შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ბოსი! [3]


20-02-2016, 21:25
ავტორი Likk Red
ნანახია 6 838

სექსუალური ბოსი!
III თავი.
და როგორც იქნა აღმოჩნდნენ დამიანის ოთახში მასთან ერთად, ნია ცოტაც და აფეთქდებოდა, როცა ხედავდა მის მშვიდ სახეს, ისეთს თითქოს არაფერი დაეშავებინოს და უფრთო ანგელოზი იყოს.
–ამიხსნი რა ჯანდაბა გააკეთე?– გაბრაზებულმა ხმამაღლა დაუყვირა. მაგრამ როცა დამიანის გაცეცხლებული თველები შეამჩნია თამამი ლომის მაგივრად პატარა შეშინებულ თაგვად გადაიქცა.
–უბრალოდ მოეშვი და ამყევი. შენ მხოლოდ ეს გევალება
–ა რ ა!– კატეგორიული ხმით უთხრა– ახლავე ყველაფერს ვეტყვი ბატონ ირაკლის
–ბატონი ირაკლი სახლში არაა– სიტყვები ირონიული ხმით წარმოთქვა და სააბაზანოსკენ წავიდა– თუ გინდა ეკეს უთხარი, კაწიასაც და ისიც უთხარი როგორ მოგწონს ჩემ მკლავებში ყოფნა, ჩემი შეხება როგორ გსიამოვნებს და კიდე როგორ გითამაშებს ეგ ჰორმონები– სიცილით ამბობდა, მანამ სანამ სააბაზანოს კარებს მიიხურავდა.
ნია გაოცებული იდგა და დახურულ კარს მიშტერებოდა, საშინლად აწითლდა, როცა დამიანის სიტყვები გაიაზრა, შერცხვა. როგორც ჩანს მისი გრძნობები ადვილი შესამჩნევი იყო რაც არ მოსწონდა, მაგრამ როცა ის ეხება სულ ავიწყდება ყველაფერი. საგონებელში ჩავარდნილი იქვე ჩამოჯდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა აყოლოდა თუ არა ამ თამაშში თუ ეთქვა სიმართლე. სიმართლეს თუ იტყოდა ის ახლოსაც აღარ გაეკარებოდა და შეიძლება სამსახურიც დაეკარგა, რაც არ უნდოდა, მაგრამ თუ ამ თამაშში აყვებოდა მოატყუებდა მის უფროსებს და მის მეგობარსაც.
–მაგრამ მას უკვე ვატყუებ– ხმამაღლა წარმოთქვა მისი ფიქრები და საწოლზე გადაწვა. გონებაში ათჯერ გადახარშა ყველაფრის პლიუსი და მინუსი, ყველაფერი გათვალა, მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა რა უნდა გაკეთებინა.
–ჯანდაბა იყოს როგორც არის– ისევ ხმამაღლა დაელაპარაკა მის თავს, რაზეც პასუხი მიიღო.
–ძალიან კარგი– ოთახში დამიანი შემოვიდა, რომელმაც მისი სიტყვები გაიგონა. საწოლზე ნიას გვერდით წამოწვა და ყელში ფრთხილად აკოცა, სწორედ ამ დროს გაიღო ოთახის კარი და კაწია შემოვიდა, რომელსაც უკან ეკე მოჰყვა. გაოცებულები ერთადგილზე გაშეშდნენ, როცა წყვილი ასე დაინახეს.
–ამმ, ესენი მოგიტანე, ჩაიცვი და დაბლა ჩამოდით– კატერინამ ნიასთვის ტანსაცმელი იქვე მაგიდაზე დადო და ეკესთან ერთად ოთახი დატვა. ნია აწითლებული სახით წამოდგა და დამიანს თვალები დაუბრიალა, რომელიც გულიანად იცინოდა.
–რა გაცინებს იდიოტო?– შეუღრინა– გადი ოთახიდან უნდა გამოვიცვალო
–ჩემი ოთახიდან მაგდებ?
–კი, ადექი და გადი ოთახიდან– ხელით კარისკენ მიუთითა, დამიანი სიცილით წამოდგა და კარისკენ წავიდა, მაგრამ ნიას სიტყვებმა შეაჩერდა
–და გაითვალისწინე, ასე მეორედ არ მოიქცე მაშინ როცა მარტო ვართ.
–რას, როგორ, რანაირად და სად გავაკეთებ ეგ ჩემი გადასაწყვეტია პატარავ. ამიტომ თავი არ შეიწუხო მაგ საკითხზე ფიქრით.
–მე გაგაფრთხილე, ჩემ შესაძლებლობებზე ბევრი რამ არ იცი– თვალი ჩაუკრა და სააბაზანოსკენ საჯდომის ქნევით წავიდა. დამიანმა ჩუმად შეიკურთხა და ოთახი დატოვა.
დამიანმა გაოგონა როგორ საუბრობდნენ ეკე და კატერინა მასზე და ნიაზე.
–მოდი ჩემ საქმეს თქვენ ნუ გაარჩევთ. ყველამ თავის შეყვარებულს, საცოლეს, ცოლს თუ საყვარელს მიხედოს– იცონიულად ჩაიცინა– ხომ იცით არ მევასება ეს ჭორიკანა ხალხი, ნუ დაემსგავსებით რა– მხიარულად ჩაილაპარაკა და მაგიდას მიუჯდა, რომელიც კატერინას გაეშალა.
–ნია სადაა?– მისი სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია ერეკლემ.
–გამოიცვლის და ჩამოვა.– მხრები აიჩეჩა და კარგად შემწვარი კატლეტი მის თეფშზე გადადო.
–კაწ ნიასთან ადი 2 წუთით– ეკემ კატერინას ღიმილით გახედა, ფეხზე წამომდგარ გოგოს საჯდომზე ხელი მიარტყა. რაზეც კატერინამ ჩუმად ჩაიცინა და ოთახი დატოვა.
დამიანმა მათ საქციელზე ტვალები აატრიალა.
–რანაირად იქცევი?– ღიმილი სახიდან ჩამოირეცხა ეკემ და ძმას შეუღრინა– კატერინასთან ერთად როცა ვარ არ გაბედო და ეგეთი ტონით არ დაილაპარაკო და არც ეგეთი სისულელე თქვა, ხო იცი როგორ ვერ ვიტან როცა ასე საუბრობ, ყოველთვის ამაზე გეჩხუბებოდი, შენ კი მაინც იგივეს აკეთებ. იმედი მაქვს ნიასი მაინც შეგრცხვება და წესივრად მოიქცევი.
–მე არავისი მრცხვენია და ნიამ კარგად იცის როგორიც ვარ, ამიტომ არ მჭირდება კარგი ბიჭის როლის თამაში
–არავინ გეუბნება კარგი ბიჭი იყავითქო, უბრალოდ მოიქეცი წესივრად.– მკაცრი ხმით ელაპარაკებოდა, თითქოს რაიმეს შეაგნებინებდა. დამიანმა ეს სიტყვები ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა.
–და წესივრად მოქცევას რას ეძახი შეგიძლია განიმართო?
–ჯერ ერთი ეგ ირონიული ტონი მოიშორე და მეორეც კარგად იცი რას ვგულისხმობ.
–არა ძამიკო არ ვიცი იქნებ ამიხსნა?
–დამიან!
–ნუ მეძახი ეგრე– დაუყვირა ბოლო ხმაზე და მაგიდაზე ხელი ძლიერად დააწტყა.
–რაც გქვია იმას გეძახი
–არა! არა და კიდევ ერთხელ არა! მეორედ ეგრე არ მომმართო. გასგებია?– გაცეცხლებული მის ძმას უყვიროდა. როგორ ვერ იტანდა როცა სახელით მიმართავდნენ ოჯახისწევრები.
–დამია...
–ერეკლე ერთხელ მაინც გააკეთე ისე როგორ გეუბნები– მშვიდად მიმართა ძმას და გაჩუმდა. სამზარეულოში კატერინა და ნია შემოვიდნენ, მალევე იგრძნო ორივემ დაძაბულობა.
–ერეკლე რამე მოხდა?– ჩუმად კითხა კატერინამ, რომელსაც მის გვერდით ადგილი დაეკავებინა და თავი მის ყელში ჩაერგა.
–ყველაფერი კარგადაა.– გაუღიმა და შუბლზე აკოცა– მოდი ნია დაჯექი და მიირთვი, არ მოგერიდოს
–არ მშია– მხრები აიჩეჩა. დამიანის გვერდით ადგილი დაიკავა და წვენი ჭიქაში ჩამოისხა.
–ჭამე, რომ არ ჭამ მაგიტომაც ხარ ასეთი გამხდარი. დღეში ერთხელ ჭამა ვის გაუგია?– შეუბღვირა მეგობარს.
–მე გამიგია– გაიცინა ნიამ– მართლა არ მშია– მხრები აიჩეჩა და წვენი მოსვა.
–შეჭამ თუ მე გაჭამო?– გამხიარულებულმა დამიანმა ღიმილით გადახედა ნიას, თავისუფალი ხელი თეძოზე დაადო და ძლიერად მოუჭირა. ნია შეკრთა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, რაზეც დამიანი უფრო გახალისდა.
–არ მშია!– კატეგორიულად განაცხადა და დამიანის ხელი მოიშორა. თან მზერა ერეკლეს და კაწიას შეავლო, რაიმე ხომ არ შეამჩნიესო? მაგრამ წყვილი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ თან ჭამდნენ.
–შენით თუ არ ჭამ, მე გაჭმევ–სკამით მისკენ მიატრიალა ნია.
–დამიან
–გისმენ– საყავრლად გაუღიმა და ჩანგლით კატლეტი ტუჩებთან მიუტანა.
ერეკლე დამიანის სახელის გაგნებისას მათ მიაჩერდა და როცა დამიანის მომღიმარი სახე დაინახა გაოცდა. წუთების წინ უშლიდა ამ სახელის დაძახებას, ახლა კი ნიას მომღიმარი სახით უყურებს.
–დამიან არ მინდა– თავი გააქნია და ბიჭს შეუმჩნევლად შეუღრინა. გახალისებულმა დამიანმა ნიას ტუჩები კატლეტით მოსვარა.
–იცოდე დაგსჯი– სიცილით აფრთხილებს ნიას. მათთვის რომ შორიდან შეგეხედათ იფიქრებდით რომ საუკეთესო წყვილი იყო, მაგრამ თუ შიდა სამზარეულოში გარეკვეოდნენ იმედები გაუცრუვდებოდათ.
ნიამ მაინც თავისი გაიტანა და არ ჭამა, რაზეც დამიანი საშინლად გაბრაზდა, ბრაზი კი მაშინ გადააწვიყდა როცა ნია შეათვალიერა კატერინას ტანისამოსში. ეკეზე გაბრაზებულმა მაშინ ეს ვერ შეამჩნია. მოკლე ჯინსის შორსტი, ნახატიანი თავისუფალი რემბო მაიკა და უბრალო თეთრი კედები ეცვა. მისი გრძელი ფეხების დანახვისას ბევრი გარყვნილი აზრი დაებადა, მაგრამ მალევე გაფანტა ეს აზრები.
გასამხიარულებლად კატერინამ ქართული სიმღერბი ჩართო და ნია წამოაგდო, რომ ეცეკვა. ბევრი ბუზღუნის თუ ჭიჭყინის შემდეგ დაითანხმა. გოგოებმა ლეზგინკა ძალიან ლამაზად შეასრულეს, რასაც ოსური მიაყოლეს, სვანურიც და რაჭულიც.
ნია ცეკვის დროს თითქოს დაღლილობისგან განთავისუფლდა, შვება იგრძნო და თავისუფლად აათამაშა სხეული სიმღერის ჰანგზე. დამიანი მის შემხედვარე დორბლებს იწმენდდა. მთლიანად ტკბებოდა მისი ყურებით. თვალსაც კი ვერ წყვტდა.
–ეკე მიდი აჭარული ჩართე რა– რაჭულის დასრულებისას კატერინამ ბრძანება გასცა. ნია ფიზიკური დაღლილობის გამო სავარძელში ჩაესვენა და ბალიშებში რბილად მოთავსდა.
–პატარავ დაიღალე?– ტკბილი ხმით კითხა დამიანმა, მის სიტყვებზე თვითონვე გაეცინა. ნიას გვერდით ჩამოჯდა და სავარძელზე მიყურებული გოგო მის მკერდზე მიაყუდა. დაღლილი ნია არც შეწინააღმდეგებია, მისი სურნელი შეისუნთქა და თვალები დახუჭა. ლაკოსტას მამაკაცის სუნამოს სუნით იყო გაჟღენთილი მისი სამოსი, სასიამოვნო სურნელი, ნიას კი ეს მაშინვე შეუყვარდა.
–ნია მოდი აჭარულიც რა– კატერინა ნიას ხელზე დაეჯაჯგურა და ფეხზე წამოაგდო.– მხოლოდ ეს ერთი– შეეხვეყა. ეკემ მუსიკა ახლიდან ჩართო, ნიამ კი ბოლო ძალები მოიკრიბა და ცეკვა დაიწყო. დაღლილიც კი შესანიშნავად მოძრაობდა, სხეულს მუსიკას აყოლებდა, გახურებულს დაღლილობა გადაავიწყდა, აჭარულს მთიულურიც მიუმატეს.
გაოცებისგან მოძრაობაც კი შეწყვიტა როცა დამიანი ცეკვით წავიდა მისკენ. მკვეთრად და შესანიშნავად აკეთებდა მოძრაობებს, მხრებში გამართული ახმახის ყურებისას ყველა გააოგნდებოდა, თითქოს მისთვის იყო შექმნილი ცეკვა.
–ჰე რას გაჩერდი იცეკვე– საჭდომზე ხელი მიკრა ნიას. ორმაგად გაოცებული გოგო რიტმს აყვა.
ეკე და კაწია გაოცებულები შეჰყურებდნენ წყვილს, რომელსბიც ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები. მხოლოდ ისინი ხედავდნენ მათ შორის უხილავ ძაფებს, რადგან ორივეს კარგად იცნობდნენ.
–ვსო მორჩა, აღარ შემიძლია– სავარძელში გაწვა და ხელები მკერდზე შემოიწყო, ღრმაც სუნთქავდა. გაოფლილ სახეზე მიკრული თმები სულ არ აწუხებდა, მთავარია სუნთქვაში ხელს არ უშლიდა.
–დიდიხანია არ დაღლილხარ ასე– თვალების ტრიალით უთხრა კატერინამ და მუცელზე ხელი დასცხო, ტკივილისგან მოკუნტულის ჩუმი კვნესა წყდებოდა ტუჩებიდან.
–საქონელო– ძლივს წარმოთქვა სიტყვები, თმები სახიდან გადაიწია და დივანზე ჩამოჯდა.– ბოს რაღაც უნდა გთხოვო
–გისმენ– ერთდროულად წარმოთქვეს დამიანმა და ერეკლემ, რაზეც ნია და კატერინა ხმამაღა ახარხარდნენ. სიცილით გული იჯერეს თუ არა ნია ეკეს მიუტრიალდა.
–ამ ჯერად თხოვნა ბატონ ერეკლესთან მაქვს, კატერინა უნდა მათხოვო ცოტახნით, სულ რაღაც ერთი ღამით, ბევრი რაღაც მაქვს მოსაყოლი– პატარა კნუტის თვალებით გახედა უფროსს. არასდროს ეგონა რომ ეკესთან ასეთი ურთიერთობა ექნებოდა "მეგორბული". მაგრამ არავინ იცის რა ხდება ცხოვრებაში.
–არა– ერეკლეს მაგივრად დამიანმა უპასუხა, რაზეც ნიამ შეუბღვირა.
–მე ეკეს ვკითხე და არა შენ საყავრელო– თვალი ჩაუკრა, დამიანი წარბშეკრული შეჰყურებდა ძმას და თვალებით ეხვეწებოდა რომ უარი ეთქვა, არ უნდოდა პირველივე შანსი ხელიდან გაეშვა.
–როგორც თქვენ გინდათ გოგოებო– მხრების ჩეჩვით თქვა ერეკლემ და დამიანის მკლვევი სახე დააიგრნორა.
–კარგი, მიდი წაცუნცულდი შენ ამათი ოთახებისგან მოშრებით არსებული ოთახი მაოწესრიგე. მესამე მსოფლიო ომი იწყება.
......
უცნაური შეგრძნებისგან ეღვიძება. თბილი ჰაერი კისერზე ეფინება. თითებს კი მის მუცელზე გრძნობ. მთლიანი ზურგი ეწვის, უცნაური შეგრძნებაა.
ახსოვს რომ ასე კატერინასთან ერთად არ დაწოლილა, სწრაფად ფხიზლდება და გველნაკბენივით შორდება სხეულს რომელიც წვავდა.
დამიანის დანახვისას ბრაზი აწვება, ახრჩობს, 'ჯერ ეს ურთიერთობები არ იკმარა ახლა ჩემთან ერთად ძილიც მოუნდა'– ფიქრობდა და ამ ფიქრს უამრავ სალანძღავ სიტყვებს ამატებდა, მასზე მიშტერებული კი გახედავზე არც ფიქრობდა.
დამიანი კი გრძნობდა მის მზერას და ცდილობდა არ გაღიმებოდა, კომფორტულად წოლის და მშვიდად ძილის გამო არ უნდოდა მალევე გამოფხიზლებულიყო, მაგრამ მთელი ღამე ხომ ფხიზლად იყო? მისი სიახლოვე ძილის საშუალებას არ აძლევდა.
–ადამიანზე მიშტერება რომ უზრდელობაა არ იცი?– ბოხი ხმით წარმოთქვა სიტყვები. ნიამ ამ ხმის გაგონებისას ჟრუანტელმა დაუარა, ბუსუსებმა დააყრა. მზერა მოაშორა თუ არა იქვე დაწყობილი კატერინას ტანსაცმელს მოჰკრა თვალი. ხელი დაავლო და სააბაზანოსკენ გაიქცა.
დამიანმა ცალი თვალი გააყოლა როგორ მიდოდა სააბაზანოსკენ.
–აი საჯდომი მესმის– თავისთვის წაიბურტყუნა და საწოლზე თავი დაახეთქა, მის სიტყვებზე სიცილი აუტყდა, გაახსენდა გუშინდელი საღამო როგორ შეუვარდა ეკე ოთახში და როგორ თხოვა რომ კატერინა გამოეყვანა ოთახიდან. ეკეც სიხარულით დასთანხმდა ცოლთან წოლას რა ჯობიაო.
–არა რაა– იცინოდა თავისთვის– რა მაგარს გავაჩაილიჩებ, თქვენ ხომ არ იცით– მისი გეგმის გახსენებისას მხიარულად აუთამაშდა თვალები. საწოლიდან წამოდგა, რა დროსაც ნია გამოვიდა.
დამიანის საცვლებით დანახვისას სუნთქვა შეეკვრა. ტვალები მისი სხეულისკენ გაექცა, მთლიანად აათვალიერა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. როცა დამიანის სახეს გადააწყდა გაწითლდა, მისმა ირონიულმა სიცილმა კი გააბრაზა, მაგრამ სირცვილის გამო არაფერი თქვა.
–მე... მე დაბლა ჩავალ– ჩამწყდარი ხმით თქვა და მზერა აარიდა, კარებისკენ წასულმა ტუმბოზე არსებული ტელეფონს დაავლო ხელი და გაუჩინარდა ოთახიდან. დაბლა ჩასვლამდე დედამის დაურეკა და გაესაუბრა, როგორც ყოველთვის ჩაფიქრებული მოკლე საუბარი ძალიან გაუგრძელდათ, რადგან ერთმანეთს ახალი ამბები მოუყვნენ. ნია ყოყმანობდა ეთქვა თუ არა დამიანზე სიმართლე, მაგრამ ბოლოს თავი შეიკავა.
–ქორწილის დღე დანიშნეთ?– ინტერესით გახედა წყვილს და მათ მოპირდაპირე მხარეს სავარძელში ჩაესვენა ყავით ხელში.
–ტელეფონზე რომ გელაპარაკე ხო გითხარი? 15 აპრილს სიყვარულის დღეს– მხრები აიჩეჩა კატერინამ და ეკეს სიყვარულით სასვე მზერით გადახედა.
–დიდი ქორწილი იქნება ხო?
–კი, ნათესავები, მეგობრები, პარტნიორები– თვალების ტრიალით თქვა ეკემ, რაზეც კაწიამ ჩაიცინა.
–ხოო დიდი ქორწილი იქნება– დაეთანხმა კაწიაც.
–მე არ მოვდივარ– ოთახში შემოიჭრა დამიანი და წყვილს 'ახალი ამბავი' ახარა.
–კარგი რა საყავრელო აპირებ იქ მარტო გამიშვა? შანსი არ გაქვს, შენც ჩემთან ერთად წამოხვალ– ბოროტულად ჩაიცინა ნიამ.
–არა, არ მიყვარს ქორწილები, ბოდიში საყავრელო მაგრამ მარტო მოგიწევს წასვლა– ლოყაზე კოცნით დააჯილდოვა და გამარჯვებული ღიმილი აჩუქა.
–კარგი– მხრები აიჩეჩა– კაწ იაკობი ხო დაპატიჟე ?
–კი, ჩემი ქორწილისთვის ჩამოვა საქართველოში
–ვინ არის იაკობი?– ძმებმა ერთდროულად წარმოთქვეს, რაზეც გოგოებმა სიცილი ატეხეს.
–იაკობი? ის არის... მმ, როგორ გითხრა?
–ხოო, აი სიტყვებით ვერ ავღწერთ ის ჩვენთვის ვინ არის.
–კატერინა.
–ნია.
–რაა?– ძმების ერთდროულ ქმედებისგან დაბენული გოგოები ერთად წამოიყვირეს.
–არა რაა– იცინის ნია– მისი სახელის გაგონებისასაც როგორ ვხალისდებით
–აბა გოგო– იცინის კაწიაც. წარბშეკრულ ეკეს ყურებისას უფრო ეცინება.
–ჰა ახლა იტყვით ვინაა იაკობი?
–იაკობი, იაკობია.– დამიანის გასაბრაზებლად გასცა ასეთი პასუხი, მის წარბშეკრულ სახეზე ხალისობდა, უნდოდა გაებრაზებინა და გამოსდიოდა კიდეც.
ყავის ჭიქით ხელში სამზარეულოში გავიდა, სახიდან კმაყოფილ ღიმილს ვერ იშორებდა, ესმოდა ფეხების ხმა, იცოდა რომ დამიანი მიჰყვებოდა უკან. ჭიქა მაგიდაზე დადო და თაროდან პარკი გამოირო, რომელშიც გემრიელი 'შუ' ეგულებოდა. გახარებულმა ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და 'შუ'ს ჭამას შეუდგა.
–ნია
–ჰმმ– უცნაური ხმა გამოსცა, დამიანს გახედა რომელიც კარებთან შეჩერბულიყო, ნიას სახეის დანახვაზე ჩუმად ჩაიცინა და მისკენ წავიდა. მასთან ისე ახლოს შეჩერდა რომ სუნთქვაც კი შეეკრა ნიას და როცა დამიანი მის ტუჩს თითებით შეეხო, სუნთვის არსებობსა სულ გადაავიწყდა. ქვედა ტუჩზე თითი მთლიანად გადაატარა და 'შუ'ს კრემი მოაშორა. 'შუ'ს კრემით მოთხვრილი ცერა თითი კი პირში ჩაიდო. გაოცებულ ნიას ყურებისას ეცინებოდა.
–გემრიელია, მეც მაჭმევ?– ვითომც არაფერი ისე იკითხა და ერთი 'შუ' მოპატა ნიას.
აწითლებულმა ნიამ მზერა მოაშორა და 'შუ'ს ჭამა გააგრძელა, დამიანს ყურადღებას არ აქცევდა და ცდილობდა რამდენიმე წამის წინ მომხდარი გონებიდან ამოეგდო.
–იაკო...
–ჩემი და კატერინას მეგობარია– მობერზრებულმა სიტყვა გააწყვეტინა.– ბავშვობიდან ვიცნობ, თითქმის მისი გაზრილი ვარ, იმიტომ რომ ის კატერინას ტოლია, მე კი მათზე 3წლით პატარა ვარ
–გასაგებია და რამდენი წლის ხარ?
–იმდენი და ცოტა ნაკლები– სიცილით უპასხუხა და ცერა და საჩვენებელი თითებით აჩვენა 'პატარა'ო. – 24 წლის ვარ. შენ?
–27
–არააა– დაეჭვებულმა გახედა– 35 წლამდე მეგონე– სიცილით დაამატა.
–ჰა ჰა ჰაა– თვალები აატრიალა– სამსახურში არ გაგვიანდება შენ?
–დღეს არ ვმუშაობ. ბატონმა ირაკლიმ და ბატონმა ერეკლემ დასვენების უფელბა მომცეს კვირა დღეს. ახალი უფროსი უჟმურია, არ ვიცი დამასვენებს თუ არა, მაგრამ მაინც ვისვენებ.
–ახალი უფროსი ახლა ძალიან გაცოფებულია, ამიტომ უფრთხილდით– სიტყვების წარმოთმის პარალელურად, ცოტათი იხრება, ნიას მის მხარზე იკიდებს და მისაღებისკენ მიჰყავს, სადაც გვრიტები ჟყურტულებენ.
მათ გვერდით დივანზე დააჯინა ნია, რომელის გაბრაზებული უყურებდა.
–ჩემი 'შუ' მომიტანე– ხელით სამზარეულოსკენ გაიშვირა და 'ბრძანება' გასცა.
–მხოლოდ მას შემდეგ რაც მაკოცებ, ოღონს ლოყაზე არა– დაამატა სწრაფად და ტუჩები მისკენ მიწია. ტუჩების ნაცვლად კოცნა ცხვირზე დაიმსახურა.–ნია.
–რა? ლოყაზე არაო და– მხრები აიჩეჩა. დამიანი თავის ქვევით წავიდა სამზარეულოსკენ იქიდან სასუსვანებით ხელში გამოვიდა, ყველაფერი მაგიდაზე დადო, ნიას კი შუ ჩააბრა. მის გევრდით დაიკავა ადგილი და კინოს ყურებას შეუდგნენ. გოგოების წუწუნის შემდეგ "ჩარლის ანგელოზების" ერთერთი სერია ჩართეს.
დღე ძალიან მხიარულად მიილია, ნიას და დამიანს თითქოს გადაავიწყდათ რომ ეს ურთიერთობა თამაში იყო, თავისუფლად იქცეოდნენ, რაც მეტ დამაჯერებლობას მატებდა. გრძნობებს გასაქანს აძლევდნენ და არც ცდილობდნენ იმ ფაქტის გახსენებას რომ ეს თამაში იყო. გვერდიგვერდ ჩახუტებულები ისხდნენ, წყვილებში თამაშობდნენ.
კატერინამ ნია კიდევ დაითანხმა და ის დღეც მასთან დარჩა. პირობა მისცა კაბას ათხოვებდა და ყველა საჭირო ნივთს მისცემდა, თავიდან უარზე იყო, მაგრამ შემდეგ როცა ერეკლე ჩაერია საბარში ნიას შერცხვა და მაშინვე დათანხმდა.
დამიანს მეტი რა უნოდა, კიდევ ერთი ღამე გაატარა მასთან ახლოს, სანამ ნიას არ ჩაეძინა, მანამ არ მიაკრებია, შემდეგ კი სხეულზე მიიხუტა. სახეზე ეფერებოდა, მის თმებზე თამასობდა. ბოლოს კი წინა ღამის უძილოს მშვიდად ჩაეძინა.
.....
ვცდილობ და იმდეი მაქვს გამომდის...



№1 სტუმარი ციცი

იმმ გამოგდის და ბოლომდე მიიყვანე

 


№2  offline წევრი marikuna987

ძალიან მაგარია

 


№3  offline წევრი kiko

გამოგდის ნამდვილად. ძალიან კარგია ❤ მართლა ძაან ვიხალისე ამის კითხვისას

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzann kargiaaa ... vgijdebi am wyvilze ukvee
--------------------
G.ke

 


№5  offline წევრი natia-natia

ძალიან მომწონს

 


№6  offline წევრი kora

მმმ, ეს რა გემრიელი და ტკბილი ისტორიაა, ვგიჟდები ისე მომწონს love
--------------------
kira.G

 


ვაუბეს არის ძალიან კარგი ისტორია მოუთმენლად ველი შემდეგ თავს
--------------------
romantikosi mwerali

 


№8 სტუმარი nino k.d

dzalian Kargia , saintereso. male dade da tavebi gazarde tu shedzleb

 


№9 სტუმარი Monika

Rato agvianeb ese dzan momewona da minda male wavikitxo axal axali tavebi

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა კარგები არიან უხხხ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent