შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი სასწაული ხარ! (ნაწილი მეორე)


7-02-2016, 21:38
ავტორი blue jeans
ნანახია 2 599

რომი ეს ხომ მისი ოცი წლის აუხდენელი ოცნება იყო.იმდენი რამ ნახა ბორცვი ცელიუსი,ავენტინის ბორცვი,კაპიტოლიუმის ბორცვი,ვენეციის მოედანი რომის სიმბოლო შადრევანი ტრევი,პიაცა ნავონა,ბერნინის ‘’ტრიტონი“,“ფუტკრების შადრევანი“,პიაცა დელ პოპოლო და სხვა მრავალი ღამით დადიოდნე ქუჩებში და ბედნიერები იყვნენ
ეს ბედნიერება ხანდახან აშინებდა ანდრონიკაშვილს და ფიქრობდა რომ მალე ეს ბედნიერება მირაჟივით გაქრებოდა.
და აბაშიძე? ვერ უარყოფდა ანდრონიკაშვილი რომ მის მიმართ გრძნობები არ ქონდა,უბრალოდ ვერ ხვდებოდა რა იყო ეს ალბათ უფრო ვნება.აბაშიძე მისთვის პირველი მამაკაცი იყო და იმ დაუვიწყარ ღამეს ეს მოხდა,ანდრონიკაშვილს უზომოდ სიამოვნებდა აბშიძის ცხელი ტუჩები კისერზე და ცხელ კვალს უტოვებდა ყველგან სადაც იგი ეხებოდა.ის ღამე არასდროს დაავიწყდებოდა ანდრონიკაშვილს რადგან ყველაფერი ისე ხდებოდა როგორც უნდოდა თუმცა წამიერმა ტკივილმა შეაკრთო ეს მისთვის მაინც სასიამოვნო ღამედ დარჩა.
ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა თბილისიდან დაურეკეს და საშინელი ამბავი აცნობეს აბაშიძის დედას გულის შეტევა ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.
თბილისში ჩასული აბაშიძე მხოლოდ იმას ფიქრობდა რომ მიესწრო,რომ დედამისისთვის თუნდაც ბოლოჯერ შეეხედა თვალებში ნერვიულობისგან შეშლილი თვალები აქეთ -იქით იცქირებოდა და თითქოს რაიმე ისეთს ეძებდა რასაც სხვები ვერ დაინახავდნენ,ანდრონიკაშვილი მიხვდა რომ მას იმედის დანახვა სურდა
-ჰეი ყველაფერი კარგად იქნება (ქეთი)
ხელი ხელზე დაადო და მაგრად მოუჭირა
აბაშიძეს არაფერი უთქვამს მხოლოდ დუმდა და მისი მკაცრი თვალები უიმედობას,სიბრაზეს და სიძულვილს ამ სამყაროს მიმართ ერთნაირად გამოხატავდა.
საავადმყოფოში ფეხის კანკალით შევიდა თან ფეხს ითრევდა თვითონაც არ იცის რატომ უბრალოდ შიში იპყრობდა იმის გაფიქრებაზე რომ შესაძლოა ვერ მიესწრო და დედამისის უსულო სხეული ენახა.ძალა მოიკრიფა და თავისი თავი შესძულდა ასეთ რამეზე რომ ფიქრობდა.
დედამისის პალატაში რომ შევიდა დედამისს ეძინა გამონაკლისი დაუშვეს და შეუშვეს ისიც ძალიან ცოტა ხნით
-არ უნდა დამეტოვებინე ვიცოდი გულის პრობლემა გქონდა მაგრამ დაგტოვე,ჩემი ბრალია.
დამღლელმა სიჩუმემ დაისადგურა
-დედა მჭირდები
უჩურჩულა ყურთან მისთვის უძვირფასეს ადამიანს და უსიცოცხლო ნაბიჯებით გავიდა პალატიდან.
ანდრონიკაშვილიც წუხდა თუმცა არა ისე ძლიერად როგორც აბაშიძე რა თქმა უნდა ის ხომ დედამისი არ იყო.
დღეები დამღლელად იწელებოდა რადგან დონორს ვერ შოულობდნენ არსად იყო გული რომელიც მას სჭირდებოდა.
ანდრონიკაშვილს იმედი გადაეწურა თუმცა აბაშიძეს არა! რა შვილი იქნებოდა ამ ყველაფერს ასე უცბათ თუ შეეგუებოდა??
სანდროს მეგობარი დიმიტრიც საავადმყოფოში იყო ისეთივე გაფითრებული და არაადამიანური სახით როგორიც აბაშიძე.რომ შეხედავდი იტყოდი ძმები არიანო ისე ჰგავდნენ ერთმნეთს უბრალოდ დიმიტრი სანდროსთან შედარებით დაბალი იყო და შავი თვალები ჰქონდა სხვანაირი თვალის ჭრილით ალბათ კიდევ უამრავი განსხვავება იყო მაგრამ ქეთი ვერ ამჩნევდა ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე დედისთვის იბრძოდა,ორივეს გაჰფითრებოდა სახე და ორივეს ჩაავებოდათ უპეები უძილობისგან. ანდა რა დააძინებდათ. ანდრონიკაშვილი გახდა და არაადამიანურად გაუყვითლდა სახე რადგან ასეთს ხედავდა მისთვის უძვირფასეს ადამიანს.
ერთ დღესაც უკვე მეორე კვირა იწურებოდა საავადმყოფოში ანდრონიკაშვილს გული წაუვიდა და იმ დღეს გაიგო რომ ფემძიმედ იყო,ამ ამბავმა მაშინ სათანადოდ ვერ გაახარა მაგრამ შემდეგ ინანა და სიხარულის ცრემლებითაც იტირა.არ უთქვამს არაფერი აბაშიძისთვის რადგან ეშინოდა რომ სათანადო სიხარულს ვერ მიიღებდა მაგრამ რა მწარედ ცდებოდა ის ამ დროს არც იცოდა რომ აბაშიძეს ახლა იმედი სწირდებოდა და ცოტაოდენი სინათლე მის სულში.
მესამე კვირას შინაგანმა ორგანოებმა ფუნქციონირება შეწყვიტა და ყველაფერი მაშინ დამთავრდა,ცრემლები ახრჩობდა ანდრონიკაშვილს და არ შეეძლო სიტყვებით გამოეხატა ის სულის ტკივილი რასაც მაშინ გრძნობდა ,არც ის არაადამიანური ტკივილი შეეძლო აღეწერა რასაც აბშიძე და ახვლედიანი გრძნობდნენ ამას არ გამოხატავდნენ ცრემლებით არც სიტყვებით არც ხმა უკანკალებდათ საუბრისას არც საუბარი შეუწყვეტიათ მათი სახეები და თვალები იმდენად მეტყველი იყო რომ შეგეძლო ჩაგეხედა მათში და იმ ტკივილით დატანჯულიყავი რითაც ისინი იტანჯებოდნენ,მაშინ ყველაფერი გაქრა აღარც აბაშიძის ჭინკებათამაშებული თვალები კიაფობდნენ და არც მისი ღიმილი ანათებდა მიდამოს.
ანდრონიკაშვილი თავის ბავშვთან ერთად ძლიერ იტანჯებოდა რადგან ამდენი ნერვიულობის გამო ავშვი საფრთხეში იყო უნდოა არ ეტირა მაგრამ შეუძლებელი იყო. მაშინ თითქოს მთელმა საავადმყოფომ იგლოვა იმ ქალის სიკვდილი ყველას შეამჩნევდით თვალებზე ცრემლებს, მაგრამ იქნებ ეს იმის გამო ხდებოიდა რომ ამ თეთრ კედლებში გამომწყვდეულნი უიმედოდ იყვნენ დარჩენილნი? ზუსტად არ იცოდა ანდრონიკაშვილმა.
დედის დაკრძალვის შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივ გააგრძელა (ეს მისთვის იყო ჩვეულებრივი ან შეიძლება არა)ანდრონიკაშვილი ჯერ კიდევ არ ამბობდა მის სასიხარულო ამბავს.
თვენახევრის თვის ფეხმძიმე იყო როდესაც შემაჩნია რომ აბაშიძეში რაღაც შეიცვალა სახლში გვიან ბრუნდებოდა და ანდრონიკაშვილმა რამდენჯერმე დააფიქსირა რომ მის პიჯაკს ქალის სუნი ასდიოდა შემდეგ ქალისგან ვიღაც ნატასგან მოწერილი შეტყობინება ნახა როცა აბაშიძე აბაზანაში იყო.ტექსტი ასეთი იყო:
„არ მესტუმრები ძვირფასო?“
ამის გამო ანდრონიკაშვილი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და გულიც სტკიოდა.ერთ დრესაც ანდრონიკაშვილმა გადაწყვიტა ეთვალთავალ თავისი ქმრისთვის და თვალებს არ დაუჯერა აი რა მოხდა იმ დროს როცა ის სასტუმროში შედიოდა ანდრონიკაშვილმა დაურეკა და ჰკითხა მალე დაბრუნდებოდა თუ არა სახლში
-იცი საქმიანი ვახშამი მაქვს და გვიან მოვალ
ამ დროს ანდრონიკაშვილმა იცოდ არომ სასტუმროში იყო და 305-ე ბინის კარებზე აკაკუნებდა
კარი ქერათმიანმა ქალმა გაარო რომელმაც ვნებიანად გაილოკა ტუჩები და გამომწვევად მოეხვია თავი მხარზე დაადო და ლოყაზე აკოცა ამან ყოველივემ და აბაშიძის უმოქმედბამ მოხვევის დროს ანდრონიკაშვილს გული დასწყვიტა ისიც ყოველი კაცის მსგავსი იყო არაფერი იყო მასში განსხვავებული.
ანდრონიკაშვილი გონებით თავის შვილს ესაუბრებოდა და ეფერებოდა, ამშვიდებდა.
საღამოს გვიიან მოვიდა აბაშიძე
-სად იყავი?
-სასწრაფო საქმეები გამომიჩნდა ვახშამის შემდეგ და ვეღარ მოვედი
ანდრონიკაშვილმა თვალი თვალში გაუყარა და ცივი გამომეტყველება ესროლა ისეთი რომ ადგილზე გაყინა.
-რა მოხდა? (სანდრო)
-არაფერი
ისევ ცივი ხმით უპასუხა მზერაა არიდა და საწოლ ოთახში შევიდა.
ამ დროს კი აბაშიძეს გულში ცეცხლი ტრიალებდა გონებას კი სხვადასხვა მომაკვდინებელი აზრი წამლავდა ახლა კიდევ ანდრონიკაშვილის ეს გამოხტომები დაემატა.
აი რა ხდებოდა ამ დროს სინამდვილეში



№1  offline წევრი kiko

ვაიმე ვაიმე და ისევ ვაიმეეე

 


№2  offline წევრი natia-natia

ვქიმეე გაერკვია იქნებბ ჯერ რატოგაყვა ესგოგო ოხ ეს ბიჭები

 


№3 სტუმარი darina

debilia es gogoc, unda etqva fexmdzimobis ambavi, ra mnishvneloba aqvs is mamaa da ufleba aqvs icodes, misi bralia, rom ugalata, aba ra iqneboda sandro xom.fiqrobs rom fulze gaiyida, ver vamtyuneb.

 


№4  offline წევრი tvinischia

Vaime ro davinaxe meore nawili rogir gamixarda ,magram raa aris es? Ra oataraaaaa gaagrdzle da gazarde tavi ra da atkmevine am sulel gogos yvrlaperi da simartlee utxras bolos da bolos :d

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent