შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი სასწაული ხარ! 5


21-12-2015, 20:11
ავტორი blue jeans
ნანახია 2 624

გული ისევე აუჩქარდა ანდრონიკაშვილს როგორც მაშინ პირველად.მაგრამ ახლა სძულდა ამ ბაგეებიდან ამოსული ყოველი სიტყვა თუმცა მაინც სიამოვნებდა სანდროს სურნელი და ცოტა უხეში ტუჩები.
ამბორი მოკლე გამოდგა
-აბა რა ქვია?? (სანდრო)
-ვის??
თქვა დაბნეულმა ქეთიმ
-შენს დას
ქეთის დააჟრიალა როდესაც მისი ტუჩები ყელზე იგრძნო.შემდეგ კი მსუბუქი კბენა ყურის ბიბილოზე.ამან სულ მთლად გააგიჟა მაგრამ როგორღაც მაინც მოახერხა ხმის ამოღება
-ანკა ირემაშვილი
-კარგი
კიდევ ერთხელ აკოცა სანდრომ და მოშორდა მოჯადოვებულ გოგონას.
სანდროს ჩაეღიმა და ჩაიჩურჩულა
-რა ტკბილია
რა სულელი და გამოუცდელი ვარ კიცხავდა თავის თავს ანდრონიკაშვილი-არა მეორედ აღარ წამოვეგები მის ანკესზე.ვალდებული არ ვარ რომ ამისი კოცნა ავიტანო.ღმერთო რა სულელი ვარ არა და როგორ მსიამოვნებს.
მანქანაში გვერდიგვერდ იჯდა წყვილი.ხშირად გამოხედავდა ხოლმე თავის ნადავლს აბაშიძე თუმცა არასდროს შეუმჩნევია გაშეშებული ანდრონიკაშვილის მზერა.
ხანდახან თუ უკარნახებდა საით უნდა წასულიყო სხვა დროს კი ჩუმად იჯდა.
-მოვედით
სახეზე ღიმილი გადაეკრა ანდრონიკაშვილს და გამოცოცხლდა
-გადმოდი
დაიჭექა ანდრონიკაშვილის ხმამ.
აბაშიძე გაკვირვებული უყურებდა ასე გადასხვაფერებულ ანდრონიკაშვილს.
-წამოდი რას დაგიღია პირი და მიყურებ?? (ქეთი)
როგორც კი სადარბაზოს ლიფტში შევიდნენ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ქეთიმ სანდრო
-იცოდე ჩვენ ბედნიერი შეყვარებული წყვილი ვართ გაიგე??
-მე თამაში კარგად გამომდის.ვატყობ შენც ასე რომ არ გაგვიჭირდება.
ისევ სიჩუმე
-ხო და კიდევ შეყვარებული წყვილის კარგად სათამაშოთ კოცნაც დაგვჭირდება (სანდრო)
როგორც კი გაახსენდა ის რაც მაშინ სანდროს სახლში იგრძნო დაითრგუნა და ყელში გაჭედილი დიდი ბურთი ძლივსძლივობით გადააგორა უკან.
ლიფტი გაჩერდა ანუ მივიდნენ.ქეთის ხელის გულები გაუოფლიანდა.
მამაკაცმა ხელი მოხვია დაძაბულ ქეთის.
-მოეშვი ჩვენ ხომ შეყვარებული წყვილი ვართ
კარზე ზარი დარეკა აბაშიძემ. აღარ დააყოვნა ირემაშვილმა და გიჟივით მივარდა კარებს.ჯერ გული მოიოხა
-ასე უნდა დავიწყება?რატომ არ მითხარი?მე შენთვის ვინ ვარ??ვერ გავიგე რატომ არაფრად ჩამაგდე?/ხომ უნდა გეთქვა?/არა კი ვიცოდი რომ გულჩათხრობილი იყავი მაგრამ ასეთი??იცოდე გაგწეწავ ერთ დღესაც ანდრონიკაშვილო და ვერ გადამირჩები
ასე იქაქანა ირემაშვილმა და მერე მიხვდა რომ ანდრონიკაშვილს გვერდით მამაკაცი ედგა
-რაა??ეს არის??
შეხტა ირემაშვილი
-მოდი მოდი შეგათვალიერო სიძევ
ხელით შეტენა კარში და გარს შემოუარა
-ხო კარგი ბიჭია..მშვენიერია..ხო..მართლა სიმპატიურია
გარს უვლიდა და ხანდახან თუ იტყოდა შესაქებარ სიტყვებს
არც სანდრო აკლებდა მაიმუნობას.
ანდრონიკაშვილი ცრემლებად იღვრებოდა როცა თვალებგაბრწყინებულ ანკას ხედავდა
-რა მოხდა?
ახლაღა შეაამჩნია ირემაშვილმა
-არაფერი ისეთი
ცრემლები მოიწმინდა ანდრონიკაშვილმა.
-შემოდი შემოდი აღარ გიბრაზდები მშვენიერი სიძე მოგიყვანია.
მთელი საღამო დაძაბული იჯდა ანდრონიკაშვილი და ფიქრობდა იმდენს რომ თავი ასტკივდა.
-რა გჭირს??
შეამჩნია ‘’მზრუნველმა’’ ქმარმა და შუბლზე აკოცა.ასეთ სიახლოვეზე ყოველთვის იბნეოდა გამოუცდელი ანდრონიკაშვილი და გული უჩქარდებოდა.
ეს ართობდა მამაკაცს.ხალა ხომ მხოლოდ მისი იყო დიახ მთლიანად მისი და შეძლო როდესაც მოუნდებოდა მის ბაგეებს შეხებოდა.
-თავი მტკივა
ამოიჩურჩულა ნირწამხდარმა გოგონამ და თვალები მაგრად დახუჭა.
-შედი დაისვენე
უჩურჩულა სანდრომ
-არა იყოს
-ნუ გეშინია ისე მოვაჩვენებ თავს თითქოს მართლა ბედნიერები ვართ
-ხო კარგი მოდიას და არ გაიგოს
-რას ჭუკჭუკებთ?? (ირემაშვილი)
-თავი სტკივა ცოტა ხანს ოთახში შევიყვან (სანდრო)
-აჰაა მიგიხვდით
ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ირემაშვილმა
-მიხვდი არა??
არც აბაშიძემ დააკლო თვალების პაჭუნი და მისი თეთრი კბილებიც გამოაჩინა.
-კარგი იქით არის
ხელით მიანიშნა ანდრონიკაშვილის ოთახზე ანკამ.
წამოდგომაში დაეხმარა სანდრო ქეთის და ნელ-ნელა მიიყვანა ოთახამდე.მანამდე კი ირემაშვილის ნათქვამი
-რა გინდა მშვენიერი წყვილიაო გაიგო.
-ძალიან გტკივა??
გოგონასკენ გადმოიხარა მამაკაცი და თავბრუ დააახვია მისი სურნელით.
-ძალიან
დაიწუწუნა გოგონამ და ტუჩები სატირლად დაბრიცა
-არ იტირო კარგი??
ვერ იტანდა სანდრო როდესაც მის გვერდით ქალი ტიროდა.
-ხო კარგი (ქეთი)
გვერძე მიუწვა ანდრონიკაშვილს აბაშიძე.
-მგონი ასეთი სიახლოვე საჭირო არ არის
თქვა თავისი გულის რიტმის დარღვევით შეწუხებულმა ანდრონიკაშვილმა.
-ოხ კარგი რა ახლა ხომ ჩემი ხარ
-ჯერ არა
-ხოო??
-დიახაც ჯერ შენი ცოლი არ ვარ
-მერე რა??
-ის რომ შენ არ გეკუთვნი
-მე შენ გიყიდე
ამ ერთმა სიტყვამ ანდრონიკაშვილი გაუცნობიერებლად აატირა.
ეგონა რომ რადგან ბნელოდა სანდრო ვერ შეამჩნევდა მაგრამ შეცდა.გაიგო მისი ტირილი თუმცა არ მიუქცევია ყურადღება.
-რატომ მე??
-რატომ და შენ ხტებოდი ხიდიდან
-არც კი იცი რატომ
-ძალიან კარგად ვიცი.
სიჩუმე სანდრომ დაარღვია
-ისე რა ჭკვამხიარული და გყავს
-ხო ის სულ ასეთია
გაეღიმა ცრემლიან ანდრონიკაშვილს.
-არ მეგონა რომ სიცილიც შეგეძლო
უთხრა გულუბრყვილოდ გოგონა.კარგად იხარხარა ამ სიტყვებზე მამაკაცმა.
ანდრონიკაშვილი გაბრაზდა და ლოგინიდან წამოხტა ბალიში აიღო და ესროლა
-ამაცდინე (სანდრო)
-ძალით აგაცილე
არ ნებდებოდა ქეთი.
-ხო არა??
ყურებამდე გაღიმებული მამაკაცაი სიცილს ვერ იკავებდა მის სახეს რომ ხედავდა
-დიახაც,შემეცოდე.
მამაკაცი წამოდგა და უკვე აცახცახებულ ანდრონიკაშვილს მიუახლოვდა
-ახლა შენ გეშინია არა??
უკან გადაუწია წინ ჩამოვარდნილი კულული ანდრონიკაშვილს.
მალევე დაეწაფა ანდრონიკაშვილის ტუჩებს.გოგონას მამკაცისგან წამოსული იმპულსები აიძულებდა აჰყოლოდა კოცნაში რომელიც ასე სიამოვნებდა.ძალიან სუსტი იყო ანდრონიკაშვილი, ძალიან გამოუცდელი.
-ხედავ??შენც მოგწონს
ტუჩებთან ძალიან ახლოს დიჩურჩულა ვნებისგან თალებამღვრეულმა მამაკცმა.
-აბა გვრიტებო
გაისმა ირემაშვილის ხმა კარი მეორე მხრიდან.
ჯერ ისევ არ უშვებდა მამაკაცის ტუჩები ქალს და არც ირემაშვილს სცემდნენ პასუხს.
-ოხ კარგით რა გეყოფათ
თქვა გულგამთბარმა ირემაშვილმა.
-გავიდეთ
როგორც კი დრო მიეცა ანდრონიკაშვილს მამაკაცის ხლართებიდან გათავისუფლდა და კარს მიუახლოვდა
-ახლა დამიძვერი მაგრამ სახლში რას იზამ??
არ ვიცი-გონებაში გასცა პასუხი მის ამ კითხვას ანდრონიკაშვილმა.
მალევე გადაწყვიტა წასვლა სანდრომ.ეგონა თავს დააღწევდა ანდრონიკაშვილი მასთან წასვლას თუმცა ვერ გადარცა.აი სად არ გამოადგა არატრადიციული მეგობარი რომ ჰყავდა..
-წამოდი ბარგი ჩავალაგოტ (ირემაშვილი)
-კარგი
ყურები ჩამოყარა ანდრონიკაშვილმა
როგორც კი ოთახში მარტო დარჩნენ ირემაშვილმა მაშინვე კითხა
-დავიჯერო ახლა ტრადიციებზე წუხარ??რაღაც სხვა ხდება
-არა არაფერი.
-ხო რა ვიცი
თვალებმოჭუტული ქეთის ჩააშტერდა თვალებში.ქეთიმ თვალები დახარა
-კარგი შე ქალო ჩაალაგე თორემ გაგექცა ბიჭი (ანკა)
-ხო კარგი
დაიბუზღუნა ანდრონიკაშვილმა
-მიდი მიდი დატრიალდი.
მალევე მორჩნენ ბარგის ჩალაგებას.
-ყურებამდე უყვარხარ ამ ბიჭს თვალებში ემჩნევა
ხო აბაა გაიფიქრა ქეთიმ და თვალები დახუჭა
-სენც გიყვარს და ძალიან
ცდები გონებაში უპასუხა ისევ კითხვას.
მაგრამ არა ახლა მართლა არ ცდებოდა ანკა. მას მართლა უყვარდა რამდენიმე სანდრო თუმცა ამის აღიარება არ სურდა,ან თვითონაც ვერ გარკვეულიყო ამაში და უბრალოდ სულელური ვნება ეგონა.

პ.ს. დიიიიდი მადლობა ერთგულო მკითხველო.
ძალიან მიყვარხართ,თქვენი კომენტარები ძალას მმატებს.
მადლობა გულთბილი კომენტარებისთვის



№1  offline წევრი ♡EPICLOVE♡

dzaan magari iyo momewona mara mainc ar unda gayiduliyoo
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№2  offline წევრი tvinischia

მმმმმმ ყველა თავი წავიკითხე მაგარიაა ძაან ❤ მალე დადე შემდეგუ თავი და დიდები რა ძაან პატარა თავებს დებ (( :))))❤❤

 


№3 სტუმარი darina

Me es bichi dzalian momwons, sazizgari rom ayvedris giyideo, arada darwmunebuli var rom xvdeba yvelafers. Momwons me es istoria. Kargi xar shenc.

Vaimeramagarixar gaagrdzele damaledadeee<3<3

 


№4  offline წევრი blue jeans

ძალიან დიდი მადლობა ძვირფასებოო ძალიან მიყვარხართ მკითხველებო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent