შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარდი და რა ვქნა? თავი №3


18-02-2016, 21:37
ავტორი Tox IKo))
ნანახია 2 284

უკანა ეზოში გავედით, ნიკამ კედელს ნაზად ამაყუდა და...
ჟრუანტელმა დამიარა, სიცხემ ამიწია, გულის ცემამ აუჩქარა, ცუდად გავხდი!..
ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ნაზად მიუახლოვდნენ, ნიკამ ხელები შემომხვია და მაკოცაა!.. მეგონა რომ მოვკვდი და სამოთხეში მოვხვდი!.. ბოლოს გავაანალიზე რაც ხდებოდა, ნიკა მოვიშორე და სახეში მსუბუქად გავარტყი.
-რას შვებიი?! (მე)
-ტასო... ბოდიში! მაპატიე, გთხოვ... არ მინდოდა! გეხვეწები, ცუდად არ გამიგოო! მე შენ არასდროს არაფერს დაგიშავებ... მაპატიებ? (ნიკა)
-რატო მაკოცე? რა გჭირს? ეს საერთოდ რა იყო?! (მე)
-მაპატიე, გთხოვ! (ნიკა)
-... კაი, კაიი დაიკიდე... არაფერი მომხდარა! (მე)
არაფრის თქმა არ დავაცადე, კლასში ავირბინე...
ტუჩებზე თითი ნაზად მოვისვი და იმ კოცნაზე ფიქრი გავაგრძელე.
სიმართლე გითხრათ ჩემი პირველი კოცნა იყო... არ ვარ ბიჭებით დაინტერესებული, მაგრამ პირველი კოცნა ზუსტად იმან წამართვა ვინც მომწონს! ფუუ!! რა მომწონს?!
იმ დღის შემდეგ ერთი კვირა არ მივლია სკოლაში. სულ ოთახში ვიჯექი, მუსიკებს ვუსმენდი და ნიკაზე ვფიქრობდი... ნეტა საერთოდ რატო შევხვდი? რატო გადამარჩინა? ან რატო მაკოცა? დავიჯერო მოვეწონე? მე ვთვლიდი, რომ სიყვარულს მერეც მოვასწრებდი რაა... მაგრამ მგონი მიყვარდებოდა... რა დავაშავე?...
ერთ საღამოს ფანჯარასთან მჯდომმა მობილურს დავხედე და თვალები გამიფართოვდა:
-40 გამოტოვებული ზარიი?! (მე)
ნიკას ნომერი იყო!
-აუუ რა გინდა „ბავშვო“? შემეშვი რაა! (მე)
ჩემთვის ვთქვი და მობილური საწოლზე მოვისროლე. ნიკაზე ფიქრში გავატარე ეს ერთი კვირაც. არც მიმეცადინია, მეგობრებისთვისაც არ დამირეკია, ვერ ვაზროვნებდი, თავს უცნაურად ვგრძნობდი...
ბოლოს გადავწყვიტე!
-უკვე 06:00-ია... დღეს სკოლაში წავალ!.. (მე)
რაღაცეები გადავიკითხე, ერთი-ორი წინადადება დავწერე და ჩანთა ჩავალაგე. მოვწესრიგდი, რა ჩავიცვი არ მახსოვს... ჩანთა მოვიკიდე, ყურსასმენები გავიკეთე და გიოს მანქანა დავძარი...
#სკოლაში
როგორც კი სკოლაში მივედი ყველა მე მომვარდა!
-რა იყო? რატო არ დადიოდი? (ნათია)
-ჩემს ზარებს არ პასუხობდი... რატოო?? (თორნიკე)
-რა მოგივიდაა გოგოო? რატო არ დადიოდიი? (ალექსანდრა)
-რა მოხდა? რა გჭირს? რამდენი სმს გამოგიგზავნე... (სოფი)
-რა მოგივიდა ტოო?? (ალექსანდრე)
-დააცადეთ! თქვას! (იკა)
-მადლობა იკა! არაფერი მომხდარაა რაა... დაიკიდეთ... (მე)
-რა დავიკიდოთ? რატო არ დადიოდიი?! (სოფი)
-ნერვოზი მქონდა:) (გავიღიმე)
ადგილი დავიკავე. ვეღარ მოვითმინე, წამოვხტი და გარეთ გავარდი... შურის ძიება არ მასვენებდა... მინდოდა რომ ნატა მომეკლა. თმებში მწვდა... ჰაჰ! ამას შევარჩენდი?!
უკანა ეზოში გავედი და დავინახე როგორ „აბამდა“ ნატა ვიღაც უცხო ბიჭს.
-ეხლა ვიხალისებ... (ეშმაკურად გავიღიმე)
ყველაფერი დავგეგმე და ნატას მივუახლოვდი. მის გვერდით მდგომ ბიჭთან მივედი და ატირებული ხმით ვუთხარი:
-ამაში გამცვალეე?! როგორ გაბედე?! გუშინ სიყვარულს მეფიცებოდი ეხლა ამ ძუ*ნას ეხუტებიი?! ამას ვერ ავიტან... (მე)
ცრემლები წამსკდა (აფერისტი მე)! ეს რომ ნატამ გაიგო იმ ბიჭს მაგრად გაარტყა. მე კი ნატას მივაძახე:
-კიდევ ამას ურტყამ? იცოდი რო ჩემი ბიჭი იყოო ჰოო?! იფიქრე წავართმევო?! ეხლა შენი იყოს!
ეს ვუთხარი და ნატას მუშტი ვხიე! იმ ბიჭს მივუახლოვდი და ჩუმად ვუთხარი:
-ამას არასდროს გაპატიებ! (მე)
-რაა? რაა?... (ის ბიჭი - ზურა)
-ხმას ნუ იღებ!! (მე და ნატა)
ერთად შევძახეთ და ზურგი შევაქციეთ იმ ბიჭს.
გზას ერთად გავუდექით, ბოლოს გამოვცოცხლდით და ერთმანეთს ჩხუბი დავუწყეთ:
-ვინ თქვა რო შენი ბიჭი იყოო? (ნატა)
-ჩემიი იყოო-თქოო!! (მე)
ახლა მე ვწვდი თმებში და სულ სახეში ვურტყი...
იმ დღეს ყველაზე მაგრად გავერთე! ნატა დირექტორთან ავიდა, ყველაფერი მოახსენა პატივცემულს. დამიბარეს დირექტორის კაბინეტში. არ შემშინებია! წყნარად, ცინიკური გამომეტყველებით შევედი და დირექტორს მივესალმე.
დირექტორი კარგად იცნობდა ჩემს ოჯახს და იცოდა, რომ მე ტყუილად არავის ხელს არ დავაკარებდი. კარგად მიცნობდა მეც, დედასაც და ჩემს მამასაც. ისიც კი იცოდა ნატა რა გველი ადამიანი იყო. ჩემთვის განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. ზოგადად ჩვენ გვითხრა ერთი-ორი შენიშვნა და გამოგვიშვა. ნატა ტიროდა მე კიდე იმდენს ვიცინოდი, ზოგს გიჟი ვეგონე. მთელი გაკვეთილები ამაზე მეცინებოდა.
ბოლო გაკვეთილიც დასრულდა, როგორც იქნა! კლასიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ ნიკამ არ დამაცადა.
-ტასო... არ მაპატიე? (ნიკა)
-აამ... კი, კიი... (მე)
-გთხოოვ რაა!.. არ მინდა რომ მაგის გამო შემიძულო... (ნიკა)
-არა რას ამბობ? არასდროს შემძულდები, უბრალოდ მოულოდნელი იყო... (მე)
-ვიციი, ვიციი... (ნიკა)
არაფერი მითქვამს, წასვლა დავაპირე, მაგრამ ხელზე ნაზად შემეხო და ისევ უკანა ეზოში გამიყვანა. უკვე არ ვიცოდი რა მეფიქრა. გავედით თუ არა კედელს აეყუდა, ჩაიკუზა და კინაღამ ატირდა...
-არაა, არაა... რას შვები? რა მოგივიდაა? (მე)
-მგონი გრძნობა მიჩნდება! ტასოო! 2 კვირაა მგონი რაც გიცნობ, მაგრამ მომეწონე! რო გადაგარჩინე, იმ დღეს შემიყვარდი... ნეტა არ მენახე საერთოდ... იმ დღის მერე ვიტანჯები, მაგრამ ეხლა გითხარი და მეშინია... (ნიკა)
-რისიი? (მე)
-შენი რეაქციის... (ნიკა)
-ვაიმე... მმ... ნიკა... (მე)
-არა! არაფერი მითხრა...
თქვა და გაიქცა... მე გაშეშებული ვიდექი და ვერ ვინძრეოდი... გამოშტერებული შევცქეროდი ცას და ვიღიმოდი... ბიჭი, რომელიც მომეწონა სიყვარულში გამომიტყდა... გაოცებული, გოგოებმა გამომაცოცხლეს...
-დროზე! დავეთხოვოთ მასწავლებელს! სასწრაფოდ! ჩემთან სახლში! (მე)
-რაა? რატო? (ალექსანდრა)
-დროოზეე!! (მე)
-კაი, კაიი... (ალექსანდრა)
-მე მოველაპარაკები, თქვენ მანქანაში დამელოდეთ. (ნათია)
-კაი, მიდი მალე... (სოფი)
ნათია დამრიგებელს მოელაპარაკა, სკოლიდან გამოვარდა და ჩემი სახლისკენ დავიძარით.
შევედით თუ არა დავაჯინე გოგოები მისაღებში და მოყოლა დავიწყე:
-დღეს სიყვარულში გამომიტყდა... (თავი ჩავხარე)
-რააა?! (პირი დააღო ნათიამ)
-აუუ მაგალიაა... (ალექსანდრა)
-მერე, მერე?? (სოფი)
-რა მერე? გრძნობა გამიჩნდაო... მეც მიყვარს მგონი... (მე)
-საყვარელოო... (ალექსანდრა)
-რა საყვარელოო?.. არც ვიცი მიყვარს თუ არა... (მე)
-გიყვარს აბაა რაა... (სოფი)
-ნუ იქნები ოპტიმისტი!.. არ ვიცი-თქო!.. (მე)
-მე კიდე ზუსტად ვიცი რო გიყვარს! (ნათია)
-ნუ მიწვავთ სულს! რა ვქნა? მეც ვუთხრა რო მიყვარს? მოიცა! მოიცა! წესიერად არც ვიცნობ! ვაიმეე რა გავაკეთო? ერთი ნახვით შემიყვარდა, მგონი!.. არ ვიცი! არ ვიცი... (მე)
-ერთი წამით! ჩამოყალიბდი ტასო! (სოფი)
-აუ! არ ვიცი! მოკლედ მიყვარს!.. არა, არა! შანსი არაა! არ ვიცნობ ფაქტიურად! მის შესახებ არაფერი ვიცი... ძალიან ცუდად ვარ!.. (მე)
-კაი ტასო კარგად იქნება ყველაფერი... ეგრე ცუდადაც არაა საქმე... მას უყვარხარ! შენ გიყვარს! გამოუტყდი შენც! (ალექსანდრა)
-კაი გოგო, არაა დარწმუნებული... (ნათია)
-ერთი წამით გავალ... ეხლავე, მოიცადეთ... (მე)
სააბაზანოში გავედი და ცივი წყალი შევისხი, ტირილი ვერ შევიკავე... კარები ჩავკეტე და ცრემლების ღვრა დავიწყე.
უკვე დაღამდა.
#02:50
გოგოები გავაცილე... მობილურს დავხედე. დავაპირე, რომ ნიკასთვის დამერეკაა...
-დავრეკოო?! ჰმმ?! დავრეკავ და ვსო! (მე)
დავრეკე და პასუხს ლოდინი დავუწყე. გული სწრაფად მიცემდა...
-ალოო... (ნიკა)
-ნიკა იმ კაფეში შევხვდეთ... (მე)
-ტასოო? (ნიკა)
-სასწრაფოაა ნიკა! (მე)
-კაი მოვდივარ... (ნიკა)
თვალის დახამხამებაში ჩავიცვი და მანქანის გასაღებს ძებნა დავუწყე:
-აუ სად არიის? აი! (მე)
გასაღები ავიღე და მანქანაში ჩავჯექი...
#კაფეში
ცოტა შემაგვიანდა, იქ რომ შევედი ნიკა უკვე მელოდებოდა...
-ბოდიში დამაგვიანდა! (მე)
-არაუშავს (თავი ჩახარა) რა იყო? რისთვის დამიბარე? (ნიკა)
-მეც! (მე)
-??
-მეეც! მგონი მეც გამიჩნდა გრძნობა!.. (ახლა მე ჩავხარე თავი)
მას გაეღიმა, თბილი ხელი ნიკაპზე მომადო და თვალებში ჩამხედა.
-მართლა? (ნიკა)
-ჰმმ... (მე)
მოწყენილი სახით გავხედე... ბოლოს გასეირნება შემომთავაზა, მეც დავთანხმდი...
წელზე ხელი შემომხვია, მომიახლოვდა და თუჩები ყელთან მომიახლოვა... კინაღამ გული წამივიდა... გაეღიმა, თოთქოს შეატყო რომ ცოტა შემეშინდა... მაგრამ ისეთ სითბოს ვგრძნობდი, კინაღამ... არ ვიცი! როდესაც ეღიმებოდა, თავიდან მიყვარდებოდა! ისეთი თბილი და საყვარელი ღიმილი ჰქონდა, მეც ვთბებოდი... მთელი ღამე ვსეირნობდით, ერთმანეთი უფრო კარგად გავიცანით, ერთმანეთზე ყველაფერი მოვყევით... დავრწმუნდი, რომ გრძნობა გამიჩნდა! ნიკამ იმდენი მაცინაა! სასაცილო რაღაცეებს მეუბნებოდა, უამრავი რამ მომიყვა. ბოლოს სკამზე ჩამოვჯექით...
-ძალიან საყვარელი ხარ... (მე)
-შენ ვისზე რას ამბობ!.. (სხვა გაგებით მითხრა ნიკამ)
გამეცინა... ბოლო გამოვცოცხლდი...
-წავედი ნიკა... უკვე 05:40ია... (მე)
-კაიი... (მოიწყინა ნიკამ)
-არ მოიწყინოო. ხვალ სკოლაში გნახავ^^ (მე)
-კაიი. კარგაად^^ (ნიკა)
მანქანაში ჩავჯექი და ბედნიერმა დავძარი, ალექსანდრამ დამირეკა:
-გოგო სად ხაარ? რატო გქონდა გათიშულიი? (ალექსანდრა)
-მოგიყვები, სად ხარ? (მე)
-ჩემთან ვართ მე, ნათია და სოფი. მოდიი დროზე და მოყევი (ალექსნდრა)
მითხრა და გამითიშა... მხიარული მუსიკები ბოლო ხმაზე ჩავრთე და ბედნიერი, სიმღერ-სიმღერით მივადექი ალექსანდრას სახლს. კარი ღია იყო... მეორე სართულზე ავირბინე და ალექსანდრას ოთახის კარები შევაღე.
-მოყევი დროზე! (ერთხმად შემომძახეს გოგოებმა)
-მე კარგად ვარრ^^ სხვა რა ხდებაა? (ჩამეცინა)
-გოოგოო მაგის დროააა? მიდი მოყევი, გთხოოვ! (სოფი)
-მოკლედ კაფეში შევედით და მეც ვუთხარი! (მე)
-Wow! (ნათია)
-მერე სასეირნოთ გავედით... წელზე ხელი შემომხვია... (მე)
-აუ! ლა მაგალიაა... (ალექსანდრა)
-ისეთ მაგარ ხასიათზეე ვარ! დაითრიეთ თქვენი მანქანები და ვიგონკაოოოთ! (მე)
-აუ კიი! რამდენი ხანია არ გვიგონკავიაა! (სოფი)
-ავახვიეთ ჰე! (ნათია)
-მაგაარიაა! (ალექსანდრა)
მანქანებში ჩავსხედით დაა ...
იმდენი „ვიგონკავეთ“!.. მაგარი იყოო ძააან! მუსიკები ბოლო ხმაზე!.. მე მოვიგეე! ისეთი ბედნიერიერი ვიყავიი! ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! უკვე ძალიან დავიღალე... ჩემთან წავედით და იქ ჩაგვეძინა...
მგონი ოცი წუთი მეძინა! მაღვიძარამ დარეკა...
-ფუ შენი დედა ვატირე! (ნათია)
-აუ! რა წავაა სკოლაში?! (სოფი)
-ეჰ! ადექით, ადექით... (ალექსანდრა)
-მე წავაააალ! დროზე ჰეე! (ბედნიერი ხმით წამოვიყვირე)
-სენ ლაოო ჰაა? (ჩაეცინა ნათიას)
-ჰმ.. ამას ნიკა ელოდება... (გაიკრიჭა ალექსანდრა)
-ჰოოომ^^ (მე)
-რა საყვარელი ხარრ, შეყვარებულიი! (სოფიი)
-წავედით! წავედით... (მე)
მოვწესრიგდით... მე ჩავიცვი დაგლეჯილი თეთრი შორტი, ღია ნაცრისფერი მაისური და თეთრი შემოსაცმელი, ასევე ნაცრისფერი კედები. გოგოებიც მსგავსად გამოეწყვნენ... გიოს მანქანაში ჩავსხედით და სკოლისაკეენ ჰერიი ჰერიიი! კლასში დიდი ამბით შევედით, ვიცინოდით, მაგარ ხასიათზე ვიყავით. იმ დღეს ყველა ჩვენ გვიყურებდა... მთელი დღე კარგ გუნებაზე ვიყავით... დამსახურებული ნიშნებიც მივიღეთ. დიდ შესვენებაზე დერეფანში გავედით მე და სოფი.
-ნიკამ დღეს რაოო? (სოფი)
-ისეთი არაფერიი^^ (მე)
ამ დროს ვიღაცამ თვალებზე ხელები ამაფარაა.
-აბაა ვინ ვაარ? (ნიკა)
-ჩემი ბიჭიი! (მე)
-საიდან ამდენი სითბო? (სოფი)
ისე თქვა თითქოს არაფერი იცოდაო... მაგარი დაქალი მყავს რაა! მთელ სკოლაზე დავიყვირეე:
-ერთაად ვააართ! (მე)
-აბაა! (ნიკა)
ეს ყველაფერი გაიგეს ნატამ, ეთუკამ და ლიკამ. გამწარებულებიი და გაწბილებულები იდგნენ, ადგილზე გამშრალი ნატა გამოცოცხლდა და გამწარებული მოწყდა ადგილს, თავისი ძროხებიც გაიყოლა...
-მიყვარხარ სოფიი! (მე)
-მეეც^^ (ეშმაკურად გამიღიმა სოფიმ)
დღემ ისე კარგად ჩაიარააა!..
.......

აბა შემიფასეთ. გავაგრძელო? მირჩიეთ რამე... რა ჩავხლართო?



№1  offline წევრი cancara

აი მომწონს კაი და ნუ აგვიანებ რა

 


№2 სტუმარი A

Kai iyo momewona. Chemi azrit zedmeti chaxlartva araa sachiro cota cota akamate aechviane achxube da shearige ragac originalurad da damagvirgvineblad.....

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargia dzaliann ki gaagrdzelee
--------------------
G.ke

 


№4  offline წევრი natia-natia

ვაუ აიმესმის წყვილი და გოგოზე. ვაფანატებ რა ძალიან მაგარია

 


№5  offline წევრი Tox IKo))

მადლობა ყველაას love

A
Kai iyo momewona. Chemi azrit zedmeti chaxlartva araa sachiro cota cota akamate aechviane achxube da shearige ragac originalurad da damagvirgvineblad.....


მადლობა რჩევისთვის. ძალიან მომეწონა იდეა:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent