შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემიძლია,ვერ გელევი ( 15 )

19-02-2016, 17:15
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 937

სიტუაციის გააზრება და გათავისება ვერანაირად ვერ მოვახერხე.უბრალოდ ბოლო 5 წუთი იმდენად მოილოდნელი,ამაღელვებელი და გად
საიდუმლოებული იყო,რომ ჩემი გონება ვერ ჩასწვდა გაანალიზა.
გაოცებულმა დავხედე მუქყდოან ბლოკნოტს,რომელიც რამოდენიმე წამის წინ მომაჩეჩა ხელებში თემომ.რაღაც დრო გაუაზრებლად დავაშტერდი მერე კი ცივად ვუშვი ხელი და დივანზე მივაგდე.გონებაში საშინელი აურზაური მქონდა.რა წერია მასში ასეთი ,რასაც შეუძლია ასე ამიფორიაქოს სიმწრით დალაგებული ცხოვრება და გონება? კარისკენ გავაპარე თვალი მაგრამ თემო არსად ჩანდა.ისევ ბლოკნოტს მივუბრუნდი.გული უცნაურად ამიფართხალდა,მაგრამ უარესი წინ მელის.ხელის კანკალით გადავშალე პირველი ფურცელი და პირველი დარტყმაც მიიღო ჩემმა გულმა.
თათია ხალვაშის დღიური -
_ არ შემიძლია_ ამოვიგმინე ბლოკნოტი ისევ დავხურე მკერდზე ავიკარი და ავქვითინდი.გავიხლიჩე,ყველაფერი მსურდა ერთდროულად,წარსულიც,აწმყოც და მომავალიც,სიყვარულიც და ბედნიერებაც.ცოტა,რომ მოვეშვი ისევ გადავშალე დღიური,ღრმად ჩავისუნთქე და ……
…,....................
ჩემს ოთახში სწრაფი ნაბიჯებით შევედი,კარი მივხურე და ზურგით მივეყრდენი.ისეთი აფორიაქებული ვიყავი შინაგანად,რომ სუნთქვა მეკვროდა.თავი რამოდენიმეჯერ მსუბუქად მივარტყი კეფით კარს და მოვშორდი.წინ და უკან ბოლთის ცემით,რომ ვერ დავიმშვიდე ნერვები,ფანჯარა გამოვაღე,ეზოში გადავხტი,სუფთა ჰაერმა ცოტა მომაფხიზლა,ნერვებიც დამიწყნარდა.სახლს წინა მხრიდან შემოვუარე,ფანჯარაში მკაფიოდ ჩანდა თათოს სილუეტი,რომელიც ოდნავ თავდახრილი იჯდა დივანზე,ანუ დღიურს კითხულობდა.ისევ,ჩემი ოთახის ფანჯრისკენ წავედი და იქვე მიწაზე ჩამოვჯექი,ზურგით სახლის კედელს მივეყუდე,თვალები დავხუჭე და ამოვიოხრე.ახლა სწორედ,რომ ჩემი მომავალი წყდებოდა.ხვალიდან ან ბედნიერი ვიქნები ან უბედური.ან იმედიანი ან უიმედო,ყვეფერი კი სწორედ აი ამ სახლში ამ წამებში წყდებოდა.
დილამდე არ მომიხუჭავს თვალი,შინაგანად ველოდი თათოს მოსვლას,მის დაძახებას,დაკაკუნებას,ან სასიკეთოდ ან….. მაგრამ ისე გათენდა,რომ მისგან არაფერი გამიგია.მე კი მგონი სამჯერ უკვე მოვასწარი მიკრო ინფაქტის გადატანა ამ ერთ ღამეში.ინათა თუ არა სამზარეულოში გავედი.ვერ ვისვენებდი.ჩემს განაჩენს ველოდი,მოსამართლე კი არა და არ ჩანდა.
11 საათი სრულდებოდა მისი საძინებლის კარის ხმა,რომ შემომესმა.გული გადამიქანდა მოლოდინისაგან ,ფეხზე წამოვხტი და დერეფანში გავედი.პირველი რაც თვალში მომხვდა მისი გადაღლილი სახე და ჩაწითლებული თვალები იყო და მეორე…… სამგზავრო ჩანთა.არ ვიცი გულმა რამდენკ დარტყმა გამოტოვა ,მაგრამ ჩასუნთქვა ძალიან გამიჭირდა,თითქოს დამანაწევრეს და დამჩეხეს.განაჩენის მოლოდინით ისევ მასზე გადავიტანე მზერა,მაგრამ გული მიგრძნობდა და თვალიც ხედავდა,რომ არანაირი იმედი არ უნდა მქონებოდა.
_ ეს რას ნიშნავს?_ ვეცადე მშვიდად მეთქვა და ხელით ჩანთაზე მივანიშნე,თან კედელს მივეყრდენი,რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა.
_ მივდივარ_ საშინლად დაღლილი და ჩახლეჩილი ჰქონდა ხმა,თავი დახარა და კაბის ღილებს დაუწყო წვალება.
_ აი ასე?
_ და რას ელოდი?_ ცრემლიანი თვალებით ამომხედა,გავქვავდი.
_ თათო….
_ შენ მე მომატყუე_ ხმა აუკანკალდა.
_ რა? რა მოგატყუე?
_ დღიური,წარსული,სიმართლე …. ჩემი შვილი_ ტირილს უმატა და იფრო მეტად მოიკუნტა.
_ მიმოიხედე ირგვლივ თათია,დააკვირდი,ნუთუ მე მხოლოდ ამ სიტყვებს ვიმაახურებ?_ მისკენ გადავდგი ნაბიჯო მაგრამ შეკრთა,ოდნავ უკან დაიხია…..მეტკინა….საშინლად მეტკინა….
_ შენ….შენ ეგოისტი ხარ…._თავს ვერ ერეოდა და იქვე იატაკზე ჩაიკეცა.
_ თათო..._ ისევ გავიწიე მისკენ.
_ არ მომეკარო_ ისტერიულად წამოიკივლა და უფრო მოიკუნტა.
_ დამშვიდდი ბავშვს გააღვიძებ,მისმინე...მითხარი გაგახსენდა რამე? მცირედი მაინც?
_ არაფერი….არაფერი …..არ გამხსენებია …..საერთოდ,არაფერი_ მუხლებზე შემოიხვია ორივე ხელი და გაუაზრებლად იმეორებდა სიტყვებს.
_ საერთოდ არაფერი?_ უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე გაოგნებულმა და მასთან ახლოს ჩავიმუხლე.
_ რა მჭირს?_ თავისთავს შეშინებული ეკითხებოდა და თავს უფრო მალავდა მუხლებში_ ავირიე,აღარაფერი მინდა ცუდად ვარ.
_ გთხოვ სამზარეულოში გავიდეთ საბას არ გაეღვიძოს_ ვთხოვე და ხელი გავუწოდე,რომ წამოდგომაში მივხმარებოდი.
_ არ შემეხო_ გააკანკალა და მხარი შეიბრუნა.
ძლივს გადავყლაპე ეს ტკივილი და სიმწარე,მე მესმოდა მისი.გზიდან გავეცალე და გზა დავუთმე,უკან გავყევი.
_ იქ….იქ,რაც ეწერა შენ ყველაფერი წაიკითხე?_ მაგიდანსთან მოკალათებული ჩემს მოდუღებულ ყავას სვამდა,ამომხედა,მის თვალევში ყველაფერი იკითხებოდა,ტკივილი,სევდა,დაბნეულობა და შიში.
_ კი_ ვთქვი და დანაშულზე წასწრებულმა თავი ფანჯრისკენ შევაბრუნე,არ მინდოდა მის თვალებს კოდევ ერთხე დაედოთ ჩემთვის მსჯავრი.
_ ის….ის მართლა ჩემია?_ საბრალო თათო.
_ კი თათო.
_ მე…._ ისევ ტირილი აუვარდა_ მე ასეთი ქმარი მყავდა? მე ასეთ ქმარს ვიტანდი? და…. საბა...რატომ არ მითხარით,რომ ჩემი შვილი იყო?
_ ეგ რომ გვეთქვა მაშინ ყველაფერი უნდა მოგვეყოლა,ექიმმა კი გაგვაფრთხილა,რომ ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მოეტანა შენი მეხსიერევისათვის და ჯამრთელობისათვის,ამიტომ მოვიფიქრეთ ასე
_ ანუ შენ ცოლო… შვილი….
_ ტყუილია,მე ცოლი არასოდეს მყოლია
_ ანუ ჩემი ქმარი?_ სახე წაეშალა,ტუჩებზე აიფარა თითები და დაფეთებულმა შემომხედა.
_ სამწუხაროდ თათო.
გაჩუმდა,არც ტიროდა,არც ხმას იღებდა.უბრალოდ გაიყინა.ასე იყო რამოდენიმე წუთი,არ ვიცი რა ხდებოდა მის გონებაში,უბრალოდ ველოდი,მე ხომ ჩემი მომავლის გადაწყვეტა მას ვანდე,ჰოდა ვიჯექი და ველოდი.
_ და შენ საიდან აღმოჩნდი ჩვენთან? შენთან რატომ ვარ?_ ისევ გამოერკვა.
ოღონდ ეგ არ ეკითხა,ოღონდ ეგ არა.
_ სანამ მიპასუხებ,შენ ხარ ის თემო დღიური რომ წერია?
_ კი მე ვარ.
_ კარგი და ახლა პირველი კითხვა ისევ,რატომ ვართ მე და ჩემი შვილი შენთან? რატომ მექცეოდა ქმარი ასე? რატომ მატყუებს საკუთარი დედაც? რატომ არ ვარ ისევ ბათუმში?_ კითხვები მომაყარა,საშინლად მკაცრი გაუხდა თვალები, ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე და დაჟინებით მომაცქერდა.
_ მე მხოლოდ ერთ კითხვაზე შემიძლია გიპასუხო,დანარჩენზე უფლება არ მაქვს.
_ გისმენ.
_ მე და თქვენ...თათო მიჭირს ამაზე ლაპარაკი_ შინაგანად მსურდა მისი თითები ჩემს თითებში მომექცია და დამემშვიდებინა მაგრამ ახლა ფაქტიურად ამის ქმედება სიკვდილის ტოლფასი იყო.
_ მე კი მოსმენა,განაგრძე.
_ ძნელია თათო ,აუტანელია ჩემთვის ყველაფერი,ყოველი წუთი თუ საათი,სანამ გეტყვი მიზეზს ,მანამ მინდა გითხრა ,რომ შენ და საბა ხართ ჩემთვის ყველაფერი,სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართ.საბა საკუთარი შვილივით მიყვარს,გეფიცები,როგორც შვილი ისე.რაც შეეხება მიზეზს_ ღრმად ჩავისუნთქე და მოვემზადე_ ტანჯვაა,როცა აცნობიერებ ნებით თუ უნებლიეთ დამნაშავე ხსრ ძვირფასი ადამიანის უბედურებაში,მისი ოჯახის დაშლაში,მისი წარსულის გაქრობაში.მე ვიჯექი მეორე მანქანის საჭესთან რომელიც შეგეჯახათ.არა აქვს მნიშნელობა იმას ვიყავი თუ არა დამნაშავე,შედეგი ნათელია და მე დღემდე ეს მკლავს და მანადგურებს.
_ ანუ…. შენ?_ ყველაფერი ამ ორ სიტყვაში ჩაატია,მე მოვემზადე,რომ იყვირებდა,იკივკებდა,სახეში გამარტყამდა,გამლანძღავდა მაგრამ არა მან ყველაზე სასტიკი მეთოდით დამსაჯა.
_ ტაქსი გამოიძახე,მივდივარ_ თქვა და ფეხზე წამოდგა,საძინებკისკენ წავიდა,დავაპირე მისი შეჩერება მაგრამ აზრი არ ჰქონდა.ახლა არაფერს არ ჰქონდა აზრი და მნიშნელობა.მე მისთვის დრო და თავისუფლება უნდა მიმეცა.
………..
შევედი თუ არა საძინებელში საბას ჯერ კიდევ ეძინა,საწოლს დავემხე და მოგუდულად უხმოდ ავბღავლდი.ამ ამბავში მხოლოდ ერთი რამ იყო მშვენიერი და კარგი,ჩემი შვილი,რომელიც სულ რამოდენიმე საათია,რაც ჩენია.მთელი ღამე მის ფერებაში გავლიე,ახლაც გონზე მისმა ბურტყუნმა მომიყვანა.ფეხებს და ხელებს აფართხალებდა და მიღიმოდა.ამ ღიმილისათვის მთელ სამყაროს მივუტევებ ცოდვებს,მაგრამ ჯერ არ შემიძლია დრო მჭირდება.მისკენ დავიხარე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი,მერრ მუცელზე მოვუღიტინე,მისმა კისკისმა გამაგიჟა.
_ შენ დედას სიყვარული ყოფილხარ,შენ ჩემი სიცოცხლე ყოფილხარ დე,შენ ხარ ჩემი ცხოვრება და ბედნიერება.შენ შემოგევლე,ჩემო ფუმფულა_ დაფეთებული შლეგივით ვიქცეოდი,ვეფერებოდი,ვკოცნიდი,გულში ვუკრავდი თითქოს მართმევდნენ.
ნახევარ საათში უკვე მზად მქონდა საბას ნივთები,ჩემი ჩემოდანი კი კარგა ხნის გატანილი მქონდა დერეფანში.ყველაფერს ხელი მოვავლე,საბა გულზე ავიკარი და დერეფანში გავედი.თემო წაშლილი იდგა.თითქოს ამ ერთ ღამეში ასაკი მოემატა,გაილია,გაჭაღარავდა,ის სხივი რომელიც ასე მაგიჟებდა აღარ კიაფობდა მის თვალევში,სევდით და ტკივილით იყო სავსე.მიუხრდავად ყველაფრისა მე ის მიყვარს,უზომოდ უსაზღვროდ ,თავხავიწყებით,მაგრამ ახლა არ შემიძლია,ახლა არაფერი შემიძლია.ახლა თავისუფლება მინდა,გარკვევა და გაანალიზება.მითუმეტეს,რომ ჩემთვის ჯერ კიდევ ყველაფერი ბუნდოვანია.
_ იქნებ მე წაგიყვანო_ ეცადა ჩემს გადარწმუნებას,გული მომიწურა მისმა ხმამ.
_ არა,არ შემიძლია,გთხოვ ნუ დამატან ძალას_ შევევევედრე.
_ კარგი ტაქსი უკვე ჭიშკართანაა_ მითხრა და საბა ხელიდან გამომართვა,წამით გავუძალიანდი მაგრამ მივხვდი,რომ არ ვიქცეოდი სწორად და დავნებდი.მე წინ წავედი,უკნიდან კი მესმოდა,როგორ ეჩურჩულებოდა პატარას თემო.
_ ჩემო ბიჭო,ჩემო ვაჟკაცო,მომენატრები_ და თან ხმაურით უკოცნიდა ლოყებს და ყელს.
ყველაფერი ჩაალაგა მძღოლმა,ბავშვი ხელიდან გამოვართვი და მოკლედ დავემშვიდობე.
_ სანამ გადავალ შენი სახლიდან არ ჩამოხვიდე.
_ კარგი .
მეც სწრაფად მივხურე კარი და მძღოლს ვანიშნე წასულიყო.უკან არ გამიხედია,გულს სურდა მაგრამ გონებას არა.ჩემი პატარა გულში ჩავიკარი და გაურკვეველი მომავლისკენ გავუყევი კვლავ გზას.
…………………
გული ვერ მოითმენდა და ვერ გაძლებდა აქ უმისოდ,აქ მხოლოდ ის მაკავებდა,მითუმეტეს ამხელა გზაზე მარტო ვერ გავუშვებდი.თვალს მიეფარა თუ არა მისი მანქანა მეც უკან ავედევნე ჩემი მანქანით.მთელი გზა ისე მივყვებოდი,რომ არ შევემჩნიე.სადღაც ხარაგაულის გზაზე თვალსაწიერიდან დამეკარგნენ.ავნერვიულდი.სიჩქარეს მოვუმატე და არემარეს მოვავლე თვალი.მაგრამ ,რასაც ათი წუთის მერე წავაწყდი ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.ავარია.მუხლები ამიკანკალდა,მკვეთრად დავამუხრუჭე და გზა სირბილით განვაგრძე,არ ვიცოდი ვინ იყო ან რა მოხდა მაგრამ გული გამალებით მიცემდა ცუდის მოლოდონით.ხალხის ბრბოში შევერიე და მალევე შევნიშნე სწორედ ის მანქანა ,რომელშიც რამლდენიმე საათის უკან ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები ჩასხდნენ.ადგილზე გავქვავდი,სუნთქვა შემეკრა,გზის გაგრძელება მინდოდა,მაგრამ ფეხს ვერ ვდგამდი.ვიღაცამ წამოიძახა:
_ მადლობა ღმერთს ყველა ცოცხალი ყოფილა.
მომესმა თუ არა ამოვისუნთქე.თითქოს ხელმეორედ დავიბადე,თვალებით თათოს დავუწყე ძებნა,მალევე შევამჩნიე მიწაზე ჩამომჯდარი,მკლავზე სისხლით,საბას,რომ მთელი ძალით იკრავდა გულში და კოცნიდა,თან ტიროდა.მათკენ გავიქეცი.
_ თათო_ შეშინებულმა და დაზაფრულმა დავიყვირე და მის წინ მუხლებზე დავეცი.
შემომხედა,აშკარად არ მელოდა,წამით გაოცება გამოესახა სახეზე,სახეზე ფრთხილად ჩამოვუსვი ხელი და გავუღიმე.
_ უკან გამოგყევი,იქ ვერ გავჩერდებოდი,შენს გარეშე არსად შემიძლია.
უცებ ცალი ხელით სხეულზე შემომეკრო მკერდზე თავი დამადო და ტირილს უმატა.
_ ყველაფერი გამახსენდა თემო,ყველაფერი…..ყველაფერი…

№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargiaaa ... ragac saocari istoriaaa
--------------------
G.ke

№2  offline წევრი p♥♥h ^^

Dekembris dasawisebidan daiwye es istoria ager ukve tebervali mtavrdeba da mxolod 15 tavi devS :-)
Uketesi shemartebit debdi wina istorias da bevrad meti gyacda mkitxeli
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

№3 სტუმარი tttt

Vaimee gevedrebi dges Dade gagrdzelebaaa dzaan magarixar.saswauli istoriaa

№4  offline მოდერი ლილიანა

gvanciii kereselidze
Kargiaaa ... ragac saocari istoriaaa

მადლობა ❤
p♥♥h ^^
Dekembris dasawisebidan daiwye es istoria ager ukve tebervali mtavrdeba da mxolod 15 tavi devS :-)
Uketesi shemartebit debdi wina istorias da bevrad meti gyacda mkitxeli

მართალი ხარ ეგრეა,მაგრამ მაქვს და მქონდა ამის მიზეზი,რომლის ახსნას აქ აზრი არა აქვა და არც დააინტერესებს ვინმეს :-) მადლობა,რომ მიუხედავად ამისა კითხულობ ❤
tttt
Vaimee gevedrebi dges Dade gagrdzelebaaa dzaan magarixar.saswauli istoriaa

მადლობა ,რომ კითხულობ ❤ ვეცდები ძალიან ძალიან

სიყვარული არასოდეს მთავრდება

№5  offline წევრი kora

ლილიანა, ტკბილო, როგორ გამახარე ახალი თავით love ძალიან ემოციური იყო, ორივეს ტკივილი მტკიოდა მეც sad მინდა ამ გოგოს ბედნიერება, ისედაც ბევრი გადაიტანა sad

" ... უცებ ცალი ხელით სხეულზე შემომეკრო მკერდზე თავი დამადო და ტირილს უმატა.
_ყველაფერი გამახსენდა თემო, ყველაფერი..... ყველაფერი..." - ლილიანა, ვერც კი წარმოიდგენ ამის კითხვისას რა დამემართა, ასე მეგონა მე განვიცადე ის ყოველივე... საოცრება ხარ შენ და მიყვარხარ ძალიან love
--------------------
kira.G

№6  offline მოდერი ლილიანა

kora

ვაიმეეე❤❤❤❤❤❤ მადლობა საყვარელო❤❤❤❤❤მეც ეგრე მემართება,ვწერ და მტკივა მათთსავით ❤❤❤მეც მიყვარხარ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორ ველოდიიიიი ამ ისტორიას... ძალიან გამახარე ახალი თავით... თემო ნამდვილი საოცრებაა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ძალიან მომწონს მე ეს ბიჭი და მგონი ამის მერე ტკბილობები უნდა დაიწყოს ამ წყვილში... იმსახურებს ორივე ბედნიერებას ამდენი გადაიტანეს და ახლა მაინც იყვნენ ბედნიერები... შენ კიდევ საოცრება ხარ მიყვარხარ გულში... ვაპირებდი მესაყვედურა ასე რომ დააგვიანე მაგრამ ისეთი გემრიელი თავი დადევი რომ სასაყვედურო სიტყვები შემომემსხვრა და დარჩა მხოლოდ აღფრთოვანება... ეცადე ასე ძალიან არ დააგვიანო რა მოუთმენლად ველოდები ხოლმე ამ ისტორიას

№8  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ

მადლობა ჩემო გოგო ❤❤❤❤ ერთს ავღნიშნავ როცა მაგვიანდება სერიოზული მიზეზი მაქვს,მადლობა რომ მაინც მელოდებით და კითხულობთ,მახარება შენი კომენტარი ❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№9  offline წევრი Diosa Dela Tristeza

რა ამაღელვებელი თავი იყო.
სიტყვები არ მყოფნის.
მიხარია, რომ ყველაფერი გაიხსენა თათომ. იქ ბავშვთან რომ შევიდა და ეფერებოდა მეც მინდოდა ვყოფილიყავი და პატარა გოჭუნა ჩამეკოცნა გემრიელად.
თათოს წასვლის გადაწყვეტილება არ მომეწონა, მაგრამ გამიხარდა თომა უკან რომ გაჰყვა.
ავარიის მომენტში გული გადამიქანდა,მაგრამ როგორც თომას ისე მომეშვა გულზე რომ თქვეს ცოცხალიაო.
ველოდები მომდევმოს.
შენი ყველა ისტორია მარწმუნებს იმას რომ ჯერ კიდევ არსებობენ ნამდვილი ადამიანები.

№10 სტუმარი ემი

ესე იგი, არ გეტყვი, რომ უსაშველოდ ტკბილი ხარ.... არც იმას, რომ სულმოუთქმელად გელოდი ამდენი ხანი.. არც იმას გეტყვი, რომ საშინლად ვბრაზობდი შენზე, რომ აგვიანებდი, მაგრამ მიზეზი გექნებოდა ვიცი და გულში გპატიობდი....
არც იმას გეტყვი, რომ თემო ჩემია და მინდა თათოს წავართვა, მაგრამ თათო უყვარს და რა ვქნა, მესამე ვერ ვიქნები...

მაინც არ გეტყვი, რომ შენზე ვგიჟდები ლილიანაააა love

№11  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia
რა ამაღელვებელი თავი იყო.
სიტყვები არ მყოფნის.
მიხარია, რომ ყველაფერი გაიხსენა თათომ. იქ ბავშვთან რომ შევიდა და ეფერებოდა მეც მინდოდა ვყოფილიყავი და პატარა გოჭუნა ჩამეკოცნა გემრიელად.
თათოს წასვლის გადაწყვეტილება არ მომეწონა, მაგრამ გამიხარდა თომა უკან რომ გაჰყვა.
ავარიის მომენტში გული გადამიქანდა,მაგრამ როგორც თომას ისე მომეშვა გულზე რომ თქვეს ცოცხალიაო.
ველოდები მომდევმოს.
შენი ყველა ისტორია მარწმუნებს იმას რომ ჯერ კიდევ არსებობენ ნამდვილი ადამიანები.

მეც მჯერა რომ არსებობს ასეთი ადამიანები და ამის მტკიცებას ყოველდღე ვხედავ ჩემს პატარა ოჯახში ❤ადამიანს ბედნიერებისათვის მცირეც ყოფნის საქმით ვიდრე ბევრი სიტყვა უსაქმოდ.❤ ჩემი გოგო ქუთათური❤
ემი
ესე იგი, არ გეტყვი, რომ უსაშველოდ ტკბილი ხარ.... არც იმას, რომ სულმოუთქმელად გელოდი ამდენი ხანი.. არც იმას გეტყვი, რომ საშინლად ვბრაზობდი შენზე, რომ აგვიანებდი, მაგრამ მიზეზი გექნებოდა ვიცი და გულში გპატიობდი....
არც იმას გეტყვი, რომ თემო ჩემია და მინდა თათოს წავართვა, მაგრამ თათო უყვარს და რა ვქნა, მესამე ვერ ვიქნები...

მაინც არ გეტყვი, რომ შენზე ვგიჟდები ლილიანაააა love

აი მეც არ გეტყვი რომ მიყვარხარ,მეც არ გეტყვი რომ მიხარია ასე უსიტყვოდ რომ მპატიობ დაგვიანებას და არც იმას რომ თემოს დაგითმობ ❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№12 სტუმარი xatia

აუცილელააააააააად გააგრძელე რამდენიხანია ველოდები როდის დაიდებოდა მალე მოგვიტანე ახალ ახალი თავებიიიი

№13  offline მოდერი ლილიანა

xatia
აუცილელააააააააად გააგრძელე რამდენიხანია ველოდები როდის დაიდებოდა მალე მოგვიტანე ახალ ახალი თავებიიიი

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ აუცილებლად
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№14  offline წევრი Marusia123

Chemi gogo rogor momanatra es istoria ♥♥♥ ori tavi ertad wavikitxe qalaqidan viyavi gasuli ♥♥♥ rogor daitanjnen chemi gogo da bichi imedia yvelaferi male dalagdeba: *** miyvarxar me shen ♥♥♥ geli

№15  offline მოდერი ლილიანა

Marusia123
Chemi gogo rogor momanatra es istoria ♥♥♥ ori tavi ertad wavikitxe qalaqidan viyavi gasuli ♥♥♥ rogor daitanjnen chemi gogo da bichi imedia yvelaferi male dalagdeba: *** miyvarxar me shen ♥♥♥ geli

მადლობა ჩემო გოგო ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№16  offline წევრი მეამეა

დედაა, ვინერვიულე და რა კარგად დასრულდა. იმედი მაქვს აღარ გვალოდინებ ჩემო საყვარელო. კარგი ხარ :* <3

№17  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
დედაა, ვინერვიულე და რა კარგად დასრულდა. იმედი მაქვს აღარ გვალოდინებ ჩემო საყვარელო. კარგი ხარ :* <3

მადლობა ჩემო გოგო ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent