ბრძოლა მაღალ ქუსლებზე –3–
[თავი 3] შუადღის საათებში ბარის ზედამხედველი ღიმილით შემოდის ჩემთან და სანამ რამეს იტყოდეს, ჩემს ტანსაცმელს თვალებით აფასებს. ეს გოგო, როგორც პიროვნება გულზე არ მეხატება, მაგრამ თავის საქმეს კარგად აკეთებს, სხვა ყველაფერი კი ბიზნესში მეორეხარისხოვანია. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. –ქალბატონო ბელა, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციიდან არიან. თქვენთან გასაუბრება უნდათ.–მამცნობს ის და კართან იტუზება. არადა როგორ მეგონა, რომ ''ის'' იქნებოდა! კაბინეტიდან თაკოსთან ერთად გავდივარ და საქმიან იერს ვიღებ. იმ მაგიდას, რომელზეც ზედამხედველი მიმითითებს, სამი ადამიანი მოსხდომია. ერთი ქალი და ორი მამაკაცი. მაგიდას ვუახლოვდები და ხელებს სკამის სახელურზე ვალაგებ. –მოგესალმებით!–ვესალმები და თავბრუდამხვევად ვიღიმი. სკამს ვწევ და ნარნარად ვჯდები. –გამარჯობა, ქალბატონო ბელა! მე თათია ვარ. თქვენ ჩვენს ერთ–ერთ აქციაში მოხვდით და ამასთან დაკავშირებით ვართ აქ.–პირდაპირ საქმეზე გადადის ის და რაღაც ფურცლებს მიფრიალებს წინ. –უფრო დაწვრილებით მიამბეთ თქვენი აქციის შესახებ...–იდაყვს ხის ზედაპირზე ვაყრდნობ და ინტერესით მივჩერებივარ ქერათმიან ქალს. –რა თქმა უნდა! ჩვენ გვინდა, რომ ახალბედა ბიზნესმენებმა უფრო დიდი წარმატება მოიპოვონ და თავისი მონაპოვარით არგონ ჩვენს სამშობლოს. ყველა სფეროში გამოვარჩიეთ ორი ბიზნესმენი, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ წამოიწყეს საქმე და ბედმა და იღბალმა მათი განათლებიდან და გამჭრიახობიდან გამომდინარე არ უღალატათ. ალბათ არ იცით, რომ ჩვენ გვაფინანსებს ესპანელი ბიზნესმენი და ამ აქციის იდეაც და დაფინანსებაც მისგან მივიღეთ. ესპანეთში უამრავი რამ გელოდებათ... ჯერ პატარა პრაქტიკას და თეორიას გაივლით ერთი კვირა. მერე ორგანიზაცია კონკურსს მოგიწყობთ, სადაც თქვენ თქვენი პერსონალის საქმიანობას გაითავისებთ. ოფიციანტიც თქვენ იქნებით, მზარეულიც და ბუღალტერიც. მოკლედ ყველანაირად გამოგცდით და სამი დღის განმავლობაში ჩატარებული კურსებიც ყველაფრის გახსენებაში დაგეხმარებათ. კონკურსის გამარჯვებულს ესპანეთში გადაეცემა კაფე, რომელიც გარემონტებული იქნება და თქვენ მხოლოდ მისი მოწყობა და ამუშავება მოგიწევთ. ალბათ ხვდებით, რომ ეს ორმაგად სასიკეთო პრიზია, თქვენთვისაც და საქართველოსთვისაც. შემოსავალიც შესაბამისად ბევრად დიდი იქნება, ვიდრე აქ გაქვთ.–სიტუაციაში თავიდან ბოლომდე მარკვევს ორგანიზაციის წარმომადგენელი. –დიდად მოხარული ვარ, რომ ამ აქციაში მეც მოვხვდი, მაგრამ აქაურობას რა ვუყო. ასეა თუ ისე, პატრონობა ამ კაფესაც უნდა, ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და არამხოლოდ ფულის გამო.–უხერხულად ვწრუპავ ტუჩებს და მხრებს ვიჩეჩ. –არ ვიცი... არ ვიცი...–განცვიფრება ეტყობა ქალს.–ასეთ შემოთავაზებაზე უარი არ უნდა თქვათ! ვინმეს ჩააბარეთ ''მირაბელა'', ან დროებით ფული გადაუხადეთ დაქირავებულ ადამიანს. –რამეს მოვიფიქრებ, მაგრამ გპირდებით, რომ ამ აქციაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ!–მალევე ვიღებ გადაწყვეტილებას.–ანუ ესპანეთში უნდა გავემგზავროთ? –დიახ, თქვენთან ერთად მეც მოვდივარ და თავად დაგაკვალიანებთ თითოეულ საკითხში.–ფეხზე წამოსადგომად ემზადება ის. –უკვე მიდიხართ?–ვწუხდები და ოფიციანტს მივმართავ.–სტუმრებს მოემსახურე. –იყოს, გმადლობთ!–თბილად მიღიმის ქალი.–ერთ კვირაში გავფრინდებით! –ასე მალე?–არ ველოდი მე. –დიახ! სამწუხაროდ თავის დროზე ვერ მოვედი თქვენთან. იმედია რამე პრობლემა არ გაქვთ! –არა, არაფერი! კიდევ კი დამიკავშირდებით, მაგრამ დრო... რომელ საათზეა რეისი? –დღის თერთმეტ საათზე! მგონი ყველაფერზე შევთანხმდით ხომ?–წასვლა მაინც არ გადაუფიქრებია მას. –დიახ! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!–თავაზიანად ვუხდი მადლობას. –რას ამბობთ... კარგად ბრძანდებოდეთ! და კიდევ! აი, ხელი აქ მომიწერეთ! ეს ფორმალობა სულ გადამავიწყდა...–თითს საბუთზე მიდებს ის და მეც სასწრაფოდ ვაწერ ხელს. –ნახვამდის!–ვემშვიდობები კარგ ხასიათზე მყოფი და ცეკვა–ცეკვით მივდივარ ბართან.–შამპანური! როგორც იქნა დამაფასეს, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო! ერთ ჭიქას მეორე ყვება... მეორეს მესამე და ბოლოს უკვე ერთი გადაყლურწვით ვსვამ იმ სასმელს, რომელსაც უწინ მხოლოდ ვწრუპავდი. რა მოხდა?! ერთხელ ხომ მაინც უნდა დათვრეს ადამიანი! მით უმეტეს წარმატებული ქალი, რომელმაც ერთი ძალიან უსარგებლო სტერეოტიპი დაანგრია. მამაკაცებს ხომ ჰგონიათ, რომ ჩვენ სუსტი სქესის წარმომადგენლები ვართ და მხოლოდ პრანჭვა–გრეხვაზე ვფიქრობთ... ეს პასუხი მცდარია! სწორი პასუხი: ქალი ქალიაო, თუ გაცხარდა და მოინდომა, მამაკაცზე ბევრად ძლიერიაო! მოვა დრო, როცა ეს ანდაზე ქართული ლიტერატურის წიგნის პირველ გვერდზე გამოიჭიმება! *** შუა გზაზე სიმღერ–სიმღერით მივაბიჯებ და ხეებს შორიდან ვეალერსები. არა, არ უნდა წამოვსულიყავი მარტო კაფიდან! ახლა ვიღაცას ვეგონები მთვრალი! კი ვარ მთვრალი, მაგრამ მთლად ისეთი მთვრალიც არ ვარ, რომ ვიღაცას მთვრალი ვეგონო და მერე თქვან, გიჟიაო და მოკლედ! ნამდვილად არ მინდა ამ მდგომარეობაში სახლში მივიდე, ზემოდან მეზობლებმა დამიწყონ დაცინვა და ხვალ გიგამ შეალამაზოს დღევანდელი საღამო. ნურას უკაცრავად! ...მაგრამ სხვა რა გზას დავადგე? ბიძასთან და ბიცოლასთან ''ესე'' ვერ მივალ! ისევ საკუთარ სახლში თუ შევიპარები ქურდივით! ამ სიგრძე ფეხები ერთმანეთში მეხლართება და ლამისაა ასფალტზე გავიშოტო. ჯერ წინ ვიყურები, მერე უკან და ვრწმუნდები თუ არა, რომ მანქანის ნასახიც არ ჩანს, თავისუფლად ვიშხლართები. მიწა სველია... თანაც ძალიან! საღამოს წვიმდა და... ჩემი კაბა რასაც ჰქვია ლპება, თმა კი გასაწური ხდება. ჯერ ხელის გულების დახმარებით ვცოდვილობ რაღაცას, მერე ბორდიურს ვეჭიდები, მაგრამ ჰა! ადგომის შანსიც კი აღარ მაქვს! –კაფეში არ იყო და აქ გუბეში ბანაობს!–დამცინავი ტონით დამძახის თავზე ის ფსიქოპატი, რომელსაც მთელი დღე ველოდი და მაინც და მაინც აქ გადამეყარა. –არაფერი არ მჭირს და არაფერი არ მჭირდება!–ვპასუხობ მშრალად და თავს ბორდიურზე ვდებ. –ააა, ახალი ჰობია ტალახიან, ჭუჭყიან წყალში ჯდომა? თუ იხვის ჭუკს ბაძავ? ალბათ პიჟამოებიც ამიტომ გაქვს მისი გამოსახულებით!–საჩვენებელ თითს მრავალმნიშვნოვლნად აქნევს და დამოწმების ნიშნად თავს აკანტურებს. ''მოუსწრია ჩემი გარდერობის დათვალიერება. ვაი, სირცხვილო! საცვლების უჯრაშიც ხომ არ ჩაყო ხელი?''–გონება ზარებს რეკავს. არა, ასე არ შეიძლება! სისუსტის გამოჩენის უფლება არ გაქვს, ბელა! ამის წინაშე ხომ საერთოდ... –მართლა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა მარტო მე ხომ არ ვისიამოვნებ, არ მიყვარს ადამიანების დაჩაგვრა. ასე რომ...–ხელს უეცრად ვავლებ მკლავზე, მთელი ძალით ვქაჩავ ჩემკენ და წყალში ვაგდებ. ალბათ ძვრასაც ვერ ვუზამდი, დრო რომ არ შემერჩია სწორედ. გულში ჩაფიქრებული ირონიული შენიშვნები წყლით გავსებული ბუშტივით ასკდება სხეული და ისიც წამში ჩემს დღეში ვარდება. –ვერ დამიჯერებია, რომ ასეთი ჭკვიანი გახდი! ადრე სულ სხვანაირი იყავი, ახლა კი კარგად გარდაქმნილხარ...–ისევ თავისას გაიძახის ეს კაცი! ხოა გასატყეპი? არის, აბა, რა! ტალახიან გუბეში ჩავაგდე, ის კი ისევ იმ თაიაზე ფიქრობს. –ესეც ასე! ტალახის აბაზანებს ახლა ერთად მივიღებთ.–თვითკმაყოფილი ვკისკისებ და ჩემივე ენას ვკბენ, ფსიქოპატის თვალებში შავ პილპილს რომ ვხედავ. ''ისე ხომ იყავი თაფლი და შაქარი!''–მისი ხასიათით იმედგაცრუებული ვფიქრობ და წყალში ხელებს ვატყაპუნებ. თავი ასე მაინც ხომ უნდა გადავირჩინო! ეგონება, რომ ბავშვი ვარ და აღარ მეჩხუბება! კია ურჩხული, მაგრამ ბელმა მონსტრი ლამაზ უფლისწულად გარდაქმნა. ეს სიყვარულით მოახერხა, თუმცა ამის გამო ნამდვილად ვერ დავინგრევ ცხოვრებას. –შენ ჭკუაზე მოყვანა გჭირდება! ...მაგრამ მე თაიას ვეძებ. თუ ბელა ხარ, შენ გზაზე წადი რა...–მიბღვერს თვალებმოჭუტული და ფეხზე დგება. –უკაცრავად!–ვუკადრისობ მე.–მიიღე აბაზანები და ახლა ჩემივე ტერიტორიიდან ჩემს გაგდებას აპირებ! ამის იურიდიული უფლება არ გაქვს! ფსიქოპატი შარვლის ბოლოებს იფერთხავს, სახეზე ''ვაი, შე საცოდავოო'' აწერია. –ძალიან ნიჭიერი ხარ. ფსიქოლოგიაც და იურიდიული საქმიანობაც ერთნაირად იცი.–სარკაზმი თან სდევს შექებას. ალკოჰოლი მასთან საუბრის განმავლობაში ნელ–ნელა ორგანიზმიდან გავიდა და ახლა უკვე შემიძლია წამოდგომა. კვლავ მამაკაცს ვეჭიდები და ფეხების ბაკუნით ვდგები. –ხვალ კიდევ შევხვდეთ და სოლარიუმში წაგიყვან. ფერი არ გადევს სახეზე...–ლოყებზე ხელებს ვუტკაცუნებ, მაგრამ თითქოს დენმა დამარტყაო, ისე მივლის რაღაც ძარღვებში. ''ხომ ვამბობდი, ეს ადამიანი არ არის_მეთქი!''–ჩემს ფიქრებზე ხმამაღლა ხარხარს ვტეხ, ფსიქოპატი კი ვერაფერს ხვდება. –ისე შეგეშინდა იმის, თუ რას მოვიმოქმედებდი მე შენი ასეთი საქციელის შემდეგ, გაგიჟდი ხომ?–მობეზრებული ატრიალებს თვალებს ის. –არ ამოგივარდეს გუგები...–დარჩენილი ალკოჰოლი ისევ იწყებს მოქმედებას და ტვინის უჯრედებამდე აღწევს. –მოიცა... მთვრალი ხარ?–ახლაღა ხვდება ეს ხეპრე. –დალეული ვარ! დალელული!–''უდიპლომო სასიძოს'' ერთ–ერთ როლში ვიჭრები და მამაკაცს გულზე ვეკვრი.–რა კარგად ფეთქავს შენი გული... მონოტორულად... ლამაზად... რამდენ ხანს იფეთქებს დაახლოებით? –წამოდი, წამოდი...–სიბრალული ერევა ხმაში ვაჟბატონს. მხარზე ხელს მხვევს და გაურკვეველი მიმართულებით მივყავარ.–შენ სახლში წამსვლელი არ ხარ დღეს... –ცოლად მოგყავარ?–თვალები მიბრწყინდება და უფრო მჭიდროდ ვხვევ კისერზე ხელებს. –ასეთი მეოცნებეც თუ იყავი, არ მეგონა...–თავისი სხეულიდან ძლივს მიშორებს და მანქანაში მტენის. სანამ საჭეს მიუჯდება, გარეთ გადახტომას მაინც ვასწრებ და მეც მძღოლის სავარძლისკენ მივდივარ.–კალთაში ჩაგიჯდები რა...–მისი მუხლებისკენ მივიწევ კბილების კრეჭით. –მომცილდი, ბელა!–თვალები უცნაურად ენთება, მე სულელი კი სრულიად ვერ ვხვდები რისი ბრალია ეს. უცებ ჩემი ბაგეებისკენ იხრება, მაგრამ თავს თოკავს და ისევ საზურგეს ეყრდნობა. ოდნავ გონს მოსული დატუქსული მივდივარ მითითებული ადგილისკენ და პულსის გასაზომად თითს ხელზე ვიდებ. აშკარად ძალიან მოქმედებს ამ კაცის სიახლოვე ჩემზე! ჰმ, ფსიქოპატის... ^^^ მესამე თავი და დიდი მადლობები! ხვალ გელოდებათ ისეთი ნაწილი, რომ... აი, ისეთი რა! ველი შეფასებებს... პერსონაჟებზეც და სიუჟეტზეც რაღა თქმა უნდა. უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.