შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ანგელოზი - 3


18-02-2016, 00:07
ავტორი D-roni
ნანახია 6 390

რესტორანში მისვლის თანავე დასხდნენ თავიანთ ადგილებზე.
ბექამ აიტეხა აქ მოდით თქვენცო და ზემოთ მდგარი , დიდი მაგიდა უფრო გაადიდებინა ოფიციანტს.
დემეტრე და მიშო გვერდით დაისვა და სიცილით ლაპარაკი დაუწყო რაღაცეებზე.
სოფიც გვერდით მიისვეს ნინიმ და თუკამ და ასე ჭორაობდნენ ცოტა ხანი.
საწყალი თუკა შუაში ჰყავდათ მოქცეული გოგონებს და კითხვებს აყრიდნენ.
- მაჯა კი ჩამილურჯე ... - მანჭვით ააფრიალა ხელი ჰაერში და გიოს მორცხვი მზერით გაუსწორა თვალი და ოდნავ გაუღიმა.
დარბაზში პირველი სიმღერა , რომ გაისმა სიცილი წასკდა ყველას.
- ეს ვინ ჩართო ? - ფხუკუნით იკითხა ნინიმ და ბექას მხარზე გაკჰრა ხელი.
- შეიძლება ვიცეკვოთ ? - ბიჭები მივიდნენ სოფისთან და თუკასთან.
თუკამ სიცილით გადახედა ნინის და მხრები აიჩეჩა.
- იცით მე ... - საუბარი აღარ გააგრძელებინა სოფიმ.
- შეიძლება აბა არ შეიძლება ? - გაკრეჭილმა კითხა გოგონამ და თუკა წინ გააგდო .
ყიფშიძემ სახე დამანჭა და თავი უხერხულად გადააქნია.
არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
დარბაზში კი მხოლოდ ისინი ცეკვავენ , წარმოიდგინეთ ამდენი ხალხის მზერა რაოდენ დიდ დისკომფორტს უქმნის.
სიცილით დატრიალდა და ბიჭის მკლავებს მიენდო.
აშაკრად კომუნიკაბელურია ეს ბიჭი , მაგრამ ... პატარა !
- რამდენი წლის ხარ ? - ისევ დაატრიალა და ჭრილიდან ყიფშიძის ფეხიც მიმზიდევლად გამოჩნდა.
- 19 ... - თავი გაუქნია ღიმილით .
- იცი მე რამდენის ვარ ? - ჰკითხა სიცილით და ოდნავ გაარხია სხეული.
- 20 ? 21 ? - ჰკითხა და შეპარვით გაუღიმა.
- 25 ... - გადაიკისკისა და ოდნავ უკან დაიწია საცეკვაოდ.
- რაო ? - ყურები ცქვიტა ბიჭმა და სიცილი წასკდა.
- რა გაცინებს ? - ერთ ადგილას შედგა ყიფშიძე და თვალები დაქაჩა.
- ისე მეუბნები თითქოს , ცოლად მომყავხარ და მაპარებ ... - ხარხარს არ წყვეტდა ბიჭი.
მის ქცევაზე თუკასაც გაეცინა , ოდნავ შეჰკივლა როცა ნაცნობი ხელი იგრძნო წელზე და ახალი სიმღერაც დაიწყო.
ბიჭმა ღიმილით დაუქნია თავი ორივეს და ცალკე გავიდა.
- სანამ მეცეკვები , უნდა მკითხო მინდა თუ არა შენთან ცეკვა ! - თვაელები დაუბრიალა და ათას წყვილ თვალს ოდნავ გაუღიმა.
- უნდა გკითხო ? - გაიკვივრა და ოდნავ დააბზრიალა , სხეულით უკნიდან აკერო და ხელები თეძოებზე ჩააცურა.
- უნდა მკითხო ! , თუმცა ეს შენი სტიქია არ არის ... შენ უფრო აუხსენლად გაქრობა და გამოჩენა გახასიათებს ... - ირონიულად წაკბინა და ოდნავ წამოიკვნესა , როცა მამაკაცის ხელი შიშველ ფეხზე იგრძნო.
- ესე ხომ არ გკითხო ? - მისი ნათქვამი დააიგნორა და სხეულზე ახლა უკვე წინიდან აიკრო.
ხელი ოდნავ ჩააცურა უკანალისკენ და ერთი ხელი მის თითებში ახლართა.
"i 'll Bust the Windows Out your car"
სიმღერა , რომ გაჟღერდა მაშინვე გაახსენდა ფილმის ეს მომენტი და სხეულში გასცრა.
ტანგოს მელოდიას სხეული თამამად ააყოლა და მოშიშვლებული ფეხი , მის წელზე შემოდო .
მიშომ მის გლუვ კანს თითები ააყოლა და ოდნავ მოუჭირა ბარძაყზე.
"დაუკითხავად" დაატრიალა და ორივე ხელი მოხერხებულად მოათავსა წელსა და უკანალზე.
სიამოვნებისგან მინაბული თვალები ძლივს გამოახილა და შიშველ ზურგზეც უმალვე იგრძნო გახურებული ხელი.
რაღაც გაეჩხირა ყელში და თვალები აენთო.
ეს უკვე მისთის , ძალიან სხვანაირი და უცხო გრძნობები იყო.
ადრე თუ იცოდა , რომ მისი დანახვაც და შეხებაც საკმარისი იქნებოდა მისთვის , ახლა უნდოდა რომ მისი ტუჩები ეგრძნო , მისი ხელები ყველგან , თვითონაც ვერ გაერკვა საერთოდ რა უნდოდა , მაგრამ ფქტია რაღაც უფრო მეტი უნდოდა ...


***


ვერანდაზე იდგა და სიმღერის ხმაც ჩახშულად წვდებოდა მის ყურთასმენას.
უეცრად ნაცნობი ხელის შეხება იგრძნო წელზე და ზურგით რაღაც ცივს აეყუდა .
თვალები ძლივს გაუსწორა საყვარელ თვალებს და მზერა ისევ მისი ტუჩებისკენ გაექცა.
კარგად დაინახა მინაბული თვალებით , როგორ გაიპნენ ღიმილით ბაგეები და მოუნდა მთელი სახე შეელამაზებინა მისთვის .
რაღა თქმა უნდა ვნებიანი კოცნის შემდეგ !
- ისეთი სექსუალური ხარ ... თავის შეკავება ძალიან მიჭირს ! - ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა და ერთი ხელი მის კისერში შეაცურა .
თვალებმიბნედილმა კისერი გადააკოწნიალა და ქვედა ტუჩზე სიამოვნების ხმების შესაკავებლად კბილები დაისო.
- ეს ... - შიშველ ფეხზე ხელი ააყოლა და მაგრად მოუჭირა ბარძაყზე . - მაგიჟებ ! - ტუჩები კისერზე აასრიალა და ნელნელა აუყვა სასიამოვნო ადგილებს.

გაშეშებულმა ხელი კრა და იქიდან გამოვარდა.
გული ისე უცემდა , მართლა შეეშინდა არ ამომივარდესო.
პირი მოკუმა და საპირფარეშოში გავიდა მოსაწესრიგებლად.
შეპარული ღიმილით წავიდა დაქალის მაგიდისკენ , სადაც ისევ იგივე შემადგენლობა იჯდა.
ისევ შუაში ჩაჯდა და შამპანურის ჭიქა აიღო ხელში , ოდნავ მოსვა და აქეთ იქით გადააქნია.
- გოგო ! , ღვინო კი არაა ასე , რომ აქნევ ! - წარბები შეკრა დემეტრემ .
- ოკ ... - დაეჯღანა და სიცილით აიღო მობილური ... - გისმენთ ...
- როგორი სექსუალური ხარ , რომ იცოდე ... - მოესმა ისევ ხომერიკის ხმა და ადგილზე მიეყინა.
აქეთ იქით გაიხედა და შეშინებულმა გადახედა მეგობრებს , ყველა მას უყურებდა.
წამიერად სუბელიანსაც დაეტყო დაძაბულობა სახეზე...
დემეტრე მაშინვე მიხვდა და ყური მის მობილურს მიადო , სახე დამანჭულმა.
- მოგეწონე ? - კილოზე კითხა და ბოლო ხმაზე აკისკისდა , არა ! ნამდვილად ბევრი მოუვიდა სასმელი ...
- მამეწონე ... - ამას გონია ღადაობს ? , ნწ ყოველი სიტყვა უსიამოვნოდ ხვდება ყიფშიძის ყურთასმენას.
- რა გინდა ? - ჰკითხა და თვალები მიბლინტა , დემეტრეს მხარზე .- შენ ძალიან შეეჩვიე ამ ბოლო დროს ჩემს ნომერს !
- ისა და მიშო დემეტრეზე არ ეჭვიანობს ? - იკითხა და თვალები ჭყიტა გაოგნებულმა თუკამ.
წამიერად დემეტრეს გადახედა და მის გაცხოველებულ მზერას , რომ გადააწყდა მიხვდა რაც ელოდა.
- მომეცი მობილური ! - მკაცრი ხმით "უბრძანა" და ხელიდან გამოაცალა.
- დემეტრე ... - ხმა გაურყდა შუაზე , იცოდა ვერაფერს რომ ვერ მოიმოქმედებდა.
კარგად ხვდებოდა რაოდენ მნიშვნელოვან თემას ეხებოდა ხომერიკი , კარგად იცოდა , რომ ეს დემეტრეს კაცობაზე გადაბიჯება იქნებოდა თუ ხელს შეუშლიდა.
არც დემეტრე გაჩერდებოდა უმოქმედოდ , ხვდებოდა რამეს თუ არ მოიმოქმედებდა აუცილებლად იგივე განმეორდებოდა.
მოკვდებოდა და ამას არ დაუშვებდა !
დემეტრე და ბიჭები უკვე გასულები იყვნენ , სანამ ეს ფიქრობდა გოგონებიც ვერ ასულიერებდნენ.
თითქოს იგივე მეორდებოდა , ისევ ფიზიკურად ცოცხლობდა , სულიერად ზევით იყო და განვლილ ცხოვრებას ავლებდა თვალს.
გულსაც და გონებასაც მხოლოდ ერთი რამ სურდათ ... ნუ თუ ბევრს ითხოვდა ? უბრალოდ ბედნიერებას ...
^^^
- რა მოხდა ? - გაურკვევლობაში ჩავარდნილი სოფი ათას კითხვას სვამდა.
- გოგო ის , ხომერიკი თუ ვიღაც ურეკავს და ტვინს უჭამს ამას ... ხო თუკა იძიებს მაგის საქმეს ... - სიტუაციაში გაარკვია ნინიმ.


^^^


- მაპატიე მაგრამ , მთელი ცხოვრება ხმა რომ არ გამცე , მაინც უნდა გაგათავისუფლო ! - მეორე დღეს სამსახურში მისულს და ფორმაში გამოწყობილს უთხრა სკამზე გადაწოლილმა დემეტრემ.
- რა ? - შეჰკივლა და მის წინ დაჯდა . - ხომ იცი , რომ მაინც დავიწყებ მუშაობას ?! - კბილები გააღჭრიალა.
- ვერ დაიწყებ ! - კაბინეტში მიშო შემოვიდა და ირონიულად გაუღიმა სახეზე აწითლებულ თუკას.
გულის აჩქარება სიბრაზემ გადაფარა და ფეხზე წამოხტა.
- რაც თავიდან ვთქვი იმას არ გადავახტები ! - თვალები დააბრიალა თუკამ . - მე დავიფიცე ... დავიფიცე , რომ მას ჩემი ხელით მოვუღებდი ბოლოს ! და ამ ფიცს კანონის დაცვით და მასზე გვერდის ავლით მაინც შევასრულებ ! - კბილებში გამოსცრა და ჩანთას ხელი დაავლო. - თქვენ კი ... თქვენ ახლოს არ გამეკაროთ ! - თითი გამაფრთხილებლად დააქნია და ორ გაავებულ მზერას , რომ წააწყდა გაბრაზებულმა გამოგლიჯა კაბინეტის კარი და "ყოფილ" კაბინეტში შევიდა.
ფორმა იქვე მიაგდო და საცვლების ამარა მიადგა ტანისსამოსს.
პატრულის მანქანის გასაღებიც იქვე მიაგდო და გადაფენილ მოკლე კაბას ხელი დაავლო.
ის ის იყო უნდა ამოეცვა , მიშომ კაბინეტის კარი რომ შემოგლიჯა .
გაბრაზებულმა გახედა და მერე თავი გაილანძღა .
"კარის ჩაკეტვა დამაწვიწყდა" !
- შენ რა სიკვდილი გინდა ?! - გაცეცხლებულმა დაუყვავა და კაბინეტის კარი გასაღებით გადაკეტა.
- კარი გააღე და გადი ! - თვალები დაუბრიალა და აწითლებულმა მიატრიალა სახე.
კაბის ჩაცმაც არ დასცალდა ხელი , რომ წაავლო შიშველ თეძოებზე და თავისკენ შეაბრუნა.
- რას აკეთებ ?! - გაოგნებულმა თავი უკან გასწია და ახურებული სხეული ძლივს დაიმორჩილა , რომ ფეხქვეშ არ გაგებოდა.
- რას ვაკეთებ ?! - გაცეცხლებული მზერა მიაპყრო და მაგიდას ააყუდა . - მე რას ვაკეთებ ?! , შენ რა სულ აუშვი აფრები არა ? , მიშო აქ არ არის და თავზე გავალო ?! - ტონს აუწია და შუბლზე შუბლი მიადო .
იმდენად ჰქონდა აჩქარებული გული და იმდენად სიამოვნებდა მისი სიყვაურლისფერი თვალების მემილიონედ შესწავლა , რომ საერთოდ ვერ იაზრებდა როგორ სუსტდებოდა მის ხელებში.
ნუკრის თვალებით უყურებდა და ხელებს მხრებზე მაგრად უჭერდა.
- ნუ მეწინააღმდეგები , შენ ამით ყველას დაგვაზარალებ გესმის ?! - თვალებში ჩააჩერდა და ცხვირი ცხვირზე გაუხახუნა ისე , რომ მისი შუბლისთვის თავისი არ მოუშორებია.
ხელები მოდუნებულმა ჩამოაცურა მის მხრებზე და თითებით მონატებულ დაძარღვულ ხელებს დაუყვა.
გახურებული და ნაცნობი ტუჩები კისერში , რომ იგრძნო მუხლები მოეკეცა და სწრაფად იგრძნო უკანალით მყარი ზედაპირი.
მიხვედრილ მიშოს მაგიდის ზედაპირზე შემოესვა და მის ზურგზე მონატრებული დააცოცებდა ხელებს.
თავი ოდნავ გადაწია სიამოვნების ზენიტში ასულმა და მალევე იგრძნო გულმკერდზე ასრიალებული ტუჩები , რომლებიც თანდათან აჩქარებული გულისკენ , შემდეგ კი ყელისკენ.
ძლიერი ხელები ფეხებზე ჩამოასრიალა და ოდნავ გააშლევინა , მათ შორის მოექცა , თავი ოდნავ წამოაწევინა და მოწყურებული დაეწაფა ბაგეებზე.
მთელი სინაზით უკოცნიდა ჯერ ზედას , შემდეგ ქვედას , ბოლოს კი ორივეს ერთად და თანდათან ველურიზს აღწევდა.
- უნდა მენდო გესმის ?! - უჩურჩულა და ცრემლიან თვალებზე აკოცა.
- გენდობი ... - ჩუმი ხმით ამოილუღლუღა და უკვე ცარიელ სივრცეს თვალებმოჭუტულმა გახედა.
მაგიდაზე გაწვა და თავი რამდენჯერმე დაჰკრა მის ზედაპირს.
ბედნიერია !
კაბა გადაიცვა , მაღლებზე შედგა და ჩანთა დაიჭირა ხელში .
ბოლოჯერ მოუავლო თვალი ყოფილ კაბინეტს და თავის ქნევით გავიდა იქიდან.
გვერდითა კაბინეტთან მდგომ დემეტრეს და მიშოს არც კი შეხედა ისე აუარა გვერდი და აზუზუნებულ მობილურს უპასუხა.
უკან გაიხედა , როგორც კი მათი ყურადღება იგრძნო და დაფარულ ნომერს დახედა , მაშინვე გონებაში ახარხარდა და ტელეფონი აიღო.
- გისმენთ ... - ჩუმი ხმით უპასუხა და ოდნავ გასცდა მამაკაცებს.
- მე ვარ ... - აფხუკუნდა სოფი და სახე დამანჭა ყიფშიძემ.
- შენ სულ გააფრინე ? - ჰკითხა ჩუმად და თვალების ბრიალით , თითქოს წინ ედგა და დაინხავდა.
- გოგო , გიოს უნდა ვეღადაო ამ ნომრით ... -ხარხარებდა ბოლო ხმაზე.
- შენ არ იცი , რომ ჩემს ნომერს უსმენენ ? - ირონიულად აწკიპა წარბები და ღიმილით გაქრა მათი თვალთახედვის არედან.
- უი დამავიწყდა , კაი ამოდი ჩემთან და ვიბაასოთ ოქეი ?
- ოქსი , ჩაგქისეე ! - მიაძახა და ტაქსს ხელი დაუქნია.


^^^


- როგორ თუ გაგათავისუფლეს ? - ჰკითხა გაოგნებულმა და ფეისბუქში განთავსებულ , ქორწილში გადაღებულ სელფს დახედა.
- მოშორდები ახლა მაგას ? - თვალები დაუქაჩა ნერვებმოშლილმა.
- ხო კარგი , კარგი ... მიდი დაიწყე გისმენ - ხელები ჩამოყარა და მობილური იქვე მიაგდო.
თუკამ ნერვიულად აათამაშა ტელეფონი ხელში და ფეხები გაშალა სავარძელზე. წვივები დაქალის მუხლებს გადაადო და თმაში ცალი ხელი შეიცურა.
შემდეგ თვალები გაბრაზებულმა გადაატრიალა და თავი საზურგეს მიადო.
- ეს გამოხედვა არ მომწონს ... რა მოხდა ?! - ჰკითხა დაფეთებულმა.
- არ გითხარი ? დემეტრემ სამსახურიდან გამათავისუფლა თქო ! - ჩაჰყვირა ყურში და დაფეთებული გახდა უკან სოფი.
- რაო ? , ღადაობ ? - ყურები დაცქვიტა .
- რო კითხო მისმენს !

- ახლა გააგრძელე თორემ , რამეს გხევ სახეში ... - სიცილით დაემუქრა და მუშტი მოუღერა მეტი დამაჯერებლობისთვის.
- ამას უყურე რაა ! - ტუჩები გადაატრიალა , ხელებგადაჯვარედინებულმა.- მეტი შენი საქმე არაა , ჯერ ბავშვი ხარ მაგისთვის ! - სიცილით ჩაუკრა თვალი და გაოცებული შეხტა , როცა სოფი სავარძელზე ახტუნავდა. - რა ჭირი "გტაკავს" ? - წარბი ასწია ჰაერში.
მოზუზუნე მობილური ხელში აიღო და გიოს ბავშვობისდროინდელი ნომერი , რომ ამოიცნო რომლითაც ყველას ეღადავებოდნენ სიცილი წასკდა.
- გოგო , გიო მირეკავს იმ ნომრიდან რომლიდანაც ძაან ადრე ჩვენ ვეღადავებოდით ყველას , ჩემს ნომერს გავს ძაან და ზეპირად ვიცი , ამათ ჩვენთან ღადოაბა უნდათ და ვუჩვენოთ კლასი ? - წარბები აათამაშა სიცილით .
- მიდი ! - აცუნდრუკებულმა გადაიჯვარედინა ფეხები და პირზე ხელია იფარა , როცა თუკამ სპიკერი ჩართო.
- გამარჯობა ლამაზოოო ! - მოესმა გიოს შეცვლილი ხმა და სიცილი ძლივს შეიკავა.
- რომელი ხარ ? - სერიოზული ტონით კითხა და ქვედა ტუჩზე კბილები მიიჭირა , რომ ფხუკუნი არ გაპარვოდა.
- შენ რომელი გინდა , რომ ვიყო მითხარი და ის ვიქნები . - "ეს კიდე იგივე ტალღაზეა" ... - გაიფიქრა და სიცილი წაკსდა.
- აუ რა მაგარი ბიჭი ხარ , უკვე მიზიდავ ! - ჩაილაპარაკა და ხმა გამოურთო და ბოლო ხმაზე გადაიხარხარა სოფისთან ერთად , რომელიც წარბშეკრული უყურებდა დაქალს . - კაი გოგო ვიხუმრე რა იყო ... - დაამშვიდა და მაშინვე მოეშვა გოგოც . - შე უბედურო ! - ხელი ჩაიქნია და ხმა ჩაურთო. - რა თქვი ? ვერ გავიგე .
- რამდენი წლის ხარ ? - იკითხა ბოხმა და ოდნავ შეცვლილმა ხმამ და მაშინვე დაიბნა თუკა .
- მიშოა , უპასუხე ... - გადაუჩურჩულა და მუჯლუგუნით გამოფხიზლა.
- აუ აი ბოხი ხმაც , აუ შენ არ იცი როგორ მიზიდაავ ! - ჩაიაპარაკა და ღიმილი გაეპარა ხმაზე . - შენ კუნთიანიც იქნები ! - დაასკვნა და დაქალის გამოწვდილ ხელს თავისი დაჰკრა. - რამდენი ვარ და ... მე ისეთ ასაკში ვარ უკვე შემიძლია იმის გაკეთება , რაც მინდა ! - უთხრა და მოსალოდნელ პასუხზე სიცილი წასკდა ბაგეებიდან ხმამაღლა.
- მოიცა სპიკერი გამოვრთო ... - აშკარად აზარტში შევიდა მიშო და მობილურით სიჩუმეში გავიდა. - მაინც რა შეგიძლია აბა ...
- მაგალითად ... პასპორტის "აღება" ... ან ხმის "მიცემა" ... - ღიმილით ჩაილაპარაკა და მანაც გამორთო სპიკერი.
სოფომ წარბები შეკრა და სამზარეულოში გავიდა.
- კაი ტოო , მართლა ? -გაიკვირვა გულრწფელად . - არ მჯერა უნდა დამიმტკიცო ! - ჩაილაპარაკა სერიოზული ტონით და გაოგნებსგან თვალები გაუფართოვდა ყიფშიძეს.
- ახლავე ? - მისდაუნებურად წასცდა , მის ბაგეებს ეს სიტყვები.
- ერთ საათში ! - მისგან განსხვავებით , აშკარად არ დაბნეულა სუბელიანი.
- სოფის სახლთან ! - კარგად იცოდა , მიშოც რომ ხვდებოდა იმას , რომ თუკა ყიფშიძე არ გასულელდებოდა , ამიტომ პირდაპირ მიახალა და მობილური გათიშა.
- რაო პასპორტს ის იღებს თუ შენ ? - სიცილით მიეპარა ზურგიდან და უკან გაიწია , რომ რამე არ მოხვედროდა მუჩელში .
- ხმას , რომ მე ვაძლევ ეგ ზუსტად ვიცი... - აკისკისდა ბოლო ხმაზე და ფეხზე წამოდგა. - ჩემი კაბა , წითელი შენთანაა ხო ? - კითხა და მისი ოთახისკენ წავიდა .
- კი მანდ არის , ოღონდ სად დევს გონზე არ ვარ ... - შესძახა და ფრატუნით მიჰყვა უკან.
- აუუ ... - აბუზღუნდა და აღტაცებულმა წითელი ნაჭერი , რომ დაინახა თავისკენ გამოქაჩა . - მასტერ ! - ჩაილაპარაკა და კაბა სარკესთან მოირგო.
გიჟდება ამ კაბაზე , დაბადების დღეზე აჩუქა წინა წელს დედამ.
მართალია წინა წელს ამას არც კი გაიკავებდა , იმიტომ რომ არ იყო წითლის ჩაცმის ხასიათზე მაგრამ ... ახლა რატომაც არა ?!
კაბა მოკლე და წელზე მომდგარი იყო , წელსქვემოთ გაშლილი და ფრიალა.
ზურგზე ამოღებული და სპორტული ნაჭრისგან შეკერილი.
ოდნავ სქელი ბრეტელები ლამაზად ადგა მხარზე და ბიუსჰალტერის სამხრეებსაც კარგად მალავდა.
ღიმილით დატრიალდა და ფეხზე დაიხედა.
ნამდვილად არ უნდა ეს შავი მაღლები ამ კაბაზე და რა ქნას ?
არა კი ძალიან უხდება მაგრამ ... ის ხომ ცდილობს ლამაზად და თან თავისფულად იყოს ? .
თმა ფრჩხილებით ჩამოივარცხნა და მაკიაჟი ოდნავ შეისწორა.
- ესეც ასე ... - ტუჩები ერთმანეთს გაუსვა და სარკეში ანარეკლს გაუღიმა.
უნებურად ბანკეტის დღე გაახსენდა , დღე როდესაც ყველაფერი დაკარგა.
დღე რომელიც წესით მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო , თუმცა დასამახსოვრებელი ნამდვილად იყო ...


_

ძალიან , ძალიან დიდი მადლობა თქვენ <3 მადლობა იმისთვის , რომ ასე "ადვილად" იტანთ ასე თუ ისე ჩემს ძალიან გაწელილ გამოსწორებას გრამატიკის მხრივ , მადლობა იმისთვის , რომ გიყვარვართ მე და ჩემი ისტორიები ასეთები !
მეც ძალიან მიყვარხართ და დარჩა ერთი თავი ...
მეორე ნაწილი დაპირებისამებრ იქნება , მალე მაგრამ ზუსტად არ ვიცი როდის ...
მაბედნიერებთ ! ველი თვენს აზრს ...


თეთრი ანგელოზი - 3



№1  offline მოდერი sameone crazy girl

დავიშოკე wink wink რა ვთქვა სხვა არ ვიცი ვერ გადმოვცემ მე ემოციებს

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

momwons istoria dzalian da gramatikul shecdomwbs ar vaqcev yuredgebas nu verc vamchnev magram ai mishoze dzaan meshleba nervebi unamuso biwi wavida da exa unda ro yvelaperi isev ise iyos rogorc wasvlamde an tukas ra daemarta cota ironia ar gaachniaa?? :D
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3  offline წევრი სალი-სალი

მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა რომ საუკეთესო ხარ და კიდევ საოცარი :* ძალიან მომწონს<3

 


№4  offline წევრი natia-natia

ძალიანომწონს და იმედია დიდი თავი იქნება

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უუჰ უუუჰ რა იყოო <3 აიიი შოკიი მოკიიი <3 ერთი სიტყვით ვგიჟდები ისეთი მაგარი ხააარ <3

 


№6 სტუმარი A

Anu xval dagvimtavreb pirvel nawils da mere meoreze unda gvawuwuno? Gagibrazdebi.....

 


№7  offline მოდერი bibo

Ra erti nawili Ra's miketeb wavedi bavshvi magattan var DA erti tavio Ara magi Kai saqcielii icode shen shokoladov DA muraba gogov .vgijdebi shenze or I sityvac to iyos shenii naweri sixarulisgan davxtivar kitxvis drops ai iseti car su maxalisebbb DA vkiskis vxitxiteb :D imdeni vicineee cudad gavxdi basvhvi muraba chagakvdebi xelshi DA dagedebi shokolado :p vapren shenzeee Chen guls ra utxari toreee at unda gechxubo ase male to amtavreb .marwyvo aluchav alubalo DA yvelapero kargobav

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent