შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიაზე შეყვარებული 6


20-02-2016, 01:06
ავტორი gijka13
ნანახია 2 135

ბევრი ვისაუბრეთ მე და ელენამ, საუბარში გავაცნობიერე, რომ გვაგვიანდებოდა.
- ელენა დავუჩქაროთ რა..
- კარგი ჰო.
ჩალაგება დაიწყო ამ დროს კარი ქალბატონმა ეკატერინებ შემოაღო.
- ლინდა ჩემო ძვირფასო, სანამ ელენა ჩაალაგებს მანამდე მინდა დაგელაპარაკო.
- რა თქმა უნდა.
ვუპასუხე თავაზიანად, ეკატერინე წინ გამიძღვა და მეც გავყევი.
- მინდა გაბრიელის ოთახი გაჩვენო.
მელაპარაკებოდა და თან უზარმაზარ დერეფანში წინ მიმიძღვოდა. უამრავი ოთახის კარი ჩავიარეთ და ბოლოს მთლიანად ჩაბნელებულ დერეფნის ბოლოს მყოფ კარს მივადექით, ჩემმა მასპინძელმა მოსასხამის ჯიბიდან გასაღები ამოიღო, კარს მოარგო, გააღო და შიგნით შემიძღვა. შევყევი და ოთახი მორიდებულად მოვათვალიერე, ეტყობოდა, რომ არავინ ცხოვრობდა სისტემატიურად, ყველაფერი დაცარიელებულად გამოიყურებოდა. ქალბატონმა ეკატერინე საწოლის გვერდით მდგომ პატარა ტუმბოს მიუახლოვდა და უჯრა გამოაღო, იქედან წითელი ალბომი ამოიღო და საწოლზე ჩამოჯდა, ალბომი მუხლებზე დაიდო, ხელი ნაზად გადაუსვა, ჩაიღიმა და თავისკენ მიმიხმო.
- მოდი ჩამოჯექი.
მითხრა საოცრად ნაზი და თბილი ხმით.
მივუახლოვდი და გვერდით მორიდებულად დავუჯექი.
- ღმერთო ჩემო.
შეშფოთებულად აიფარა პირზე ხელი. დავიბენი, ვერ გავიგე რამ გამოიწვია უემოციო მაგის გაოცება.
- მოხდა რამე?
- როგორ ვერ შევნიშნე აქამდე, რა მშვენიერი ფეხები გაქვთ, საოცრება... თქვენნაირი ფეხების პატრონმა ჩაცმული არ უნდა იაროს.
გაეცინა.
- არც დავდივარ... ძალიან დიდი მადლობა.
გამეცინა მეც.
- ხო გეტყობათ, და ძალიან კარგიც არის რომ თქვენს მშვენიერებას არ მალავთ, ის რაც კარგია უნდა გამოჩნდეს.
- მადლობთ.
- ელენასაც ძალიან კარგი ფეხები აქვს, გაბრიელი სულ ეკამათება მოკლე კაბა ჩაიცვიო, მაგრამ სულ შარვლებში გამოწყობილი დადის.
- მართლა? მიკვირს... გაბრიელი სულ უკმაყოფილოდ აღნიშნავდა ჩემს მოკლე ტანსაცმელს და აღიზიანებდა კიდეც.
შევნიშნე მე.
- გაბრიელი? ხომ არ გეშლებათ?
- არა ნამდვილად ასე იყო.
- საინტერესოა...
სახე დაეძაბა ქალბატონს.
- ლინდა იცი, შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, გაბრიელი კი წამყვანი და საუკეთესო მაგი.
- ეს ვიცი...
- კი მაგრამ ვერ გამიგე, უბრალოდ არ მინდა რაიმე სხვა გრძნობა გაგიჩნდეთ მის მიმართ, ის უგრძნობია და დაიტანჯებით.
ამ სიტყვებმა ადგილზე გამყინა, ნეტავ რატომ დაიწყო საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი.
- ქალბტონო ეკატერინე, მე ვიცი რომ ჩემთვის კარგი გინდათ და ამას ამიტომ მეუბნებით, მაგრამ ეს გაფრთხილება უსაფუძვლო იყო, შეიძლება თამამი ვარ მაგრამ არა იმდენად თავხედი, რომ ცოლიანი კაცი შემიყვარდეს.
- ცოლიანი? - თუმცა მალევე გამოვიდა გაურკვევლობიდან. - ხო ცოლიანი, მითუმეტეს არ შეგიყვარდებათ. კარგი დავათვალიეროთ.
მითხრა და ალბომი გადაშალა.
- ნახეთ აი ეს ელენა და გაბრიელია, სულ რაღაც 6 თვისები არიან.
- ღმერთო რა ბუთხუზები არიან.
შევნიშნე მე.
- ხო განსაკუთრებით ელენა, ნამდვილი ღორმუცელა იყო, იმდენად ეგოისტი და ეჭვიანი...
- რომ გაბრიელს საწოლიდან აგდებდა.
აიტყვა შევაწყვეტინე, თუმცა ბოდიშიც მოვიხადე.
- ელენამ გიამბოთ?
- კი.
დავემოწმე მე.
- აი აქ სკოლის ზეიმია, 7 წლისები არიან, გაბრიელი მგლის ფორმაშია, ელენა წითელქუდას.
გამეცინა და ფოტო ხელში ავიღე, რა საოცრად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში ამ თითქმის უცხო ადამიანებს, რომლებიც ფოტოზე საზეიმო ცეკვის შესრულების დროს იყვნენ გამოსახულნი.
ფოტოები ხალისიანად ჩავათვალიერეთ და ოთახიდან გამოსვლა დავაპირეთ, როცა ეკატერინემ ლაპარაკი კვლავ წამოიწყო და შემაჩერა.
- ლინდა, რაღაც მინდა გადმოგცეთ.
მითხრა და მოსასხამის ჯიბიდან კიდევ ერთი ნივთი, პატარა წითელი ყუთი ამოიღო.
- ეს დედაჩემს ჩემმა ბებიამ გადასცა, მას მისმა ბებიამ და ასეა უკვე სამი საუკუნეა, მე დედამ მისახსოვრა, მინდა ეს თქვენ ატაროთ.
ყუთი გახსნა, იქ საოცრება იდო, ვერცხლის პენტაგრამა, რომლის ხუთივე წვეროზე შესაბამისი ელემენტი იყო დაკიდებული, პატარა ამულეტების სახით.
(ჰაერის ნიშანი, ცეცხლის, წყლის, მიწის და სულის.)
დავიბენი.
- თავხედობაში და უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ასეთ ძვირფას საჩუქარს ვერ გამოგართმევთ, თანაც ეს ელენას ეკუთვნის.
- ელენა ამას ღირსეულად ვერ ატარებს, ვიცი დაკარგავს, მინდა ეს თქვენ გქონდეთ, თუ პატივს ცემთ ჩემს გადაწყვეტილებას, უფლება მომეცით ამულეტი გაგიკეთოთ.
ვეღარაფერი ვუპასუხე, ამულეტი ყელზე მომარგო და მისი ყუთი ხელში ჩამიდო.
- ძალიან დიდი მადლობა, გპირდებით ძალიან გავუფრთხილდები.
- ვიცი... ეს ამულეტი დაგიცავთ, შენ გაბრიელი ყოველთვის დაგიცავს, ელენაც, მაგრამ იცოდე რომ მეც სულ შენს გვერდით ვარ ამ ყელსაბამის სახით.
- დიდი მადლობა.
ქალბატონი ეკატერინე გადამეხვია.


ელენა როგორც იქნა მოემზადა და შემოგვიერთდა.
- აბა? დაათვალიერე რობინის ოთახი?
- კი.
- კარგია წავიდეთ.
კერძო მანქანაში ჩავსხედით და მძღოლს ჩემი სახლის მისამართი ვუთხარი.
მალევე მივედით, მძღოლიც დავითხოვეთ და სახლის კარებთან შევჩერდით.
- ელენა ვიცი ჩემი სახლი დიდი და...
სიტყვის დამთავრება არ მაცადა სახლის კარი შეაღო.
წინ დედაჩემი შეხვდა და გაკვირვებით ჩაათვალიერა ბარგით მდგარი გოგონა.
- გამარჯობათ, თქვენ ალბათ ლინდას დედა ხართ, მე მისი მეგობარი ვარ ელე, საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ახლახანს ჩამოვედი, ამიტომაც არაფერი გსმენიათ ჩემზე, ლინდა ბევრს მიყვებოდა თქვენზე, სასტუმროში წასვლის ნება არ მომცა ამიტომაც...
- ის დროებით ჩვენთან დარჩება.
სიტყვა მე დავასრულე.
დედა გაოგნებული იდგა და ელენას უყურებდა. ბოლოს როგორც იქნა გაიღიმა და გადაეხვია.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება, რამდენხანსაც გინდა დარჩი.
- დიდი მადლობა.
გაიღიმა ელენამაც.
- კარგი ელე ჩემს ოთახში ავიდეთ.
- ხომ იცი სხვა ოთახში ვერ დავიძინებ მეშინია.
დედას გასაგონად თქვა მან.
- ვიცი.
- კარგით გოგოებო მალე დალაგდით და ჩამოდით ვივახშმოთ, თან ელენას კარგად გავიცნობ.
- კარგი დე.
ბარგი ორივემ ძლივს "ავაფოფხიალეთ".
- შენ ხო მაგი ხარ, ეს ვერ აგიწევია...
ვესაყვედურებოდი კიბეებზე.
- მე მაგი ვარ ტაისონი კი არა, ზებუნებრივი ძალები მაქვს და არა ფიზიკური.
გაცხარდა .
- კარგი ოღონდ სახლი არ დამინგრიო.
- გაბრიელს გრძელი ენა აქვს.
თქვა როცა მიხვდა რომ გაბრიელს მისი სახლის დანგრევის ისტორია მოყოლილი ჰქონდა ჩემთვის.
- აქ როგორ ეტევი?
გაოცდა ჩემი ოთახის შემხედვარე.
- ბევრი დიდი ოთახია სახლში, მაგრამ პატარა და მყუდრო მირჩევნია.
- როგორი თაგვი რომ ზადნით შემოვა და გავა? აბა გვერდს ვერ მოიბრუნებს.
ისეთი სერიოზული სახით თქვა უნებურად ისტერიკული სიცილი დამეწყო.


ბოდიშით ვერ მოვიცალე, ვეცდები მალ-მალე დავამატო... მიყვარხართ გკოცნით თქვენი ბაბაიაგა მაგნიკა (ვიცინი)



№1 სტუმარი Lanuka lanu

Dideba shen gamochenas rogorc ikna axali tavi dade.kai araushavs aucileblad gaagrdzele da veli shemdeg tavs

 


№2  offline წევრი დუდაツ

niako dagbridav ra aris es?.meti patara ver dawere?:@ chven rp vicit iq bodials da glabic es wero sjobs...ro gamainterese da gashpi...

 


№3 სტუმარი stumari77

აღარ დააგვიანოთ, კარგია...

 


№4  offline წევრი gijka13

ვიცი ვიცი პატარა თავია, მაგრამ ეგ იმის აღსაღნიშნავად რომ არ დამვიწყებიხართ, უბრალოდ ვერ ვიცლი და აუცილებლად დაგიბრუნდები დიდი და მსუყე მე-7 თავით.

დუდაツ
niako dagbridav ra aris es?.meti patara ver dawere?:@ chven rp vicit iq bodials da glabic es wero sjobs...ro gamainterese da gashpi...
დავდებ :დ

 


№5  offline წევრი დუდაツ

chemi wera xar tu ar dadeb....ar getqva mainc axali daviwyeo:Dxo ar mogiwamlavdi sicocxles:D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent