ჩვენ გადავცურავთ ზღვას (სრულად)
***აუცილებლად წაიკითხეთ*** ჩემი ისტორია არაა, ჩემი დის და უახლოესი მეგობრის დაწერილია, ნებართვა აღებული მაქვს რომ დავდო, ამიტომ პლაგიატი არავარ! ავტორია ლენა, აქ კი ნიკით "ტომაჩკა" აქ დევს მაგრამ მინდა ჩემს გვერდზეც იდოს ასე რომ.. ჩვენ გადავცურავთ ზღვას!! დილით რომ გავივიძე ტელეფონი ბალიშზე აღმოვაჩინე გათიშულა. არადა გუშინ ღამის 5 საათამდე ვსაუბრობდით. მერე ჩამეძინა. იმედია დღეს ვნახავ. სიხარულით წამოვფრინდი აბაზანაში შევვარდი და კბილები გამოვიხეხე. მოკლე შორტი შავი კედები და მაისური ჩავიცვი. სწრაფად გავვარდი ოთახიდან და მშობლების ოთხში შევვარდი -გაიღვიძეეეთ მე ბარბის სასეირნოდ გავიყვან თქვენ საჭმელი გაგვიკეთეთ. -ვუყვირე მშობლებს და საწოლიდან ჩემი თოჯინა ამოვიყვანე. ვარდისფერი ბოდე ეცვა გავხადე კარგად ჩავკოცნე და ეხლა უკვე ყვითელი ბოდე ჩავაცვი. მერე ყვავილებიანი ელასტიკი ამოვაცვი და აკისკისებული ბარბი ხელში ავიყვანე დღეს ჩემი კუდრაჭა 10 თვის გახდა. -წავედიით -დავიძახე და პასუხს არც დავლოდებივარ ისე დავეშვით 12 სართულიდან ფეხით გზაში ბარბის ვკოცნიდი ის კი იღრიჯებოდა მალევე გაისმა ტელეფონზე ზარი -ხოო გიოო -ვუპასუხე მხიარულად -სიცოცხლე დღეს ვერ გნახავ მაპატიე რაა -თქვა სერიოზული ხმით -რამე მოხდა პატარავ? -ვკითხე და მეც დავსერიოზულდი ხო ესე მივმართავ სასაცილო რაარის? -არა სიხარულო მე და ნიკას საქმე გვაქვს.კაი ეხლა წავედი მერე დაგირეკავ გაკოცე -თქვა და გათიშა. ხშირად არიან ის და ნიკა ერთად ამიტომ არ ვნერვიულობ. ესეც დილის ვარჯიში. კარგა დაღლილი ჩავედი ქვემოთ და იქვე მდგარ ძელსკამზე დავჯექი თან ბარბარეს ვეთამაშებოდი და ვკოცნიდი -რამე მოხდა პატარავ?- გავიგონე სასაცილო ხმა და მოულოდნელობისგან შევხტი -უკაცრავად?-გაკვირვებული გავხედე ჩემს გვერდზე მჯდომ ბიჭს რომელიც იცინოდა სიმპატიური იყო დიდი წითელი ტუჩები და სწორი ცხვირი. შოკოლადისფერი თვალები და ოდნავ წამოზრდილი წვერი -ხო რა?-გააგრძელა სიცილი ოღონდ ეხლა ბოხი ხმით წარმოთქვა -მომეჩვენა რომ დამცინით-ვუთხარი და ბაბის გავხედე რომელიც თმებს მწიწკნიდა -არ გეჩვენება. გინდა რაღაც გითხრა? -თქვა და ბაბისკენ მიიწია ხელით გაეთამაშა. -აბა მიდი -ვუთხარი სიცილით და ბაბი ჩემკენ გამოვწიე ჩემ ეგოისტობას რავუთხარი თორე ისე საყვარელი იქნებოდა ბავშვთამ ერთად -მე შენს მეზობლად გადმოვედი. ჰო კიდევ ძალიან ეგოისტი ხარ. -მითხრა და ბავშვი ხელიდან გამომგლიჯა ამაზე ბაბი გახალისდა და სახეზე ხელები დაადო -მომეცი ბავშვი უნდა წავიდე-შევუღრინე როდესაც ბაბი მის მკლავებში დავინახე და ვცადე ბავში გამომერთმია მაგრამ ბაბიმ ტირილი დაიწყო -არუნდა შენთან ანუ ერთად წავალთ -თვალი ჩამიკრა და ბაბი მიიხუტა -გამყიდველი ლაწირაკი არუნდა მეორედ გავასერინო -ჩავიბუტბუტე ჩემთვის და ნელა გავუყევი გზას -სისულელედ არ მიგაჩნია 10 თვის ბავშვზე გაბუტვა? თანაც მას მე მოვწონვარ ნუ შენც მოგწონვარ მაგრამ -თქვა სიცილით მან და ერთი ხელი გადამხვია მეორეში კი ბაბი დაიჭირა -გადი იდიოტო. არავის გავბუტვივარ ბავშვი მომეცი და მომშრდი -ვუთხარი გაბრაზებულმა და მისი ხელი მოვიშორე შემდეგ ბარბი გამოვართვი მივიხუტე და ჩქარი ნაბიჯით მოვშორდი უცნობს -ჰო ისე მე ლუკა ვარ მიცნობდეე-მომაძახა ეგრედწოდებულმა ლუკამ და სხვა მიმართულებით წავიდა.მე და ბაბიმ ცოტა ვისეირნეთ და მალევე სახლში წავედი. -დეე ბაბის შია აჭამე მე კიდევ წავედი მასწავლებელი მაქ დღეს.-ვუთხარი დედაჩემს ჩანთა ავიღე მათემატიკის და ინგლისურის რვეული ჩავაგდე (არასდროს არ ვიწუხებდი თავს წიგნების თრევით. ) და სახლიდან გამოვედი ამჯერად ლიფტით ჩავედი და ფეხით გავუყევი გზას.. -არა ისე რა სიმპატიური იყო?-ჩუმად დავიჩურჩულე და ჩემს თავზე გავბრაზდი როდესაც შეყვარებული მყავს ვიღაც ლუკაზე რატომ ვფიქრობ. მალევე მივედი მათემატიკის მასწავლებელთან სადაც 2 საათიანი მეცადინეობის შემდეგ მასწავლებელმა გამოგვიცხადა რომ ქვეყნიდან მიდიოდა და სხვა მასწავლებელი შეგვერჩია. ნაცევარი საათით ადრე გამოგვიშვა რაც ძალიან მაწყობდა რადგან მათემატიკა 3ზე გვიშვებდა და ზუსტად ამ დროს მქონდა იგლისურიც ამიტომ რომელიმეს აუცილებლად ვაკლებდი დროს. ინგლისურზე თავის დროზე მივედი გაკვეთილები ჩავაბარე ახალი ჩავიწერე და უკვე 6 საათი იყო სახლში რომ ვბრუნდებოდი. ნელა მივბოდიალებდი როდესაც გვერდით ვიღაც ამომიდგა გავხედე და ხელში მომღიმარი ლუკა შემრჩა -გამარჯობათ ქალბატონო გაცნობა შეიძლება?-მკითხა მან -ანუკი ჯაჭვლიანი-ვუთხარი და ხელი გავუწოდე -ლუკა გეგეშიძე სასიამოვნოა-თქვა და ხელი ჩამომართვა -ლუკა გეგეშიძე როგორც მგლებში?-ვთქვი და გავიცინე -ხო მამაჩემი მაგ წიგნის დიდი მოყვარულია ამიტომ როდესაც აღმოაჩინა რომ ერთი გვარისა იყვნემ გადაწყვიტა რომ ლუკა გეგეშიძე დაბადებულიყო-თქვა და გაიცინა -მეც მიყვარს მაგ წიგნი და ლუკაც ძალიან მიყვარს. შენადა ზონაში კაი პონტებია?-ვკითხე და გავიცინე -არც მაინდამაინც კარგი პონტია-თქვა და გაიცინა -რომელსართულზე ცხოვრობ?-ვკითხე როდესაც ჩვენს საერთო სადარბაზოსთან მივედით -8 ამიტომ შენ მოგიწევს ჩემი აცილება საყვარელო-თქვა და გამიღიმა -კარგი ნუ თვით ლუკა გეგეშიძე ბრძანდებით და როგორ არ გაგაცილებთ-გავიცინე და ლიფტზე ღილაკ „8“ თითი მივაჭირე. შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მე სახლში შევედი -დედა. მათემატიკისასწავლებელმა მითხრა რომ სხვა ქვეყანაში მიემგზავრება და ვეღარ გვამეცადინებს-ვუთხარი და იქვე დივანზე დავენარცხე -არაუშავს. დღეს გავიგე მერვე სართულზე მათემატიკის მასწავლებელი გადმოსულა და იქ ჩავალ ვკითხავ კარგი?-მითხრა თბილად -კარგი მე უკვე გავიცანი მერვე სართულზე ახლადგადმოსული -ვთქვი და გავიცინე -მართლაა ვინნ?-გამომხედა დედამ -ვინ და ლუკა ქვია რავი კარგი ბიჭია -ვთქვი და მხრები ავიჩეჩე -კარგი მიდი ბაბის მამაშენს მიუყვანე და ქვემოთ ჩავიდეთ-მითხრა დედამ და ბაბი მომაწოდა თვითონ კი სხვა ოთახში გავიდა -მააა სადხარ?-დავიწყირე და პასუხის მოლოდინში ბაბის ლოყაზე ვუკბინე რის გამოც აჭყავლდა -მისაღებში და ბავშვს ნუატირებბ-გამომძახა მეც მისკენ წავედი და ბავშვი მივუყვანე შემდეგ დედას შევუარე და ორივე მერვე სართულზე ჩავედით -იცი რომელი კარია? -კი აი ესაა-მიმითითა შავ რკინის კარზე და ზარი დარეკა მალევე ნაბიჯების ხმა გავიგონე და კარი ლუკამ გააღო -ჰო ესაა ლუკა-ვუთხარი დედაჩემს და გავიცინე რაზეც მანაც გაიცინა -მათემატიკის მასწავლებელი აქ ცხოვრობს ხო?-ჰკითხა ლუკას და მანაც გაიღიმა -დიახ მობრძანდით დედაჩემია-უთხრა ლუკამ და სახლში შეგვიძღვა ერთ ერთ ოთახში შევიდა და იქ ქალი იჯდა რომელიც პატარა ბავშვებს ამეცადინებდა ესე 5-6 კლასელებს -ნინო შენ გიკითხეს-უთხრა ლუკამ და ოთახი დატოვა -გამარჯობა მე ელენე ვარ, აქ მეთორმეტე სართულზე ვცხოვრობ-უთხრა დედაჩემმა და ეგრედწოდებულ ნინოს ხელი ჩამოართვა -ნინო-გაუღიმა ქალმა-რით შემიძლია დაგეხმაროთ? -მეთერთმეტე კლასელებს თუ ამზადებთ მაინტერესებს-თქვა დედამ -დიახ ვამზადებ, თქვენ გსურთ მომზადება?-მკითხა მე -ამ დიახ-ვთქი და თავი ძირს დავხარე.. Tavi 2 -აბა როგორ მოგეწონა ახალი მასწავლებელი?-მკითხა დედამ როდესაც მათემატიკიდან დავბრუნდი -კარგი ქალია მაგრამ რუსულზე მეჩქარება-ვუთხარი ლოყაზე ვაკოცე მათემატიკის წიგნი და რვეული სახლში დავტოვე და სწრაფად ლიფტში შევედი. 1 ღილაკს თითი მივაჭირე და მალევე აღმოვჩნდი პირველ სართულზე გარეთ უკვე დაღამებულიყო ჰო აბა რაიქნება 11ის ნახევარზე რომ გექნება მასწავლებელი -ჰეი დამიცადე-გავიგე ბოხი ხმა და უკან მივტრიალდი -ლუკა მეჩქარებაა-ვუთხარი და კვლავ გავბრუნდი -მე გაგიყვან თავ ვილაპარაკოთ-მითხრა, ჰა ტვინო გავყვე? თუ არა? საათს დავხედე 22:25 ჯანდაბა ძალიან დამაგვიანდება -კარგი ჯანდაბას ძალიან მეჩქარება-ვუთხარი და მისკენ წავედი მან მხოლოდ ჩაიცინა და მანქანის კარი გააღო -იცი უცნობებს ასე რომ არ უნდა ჩაუჯდე მანქანაში? მკითხა და გაიცინა -ძალიან მეჩქარებოდა თან შეყვარებულს უნდა მოეკითხა მაგრამ რაღაც საქმე გამოუჩნდა-ვუთხარი და ღვედი შევიკარი -შენი შეყვარებული გღალატობს იცი?-მკითხა სიცილით -არა ის სხვა გოგოსთან არ მიღალატებდა-ვუთხარი ამაყი ღიმილით -კი კი აბა რაა.. -თქვა და სიცილს უფრო უმატა -ლუკა.. თუ შეიძლება მიმიყვანე იმ მისამართზე რაც გითხარი, აქ ჩემი და გიოს ურთიერთობის გასარჩევად არ ვართ.-შევუღრინე და ხელები გადავიჯვარედინე -პიდარა**ია მე მაგის.. ისე ხო როგორ მოგეწონა დედაჩემი? კარგად იცის ხო მათემატიკა?-ერთი თემიდან მეორეზე უცებ გადახტა -კი კარგი ქალია საყვარელი აბა შენ კიარგგავს აუტანელი-ვუთხარი და ცხვირი ავუბზუე -მასწავლებლიდან რომელზე გამოდიხარ? -12ზე-ვუთხარი და გარეთ გავიხედე -უფ რასაშინელებაა მაშინ 12ზე აქ გელოდები-მითხრა მას შემდეგ რაც მანქანა მასწავლებლის სადარბაზოსთან გააჩერა ლოყაზე მაკოცა და გამიღიმა მე კი გაღიმებული გადავედი მანქანიდან და ჩემს კლასელებთან მივედი -აჰ ანუკი ახალი? გიოს რაუყავი?-მითხრა ლიკამ სიცილით -რა ახალი გოგო მეზობელია და მეჩქარებოდა გამომიყვანა. გიო მიყვარს-ვუთხარი სიცილით და თავში წამოვარტყი -აბა ის კოცნა რაღა იყო?-მკითხა ეშმაკურად ნინიმ და წარბები აათამაშა -ოო უბრალოდ ლოყაზე მაკოცა დიდი ამბავი-თვალები გადავატრიალე და მასწავლებელთან შევედით ყველა, ლამის ჩამომეძინა ესე ხდება ყოველთვის. 12 საათი იყო რომ გამოგვიშვა და გარეთ მომღიმარი ლუკა დავინახე რომელიც გიოს ელაპარაკებოდა და ტელეფონით რაღაცას აჩვენებდა გიო კი გაბრაზებული უყურებდა. სწრაფი ნაბიჯით წავედი მათკენ ეს ლუკამ რომ დაინახა სწრაფად ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში -რახდება?-ვიკითხე და მათ გავხედე -რადა გიოს რაღაც სათქმელი აქვს-თქვა ლუკამ სიცილით და გიოს გახედა -რახდება?? -რადა დღეს სახლამდე ვერ მიგაცილებ ლუკა წაგიყვანს მერე დაგირეკავ-სწრაფად თქვა გიომ და წამში აორთქლდა -ლუკა რახდება?-ეხლა მას მივუბრუნდი რომელიც გაბრაზებული მიშტერებოდა იმ ადგილს სადაც წამის წინ გიოს მანქანა იყო -მართალია მშიშარაა მაგრამ არც ისეთი მე რომ მეგონა მაგრამ ვნახოთ ხვალ როგორ დამიძვრება ეხლა კი დაჯექი-თქვა მკაცრად და მანქანის კარი გააღო -ამიხსენი რაზე საუბრობ-ვუთხარი და როცა მიხვდა რომ არ ვაპირებდი მანქანაში ჩაჯდომას უხეშად მომკიდა ხელი და მანქანაში ჩამტენა. მე კი გაკვირვებული ვუყურებდი ეს ბიჭი სულ იცინის და ეხლა რაღა დაემართა? -არგეხება შენ-მითხრა უხეში ტონით და მანქანა დაძრა -გიოს ვკითხავ-ვუთხარი ნაწყენი ტონით და ფანჯარაში გავიხედე -შენ რა მართლა აპირებ მაგ პიდარა**თან ურთიერთობის გაგრძელებას?-მითხრა გაკვირვებულმა -ნუეძახი პიდარ**ს-ვუთხარი ჩუმად და ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლებით -ჯანდაბა ანა რა გატირებს? -მკითხა უხეშად და მანქანა სახლთან სწრაფად დაატორმუზა -არვტირი-ვუთხარი იგივე ტონით სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და ფეხით ავუყევი კიბეებს. მაგრამ მალევე დამეწია ლუკაც -ხვალვე შეხვდები გიორგის და დაშორდები არმაინტერესებს -კბილებში გამოსცრა მან და ლიფტისკენ წამიყვანა. -არავისაც არდავშორდები და ხელი გამიშვი. არაა შენი საქმე მე ვისთან ვიქნები ან საერთოდ რაში გაინტერესებს? უბრალოდ დამანებე თავი რაში ფაინტერესებს ჩემი შეყვარებული პიდარასტია თუ მაგარი ტიპი-ვუყვირე მოთმინებადაკრგულმა და თითქოს გულზე მომეშვა ეს რომ ვუთხარი მაგრამ მალევე ზურგზე საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მან კედელს ამაკრო ერთი ხელი ჩემს თავთან ჰქონდა კედელზე მოდებული მეორე კი ჩემს წელზე ედო -ის შენი ღირსი არაა.. უბრალოდ ერთობა არმაინტერესებს ხვალ დაშორდებით ან შენთვითონ ან ის დაგშორდება და ან მე ვიქნები მიზეზი გაიგე? ჰო კოდევ დედაჩემმა ოთხშაბათის ნაცვლად ხვალ მოვიდეს რადროსაც ცალიაო. ამიტომ სკოლის შემდეგ მოგაკითხავ და ჩემთან მოდიხარ. გასაგებია?-მელაპარაკებოდა მშიდად. ბოლოს როდესაც ლიფტი 12ზე ავიდა ტუჩებზე წამიერი კოცნა დამიტოვა და ფაქტიურად გამომაგდო -დეგენერატი ხარ. -ვუთხარი და თავდახრილი შევედი სახლში მაგრამ მაინც გავიგონე მისი სიცილის ხმა -დე მოხვედი? შენ გელოდებოდი -დედაჩემმა თბილად მითხრა -მასწავლებელმა ხვალ მოდი როდესაც გეცლება ოთხშაბათის ნაცვლადო -ეს ვუთხარი მხოლოდ ფეხზე გავიხადე და ოთახში შევედი მკვდარივით მეძინა. დილით დედაჩემმა გამაღვიძა. სწრაფად მოვემზადე მამაჩემს ფული გამოვართვი და სკოლაში წავედი. დღეს 7 გაკვეთილი მქონდა მაგრამ არც მიფიქრია შვიდივეზე დასწრება 4 გაკავეთილის შემდეგ გარეთ გავედი კლასელ გოგონებთან ერთად -ნახე რამაგარი ბიჭია. ნეტა ვის უცდის -დაიჩურჩულა მარიმ და იქვე მდგარ ბიჭზე მიმანიშნა იქით გავიხედე. ჯანდაბა ეს ხომ ლუკაა? აქრაუნდა? ამდროს? -ჯანდაბა-დავიჩურჩულე მეც და უკან შებრუნებას ვაპირებდი სკოლაში როდესაც დამიძახა -ჯანდაბა ჯანდაბა ჯანდაბა გოგონებო მიშველეთ -ვუთხარი საწყალი სახით მათ -დებილი ხარ? ნახე რაბიჭია. თან შენგელოდება მიდი არგაგვაგიჟო ეხლა მალე არაცდევინო -თვალები დამიბრიალა ქრისტიმ და ხელი მიწიანა. წამით წავბორძიკდი მაგრამ ბოლოს ნელი ნაბიჯებით მივედი ლუკასთან -რაგინდა? -ცივად ვკითხე და სხვა მიმართულებით გავიხედე არმინდოდა თვალებში ჩამეხედა -რადა ეხლა გიოსთან მივდივართ უნდა დავშორდეთ. -თქვა და გაიცინა -რაჯანდაბა გინდა? მიყვარს გიო და დამანებე თავი რაა. უკვე ძალიან მიშლი ნერვებს ჩემი ტანჯვა გსიამივნებს? -ვუთხარი ხმამაღალი ტონით მაგრამ არა ისე რომ ყველას გაეგო. თან თვალები ამიცრემლიანდა. მართალია გიო ძალიან მიყვარდა. მაგრამ ისეთი სიყვარული მაინც არ მაკავშრებდა როგორც დედაჩემს და მამაჩემს. მაგრამ ვფიქრიბდი რომ ეს დროდადრო მოხდებოდა.ლუკა მომიახლოვდა და ხელები მომხვია -ამას იმიტომ ვაკეთებ რომ არმინდა დაიტანჯო გესმის? უბრალოდ გღალატობს და ნუ მაცემინებ რა..ხო შეიძლება ერთხელ ნორმალურ ბიჭს შენც შეხვდე? -სიცილით მეუბნებოდა ლუკა და თან მაგრად მიხუტებდა -თუმომშორდები ალბათ ნორმალურს ვნახავ ვინმეს-სიცილით ვთქვი და მის მკერდზე მოხერხებულად მოვეწყვე როდესაც მივხვდი რომ ჩემს გაშვებას არაპირებდა -ჩემზე ნორმალურს ვის ნახავ? არგამაგიჟო. ცოლად ხოგამომყვები?-სრულიად მოულოდნელად მკითხა ამაზე კი სიცილი ამიტყდა -არა არგამოგყვები -ეე მეწყინა ტოო -მომშორდა და ნაწყენი ხმით თქვა. -ბავშვობაში ჩავრჩითო? -დაცინვა დავუწყე ის კი ისევ ისეთი სახით მიყურებდა მალევე გაიღიმა -რა? რახდება? -ვკითხე როდესაც უკვე სიცილი აუტყდა -რამ მოგაწონა ის პიდარას*ი-თქვა სიცილით და მანქანის კარი გამიღო -ყველაფერი უნდა გააფუჭო რაა -ვუთხრი ბუზღუნით და ღვედი შევიკარი -ეხლა გიოსთან მივდივართ მერე კი ჩემთან ლამაზო -თვალი ჩამიკრა ლუკამ და გაიცინა -აუ კაირა ლუკაა. რაც შენ გამიჩნდი მის მერე გიოს არც კი დაურეკია. შეხვედრაზე ხო საუბარი ზედმეტია. აუუ -ვთქვი მოწყენილმა და ტელეფონში ჩემი და გიოს ბოლო მინაწერებს გადავავლე თვალი -აწი კიდევ ვერც გნახავს ვერც მოგწერს და მითუმეტეს ვერც დაგირეკავს. მართლა მითხარი თუარგინდა მასთან ლაპარაკი არმივიდეთ მე შემიძლია თვითონ მოვათრიო-მითხრა თბილი ხმით. ან მე მომეჩვენა რომ ეს თბილი ხმა იყო -მიყვარს-ვთქვი ჩუმად და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა #ლუკას ნაამბობი: რატომ არიან გოგონები ესეთი უჭკუოები? ნუთუ ვერ უნდა გაარკვიო ვინ გიყვარს? მაგრამ მე ვის რას ვეუბნები? ყოველ კვირა დღეს დავდიოდი პარკში რომ დამენახა როგორ იცინოდა ბაბისთნ ერთად უკვე მისი გრაფიკიც კი ზეპირად ვიცი. ამ წუთში გულიც კი მაგინებს იმის გამო რომ ჩემს გვერდით ანა ზის და ტირის მე კი მანქანას მშვიდად ვმართავ მალევე მივედი იმ პიდარას*ის სახლთან და მანქანა გავაჩერე. სწრაფად გადავედი და მის კართან ზარის ღილაკს თითი აუღებლად დავაჭირე. მალევე გაიღო კარი და სახე შეეცვალა როდესაც მე დამინახა -რაიყო შე სი*ო ჰა ? იმ გოგოს ელოდი ხო? მაგრამ ეხლა იცი რასვიზავ ? ერთი კვირაა გაფრთხილებ. არაფრად ჩამაგდე ხო? კარგი წამოდი ეხლა.-თმებში ხელი ჩავავლე და მანქანასთან მივათრიე. კარი გავაღე და ანას ვუთხარი რომ გადმოსულიყო -დაუჩოქე შე სი*ო ეხლავე-დავუყვირე და სახეში მთელი ძალით დამარტყი. ერთი გარტყმაც ეყო ანას წინ მუხლებზე დაჩოქილი იდგა -ეხლა უთხარი თუ როგორი ა*ვარიც ხარ სინამდვილეში. უთხარი რაცაა სიმართლე. -ანა მაპატიე გთხოვ მაპატიე მე უბრალოდ არმინდოდა.. მართლა მიყვარხარ-თქვა იმ ა*ვარმა და ანას შეხედა ანა კი უკან გაბრუნდა. -დავაი აახვიე ეხლა აქედან ჩემმა თვალებმა არდაგინახოს მეორეთ ანასთან თორემ მაგ სი* სახეს აგახევ და მერე ბო*ები ინერვიულებს მახინჯი საყვარელი მყავსო-ვუთხარი ღიმილით და ანასკენ წავედი უკნიდან ხელები მივხვიე და კისერში ვაკოცე. ჩემსკენ შემოვაბრუნე და ისევ ტოროდა . როგორ არმიყვარს გოგო რომ ტირის.. მაგრამ ანას ლამაზ და ბავშვურ სახეს ესეც კი უხდება. მისი ცისფერი თვალები სულ ჩაწითლებულიაქვს. არა ეს გოგო ნამდვილად მგრძნობიარეა. თავი დავწიე და თვალებზე ნაზად ვაკოცე -მიდი დაჯექი და წავიდეთ თორე აქ რომ ვდგავარ სურვილი მაქვს მივვარდე და ის ა*ვარი ვცემო.-ვუთხარი სიცილით და მანქანაში ჩავსვი. ის კი მაინც არწყვეტდა ტირილს -ანააა.თუარგაჩერდები იცოდე შენი ატირებისთვის მოვკლავ-ვუთხარი ბრაზმორეულმა -შეგეძლო უბრალოდ დაგემშვიდებინე დეგენერატო-თქვა ისე რომ ტირილი არ შეუწყვეტია. -მე კი დაგამშვიდებ მაგრამ იცოდე უნდა შემპირდე რომ იმ ვიღაცის გამო არიტირებ რომელიც უკვე 2 წელია გატყუებს.-ვუთხარი მანქანა იქვე გავაჩერე და გადავედი შემდეგ კი ისიც გადმოვიყვანე. -რასაკეთებ?-გაკვირვებულმა ამომხედა -დილის მერე არგიჭამია მოკვდები-ვუთხარი სიცილით და მივიხუტე ______________________________ -ნინოოო-დავიძახე როდესაც სახლში შევედი -ჰო ლუკა აქ ვარ მოსწავლეებთან ერთად-გამომძახა მანაც. ანას ხელი მოვკიდე და ნინოსთან გავიყვანე -გამარჯობათ-თქვა ანამ დაბალი ხმით. ჩემი მორცხვი გოგო. -გამარჯობა ანა. -უთხრა დედაჩემმა და ეხლა მე შემომხედა გაკვირვებული -შენ ხო ოთხშაბათის მაგივრად დღეს დაიბარე იმიტომ რომ ოთხშაბათს არგცალია.-ვთქვი ღიმილით დედაჩემს თვალი ჩავუკარი და ანაზე ვანიშნე -კარგი შვილო დაჯექი ლუკა შენ კიდევ წამოდი საქმე მაქვს-ნინომ მკაცრად მითხრა და ჩემს ოთახში შევიდა მეც უკან მივყევი -გთხოვ რა ერთი დღე -ლუკა გეყოს, რის გაკეთებას აპირებ?-მითხრა დედაჩემმა ეხლა უკვე ღიმილით -სადმე წაყვანა მინდოდა-ვუთხარი იმის მოლოდინში რომ დამთანხმდებოდა -მოგწონს თუ -თუ დედა-დამთავრება არვაცადე ისე ვუთხარი -იქნებ რის თქმას ვაპირებდი ადამიანო -ჰო დედა არაა ეგეთი ძნელი მისახვედრი-ღიმილით ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. Tavi 3 ანი: -კარგით მას. ანუ მომავალი წლიდან გავაგრძელებთ ხო? კარგით მადლობთ -ვუთხარი ნინო მასწავლებელს ჩავეხუტე და წამოვედი. ყველაზე ბედნიერი კვირაა მასწავკებლები მთავრდება და გამოცდებიც როგორც იქნა ჩავაღწევ ჩემს მთაში ^^ ---------- -დე თქვენ არწამოხვალთ? -ვკითხე მოწყენილმა და დედას ჩავეხუტე -არა დე იქ რაგვინდა? სიცივე იქნება ჩვენ აგვისტოში ჩამოვალთ აქ რო ძაან დაცხება. თან თომასთან ერთად მიდიხარ წყნარად ვიქნები.-მითხრა დედამ და მაგრად ჩამეხუტა ბაბი გემრიელად ჩავკოცნე რადვან სადღაც 1 თვე ვერ ვნახავდი შემდეგ კი ლიფტში შევედი პირველ სართულზე ლიფტიდან თავდახრილი გამოვედი დიდ ჩემოდანს მოვათრევდი როდესაც ვიღაცის მაღალ სხეულს შევეჯახე -ბოდიშით ვერ დაგინახეთ -ვთქვი და მაღლა ავიხედე როდესაც შიკოლადისფერ თვალებს შევხედე რომელშიც ნაცრისფერი კენჭები კიაფობდნენ. -სადმე აპირებ წასვლას? -იკითხა შუბლშეკრულმა ლუკამ -ჰო სექტემბრამდე მივდივარ დასასვენებლად- გახარებულმა ვუთხარი და იქვე მდგარ თომას ხელი დავუქნიე შემდეგ კი ლოყაზე კოცნით მივესალმე -ჰო ეს ლუკაა ჩვენი მეზობელი. ეს კი თომა ჩემი მეგობარი. კარგად ლუკა უნდა წავიდეთ -ვთქვი მხიარულად და თომას ბარგი გავუწოდე -სასიამოვნოა მაგრამ ერთი წამით შეიძლება ანას ველაპარაკო?-ბოხი ხმით თქვა ლუკამ და თომას შეხედა -აქვე ვარ ანა-თქვა თომამ და სადარბაზოდან გავიდა მალევე ზურგზე ტკივილი ვირძენი. კედელს ალბათ მთელი ძალით მიმახეთქა და თვითონ ჩემს წინ დადგა -ვინაა ის?-ჩასისხლიანებული თვალები შემომანათა რაზეც შიშისგან ტანზე ტაომ დამაყარა -ნორმალური ხარ ადამიანო? ესე ხომ მომკლავ? რაგინდა? -ვცდილობდი უხეშად მეთქვა მაგრამ ეს უფრო კატის კნავილს ჰგავდა ვიდრე მტკიცედ და უშიშრად წარმოთქმულ სიტყვას. ტკივილი კი მთელ ორგანიზმს მოედო რაზეც თვალები ამეწვა. -ვინაა მეთქი-ხმამაღლა თქვა და თვალებში მომაშტერდა. მომენტალურად დავხარე თავი. -მეგობარი-ვთქვი ხმის კანკალით -არწახვალ არმაინტერესებს გაიგე? 1 კვირა არვიყავი და უკვე ვიღაც ბიჭთან ერთად მიდიხარ 3 თვით გოგო სულ გამოშტერდი? -არგაქვს უფლება ესე მელაპარაკო..ნუყოფ ცხვირს ჩემს ცხოვრებაში და წადი ვისთანაც გაგივა ეგ უფროსობა იმას ეუფროსე-გაბრაზებულმა ვუთხარი -შენ ძალიან ხოარ დაიგრძელე ენა??? ერთი ზედმეტი სიტყვა და ამოგაძრობ ენას. ეხლა კი შეგიძლია მას უთხრა რომ არ მიდიხარ.-უფრო ახლოს მოიწია ტუჩები შუბლზე მომაწება და ტუჩის კუთხეში ჩაიცინა -არშეგეშინდეს. ხვალ წახვალ. აბა მეც ხომ მინდა მომზადება?-კვლავ მაკოცა ოღონდ ლოყაზე ხელი მომკიდა და თომასკენ წამიყვანა -რამე ხდება ანა? -მკაცრად შემომხედა თომამ შემდეგ კი ლუკას გახედა რომელიც გაბრაზებით უყურებდა მას. მალევე თომას სახეზე ღიმილი დავლანდე შემდეგ კი სიცილი -შენ რა კიდევ ვინმეს უთხარი ჩემი შეყვარებულიაო?-გაიცინა თომამ -არა, არმითქვამმს-დავიბუზღუნე თომას მხარში ჩავარტყი -აბა მამაშენი? ესე დამაბერე გოგო?-ვითომდა გაცოფებულმა შემომხედა. -არა არა მას არაფერი უთქვამს. უბრალოდ ერთმანეთის რახართ?-იკითხა ლუკამ -ნათლულია ჩემი. სხვა არიფიქრო. ღმერთმა დამიფაროს-თქვა სიცილით თომამ და ხელი შემომხვია -ფუ გადი შე აფერისტოო-ხელი ვკარი თომას -რაა? ჯანდაბა ანა მე მინდოდა მაგ მთაში სამითვით წამოსვლა?-მითხრა სიცილით -ანუ დაგაძალე?ანუ გაძალებ წამოსვლას? -დიახაც დამაძალე მეც სურვილი შეგისრულე. ართქვა რომ გაბრაზდი-ლაპარაკობდა თომა ლუკა კი ღიმილით მიყურებდა როგორ ვცდილობდი საბარგულიდან ჩემოდნის ამოღებას -დაგეხმარო?-მკითხა დიდიხნის დაკვირვების შემდეგ ლუკამ -ჰო თუმიხვდები კი-ვუპასუხე და გაოცებული შევხედე ლუკას რომელმაც სხარტად აიტაცა ჩემოდანი ხელში შემდეგ კი ძირს დადო -ხოდა შეგიძლია წახვიდე. მე დამიანეს ვეტყვი-ვუთხარი გაბრაზებულმა და ხელი ჩემოდანს მოვკიდე ლიფტში შევაგდე, -ანა ნუბრაზდები თუარგინდა არც მეარმაქვს პრობლემა ბათუმში მირჩევნია წასვლა-მომაძახა თომამ მე კი ლიფტში გაბრაზებული შევედი და ცრემლები მოვიწმინდე ნუთუ მას ვაძალებდი? ანუ ვეტენები? იდიოტი აღარასდროს დავურეკავ. მეთორმეტე ღილაკს თითი მივაჭირე და უკვე კარი იკეტებოდა ლუკა რომ შემოვარდა ლიფტში -დამიანე ვინღაა?-სიცილით მკითხა და ხელი გადამხვია -მომშორდი-ვუთხარი გაბრაზებულმა და მისი ხელის მოშორება ვცადე -ანა, ნუიქცევი ბავშვივით არშეგეშალო თომაში, მე მისსავით ჩემი სურვილით არწავალ შენი ცხოვრებიდან და არც შენი სურვილით. ეხლა კი მშობლებს უთხარი რომ ხვალ ჩემთან ერთად მოდიხარ და ბარგი არამოალაგო. -არა მე არმინდა შენთან ერთად წამოსვლა. არც არავისთან მე მარტო მინდა.-ვუთხარი და ლიფტიდან გასვლა დავაპირე -ბარგი სახლში დატოვე და აქ დაგელოდები სალაპარაკო მაქვს -იქვე ძელსკამზე ჩამოჯდა და გამიღიმა მე კი კარზე ზარი დავრეკე ..მალევე გამიღო კარი დედაჩემმა -რამე დაგრჩა შვილო?-გაკვირვებულმა ჯერ მე შემომხედა მერე იქვე მჯდარ ლუკას შემდეგ კი ჩემს ჩანთას -არა ბატონმა თომამ მეარმინდოდა წამოსვლა შენ მაძალებდი მე ბათუმში მინდაო და აახვია დანარჩენს მერე გეტყვი ეხლა ლუკა მელოდება -ვუთხარი ბაბის ხელი დავტაცე რომელიც უკვე მომნატრებოდა და ლუკასთან გავედი -წამო ქვევით ჩავიდეთ -როგორცი გავედი ლუკამ შემომთავაზა ბაბი წამართვა და კოცნა დაუწყო. მისი ვარდისფერი ტუჩებით ჩემს დას კისერში კოცნიდა და მერე ორივე ოცინოდა როდესაც მისი ტუჩემის შეხება გამახსენდა ჩემს შუბლზე ცივმა ტაომ დამაყარა და ბეწვი ამეშალა -ესე რატომ გვიყურებ? -ლუკან ღიმილით იკითხა -არა საყვარლები ხართ და -როგორც კი ეს წამომცდა ლოყები გამიწითლდა და სხვა მხარეს გავიხედე. რასისულელე ვთქვი? დებილი ხარ ანუკი ჯაჭვლიანო დებილი. ხისთავიანი სვანი ხარ -ჩემი მორცხვი გოგო -სიცილით თქვა ლუკამ -რა ვისეუბნები? -ვკითხე და უკან გავიხედე ვითომდა იქ ვინმე იყო -შენ გეუბნები. ისე ეჭვი მაქვს მამაშენი არგამოგიშვებს.-თქვა ღიმილით და ბაბი მომაჩეჩა ისევ. ჩვენს უბანში პატარა მყუდრო კაფეში დავჯექით -აბა შეგიძლია მითხრა რაგინდოდა. -ვიცნობ მე თომასაც და დამიანესაც. -რა? ანუ რაგამოდის ის გაცნობის სცენები რაღა იყო? -გაბრაზებულმა გავხედე მის მომცინარ სახეს რომლის დროსაც საოცრად სიმპატიური იყო -ეგრე ნუმიყურებ. ხოდა რაგითხარი? თომაზე არგაბრაზდე და არც დამიანეზე უარს რომ გეტყვის. -და საიდან იცნობ მათ? -რა? იცი რამდენი ნაბი*ვარი გვიცემია ერთად?-სიცილი დაიწყო -მხეცებო -ცხვირი ავიბზუე და ატირებულ ბარბარეს გავხედე. ნეტავ რაატირებს -კარგი ეხლა იმასაც გეტყვი რომ უეჭველი უთხარი მამაშენს ჩემთან ერთად რომ მოდიხარ იმიტომ რომ კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ არ იქნება ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი. ეხლა კი აცუნცულდი სახლში. -თვალი ჩამიკრა. შეკვეთის ფული გადაიხადა და წავიდა -დეგენერატი-დავიჩურჩულე ბარბი ავიყვანე და სახლში წავედი. როგორც ლუკამ მითხრა მამაჩემთან არანაირი პრობლემა არმქონია უკვე 9 საათი იყო Facebook-ში ვიყავი. არვიცოდი რაგამეკეთებინა ამიტომ საძიებოში ჩავწერე *ლუკა გეგეშიძე* მალევე ვიპოვე და მისი სურათების თვარიელება დავიწყე. ღმერთო რასიმპატიურია ესბიჭი მალე გამაგიჟებს ალბათ. რათქმაუნდა მეგობრობა არგამიგზავნია ან როგორ მეკადრება ქართველმა გოგონამ პირველი გავუგზავნო ბიჭს მეგობრობა. მეკადრება? არა. ხოდა არც გამიგზავნია.რული არმეკარებოდა. კინო ჩავრთე ლეპტოპი ბალიშზე დავდე. სამზარეულოდან ჩიფსები ამოვიტანე შუქი ჩავაქრე და ლოგინზე დავწექი ფილმი ჩავრვე. მაგრან მალევე სკაიპში დამირეკეს არც დამიხედია ვინ იყო ვუპასუხე. სკაიპში მხოლოდ თამარა მირეკავს. ბათუმში ცხოვრობს. წელს სკოლა დაამთვრა და აქ ჩააბარა უნივერსიტეტში. -ვაა თამუუ როგორ ხარ?-სიცილით ჩავიდე ჩიფსი პირში ველოდებოდი როდია ჩართავდა თვალს მანაც არდააყოვნა და ყბა ლამის იატაკზე დაეცა როდესაც ეკრანზე ლუკას სილუეტი ამოვიცაანი -ჯერ ერთი უნდა ნახო ვინ გირეკავს. მერე მაგარ ფორმაში ხარ. -სიცილიანი სახე სერიოზულში გადაუვიდა. ჩემს ტანს დავხედე. ჯანდაბა ჩემი ვარდისფერი ხალათი როდის გავიხადე? მხოლოდ ბიუსალტერი მეცვა გემეიელად შევიკურთხე და საბანი ავიფარე -შენი ფოტო უკვე ჩემს ტელეფონშია.-სიცილით მაჩვენა მისი ტელეფონი სადაც ჩემი ფოტო იყო, წელსზემოთ შიშველი მხოლოდ ბიუსალტერით. -დეგენერატო-ვუყვირე და ნოუთბუქი გაბრაზებულმა დავხურე. Tavi 4 -მოკლედ ეს დემეტრეა. ეს გიო. ეს კიდევ ჩემი პატარა ძმაა სანდრიკა. ეს ანაა და ეს მისი რომეოა ქეთი. გასაგებია? ქეთი და ანა ერთ ოთახში არიან. კიდევ ორი ოთახია. მე და გიო ერთად დავწვებით და დემეტრე და სანდრიკა ერთად. აქ მე ვარ უფროსი ყველა ჩემს ბრძანებას ასრულებს. -სწრაფად თქვა ლუკამ და ბავშვებს გადახედა. ის ასაკით უფროსი იყო ამიტომ თვითონ ითავა მათი მოვლა და უფროსობა. -ისადა უფროსო. საჭმელსაც შენგააკეთებ ხო? -იკითხა ღიმილით ანამ და ლუკას გადახედა -მოკლეედ. სახლის საქმეები გოგონებს. საჭმლის მოტანა და სხვა რამე კიდევ ბიჭებს გაწყობთ? -თქვა სანდრიკამ და ისე გაიჭგიმა თითქოს ლუკას ასაკის ყოფილიყოს. არადა სულ 14 წლისაა ეს ლაწირაკი. -დარჩნენ მშივრები ჩვენ რაგვენაღვლება რო -გაიცინა ქეთიმ და ანას თვალი ჩაუკრა. -ეხლა კიდევ წავედით ბაზარში და პროდუქტები ვიყიდოთ აბა თავით მანქანაშიიი. -დაიყვირა დემეტრემ -არა მე ვერ წამოვალ რა თქვენ წადით -თქვა ანამ და ბარგს ხელი მოკიდა -რატო? -ლუკა გოგონას მიუახლოვდა და ლოყაზე ხელით მოეფერა -რადგან მე როგორც მოგეხსენებათ მგზავრობა მწყენნს და თან საქმე მაქ. -კარგი მაშინ მეც ვრჩები და თქვენ წადით.-ლუკამ უმალ გაყარა ბავშვები სახლიდან ანასთან მივიდა და ხელი მხარზე შემოხვია. -დაიღალე?-ჰკითხა თბილი ხმით..ტუჩები ლოყასთან მიუტანა და მის ნაზ კანზე აასრიალა. გოგონას ტანზე ტაომ დააყარა. არც ლუკას გამოჰპარვია ეს ამბავი და გაიცინა -ჰო დასვენება მინდა. გამატარე უნდა გავიდე -უთხრა ანამ და ხელით ცადა მისი გაწევა. -მხოლოდ ჩემთან ერთად საყვარელო-გაიცინა ბიჭმა და გოგონას საძინებელში შეჰყვა. არც გოგო იყო წინააღმდეგი. ან რატო იქნებოდა? ანგელოზივით ბიჭი იყო ჩვენი ლუკა. ანა საწოლში ჩაწვა. ლუკა კი იქვე დაჯდა -იცი მე შენზე არაფერი არვიცი. -თქვა ანამ და ლუკას გახედა რომელიც გაბადრული სახით იჯდა და გოგონას ლამაზ თვალებს მოშტერებოდა -ლუკა გეგეშიძე. 25 წლის. მყავს დედა რომელსაც ოცნობ. 14 წლის ძმა და მამა რომელიც გერმანიაშია წასული. მაქვს საკუთარი ფიტნეს კლუბი და რამოდენიმე ფილიალი სადაც მე სიამოვმებით დავდივარ.-ასევე ღიმილით წარმოთქვა ლუკამ ეს სიტყვები და ანას ტელეფონს შეხედა რომელსაც სიმღერა დაესრულებინა და ცეკვაზე იყო გადასული. ანამ ტელეფონს დახედა. წამით სახეზე ფერი დაკარგა. ეს ლუკას არგამორჩენია. ან მან რაიცოდა რომ ანას თვით მისი ყოფილი გიორგი მესხი ურეკავდა. ანამ უცებ გათიშა ტელეფონი -ვინიყო?-ჰკითხა დაეჭვებით უფროსმა გეგეშიძემ . -არავინ. -მოკლე პასუხით შემოიფარგლა ანა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. გეგეშიძე კი მის მსხვილ ვარდისფერ ტუჩებს მიაშტერდა და თვალი ვეღარ მოსწყვიტა. -მოდი აქ-ბრაძანება გასცა მან და ფეხზე წამოდგა -რა? გაუკვირდა ჯაჭვლიანს -შენი ტუჩები მიწვევენ.-გეგეშიძემ სიცილით თქვა და ანასკენ მიიწია. ხელი მის ვარდისფერ ტუჩებს გადაუსვა. გოგონამ უნებლიეთ თვალი დახუჭა რამაც ლუკას ღიმილი გამოიწვია. -შენ გსიამოვნებს ჩემი შეხება -თქვა ბიჭმა სიცილით. ანამ უცებ ჭყიტა თვალები. -არა არმსიამოვნებს და საერთოდ მომშორდი. მე შენ არგიცნობ და არგაქვს ჩემთან მოახლოების უფლება.-ვითომდა მკაცრად თქვა ჯაჭვლიანმა და ლუკას ხელი ჰკრა -ბავშვი ხარ. -გულში ჩაიკრა ანა ლუკამ და თავზე აკოცა. -გამიშვი მე უნდა დავიძინო-თავის დაძვრენა ცადა ანამ -წამო ჯერ გავისეირნოთ ძილი ღამითაც გეყოფა. არუნდა დამათვარიელებინო ეს მხარე? ბოლოსდაბოლოს პირველად ვარ ბახმაროში.-თქვა ღიმილით ლუკამ და ანას ქურთუკი მიაწოდა. ჰმმ გიკვირთ? ივნისის ბოლოს ქურთუკი? აქ აგვისტოშიც კი ქურთუკია საჭირო. როდესაც ამ ულამაზეს და უმშვენიერეს მხარეს ეწვევით არდაგავიწყდეთ რომ იქ სულ ზამთარია. -კარგი წამო ტყეში ავიდეთ ოღონდ პლედი წავიღოთ-თქვა ანამ და ქურთუკი ჩაიცვა თავზე ქუდი ჩამოიფხატა და გარეთ გავიდა -და ბავშვები რომ მოვლენ?-იკითხა ჯაჭვლიანმა და ლუკას გახედა -არაუშავს მოვიდნენ დაგვირეკავენ და ვუთხრათ სადაც ვართ -იქ ტელეფონი არიჭერს. ამიტომ ჯობია წერილი დაუტოვო რომ საჭმელი გამზადებული დაგვახვედრონ-ჩაიცინა ანამ. ლუკას ხელკავი გამოესდო და ერთად გაუყვნენ მაღალი მთისკენ ბილიკს. დაახლოებით 1 საათი იარეს. ტყე ძალიან დაბურული იყო ამიტომ გზის მახლობლად ტყის ნაპირზე გაშალეს პლედი. ანა ძირს დაჯდა და ცას ახედა -როგორ მიყვარს აქაურობა.-დაიჩურჩულა მან და გაიღიმა -მე ვიცოდი ეს მხარე უბრალოდ არგამჩენია აქ წამოსვლის სურვილი. უბრალოდ ზღვაზე დასვენება მერჩივნა ან თუნდაც ბორჯომში.-მხრები აიჩეჩა ლუკამ და ანას გვერდით მიუსკუპდა -აქ ისეთი სიწყნარეა. უბრალოდ მინდა მთელი ცხოვრება აქ დავრჩე-ჩაიდუდუნა ანამ და უკან გადაწვა. -ეს ცუდი საქციელი იყო პატარავ-ჩაიცინა ლუკამ და ანას ზემოდან მოექცა. -რას აკეთებ ლუკა? გადადი.-ანამ ფართხალი დაიწყო და ლუკას მოშორება სცადა. -იცი რა? მე ძალიან მინდა შენი კოცნა.-ჩაიცინა ლუკამ და თავი ახლოს მისწია -კარგი რა ლუკა. რაგინდა? ჯერ მხოლოდ რამოდენიმე კვირაა გიცნობ და თავიდან ვერმოგიცილე. აქაც კი წამომყევი ძმაკაცებთან ერთად როდესაც დედაჩემს ჰგონია რომ მარტო მე და ქეთო ვისვენებთ. მაგ არაფერი ბინის ფულსაც კი შენ იხდი კარგი რაა.-ლაპარაკი დაიწყო ანამ მაგრამ თვითონაც იცოდა რომ ამ მომენტში უაზრობებს ლაპარაკობდა. განა რაიყო ამ საუბარში უაზრობა? მაგრამ როდესაც ესეთი სიმპატიური ბიჭი როგორიც ლუკაა. თქვენს ზემოთა მოქცეული და კოცნით გემუქრებათ თქვენ კი ძალიან ძალიან გინდათ მისი დიდი წითელი ტუჩების დაგემოვნება სულაც უაზრობაა. ლუკამ დიდხანს უყურა ჯაჭვლიანს უნდოდა მისი ემოცია ამოეკითხა. ჰო გოგონასაც ისე უნდოდა მისი კოცნა როგორც ლუკას. თქვენ გგონიათ გოგონა რამეს გრძნობდა ლუკას მიმართ? მწარედ შემცდარხართ. უბრალოდ მისი ყოველი ღიმილისას ჭკუა ეკარგებოდა. მიშტერებოდა მის წითელ ტუჩებს და მისი კოცნა უნდებოდა. მისი ყოველი შეხებისას ელექტროშოკს იღებდა. ხო ეს მართლაც უცნაური გრძნობაა. განა გიორგისთან ესეთ რამეს განიცდიდა? გეგეშიძე გოგონას ტუჩებს წაეტანა მისი ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ნელა და ნაზად დაუწყო კოცნა. თავიდან გოგონას თითქოს აზროვნების უნარი წაერთვა. ბოლოს ისიც აყვა კოცნაში. მაგრამ არაფერი ზედმეტი. განა ლუკა ეგეთი ბიჭი იყო? არა მაგას არვამბობ ვაჟიშვილიათქო. უბრალოდ აქამდე მას მხოლოდ ძ*კნებთან ჰქონდა საქმე მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა როდესაც მას დილაადრიან მოთხოვეს რომ მისი ნათლული დაეტოვებინა. ხოლო ცოტახანში პარკში გაეყვანა იქ კი გაერთობოდა. მაგ დღეს ნახა პირველად ანა. ბარბარეს ასეირნებდა. პირველივე დანახვისას მოეწონა ლუკას. მაგრამ განა ესე მივარდებოდა და ეტყოდა რომ მოსწონდა? არა რათქმაუნდა ჩვენი ლუკა გეგეშიძე გაწონასწორებული პიროვნება იყო. ცოტახნით თვალს ადევნებდა შემდეგ კი ისეთ დროს გამონახავდა რომ გაეცნო..მას შემდეგ ყოველ დილით იიმ დროს იქ დადიოდა მაგრამ ანა აღარ ჩანდა. თავს ირწმუნებდა რომ გამოჩნდებოდა. უკვე იმედი ჰქონდა გადაწურული კვირა დილა იყო. ის ისევ მოვიდა. ლუკას გული სიხარულით და სითბოთი ივსებოდა როცა უყურებდა როგორ ეთამაშებოდა ის პატარა პრინცესას. ამის შემდეგ წესათ ექცა ყოველ კვირას დილის 10 საათზე პარკში გასვლა. 2 თვე იყო ესე. შემდეგ გაარკვია რომ მის კორპუსში მერვე სართულზე ბინა იყიდებოდა. დიდი სიამოვნებით შეიძინა ბინა. შემდეგ კი თქვენნც ყველაფერი იცით რა და როგორ მოხდა. გეგეშიძე ჯაჭვლიანის ტუჩებს მოშორდა და გოგონას მისი ლამაზი შოკოლადისფერი თვალები მიანათა. გოგონამ სხვა მხარეს გაიხედა. მისი ნაცრისფერი თვალები უსასრულობაში იხედებოდა. მის ლოყებს კი წითელი შემეფილობა ძალიან უხდებოდა -რაიყო ეხლა ეს?-იკითხა ანამ და ხელებს ნერვიულად დახედა -რადა კოცნა იყო, რომელიც შენ ძალიან მოგეწონა-ლუკამ თბილად მიმართა გოგონას შემდეგ კი თბილი ხელი გოგონას ლოყას შეეხო რომელიც სულ მთლად გაყინულიყო -მიდი ადექი წავიდეთ. სიცივეა, გაცივდები-გოგონას სიჩუმით გათამამებულმა ლუკამ კვლავ თქვა ანა ფეხზე ააყენა პლედი დაკეცა და შინისკენ გზას გაუყვნენ. შინ რომ დაბრუნდნენ უკვე შებინდებული იყო. კარები რასაც ჰქვია შეგლიჯა ლუკამ. მისაღები ოთახიდან კი ოთხი გაბრაზებული თვალი მიშტერებოდათ -მასე უნდა ხო მოტეხვა? სად გაქრით გოგო ჰა? იქნებ ჩვენც გვინდოდა წამოსვლა? გეკითხათ მაინც თქვე უნამუსოებო.-ატიტინდა ქეთო და გაბრაზებული მიაჩერდა მომღიმარ ლუკას და ლოყებ აწითლებულ ანას -კარგი ქეთო დაწყნარდი. ამათ მერე მოვუაროთ. ეხლა მიდი გიტარა ჩამოიტანე და ფიჩხი შევაგროვოდ-მიეშველა დემეტრე როდესაც მიხვდა რა ხდებოდა. ლუკამ თვალებით მადლობა გადაუხადა -მიდი ჭამე მშიერი ხარ. შემდეგ კი გარეთ გამოდი კოცონს ვანთებთ-ჩუმად ჩასჩურჩულა ლუკამ ანას და ლოყაზე აკოცა -დაგინახეთ-სიცილით თქვა ქეთომ და გაიცინა -ხოდა მერე ხო უნდა მიხვდე გოგო რო გამოეტიო ოთახიდან ჰა?-უყვირა გიომ, ქეთოს ნაწნავში ჩაავლო ხელი და ოთახიდან გაათრია. -აუ ეს მინდოდა კიდეე-დაიჩურჩულა გოგონამ და ოთახში შევიდა ისე რომ ლუკასთვის ყურადღება არმიუქცევია. Tavi 5 -და ანუ გაკოცა მერე? ო ბოჟე, ეს რა მაგარი ბიჭი გყავს. მეც მინდა ეგრე მარა რათგინდა თორნიკე სუფთა სი*ია უნდა დავშორდე რა.-აღტაცებულმა თქვა ქეთომ და ანას გაუღიმა ანას კი ლოყები აუწითლდა -მოდი რა დავიძინოთ. უკვე გვიანია.-თქვა ანამ და საბანი ყელამდე აიწია ქეთოც გვერდით მიუწვა -რაო რათქვი რამდენი წლისაა ლუკაო?-ისევ ფეხზე წამოფრინდა ქეთო -25 წლისაა. დიდია ხო? მეც ვიფიქრე მაგაზე..-თავი დახარა ანამ და მოიღუშა -გოგო მაგ არაფერი მარა ის რომაა გიო მაგაზე უფროსი იქნება?-მოღუშულმა ამოილაპარაკა ქეთომ -შენ რა ბარათელი მოგწონს?-შეიცხადა ანამ და ამ ამბით გახარებული ისიც ფეხზე წამოხტა -ჩუ გოგო რაგაყვირებს მე მასე ვყვირივარ ლუკა რო მოგწონს?-ქეთომაც ხმამაღლა უთხრა -აბა ეხლა რასაკეთებ შე იდიოტო ადამიანო? მოკეტე და დაწექი საწოლში. ხვალ გავარკვიოთ ყველაფერი.-გადაჩურჩულა ანამ და ქეთოს ჩაეხუტა. ორივეს ტკბილად დაეძინა. ან რატომ არ დაეძინებოდათ. სუფთა ჰაერზე თბილ სახლში თბილისისგან შორს. მოგეხსენებათ ქეთოს ფხიზელი ძილი აქვს ანასგან განსხვავებით და მაშინვე იგრძნო როგორ შემოაღო ვიღაცამ კარი. თავიდან შეეშინდა მერე იცნო ლუკა შემოსულიყო ოთახში -აქ რას აკეთებ?-ხმამაღლა კითხა ქეთომ და სიცილი ძლივს შეიკავა თმააბურძგნული ლუკა რომ დაინახა -ჩუ გოგო არგააღვიძო-დაიჩურჩულა ლუკამ -ოჰ ასე ადვილი როომ იყოს ამის გაღვიძება. მკვდარივით ძინავს. ეხლა შენ ეგ მიპასუხე აქ რაგინდა?-ჰკითხა სიცილით ქეთომ და ბალიშიდან თავი წამოწია. -ანასთან მოვედი გამიცვალე ადგილი რა. ხო გინდა შენს მეგობარს ჩემნაირი სიმპაწიჩნი ქმარი ჰყავდეს. ნათლია შენ იქნები ნუ გეშინია ეხლა კიდე მოუსვი აქედან. ხო კიდე გიო 22ისაა ნუგეშინია-სიცილით თქვა -დამპალო რატო გვისმენდი, დაეგდე და არ გაბედო არავის უთხრა თორემ მოგკლავ იცოდე.-დაემუქრა ქეთო და საღამურის ამარა დატოვა ოთხი. „იმედია დემეტრე და გიორგი ერთ ოთახში არიან და სანდოს ოთახში იქნება თავისუფალი ადგილი თორემ გავგიჟდები“ ფიქრობდა ქეთო და თან სანდროს ოთახისკენ მიიწევდა მაგრამ როდესაც კარი შეაღო ოთახში ორივე საწოლი დაკავებული დახვდა „ჯანდაბა.. ხვალ ლუკას მოვკლავ’ გაიფიქრა ქეთომ და ლუკას დახრჩობის სურვილმა შეიპყრო როდესაც მიხვდა გიოსთან ერთად მოუწევდა ძილი. .გიოს ოთახის კარი შეაღო და შვებით ამოისუნთქვა 2 საწოლი რომ დახვდა. ერთზე გიო გაშხლართულიყო მეორეზე კი ქეთო დაწვა -ლუკა სად ეგდე?-გაისმა ბოხი ხრიწიანი ხმა რომელიც ძილისგან უფრო დაბოხებოდა -ლუკამ ოთახიდან გამომაგდო და აქ მომიწია გადმოსვლა სხვა საწოლი არაა იმედია წინააღმდეგი არხარ-თქვა დაბალი ხმით ქეთომ და თავი დახარა -არა ტო რა წინააღმდეგი. მიდი დაიძინე იმედია ჩემი ხვრინვა არ შეგაწუხებს-ნერვიულად გაიცინა გიომ. ქეთოს არაფერი უპასუხია უბრალოდ დაწვა და თვალები დახუჭა მაგრამ არ დაძინებია. ან რა დააძინებდა? არც ქეთოს სძინებია და არც გიოს. მაგრამ მიზეზს ნუ ჰკითხავთ. ღამის 4 საათი იყო ქეთოს ტელეფონი რომ ამღერდა -გისმენ თოკო-ჩურჩულით უპასუხა -ქეთოო.ჩემო ქეთუსაა.. იცი როგორ მიყვარხარ??-მოესმა მთვრალი თორნიკეს ხმა ტელეფონში. ეს არც გიოს გამოჰპარვია -თოკო..თორნიკე მთვრალი ხარ?-ხმა აუკანკალდა ქეთოს და საწოლზე წამოჯდა -არა ჩემო ქეთუსა სულ ცოტა დავლიე მაგრამ მანდ მოვდივარ. იცი როგორ მომენატრე? არიცი იმიტომ რომ შენ ფეხებზე გკიდივარ. არგიყვარვარ. მაგრამ მე მაინც მოვდივარ.-ბურტყუნებდა თორნიკე თბილი ხმით -გთხოვ რა თოკო სახლში მიდი. არწამოხვიდე რა. სახლში მიდი და ხვალ მეთვითონ ჩამოვალ თუმოისურვებ ოღონდ ეხლა სახლში მიდი-სლუკუნებდა ქეთო და თან ოთახში ნერვიულად დააბოტებდა -მე მაინდ მოვდივარ უნდა მოგიტაცო და ჩემი ცოლი იქნები. მერე კი სულ ჩემთან იქნები. -თოკო თუ გიყვარვარ ეხლა სახლში წადი ჩემს თავს გაფიცებ. უბრლოდ სახლში მიდი და ხვალ თუგინდა ჩამოდი და მერე ვილაპარაკოთ გთხოვ. ჩემს თავს გაფიცებ თოკო-უკვე ტიროდა ქეთო -კარგი. ეხლა სახლში წავალ. მაგრამ ხვალ დილით შენთან ვიქნები. -კარგი სახლში რომ მიხვალ დამირეკე თორემ ვნერვიულობ იცოდე-მიაძახა ქეთომ სანამ ბატონი თორნიკე ტელეფონს გათიშა. ღრმად ამოისუნთქა და ლოგინზე მოწყვეტით დაეცა -რაო შეყვარებულმა?-ირონიული ხმით დაისისინა გიომ და ქეთოს გახედა. როდესაც მას გახედა სხეული სიბრაზემ მოიცვა. დაინახა როგორ კანკალებდა პატარა სხეული და სახე თმებში ჩაერგო -მაპატიე თუ გაგაღვიძე ეხლავე გავალ მისაღებში.-უთხრა ქეთომ აკანკალებული ხმით და ფეხზე წამოდგა. -არა მოიცა იყავი მაინც არ მეძინა.-ხმა დაუთბა გიოს და ლოგინზე წამოჯდა -არა იყოს არ შეგაწუხებ -არ მაწუხებ რომ გეუბნები აქ დარჩითქო დარჩი აქ. მოდი მითხარი რახდება-ხმა გაიმკაცრა გიომ და ქეთოს ხელი საწოლზე დაუტყაპუნა მის გვერდით. ქეთოც მივიდა და იქ დაჯდა -მოდი დაწექი და დაიწყე რახდება-თბილი ხმით ჰკითხა გიომ საწოლზე გადაწვა და ქეთოც მიიხუტა -თორნიკე ჰქვია 19 წლისაა. სიმპატიურია უბრალოდ მომწონს მაგრამ არ მიყვარს. მას კი ვუყვარვარ. იცის რომ არ მიყვარს მაგრამ მაინც იმედს იტოვებს რომ შემიყვარდება. არცაა ცუდი ბიჭი. ეხლა დამირეკა მთვრალი იყო და შენთან მოვდივარ უნდა მოგიტაცოო და სულ ჩემთან იქნებიო-თქვა სლუკუნით ქეთომ და თავი გიოს მკერდში ჩამალა -და მერე ვინ უთხრა რომ შენს სადმე გაშვებას ვაპირებ? მოვა და მოვიდეს ვერაფერსაც ვერგიზავს. მე აქარვარ? ნუღა ტირი რა. თორე იცოდე მოვკლავ იმ საცოდავს.-ღიმილით ლაპარაკობდა გიო და ეგოისტურად უხაროდა ქეთოს რომ ის ბიჭი არუყვარდა, რომ ეხლა იმ ვიღაც არაკაცის მაგივრად ის ეხუტებოდა და აწყნარებდა ქეთოს. -შეიძლება აქ დავიძინო?-ჩურჩულით კითხა ქეთომ და ბარათელს ახედა -რამდენ ხანსაც გინდა. მიდი ეხლა დაიძინე-შუბლზე აკოცა გოგონას და ცხვირი მის თმებში ჩარგო. ---- -შენ აქ რასაკეთებ? ან ქეთო სადაა?-ჩურჩულით გადაულაპარაკა მის გვერდით მწოლ ლუკას რომელიც დებილივით იღიმოდა -ქეთო გიოს ოთახში გავისტუმრე. მე კი შენთან მოვედი.-ცხვირზე აკოცა ლუკამ და კვლავ ბალიშზე დააბრუნა თავი. -ლუკა..-ამოიჩურჩულა ანამ -გისმენ.-მანაც დაბალ ხმაზე უპასუხა და გოგონას წელზე მოხვია ხელი. -რა ვერ გავიგე იცი? შენზე 7 წლით პატარა ვარ. რატომ ხარ ამ წუთას ჩემთან ერთად? ან რას ნიშნავდა ის კოცნა? -მერე რა რომ 7 წლით პატარა ხარ? მე მაინც შენთან მინდა. მინდა სულ შენ გხედავდე. სულ შენი ნაცრისფერი თვალები მიტრიალებს თავში. ნებისმიერ წამს შენზე ვფიქრობ. არ მაინტერესებს ასაკი. შენ გგონია ჩემი შენს კორპუსში გადმოსახლება შემთხვევითობა იყო? ან თუნდაც ის რომ თომამ შენს აქ წამოყვანაზე უარი თქვა? ხომ იცი რომ თომას ძალიან უყვარხარ და არასდროს გაწყენინებს მითუმეტეს ესეთ რამეზე რაც აქ წამოსვლაა.. -მე..მე არვიცი რავთქვა-ბუტბუტი დაიწყო ანამ -არც არაფერი უბრალოდ ესე, სულ ჩემთან, სულ ჩემზე ჩახუტებული იყავი, არასდროს წახვიდე ჩემიდან, ნუ რომც გინდოდეს ვერ წახვალ რადგან შენ ჩემი ხარ და სამუდამოდ ესე იქნება.. ჩვენ ერთად გადავცურავთ ზღვას!! Tavi 6 იმ ღამეს რული არცერთს მიკარებია.(გიოს და ქეთოს) უკვე მზე ამოწვერილი იყო ქეთომ რომ წამოდგომა ცადა -სად მიდიხარ?-გაკვირვებულმა ჰკითხა გიომ -ოთახში ჩემი ტელეფონი დაჯდა და თორნიკეს უნდა დავურეკო-ჩაიდუდუნა ჩუმათ და კვლავ სცადა წამოდგომა -არ მომწონს მაგ ბიჭთან რომ გაქვს ურთიერთობა-გაბრაზებულმა უთხრა გიომ და უფრო მაგრად მოხვია ხელები -მადლობელი ვარ. გუშინ ცუდად ვიყავი და საწოლი რომ გამინაწილე მაგრამ ჩემი აზრით არანაირი უფლება არ გაქვს პრეტენზიებს რომ მიყენებ.-მშვიდად უთხრა ქეთომ და გიოს ხელიდან დაუსხლტა -ერთი წუთი მოიცადე და წადი მერე თუგინდა-ეშმაკურად უთხრა გიომ და კვლავ მის გვერდით დააბრუნა საწოლში. -რაგინდა?-მისკენ მიაბრუნა თავი მაგრამ ერჩივნა არ მიებრუნებინა. ბარათელი პირდაპირ ტუჩებზე ეძგერა. ვნებიანად უკოცნიდა ორივე ტუჩს ქეთო კი არც ფიქრობდა მოშორებას. ბოლოს არცერთს ჰაერი რომ აღარ ეყო მაშინ მოშორდა გიო. გოგონამ გაბრაზებულმა შეხედა. -ვინ მოგცა ამდენის უფლება?-ჰკითხა გაბრაზებულმა და სწრაფად წამოხტა ფეხზე. -კარი გაიხურე რომ გახვალ-სიცილით უთხრა გიომ გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა თითქოს ძინავსო მაგრამ რა დააძინებდა? ---- -ანას არ გაუღვიძია?-იკითხა დემეტრემ და ლუკას გახედა -წავალ ვნახავ-ქეთო ფეხზე ადგა და სახლისკენ წავიდა. წინააღმდეგობა არავის გაუწევია. ქეთო და ანა ბავშვობიდან მეგობრობენ. დღესდღეისობით საუკეთესო მეგობრები არიან. არაფერს უმალავენ ერთმანეთს. ქეთომ კარზე ნაზად დააკაკუნა და პასუხისთვის არც დაუცდია ისე შევიდა თავის და ანას ოთახში. ანამ ბალიშიდან თავი წამოყო და ღიმილით შეეგება ქეთოს -მომიყევი რამოხდა.-ღიმილით ჰკითხა და ცნობისმოყვარე თვალები შეანათა -არაფერი მინდა რო სულ ჩემთან იყოო.-ჩაიდუდუნა ანამ და კვლავ აუხურდა ლოყები. ქეთოს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდაა. -ააააა მომიყევიიიი რა? როგორ მოხდაა?-ბოლო ხმაზე ყვიროდა ქეთო და თან იცინოდა სიცილში ანაც აყვა და ბოლოს ორივე ერთმანეთზე გადაწოლილები დებილებივით იცინოდნენ. დიახ ეს ორი გიჟი მეგობარი იმ წრეს მიეკუთვნება ერთმანეთის სიცილზე რომ დებილივით იცინიან და მერე ვეღარ ჩერდებიან.მალევე კარები გაიღო და 4 ბიჭი დაფეთებული შემოვარდა ოთახში -რაგაყვირებთ??-იკითხა გიომ და გაფაროებული თვალებით შეხედა გოგობენს -რაა რაღაც კარგი ამბავი გავიგე და გამიხარდა რაიყოო??-ქეთომ უპასუხა თან ანას შეხედა რომელიც თვალებით თხოვდა ზედმეტი არაფერი ერთქვა -რა? ჩვენც გვითხარით აბა?-იკითხა სანდრომ ეშმაკურად -ჩემმა ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა-ქეთომ თქვა და ისევ სიცილი დაიწყეს მან და ანამ -მიხვდით ეხლა და გადით ოთახიდან-ანამაც ამიღო ხმა და ბიჭებს შეუბღვირა -5 წუთში ქვემოთ იყავით ორივე-გამათრთხილებლად დაუქნია თითი ლუკამ გოგონებს და სიცილით გავიდა გარეთ.ბიჭებიც მას მიყვნენ და გოგონები მარტო დატოვეს ოთახში -წამო ჩავიდეთ და ღამე მოგიყვები ყველაფერს.-მხიარულად ჩაილაპარაკა ანამ ქეთოს საჯდომზე ხელი აარტყა და უბიძგა გარეთ გასულიყო. -მოვედითთ-დაიყვირა ანამ და დემეტრეს და გიოს შორის ჩაეკვეხა. -აუუ ანაა რამხელა ხარ გოგო გადი სხვაგან დაჯექი-ამოიბუზღუნა დემემ და ანას ხელზე უჩქმიტა -აუ შენ გადი თუ მასეა შენ ჩემზე დიდი ხარ.-ანამაც შეუტია თან ნატკენ ადგილას ხელი მოისვა -ბიჭებო დასალევი არგაქვთ?-ახლა ქეთო ჩაება საუბარში -ჩვენ კი გვაქვს მაგრამ თქვენ სამი ვერ ეღირსებით-ლუკამ გაიცინა და ანაზე და სანდროზე ანიშნა -ეე მაგ რაპონტიაა? თქვენ დალევთ და ჩვენ გიყუროთ?-ანამ დაიწუწუნა და ისევ დემეტრეს მიუბრუნდა და ხელზე უჩქმიტა რამაც დემეტრეს შეყვირება მოქყვა -ლუკა მომაშორე ეს პარაზიტი-დაიყვირა დემეტრემ და ანას ხელები გაუკავა. -იცი მე კარგი იდია მაქვს-დაიყვირა ანამ და ფეხზე წამოხტა -მიდი აბა გადმოაფრქვიე შენი ჭკვიანური აზრები-თქვა ქეთომ და ანას გაუცინა -აქვე არის ერთი მთა ჩასავლის მთა ჰქვია. შეგვიძლია იქ წავიდეთ სასმელები და საჭმელი წავიღოთ და მზის ჩასვლას ვუყუროთ მე გზა ვიცი ბევრჯერ ვარ ნამყოფი იქ-აღტაცებით თქვა ანამ და ბიჭებს გადახედა -კარგი. როდის გავდივართ? ძალიან მაინტერესებს მაგ ადგილი.-ფეხზე წამოდგა გიო და ანას ხელი გადახვია. -ეხლა 11 საათია ანუ წავედით გავემზადეთ და 5 საათზე გავდივართ. ნუ 6 ზე რო გავსულიყავით მოვასწრებდით მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან დონდლოები ხართ და ვერ ივლით ჩქარა -კარგი წავედით მაშინ გავემცაზეთ. ჰა მალე ადექით-დაიყვირა ქეთომ -მე არმჭირდება გამზადება აქ დავრჩები მოვასწრებ მაინც. თქვენ წადით-თქვა ანამ და ტელევიზორთან კომფორტულად მოკალათდა. ლუკამ კი ქეთოს თვალი ჩაუკრა ანიშნა ბიჭები აქედან გაყარეო და ისიც ანას გვერდით დაჯდა -წამო რა მარტო წავიდეთ. ესენი აქ დავტოვოთ-გეგეშიძემ დაიწყო პრეტენზიული ტონით და ჯაჭვლიანის ხელი თავის ხელში მოიქცია -არა სირცხვილია ლუკა..გუშინაც ხო ეგრე მოვიქეცით. -გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ანამ და ლუკას ნაცრისფერი თვალები მიანათა -კარგი. აქ იყავი. 2 წუთში მოვალ-სწრაფად წამოდგა ფეხზე გეგეშიძე და სახლში შევიდა გოგონა კი გაშტერებული დატოვა ერთი გაიფიქრა ვერაა თავის ჭკუაზეო და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა -- -გიო შენი დახმარება მჭირდება ბიჭო-ლუკა ჩუმად შევიდა ოთახში და კარი გადაკეტა -მიდი თქვი ხოიცი შენ გამო ნებისმიერ რამეს გავაკეთებ. -პატარ ზურგჩანთა მათხოვე მე და ანა მარტო წავალთ. მაცადეთ ეხლა შეყვარებული კაცი ვარ მარტო აღარ დამტოვოთ წესიერად. მიდი შენ როგორც ჩანს ქეთოს კარგად გაუგე მის ოთახში შედი და რამე თბილი ქურთუკი გამოიტანე.-ეშმაკური ღიმილით შეხედა გიოს -ოჰოო მაგ სიამოვნებას არმოვიკლებ. კარგი მე გაგიმზადებ ჩანთას. გარეთ დამელოდე შენ.-ეს თქვა თუარა ორივემ გაიცინეს ლუკამ ოთახი დატოვა და უხმოდ დაჯდა ანას გვერდით #გიოსთან დაუკაკუნებლად შეაბიჯა ბარათელმა ოთახში იქ კი ტელეფონზე მოვალაპარაკე ქეთო დაინახა. -კაი თოკო ხოიცი მეც ძალიან მიყვარხარ. ეხლა გავთიშავ და მალე გადმოგირეკავ კარგი. გკოცნი-ქეთო თოკოს დაემშვიდობა და გიოს გაბრაზებული მიაშტერდა -აქ რა ჯანდაბა გინდა? -ხმამაღლა თქვა ქეთომ და გიოს მიუახლოვდა -ხმას დაუწიე გოგონი. ანამ გამომგზავნა ყველაზე თბილი ქურთუკი რომ მაქვს ძალიან რომ მიყვარს ის გამოგატანოს ქეთინომოო. -ქეთინოს მოგცემ ეხლა თუ ჩაგარტყი რამე თავში და დაგმარხე ამ სახლის სარდაფში.-იყვირა გაცოფებულმა ქეთომ და იქვე დადებული ბალიში ესროლაა -ოპაა გოგონი გააჩერე ხელები. გამაგებინე ეხლა ვის ელაპარაკებოდი? თოკოს?-ირონიული ღიმილით გადახედა კარადაში შემძვრად ქეთოს -თოკო ეს ჩემთვის თქვენთვის ბატონი თორნიკეა დეგენერატო. აჰა და გაეთრიე ოთახიდან-ქუღთუკი მიაჩეჩა და აბაზანაში შევიდა. -აჰა ანუ ბატონი თორნიკე ხო? გუშინ კარგად გეძინა ჩემზე ჩახუტებულს-მის ხმას ცინიზმი და ირონია არ შორდებოდა. იქვე დადებულ ტელეფონს დაწვდა ჯიბეში ჩაიდო და გარეთ გავიდა. ჩანთაში წყალი და ცოტა საკვები ჩადო შემდეგ კი გარეთ გავიდა -აჰა მოგიტანეთ ეხლა წადით სანამ ვინმეს დაუნახიხართ და დანარჩენებს მე მივხედავ.-მხარზე ხელი ნელა მიარტყა ბარათელმა გეგეშიძეს და სახლში შებრუნდა -მე უკვე ყველაფერი ჩავალაგე-მისაღებში სანდრო გამოვიდა გაღიმებული -კარგგი მაშინ დაიძინე და მე გაგაღვიძებ წასვლისას თორემ მთელი დღე სიარული მოგვიწევს და ცოდო ხარ შენც ასევე დემეტრე შეიძლება ღამეც იქ დავრჩეთ-მიუბრუნდა ძმაკაცებს და თავის ოთახებში გაუშვა თვითონ კი ქეთოსთან წავიდა იქნებ უფრო გავმხიარულდე ნერვებს რომ მოვუშლიო. -ქეთინოოო-სანამ ოთახში შევიდოდა მანამ იყვირა და გოგონას ოთახში შეუვარდა რომელიც გამწარებული ეძებდა რაღაცას -რაგინდა?-ჰკითხა უემოციოთ და ნივთის ძებნა გააგრძელა -რამეს ეძებ სიცოცხლე?-ირონიულ ღიმილს არ იშორებდა სახიდან -კი მაგრამ შენი საქმე არაა.დაახვიე ბიჭი აქედან ნუ რაღა ბიჭი ბებერი ხარ უკვე.-მანაც იგივე ტონით უპასუხა. ბარათელი სიბრაზისგან სახეზე წამოწითლდა მაგრამ მალევე აიკრა სახეზე დამცინავი ღიმილი ჯიბეში ტელეფონი რომ აბზუილდა. მალევე ამოიღო მიკი მაუსის ბუდეში ჩადებული თეთრი აიფონი და ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო ბაგე როდესაც ეკრანზე დიდი ასოებით დაწერილი სახელი დაინახა „თოკო“ და მასთან ერთად ქერა ბიჭის ფოტო -კარგი რა. ამ ლაწირაკს ხვდები?-ბოლო ხმაზე დაიწყო როხროხი ბარათელმა თან სენსორს ხელი გადაუსვა და ტელლეფონი ყურთან მიიტანა -გისმენთ-მალევე დაისერიოზულა ხმა და ისე უპასუხა. -ქეთუსა სადაა? -შენი ქეთუსა ეხლა ვიღაც ბიჭთან ერთად ერთობა. მოიცა რაქვია? ხოო. გამახსენდა. მგონი გიორგი ჰქვია. და შენ ვინ ხარ? -სიცილს ძლივს იკავებდა ბარათელი როდესაც ქეთოს გაბრაზებულ სახეს ხედავდა -თორნიკე ნოზაძე ქეთოს შეყვარებული თუ შეგიძლიათ ტელეფონი მიაწოდოთ?-თანდათან ერეოდა ბრაზი ნოზაძის ხმას -იცით არშემიძლია რადგან ქეთუსის სხვა ბიჭი მოწონს მოიცა გაბოლებს რო ევასები თუ როგორაა?-ეხლა უკვე ხმამაღლა გაიცინა ბარათელმა და ქეთუსას ხელი ერთი ხელით დაიჭირა რომელიც ცდილობდა ტელეფონის წართმევას და უკან მოუგრიხა ზურგით მუცელზე აიკრა. ტელეფონი ბეჭს და ყურს შორს მოიქცია და მეორე ხელი პირზე ააფარა სოფრომაძეს. ერთით კი უფრო აიკრა -ვაფშე ვინ ხარ ბიჭო? ქეთუსას მიეცი ტელეფონი თორე დედას მ*******ვ-დაიყვირა ნოზაძემ -ეე..ეე ლაწირაკო ფრთხილად. ბავშვი არგეგონო მაგ სიტყვები რომ შეგარჩინო. ეხლა კიდე აახვიე და აღარ გაბედო მეორეჯერ ამ ნომერზე დარეკვა თორემ თავს წაგაცლი-გაბრაზებულმა უთხრა და ტელეფონი გათიშა -რა გააკეთე იდიტო? როგორ გაბედე? ვინ გგონია შენი თავი ჩემს შეყვარებულს რომ ეგრე ელაპარაკები? ან რაუფლებით იღებ ტელეფონს?-ყვიროდა ქეთო და გულზე მუშტებს ურტყავდა მალევე გაუკავა ხელი ბარათელმა -ნუ წიკვინებ. ალბათ საჭირო იყო და იმიტომ ავიღე. ეხლა კი დაწექი და ოთახიდან ფეხგამოდგმული არგნახო არსად არმიდიხარ. მეორედ აღარ გაბედო ჩემთან ეგრე ლაპარაკი თორე რაც მოგივა შენს თავს დააბრალე.-დაიგრგვინა გაბრაზებულმა გიორგიმ და კარი ჩაკეტა. შემდეგ თავის ოთახში შევიდა და მშვიდად დაიძინა. --- -კარგი რა ლუკაა..მათაც უნდოდათ წამოსვლაა.-გაბუტულმა ამოილაპარაკა ანამ და იქვე მინდორზე დაჯდა დასასვენებლად. -დემეტრე და სანდრო ხვალ თბილისში მიდიან. გიო და ქეთო კიდე თავის სტიქიაში არიან კარგი რა ნუ მებუტები-უთხრა და პატარა სხეული გულზე მიიხუტა -მოწონს გიოს ქეთო?-კითხა ღიმილით გეგეშიძეს -მგონი უყვარს კიდეც. ქეთოსაც ჰო მოწონს და ვნახოთ მგონი გამოუვათ რამე-გაიღიმა ლუკამაც -მაგრამ ქეთოს რომ შეყვარებული ყავს?-ისევ მოექუფრა სახე ანას. -ოჰჰ მაგას ეშველება კაცო მოდი ეხლა ჩამეხუტე თორე სიცივეა-უთხრა სიცილით და უფრო მაგრად მიიკრა ჯაჭვლიანი სხეულზე.. ------ -მომენატრებით-უთხრა ანამ დემეტრეს და ჩაეხუტა შემდეგ სანდროსაც ჩაეხუტა და ესე გააცილეს თბილიში სანდრო და დემეტრე. ეხლა მხოლოდ 4 ადამიანი რჩებოდა. ანა და ქეთო ცალცალკე დაიძინებდნენ და ლუკა და გიო ერთად ეს რომ ლუკამ გაიგო „ჰო აბა მაგ იმედზე იყავით მთელი ცხოვრებაო“ უთხრა გიორგის და გაიცინა. ჩვენი ანა და ლუკა კი იყვნენ გვრიტებივით თბილად მშვიდად არც აბრაზებდნენ ერთმანეთს და იყვნენ წყნარად მაგრამ სახლში მისვლა ეზარებოდათ. იცოდნენ იქ რომ დახვდებოდათ მოჩხუბარი წყვილი და ტვინს აატკივებდათ. ბოლოს ლუკა გიოს ამშვიდებდა და ანა ქეთოს. ერთხელ ისე იჩხუბეს ქეთომ იტირა მაგრამ რათქმაუნდა ეს გიოს არ გაუგია. არა რატო არ უთხრა ანამ? ხომ შერიგდებოდნენ და იქნებ კარგიც ყოფილიყო. დილით ანას მშვიდად ეძინა ლუკაზე ჩახუტებულს მაგრამ განა დიდხანს შეარგებდნენ გიო და ქეთო? დილიდანვე დაიწყეს ჩხუბი. ქეთო სამზარეულოში იყო და კვერცხს იწავდა რომ შიმშილი დაეცხრო თან ლუდს წრუპავდა გიო რომ შემოვიდა რომ დაინახა ლუდს სვავდა ეგრევე გამოოაცალა ხელიდან -რატო სვავ?-ჰკითხა და ლუდის ქილა ნაგავში ჩააგდო. ქეთოს ხმა არ ამოუღია მაცივართან მივიდა და მეორე ქილა ამოიღო ამასობაში კვერცხიც შეიწვა და თეფშზე გადმოიღო -შენ რა ხმას არ მცემ პატარავ?-ირონიულად უთხრა და გაიცინა, არც ამაზე დაუბრუნებია პასუხი. კვერცს მაიონეზი და კეჩუბი მოასხა დიდი რაოდენობით და მუცელში გადაუძახა ლუდიც მიაყოლა და სახეზე კმაყოფილება გამოესახა -არმევასება გოგო რო ლუდს სვავს-გაღიზიანებულმა თქვა გიორგიმ და მაცივარში შეიჭყიტა -და მე რა შუაში ვარ მერე? არც მე მევასები მარა ყოველ დღე შენს ამჟავებულ სიფათს კი უნდა ვუყურო-უთხრა ირონიულად და სამზარეულოდან გასვლა დააპიდა როდესაც გიომ უხეშად მოაბრუნა -ზედმეტს ტლიკინებ. არმევასება გოგო რო ზედმეტს ბაზრობს კარგად გაითვალისწინე. მე არ მაინტერესებს შენ რა გევასება. -უთხრა გაბრაზებულმა და მოწყურებული ბაგეებს ეცა. ისე კოცნიდა როგორც უდაბნოში მყოფი ადამიანი წყალს რომელიც 3 დღეა თვალით არ უნახავ. ქეთო კო თვალებდაჭყეტილი იდგა ვერ გაეაზრებინა რახდებოდა. ბოლოდ თვითონაც აყვა კოცნაში. გიომ კმაყოფილმა გაიცინა და ქეთოს მოშორდა -არც კი გაბედო მეორეთ მომეკარო-დაიყვირა გამწარებულმა ქეთომ და გარეთ გავარდა -გავბედავ და თან ბევრჯერ-კმაყოფილმა დაუბრუნა პასუხი და ლუკას და ანას ოთახში შევიდა. -ჩვენ მივდივართ. აბა არმოიწყინოთ უჩვენოდ. მალე ჩამოვალთ-ჯერ კიდევ ვერ მოეშორებინა სახიდან კმაყოფილი ღიმილი -ჯანდაბაში წასულხართ, დაგვაძინეთ წესიერად-უთხრა ლუკამ და ანას კიდევ უფრო მიეკრო. გიომ უცებ მოიცვა ქურთუკი. ტელეფონი და მანქანის გასაღები აიღო და ქეთოს ოთახში დაუკაკუნებლად შევიდა. ქეთო საწოლზე იწვა და თავი ბალიშში ჩაერგო. არ მიუქცევია ყურადღება კარის ხმისთვის -ადექი მივდივართ-ბრძანება გასცა გიომ და მისი კარადა გამოაღო. თბილი სვიტერი და ქურთუკი და პლედი პატარა ჩანთაში ჩადო ერთი ქურთუკი კი ქეთოს გადაუგდო. ერთ-ერთი ფეხსაცმელი ყოველი შემთხვევისთვის ჩაუდო და ოთახი დატოვა. ფეხსე კედები ამოიცვა და მანქანასთან გავიდა. საბარგულში ჩადო ჩანთა და 5 წუთი ელოდა როდის გამოვიდოდა ქეთო. მაგრამ რომ არ გამოჩნდა თავად ააკითა ოთახში მაგრამ ისევ იგივე პოზაში იწვა -არ გესმის რომ გეუბნები ადექითქო?-უთხრა წყნარად და ლოოგინზე დაჯდა არც ამაზე რომ არ ქონია რეაცია ხელი მოკიდა უნდოდა საპირისპირო მხარეს გადაეტიალებინა მაგრამ გაუძალიანდა -ოო ნუ მებუტები ეხლა ადექი მაგარ ადგილზე მიმყავხარ-უთხრა თბილად ბეჭზე აკოცა. მაგრამ ქეთო არც კი განძრეულა -ეხლა სანამ წყნარად გელაპარაკები ადექი თორემ თანდათან ვბრაზდები-ტონი არ შეუცვლია ისე უთხრა -ვერ ვხვდები რა გინდა. შენ წადი. მე არ მინდა-უთხრა მოგუდული ხმით -ძალით აგიყვანო თუ წამოხვალ შენით?-უთხრა სიცილით მაგრამ სიცილი სახეზე შეაშრა როდესაც ქეთოს ჩაწითლებული თვალები დაინახა -რატო იტირე?-ჰკითხა გაბრაზებულმა -მივდივართ თუარა?-მანაც გაბრაზებულმა უთხრა და ოთახიდან გავიდა -მე გკითხე მგონი-იყვირა და უკან გაეკიდა -იმიტომ რომ ნამდვილი კრეტინი ხარ და ცხოველი. გოგოსთან მოქცევა არიცი.-ქეთომაც არ დააკლო ტონს -ჰო მაგრამ შენ ეგეთი კრეტინი და ცხოველი შეგიყვარდა-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და პატარა სხეული გულზე აიკრა -სად მივდივართ?-კითხა ქეთომ და ხელები მანაც შემოხვია -ძალიან მაგარ ადგილას.-ღიმილით უპასუხა გიომ და მანქანის კარი გაუღო -- -ლუკა, უნდა ავდგე გაწი ხელი-ჩაჰყვირა ყურში ანამ ლუკას და კიდევ ერთხელ სცადა მისი ხელი მოეშორებინა თეძოდან -აუ არადგე რა-თბილი ხმით უთხრა და ხელში აკოცა -ნწ მშია. მიდი გამიშვი -მაშინ მეც გამიკეთე საჭმელი-თვალები გაახილა ლუკამ და ღიმილით გადახედა შეყვარებულს. -ისინი წავიდნენ?-ანამ ხალათი მოიცვა და ისე გავიდა სამზარეულოში -მგონი წავიდნენ ისე კი ყვიროდნენ რაღაცას-უთხრა სიცილით ლუკამ და მაიკა გადაიცვა. -მალე ჩემი მშობლები ჩამოვლენ და სხვა კოტეჯში უნდა გადავიდე-ჩუმად თქვა ანამ და სალათის გაკეთება დაიწყო -მე გადავალ. ნუ სულელობ-უპასუხა ლუკამ და თავზე აკოცა -არა. ლუკა მე გადავალ და ამ თემას მოეშვი თორემ მეწყინება.-თეფშები მაგიდაზე დააწყო და სალათაც გადმოიტანა -რომ ჩამოვლენ შენს მშობლებს დაველაპარაკები და როგორც კი სკოლას დაამთავრებ ჩემთან გადმოხვალ-ეს წინადადება თქვა თუარა ლუკას ბაგეები ღიმილმა მოიცა -ჯერ მე არ მეკითხები იქნებ არმინდა?-ანამაც ღიმილით უპასუხა -შენ ჩემი ცოლი იქნები. ოღონდ ჯერ სკოლა დაამთავრე, 4 ბიჭი და 1 გოგო მინდა. ნუ მანამ არვაპირებ გაჩერებას სანამ ოთხი ბიჭი არმეყოლება თორე გოგონები გინდა 10 იყოს.-გაიცინა ლუკამ და ანა გულზე აიკრა. -დედა..რაღაც უნდა გითხრა-ანამ მორცხვად უთხრა დედას და იქვე სამზარეულოში სკამზე დაჯდა -გისმენ-ღიმილით უთხრა ელენემ და შვილის აწითლებულ ლოყებზე ჩუმად ჩაიცინა -დღეს საღამოს ლუკა მოვა.. აქ ერთად ჩამოვედით.. მამას დაელაპარაკება. ჩვენ ერთად ვართ- ჩუმად ჩაილაპარაკა ანამ და მომღიმარ დედამისს გახედა შემდეგ კი მისაღებში მამა-შვილს. -კარგი შვილო. ნუ ღელავ. არ ჩანს ცუდი ბიჭი ლუკა.-გულზე მიიხუტა შვილი და თავზე აკოცა. საღამომდე მოუსვენრად იყო ანა დედა კი ცდილობდა დაეწყნარებინა. ბოლოს რომ მიხვდა ვერ დააწყნარებდა ბარბარე მიაჩეჩა და სასეირნოთ გაუშვა სუფთა ჰაერზე. ლუკაც არანაკლებ ნერვიულობდა. იცოდა მამამის არც ისე მოსწონდა და არ მოეწონებოდა მათი ურთიერთობა მაგრამ რომ დაეშალა ხელს მოჰკიდებდა და ეხლავე სახლში წაიყვანდა ცოლის სახელით. 6 საათზე უკვე მათ კოტეჯთან იყო. კარზე ფრთხილად დააკაკუნა ხელში ყვავილებს ნერვიულად ათამაშებდა. კარი მალევე გაუღო ელენემ -გამარჯობა ქალბატონო ელენე-ჩუმად თქვა და ყვავილი ნერვიულად მიაჩეჩა ხელში -ნუ ნერვიულობ. და ქალბატონს ნუ მეძახი არვარ ეგრე ბებერი-თბილად გაუღიმა ელენემ და სახლში შეიპატიჟა. თვალი მოავლო მაგრამ ანა რომ ვერსად დალანდა ისევ ელენეს მიუბრუნდა -ანა ნერვიულობდა და ბარბისთან ერთად გავუშვი სასერირნოდ-გაიცინა ქალმა და მისაღემისკენ წავიდა ლუკაც უკან გაყვა -დათო შენთან არიან-ღიმილით უთხრა ქმარს და ლუკაზე ანიშნა -ოჰ ლუკა შენც აქ ისვენებ?-მოჩვენებითად გაუღიმა და ანიშნა მის გვერდით მდგარ დივანზე დაჯექიო -ლუკა ჩაი თუ ყავა?-კითხა ელენემ -არ მინდა არაფერი გმადლობთ -კარგი მე გავალ-ელლენემ თვალი ჩაუკრა ლუკას და ოთახი დატოვა -რამ შეგაწუხა?-იკითხა დათომ და ლუკას გახედა -ბატონო დავით. მე თქვენს ქალიშვილზე უნდა გესაუბროთ. მე მიყვარს თქვენი ქალიშვილი და ჩვენ ერთად ვართ-პირდაპირ აჯახა ლუკამ და ხელი ჯიბისკენ წაიღო სადაც სიგარეტი ჰქონდა -ხომ შეიძლება მოწევა?-კითხა და ერთი ღერი პირში ჩაიდო პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია დათომ და ჩაფიქრდა -მან იცის შენი წარსული ლუკა? ან ეხლანდელი?-ჰკითხა ჩაფიქრებულმა -არა. არ იცის მაგრამ ვეტყვი.-თავი დახარა და ხელებში მოქცეულ აალებულ სიგარეტს დააშტერდა -მე თქვენი ურთიიერთობის წინააღმდეგი ვარ. ნამდვიად არ დავიწყებ აფერისტობას და არ ხარ მაინდამაინც სასურველი სასიძო ჩემთვის შენ წარსულს თუ გავითვალისწინებთ-გულახდილად უთხრა დავითმა -იმედია არ აპირებთ ხელი შეგვიშალოთ წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული გავხდები თქვენს წინააღმდეგ გავაკეთო რაიმე რითაც მაინდამაინც კმაყოფილი არ დარჩებით. მე მიყვარს თქვენი ქალიშვილი და მასაც ვუყვარვარ.-ანთებული სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და ერთი ღერი დავითს მიაწოდა -ნარკოტიკს კიდევ ეტანები? -არა 6 თვეა აღარ გავკარებივარ. ეხლა კიდევ მამაჩემის კომპანიაში დავიწყე მუშაობა-უთხრა იმ იმედით რომ მიხვდებოდა გამოსწორების გზას რომ ადგა -ჩხუბი? -თუ აუცილებელი არ გახდა არც ვჩხუბობ.-ნერვიულად ამოიღო ახალი ღერი და მოუკიდა -1 შანსს გაძლევ..5 წელია გიცნობ და ვიცი რომ არ იყავი ადრე ეგეთი. ვიცი რომ გამოსწორების გზას ადგახარ მაგრამ ეს ნებისმიერ წამს შეიძლება აზრი შეიცვალო და კვლავ წამალს დაუბრუნდე. იცოდე ანას არ აწყენინო თორემ სულ დავივიწყებ რომ მამაშენი ჩემი კარგი მეგობარია. მოგკლავ. ან თუ გავიგე კიდევ პოლიციაში აღმოჩნდი ან კვლავ წამალს მიუბრუნდი. არ გაცოცხლებ.-გააფრთხილა მომავალი სიძე და ხელი მხარზე მეგობრულად დაკრა.. -მადლობთ..წავალ თქვენი ნებართვით-უთხრა ზრდილობიანად ელენეს დაემშვიდობა და გარეთ გავიდა. შვებით ამოისუნთქა და გაიღიმა. ტელეფონი ამოიღო და ანასთან დარეკა -სად ხარ?-კითხა როგორც კი უპასუხა -მე და ბარბი ვსირნობთ. მიდიხარ ჩემებთან?-ხმაში ნერვიულობა ეტყობოდა. ლუკას გაეღიმა -კინოთეატრთან რამდენ წუთში მოხვალ?-უკვე ღიმილს ვეღარ იკავებდა როდესაც ბაბის ჭყლოპინი ესმოდა ტელეფონში -10 წუთში მანდ ვარ-ჩასძახა ტელეფონში და გათიშა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა შენობას და დაელოდა როდისმოვიდოდა ანა. 10 წუთში ზუსტად იქ იყო -დღეს მთელი დღეა არ მინახიხარ-გაბრაზებულმა უთხრა ლუკამ და წარბები შეკრა -იყავი ჩემებთან?-ინტერესი ვერ დამალა ანამ.. -კი ვიყავი. არაფერი საწინააღმდეგო არააქვთ. მოკლედ მიდი რა მიაცუნცულე ბაბი სახლში და სადმე გავიდეთ ვილაპარაკოთ... #გიოსთან და ქეთოსთან -სულ მინდოდა ესეთ ადგილზე ამოსვლა მაგრამ არ ვიცოდი როგორ ამოვსულიყავი-სიცილით თქვა ქეთომ და თბილისის ხედს გახედა. -არც ამის შემდეგ გეცოდინება..აქ ჩემს გარეშე ვერ წამოხვალ-უკნიდან მოეხვია გიო და ყელში აკოცა -წამო ეკლესიაში შევიდეთ-უცებ მოცილდა გიოს და მამათა მოსატერში შევიდა. გიოს მოთხროვნით უკვე ეცვა გრძელი კაბა და თავზე თავსაბური ჰქონდა წაკრული. სანთელი დაანთო.. თავის საყვარელი ადამიანებისთვის ილოცა. რომელსაც უკვე გიო შემატებოდა და გარეთ გავიდა.. -მოდი აქ დაჯექი ოღონდ არგადავარდე-უთხრა გიომ სიცილით და ქვის დიდ ჯებირზე მიანიშნა რომელიც აქ ამომსვლელებს გადავარდნისგან იცავდა (შეგახსენებთ რომ ეს ადგილი არის ზედაზნის მონასტერი, საიდანაც მთელი თბილისი და მცხეთა ჩანს. თუ ხართ იქ ნამყოფი აუცილებლად მიხვდებით რა ჯებირზეა საუბარი) -არმინდა როგადავვარდე-უთხრა ბავშვურად ქეთომ და უკან გაიწია -ოო მოდი. რო გადავარდე მეც გადმოგყვები.-კვლავ იცინოდა გიო..სიბნელეშიც კი ჩანდა თუ როგორ სითბოს ასხივებდნენ მისი თვალები -ჯერ გათენდეს და მერე-ენა გამოუყო ქეთომ და მინდორზე დაჯდა რომელიც მონასწრის მშვენიერებას კიდევ უფრო უსვავდა ხაზს. -სანამ ჩემით გადამიგდიხარ მოდი აქ-ნაზად წამოაყენა გიომ ჯებირზე შემოსვა და უკნიდან მოეხვია -არა ისე რა დაბალი ხარ ჰა? მაღლიდან ესე ლამაზი კიარჩანხარ-სიცილით უთხრა და ლოყაზე აკოცა. -მე არვარ დაბალი ეს შენ ხარ 2 მეტრიანი მუტრუკი-წყენით უთხრა ქეთომ -1.87იანი-სიცილით შეუსწორა -ნახე უკვე თენდება-აღტაცებულმა ჩაილაპარაკა ქეთომ და გიოს მკერდს მიეყრდნო -სანამ მზე იარსებებს მანამ მეყვარები-ჩასჩურჩულა გიომ. გოგონას არ გაკვირვებია..განა ქალური ეშმაკური ლოგიკით ვერ მიხვდებოდა რას გრძნობდა ბატონი გიორგი? -მაგ ვიცოდი. ისე მზე რომ ეხლავე აფეთქდეს მერე აღარ გეყვარები?-კითხა სიცილით -ნწუ. იმიტომ რომ არ აფეთქდება. ნუ მაიმუნობ ეხლა. რომ გათენდება წავიდეთ თორე ძალიან დაიღლებოდი-მზრუნველი ხმით უთხრა -რა ჰქვია ამ ადგილს? -არგეტყვი. რადგან მერე ჩემს გარეშე ამოხვალ. ამიტომ როდესაც აქ ამოსვლა მოგინდება შეგიძლია ნებისმიერ დროს მთხოვო და ამოგიყვან-თბილად უთხრა ქეთოს და ტანზე უფრო ძლიერად მიიკრა. Tavi 8 -რაც წამოსული ვარ ორჯერ დამირეკა მხოლოდ არადა უკვე 2 კვირაა წამოსული ვარ ** -მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ დამირეკა და 2 მესიჯი მომწერა. საერთოდ ვეღარ ვცნობ. მგონი ძალიან ეწყინა რომ წამოვედი-დაიჩურჩულა ანამ და კომპიუტერის ეკრანს ცრემლებით სავსე თვალები მიანათა. -დაწყნარდი ანა. ალბათ ნაწყენია და რომ ჩამოხვალ მოაგვარებთ. ხომიცი ლუკას როგორ უყვარხარ. ბოლოსდაბოლოს მთელი 2 წელი ერთად იყავით და არამგონია ესე ადვილად დაგკარგოს.-ამშვიდებდა მეგობარს ქეთო და თან თვალს აპარებდა მის გვერდით მჯდარი გიორგისკენ რომელსაც ანა ვერ ხედავდა. -5 თვეა აქ ვარ და 3ჯერ დამირეკა მხოლოდ ჩემს ზარებს კი არპასუხობს მეც შევეშვი. ალბათ აღარ ვუყვარვარ-ამოიტირა და კომპიუტერის ეკრანი სწრაფად დახურა. რატო? ოთახის კარი ლუკამ შემოაღო და არ უნდოდა მისი დანახვა თუნდაც მხოლოდ სკაიპის საშუალებით. ** -გიომ ესე თქვა ახალი შეყვარებული ყავსო-ჩუმად უთხრა ქეთომ და ანას რეაქციას დაელოდა -რას ვიზავთ. ალბათ ესე იყო საჭირო. მე მივეჩვიე უკვე. ალბათ ჩემი აქ წამოსვლაც სწორი საქციელი იყო-თქვა და ნაძალადევად გაიღიმა ** -ხვალაა ფრენა. მიჭირს აქაურობის დატოვება. მაგრამ საქართველო ისე მენატრება სულ არმინდა ლონდონის დანახვა-თქვა და მხიარულად გადაიკისკისა. მაგრამ ამ მხიარულებაშიც შეამჩნევდით სევდას. -ანუ მალე ჩემთან იქნები და 1 წლის უნახავ დაქალს ჩავეხუტებიიი-სიხარულით წამოიყვირა ქეთომ და თვალი იქვე მჯდარი ლუკასკენ გააპარა. რომელიც სევდიანად შესცქეროდა ეკრანს. -ჰეი მანდ როგორი ამიდებია? როგორ ჩავიცვა?-ხმა დაისერიოზულა უცებ და კარადისკენ წავიდა -რაი ცხელა გრილად ჩაიცვი. ხოიცი აეროპორტში ვერ დაგხვდები-სიცილით უთხრა ქეთომ და თავის გამობერილ მუცელს დააკვირდა -აუუ ჩემი გაბერილიი...იყოს მამა დამხვდება და მერე გიოს უთხარი ჩემთან ამოგიყვანოს-სიყვარულით აღსავსე ხმით უთხრა -აბა რასვიზავ? შენ ოღონდ აქ ჩამოდი და -მანდ რომ ჩამოვალ შემდეგ სალაპარაკო მაქვს შენთან და ოჯახთან-მოღუშულმა უთხრა და ლოგინზე მოწყვეტით დაეცა -რასთან დაკავშირებით?-არ მოეწონა ქეთოს მეგობრის ხმა -უნივერსიტეტმა შემომთავაზა სწავლის აქ გაგრძელება. მე კიდევ ჯერ ვერ გადამიწყვეტია. ჩამოვალ მანდ მოვნათლავ ჩემს ნათლულს და წამოვალ შემდეგ ალბათ უკვე სამუდამოდ აქეთ და თან მუშაობას დავიწყებ საქართველოში მხოლოდ ოჯახის სანახავად ჩამოვალ. მანამ ბარბი გაიზრდება და აქ წამოვიყვან სასწავლებლად-ჩაურაკრაკა სამომავლო გეგმები -და ლუკა?-ჩუმად დაიჩურჩულა ქეთომ ანას რეაქციას აკვირდებოდა და თან ლუკასკენ აპარებდა მზერას რომელიც მოუთმენლად ელოდა ანას პასუხს. -ლუკა-ცივად ჩაილაპარაკა ანამ -ჰო რასაპირებ?-კითხა გაუმეორა -არაფერს რას ვაპირებ? მან თვითონ მიიღო გადაწყვეტილება. ალბათ არც არასდროს ვუყვარდი. რომ ვყვარებოდი გამიგებდა. 1 წელი არაფერს წყვეტდა. არადა მეგონა იმ 2 წელიწადში კარგად გავიცანი. დრო რომ უკან დაბრუნდეს კვლავ იგივე გადაწყვეტილებას მივიღებ. მოკლედ აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი-ცივად საუბრობდა მაგრამ მხოლოდ მე ვიცი როგორ ტკიოდა გული ანას ამ სიტყვების წარმოთქმის დროს. ის დრო დაუდგა თვალწინ და უფრო გაუღრმავდა ჭრილობა გულში. Flashback -რაღაც უნდა გითხრა-თავი ჩაღუნა ანამ და ლუკას კალთაში მოკალათდა -აბა რისი თქმა გინდა?-თბილად უთხრა ლუკამ წელზე ხელი მოხვია და ყელში აკოცა -1 წლით ლონდონში მივდივარ სასწავლებლად-ჩუმად თქვა და მაშინვე იგრძნო როგორ დაეჭიმა მთელი სხეული ლუკას -მამაშენმა გითხრა ეგ ხო?-გაბრაზებულმა გადასვა გოგონა გვერდით სავარძელზე -ჰო. და მე მინდა წასვლა-მტკიცედ უთხრა და თვალებში შეხედა. იმ მომენტში გეგეშიძის თვალებში მხოლოდ სიბრაზე იკითხებოდა. მაგრამ მალევე შეცვალა ის სევდამ -კარგი როგორც გინდა. თუგინდა წადი მაგრამ მე არ მიმაჩნია შენი გადაწყვეტილება სწორად. 1 წელი ვუცადე როდის დაამთავრებდი სკოლას. მერე არ წამოგყვებიო ცოლად კიდევ 1 წელიო უნივერსიტეტში პირველ კურსს დავხურავო და გაგიგე. ეხლა მეუბნები რომ 1 წელიც ლონდონში წავალო დამელოდეო? ანა აღარ შემიძლია უკვე 27 წლის ვარ. 2 წელია გელოდები-გაბრაზებულმა უთხრა და ფეხზე წამოდგა. -მე უბრალოდ მინდა სივწავლო. ჯერ 19 წლის ვარ ლუკა. არდაგავიწყდეს ეს-ანამაც აუწია ხმა -კარგი. როგორც გინდა შეგიძლია წახვიდე ლონდონში. მაგრამ ჩემგან მეტს ნუ ელი. შემახსენე როდისაა ფრენა რომ გამოგემშვიდობო-ირონიულად უთხრა და ყურადღება არ მიაქცია ატირებულ ანას. End flashback ლუკა ამის გაგონებაზე გაბრაზებული ფეხზე წამოხტა არც უფიქრია რას იფიქრებდა ანა როდესაც მას დაინახავდა სწრაფად წავიდა კარებისკენ და კარი გაიჯახუნა -ქეთო..ის ლუკა იყო?-გაბრაზებულმა იყვირა ანამ და ცრემლებმა დაუკითხავად იწყეს სვლა -ხო-თავი დამნაშავედ იგრძნო მან. არ უნდოდა დაქალს ეს ყველაფერი გაეგო. ასე ხომ შეიძლებოდა ანა დაეკარგა რომელიც რადიკალურად შეცვლილიყო ამ ერთ წელიწადში -ყოჩაღ ქეთო. ბრავო-გამწარებულმა თქვა და ნოუთბუქი დახურა. ეხლა რა უნდა ექნა? ლოგინზე გადაწვა ანა და ხმამაღლა ტირილი დაიწყო. როგორ მონატრებია თურმე ლუკა. ეხლაღა შეიგრძნო კვლავ ის ტკივილი რაც ამ ერთი წლის განმავლობაში ტანჯავდა. მონატრება.. სიყვარული.. განა აღარ უყვარდა? უყვარდა გადაუყვარებლად. მთელი დღე ტიროდა სულ აღარ ახსოვდა ქალაქის კიდევ ერთხელ დასათვარიელებლად რომ უნდა გასულიყო. უკვე საღამოს 8 საათი იყო რომ წამოდგა სარკეში რომ ჩაიხედა საკუთარი თავის შეეშინდა. ბარგი უცებ ჩაალაგა. რადგან აქ საკუთარი ბინა ჰქონდა მამამისის მეშვეობით და 2-3 თვეში კიდევ აპირებდა დაბრუნებას ყველაფერი არ ჩაულაგებია. ფრენა ღამის 4 საათზე იყო. 10 იყო ჩალაგებას რომ მორჩა. ჩაიცვა და გარეთ გასვლა გადაწყვიტა. იქვე კაფეში შევიდა, თავის საყვარელი სპაგეტი და კოლა შეუკვეთა. გემრიელად დაიწყო ჭამა. შემდეგ მთელი ქალაქი ფეხით შემოიარა. ლონდონის თვალზეც იჯდა კიდევ ერთხელ. გიჟდება ამ ადგილზე. როცა ცუდ ხასიათზეა სულ აქ მოდის ხოლმე ღამის 2 იყო სახლში რომ დაბრუნდა. ბარგს ხელი მოკიდა და აეროპორტში წავიდა. საქართველოში რომ ჩაფრინდა თენდებოდა (შეგახსენეთ ლონდონის დროსა და საქართველოს დროს შორის განსხვავება 4 საათია. ლონდონის დრო 4 საათით უკანაა ჩვენსაზე) აეროპორტში მამამისი შეხვდა. არ ჩახუტებია უბრალოდ გადაკოცნა და ჩასახუტებლად წამოსული მამა თავიდან მოიცილა. მამამისი ამ ცვლილებამ გააოცა. მონატრებია თბილისი ამ 1 წელიწადში. თითქოს ყველაფერი იგივე იყო მაგრამ ამასთანავე ყველაფერი ისეთი შეცვლილი. ელენემ არიცოდა შვილი რომ ბრუნდებოდა ამიტომ მშვიდად ეძინა. ანამაც არ გააღვიძა და თავისი ძველი ოთახში მშვიდად იძინა. დილით სახეზე პატარა ხელის შეხებამ გააღვიძა თვალი რომ გაახილა პატარა ბარბარე დაინახა მონატრებული და ხელებში მოიქცია და კარგად ჩაკოცნა -მომენატრე ბარბიი-უთხრა თბილად და მუცელზე დაიწვინა -მეჩ მომენატლე ანა-დაიჩლიფინა 4 წლის ბარბარემ და ლოყაზე ნაზად აკოცა ანას -კაი ეხლა მიდი დედიკოსთან მე ჩავიცმევ და გამოვალ-ძირს ჩამოვსვი ისიც გარეთ გავიდა. ხალათი მოვიცვი და მისაღებში გავედი. პირველი საათს შევხედე უკვე 12 საათი იყო. სამზარეულოში მთქნარებით გავედი. თვალები გამიფართოვდა როდესაც მაგიდასთან მჯდარი გიო ქეთო დედა მამა ბარბი და დემეტრე დავინახე -ვაა აქ ვინ ყოფილაან-წამოვიძახე და მათკენ წავედი. პირველი დედაჩემს ჩავეხუტე მერე დანარჩენს. ქეთოს მუცელს რომ ვუყურებდი უნებურად ბედნიერი მეღიმებომა მალე პატარა ნათლული მეყოლებოდა. დიდხანს ვეფერე მის მუცელს მაგრამ საღამოს ყველამ გამოგვიცხადა ვიშლებითო და წავიდნენ. მალევე ბარბისთან ერთად სასეირნოდ წავედი. ძველი დრო გამახსენდა. ლუკასთან ერთად რომ ვასეირნებდი ბარბის. მერვე სართულზე რომ ჩავედით ინტერესმა მძლია მაინტერესებდა ის ისევ აქ ცხოვრობდა თუარა. წამით მის კარს მივაჩერდი მაგრამ ბაბიმ ხელზე დამქაჩა და მალევე ჩავედით ძირს. ვისეირნე მაგრამ რაღაც მაკლდა. მახსენდებოდა ბედნიერი წუთები როდესაც ლუკა მეფიცებოდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებოდით მაგრამ თვითონვე მიმატოვა. -ანა რატომ ტირი?-გამომაფხიზლა ბარბის ხმამ რომელსაც გვერდით პატარა ბიჭი ედგა -არვტირი თვალში რაღაც ჩამივარდა-ვცრუე და ცრემლები ხელებით მოვიწმინდე -გამარჯობა-გამეჯგიმა პატარა ბიჭი და ხელი გამომიწოდა მეც სიცილით ჩამოვართვი ხელი -მე ანა მქვია შენ?-ვკითხე და ბარბარეს გავხედე -მე ანდრია, ბაბის მეგობარი-მითხრა ამაყად. ბაბის ხელი მოკიდა და კვლავ სათამაშოდ გაიქცნენ სასრიალოზე. მათ შემხედვარე გამეცინა -შენ რომ 1 წლის წინ არ მიგეტოვებინე შეიძლება ეხლა ჩვენც გვყოლოდა შვილი, მაგრამ ეხლა ეგ აღარ მოხდება-გავიგე ირონიული, ნაცნობი ბოხი ხმა, უნებურად თავი მისკენ შევატრიალე. -ლუკა?-ხმისკანკალით თქვი და იმწამს გულში მონატრება ვიგრძენი. Tavi 9 შენ რომ 1 წლის წინ არ მიგეტოვებინე შეიძლება ეხლა ჩვენც გვყოლოდა შვილი, მაგრამ ეხლა ეგ აღარ მოხდება-გავიგე ირონიული, ნაცნობი ბოხი ხმა, უნებურად თავი მისკენ შევატრიალე. -ლუკა?-ხმისკანკალით თქვი და იმწამს გულში მონატრება ვიგრძენი -ჰო ლუკა-ირონოულად თქვა და გვერდით მომიჯდა. აღარაფერი მიპასუხია. უბრალოს სახეზე მივაჩერდი. რამოდენიმე დღის გაუპარსავი წვერი. შავი თვალები მხოლოდ ზიზღს და სიძულვილს ანთხევდა გარემოში. თვალები კი ჩაწითლებული. თავი ტანზე მომდგარი მაიკა ეცვა გრძელი მკლავით და მუქი ლურჯი ჯინსი. -შეცვლილხარ-ხმაც უფრო დაბოხებოდა ამ 1 წელიწადში. -შენც შეცვლილი ხარ-ვუთხარი და მზერა გაბუსწორე -ხო ადამიანი შეიძლება 1 დღეში შეიცვალოს. ჩვენ კი 1 წელია ერთმანეთი არ გვინახავს.-ცინიზმით სავსე ხმით უთხრა ლუკამ და სიგარეტს მოუკიდა -ჩვენ..უბრალოდ მიზეზი მითხარი ჩემი წასვლის გამო მოხდა ყველაფერი? -დავიჩურჩულე და მის ცინიკურ ღიმილს შევხედე რომელიც ჩემი ცრემლების დანახვისას გაუჩნდა -ჯერ ერთი ჩვენ სიტყვა აღარ არსებობს ჩემსა და შენს შორის. მეორე ნუ გგონია რომ არ მიყვარდი. ყველაფრის თავი და ბოლო მამაშენია. 2 წელი ვებრძოდი რომ არაფერი მომხდარიყო შენ კი უბრალოდ ვერ ხედავდი დაგაბრმავა ლონდონმა პატარა ბავშვივით გაიქეცი 19 წლის გოგო რომელიც იმისკენ მიდის ვისაც შოკოლადი უჭირავს ხელში. ეხლა კი იმედი არც გქონდეს რომ ჩვენ რამეს გამოვასწორებთ.-ირონიულად მოთხრა. ყველანაირი გრძნობა მომაწვა სახეზე. გაბრაზება. იმედგაცრუება. ტკივილი და ამის მიზეზი მხოლოდ ერთადერთი ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვები იყო. ცრემლებმა კვლავ გააგრძელეს სინქრონში დენა. თვალები მეწვოდა და ვერ ვიჯერებდი რომ ლუკა ამას მეუბნებოდა. მაგრამ მამაჩემი რაღა შუაში იყო? არვიცი. -მამაჩემი რაშუაშია?-ვკითხე ტირილით და თვალი ბაბისკენ გავაპარე რომელიც ქვიშაში თამაშობდა -კარგი რა ანა ისევ ისეთი მიმნდობი და სულელი ხარ როგორც აქამდე იყავი. შენ რა გგონია მე ჩემით დაგშორდებოდი? 2 წლის ურთიერთობის მერე? ესე მიცნობდი ხო? ყოჩაღ ანა. წადი ეხლა და მამაშენს მოჰკითხე ყველაფერი მაგრამ იმედი ნუ გექნება რომ ამის მერე მხოლოდ ბოდიშის მოხდით შევრიგდებით. ეს არმოხდება. მე მყავს უკვე საცოლე და ის მიყვარს. ასერომ მშვიდობით -გამწარებულმა მომაყარა მხარი გამკრა და წავიდა. ხმამაღლა ტირილი დავიწყე. მისგან ეს სიტყვები ყველაზე მეტად მტკენდა. ბაბის სასწრაფოდ ხელი მოვკიდე და სახლისკენ წავიყვანე შინ შესული მამაჩემთან მივედი და გაბრაზებული მივაჩერდი. -რამოხდა მა?-გაოცებულმა მკითხა და ხელი მომხვია ჩასახუტებლად -მითხარი ყველაფერი.-გაბრაზებულმა ვიყვირე და სწრაფად მოვიშორე მისი ხელი მხრებიდან. დავინახე როგორ ეცვალა დახეზე ფერი. –დაჯექი-მითხრა წყნარად და დივანზე დაჯდა -მომიყევი ყველაფერი.-გაბრაზებულმა ვუთხარი და ვანიშნე სწრაფად დაეწყო -იმ ზაფხულზე ლუკამ რომ გამომიცხადა რომ შეყვარებულები იყავით არ მომეწონა. მაგრამ დავთანხმდი. არასდრის მომწონდა ლუკა და შემდეგ უფრო შემზიზღდა. ვიმედოვნებდი პატარა იყავი და მალევე დაშორდებოდი. ლუკა ნარკომანი იყო და დღემდე ასეა. მეგონა შენ ეს იცოდი და მაინც მასთან ერთად იყავი. რამდენჯერმე შევაგროვე საბუთები მის წინააღმდეგ. 4-5ჯერ იჯდა ციხეში მინდოდა მეჩვენებინა მაგრამ ის მემუქრებოდა. მემუქრებოდა რომ თუ შენ ყველაფერს გეტყოდი მოგიტაცებდა. შენც რათქმაუნდა დათანხმდებოდი და არმინდოდა ნარკომანის ცოლი ყოფილიყავი. 2 წელი ყველანაირად ვცდილობდი დამეშორებინეთ მაგრამ მეუბნებოდა რომ წაგიყვანდა და ვერ გიპოვიდით. ვიცოდი გამკეთებელი იყო. შემდეგ მოვიფიქრე ლონდონში გამეგზავნე სასწავლებლად. ვიცოდი ლონდონი სიგიჟემდე გიყვარდა და ნებისმიერ დემთხვევაში წახვიდოდი. არც შენ გამიცრუე იმედები და წახვედი. დაშორდით.არვიცოდი როგორ იყავი მაგრამ ლუკამ მალევე დაიწყო ნარკოტიკების მიღება. მალევე პოლიციაში ვუჩივლე. 3 თვე ციხეში იჯდა და მაგიტომ ვერ გეკონტაქტებოდა. შემდეგ მოვატყუეთ რომ შეყვარებული გყავდა და იქ ბედნიერი იყავი. ეს რომ გაიგო იმ დღესვე საავადმყოფოში მოხვდა ზედმეტი დოზის მიღების გამო. ჩემდა სამწუხაროდ გამოჯანმრთელდა და კვლავ ციხეში გადაიყვანეს. მამამისმა გირაო გადაუხადა და გამოუშვეს. ეხლა კი მგონი შეყვარებული ჰყავს მაგრამ ვიცი რომ კვლავ ნარკოტიკებზე ზის.-ნელა ყვებოდა მამაჩემი და დამნაშავეს თვალებით შემომცქეროდა -ცხოვრება დამინგრიე-ზიზთით ვითხარი და ფეხზე წამოვხტი. ტირილს არ ვწყვეტდი. არვიცოდი რა გამეკეთებინა. ოთახში შევედი და გრძელი კაბა ჩავიცვი ყელზე შარფი მოვიხვიე ფული ავიღე და გარეთ გავედი. მამაჩემმა რამოდენიმეჯერ დამიძახა მაგრამ არმივაქციე ყურადღება. დედაჩემის მანქანაში დავჯექი და გეზი საგურამოსკენ ავიღე. გზაში ცოტაოდენი საჭმელი ვიყიდე და აგარაკზე ავიტანე 1 პარკი მანქანაში დავტოვე და ზედაზენისკენ ავუხვიე. ეს ადგილი ძალიან მიყვარს. ეს ადგილი გიოს და ლუკას წყალობით ვიცი. მე და ქეთო სულ აქ დავყავდით. ძალიან გვიყვარს ეს ადგილი. რამოდენიმე სააათი სიარულის შემდეგ ძლივს მივაღწიე იქამდე. მონასტრის ეზოში ვიჯექი და ვფიქრობდი. არიყო ლუკას ბრალი. მაგრამ არც ჩემი. ყველაფერი მამაჩემის ბრალი იყო. ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ლუკა ნარკოტიკების მომხმარებელი იქნებოდა, ან ან მამაჩემი ეგეთ რამეს გამიკეთებდა.. როგორც მახსოვს მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ. მაგრამ როგორც ვატყობ ბრმა ვიყავი. კვლავ ცრემლები წამომივიდა კიდევ ერთხელ გავხედე ულამაზეს ხედს და მონასტრის ეზოდან გამოვედი. იქვე დაყენებულ მანქანაში დავჯექი და დავძარი რამოდენიმე კილომეტრი მექნებოდა გავლილი წინ მანქანა რომ შემეჩეხა. ერთი გემრიელად შევიკურთხე. არვიცოდი რა გამეკეთებინა. ეს ადგილი ძალიან მაღლა იყო. ამ პერიოდში არავინ დადიოდა. რაღა ეხლა მოუნდა ამ ვიღაცას აქ ამოსვლა. გზა მხოლოდ ერთი მანქანის იყო. მანქანა ჩავაქრე და გადავედი. მეორე მანქანიდანაც გადმოვიდა მძღოლი. მაღალი სიმპატიური ბიჭი იყო. ქერა გადაპარსული თმით -შენ უნდა წახვიდე უკან თორემ მე რომ უკან წავიდე სადმე გადავიჩეხები არვიცი კარგად ტარება-ვუთხარი და ხელები გადავიჯვარედინე -თუ რატება არიცი მართვის მოოწმობა ვინ მოგცა-ირონიულად მითხრა და მომაჯადოებლად გამიღიმა -და ვინ გითხრა რომ მაქვს-გავიცინე და ენა გამოვუყავი. რაზეც მას გაეცინა -კარგი მათხოვე შენი მანქანის გაასაღები. უკან რომ არ დავბრუნდეთ აქვე წყაროსთან მივაყენებ და გავივლი-მითხრა ჩვენგან 100 მეტრში მდებარე წყაროზე მანიშნა -შიგნითაა. იმედია შენიც რადგან მე იქ ფეხით ამოსვლა მეზარება-ვუთხარი და მისი მანქანისკენ წავედი -მანქანა თუ დამიმტვრიე იმედი არ გქონდეს რომ შენსას დაგიბრუნებ -არაა ჩემი-მხრები ავიჩეჩე და მისი მანქანის საჭესთან მოვთავსდი. მანქანა დავძარი და ისე გავაკეთეთ როგორც მან მითხრა შემდეგ კი ჩვენს ჩვენ გზას დავადექით. გაღიმებულმა შევაღე აგარაკის უზარმაზარი ჭიშკარი და გაოცებით შევხედე ეზოში მდგარ BMWს მარკის ჯიპს. -ჰეი ვინ ხარ?-გაკვირვებულმა მივუკაკუნე მინაზე საჭეზე ჩამომხობილ მძღოლს რომელსაც თავზე კაპიშონი წამოეფარებინა -მევარ-თავი ასწია ლუკამ და ისე მიპასუხა. თვალები კვლავ ჩაწითლებული მქონდა მანქანის კარი გააღო და გადმოვიდა. ცოტა შებარბაცდა მეც უნებურად ხელი შევაშველე. მალევე იგრძნო ჩემმა ცხვირმა ალკოჰოლის საშინელი სურნელი. -მთვრალიხარ?-გაკვირვებულმა ვკითხე და სახლისკენ წავიყვანე -არვარ მთვრალი ცოტა მაქვს დალეული. მიდი მანქანაში სასმელია გადმოიღე ერთად დავლიოთ-მითხრა და მანქანისკენ მიმანიშნა. არ შევწინააღმდეგებივარ. ეეხლა ვისთან ერთადაც არ უნდა ვყოფილიყავი ნამდვილად უშველიდა ჩემს გულს დალევა. მანქანიდან კონიაკი გადმოვიღე და სახლში შევედი. მისაღებში რომ ვერ დავინახე სამზარეულოსკენ წავედი. ბარზე იჯდა და თავი მაგიდაზე ედო -მოხვედი?-ამოიბლუყუნა და გამიღიმა -ხო მოიცა ჭიქებს მოვიტან-ვუთხარი და კარადაში ჭიქების ძებნა დავიწყე მალევე ვნახე და ორი ჭიქა გავავსე -ეხლა იცი რომელ სიყვარულს გაუმარჯოს?-იკითხა ლუკამ და თვალმოჭუტულმა გამომხედა -აბა რომელს?-ღიმილით ვუთხარი და სიკვდილამდე მინდოდა ეხლა მასთან მივსულიყავი, ჩავხუტებოდი და მისი ტუჩების გემო 1 წლის მერე კვლავ მეგრძნო -ჩვენ რომ გვაკავშირებდა მთელი 3 წელი.-ბლუყუნით თქვა მისი ჭიქა ჩემს ჭიქას მიკრა და ერთიანად გამოცალა. მეც მას მივბაძე. 5 ჭიქის მერე მეც კარა მთვრალი ვიყავი -მე ამ ჭიქით იცი რა მინდა ვთქვა? ის სიყვარული რომელიც 2 წელი გვაკავშირებდა და მთელი ერთი წელი არგამნელებია მას შემდეგ რაც ლონდონში წავედი. მითუმეტეს უფრო გაღრმავდა გაუმარჯოს. მხოლოდ დღეს რომ გავიგე რომ ნარკომანი ხარ მაგრამ ვფიქრობ მანამდეც უნდა გეთქვა. მე ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ. არა ნამდვილად არ მომწონს. უბრალოდ მე იმ საცოლესთან ერთად ბედნიერებას გისურვებ.-ვთქვი და კვლავ გადავკარი უკვე მეექვსე ჭიქა. -მე არანაირი საცოლე არმყავს. გაბრაზებულმა ვთქვი.-თბილას გამიღიმა და კიდევ შეავსო ჭიქები -ბავშვს შენც ნათლავ ხო?-სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი -არა მე არა, დემეტრე ნათლავს და შენ. შენ კიდევ მიდიხარ ლონდონში? -არვიცი. არ მინდა მამაჩემის ყურება. ცოტახნით აქ ვიცხოვრებ მანამ ბავშვი დაიბადება მოვნათლავ და წავალ-კიდევ დიდხანს გაგრძელდა ჩვენი დიალოგი. უკვე ღამის სამი საათი იყო სასმელი რომ გამოგველია. ფეხზე ძლივს ვდგებოდით -კარგი ანუშკი წავედი მე-ენის ბორძიკით თქვა და ფეხზე წამოდგომა ცადა -სად მიდიხარ?-არც მე დავაკელი ბლუყუნი და მაგიდის დახმარებით ფეხზე წამოვდექი -სა..ხლში-ფეხზე ძლივს დადგა რამოდენიმე ნაბიჯი ინერციით წინ გადადგა და კარაადას დაეჯახა -მოოდი მო..გე..ხმარე..ბი-ამოვიბლუყუნე და მასთან ბანცალით მივედი ხელი გადამხვია და ისე დავიწყეთ გასასვლელისკენ წასვლა -მანქანის მართვას შეძლებ?-სიცილით ვკითხე მანაც გაიცინა -გასაღები დამრჩა-თავზე ხელი შემოირტყა როდესაც სახლის კარიდან გავედით ბანცალით -წა..მო დარჩი დღესს და ხვა..ლე წადი მე..რე-ვუთხარი და სლოკინით შევედით სახლში.იქვე დივანზე დავწექი და მალე ისიც გვერდით მომიწვა მხოლოდ სპორტული შარვლით. ალბათ ფხიზელი რომ ვყოფილიყავი გავწითლდებოდი ან ან არვიცი -შეგცივდება-ამოვიბლუყუნე დათავი მკერდზე მივადე -აწი თავი-ოდნავ მკაცრად მითხრა და თვალმოჭუტულმა მთვრალი მზერა მომაპყრო.თავი ავწიე თუარა ტუჩებზე დამეტაკა -რო..გო..რ მე..ნატ..რე...ბოდ..ი-კოცნით გახელებულმა ნაწილნაწილ ვუთხარი და ხელები შიშველ ზურგზე ავუცურე -წა..მოდი..ზემოთ ავიდეთ-დაიჩურჩულა და ბანცალით წამოდგა ფეხზე.მეც უკან გავყევი. კიბეებზე ბანცალით ავიარეთ. ხან მე ვიჭერდი ლუკას მობანცალე სხეულს ხან ის მიჭერდა -აბაზანაში შევიდეთ-მითრა წელზე ხელი მომხვია. ერთ-ერთ ოთახში შევედით -პირველი შენ შედი-ვუთხარი და აბაზანის კარრისკენ ვანიშნე -ერთად-ვითომდა მკაცრად ჩაილაპარაკა და აბაზანისკენ გამიძღვა. ცივი წყალი ესიამოვნა ჩემს გახურებულ კანს. მალევე ცოტა გამოვფხიზლდი და სიცივისგან ავკანკალდი. როგორც ჩანს ლუკაც უკვე კარგად გამოფხიზლებულიყო. უკვე ცხელი წყალი მოდიოდა. თავს არ ვწევდი. არვიცოდი ფხიზელი რას მოიმოქმედებდა. -ამბობენ ადამიანი როდესაც მთვრალია იმას აკეთებს და ამბობს რაც მთელი გულით უნდაო-გავიგე ლუკას ჩურჩული. მალევე ვიგრძენი მისი ხელი ჩემს ნიკაპზე თავი ამაწევინა და თვალებში ჩამაშტერდა. არვიცი მის ბნელ თვალებში რა დავინახე მაგრამ არც დავფიქრებულვარ ისე აავიწიე ფეხის წვერებზე და ვაკოცე. #მესამე პირი უბრალო კოცნა ვნებიან და მომთხოვნ კოცნაში გადაიზარდა. შემდეგ საძინებელში გადაინაცვლა და დილით წყვილს ერთმანეთში ახლართულს გაეღვიძათ. უფრო სწორედ რომ ვთქვათ ლუკას გაეღვიძა. სწრაფად წამოდგა, იცოდა ანას არ გაეღვიძებოდა ჯერ და სწრაფად ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. მალევე გაეღვიძა ანას. ჯერ ბედნიერს გაეღიმა მაგრამ ლუკა რომ წასული დახვდა ტირილი დაიწყო. დივანზე დაწვა და ტირილს უმატა. მალევე კარი გაიღო და გაღიმებული ლუკა შემოვიდა ღიმილი სახეზე შეეყინა დივანზე მოკუნტული ანა რომ დაინახა რომელიც ტიროდა. წითელი ვარდები და უზარმაზარი დათუნია იქვე დადო და ანას მიახლოვდა -რატომ ტირი?-ჩამწყდარი ხმით უთხრა და ფეხზე წამომხტარი ბედნიერი გოგონა რომ დაინახა ღიმილი შეეპარა სახეზე. ანა გეგეშიძეს მოეხვია და ყურში უჩურჩულა -მეგონა წახვედი-ამოიტირა კიდევ ერთხელ და მაგრამ მიეკრო -მე უბრალოდ ჩვენს პირველ შვილს სათამაშო ვუყიდე-სიცილით უთხრა და ტუჩებზე დაეტაკა -ჩვენ გადავცურავთ ზღვას-თქვა ანამ მათი ფრაზა და ბედნიერების ცრემლები წასკდა -ჩვენ გადავცურავთ ზღვას..ერთად-დაეთანხმა ლუკაც და ცრემლები კოცნით ამოუშრო.. დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.