შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი სასწაული ხარ! 8


18-02-2016, 22:39
ავტორი blue jeans
ნანახია 2 392

ამ დროს კი აბაშიძეს გულში ცეცხლი ტრიალებდა გონებას კი სხვადასხვა მომაკვდინებელი აზრი წამლავდა ახლა კიდევ ანდრონიკაშვილის ეს გამოხტომები დაემატა.
აი რა ხდებოდა ამ დროს სინამდვილეში
აბაშიძის ბნელმა წარსულმა იჩინა თავი მისი უდიდესი შეცდომა მისი ყოფილი ცოლი გამოჩნდა რომელმაც უღალატა და სხვასთან ერთად გაიქცა ახლა კი ჩამოვიდა და ბავშვით აშანტაჟებს შენს რეპუტაციას შევლახავ და ისეთ რამეებს ვიტყვი სულ რომ არ ყოფილაო.არ დაუჯერებდა ასე ადვილათ აბაშიძე რომ არა ბავშვი რომელიც დანამდვილებით არ იცოდა ვისი შვილი იყო,და ვერც დნმ-ის ანალიზს აკეთებდა ჯერ-ჯერობით გაგიჟებას იყო ამდენი ამბით ახლა კიდევ ანდრონიკაშვილის ქცევა რომლისთვისაც ახსნა ვერ მოეძებნა.
მეორე დილით ანდრონიკაშვილმა ვერ მოითმინა
-რამის თქმა ხომ არ გინდა?
-არა!
-არც იმის რომ გუშინ 305-ე ოთახში სასტუმროში ვიღაც ქერა ქალთან ერთად იყავი?
-აი თურმე რა ყოფილა
-და რა? ეს მნიშვნელოვანი არ არის?
-მე შენზე დავქორწინდი თუმცა შენი სიცოცხლე ვიხსენი
ვეღარ მოითმინა აბშიძემ
-დიახ ვიცი შენ ფაქტიურად მიყიდე..
-ფაქტიურად??
-ნუთუ ვერ ხედავ?ყველაფერი სხვანაირადააა ვერც იმას ხედავ რომ იმ ფულს არ ვიყენებ სხვადასხვა ნივთებში რომლებიც სხვა ქალებს ალბათ სიცოცხლის წყაროდ მიაჩნიათ?ვერც იმას ამჩნევ რომ მე ადამიანი ვარ?თუ იქნებ პირუტყვი გგონივარ ან უსულო საგანი რომელსაც გრძნობები დაკარგული აქვს?იცი მინდა გითხრა რომ მე ვგრძნობ და რაც იმ დღეს დავინახე შეურაწმყოფელი იყო და გული მეტკინა-უკვე ტიროდა ანდრონიკაშვილი თუმცა სათქმელი ბოლომდე მიიყვანა
-მორჩი?მნიშვნელობა არ აქვს იმ ფულს რაში ხარჯავ შენ ის გააკეთე რასაც ალბათ სხვა უამრავი გააკეთებდა თავს იკლავდი ფულისთვის..
-გაჩუმდი!რაც არ იცი იმას ნუ იტყვი შენ არც კი იცი როგორ მიჭირდა სიცოცხლე, არც ის იცი როგორ მიჭირდა დამეტოვებინა სამყარო მაგრამ ამას ვაკეთებდი, არა იმისთვის რომ ბრენდის ტანისამოსი არ მომკლებოდა არამედ ჩემი დისთვის მაგრამ როგორც ჩანს შენ ვერ ხვდები რა არის და-ძმური გრძნობა როდესაც შენი სისხლი არაა მაგრამ მისთვის ყველაფერს გააკეთებ არც ის იცი რა მძიმეა აიტანო ბავშვთა სახლში ის მზერა რა მზერითაც მეუბნებოდნენ „შენ კიდევ ერთი პრობლემა ხარ’’
-და შენ გგონია არ ვიცი რა არის სიყვარული?-ახლა გააფთრებული აბაშიძე თავს ვეღარ იკავებდა,თვალები ჩასწითლებოდა და პირში სისხლის გემოს გრძნობდა-შენ გგონია ჩემი ცხოვრება იყო ადვილი?ახლახანს დედა დავკარგე,მამა არ მახსოვს რამდენიმე წლის წინ კი ჩემი სისხლი და ხორცი დავკარგე ჩემი და შენ არც კი იცი როგორ მიყვარდა არც ის იცი რა სიკვდილით მოკვდა,არც ის იცი რა მძიმეა დანაშაულის გრძნობა როცა გგონია რომ შეგეძლო ბოლომდე გებრძოლა მაგრამ დანებდი.მე ჩემს დას სიკვდილის წინ თვალებში ვუყურებდი მის ტანჯვას ვუყურებდი და ისევე მტკიოდა როგორც მას.აღარასდროს დამელაპარაკო ისე როგორც ტირანს რომელსაც გრძნობები არ აქვს!
როგორც კი ეს სიტყვა დაასრულა აბაშიძემ ანდრონიკაშვილს გული წაუვიდა.აბაშიძე ანერვიულდა ადრე მსგავსი რამ არ მოსვლია ანდრონიკაშვილს გაფითრებულიყო და ტუჩები გალურჯებოდა.
აბაშიძე გონს ვერ მოდიოდა და სასოწარკვეთილებით დაიყვირა
-ღმერთო მასაც ნუ წამართმევ
მიხვდა საავადმყოფოში უნდა წაეყვანადა მისი უსუცოცხლო სხეული მანქანამდე სწრაფად მიიყვანა.
არნახული სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას და საავდმყოფოში ღრიალით შევიდა.
არასდროს განეცადა ასეთი სიმარტოვე ნუთუ ანდრონიკაშვილიც უნდა წასულიყო??ნახევარმა საათმა უიმედოდ განვლო.ბოლოს ექიმიც მოვიდა
-რა ხდება??
აბაშიძეს სახე არანორმალურად შეშლოდა თითქოს ასაკიც მომატებოდა თაფისფერ თვალებში ცივი სასოწარკვეთა ჩამდგარიყო და შიგნიდან ჭამდა
-თქვენი მეუღლე ფეხმძიმედ არის თუმცა...ახლა საფრთხე ემუქრება ნაყოფი ჯერ პატარაა ხოლო დედას საკმაოდ დიდი სტრესი აქვს გადატანილი ამიტომაც ნერვიულობას უნდა მოვარიდოთ აჯობებს რამდენიმე დღით აქ დავტოვოთ ნაყოფს დავაკვირდეთ,მაგრამ შესაძლოა არჩევნის წინაშე დადგეთ ან შვილი ან ცოლი
ექიმი ამ სიტყვებით გაშორდა გაქვავებულ აბაშიძეს.ვერ ხვდებოდა უნდა გახარებოდა რომ შვილი ეყოლებოდა თ რომელიმე ეგლოვა??ამდენი სიხარული და ამდენი ტკივილი ერთად არასდროს განუცდია.ისღა მოიფიქრა დემეტრესთვის დაერეკა
დემეტრეს არასდროს უნახავს ასეთი სანდრო მას შემდეგ რაც და მოუკვდა.
-რა ხდება??
-ძმაო ნუთუ მხოლოდ იმისთვის მოვედი ამქვეყნად რომ ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებს დავეტოვებინე??
-რა მოხდა!
ახლა უკვე უყვირა აგონიაში ჩავარდნილ აბაშიძეს
-ქეთი ფეხმძიმედაა მაგრამ შესაძლოა ბავშვსა და ქეთის შორის არჩევანის გაკეთება მომიწიოს ან საერთოდ დავკარგო ორივე.
დემეტრემ გამამხნევებელი სიტყვებიც ვერ წარმოთქვა უბრალოდ ვერ უთხრა რომ შეეძლო ღმერთისთვის მიენდო ყველაფერი თვითონაც ვერ იჯერებდა რომ ერთ ადამიანს ამდენი უბედურების გადატანა შეეძლო.
მეორე დილით მიეცა საშუალება ენახა ანდრონიკაშვილი გული ეწურებოდა და ათას რამეზე ფიქრობდა
პალატაში ფეხი რომ შედგა გოგონას სახე დაინახა თითქოს არაფერი მომხდარიყო მაგრამ მისი გაფითრებული სახე ყველაფრის შემხსენებელი იყო
ლოგინზე ჩამოჯდა და მის ლამაზ სახეს,წითელ მოელვარე ბაგეებს დაჰყურებდა არა ეს მხოლოდ ვნება არ იყო უფრო დიდი და უფრო ძლიერი.
ანდრონიკაშვილმა იგრძნო მისი შემოსვლა რადგან არ ეძინა და გადაწყვიტა არც გამოემჟღავნებინა.გრძნობდა მის სიახლოვეს და სურნელს უკვე დარწმუნებულიც იყო რომ მამაკაცი ყველაფერს მიუხვდა და ღაწვები შეეფკალა.
აბაშიძე სურვილმა შეიპყრო რომ ისევ შეეგრძნო ამდენი ხნის შემდეგ მისი ბაგეები და ქალის წითელ ბაგეებს ეამბორა
ამბორი მოკლე იყო მაგრამ ამაღელვებელი
ჯერ ხომ ასე აბნევდა აბაშიძის ახლოს ყოფნა და ახლა კიდე უფრო აღელდა ამან კი მონიტორზე გულის ცემის აჩქარებისას წრიპინი დაიწყო.აბაშიძეს ჯერ შეეშინდა დაიბნა მაგრამ მიუხვდა ეშმაკობა და ალმაცერად ჩაეღიმა.
„აი თურმე როგორ მოქმედებს ჩემთან სიახლოვეს იქნებ მივაჩვიო თორემ ინფარქტი გარანტირებული აქვს“ ლამის ხმამაღლა გაეცინა თავის ფიქრებზე და თავი გამოააშკარავა
როგორც კი მონიტორზე გულის ცემა თავის რიტმს დაუბრუნდა ისევ მისკენ გადაიხარა და ყელზე ცხელი ამბორი დაუტოვა მონიტორი ისევ აწრიპინდა
„გავიდეს რა რატომ მაწვალებს“ გამალებით ფიქრობდა ანდრონიკაშვილი და უნდოდა გულის ცემა დაერეგულარებინა თუმცა არ ემორჩილებოდა
შეატყო თავს რომ ებრძოდა ანდრონიკაშვილი და პალატიდან გამოვიდა
„მაინც გამოგიჭირე“
მომღიმარი სახით გაემართა დემესკენ გუშინდელი გაცრეცილი დღე ნაცრისფრად დარჩენილიყო წარსულში და იქიდან დიდ ხანს ვერ გამოაღწევდა
იმ დღესვე ინახულა ანდრონიკაშვილი აბაშიძემ როცა მარტო დარჩნენ
-ახლა უკვე მარტო ვართ
ჭინკები აუცეკვდნენ.
ანდრონიკაშვილი??ის თითქოს სხვაგან იყო და გაღმა სამყაროში რაღაცას უყურებდა სახეზე ნაღველი გამოსახვოდა
-რა ხდება?
სახე შეეცვალა აბაშიძეს როდესაც შეატყო ანდრონიკაშვილს რომ უარყოფით ემოციებს მთელი ძალით ებრძოდა.
-გთხოვ მითხარი რომ ჩემთვის არ გიღალატია
ძლივს დასცდა მის ბაგეებს ეს სიტყვები და ამ სიტყვებში კიდევ უფრო მეტი ტკივილი იგრძნობოდა ვიდრე მის ზღვისფერ თვალებში
-არ მიღალატია
თვალებში ჩახედა აბაშიძემ და მტკიცედ,წარბშეუხრელად უპასუხა.
გოგონამ ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და ნერვიულად დაიწყო ტუჩის კვნეტა ეტყობოდა რომ რაღაცის კითხვა კიდევ სურდა
-ასე ნუ აკეთებ
ხავერდოვანი მგზნებარე ხმით მიმართა მამაკაცმა
-რა??
ვერ მიხვდა ანდრონიკაშვილი
-შენი ტუჩი
შეახსენასავით აბაშიძემ.
-აააა
ესღა ამოილუღლუღა გოგნამ თუმცა მაინც განაგრძბოდა იგივეს კეთებას გაუაზრებლად
უცბათ აბაშიძე ტუჩებზე დააცხრა.ანდრონიკაშვილმა ერთი ამოიგმინა და სიამოვნების მორევში გადაეშვა სუნთქვა აღარ ყოფნიდა,გულს ბაგაბუგი გაუდიოდა.
მამაკაცი მოშორდა მის ბაგეებს და ისევ იმ ეშმაკური ღიმილით გაუღიმა როგორც ყოველთვის ახლაც სუნთქვა შეეკრა
-ისუნთქე
შეახსენა მამაკცმა ღიმილით და თვალი ისევ მისი ბაგეებისკენ გააპარა
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა მამაკცაი თავის ნებაზე ათამაშებდა ქალის გულისცემას რაც საშინლად აღიზიანებდა გოგონას .
-ბავშვის შესახებ როდის უნდა გეთქვა??
მკაცრად გაიჟღერა კაცის ხმამ.ასეთი ცვლილება რომ შეამჩნია სწრაფად მიიხედა და მამაკაცის მკაცრ თაფლისფერ თვალებს მიაჩერდა.
-უნდა მე...მეთქვა გუ..გუშინ ვაპირებდი და მერე ეს მოხდა
-როდის გაიგე??
ბარიტონი არ ეცვლებოდა მამაკაცს.
-დედაშენი ცუდად რომ იყო...
ცოტა ხანს თითქოს გულიც გაუჩერდა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.
-არ იტირო..
ახლოს მივიდა ქალთან და ცრემლები შეუმშრალა
-შენი ბრალი არ არის ყველაფერი ჩემი ბრალია
-არა შენი ბრალი არ არის მინდოდა მეთქვა მაგრამ ვერ ვახერხებდი მერე ის ქალი...
აქ სიტყვა გაუწყდა და ხელების ნერვული ფშვნეტა დაიწყო
-მაპატიე-გაკვირვებულმა ქალმა ცრემლიანი თვალებით ახედა მამაკაცს-არ უნდა მიმეყვანე ასეთ მდგომარეობამდე ბოდიში რომ ასეთი რამ მოხდა უბრალოდ ჩემი წარსულის აჩრდილი გამოჩნდა რომელიც არც ისე სასიამოვნო ნაწილია ჩემი წარსულისა. გთხოვ მერე მოგიყვები
-კარგი...ბოდიში ტირანი რომ გიწოდე მაშინ მეგონა მიღალატე..
-კი მაგრამ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი შენთვის?
სიტყვა გააწყვეტინა აბაშიძემ.
ისევ დუმილი რადგან არ იცოდა რა ეპასუხა ანდრონიკაშვილს.
დღეები გადიოდა კვირა იყო გასული და ანდრონიკაშვილს ფერი დაუბრუნდა,ღაწვებზე ისევ ვარდისფერი ფერი დაედო,ბაგეები უფრო მიმზიდველი გამხდარიყო მამკაცისთვის.
მუცელიც ეტყობოდა თუმცა არც ისე დიდი რადგან ნაყოფი ჯერ კიდევ პატარ იყო.
ექიმმა კალციუმით მდიდარი საკვების ჭამა ურჩია რაგან ბავშვს კარგად განავითარებდა.
დემე ვეღარ ცნობდა მომავალ მამას, მის ძმას აბშიძეს რომელსაც ისევ ჭინკები ჰქონდა თვალებში და საოცარი მზრუნველობა და სიყვარული ჩასდგომოდა თვალებში.
ანდრონიკაშვილზე ისე ზრუნავდა ცივ ნიავს არ აკარებდა.ანდრონიკაშვილს კი დღითი-დღე უყვარდებოდა.მათი სიყვარული ორივე მათგანის გულში ყვაოდა იფურჩქნებოდა და დღითი დღე მშვენდებოდა.






ჩემო კარგებო დაგიბრუნდით და დიდი ბოდიში რომ ამდენ ხანს გალოდინეთ მართლა ვწუხვარ და ისიც ვიცი რომ ძალიან პატარაა თქვენთვის ვეცდები როგორმე ავანაზღაურო სიყვარულით



№1  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგია და არ დააგვიანო რა

 


№2  offline წევრი kiko

ძალიან კარგია ❤ მაგრამ საშინლად უპასუხისმგებლო ხარ. როდესაც რაიმეს წერ და ამას აქვეტნებ უნდა იცოდე რომ დაგვიანებები არ მოსულა ასეთ სიტუაციებში ამდენი ხნით. მე შენთვუს გეუბნები მკითხველს დაკარგავ ამით. ისე ძაან კარგია

 


№3 სტუმარი darina

Agar daigviano me miyvars es istoria, iseti sayvareli gaxda sandro, dzalian momwons imedia ar dashordebian, kidev minda amat shoris urtiertobis datboba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent