შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა მაღალ ქუსლებზე –1–


18-02-2016, 18:06
ავტორი sopiko
ნანახია 4 035

[თავი 1]
ტკაც და ბარი დასუფთავებულია!
ტკაც და კარები ღიაა!
ტკაც და მენიუ მიტანილია!
ტკაც და მანტო მხრებზე მოგდებულია!
ფსიქოლოგების აზრით ქალის თვალთახედვიდან ყველაფერი ძალიან რთულადაა! ისინი მაღაზიაში მინერალურ წყალზე ჩასვლასაც კი დიდ ბრძოლად და დილემად მიიჩნევენ!
ალბათ მე იმ 0,1 პროცენტში შევდივარ, განსხვავებული შეხედულებებით და ბუნებით რომ გამოირჩევიან. უფრო სწორად განსხვავებული კი არა, არაჩვეულებრივი! პირიქით, გამიხარდებოდა ცხოვრება ბრძოლა რომ იყოს! ომი ყველასა და ყველაფრის წინაამღდეგ!
სამწუხაროდ ბრძოლის მიზეზი ჯერ არ მომცემია! თუ სწავლასა და ბიზნესის აწყობას გამოვრიცხავთ, რაღა თქმა უნდა!
ბიზნესი, იცოცხლეთ! მართალია ბიძაჩემი მეუბნებოდა, მოდი, ამხელა კომპანიაში ადგილს როგორ ვერ გამოგინახავო. ოფისიც კი გააკეთა ჩემთვის, მაგრამ დახმარებაზე უარი ვუთხარი. მინდოდა დასაწყისიც მე ვყოფილიყავი და დასასრულიც! ოცნებები ჩემით ამესრულებინა. ამისთვის კი მთელი ზაფხული წიგნებს თავი დავაკალი და სრული დაფინანსებაც მოვიპოვე. თბილისში ერთოთახიანი ბინა მქონდა, სწავლაში ფულს მე არ ვიხდიდი. მუშაობით კი ვმუშაობდი კონსულტანტად. ბიძა პროდუქტებით ხშირად მამარაგებდა. მშობლების ავტოავარიაში გარდაცვალების შემდეგ გვერდიდან არ მომშორებია. მერე მიხვდა, რომ დამოუკიდებლობას უნდა მივჩვეოდი და სახლი მიყიდა. ოთხი წლის განმავლობაში აღებული ხელფასის დიდი ნაწილისთვის კაპიკი არ მომიკლია. ჩემი დანაზოგი საიმედოდ ინახებოდა ბანკში და მისი დაკარგვის საშიშროებაც არ იყო.
უნივერსიტეტი დავამთავრე თუ არა, მიღებული ცოდნის გამოყენება ბუღალტრად მუშაობაში ვცადე. ორი წლის შემდეგ კი პატარა ფართი შევიძინე კაფე–ბარის გასახსენელად. ერთი წელი გავიდა თუ არა, მიღებული მოგებით მეორე ოთახიც მოვაშენე. ასე ნელ–ნელა ვფართოვდებოდი და ქვეყანა უკვე ჩემად მიმაჩნდა.
კაფე ''მირაბელა'' დღითიდღე წინ მიიწევდა. მე უკვე შემეძლო ცხოვრებით გამეხარა და ბიძის ხარჯზეც აღარ ვყოფილიყავი. დღიური შემოსავალი სრულიად მყოფნიდა და მართლაც მეგონა, რომ ჩემს ტაშის დაკვრაზე ტრიალებდა დედამიწა.
და აი, მე ისევ ჩემს კაბინეტში ვზივარ და ანგარიში კომპიუტერში შემაქვს. ღიმილით ვადევნებ თვალს ეკრანს, არასწორი რიცხვი რომ არ გამეპაროს. ხუმრობა ხომ არაა?! ერთი შეცდომა დიდ პრობლემებს აღმიმართავს წინ. ეს კი არ მაწყობს!
კარზე კაკუნი ყურადღების სხვა საგანზე გადატანას მოითხოვს. თავს ვწევ და შემოსვლის უფლებას ვიძლევი.
ოთახში დინა შემოდის, ჩემი მარჯვენა... თუ არა, მარცხენა ხელი! მე ხომ ცაცია ვარ!
–ბელა, მგონი შენი დახმარება მჭირდება!–შუბლშეკრული ამბობს ის და საქაღალდეს ხელებში ბღუჯავს.
–ნუთუ ასე რთულადაა საქმე? ამ თვეში პირველად შემოდიხარ ჩემს კაბინეტში ასეთი წინადადებით.–მისი შეშფოთებული სახე ღიმილს მგვრის.–შენ დამშვიდდი და ისე მიპასუხე, კიდევ ვის სჭირდება დამშვიდება?
–ასეთი წინადადებით ბოლო ერთ თვეში კი არა, საერთო არ შემოვსულვარ. ვიღაც კაცია, არაფერი არ შეუკვეთავს, თუმცა ნასვამია. მთლად გალეშილი არაა, მაგრამ რაღაც... მოკლედ შენს ნახვას ითხოვს! უფრო სწორად უფროსის, თუმცა მისი აზრით ეს უფროსი თაია ვაშაკიძეა.–დაბნეული მიამბობს დინა და თან ტუჩს იწვალებს.
–ვიღაც უფროსობაში მეცილება?–ღიმილით ვკითხულობ, ფეხზე ვდგები და ხავსისფერ, მოკლე კაბას დაბლა ვქაჩავ.–წავიდეთ! ერთი ვნახო, ვინ შეგაშფოთა ასე...
მაღალ ქუსლებზე შემდგარი დერეფანში მივბაკუნობ და თან კედლებზე ჩამოკიდულ ფოტოებს ვაკვირდები. არა, გემოვნებას არ ვუჩივი! ბებიაჩემი, ლიდია იყო ჩამოსული სოფლიდან და აქაურობა რომ დაათვალიერა, მითხრა, შენსავით კოხტა და დიდებულია ეს კაფეო. ამ შემთხვევაში სრულიად ვეთანხმები მას.
–აი, კუთხეში, ბართან რომ შაგვგვრემანი მამაკაცი დგას, მაგაზე გელაპარაკებოდით.–ჩურჩულებს დინა და მეც გეზს იქითკენ ვიღებ.
–საღამო მშვიდობისა! რით გემსახუროთ?–თავდაპირველად ზრდილობიან ფორმას არ ვღალატობ. მართალია საქმეს მომაცდინა, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე.
მამაკაცი თავს ჩემკენ ატრიალებს და პირქუშ მზერას მისწორებს. თითქოს გასაყიდი მონა იყოს, ისე ვათვალიერებ მის თითოეულ ნაკვთს და გულში კოჭლ ათიანს ვუწერ. ერთი გამიღიმოს და უმაღლეს ნიშანს წელშიც გავმართავ.
–ჰა? რა მითხარი?–ყურზე ხელს ისე იფარებს ის, ვითომ ვერ გაიგონა წუთის წინ ნათქვამი.
–სმენასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა თუ გაქვთ, შემიძლია დამხმარე პერსონალს გამოვუძახო.–ვხვდები, რომ წინ სასიამოვნო საუბარი არ მელის და სერიოზულ სახეს ვიღებ.
–მე არ ვიცი, მაგრამ გონს თუ არ მოხვალ, შენ გაგიჩნდება უამრავი პრობლემა!–კბილებში ცრის მამაკაცი და სასმელს აჩერდება.
–უკაცრავად! მეჩვენება თუ მუქარას აქვს ადგილი?–შიშის ნატამალიც არ მეტყობა. მეტიც არ მინდა აქ მსხდომების თვალწინ თავი დავიმცირო და პერსონალის თვალშიც დავდაბლდე.
–თაია, სახელის გამოცვლა ასეთი აუცილებელი იყო?–განსაკუთრებით სახელს გამოკვეთს და ცინიკურად იცინის.
–არ მესმის რაზე მელაპარაკებით!–მოკლედ ვუჭრი და მაღალ ჭიქას ხელიდან ვაცლი.–ახლა წადით, გამიფხიზლდით, თორემ აღარც თაია ვიქნები და აღარც ბელა. მე მოცლილი კი არ ვარ!
მამაკაცი გამხეცებული დგება ფეხზე და მკლავზე ხელს მავლებს. მერე თითქოს გონს მოვიდაო, უკან რამდენიმე ნაბიჯს დგავს, თუმცა ირონიულ ღიმილს მაინც არ იშორებს.
–მთლად რომ გარდაიქმნა, მე მაინც ვერსად გამექცევი! იმას მიიღებ, რაც დაიმსახურე!–ავისმომასწავებლად ჟღერს მისი სიტყვები. სანამ გვერდით ჩამივლიდეს, მისი ჭია რომ არ გავახარო, მაინც ვიღიმი. კაფიდან გადის თუ არა, კლიენტებს ბოდიშს ვუხდი, ლოყებაფაკლული დინას ხელს ვუქნევ და მასთან ერთად კაბინეტისკენ მივემართები.
***
სკამზე ხასიათგაფუჭებული ვეშვები და შუბლზე ხელს ვისმევ. ვინ იყო ეს გადარეული? ან ჩემგან რა უნდოდა? თაიასა და ბელას შორის მგონი დიდი განსხვავებაა, მხოლოდ ერთი ასოა საერთო, მეტი ხომ არა?! ალბათ მართლა ჰგონია, რომ ბელა ბრეგვაძე შეაშინა და ახლა შემდგომი თავდასხმისთვის ემზადება, მაგრამ მაინც... რა მიზეზით გამომიცხადა ბრძოლა?
ბრძოლა? აჰამ, მე ხომ ეს მინდოდა! ...თუმცა სჯობდა მისნაირი სიმპათიური მამაკაცი ჩემთან ღიმილით მოსულიყო და ალერსიანი სიტყვებით დავეჯილდოვებინე. აბა, ასეთი ბიჭის გაშვება რომ მიწევს ხელიდან, კარგია?!
–რა გითხრა, ბელა?–თვალებში კითხვის ნიშნები უდგას დინას. მართალია ეს გოგო! ამდენი ხანია აქ დგას და მომჩერებია! მე ხომ მაინც ვიცი მისი ცნობისმოყვარეობის ამბავი!
–ფსიქოპატი იყო ვიღაცა!–უკმაყოფილო იერით ვიქნევ ყორნისფერ თმებს და ზურგზე ვიყრი.–რომ მელაპარაკებოდა, მეგონა ყელს მღადრავდა!
–ისე ეგ მეც შევატყვე!–მეთანხმება ის და სკამზე მოურიდებლად ჯდება.–შენი... უფრო სწორად თაიას სახელი რომ ახსენა, კინაღამ მეც დავიჯერე, რომ ვიღაც მანიაკი იყავი სახელშეცვლილი.
–შენ კი არა, ჩემო დინა, მეც გონებაში მიტრიალებს მისი სიტყვები. რა გასაკვირია! ისეთი მზერა აქვს, თუ მოინდომებს ბედნიერ ადამიანს საფეთქელზე პისტოლეტის ლულას მოგაბჯენინებს.–ცალყბად მეცინება და დინას თვალს ვარიდებ. ბოლოს ასე გულწრფელად როდის ''ვიჭორავე'' მასთან, აღარც მახსოვს.
–მარტო მზერა?–წითლდება დინა და თავს ხრის.–ისეთი... ისეთია, რომ...
–მე რას მიხსნი? იქ არ ვიყავი? უემოციო არ ვარ, მაგრამ კაცისთვის თავი არასდროს დამიხრია, რაც არ უნდა მომწონებოდა. ახლა დანახვისთანავე მოვიხიბლე და გულში იმას ვნატრობ, თავისი მუქარა შეასრულოს.–ფხუკუნით ვამბობ და ჩვენი საუბრის ეპიზოდს მოადგილეს ვუხატავ.
–იქნებ მართლა ფსიქოპატია?–ეჭვდება ის.
–დამიჯერე, ჩემს სიგიჟეს მისი შეშლილობა ვერ ჩააცხრობს. ამ ღამით დამაძინებელი აბების დალევა მომიწევს.–წარბს მარლა ვწევ და მხებში ვიშლები.–შენ საქმე არ გაქვს? დღეს პარანოიკების დღე გვაქვს! კლიენტებს მიხედე!
შეფუცხუნებული დინა ოთახიდან გადის, ჩემს ფიქრებში ფსიქოპატი შემოდის.
არა, ისეთი დაკუნთული მხარ–ბეჭი არ ჰქონია, როგორზეც მაფანატებს, მაგრამ როგორი იყო? მაღალი, გამხდარი, თვალებზე ლაპარაკი აღარ მაქვს... ან ის შავი თმა როგორ ეფინა თავზე... სტოპ! როდის აქეთ გაკვირვებს ვინმეს აღნაგობ–გარეგნობა, ბელა? შენზე უკეთესი გინახავს ვინმე? არა! ხოდა...
ნუ, მის მოვარდისფრო ბაგეებსაც არა უშავდა...
მგონი სჯობს სახლში წავიდე და ის უჯრა გამოვაღო, დამაძინებელი აბები რომ მეგულება. ხუმრობით კი არ მითქვამს ეს დინასთვის.
ბარმენს ბარმენის ადგილს ვუჩენ, დინას პოსტზე ვაყენებ, ოფიციანტებს სათითაოდ ვაფრთხილებ, რომ მკაცრი უფროსი ჰყავთ და შეცდომა არ ეპატიებათ, მერე კი ტაქსს ვაჩერებ და ღიღინით ვჯდები უკანა სავარძელზე.
–იარეთ და გეტყვით!–ხელს ვუქნევ ხანშიშესულ მძღოლს და ფანჯარას ვწევ.
ესე იგი ის ფსიქოპატიც ამ კარიდან შევიდა კაფეში, მეც ამ კარიდან გამოვედი! რა საინტერესოა, არა?! ნამდვილად! ასეთ დასკვნას ვერავინ გამოიტანდა!
–ქალბატონო, საით?–გზას თვალს არ აშორებს, ისე მეკითხება საჭესთან მჯდომი.
–ხომ გითხარით, იარეთ და გეტყვით_მეთქი?–თვალებს ვქაჩავ და სკამზე წრიალს ვიწყებ.
–უკვე ამ ქუჩიდან გავედით და ხომ უნდა ვიცოდე, საით გავუხვიო?–უკმაყოფილებაში არც მძღოლი მრჩება.
''რაიო''? ქუჩიდან გავედითო? აბები აღარ მესაჭიროება! წუთის წინ კაფესთან ვიყავით და ჩამეძინა თუ...? თუ ისევ იმ შეშლილზე ვფიქრობდი? სად არის, ვისთან არის, ვის ეხუტება, როგორ ეხუტება, ჩემგან რა უნდოდა, ვინ ვგონივარ... და მგონი უკვე სხვის პირად ცხოვრებაში შევიჭერი... მაგრამ ისიც რომ შემოიჭრა? ამით მომანიჭა პრივილეგია მის ცხოვრებაში შეჭრის.
ჩემი არგუმენტით კმაყოფილი მოუთმენელ მძღოლს მისამართს ვკარნახობ და ფეხს ფეხზე გარინდებული ვიდებ. ნეტავ, ვის ჩაეხუტება ჩემზე ლამაზს და გენიოსს? აუცილებლად თაია უნდა ვყოფილიყავი, ადამიანურად რომ დამლაპარაკებოდა? ...თუმცა თაია რომ ვეგონე, იმიტომ არ მელაპარაკებოდა ისე, როგორც ცივილიზებური ადამიანები ლაპარაკობენ.
–მოვედით, ბიძია!–ეს სიტყვებია და მანქანა ისე მოულოდნელად ჩერდება, რომ თავს სავარძელს ვარტყამ.
მაშინ ქალბატონო ვიყავი, ახლა ძმიშვილად მაღიარა?
არა, ბიძია! მე ჩემს ნათესაობაში გამოუცდელ მძღოლს ვერ მივიღებ!
–აი, ეს თქვენ!–ფულს ვუწვდი და მანქანიდან გადავდივარ. პირველ სართულზე წამში ავრბივარ და გასაღებს საკეტში ვატრიალებ. კარი იღება და მე უკვე სახლში ვარ.
სახლში კი რაღაც რიგზე არ არის! შუქს ვანთებ და იმ თვალებს ვაწყდები, სულ ნახევარი საათის წინ მე და დინა რომ მის ავ–კარგს ვარჩევდით.

^^^
თვითონაც არ მჯერა, რომ ვერ მოვითმინე და ისევ თქვენთან ვარ!
ძალიან, ძალიან მომენატრეთ თქვენც და თქვენი თბილი კომენტარებიც.
კიდევ ერთი სახალისო ისტორია, კვლავ ''მოჯიკავე'' პერსონაჟები და მავნე თვისებებს ამოფარებული გრძნობები. სხვა ისტორიებისგან განსხვავებით ეს სულ ''სხვა'' სიუჟეტს და მოვლენებს მოიცავს... ცოტა საშიშს და მეტად ინტრიგნულს!
ველი შეფასებებს... დადებითს და უარყოფითს... მაგრამ უკვე იცით, რომ შემდეგი თავის ზომა და დაშორება ორ თავს შორის ამაზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ დიდი სტიმულია!
უყვარხართ სოფოს! უყვარხართ და უუუყვარხართ!
პ.ს. ესეც ჩვენი ბელა!
ბრძოლა მაღალ ქუსლებზე –1–



№1  offline წევრი Firefly

როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ!
გელიი მოუთმენლად
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი teddy))

Sheeni nichis gaumjobeseba yovel istoriashi igrdznoba dzaalian momewona personajebic dzalian mxiarulebi arian da me zustad egetyi shashishi istoriebi miyvars velodebi shemdegs :D mtavari gmiri bela dzalian sayvarelia :* misi marjvena ara da marcxena xelic kargi gogoa :* ai chveni mtavari gmiri kiii ai gulli migrdznobs rom... :D

 


№3  offline მოდერი bibo

Ux ux vgijdebi vapren ai saswauli xar shen gogonii :* :*uf iseti bomba iyo ar minda me biskviwo dasasruli da ra vqna vax ise momewonaa ver gavimete da mindoda didze didze didize didze didi tavii.tkbilo tbilo muraba rafaelov vgijdebi vapren shenze

 


№4 სტუმარი A

Shen chveni sayvareli sopochka ar xar? Ukve momenatre sayvarelo da rogorcki sheni saxeli davinaxe kitxva daviwye mashinve. Istoria saintereso da damaitrigeblad kargia. Male veli axal upro did tavs. Gkocni....

 


№5  offline წევრი difference

მომეწონა ძალიან საინტერესოდ დაიწყო

 


№6 სტუმარი Black

Magari gogo xar chveno sopiko,puqtualurobaze xom arapers vityvi,kargi istoriaa da velodebi shemdeg tavs;)<3

 


№7  offline მოდერი sopiko

Firefly
როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ!
გელიი მოუთმენლად

teddy))
Sheeni nichis gaumjobeseba yovel istoriashi igrdznoba dzaalian momewona personajebic dzalian mxiarulebi arian da me zustad egetyi shashishi istoriebi miyvars velodebi shemdegs :D mtavari gmiri bela dzalian sayvarelia :* misi marjvena ara da marcxena xelic kargi gogoa :* ai chveni mtavari gmiri kiii ai gulli migrdznobs rom... :D

bibo
Ux ux vgijdebi vapren ai saswauli xar shen gogonii :* :*uf iseti bomba iyo ar minda me biskviwo dasasruli da ra vqna vax ise momewonaa ver gavimete da mindoda didze didze didize didze didi tavii.tkbilo tbilo muraba rafaelov vgijdebi vapren shenze

SEREBRO
Rogor gamixardi sakvareloo kargia momewona velodebi shemdeg tavs.

A
Shen chveni sayvareli sopochka ar xar? Ukve momenatre sayvarelo da rogorcki sheni saxeli davinaxe kitxva daviwye mashinve. Istoria saintereso da damaitrigeblad kargia. Male veli axal upro did tavs. Gkocni....

difference
მომეწონა ძალიან საინტერესოდ დაიწყო

Black
Magari gogo xar chveno sopiko,puqtualurobaze xom arapers vityvi,kargi istoriaa da velodebi shemdeg tavs;)<3

დიდი, დიდი მადლობა! request შემდეგი თავი უკვე დავდე და მოდერიზაციას გადის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent