შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური ბიძაშვილი (თავი5)


20-02-2016, 23:41
ავტორი Havai
ნანახია 1 902

სკოლიდან გამოვედი და სახლისაკენ წავედი, დღეს არაფერის თავი არ მქონდა, რაც უფრო ახლოვდებოდა ხვალინდელი დღე უფრო მეტად ვითრგუნებოდი, მიუხედევად იმისა, რომ ნატუკა გვერდიდან არ მშორდებოდა. მათემატიკა და ფიზიკა გავაცდინე, სახლში ავედი, უთქმელად შევედი ოთახში, ყველამ იცოდა რომ არაფერი უნდა ეთქვათ, მხოლოდ თაკო ვერ ხვდებოდა ვერაფერს, ეგონა ავად ვიყავი და ამიტომ ვიწექი, მე კი ხმას არ ვიღებდი, ყველა ემოცია, მოგონება, ერთად მომაწვა. ისევ გამახსენდა, აქამდე არ ვფიქრობდი მასზე, უბრალოდ არ მინდოდა მეფიქრა, ახლა კი მოახლოვდა მისი დაბადების დღე...
-მარიამ გაიღვიძე, -ნატუკას ხმა იყო.
-არ მძინავს.
-როგორ ხარ?
-ვარ შენ?
-როდის ადიხარ?
-ხვალ, ხვალ აქვს დაბადების დღე.
-კარგი, მეც წამოგყვები.
-არაა საჭირო.
-არ მინდა რომ მარტო იყო.
-ვიცი, მაგრამ მასთან მარტო მინდა, მე მისნაირი არ ვარ, არაფერს ჩავიდენ.
-კარგი, რა გაეწყობა...
ნატუკა ჩამეხუტა და ოთახიდან გავიდა. ჩემს ფიქრებთან ისევ მარტო დავრჩი.
*** 2 წლის წინ ***
-ხვალ დაბადების დღე მაქვს, მოხვალ?
-არ ვიცი, ვნახოთ.
ცოტა გავეპრანჭე და გავიცინე.
-ანუ მოხვალ.
-თუ მოვიცალე.
-მარიამ, დამპირდი რომ მოხვალ.
-ვნახოთ.
გავუცინე და გამოვეცალე.
საჩუქარი ვუყიდე-საათი, სხვა რა უნდა ამერჩია მისთვის. წასვლა მინდოდა, მაგრამ თან ვიფიქრე გავაწვალებთქო, თუმცა არ გამომივიდა, შავი კაბა ჩავიცვი, მოკლე არ იყო, მაგრამ არც გრძელი, ტაქსი გამოვიძახე და 10 წუთში უკვე ბართან ვიყავი. მყუდრო ბარი იყო, მხოლოდ მისი მეგობრები იყვნენ, ყველა გავიცანი და რა თქმა უნდა ძალიან კარგად მექცეოდნენ. ყველა ძალიან მომეწონა, ვფიქრობ მათაც. თურმე ჩემზე ბევრი იციან, არ გამკვირვებია.
-წამოდი, ვიცეკვოთ.
-არ მინდა.
სერიოზული სახით ვუთხარი და გვერდზე გავიხედე.
-წამოდითქო.
მკაცრად მითხრა, გამიკვირდა. არასდროს უთქვია ასე, ჩემს ფიქრებს მიხვდა და გამიღიმა.
-გთხოვ, ჩემი დაბადების დღეა.
ისეთი საყვარელი იყო, უარს ვერ ვეტყოდი, მართალია რამდენიმე წამის წინ უარი ვუთხარი მაგრამ...
ჩამეხუტა. თითქოს მეც ჩავეხუტე, მიხვდა და გაეღიმა, იცოდა ჩემი ხასიათი, საერთოდ მე მას არასდროს ვეხუტებოდი, იცოდა, გრძნობდა მაგრამ არასდროს უსაყვედურია, ან რაუნდა ეთქვა, ჩვენ ხომ ერთად არ ვყოფილვართ, შეყვარებულებიც არ ვიყავით, ეს რაღაც სხვა იყო, უფრო მეგობრული, მაგრამ ის ჩემსმიმართ მხოლოდ მეგობრული არ ყოფილა. მე კი მის მიმართ ძალიან ცივი ვიყავი, ამასაც გრძნობდა, მაგრამ არც ამაზე მეუბნებოდა რამეს. არ ვიცი ასე მიხუტებული რამდენ ხანს ვიყავი მასზე, ბოლოს გამოვეცალე და იქვე დავჯექი. გვერდზე მომიჯდა.
მალევე წამოვედი, გასვლისას დავემშვიდობე.
-დიდი მადლობა, ძალიან გავერთე.
-მადლობა შენ, რომ მოხვედი.
******
მოგონებებიდან გამოვერკვიე და წამოვდექი, წერილი მინდოდა ამეღო, რომელიც მან დამიწერა, ვერ შევძელი, უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, ალბათ სიცხეც მქონდა, თავი ბალიშზე დავდე, არ მახსოვს როდის ჩამეძინა. დილით გვიან გამეღვიძა, მაშინვე წამოვდექი, მოვემზადე და იქ წავედი, სადაც მელოდებოდა, ადამიანი, რომელსაც ვუყვარდი, მიყვარდა?........... ტაქსი გამოვიძახე, მისამართი ვუკარნახე, დიდი ხანი დამჭირდა იქ მისასვლელად, დრო ძალიან იწელებოდა.
-ალბათ უკვე საათნახევარია გზაში ვარ, -წუწუნი დავიწყე.
-მხოლოდ 5 წუთია.
გამომეხმაურა მძღოლი, ეს ალბათ იმის ბრალი იყო, მასთან შეხვედრა რომ მეჩქარებოდა. როგორც იქნა, მივუახლოვდი იმ ადგილს, სადაც უკვე 2 წელია ვხვდებით, შეხვედრის ადგილი შევცვალეთ, მხოლოდ. მანქანიდან გადავედი და პირველივე ქვაზე წარწერას შევხედე „გიორგი ბაქრაძე“. მისი სახეც დავინახე, შეცვლილი არ იყო, თითქოს ისევ ისე მიყურებდა, როგორცრამდენიმე წლის წინ, დიდი ხანი არ გასულა, მხოლოდ 2 წელი, უკვე 2 წელია მენატრება. აქ მის სანახავად, წელიწადში 2ჯერ თუ ამოვდივარ, არ ეწყინება, მე ხომ მასთან შეხვედრას არასდროს ვითხოვდი, მხოლოდ თვითონ მხვდებოდა, მე კი უფრო ხშირად უარს ვეუბნებოდი, წვალების ერთერთი ხერხიაო-გამიგია. მისი საფლავის წინ ვიდექი და ვერ ვინძრეოდი, მომენატრა, ჰო უსაზღვროდ მომენატრა, მაგრამ ეს რას ცვლის. ის აღარაა და ძველებურად ვერ გავეხუმრები, სულ ტყულად ვერ მოვატყუებ. არ დავუჯერე, მაგრამ რავიცი რომ ეს ჩემ გამო გააკეთა? ის ხომ ფაქტიურად ბავშვი იყო, მხოლოდ 16 წლის, ახლა 18ის გახდებოდა, დღეს, ზუსტად დღეს.
-ყველაფერი ჩემი ბრალია.
მხოლოდ ამ სიტყვებს ვიმეორებდი, არ მახსოვს რამდენ ხანს ვიდექი ასე, რომ არა ხმაური, კიდევ დიდხანს მომიწევდა ასე დგომა
-გიორგი ვინ არის?
-ის..უბრალოდ..
არ ვიცოდი რა მეპასუხა, არც ის ვიცოდი ვის ვპასუხობდი, არც კი გამიხედავს, ამან გული უფრო ამიჩუყა და ტირილი დავიწყე.
-კარგი დამშვიდდი, ეტყობა შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.
უკვე პანიკაში ვიყავი და ვერც ვიგრძენი ისე ჩავეხუტე უცნობს.
-იყო მნიშვნელოვანი, თანაც ძალიან, მას ვერავინ ვერასდროს შეცვლის.
-ასე ნუამბობ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, იქნებ იპოვო მისნაირი.
ამ სიტყვებზე შევხედე და მეცნო, ტირილისგან ძლივს ვიხედებოდი, გუგა იყო, მე მას ვეხუტებოდი.



№1  offline წევრი natia-natia

თავები გაზარდე

 


№2  offline წევრი Metalhead

ძალიან მაგარია ცოტა დიდი თავები დადე ♡♡♡♡♡♡ მალე დადე რა ♡♡♡♡

 


№3  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

Dzaan magariAa maale dade raaa
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№4  offline წევრი cancara

ჰაჰა გაგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent