მინდა მიყვარდეს თავი 49
ბავშვებმა არ იცოდნენ ეს ყველაფერი მზიასთვის და ნოდარისთვის როგორ ეთქვათ,ეშინოდათ მათი რეაქციის მაგრამ სხვა გზა არ ჰოქონდათ.ნამდვილად ვერ დაუმალავდნენ რაც ანას თავს ხდებოდა.ისინი მისი მშობლები იყვნენ და უფლება ჰქონდათ ყველაფერი სცოდნოდათ.ლევანს და ნიას არაფერი გააგებინეს,არ უნდოდათ მათთვის თაფლობის თვე ჩაეშხამებინათ.ამიტომ ყოველ მათ დარეკვაზე უაზროდ იცინოდნენ და მხიარულობდნენ,მეგობრებს მათთვის მწუხარება რომ არ შეემჩნიათ.თეკო და ლექსო მივიდნენ ანასთან სახლში.კარები მზიამ გაუღო და ეტყობოდა ანერვიულებული იყო,შვილის მეგობრები მისაღებში შეიპატიჟა და თვითონ სამზარეულოში გავიდა. -არაფერი არ გვინდა მზია დეიდა,არ შეწუხდეთ.-სევდიანად უთხრა თეკომ და თავი დახარა ქალს მისი ცრემლიანი თვალები რომ არ შეემჩნია. -არა შვილო რას ვწუხდები,ეხლავე მოვალ არ მოიწყინოთ თქვენ.-ნაძალადევი სალისიანი ხმით გასძახა სამზარეულოდან მზიამ და ქაზქურაზე შემოდგმულ ჩაიდანს მიუბრუნდა რომელიც უკვე დუღილით თავს იკლავდა.ცოტა ხანში ხალი ხელდამშვენებული გამოვიდა მისაღებში,პატარა მაგიდაზე დააწყო ლანგარზე რაც კი რამე ტკბილეული ჰქონდა და შემდეგ ფინჯნები გაუწოდა ბავშვებს,რომელსაც სასიამოვნო სურნელი ასდიოდა და თავბრუს ახვევდა თეკოს.უცებ გაახსენდა როცა ანასთან მოდიოდა სტუმრად როგორი მზრუნველი იყო მაშინაც მზია და უნებურად ცრემლებმა იწყეს დენა.გაოცებული უყურებდა მზია თეკოს ნამტირალევ სახეს,ხან თეკოს გახედავდა ხანაც თავჩაქინდრულ ლექსოს.არ მოეწონა მათი სახეები,მაშინვე გულმა ცუდი უგრძნო მაგრამ დაელოდა სანამ ბავშვები რამეს ეტყოდნენ.ისიციც დიდხანს დუმდნენ,უძნელდებოდათ ამ ყველაფრის მოყოლა და ახსნა მშობლისთვის რომლის შვილიც ვიღაც არანორმალურს ჰყავდა გატაცებული.ბოლოს ისევ მზიას უმტყუნა ნერვებმა და აფორიაქებულმა გადახედა შვილის მეგობრებს. -რა ხდება თეკო?რაღაც ცუდად გამოიყურები მოხდა რამე?-ამ კითხვამ საერთოდ დააბნია გიორგაძე,სიტყვებს თავს ვერ უყრიდა რომ სათქმელი ეთქვა. -ქალბატონო მზია ბატონი ნოდარი სახლშია?-სიჩუმე ლექსომ დაარღვია და ოჯახის უფროსი მოიკითხა. -კი შვილო სახლშია,დილით მოვედით ორივე,მორიგეები ვიყავით წუხელ და ეხლა ისვენებს.ანუკი უნივერსიტეტშია წასული რომ მოვედი არ დამხვდა,ალბათ ბექამ გამუარა დილით ადრე და ერთდ გავიდნენ. -შეგიძლიათ ბატონ ნოდარსაც დაუძახოთ,სერიოზული საქმე გვაქვს თქვენთან.- შამანაური მიხვდა რომ თეკო ვერაფერს იტყოდა,ამიტომ ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და თვითონ იტყოდა ყველაფერს,მხოლოდ როცა ნოდარიც გამვიდოდა ოთახიდან. -რა ხდება ბავშვებო,გული ცუდს მიგრძნობს,ჩემს ანუკის შეემთხვა რამე?-დედის გული მაინც სულ სხვაა,მთელი ღამის მანძილზე ისე შფოთავდა რომ თანამშრომლები უბრაზდებოდნენ,ტყუილად ნერვიულობ ყველაფერი კარგადაა და გულს იხეთქავო,მაგრამ მის გულს წამითაც არ მოუსვენია,გრძნობდა რომ რაღაც ცუდი ხდებოდა მხოლოდ რა ეს არ იცოდა. -დამშვიდდით,მზია დეიდა ნოდარ ბიძიასაც დაუძახეთ და ყველაფერს გეტყვით.-თეკომ შეეცადა ცოტა მაინც დაემშვიდებინა ქალი და გაუღიმა,მაგრამ მის ღიმილში ცუდად დაფარული სევდა და ტკივილი დაინახა მზიამ.მაინც ადგა და ნოდარს ოთახში შეაკითხა,ხუთ წუთში ორივე დივანზე მათ წინ იჯდა და ელოდნენ როდის დაიწყებდნენ რომელიმე საუბარს. -ბატონო ნოდარ,ქალბატონო მზია რაღაც გვაქვს თქვენთვის სათქმელი.იმედი მაქვს რომ ამ ყველაფერს ცივი გონებით გაანალიზებთ რადგან ეხლა თქვენი დახმარების იმედი გვაქვს და ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა.ვიცი არც ისე ადვილია ამ ყველაფრის ასე უცებ გადახარშვა მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ.-იმხელა შესავალი გააკეთა ბიჭმა რომ ანას მშობლები გაოცებულები უსმენდნენ,ვერ ხვდებოდნენ ლექსოს საუბარი საით მიჰყავდა ან რა ხდებოდა საერთოდ. -რა ხდება შვილო აღარ გვეტყვი?-დუმილი დაარღვია ნოდარმა. -გუშინ როდესაც ანუკი უნივერსიტეტიდან მოდიოდა ის გაიტაცეს.-იმხელა ტკივილი იგრძნობოდა შამანაურის ნათქვამში რომ თავიდან ვერც კი გაიაზრეს რა უთხრა ბიჭმა,ბოლოს მათმა გონებამ აღიქვა ყველა სიტყვა და საგანგაშო სიგნალიც მიაწოდეს გატიშულ ტვინს და გულს.მზიამ ხმა ვერ ამოიღო,ისევე უგონოდ ჩაესვენა მეუღლეს მკლავებში.ნოდარი კი გაფითრებული ცდილობდა ცოლი გონს მოეყვნა.თეკომ მასინვე ნიშადური და ბამბა მოიტანა,მზიას შეასუნთქეს და გონსაც მოიყვანეს,მაგრამ ქალი თითქოს დამუნჯდა ხმას არ იღებდა,მხოლოდ სახეზე აღბეჭვდოდა საშინელი ტანჯვა და ტკივილი,რმელიც ნებისმიერ მშობელს გამოესახება ხოლმე შვილის უბედურების გაგების შემდეგ.ანას მამა მედგრად ებრძოდა ამ ტკივილს და მხოლოდ ხანდახან აკიაფებული ცრემლი თუ გასთქვამდა მის ნერვიულობას.თეკომ და ლექსმ იმხელა სტრესი მიიღეს ამ ყველაფრსგან ალბათ დიდხანს ვერ შეძლებდნენ გონს მსვლას.ბიჭმა ყველაფერი დეტალურად უამბო ანას მშობლებს,ისიც აუხსნა რმ პოლიცია უკვე აქტიურად იყო მათ ძებნასი ჩარტული და ყველაფერს აკეთებდნენ ანუკის საპოვნელად.დატანჯულები და განადგურებულები დატოვეს ცოლ-ქმარი სახლში,თვითონ კი სახლში წავიდნენ. გიორგაძე ემოციებისგან იმდენად იყო გადატვირთული და გადაღლილი რომ დასვენება სჭირდებოდა,თორემ ეს ყველაფერი ბავშვის მომავალზე აუცილებლად აისახებოდა.ისედაც არ ეძინა ნორმალურად და ეხლა საერთოდ გაუქრა ძილი, მთელი ღამე ანუკის ტანჯვა ესიზმრებოდა და გაოფლილს გამოეღვიძებოდა ხოლმე,ვაჟი ხვდებოდა როგორ იტანჯებოდა მისი საყვარელი ქალი მეგობრის უბედურებით და ვერაფრით შველოდა.თვალსა და ხელ შუა ქრებოდა თეკოს მციმციმე თვალები და მის ნაცვლად ამოღამებული,ჩაშავებული თვალები შერჩენოდა ერთ დროს მხიარულებით სავსე გიორგაძეს. ... არ ვიცი რამდენი დღე ან ღამე ვიყავი გატაცებული,ამ ვირთხების ბუნაგში სინათლის ნატამალიც არ აღწევდა,მხოლოდ ნესტის სუნი იყო და იმასაც მივჩვიე,ისე არარ მაღიზიანებდა როგორც თავიდან.თითქოს ყველაფერს მივეჩვიე, იმასაც რომ აქედაბ ვეღარასდროს გავაღწევდი.არ მინდოდა ფარ-ხმალი დამეყარა და ასე ადვილად დავნებებოდი მაგრამ გამოსავალს ვეღარაფერში ვხედავდი. ვხვდებოდი რომ ისეთ გადაკარგულ ადგილას ვიყავი მეგობრები და პოლიცია ძნელად თუ მომაგნებდა.ამიტომ ბედს შეგუებული ვიჯექი ჩემთვის მთელი დღეები ჩუმმად.არც ისტერიკა გამიმართავს და არც ლანძღვით ამიკლია ვინმე. უკვირდათ ჩემი ასეთი რექაცია მაგრამ ხმას არავინ იღებდა,მათთვის უფრო ადვილი იყო მორჩილი და წყნარი ანუკის ატანა.მთელი დღეები და ღამეები ჩემს მშობლებზე,მეგობრებზე და ბექაზე ფიქრში გამყავდა.წარმოვიდგენდი მათ სასოწარკვეთილ სახეებს და ცრემლები თავისით მისველებნენ ლყებს,რომლებიც დაუკითხავად ჩადიოდნენ ყელზე და უსასრულობას უერთდებოდნენ. ირაკლი ყოველ დღე შემოდიოდა ჩემთან,ხან დღეში ორჯერაც კი,ჩემი სხეულით ტკბებოდა ჟინს იკმაყოფილებდა,მე კი უსულო თოჯინასავით ვიწექი და არაფერზე ვრეაგირებდი.არ სიამოვნებდა ასე ყოფნა მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა.მხოლოდ მოფერებით შემოიფარგლებოდა,არ ვიცი ეშინოდა თუ წელავდა მაგრამ ჩემთან ფიზიკური კონტაქტი არ დაუმყარებია.ვერ ვხვდებოდა რა ჰქონდა ჩაფიქრებული ან ამით რის მიღწევას ცდილობდა,მხოლოდ ერთი ვიცოდი,ასეთი ტანჯვის და სეურაცყოფის მერე აქედან ცოცხალი თუ გავაღწევდი ნორმალურ ცხოვრებას მაინც ვეღარ გავაგრძელებდი.გადაწყვეტილი მქონდა რომ მონასტერში წავსულიყავი და სამუდამოდ იქ დავმკვიდრებულიყავი.ვიცოდი ამ ჩემი გადაწყვეტილებით გულს ყველას საშინლად მოვუკლავდი მითუმეტეს ბექას მაგრამ მე მას ბედნიერებას ვერ ვაჩუქებდი,ვეღარ ვიქნებოდი ის ლაღი და მხიარული გოგო რომელიც გასვიანს უყვარდა.უბრალოდ აღარ შემეძლო,მე გული მომიკლეს,სული გამიბზარეს და სხეული ჭიჭყიან ჩვრად აქციეს,რომელის ადგილის მხოლოდ სანაგვე ყუთში იყო. საჭმელსაც იმდენად აღარ ვეკარებოდი,იმის მერე რაც მივხვდი რომ შიგნით დამამშვიდებელს მირევდნენ,მეც სულ მეძინებოდა და გაბრუებული ვიყავი, მხოლოდ წყალს ვსვამდი და ორ სამ ლუკმას ავწიწკნიდი იმისთვის რომ გული არ წამსვლოდა.ასე უბედურად გადიოდა ჩემი ტანჯული დღეები და დღითიდღე ვკარგავდი იმედს. ... ასე საშინლად გადიოდა დღეები.ბექა მთელი კვირა არ ჩანდა არავინ იცოდა სად იყო ან რას აკეთებდა,რაც იმ ღამეს წავიდა იმის მერე არავის არ უნახავს,არც არავის ზარებს არ პასუხობდა და არც არავის ხვდებოდა.სანდრო და ლექსო სერიოზულად ნერვიულობნენ იცოდნენ ბიჭის ფიცხი ხასიათის შესხებ და ეშინოდათ რამე საშინელება არ ჩაედინა.პოლიციას ჯერ კიდევ ვერ გაერკვია ანას ადგილსამყოფელი. ლადო ყველა ღონეს ხმარობდა,დამატებითი ჯგუფიც ჩასვა და გაათმაგებული ძალებით შეუდგნენ საქმის კეთებას,მაგრამ შედეგამდე ჯერ ვერ მიეღწიათ. მირანდას მოთვალთვალე მანქანა რამდენიმე დღეში გაქრა და ეხლა მშვიდად შეეძლო მეგობრებთან შეხვედრა და საქმეზე საუბარი.როგორც ეტყობოდა გივი კმაყოფილი იყო მისი თანამშრომლით და საჭიროდ აღარ თვლიდა მის თვალთვალს.ამიტომ მალევე მოაცილა ის კაცები ,,გურანდას'' და გოგონამაც შვებით ამოისუნთქა.ის კი ისევ აგრძელებდა გივის თვალთვალს და მოსმენას, იმედი ჰქონდა ერთხელ მანც გამოვიდოდა ბიჭი მამასთან კონტაქტზე და აი მანდ დაიჭერდა, მაგრამ ჯერჯერობით ირაკლი დუმდა.ანას გატაცებიდან უკვე კვირაზე მეტი იყო გასული,მირანდა ჩვეულებრივად თავის კომპიუტერში თავჩარგული აკეთებდა საქმეს.როდესაც ლიფტიდან სახეწაშლილი აკაკი გამოვარდა,არც მისალმებია გოგო ისე გიჟივით შეგლიჯა გივის სამუშაო კაბინეტის კარი და შიგნით გაუჩინარდა. მირანდა მიხვდა რომ აქ რაღაც ხდებოდა და მაშინვე კარებთან აიტუზა.აკაკი უკვე ყვიროდა ისე იყო გაბრაზებული. -რა გინდათ ბოლოს და ბოლოს ამიხსენით,რა გინდათ ჩვენგან.-არ ცხრებოდა მამაკაცი. -რა ხდება აკაკი?-მშვიდი,ცივი ტონით მიუგო გივიმ. -არ იცი არა რა მინდა,არც ის იცი შენი შვილი რეებს ჩადის არა?-ირონია იგრძნობდა აკაკის ხმაში,რომელიც აქეთ-იქით ნერვიულად დააბიჯებდა.მირანდას კარგად ესმოდა ფეხსაცმლის ხმაური როგორც იცვლიდა კაცი კუთხიდან კუთხემდე ადგილს და ბოლთას სცემდა. -ხმას დაუწიე აკაკუ და იცოდე სად და როგორ უნდა ისაუბრო.-გააფრთხილა სიმონიშვილმა.მეტრველს მისი ტონისთვის ყურადღება არ მიუქევია ისე განაგრძო ყვირილი. -რა უნდა შენს შვილს დაანებოს ჩემს ბიჭს თავი,შარში უნდა გახვიოს და მერე მოისვენებს.სანამ რაიმე საშინელებას არ ჩაადენინებს იქამდე არ მოისვენებს შენი ირაკლი,ისე როგორც შენ გამინადგურე ცხოვრება წლების წინ მასაც ეგ უნდა, ცხოვრებას უნგრევს ჩემს ბიჭს შენ კი ხელსაც არ ანძრევს.-აი აქ აწყო ყველაზე მთავარი მჟვიასთვის,თურე ლოდინად ღირდა ეს ყველაფერი,თავისით დახოცავდნენ ერთმანეთს ის კი შორიდან იდგებოდა და უყურებდა ორი მეგობარი როგორ იქცეოდა მოსისხლე მტრად.მაშინვე ლადოს მისწერა სმს გოგიტა მეტრეველზე თვათვალი გააორმაგეთ,ის მიგვიყვანს ირაკლიმდეო.თვითონ კი ისევ ყური უგდო მატ ჩხუბს. -მოკეტე.-დაიღრიალა გივიმ და წუთით აკაკიც მიყუჩდა.-მაშინ ასეთი გადაწყვეტილება რომ არ მიმეღო და ის პროკურორი არ მომეკლა დღეს შენ ციხეში დალპებოდი და შენი დამპალი ცოლ-შვილი ქუჩაში ხელგაშვერილი ივლიდა,ან იქნებ შენი ლამაზი ცოლი გაგბოზებოდა კიდეც,ისედაც მიჟუჟუნებდა ყოველ თქვენთან მოსვლაზე თვალებს,ვატყობდი უარს არ იტყოდა ჩემთან საწოლში ნებივრობაზე მაგრამ მე ჩვენს მეგობრობას ვცემდი პატივს და ზედაც არ ვუყურებდი.შენ კი ეხლა მოდიხარ ჩემთან პრეტენზიებით და ამდენ სისულელეს მეუბნები.-უკვე იმხელა ხმაზე ღრიალებდა სიმონისვილი რომ არ აინტერესებდა გურანდა მოუსმენდა თუ არა.აკაკისთვის მის ცოლზე საუბარი უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა და მანაც მასინვე იფეთქა ვულკანივით. -არ გაბედო ნაძირალავ და ჩემს ცოლზე ხმა არ ამოიღო,ის კი არა მუდამ ხარბი გამოხედვით შენ უყურებდი მის მიმზიდველ სხეულს და გონებაში ალბათ ბედს იწყვლიდი ასეთი ლამაზი ცოლი რომ არ გარგუნა ცხოვრებამ.ყოველთვის გშურდა ჩემი რადგან ნანას ყოველთვის მე ვუყვარდი და შენ ზედაც არ გიყურებდა,მას მერე გინდოდა მისი ხელში ჩაგდება რაც სიყვარულზე უარი გითხრა და მე გამომყვა ცოლად.თავმოყვარეობა შელახული მომენტს არ უშვებდი ხელიდან რომ მასთან ახლოს ყოფილიყავი.და რაც შეეხება იმ პროკურორს მერჩივნა ციხეში ვმჯდარიყავი ვიდრე სისხლში მქონოდა ხელები გასვრილი.მაგრამ შენ ამას ვერ მიხვდები, სინდისის ქეჯნა არ არსებობს,შენ არასოდეს ნანობ გადაწყვეტილებას როდესა საქმე საკუთარი თავის გადარჩენას ეხება.ის პროკურორი კი მოვკალით მაგრამ მისმა ქმარმა რა დაგიშავა.შვილი ორივე მშობლიტ დააობლე და ამით ბედნიერმა განაგრძე ცხოვრება,მე კი მთელი ცოხვრება კოშმარები არ მაძლევდა მშვიდად ცხოვრების საშუალებას.მათი ლანდები მუდამ თან დამდევენ და ყოველთვის მახსენებენ იმას რომ მკვლელი ვარ.-მირანდა გახევებული უსმენდა აკაკის აღსარებას და გული სასილდ ეკუმშებოდა.არ ეგონა სიტუაცია აქამდე თუ განვითარდებოდა და ყველაფერს დღეს გაიგებდა.გივი კი დადუმებული უსმენდა მეგობარს და ხმას ვერ იღებდა.ნუთუ მასაც აწუხებდა სინდისი?ნუთუ მასაც სტანჯავდა ღამე კოშმარები?მაგრამ არა ის ხომ აკაკისნაირი სუსტი ნებისყოფის არ იყო,მაშსი ნამდვილი მხეცი ცხოვრობდა და შვილიც მამას გავდა.ირაკლიც ხომ მასავით ცივსიხლიანი იყო. -იმიტომ მოვკალი მისი ქმარიც რომ ის ცოლის მკველობის ერთადერთი მოწმე იყო დაცოცხლად მისი გაშვება ჩვენს გეგმებს ეწინაარმდეგებოდა,რაც შეეხება მის შვილს მასაც სიამოვნებით გავისტუმრებდი მშობლებთან ზეცაში,უბრალოდ იმ ღამით სახლში არ დამიხვდა.მერე გავიგე რომ სადღაც წაეყვანათ ბიძა-ბიცოლას. ცოტა ხანში მათი კვალი საერთოდ დავკარგე და მეც შევეშვი.გოგიტას რაც შეეხება უკვე ზრდასრული მამაკაცია და თვითონ გადაწყვეტს რა უნდა.თუ ირკლის გვერდით ამოდგომა უნდა დაუდგება კიდეც თუ არა და წავა თავისი გზით.- გივის სიმშვიდე აგიჟებდა შიგნით აკაკის,კარებთან კი ,,გურანდას''.როგორ შეეძლო ადამიანს ამდენად ცივსისხლიანი ყოფილიყო,რომ მარტო საკუთარი ბედი აღელვებდეს სხვა კი ფეხებზე ეკიდოს. -ნაძირალა ხარ,ნამდვილი ნაძირალა და მკვლელი.-მიაძახა განრისხებულმა მეტრეველმა და ადგილს მოსწყდა.მირანდა მიხვდა რომ გასვლას აპირებდა მამაკაცი,ამიტომ სასწრაფოდ დაუბრუნდა საკუთარ ადგილს და ისეთი სახე მიიღო ვითომც არაფერი გაუგონია. -ხომ არ გავიწყდება შენც რომ ჩემნაირი ხარ?-ცინიკურად მიაძახა სიმონიშვილმა კარებში ნახევრად გასულ მეტრეველს. -ამას რა დამავიწყებს.-ჩაილაპარაკა კაცმა და კარები ზურგს უკან მაგრად მოიჯახუნა.ისევ ისე გიჟივით გავარდა როგორც შემოვარდა.მის ხმაში მჟავიამ სიანანული იგრზნო,წამით შეეცოდა კიდეც მაგრამ მერე მისი მშობლები გაახსენდა და ამ წამიერი სისუტის გამო შეეზიზღა საკუთარი თავი.ის მაინც მკვლელი იყო,ასეთი სუსტი რომ არ ყოფილიყო აკაკი დ გივის შეწინააღმდეგებოდა იქნებ დღეს მისი მშობლები ცოცხლებიც კი ყოფილიყვნენ,მაგრამ ყველაფერი უფლის ხელშია და მხოლოდ მან იცის რა და როდის უნდა მოხდეს.გოგონა ისევ მიუახლოვდა უფროსის კრებს,აინტერესებდა შიგნით რა ხდებოდაა,უჩვეულო სიჩუმე ჩამოწოლილიყო ოთახში.მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გაიგონა გივის ხმადაბალი საუბარი და ყური ისევ მიუგდო. -ირაკლი,შვილო აუცილებლად უნდა გნახო დღესვე.-უთხრა ლამის ჩურჩულით. -..... -სასწრაფო რომ არ იყოს ხომ იცი არც გთხოვდი.ტელეფონზე ვერაფერს აგიხსნი. დღეს ღამის პირველ საათზე ჩვენს ადგილად დაგელოდები.აუცილებლად მოდი.- ჩასძახა ბოლო სიტყვები მკაცრად და ტელეფონი გათიშა.შემდეგ მირანდას ტელეფონზე დარეკა.ქალი ელდანაკრავივით მივარდა ტელეფონს. -გისმენთ ბატონო გივი.-აჩქარებული გულის ცემა დაირეგულირა და ისე უპასუხა. -არავინ შემოუშვა გურანდა ჩემთან.ცოტა უნდა დავისვენო და მერე წავალ სახლში.- დაღლილი ხმით უთხრა კაცმა და ყურმილი დაკიდა. -სახლში კი კარგად ვიცი სადაც აპირებ წასვლას.-ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა მჟავიამ და გათიშული ტელეფონის ყურმილი პარატს კი რ დაადო არმედ დაანარცხა.ყველაფერი დეტალურად ლადოს მისწერა,სმს წაშალა და დაელოდა როდის გავიდოდა გივი სამსხურიდან.უკან უნდა გაჰყოლოდა და ეთვალთვალა., მერე ირაკლის გაჰყვებოდა და ანას ადგილსამყოფესაც მიაგნებნენ.უკვე სამუშაო საათები იწურებოდა მჟავია სამსახურიდან რომ გამოვიდა და მანქანისკენ წავიდა. ავტოსადგომიდან ცენტრალურ ტრასაზე გავიდა და ცოტა ხანს იარა.იქვე მოსახვევში ლადოს მანქანა დალანდა,მანაც იქით გადაუხვია და მანქანის პირისპირ გააჩერა.ბიჭს მისთვის გამოსაცვლელი ტანსაცმელი,იარარი და კიდევ საჭირო ნივთები მოემარაგებინა.მანქანა რომლითაც მირანდას და სხვა კიდევ რამდენიმე მის თანამშრომელს უნდა ეთვალთვალათ უკვე ელოდა,სწრაფად გამოიცვალა. ყველა საჭირო ნივთი და იარაღი აიღო და იქვე მდგარ დაბურულ მინებიან შავ ჯიპში მკვირცხლად ჩასკუპდა.ბიჭებმა უფროსისგან მითითებები მიიღეს და საბურავების წივილით მოწყვიტეს მანქანა ადგილს.სანამ გივი შნობიდან გამოვიდოდა და ირაკლისთან წასასვლელად მოემზადებოდა.იქვე კუთხეში ელოდნენ მირანდა და ბიჭები.უკვე თორმეტს გადაცილებული იყო გივი რომ შენობიდან გამოვიდა და მანქანისკენ დაიძრა.ეს ბიჭებისთვის სიგნალი იყო რომ მზადყოფნაში ყოფილიყვნენ.მალე მატი მანქანაც დაიძრა დ უკან მიჰყვა სიმონისვილის მანქანას.ცოტა ხანში კაცი ქალაქს გაცდა და გეზი უცხო მიმართულებით აიღო,იმდენად ნელა და შეუმჩნევლად მიჰყვებოდნენ უკან რომ სიმონიშვილს არც კი გაუაზებია რომ შეიძლებოდა ვინმე ადევნებოდა. ლადო და სხვა დანარჩენი ჯგუფი გოგიტას უთვათვალებდა.ბიჭის მანქანა საკუთარ ორ სართულიან სახლთან გაჩერდა და ისიც მაშინვე გადმოვიდა.ეტყობოდა ანერვიულებული იყო.იქვე შორიახლოს ბექას მანქანას მოჰკრა ლადომ თვალი. აი თურმე სად იყო ამდენი ხანი გასვიანი.გოგიტას უთვალთვალებდა.საკმაოდ ჭკვიანი და აზრიანი ბიჭი გამოდგა ბექა,იცოდა რომ მეტრეველის წყალობით ადვილად გავიდოდა ირაკლის კვალზე და ისიც მას მიჰყვა.ბექამაც დაინახა ლადოს მანქანა მაგრამ არ შეიმჩნია,ეხლა ნაცნობობის და საუბრების დრო არ იყო.მთელი ეს კვირა გიჟს გავდა გასვიანი,ყველა ეოციას და ტკივილს ბლოკავდა,იქ სადღაც ტვინის ბნელ კუთხესი,რადგან ეხლა სისუსტის დრო არ იყო,ეხლა უნდა ებრძოლა რომ როგორმე ანუკი გამოეყვანა იმ ჯოჯოხეთიდან.გრზნობდა,იცოდა,ხვდებოდა ეხლა რა დღეშიც იყო გოგო და გული საშინლად სტკიდა.მოლოდინი აგიჟებდა,არც მეგობრების და არც ახლობლების დანახვა არ უნდოდა,მათი თანაგრძნობით სავსე თვალების დანახვა ყველაზე მეტად ამწარებდა.მას თანაგრძნობა კი არა ანუკი სჭირდებოდა,ის ერთადერთი ვინც მის ცხოვრების აზრს და სიყვარულს წარმოადგენდა.ვისთვისაც უნდა ეცოცხლა და გაებედნიერებინა.ამ ფიქრებში ჩაძირულმა მოჰკრა თვალი როგორ გაიღო ეზოს ჭიშკარი და გოგიტა ეხლა სხვა მანქანით გამოვიდა გარეთ, ეტყობა საკმაოდ ეჩქარებოდა.თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა ზვერავდა ვინმე ხომ არ უთვალთვალებდა.ბექა იმდენად ფრთხილად იყო რომ ამ ერთი კვირის მანძილზ მეტრეველი ვერც ხვდებოდა ვინმე თუ უთვალთვალებდა.ლადო და მისი ბიჭებიჩ ნელა დაიძრნენ და გასვიანის მანქანას უკან მიყვნენ,რომელიც გოგოტას მანაქანას შეუმჩნევლად ადევნებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.