყურებდა ლექსოს, რომელიც მასავით გაკვირვებული იყო ლადოს სიტყვებით.
-ხომ ვამბობდი აქ რარაც ხდება თქო.-ორაზროვნად ჩაილაპარაკა შამანაურმა და მეგობარს უბიძგა წასასვლელად.გიორგაძეს ხმა არ ამოუღია ასე გარინდული მიუყვებოდა კიბეებს და ლადოს სიტყვებს გონებასი ვინ იცი უკვე მერამდენედ უკეთებდა ანალიზს.მისმა სიტყვებმა სერიოზულად დააფიქრა,ან მირანდას ლადო არ უყვარდა და მის გასაბრაზებლად თამაშობდა მისი შეყვარებულის როლს ან კიდევ სულ სხვა ამბავი იყო რომელსაც აუცილებლად გაარკვევდა.იქიდან პირდაპირ თეკოსთან ავიდნენ რომელიც ჯერ კიდევ საწოლში იწვა და ნებივრობდა.ლექსომ პირდაპირ საძინებელ ოთახში შეაჭრა და მონატრებული სხეული გულში ჩაიკრა. დიდხანს კოცნა და ეფერა გოგოს,იქამდე სანამ ხელისკვრით არ მოიშორა გიორგაძემ.
-ამომასუნთქე ლექსო.-კისკისებდა თეკო და სახეს ხელებით იფარავდა.
-კაი რა ტო,მომენატრე.-მაინც არ ჩერდებოდა შამანაური და მისი ხელების დაჭერას ამაოდ ცდილობდა.
-ვატყობ ამ ბავშვის გაჩენამდე დამახრჩობ შენ.-ისემხიარულობდა გოგო ლექსოს წვალებით რომ სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდა.
-აი,რომ გაჩნდება დახრჩობა შენ მერე ნახე.სულ რომ არ მოგისორებ გვერდიდან.- უცებ დაიჭირა ლექსომ თეკოს ორივე ხელი და ერთი ხელით გაუკავა,მეორე ოყებზე მოკიდა და ისე გემრიელად დააკვდა მის ბაგეებს რომ გეგონებოდათ პირველად კოცნიდაო,როდესაც იგრზნო გოგონას სხეულის მოდუნება ხელი ნელა გაუშვა და ეხლა წელზე შემოხვია.გიორგაძე უკვე ვარდისფერ სამყაროში ეშვებოდა,მისი ალერსი,კოცნა მოფერება აგიჟებდა და სიამოვნების ბუსუსებს აყრიდა ტანზე. შამანაურმა ბაგეებიდან ყელზე გადაინაცვლა,მერე მკერდზე და იგრძნო როგორ მოუდუნდა ქალს მთელი სხეული.მსუბუქად უკბინა მკედზე და მუცელს ჩაუყვა, რომელიც ისე საყვარლად ჰქონდა ამობურცული რომ მისი მოფერება მოგინდებოდა.ბევრჯერ აკოცა მუცელზე,თეკო სულ კისკისებდა როცა ლექსო ასე კოცნიდა.მაგრამ ვაჟს სიამოვნებდა როცა ასეთ მხიარულს ხედავდა მის ფერიას. ასე ალერსში გალიეს მთელი საღამო.
სანდროს წუთითაც არ შეუწუხებია წყვილი.თავისით მოიმზადა საჭმელი და ისადილა,მერე ცოტა ხანს ოთახში წამოწვა და ლადოს სიტყვებზე ისევ ბევრჯერ დაფიქრდა.მისმა სიტყვებმა საბოლოოდ გადააწყვეტინა რომ საყვარელი ქალისთვის უნდა ებრძოლა,არ იყო ეხლა დანებების დრო,მირანდასთვის ის რქები უნდა მოემტვრია რომლითაც ჯიუტად აწვებოდა მისი სიყვარულის უარყოფას. მასთან გატარებული ღამე გონებასი ისევ ამოუტივტივდა და ნათლად იგრძნო მისი კანის სურნელი,მოესმა მისი სიამოვნებისგან გაჟღერებული ჰანგები.მისი სიყვარულის ახსნ.ალერსი კოცნა.ნუთუ ეს ყვეაფერი ტყუილი იყო,არა ეს დაუჯერებელია ქალი როცა შეყვარებულია მას არ შეუძლია სხვა მამაკაცის მკლავებში ნებივრობა და იმ სიამოვნების განცდა რაც მირანდამ სანდროსთან განიცადა.არ შეუძლია იყოს ასეთი თბილი და მოსიყვარულე.ეს ყველაფერი სიმართლე იყო და ამას აუცილებლად დაამტკიცებდა.დრო იყო მირანდასთვის საბოლოოდ ებრძოლა და ეს ომი მოეგო,რამდენიმე წაგებული ბრძოლა დიდ არაფერს ნიშნავდა.მთავი იყო ომის მოგება.უკვე კარგად მოსაღამოვებული იყო ბარში წასვლა რომ გადაწყვიტა,ქურთუკი მოიცვა და კიბეები ჩაირბინა.სადაც მირანდა პირველად ნახა იქ მიდიოდა,იმედი ჰქონდა ისევ ნახავდა.უფალმა შეისმინა მისი თხოვნა და შესვლისთანავე ბარისკენ წავიდა,სადაც ულამაზესი და მოწყენილი ქალი ნელა წრუპავდა ჭიქაში დარჩენილ ვისკის წვეთებს.გვერდით მიუჯდა და სიყვარულით სავსე თვალებით ჩახედა მის სევდიან თვალებში.არც პარიკი გაჰკვირვებია და არც მისი ჩაცმულობა,სიმართლე უკვე იცოდა და კითხვას აზრი აღარ ჰქონდა.
...
დღეს ბექა საქმიან შეხვედრაზე იყო წასული ამიტომ ანუკის უნივერსიტეტში ვერ მიაკითხა.თეკოც დილიდან ვერ იყო კარგად ამიტომ სახლში დარჩა და მარტოს მოუწია უნივერსიტეტში წასვლა.ლექციებმა უღიმღამოდ ჩაიარეს.ბავშვებს დაემშვიდობა და ეზოდან გამოვიდა როდესაც თემოს ხმა მოესმა.
-ან,მოდი გაგიყვან.-შესთავაზა მეგობარმა.
-არა იყოს თემო ფეხით გავიგლი,კარგი ამინდია.-უარი უთხრა თემოს სახლამდე მიყვანაზე.
-კარგი როგორც გინდა.აბა ხვალამდე.-ხელი დაუქნია ბიჭმა და მანქანა დაქოქა.
ანუკი მშვიდად მიუყვებოდა შემოდგომისგან ჩემოცვენილი ფოთლებით მოფენილ ქუჩებს და ბექაზე ფიქრობდა.ენატრებოდა მისი ბიჭი.უკვე ორი დღეა ნორმალურად არ უნახავს,სულ საქმეებში იყო ჩაძირული და მსითვის ნაკლებად იცლიდა.უნივერსიტეტის კედელს გამოსცდა და უნდა ჩაეხვია როდესაც ვიღაცამ თვალებზე ხელი ააფარა და ყურთან უჩურჩულა
-ხმის ამოღება არ გაბედო თორემ აქვე გაგათავებ.-იმდენად შეაშინა უცნობის ხმამ რომ ვერც კი იკივლა,მასინვე დაჰყვა მის ნებას და გაჩუმდა.უცნობმა მანქანისკენ წაიყვანა გოგო,ჩასვა და მაშინვე თავზე შავი ტომარა ჩამოაფარა.მანქანა ელვის სისწრაფით მოწყდ ადგილს.ანუკი იმდენად შეშინებული იყო რომ ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა.უცებ იგრძნო როგორ მოკიდა ვიღაცამ გაყინული ხელები მაჯაზე,მისი ვენა მოსინჯა და იმ წამსვე იგრძნო ნემსის ჩხვლეტა.რამდენიმე წუთში ყველაფერი გაურკვეველმა ბურუსმა მოიცვა და გაითიშა.არ იცის რამდენი ხანი იყო ამ მდგომარეობაში.როცა გონს მოვიდა ცხვირში ნესტის სუნმა შეუღიტინა და ყელი აეწვა,უნდოდა ეყვირა მაგრამ ყელიდან ხმა არ ამოსდიოდა,თითქოს ენა დაბუჟებული ჰქონდა,სხეულს ვერ იმორჩილებდა და ასე განადგურებული იწვა რაღაც ლეიბის ნაგეჯზე.ირგვლივ მოათვალიერა მისი სამყოფელი რომელიც რომელიღაც მიტოვებულ სოროს გავდა,სადაც მხოლოდ ვირთხებს თუ შეეძოთ ცხოვრება.მაშინვე ცხელმა ცრემლებმა დაუსველეს სახე.



№1  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგია და შენ ძალიან მაგარი ოგო ხარ

ძალიან კარგი იყო და შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ

 


№2  offline წევრი mako-makako

natia-natia
ძალიან კარგია და შენ ძალიან მაგარი ოგო ხარ

ძალიან კარგი იყო და შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ნათი ესე რომ მოგწონს და თბილი სიტყვებისთვის <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3 სტუმარი nina(nina)

ვაიმე ლადო რა საყვარელია! როგორ სტკივა მეგობრის გამო გული მაგრამ სიმართლესაც ვერ ამბობს,მაგრამ ეგ სიტყვები,რომ უთხრა ეგეც კარგია. ოხ ეს ირაკლი კიდევ არ აძლებს საშუალებას ნორმალურად,რომ იცხოვრონ რა.თეკო და ლექსოც რა საყვარლები არიან,გაბერილი თეკო love ვფიქრობ მალე ახალი წყვილი გვეყოლება,მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და ჩემ მოსაზრებას ჩემთვის შევინახავ <3 ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ჩემო გოგო,წარმატებები! <3 <3 <3

 


№4  offline წევრი mako-makako

nina(nina)
ვაიმე ლადო რა საყვარელია! როგორ სტკივა მეგობრის გამო გული მაგრამ სიმართლესაც ვერ ამბობს,მაგრამ ეგ სიტყვები,რომ უთხრა ეგეც კარგია. ოხ ეს ირაკლი კიდევ არ აძლებს საშუალებას ნორმალურად,რომ იცხოვრონ რა.თეკო და ლექსოც რა საყვარლები არიან,გაბერილი თეკო love ვფიქრობ მალე ახალი წყვილი გვეყოლება,მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და ჩემ მოსაზრებას ჩემთვის შევინახავ <3 ერთ-ერთი საუკეთესო ხარ ჩემო გოგო,წარმატებები! <3 <3 <3

მიხარია რომ ბევრ რამეს კარგად აკვირდები და ხვდები ჩემო კარგო.მადლობააა რომ ჩემთან ხარ მუდამ...<3 <3 <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent