შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-უჩემოდ შენ?-კარგი რა!!! (თავი 2)


19-02-2016, 21:31
ავტორი CRAZY DREAM
ნანახია 1 920

-სად ხარ გოგო ამდენი ხანი-გაბრაზებულმა უთხრა ტაისიამ და ანიშნა სწრაფად გაყოლოდა უკან.
-სად მივდივართ?-იკითხა როცა გზა არ ეცნო. ყოველ 4-5 თვეში ჩამოდიოდა აქ, ამიტომაც ტაისიას ყველა მეგობარს იცნობდა და მათი მისამართებიც მშვენივრად ახსოვდა.
-გახსოვს ლილეზე რომ გიყვებოდი. ნახავ მოგეწონება, ძალიან მაგარი გოგოა. აი ზუსტად ისეთია შენ რომ მიყვებოდი....-გაჩერდა. მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და დამნაშავე თვალებით გახედა მეგობარს. ნიცამაც ანიშნა არაფერიაო და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.
-სად გაიცანი?-იკითხა ნიცამ სიტუაციის განსამუხტად.
-სკოლის ბანკეტზე, მეორე სემესტრიდან გადმოვიდა პარალელურ კლასში, რამდენჯერმე მყავდა ნანახი და მოკლედ-ტაისიამ იმდენი ისაუბრა ლილეზე, ნიცას ალბათ ქუჩაში რომ ენახა მაშინვე იცნობდა.
-ხოდა, აი ასე დავმეგობრდით. მშობლები უცხოეთში ჰყავს და აქ მარტო ცხოვრობს, ხანდახან მისი შეყვარებულიც ამოდის ხოლმე. დიდი სახლი აქვს და ხშირად ვმართავთ წვეულებებს-დაასრულა ტაისიამ ბოლოს და დიდი თეთრი კარებიც შეაღო
-ლილეეე-დაიძახა ეზოდანვე.
მალევე გამოვიდა გარეთ ახალგაზრდა გოგო. გრძელი, ქერა თმები ბოლოებში შაბიამნისფრად შეეღება და დაეხვია. თითქმის გამჭირვალე მონაცრისფრო, მოცისფრო თვალები იდეალურად ეხამებოდნენ მის თმასა და სახეს. ჩვენს დანახვაზე სახეზე ღიმილი გამოესახა და უფრო ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა.
-ტაისი, როგორ მომენატრე გოგო, აქამდე სად იყავი, გუშინ რამდენჯერ დაგირეკე, შენთან ამოსვლა მინდოდა მაგრამ მერე თომა ამოვიდა და-საყვარლად გაიღიმა. მასაც ტაისიასავით ბევრი საუბარი უყვარდა. ნიცა უხერხულად შეიშმუშნა ბიჭის სახელის ხსენებაზე, არ ესიამოვნა, თუმცა ეცადა არ შეემჩნია.
-ეს ლამაზო გოგო, ნიცაა შენ რომ მეუბნებოდი? გამარჯობა მე ლილე ვარ, ლილე ბარბაქაძე.
-კი, მე ნიცა ვარ, სასიამოვნოა. ლილე ძალიან ლამაზი ხარ, განსაკუთრებით შენი თმა მომეწონა-გულწრფელად უთხრა და გაიღიმა.
-მადლობა საყვარელო, აქ რას ვდგავართ, წამოდით სახლში შევიდეთ.
-გაგიჟდი სახლში რა მინდა, ხომ დავიწვი და ამოვიბუგე იქ, ამხელა ეზო ტყუილად გაქვს-ისევ დაიწყო თავისებურად ტაისიამ და ამაზე სამივეს გაეცინათ.
-მიდი შენ ბავშვებს დაურეკე, მე ცივ ყავას გავამზადებ-უკვე სახლში შესულმა გამოსძახა გარეთ მდგომ ტაისიას ლილემ.
-ზუსტად შენნაირი სად იპოვე?-სიცილით გადაულაპარაკა ნიცამ მეგობარს და ჰამაკში გაწვა.
მალე ბავშვებიც მოვიდნენ და ეზოში ხმაურმა და ჟრიამულმა იმატა. ნიცა აქ ყველას იცნობდა თავს თავისუფლად გრძნობდა.
-აუ, არ წავიდეთ სადმე?-ყველას გასაგონად თქვა საბამ და ნიცას გვერდით, ჰამაკში ჩაჯდა.
-მართლა, წავიდეთ თორე უკვე აღარ შემიძლია ამ სიცხეში აქ ყოფნა-აყვა ლუკაც.
-მოდი ყაზბეგში წავიდეთ-შესთავაზა ბავშვებს თეომ და ისინიც დათანხმდნენ. დიდად ფიქრის თავი მაინც არც-ერთს ჰქონდა.
-აი ჩამოვა ეხა მიშო და წავიდეთ ყველა ერთად. ნიც შენ არ იცნობ ხო მიშოს?-კითხვისნიშნიანი თვალებით გადმოხედა საბამ. ნიცამაც თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.
-ოოჰ, დაგვადგება საშველი და ჩამობრძანდება ბატონი მიხეილი?-სიცილით იკითხა ტაისიამ.
ტაისია იცნობდა მიშოს, მაგრამ ნიცასთან რატომღაც არასდროს უხსენებია. ამიტომაც იყო ახლა გაურკვევლობაში ბერიძე.
ბევრი ისაუბრეს. ყველა სხვადასხვა რამეზე ფიქრობდა. მხოლოდ ლილე და ნიცა ფიქრობდნენ ერთიდაიგივე ადამიანზე. ნიცას ფიქრები თავისდაუნებურად გადასწვდა ამ თემას. შიგნიდან უღღრნიდა გულს წარსულზე ფიქრები.
გვიანი იყო რომ დაიშალნენ. ბიჭებმა ცოტა დალიეს და ახლა სიმღერ-სიმღერით მიუყვებოდნენ გზას.
-----------------------------------
-ტაის-ამოიბლუკუნა ტაისიას კისერში თავჩარგულმა ნიცამ, რომელსაც ძილისაგან უკვე თვალები ეხუჭებოდა-ვინაა მიშო?
-ჩემი ნათლიაა, დიდი ხანია საქართველოდან წავიდა და ახლა ჩამოდის-მთქნარებით უპასუხა მეგობარს.
-ნათლია?-უცბად გამოფხიზლდა ნიცა და თვალები ჭყიტა-ამერიკაში რო ცხოვრობს?
-ხო ნიც, მაგრამ რადროს ეგაა ეხლა. მოდი რა დავიძინოთ.
---------------------------------------------------

შეთანხმდნენ რომ მიშოს ჩამოსვლამდე, წვეულებას გამართავდნენ ლილეს სახლში. ყველა „გაწამაწიაში’’ იყო რომ საღამომდე რამე მოესწროთ. ბარიდან უკვე გამზადებული პროდუქტები ამოიტანეს, სასმელიც მოიმარაგეს და რაც მთავარი იყო მუსიკა „ჰქონდათ’’.
ნიცას კაბის ჩაცმა არ უნდოდა, მგარამ ტაისიამ „დაუცაცხანა’’ აბა შორტით ხომ არ წამოხვალო. უკვე დალაგებული კარადიდან წელიდან გაშვებული, მოკლე თეთრი კაბა გამოიღო, რომელსაც ზურგზე ლამაზი ჭრილი ამშვენებდა, ამას ოქროსფერი მაღლები შეუსაბამა და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა. შედეგად კი ყველა აღფრთოვანებული დატოვა.
------------------------------------------
-ნიც მოდი ჩემი შეყვარებული გაგაცნო-დაუძახა შუა გართობის დროს ლილემ და გვერდით გაიყვანა.
-გაიცანი, ეს თომაა, ჩემი საქმრო-მიუთითა ბიჭზე რომლის სახესაც ნიცა კარგად ვერ ხედავდა ჩაბნელებულ ოთახში.
-სასია...-სიტყვა გაუწყდა როცა სინათლე ბიჭს მიწვდა და უნებურად ყელზე დაკიდებულ კულონს „ჩაებღაუჭა’’.
------------------------------------------------------
ძალიან დიდი მადლობა ყველას კომენტარებისთვის, ძალიან გამახარეთ. შევეცადე საინტერესო გამოსულიყო. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ისტორიასთან დაკავშირებით. ჯანსაღი კრიტიკაც აუცილებელია ხანდახან. ველი თქვენს კომენტარებს.



№1  offline წევრი natia-natia

თავები გაზარდე კარგია მომწონს

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Isetii kargiii ... male dade shemdegiii
--------------------
G.ke

 


№3 სტუმარი Lanuka lanu

Kargia dzn exla wavikitxe orive tavi da momewona.tavebs tu gazrdi uketesi ikneba radgan cota pataraa.velo shemdeg tavs davintereadi am istoriit

 


№4 სტუმარი anita

kargia kargia kargia momwons

 


№5  offline წევრი мариамо

gaagrdzele aucileblaadd !! <33

 


№6  offline წევრი CRAZY DREAM

Lanuka lanu
Kargia dzn exla wavikitxe orive tavi da momewona.tavebs tu gazrdi uketesi ikneba radgan cota pataraa.velo shemdeg tavs davintereadi am istoriit


მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent