მინდა მიყვარდეს თავი 48
ვიჯექი და ვტიროდი,არ ვიცოდი ვინ მომიტაცა ან რა უნდოდა ჩემგან.ჩემს ჯინაზე არც არავინ შემოსულა მთელი ამ ხნის მანძილზე.არც ვიცოდი რომელი საათი იყო. უცებ ჩემი მობილური ტელეფონის არსებობა გამახსენდა.ხელები გავამოძრავე და ვიგრძენი რომ შეკრული მქონდა.ზურგს უკან მსხვილი ბაწრით გაეთოკათ რომ არ გამეხსნა.ფეხები ბედად თავისუფალი მქონდა.მობილურს ყოველთვის შარვლის უკანა ჯიბეში ვინახავ,რატომღაც უკვე ჩვევაში მაქვს გადასული.ოდნავ დავაწექი მარჯვენა ჯიბისკენ და ვიგრძენი რომ ჯერ კიდევ მქონდა აქედან გაქცევის შანსი. ცოტა ჩამოვხოხდი რომ ტელეფონი ჯიბიდან ამომეღო,მაგრამ უცებ კარების გაღების ხმა გაისმა და მეც გავჩერდი.ჩაბნელებულ ადგილას დადგა ორი ახალგაზრდა მამაკაცი,მათი სილუეტის ათვალიერებისას მივხვდი რომ საკმაოდ კარგი აღნაგობის და ნავარჯიშების უნდა ყოფილიყვნენ,ამათგან გაქცევა არც ისე იოლი იყო.არცერთი არ მოსულა ჩემთან ახლოს,ასე შორიდან ტკბებოდნენ ჩემი ტანჯვით. -თავს როგორ გრძნობ ანუკი?-დამცინავად გაიჟღერა მისმა გამყინავმა ხმამ და ჰაერი გაკვეთა.დავდუმდი,ადგილზე გავშრი,ამას კი ნამდვილად არ მოველოდი. -რა იყო არ მელოდი?-ისევ ისეთი დამცინავი ტონი.ისევ დამიარა ტანში სიცივემ, წამით მეგონა ესაა და გავიყინები მეთქი,იმდენად შემაძრწუნებელი იყო ჩემთვის ის ფაქტი რომ ირაკლი ისევ ცოცხალი იყო და მე გამიტაცა რომ იქვე დავამთავრე სიცოცხლე.ვიცოდი ეს ასე ადვილად არ გამიშვებდა და ყველანაირად შეეცდებოდა ჩემს გამწარებას.ხმა არ ამომიღია არც მინდოდა მასთან საუბარი და არც თავი მქონდა ამის.ყველაფერი იმაზე უარესად იყო ვიდრე აქამდე წარმოვიდგენდი. როგორმე ვინმეს უნდა დავკავშირებოდი და დახმარება მეთხოვა.ამ ფიქრებში ვიყავი როცა ჩემი ტელეფონი აზმუილდა,ყოველთვის უხმოზე მქონდა მაგრამ ვიბრაცია იმხელა ხმაზე იყო ვერ გადავფარავდი მის ხმას.ირაკლის გვერძე მდგომი მაშინვე მოეგო გონს და ჩემსკენ გამოიქცა. -ამ ბო*ს უყურე ტელეფონი ჰქონია.-ჩაილაპარაკა ზიზღით და ტელეფონი ჯიბიდან ამომაცალა,არ გაუტიშავს ეკრანს დააკვირდა და გაეღიმა.-შეყვარებული ურეკავს, გოგომ სახლში მისვლა დააგვიანა და ანერვიულდა ბიჭი.-ცინიკურად გადაულაპარაკა ირაკლის და ტელეფონი მას მიაწოდა. -გისმენ.-ისეთმა კმაყოფილმა ჩასძახა ყურმილის მეორე მხარეს რომ ალბათ ბექამაც იგრძნო როგორ იღიმებოდა ეს არაკაცი და ტკბებოდა გამარჯვებით.ბექას ხმა არ მესმოდა რას ეუბნებოდა მაგრამ წარმომედგინა რა დღეში ჩავარდებოდა როდესაც ჩემს ტელეფონს ვიღაც მამაკაცი უპასუხებდა. -ანუკი ჩემთანაა და კარგადაც ერთობა.-მის გაღიზიანებას ცდილობდა სიმონიშვილი. -..... -გინდა თვითონ დაელაპარაკე და გეტყვის რა სასიამოვნო დროს ვატარებთ ერთად.-ირაკლიმ ტელეფონი ყურთან მომიტანა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა.თავი მასინვე იქით გავწიე და ზიზღით ავხედე მის კმაყოფილ სახეს. -არაკაცო.-მივაძახე მაშინვე და ტელეფონთან ყური ახლოს მივიტანე რომ ბექას დავლაპარაკებოდი.-ბექა.-იმდენად სასწარკვეთილი ხმა მქონდა გასვიანი მაშინვე მიხვდა ჩემს თავს უბედურება რომ ხდებოდა. -სად ხარ ანა?რა ხდება გამაგებინე.-გაგიჟებული ყვიროდა ბექა. -მე....მე ირაკლიმ მომიტაცა.-მხოლოდ ეს ვუთხარი და ირაკლიმ ტელეფონი გამომტაცა ყურიდან და ეხლა თვითონ მიიტანა ახლოს ბექას საუბარი რომ გაეგო. რა თქმა უნდა ბექა შოკში იქნებოდა და კარგადაც აგინებდა მაგრამ ეს არაფერს უშველიდა,ირაკლი აქედან არ გამიშვებდა და ისიც საკითხავი იყო მომაგნებდნენ კი მეგობრები?მეორე მამაკაცმა ხელები შემიხსნა და იქვე დამპალ ლეიბზე დამაგდო. მერე ორივე ერთად გავიდნენ გარეთ,კარები გარედან მძიმე საგნით ჩაკეტეს და დამტოვეს ჩემს ფიქრებთან ერთად.ალბათ რამდენიმე წუთი იქნებოდა გასული კარი არც გაღებულა,მისი პატარა გისოსებიანი ფანჯრიდან ირაკლის გამყინავი ხმა რომ გავიგე ისევ. -არ მოიწყინო პატარავ,მალე მოვალ და გავერთობით.-და ისე სასინლად გადაიხარხარა გეგონებოდა კედლებმაც ზანზარი დაიწყესო.აი,მანდ კი გავაცნობიერე ეს ბიჭი სამუდამოდ დამინგრევდა ცხოვრებას,სულიერად და მორალურად გამანადგურებდა,ყველაფერს წამართმევდა რაც კი რამე წმინდა გამაჩნდა ცხოვრებაში.არ ვიცი სად მქონდა ამდენი ძალა ან საიდან მომივიდა მაგრამ რაც მოვედი იმის მერე ერთი ცრემლი არ ჩამომვარდნია.მოსვლის წუთებიდან ვფიქრობდი რომ უბრალო გამტაცებლები იქნებოდნენ და უბრალოდ შემესინდა არ მოვეკალი,ამის მიზეზი იყო ჩემი ცრემლები,მაგრამ იმის გაანალიზების შემდეგ რაც გავიგე ირაკლის ვყავდი გატაცებული ყველანაირი იმედი წამერთვა თავისუფლების.ის ცოცხლას დამტოვებდა მაგრამ გამანადგურებდა. ვიქნებოდი ცოცხალ-მკვდარი ადამიანი,მოსიარულე გვამი.რომელიც წაბილწეს. ამის მიუხედავად მაინც მედგრად ვიდექი და თვალებში ამაყად ვუყურებდი ჩემს უბედურებას. ბექა... დღეს მთელი დღე საქმიდან თავი ვერ ავწიე,ლევანი საქორწინო მოგზაურობაში იყო,ლექსო საქმეზე და მე კიდევ უკვე ტვინი აფეთქებას მქონდა ამდენი მუშაობით. ანუკის ლექციები უკვე უმთავრდებოდა როდესაც დამირეკეს და მაცნობეს საქმიანი შეხვედრა დაენიშნა ერთ-ერთ უძლიერეს სამშენებლო კომპანიას ჩემთან.სხვა რა გზა მქონდა უნდა შევხვედროდი.ანუკის ისევ ვერ ვნახავდი და ეს მაგიჟებდა. საქმიანმა შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა და ხელშეკრულებაც გავაფორმეთ.ორივე მხარე კმაყოფილი ვიყავით პირობებით.უკვე რესტორნიდან გამოვდიოდი საათს რომ დავხედე.7 სრულდებოდა,გამიკვირდა აქამდე ანას უნდა დაერეკა მაგრამ ის არ ჩანდა.არასოდეს არ აგვიანებდა დარეკვას არც ლექციების დასრულების შემდეგ შემხმიანებია და არც ეხლა უკვე ამდენი დრო იყო გასული.მისი ნომერი ავკრიფე და გადავრეკე,რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ ტელეფონს ვიღაც მამაკაცმა უპასუხა. -გისმენ.-მითხრა კმაყოფილი ხმით ვიღაცამ. -რომელი ხარ?ანუკი სადაა?-ძალიან გამიკვირდა უცხომ რომ უპასუხა მაგრამ ვიფიქრე შეიძლება რამე შეემთხვა და სხვამ ამიტომ უპასუხა თქო. -ანუკი ჩემთანაა და კარგადაც ერთობა.-ისეთი ტონის მესაუბრებოდა აქ რაღაც სხვა ხდებოდა.მისმა ნათქვამმა ყურები დამიგუბა და ადგილზე გავშეშდი. -ნაბი*ვარო რომელი ხარ ეხლავე მითხარი თორემ მიწიდან ამოგთხრი.-უკვე ნერვებმა მიმტყუნეს და ავყვირდი. -გინდა თვითონ დაელაპარაკე და გეტყვის რა სასიამოვნო დროს ვატარებთ ერთად.-მითხრა უცნობმა და დაველოდე როდის მიპასუხებდა ანა. -სად ხარ ანა?რა ხდება გამაგებინე.-როდესაც ხმა არავინ გამცა მე თვითონ ვუყვირე ანას. -მე....მე ირაკლიმ მომიტაცა.-მარტო ამის თქმა მოასწრო და ტელეფონი ისევ იმ არაკაცმა წაართვა.მეგონა ფეხქვეშ მიწა გამომეცალა,იმ წამსვე მოვკვდი,იქ დასრულდა ჩემი ცხოვრება.ყურებს ვერ ვუჯერებდი ირაკლი ცოცხალი იყო,ისევ ანას შეშინებული ხმა ჩამესმოდა ყურებში და გონს ვერ მოვდიოდი.გატიშული ტელეფონი ყურზე მიმედო და ვერ ვაზროვნებდი.ჩემი გოგო,ჩემი პატარა ეხლა როგორი შეშინებული იქნება,სულ მისი სახე მედგა წინ და დღევანდელ დღეს ვწყევლიდი რომ ვერ დავიცავი ჩემი სიყვარული,ჩემი ცხოვრება. -მოვკლავ,იმ არაკაცს ნამდვილად მოვკლავ,საკუთარი ხელით გამოვუღებ წირვას.- ტელეფონს ამაოდ ვაწვალებდი მაგრამ ზარი არ გადიოდა,როგორც ეტყობა იმ არაკაცმა ტელეფონი საერთოდ გათიშა.ეხლა რა უნდა მექნა,როგორ მომეძებნა ანუკი.მაშინვე მირანდას ნომერი ავკრიფე და ზარის გასვლას დაველოდე. -გისმენ ბექა.-ისეთი ხმაური ისმოდა მაშინვე მივხვდი რომ ბარში იყო. -მირა,თუ შეიძლებ გარეთ გადი შენი ხმა საერთოდ არ მესმის.-ვუთხარი და დაველოდე როდის გავიდოდა მჟავია გარეთ. -რა ხდება ბექა?გარეთ ვა უკვე.-ჩამძახა ანერვიულებულმა გოგომ ტელეფონში და მივხვდი რომ მართლაც გარეთ იყო,ის აურზაური და მუსიკის ხმამაღალი ხმა ჩემამდე აღარ აღწევდა. -საქმე ცუდათაა.ანუკი გაიტაცეს.-მირანდამ ყველაფერი იცოდა და გადავწყვიტე ყველაფერი მეთქვა იქნებ მას მოეფიქრებინა რამე როგორ დაგვეხსნა იმ არაკაცის კლანჭებიდან ჩემი ლამაზი გოგო. -ირაკლი.-მისგან მხოლოდ ეს სახელი გავიგონე და გავოცდი.ნუთუ მანაც იცოდა ყველაფერი. -შენ საიდან იცი ირაკლიმ რომ გაიტაცა?შენც დაგირეკეს?-მასინვე კითხვები მივაყარე. -არა უბრალოდ დღეს ვნახე და ძალიან გამიკვირდა,თურმე სიკვდილი გაუთამაშებია და ისევ ცოცხალია.დღეს ლადოს უნდა შევხვედროდი მაგ საქმეზე, მეშინოდა რომ ანუკის ისევ რამეს დაუშავებდა და მაინც დამასწრო მაგ არაკაცმა.- ზიზღით ჩაილაპარაკა მირანდამ. -ნაბი*ვარი,მოვკლავ.ანას რომ რამე დაუშავოს ცოცხალი ვერ გადამირჩება.- ვყვიროდი ბოლო ხმაზე და სულ არ მაინტერესებდა გამვლელების გაოცებული მზერა,რომლებიც მაკვირდებოდნენ და თავებს იქნევდნენ. -კრგი ბექა,ასე ვერაფერს ვუშველით.ნახევა საათში ჩემთან მოდით ყველა.იქ გადავწყვიტავთ რას მოვიმოქმედებთ,გელოდებით.წავედი მე და მალე მოდით.- მირანდამ თავისტან დაგვიბარა და ტელეფონი გამითიშა.მაშინვე მანქანისკენ გავქანდი,არ ვიცი რას როგორ ვაკეთებდი,ჩემი ფიქრები ეხლა მხოლოდ ანუკისთან იყო და გული საშინლად მეკუმშებოდა იმის წარმოდგენაზეც კი როგორ გრძნობდა ეხლა თავს.ან რამე რომ დეშვებინა მისთვის რა დღეში ჩავარდებოდა.ჩემი ხელით ავკუწავდი და ისე დავანაწევრებდი თითითაც რომ შეხებოდა.ნახევარ საათში უკვე მირანდას სადარბაზოში ავდიოდი და კარებზე ზარის ღილაკს თითი მივაჭირე. ... ბექამ მანქანაში ჩაჯდომისთანავე ლექსოს დაურეკა. -გისმენ ძმა.-უთხრა მხიარულად ლექსომ. -სად ხარ ლექსო?-ისეთი დაძაბული ხმა ჰქონდა შამანაური მაშინვე დასერიოზულდა. -თეკოსთან,მოხდა რამე? -ანუკი იმ ნაბი*ვარმა ირაკლიმ გაიტაცა და ეხლა თავისთან ჰყავს.-ისეთი მრისხანებით და ბოღმით სავსე ეუბნებოდა ბექა ლექსოს,ირაკლი ნამდვილად ახლოს რომ ჰყოლოდა ხელის აუკანკალებლად გამოუტანდა განაჩენს. -რაა?მაგის დედა მოვტ*ან მე,აბა მკვდარიაო?სადაა მაგის დედას რომ შევე*ი მე.მოვკლავ მაგ ნაბი*ვარს.-ისე ღრიალებლდა ლექსო რომ თეკო შეშინებული წამოხტა საწოლიდან. -ვნახავ და მოვკლავ ჩემი ხელით.მაგრამ ეხლა იქამდე გეგმა გვჭირდება ანუკის გასანთავისუფლებლად.შენ და თეკო ნახევარ საათში მირანდასთან იყავით.მეც მალე მივალ და იქ ვილაპარაკოთ დანარჩენზე.-ყველაფერი უთხრა ბექამ და ტელეფონი გათიშა.ლექსო გაგიჟებული აქეთ-იქით დადიოდა და ცოფებს ყრიდა. უმცროსი გიორგაძე ნელა მიუახლოვდა და შეშინებულმა ხელი მხარზე დაადო. -რა მოხდა ლექსო?რამ გაგბრაზა?-ისეთი შეშინებული იყო გიორგაძის ქცევით რომ ხმაც კი უკანკალებდა. -იმ ნაბ*ვარმა ანუკი მოიტაცა და ეხლა არ ვიცით სად ჰყავს.-ისე უთხრა ბიჭმა რომ გოგოსკენ არც კი გაუხედავს,იმდენად იყო ანერვიულებული რომ ვერც აზროვნებდა. -ვისზე ამბობ?ვინ მოიტაცა ანუკი?ან სადაა?ვერაფერი ვერ გავიგე ლექსო,გთხოვ ნორმალურად ამიხსენი.-სთხოვა თეკომ. -ირაკლიმ მოიტაცა ანუკი და ბექას დაურეკა.არ ვიცით სადაა.გამოიცვალე და წავიდეთ,ყვლა მირანდასთან იკრიბება.-ყველაფერი აუხსნა შამანაურმა,მაგრამ გოგოს ხმა არ გაუგია,უცებ უკნ მიიხედა და რას ხედავს თეკო გონწასული წევს იატაკზე და სიცოცხლის ნიშანწყალი არ აქვს.მაშინვე აიყვანა ხელში და საწოლზე დააწვინა,ნისადური შეასუნთქა და ყურის ბიბილოები ნელა დაუზილა.თანდათან გოგო გონს მოვიდა და თვალები ნელა გაახილა.ლექსოს გულზე მოეშვა გამოფხიზლებული თეკოს დანახვაზე,გულში ჩაიკრა და სახე დაუკოცნა. -ასე აღარასოდეს მანერვიულო ჩემო ფერიავ. -მე კარგად ვარ,ეხლა შეიძლება წავიდეთ.-იმდენად ცივი ხმა ჰქონდა თეკოს რომ ლექსოს ძალიან გაუკვირდა. -არა შენ დასვენება გჭირდება.არსადაც არ წავალთ.-მკაცრად უთხრა შამანაურმა. -მე სახლში არ დავრჩები,შენთან ერთად მოვდივარ ეხლავე.-კატეგორიული გაუხდა ხმა თეკოს და ფეხზე წამოდგა. -თეკო,გთხოვ პატარაზე იფიქრე.-შეევედრა ბიჭი,მაგრამ გოგოს არაფერი გაუგონია ნაქსოვი ზედა მოიცვა და კარებთან დადგა. -მოდიხარ?მე და ჩემი შვილი კარგად ვიქნებით,პირობას გაძლევ არ ვინერვიულებ მაგრამ სახლში ჯდომით სულ გავგიჟდები და უარესად გავხდებიი.ეხლა ჩემს ანუკის ვჭირდები და მასთან უნდა ვიყო.-ლექსომ ვეღარაფერი ვერ უთხრა გაჯიუტებულ გოგოს და ისიც წამოდგა.მანქანის გასაღები აიღო და კიბეებდ ნეა დაუყვნენ. ... ბარში იჯდა და ლადოს ელოდებოდა.უცებ ვიღაც მიუჯდა გვერდით და გაოცებულმა გახედა.მის წინ მომღიმარი სანდრო იჯდა.ხმას არ იღებდა მხოლოდ უყრებდა გოგოს და მისი მომაჯადოვებელი ღიმილით უღიმოდა.მისი ნაცრისფერი თვალები ისევ ისეთი საოცარი იყო.მირანდას უნდოდა სამუდამოდ დაესაკუთრებინა და ყოველთვის თავისად ეგულა მაგრამ ამის უფლება არ ჰქონდა. მითუმეტეს ეხლა როდესაც უკვე საკმაოდ შორს ჰქონდა შეტოპილი და უკან გამოსვლა საკმაოდ გაუძნელდებოდა. -ერთი გაუზავებელი ვისკი ჩემთვის და ერთიც გაზავებული ქალბატონისთვის.- შეკვეთა მისცა ბარმენს და გოგონას გადმოხედა. -მე მეტს აღარ ვსვამ,საკმარისია თორემ დილით სამსახურში წასასვლელად თავს ვერ ავწევ.-მაშინვე თავის დაძვრენა ცსადა მირანდამ,რადგან მისი წინა დათრობა არ დასრულდა ისე როგორც საჭირო იყო.არა ნამდვილად არ ნანობდი იმ ღამის სანდროსთან გატარებას,მხოლოდ ის სტკიოდა რომ გიორგაძეს გული საშინლად მოუკლა თავისი საქციელით,იმედები წაართვა და ცხოვრების ხალისი დაუკარგა. -თუ იმის უფრო გეშინია ისევ ჩემს მკლავებში არ აღმოჩნდე?-ისე ლამაზად უღიმოდა ბიჭი რომ ვერაფერი ვერ უპასუხა მის თავხედურ ნათქვამზე.-რა იყო სათქმელი არაფერი გაქვს და ამიტომ დუმილი არჩიე?ხომ გაგიგია დუმილი თანხმობის ნიშანიაო.-ამ სიტყვებზე კი ნამდვილად ვერ შეიკავა თავი. -იცი რას გეტყვი სანდრო,ის რაც ერთხელ მოხდა ჩვენ შორის მეორედ აღარ განმეორდება.-მიახალა მჟავიამპირში და ბარმენის მიერ დადებული ვისკი ბოლომდე მოვსვა. -ვიღაცას მეტს აღარ სვამდა?-ნიშან მოგებულად უთხრა სანდრომ და თვალები ააციმციმა.მის თვალებში აშკარად ჩანდა ის სიყვარული რასაც მირანდას მიმართ განიცდიდა მაგრამ რატომღაც ძალით იბრმავებდა გოგონა თვალებს რომ არ დამენახა ეს გრძნობა.-ნურასოდეს იქნები იმაში დარწმუნებული რისი გაკეთებაც არ შეგიძლია.-მხოლოდ ეს უთხრა და მანაც მოსვა ვისკი ბოლომდე.პასუხის გაცემას აპირებდა მჟავია,მისი თავდაჯერილობა უკვე ნერვებს უშლიდა და აღიზიანებდა მაგრამ ტელეფონის ზარმა სათქმელი შეაწყვეტინა,ბექა ურეკავდა.ცოტა არ იყოს გაუკირდა მისი ზარი.გული უცნაურიდ აუჩქარდა და საჩქაროდ უპასუხა.მისი ხმა არ ესმოდა გასვიანს ამიტომ გარეთ გამოვიდა.მირანდა ბექას ნათქვამით გაოგნებული იდგა ბარის წინ და არ იცოდა რა მოემოქმედებინა.მასინვე გაახსენდა დილანდელი უცნობი,რომელიც ირაკლის მიამსგავსა,არა კი არ მიასმგავსა ის იყო ნამდვილად.შეცდომა შეუძლებელი იყო.თან ეხლა გასვიანმაც უთხრა რომ ანა ირაკლიმ მოიტაცა.ბიჭს შეხვედრა თავის სახლში დაუნიშნა და ბარში შებრუნდა. -რა ხდება მირანდა?სახეზე ფერი არ გადევს.-მჟავია ბარს დაეყრდნო და თავი ხელებში.გოგო ხმას ვერ იღებდა.უცებ იგრძნო სანდროს გახურებული ხელები მის მხრებზე და ესიამოვნა ეს შეგრძნება.თავი ოდნვ ასწია და მკერდზე მიეკრო.ბიჭმა მკლავები მაგრად შემოხვია ქალს და თმებზე ოდნავ შეახო ტუჩები.მჟავიას მის კოცნაზე გააჭრჭოლა მაგრამ არ განძრეულა.სიამოვნებდა მის სიახლოვეს ყოფნა. ბოლოს როგორც იქნა თავი გაინთავისუფლა მისი ხელებისგან და სკამზე ჩამოჯდა. -რა მოხდა არ მეტყვი?-ისევ ჰკითხა სანდრომ და პასუხის მოლოდინში ქალს ზევიდან დააცქერდა. -ანუკი გაიტაცეს.-ეს სიტყვები სანდროსთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო.ყველაფერს წარმოიდგენდა ოღონდ ამას არა.სახეზე ალმური აუვიდა,გაგიჟებულ მხეცს დაემსგავსა,მირანდას ბიჭი ასეთ მდგომარეობაში პირველად ჰყავდა ნანახი და გაოგნებული უყურებდა. -ვინ მოიტაცა?-მხოლოდ ეს ჰკითხა და ბარმენს კიდევ ერთი ვისკი შეუკვეთა. -ირაკლიმ.-ამის მეტი ვერაფერი უთხარა მონასმენით მირანდაც გაოგნებული იჯდა და დრო სჭირდებოდა გონზე მოსასვლელად. -ეგ ხომ მკვდარია.-ამაზე უარესად გაგიჟდა სანდრო. -არა,ყველას ეგრე გვეგონა მაგრამ თურმე ცოცხალი ყოფილა.-გიორგაძემ ბარმენის მიერ დადებული ვისკის ჭიქა ერთიანად გამოცალა.-ამდენს ნუ სვამ.-ჭიქაზე ხელი დაუფარა მჟავიამ და სევდიანად გახედა.მის ნაცრისფერ თვალებში უსაზღვრო სევდას დაედო ბინა. -ჩემი ანუკი,ჩემი პატარა.ვანანებ იმ არაკაცს.მთავარია ხელში ჩავიგდო და დანარჩენი მე ვიცი რასაც ვუზამ.-უკვე თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა სანდრო, მირანდას სიტყვებისთვის ყურადღება არც მიუქცევია ისე გამოცალა ჭიქა. -ადექი სანდრო წავიდთ.-უკვე კარგად ნასვამი იყო გიორგაძე,ხელმკლავი გამოსდო გოგომ და ფეხზე წამოყენება სცადა,მაგრამ ვაჟი გაუძალიანდა.ბარიდან ადგომა არ უნდოდა და ბარმენს ამჯერად ვისკის მთელი ბოთლი შეუკვეთა. -დალევით ვერაფერს უშველი სანდრო,ეხლა კარგი გეგმა გვჭირდება რომ ეგ არაკაცი გამოვიჭიროთ.სანამ ანუკისთვის რამე დაუშავებია.ბექა და ყველანი ჩემთან მოვლენ ნახევარ საათში და ჩვენც უნდა მივიდეთ.-ამის გაგონებაზე ისე სევდიანად გადმოხედა მირანდას რომ გოგოს გული მოუკვდა,მიხვდა მისთვის ანუკი ძალიან ძვირფასი იყო და მის დაკარგვას ვერ გადაიტანდა.მხარზე ოდნავ მიეხუტა ისევ წამოაყენა.გიორგაძე არ გაძალიანებია,პირიქით მხარზე ხელი მოჰხვია და ასე მიხუტებული გაიყვანა გოგო გარეთ.ბარიდან გამოსულებს შემოდგომის ცივი ნიავი სახეზე მოელამუნათ.სასიამოვნო საღამო იყო,მაგრამ ვისთვის როგორ,მათთვის კი ნამდვილად არ იყო ეს საღამო სასიამოვნო.მათ თავებზე საშინელი უბედურება ტრიალებდა.მირადა თავის ავტომობილისკენ წავიდა,სანდრო მძღოლის გვერდით მოთავსდა და დაელოდა გოგო როდის დაჯდებოდა.მჟავიამ დაჯდომისთანავე პარიკი მოიძრო და უკანა სავარძელზე მიაგდო,უკვე თავი მოებეზრებინა ამ ქერა თმის ტარებას.გაოცებული სანდროს მზერისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მანქანა დაქოქა.გზიდან ლადოს დაურეკა და სახლში დაიბარა.ცოტა ხანში უკვე კიბეებზე ადიოდა და კარიც გააღო.შესასვლელში შუქი აანთო და სანდრო მისაღებ ოთახში შეიყვანა.ყავა მოადუღა რომ ცოტა მაინც გამოეფხიზლებინა გიორგაძე,ეხლა ყველაზე მეტად ფხიზელი გონება სჭირდებოდა თითოეულ მათგანს.ცივი გონებით უნდა ემოქმედათ რომ ირაკლის ყველა ნაბიჯი გაეთვალათ და ეპოვათ სად მალავდა ანას.ყავა მისაღებში პატარა ჟურნალების მაგიდაზე დადო ტკბილეულთან ერთად და მეგობრებს დაუწყეს ლოდინი.ცოტა ხანში კარზე ზარის ხმა გაისმა.მირანდა გასაღებად გაემართა და გააღო.აქოშინებული ლადო შერჩა ხელში,რომელიც სულს ძლივს ითქვამდა.სახლში სწრაფად შევიდა და პირდაპირ სამზარეულოსკენ გაქანდა.ონკანი მოუშვა,ცივი წყლით აავსო ფინჯანი და ერთი მოყუდებით გამოცალა ბოლომდე.როდესც ცოტა სული მოითქვა სანდროს მიესალმა და დივანზე მისავათებული გადაწვა. -რა ხდება მირა?-თბილად ჰკითხა ლადომ გოგოს. -დღეს ისედაც მინდოდ შენი ნახვა,ირაკლი გამოჩნდა და გეგმა მჭირდებოდა ანუკის დასაცავად,მაგრამ იმ არაკაცმა დაგვასწრო,ბექამ დამირეკა და მითხრა რომ უკვე მოასწრო ანუკის გატაცება და ეხლა მასთან არის.-მოკლედ აუხსნა სიტუაცია მირანდამ კაპანაძეს,რომელიც დაძაბული უსმენდა.ამასობაში ბექაც მოვიდა,უკან კი ლექსო და თეკო მოყვნენ გაფითრებული სახეებით.ვერცერთი ვერ იჯერებდა ჯერ კიდევ ამ ყველაფერს,მირანდამ ყველა მისაღებ ოთახში შეიპატიჟა და დივანზე მოთავსდნენ.თვითონაც ლადოსთან ახლოსმდგარ სავარძელში მოკალათდა და საუბარი განაგრძო. -ეს უკვე სერიოზული საქმეა.მასზე ძებნა უკვე შეწყვეტილია.ანუ მოგვიწევს ისევ განვაახლოთ და მის ოჯახს ვუთვალთვალთ.-გეგმა დასახა ლადომ.ყველა დაძაბული უსმენდა და ხვდებოდა რომ ეს მხოლოდ გეგმის ნაწილი იყო.მთავარი ჯერ კიდევ წინ ელოდათ. -ეგ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ და მეორე ისაა რომ მისი მეგობრები უნდა ავიყვანოთ მოსმენაზე,აუცილებლად მიმართავს მათ,მარტო ვერაფერს ვერ გააკეთებს.მამამის ჩემს თავზე ვიღებ.-იმდენად სერიოზულად საუბრობდა მირანდა რომ ჩარევას ვერავინ ბედავდე,მის ბოლო სიტყვებზე სანდრო სერიოზულად წამოენთო. -რას ჰქვია მამამის შენ მიხედავ?-თვალებიდან ბრაზს აფრქვევდა,იმდენად იყო გაღიზიანებული. -მასთან მე ვმუშაობ ამიტომ მის მოსმენას და თვალთვას საკუთარ თავზე ვიღებ.- არანაკლებ გაღიზიანებულმა უპასუხა მჟვიამ,არ უყვარადა როცა უსუსურ ქალად თვლიდნენ. -კარგი,ეს ყველაფერი გავიგეთ.მაგრამ ეხლა მთავარია კონტაქტზე გამოვიდეს და გვითხრას რას მოითხოვს.მთავარი ანას სიცოცხლეა და სხვა დანარჩენს მოვაგვარებთ.-ყველაფერი განმარტა ლადომ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა, თვიტონაც კარგად იცოდა რომ ეს ადვილი საქმე არ იყო და ასე ადვილად ვერ დაიჭერდნენ ირაკლის,როდესაც ამხელა მფარველები ჰყავდა მამის და მისი მეგობრის სახით,მაგრამ იმედოვნებდნენ რომ ყველაფერს შეძლებდნენ და ანას მისი კლანჭებიდან დაიხსნიდნენ.ბექა ჩუმად იჯდა და უსმენდა ყველას ნათქვა თითოეულ სიტყვას.ერთი აფეთქება ყველაფერს ერჩცივნა მაგრამ ამით ვერაფერს ვერ გახდებოდა.ისევ ანუკის გულისტვის უნდა ყოფილიყო ძლიერი და ისევ მისტვის უნდა ებრძოლა.ყველაფერს გააკეთებდა რომ გაენთავისუფლებინა და მერე აქედან ძალიან შორს წაიყვანდა,ისე შორს რომ ვერანაირი ცუდი მას ვეღარ მოსწვდებოდა,თავის ფიქრებში იყო გართული როდესაც ტელეფონი აწკრიალდა. ნერვიულად ამოიღო ჯიბიდან და ეკრანს დახედა,უცხო ნომერი რეკავდა.ყველას სმენად იქცა. -გისმენ.-უცებ დასერიოზულდა გასვიანი.ტელეფონის მეორე მხრიდან კი საშინელი სიცილის ხმა ისმოდა. -რაო მაგარო ბიჭო ჯერ კიდევ ვერ იპოვე შენი პატარა გოგო?-დამცინავად ჰკითხა ირაკლიმ და კიდევ ერთხელ გადაიხარხარა. -შენი დედა მოვტ*ან მე შენი,აგკუწავ შე ნაბი*ვარო ანუკის რომ თითი დააკარო, მოგკლავ შე *ლეო შენა.-უკვე საშინლად ღრიალებდა ბექა და უწმაწურ სიტყვებს არ ინანებდა ირაკლის მიმართ.ის კი იდგა და უბრალოდ იცინოდა.ტკბებოდა მატი უბედურებით. -მიხარია ასე გამწარებულს რომ გხედავ,ჯერ სად ხარ.ამღამ კარგად გავერთობი შენს ნაცეცასთან.-ჩასძახა მხიარულად და ტელეფონი გაუთიშა.ბექამ კი გაგიჟებულმა ისროლა და კედელს მიაფშვნიტა,რაც კი რამე მოხვდა ხელში ყველაფერი დალეწა.ლექსომ და სანდრომ ძლივს გააკავეს.ხელებს იქნევდა და აგინებდა სიმონიშვილს.იმდენად გამწარებული იყო მართლა მოკლავდა,არ დაინდობდა და ყელს გამჭროდა.მირანდამ წყალი მოუტანა და ბიჭებმა ძალით დასვეს სავარძელში.ყველას ეგონა რომ დამშვიდდა,ყურადღება მოადუნეს და სწორედ მაშინ წამოხტა ბექა ფეხზზე,კარები გიჟივით გამოგიჯა და კიბეებზე დაეშვა.ყველა უკან დაედევნა.ლექსოს ორი ფეხის ნაბიჯზე მიასწრო მანქანამდე, დაქოქა და გიჟივით მოწყდა ადგილს.ისეთი კვამლი დააყენა რომ ვერაფერს დაინახავდი.სხვა რა გზაჰქონდას ყველა სახლში აბრუნდა და ეხლა გასვიანზე დაიწყეს ფიქრი,ასეთ დროს რამე საშინელება არ ჩაედინა.ლადო მალევე წავიდა სამსახურში.ჯგუფი უნდა ჩამოეყალიბებინა და ყველაფერი ეხლავე უნდა დაეწყოთ. მირანდა თვალთვალს ხვალიდან შეუდგებოდა.სანდროს და ლექსოს კი ირაკლის მეგობრის გოგიტას თვალთვალი ევალებოდათ,ისინი იმდენად განუყრელი ძმაკაცები იყვნენ რომ არ არსებობს სიმონიშვილი მეტრეველს არ დაკავშირებოდა და დახმარება არ ეთხოვა.სწორედ ამ დროს გამოიჭრდნენ ორივეს ერთად. კაპანაძემ ყველას მითითება მისცა და წავიდა.ლექსომ თეკო სახლში წაიყვანა. სანდრო კი მირანდასთან დარჩა.გოგონას მისი საქციელი არ გაუპროტესტებია.არც მას შეეძლო ამაღამ მარტო ყოფნა,ვიღაც სჭირდებოდა ვინც გვერდით ეყოლებოდა, თუნდაც ეს გიორგაძე ყოფილიყო.მჟავიამ ყველა გააცილა და კარები გადაკეტა. მისაღებ ოთახში სანდრო დივანზე ნახევრად გადაწოლილი იჯდა,ისიც გვერდით მიუჯდა თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა.გიორგაძეს ესიმოვნა მირანდას სიახლოვე ისე გაინაბა მგონი სუნთქვაც კი შეწყვიტა რომ მჟავია არ დაეფრთხო. ... ირაკლი რაც გავიდა იმის მერე მხოლოდ ერთხელ მომაკითხა იმ მეორემ,ისიც იმისთვის რომ ჩემთვის საჭმელი შემოეტანა.ნახევარ ფაბრიკატები დამიწყო წინ და ისევე უსიტყვოდ გავიდა როგორც შემოვიდა.არაფრის ჭამა არ მინდოდა მაგრამ ძალა ხომ უნდა მქონოდა,ამიტომ სულ ძალით შევჭამე ყველაფერი.ცოტა ხანში ყველაფერმა ტრიალი დაიწყო,როგორც მოტაცების დროს ეხლაც ყველაფერი ბურუსმა მოიცვა და ჩამეძინა.არ ვიცი რამდენხანს მეძინა,მაგრამ ის კი ვიცი რომ არაფერი არ მაწუხებდა,არც ნესტის სუნი და არც ეს ნახევრად დამპალი ლეიბი,არც ის რომ ვირთხები ჩემს თავთან წრპინებდნენ და ლამის იყო ეკბინათ ჩემთვის. გაბრუბული ვიყავი და ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო.ალბათ უკვე საკმაოდ გვიანი იქნებოდა რკინის კარები მძიმედ რომ გაიღო და ვიგძენი როგორ მიახლოვდებოდა ვიღაც.თვალების გახელა მინდოდა მაგრამ ისეთი დამძიმებული მქონდა ქითუთოები ყოველი ჩემი მცდელობა ამაო რჩებოდა.ვიღაცამ ნიკაპზე ხელი მომკიდა და სახე მაღლა ამაწევინა,ვგრძნობდი მის გახშირებულ ცხელ სუნთქვას რომელიც ტუჩებზე მეფრქვეოდა და გულის რევის შეგრძნება მეუფლებოდა, მინდოდა მისთვის სახეში შემეფურთხებინა მაგრამ არც ამის ძალა არ მქონდა. სხეულს ვერ ვიმორჩილებდი,ყველაფერი მოდუნებული და ძალაგამოცლილი მქონდა.თვალები როგორც იქნა გავახილე და უცნობს შევხედე,ირაკლი იყო. გულისამრევად მიღიმოდა და სახიდან ხელს არ მაცილებდა.ისეთი მრისხანე თვალებით შევხედე წამში წაუხდა ყველაფრის ხალისი.ხელი უხეშად გამიშვა და სახიდან ყელზე გადაიტანა.ორი თითით ჩაუყვა ჩემს სავსე მკერდს და ცოტა ხანს შეჩერდა.მერე გიჟივით გაგლიჯა ჩემი მაისური,გამრჯვებული მზერა მიაპყრო ჩემს მკერდს.შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა,გაბრუებული ვიდექი და ვერც ვაზროვნებდი.მხოლოდ შეხებას ვგრძნობდი და ეს შეგრძნება მაგიჟებდა,ტანზე სულ ზიზღის ბუსუსები მაყრიდა და მინდოდა სადმე გავქცეულიყავი.ის კი ჯიუტად აგრძელებდა ჩემს სხეულზე ხეტიალს,შემოხეული მაისური სულ გადამაძრო და დამტოვა მხოლოდ ლიფის ამარა.თითი ეხლა მუცლისკენ ჩააყოლა და იგრძნო როგორც შევწიე მუცელი შიგნით.მისი თითების შეხება კანს მიშანთავდა.სხეული ციანივიტ მიკანკალებდა და ამ კანკალს ვერაფერ ვერ ვუხერხებდი.ყოველი მისი დაკარებული თითი დანასავით მესმეოდა კანზე და ღრმა ჭრილობას ტოვებდა.ჯინსის შესაკრავს მიუახლოვდა და ღილი ერთი ხელის მოსმით გახსნა, შემდეგ ელვა შესაკრავისკენ წაირო ხელი და ისიც გახსნა.მხოლოდ გახდა იყო და მის წინაშე საცვლების ამარა დავდგებოდი,მე კი უსულო თოჯინასავით ვიდექი და ვერც ვრეაგირებდი.მხოლოდ ჩემი ტვინის იმპულსები განგასის სიგნალს გადასცემდნენ მთელს სხეულს მაგრამ ამაოდ,სხეული ამ სიგნალზე არ რეაგირებდა,მხოლოდ აჩქარებული გული მიგანიშნებდა რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი.ერთი ხელის კვრით დამაგდო იმ საშინელ ლეიბზე და ზემოდან მომექცა.ჯერ თვალებში ჩამხედა,მერე სხეული ჩამითვალიერა და კმაყოფილმა გამიღიმა. -გეტყობა რომ ჯერ კაცთან ნამყოფი არ ხარ.-ცინიკურად ჩაილაპარაკა ირაკლიმ და ისევ თვალებში ჩამასთერდა.-ბექას შევპირდი რომ დღეს კარგად გავერთობოდით მე და სენ,ამიტომ პირობა უნდა შევასრულო.-სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული რომ ტუჩებზე გიჟივით დამაცხრა.ისე მხეცივით მკოცნიდა რომ ეტყობოდა მხოლოდ ჟინის დაკმატყოფილებაუნდოდა.ცოტა ხანს მოსწყდა ჩემს ტუჩებს. -გემრიელი ტუჩები გქონია.არადა შენც შენი დაქალივით გაფუჭებული მეგონე მაგრამ თურმე არ ყოფილხარ ასეთი.იმან უკვე მოასწრო იმ ნაბიჭვართან ერთად საწოლში კოტრიალი.-დანანებით ჩაილაპარაკა სიმონიშვილმა და ზიზღით გვერძე გადააფურთხა.-მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ის თუ ვერ ჩავიგდე ხელში შენ აქ არ მყევხარ.-იმდენად მაგიჟებდა მისი ასეთი მშვიდი საუბარი კარგად რომ ვყოფილიყავი ერთსისეთს ვუთავაზებდი მთელი ცხოვრება არ დაავიწყდებოდა. მეზიზღებოდა მთელი არსებით მზულდა ირაკლი და ეს ჩემს თვალებშიც იკითხებოდა,ხედავდა ამ ყველაფერსდა ჩემი ტანჯვა სიამოვნებდა.მაზუხისტური გამოხტომები ჰქონდა სხვისი ტაჯვა მას სიამოვნებას ანიჭებდა.კიდევ ერთხელ მაკოცა გიჟივით ტუჩებზე,ამას თუ კოცნა ერქვა და მაშინვე წამოხტა ფეხზე. -არ მინდა ეს ყველაფერი ასე ადვილად მოხდეს.დიდხანს მოგიწევს ჩემთან ყოფნა, ამიტომ მინდა ყოველ დღე დავტკბე შენი სხეულით და სიამოვნება მივიღო შენით.- შარვალი დაიფერთხა და კარებისკენ წავიდა.მე არც გავნძრეულვარ,ასე ვიწექი იქამდე და ვუყურებდი შავად გაგლესილ ჭრს სანამ თვალები თავისით არ დამეხუჭა და არ ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.