შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგიაზე შეყვარებული 7


21-02-2016, 00:20
ავტორი gijka13
ნანახია 2 481

ესეც დაპირებული თავი, ვეცდები აღარ დავაგვიანო, შემიფასეთ. გკოცნით გეხვევით ბაბაიაგა მაგნიკა.

ამდენი ტყვილი ცხოვრებაში არ მითქვამს, დედას თითქმის ყველაფერი მოვატყვილეთ, გარდა ელენას სახელისა.
მამამაც გაიცნო, მოეწონათ სტუმარი, მაგრამ მაინც უკვირდათ ჩემი მოულოდნელი საუკეთესო მეგობრის გამოჩენა.
- მე და ელე დავიძინებთ.
ვთქვი, როცა საათს ავხედე, მაგები ღამე 12-ზე იძინებენ და დილის 6 საათზე უკვე ფეხზე არიან.
- ხო მგზავრობამ ძალიან დამღალა.
დამემოწმა ელენაც.
- რა თქმა უნდა, მშვიდი ძილი.
გვისურვა დედამ.
- კარგი სიზმრები, მე ხვალ სახლში არ ვიქნები საღამომდე ვმუშაობ, ამიტომ ხვალინდელ კარგ დღესაც დღეს გისურვებთ.
დაამატა მამამ.
- მადლობა მა.
- მადლობთ.
მხარი ამიბა ელენამაც და ჩემი ოთახისკენ მიმავალ კიბეებს ავუყევით.

- არა არა, აქ ვერდავიძინებ, გამორიცხულია.
თავი გაიგიჟა ელენამ.
- კარგი არაუშავს რა დამემართება, გვერდით ოთახში გადი იქ დიდი სივრცეა და არავის სძინავს ხოლმე, მაგრამ საწოლი სულ მზად არის.
ვურჩიე.
- კარგი, მაგრამ კოდი გვინდა, რამე რომ მოხდეს ადვილად შემატყობინებ.
- ელენა დამეხმარე არ წავა?
მომაბეზრებლად გადავატრიალე თვალები.
- ამას შენი მშობლებიც გაიგონებენ და რა ვუთხრა მე თეთრი მაგი ვარ და თქვენი შვილი შავმა მაგმა გაიტაცა, სატანისთვის მსხვერპლ შესაწირადთქო?
- არა არა მართალი ხარ. ჩვენს შორის ძალიან თხელი კედელია, რომ დავაკაკუნო იმ ოთახში გაიგონებ.
- სამჯერ დააკაკუნე.
- კარგი.
- ფხიზელი ძილი მაქვს ძალიან, არ იღელვო.
- არ ვღელავ, გენდობი.
ელენა წავიდა, საწოლში თავისუფლად და თბილად მოვთავსდი, ფიქრებში ჩამეძინა. ღამით ვგრძნობდი, რომ ვიღაც მიყურებდა, თავზე აშკარად ვიღაც მადგა. ნელნელა ვცადე ძილიდან გამოსვლა, პირველ ჯერზე არ გამომივიდა, მერე ცალი თვალის გახელა შევძელი. სიბნელეში ცალი თვალითაც გავარჩიე გაბრიელის სილუეტი.
ჯერ კიდევ მძინარე ვკითხე:
- აქ რას აკეთებთ?
- ვერ მოვისვენე.
დაბალი ხმით მიპასუხა.
- რატომ?
- შენზე ვნერვიულობ.
- არ ვღირვარ ამად.
- შენ იმაზე მეტი ღირხარ ვიდრე წარმოგიდგენია.
გაუცნობიერებლად გვერდზე გავიწიე და გაბრიელს საწოლის ნახევარი დავუთმე. მძინავდა და და ყველა მოქმედებას ავტომატურად ვასრულებდი.
მანაც დაიკავა საწოლის ნახევარი.
- ახლა როგორ გაქვთ გული?
თვალებ დახუჭული ვუსვამდი კითხვებს.
ხელი გულზე დამადო, ისევ ის ძალა ვიგრძენი და საოცრად მშვიდი, რიტმული გულის ცემა.
წამოვიწიე და თავი გულზე დავადე, რომ გამეცნობიერებინა რას ვაკეთებდი ალბათ ფანჯრიდან გადავხტებოდი.
მანაც ხელი მომხვია და მთელი ძალით ამიკრა სხეულზე, მე კი სახე მის ყელში ჩავმალე.
- მომენატრე.
მითხრა საოცრად თბილი ხმით.
მაგრამ ძილს თავს ვეღარ ვართმევდი. ასე მშვიდად არასდროს მიძინია, დილით მარტომ გავიღვიძე, მეგონა რომ ეს სიზმარი იყო, მაგრამ ამ სიზმარმა ძალიან კარგ გუნებაზე დამაყენა.
უკვე დილის 7 საათი იყო, ელენას კი კიდევ ეძინა. გადავწყვიტე ხელი არ შემეშალა, აქ მაინც დაევიწყებინა ცოტახნით მაგის დაზეპირებული მოვალეობები.
ტელევიზორი ჩავრთე, თუმცა საინტერესო არაფერი იყო. გამოვრთე და კომპიუტერი ავიღე, Facebook-ი გავხსენი და შეტყობინებების კითხვა დავიწყე.
ნატალიასგან ერთი შეტყობინება იყო.
" ვფიქრობ შეგვიძლია შევთანხმდეთ."
არ ვიცოდი რას გულისხმობდა, პასუხი არ მიმიწერია, არ მინდოდა მასთან რაიმე ურთიერთობა მქონოდა, მითუმეტეს მაშინ, როცა მისგან საფრთხე მემუქრებოდა.
დანარჩენი შეტყობინებები ძირითადად ესენი იყო: " გავიცნოთ ლამასო?", " ვისია ეს უცნაური და ლამაზი გოგო", მესამე პირდპირ საქმეზე გადავიდა, " თავისუფალ სექსზე რა აზრის ხარ?"
მომაბეზრებლად ჩავიფრუტუნე და ჭერს ავხედე
- ღმერთო ჩამო ძირს დაეხმარე ამათ.
შეტყობინებების კითხვა გავაგრძელე, დამთავრების დროს ჩემი რეაქციის მე თვითონ გამიკვირდა.
ჩემს გვერდზე გადავედი და მსხვილი შრიფტით დავპოსტე: " გამიშვით ამ პლანეტიდან", თან ფოტოც მივამაგრე, შავ-თეთრ ფონზე მჯდარი გოგო, სიგარეტით ხელში, რომელიც "მეამჩემფეხებას" იერით უყურებს მის გარშემო მყოფ ხალხს.
ონლაინს გადავხედე, გაბრიელი აქტიური იყო, საშინლად გავბრაზდი, რეაქცია არ ჰქონია რომ მეც აქტიური ვიყავი, ლინდა რას ელოდი, მან გითხრა რომ ურთიერთობა აღარ გექნებოდათ, არანაირი, თუ გგონია გუშინდელი სიზმარი მანაც ნახა. თანაც ის ცოლიანია. გამოფხიზლდი.
ნოუთბუქი დავხურე და გვერდზე გადავდე.
ელენამ ოთახის კარი შემოაღო.
- დილა მშვიდობისა.
შემოსვლისთანავე სააბაზანოში შევიდა.
- ელენა
დავაკაკუნი სააბაზანოს კარებზე.
- ჰო.
- შენს ოთახშიც არის სააბაზანო.
- ცხელი წყალი არაა ჩემთან.
მომაძახა.
- როგორ არა არის.
- არ არის.
- კარგი ხვალ მამას ვთხოვ შეამოწმოს.
- კარგი.
ბანაობას ახლა მე ვაპირებდი, მაგრამ უნდა დავლოდებოდი ქალბატონს. ვაღიარებ ვერ ვეგუებოდი სხვა რომ ჩემი საკუთრებით სარგებლობდა. ეგოისტი ვარ.
საწოლზე მომაბეზრებლად დავეცი და თვალები დავხუჭე. ჩამძინებია. პირველი საათი იყო რომ გამეღვიძა, ელენა გვერდით მეჯდა და ჩემს ნოუთბუქს ჩხრეკდა.
- რას აკეთებ?
- ფოტოებს ვათვალიერებ, ეს ბიჭი ვინ არის?
მიათითა ფოტოზე, რომელზეც მე და ჩემი დიდი ხნის "მეგობარი" ვიყავით გამოსახული, მეგობრობა თითქმის სხვა ურთიერთობაში იყო გადასული, როცა გავიგე რომ უბედურ შემთხვევას შეეწირა. საშინელება იყო, თუმცა საკუთარი თავის ხელში აყვანა სულ შემეძლო.
- ჩემი მეგობარი.
- როგორც ჩანს ძალიან ახლო, ხელში ჰყავხარ აყვანილი.
გაეცინა ელენას და წარბები სასაცილოდ აათამაშა.
- სამწუხაროდ აღარ არის.
- ასეთი ახალგაზრდა? მართლაც რომ სამწუხაროა, თან სიმპატიური ყოფილა. წყალი.
- რა წყალი.?
- დაიხრჩო ხო?
- საიდან იცი?
- დაგავიწყდა რომ მაგი ვარ?
- ხო მაპატიე.
საწოლიდან ავდექი და საბანაოდ შესვლა დავაპირე, რომ ელენას კითხვამ შემაჩერა.
- გიყვარს?
- რა?
- გიყვარს ეს ბიჭი?
- არა.
- ადრე გიყვარდა?
- თითქმის.
- მაგრამ მაინც გტკივა.
- რა თქმა უნდა.
- იცი, რობინს ადრე შეყვარებული ჰყავდა, ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ლეიკემიით გარდაიცვალა.
- მაგებს ჩვეულებრივი ადამიანების შეყვარება ხომ ეკრძალებათ?
- კი, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო.
- სხვანაირად როგორ?
- ხომ იცი რომ მაგები მუდმივ დაპირისპირებაში ვართ ერთანეთთან, ამ დროს ყოველთვის საყვარელი ადამიანები ზარალდებოდნენ, დარტყმას ერთმანეთს იმით აყენებდნენ რომ საყვარელ ადამიანს ართმევდნენ. ლილის ლეიკემიაც სწორედ ერთი რიტუალის და წყევლის შედეგი იყო... რონელიც რა თქმა უნდა ნატალიამ ჩაატარა. მას შემდეგ თეთრი ლოტოსის საბჭომ აკრძალა ჩვენი ურთიერთობა თქვენთან, თუ საქმე სწავლას არ ეხება. ამის შემდეგ ტარდება რიტუალი რის შემდეგაც უგრძნობები ვხდებით.
- თქვენ...
- მე და რობინს ორივეს ჩატარებული გვაქვს.
სიტყვა გამაწყვეტინა მან.
- კიდევ უყვარს?
- ლილი? არა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თანაც ვთქვი რომ უგრძნობები ვართ, მისთვის ლილი უბრალოდ წარსულია. ეს რიტუალი მხოლოდ დედას არ გაუვლია, არც სჭირდება, ის ძველი მაგია და ადამიანებთან ურთიერთობა არასდროს ეშლება, თანაც ახლოს არავის უშვებს.
- გასაგებია.

შხაპის ქვეშ სულ ელნას სიტყვებზე ვფიქრობდი, საშინლად დავიბენი, თუ გაბრიელი უგრძნობია, მაშინ რატომ უჩქარდება გული.
ვფიქრობდი და ფიქრი თავს არ მანებებდა, თუმცა მალევე გავაქრე ჩემი თავიდან, პირსახოცი მჭიდროდ შემოვიხვიე სააბაზანოდან გამოვედი. და ჰოპ, კიდევ ერთი სიურპრიზი.
ჩემს ოთახში, ელენა, სალი და სალის დეიდაშვილი დამიანი ისხდნენ. უკვე მეორედ ამ ტიპის წინაშე ნახევრად შიშველი ვარ.
- იქნებ გაგეფრთხილებინეთ.
საშინლად ვუსაყვედურე სალის.
- ამ გოგოს ტანსაცმელი არ უყვარს ხო?
ჩემზე მოათითა დამიანმა.
- იქნებ გახვიდე რომ ჩაცმა მოვახერხო, ან უკან შებრუნდი მაინც, არ გრცხვენია?
საშინლად მაღიზიანებდა ეს ტიპი, რადიკალურად განსხვავდებოდა გაბრიელისგან, მე კი ასეთ არასერიოზულ ადამიანებს ვერ ვიტანდი. სულ დებილივით იღრიჯებოდა.
როგორც იქნა საძინებლიდან გავაგდე, ელენას სალი უკვე გაეცნო მაგრამ სალიმ ელე გაიცნო და არა ელენა.
- მაპატიე ლინდა დამიანი ვერსად დავტოვე, სახლში არ დარჩა და იძულებული ვიყავი წამომეყვანა, თან კლუბის იდეაც მას ეკუთვნის.
- რა კლუბი?
- სალიმ შემოგვთავაზა კლუბში გართობა.
სალის მაგივრად ელენამ მიპასუხა და სახე გაუნათდა.
- არა გამორიცხულია, არ მიყვარს ხმაური და მითუმეტეს კლუბები.
- კარგი რა ლინდა ბოლოს კლუბში როდის იყავი?
მკითხა სალიმ.
- არასდროს.
- გამარჯობა შენი, რაღაც პირველად უნდა მოხდეს, თანაც ელეს უნდა წამოსვლა, ის ხომ საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილა, ცოტას გაერთობა.
- ხო და ელე წამოვიდეს.
- ხომ იცი რომ...
ელენამ სიტყვა არ დაასრულა, თუმცა ნათლად ვიცოდი რისი თქმაც უნდოდა. " ხომ იცი რომ ვერ დაგტოვებ ".
არ ვიცოდი რა მექნა , ელენას ხათრით დავთანხმდი.


ჩემი ტანსაცმელი პირდაპირი მნიშვნელობით გამოყარეს კარადიდან, რახან ყველაფერს კარადაში ვერ ვატევდი, პატარა ტანსაცმლის ყუთებში მქონდა ჩაკეცილი და კარადის თავზე დაწყობილი, ისინიც კი ჩამოიღეს, შავი, სადა, ტანზე მომდგარი, მოკლე კაბა ავირჩიე, ფეხზე ბაწინკები ვერ გამხადეს, ელენას უნდოდა მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩამეცვა, რადგანაც მე გარდერობში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი საერთოდ არ მქონდა, მაგრამ გეგმა ჩაეფუშა. მაინც დამნებდა და ჩემი სასურველი ფეხსაცმელი ჩავიცვი. წელამდე თმა გავიშალე, როგორც ყოველთვის მსუბუქი, მაკიაჟი გავიკეთე და უკვე მზად ვიყავი, ველოდებოდი ტიპიური გოგონები როდის მოემზადებოდნენ, ორივენი "ციდანშვიდმეტრეებზე" იდგნენ, სასაცილო ის იყო რომ მაინც ჩემზე დაბლები გახლდათ.
ოთახიდან გასვლისას ტელეფონს ხელი დავავლე და საათს დავხედე.
- გოგოებო ერთი პრობლემაა
გამეცინა.
- რა პრობლემა?
გაუკვირდა სალის.
- ჯერ დღის ორის ნახევარია, რომელ კლუბში მიდიხართ ამ დროს?
- ნუ ღელავ, დამიანმა იცის კარგი კლუბი, რომელიც 24 საათის რეჟიმით მუშაობს.
ნიშნის მოგებით გადმომცა მეგობარმა, სახე ისევ დამეღრიჯა.
დამიანი სახლის წინ გველოდებოდა მანქანით, ოხ როგორ მესიკვდილებოდა წასვლა...
მანქანაში ჩავსხედით და ტელეფონზე შეტყობინება იმ წამსვე მომივიდა. გაბრიელის ნომერი იყო.
"- ნახევარ საათში მოგაკითხავ კლუბში და წამოგიყვან. "
საოცრად დავიბენი, არ ველოდი, ან ის ხომ უნდა გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან.
"- კი მაგრამ..."
მეტი ვერაფერი დავწერე.
"- არავითარი მაგრამ."
აღარ მიპასუხია.


მშვენივრად ერთობოდნენ, ცეკვავდნენ, სვამდნენ... მე კი ბართან ვიჯექი და გაბრიელს ველოდი, არ შემეძლო მათთან ერთად მეცეკვა ან დამელია, უჟმური ადამიანი ვარ, მირჩევნია სახლში, ჩემს ოთახში თბილად, რამე საინტერესო წიგნს ჩავუჯდე, მუსიკა ჩავრთო და დილამდე ვიკითხო.
თავზე ვიღაც დამადგა.
- ჰეი, გამარჯობა წითურო.
ავხედე და ხელში ვიღაც გადამწვარი მთვრალი შემრჩა.
- ჰოლა.
ნაძალადევად მივაყარე სიტყვები.
- არ ვიცეკვოთ?
- არა.
- არც დავლიოთ?
- არა.
- რა უცხვირპირო ხარ ტოო...
- უცხვიროდ და უპიროდ შენ დარჩები თუ არ მოშორდები.
მთვრალი მამაკაცის უკან გაბრიელი იდგა, მშვიდი და სუსტი ღიმილით, აი იმ დგომით მე რომ მაგიჟებდა, ფეხები ოდნავ განზე, ხელები ჯიბეებში წელში გამართული.
- შენ ვინ ხარ?
კითხა მთვრალმა.
- ქმარი.
ისევ მშვიდი ხმით და სუსტი ღიმილით უპასუხა.
- აა ბოდიში ძმაო არ ვიცოდი.
თქვა და მალევე გაგვეცალა.
ისევ უგრძნობი სახე გაუხდა, ხელი მკლავში დამავლო და ცივი ხმით მითხრა:
- წავედით.
- ელენა?
- სადაც უნდა იქ წავიდეს, ყელში ამომივიდა მისი უაზრო საქციელი.
- კი მაგრამ ასე გაუფრთხილებლად ვერ დავტოვებ.
- ჩემი სიტყვა არაფერს ნიშნავს?
- ეს არაფერ შუაშია, ელენა მიცავს და თანაც ჩემი მასწავლებელია, თავისუფლად შეუძლია უარი მითხრას და უბრალოდ წავიდეს, მაგრამ ამას არ აკეთებს, ჩემს სახლში ცხოვრებაზეც კი დამთანხმდა, ამას არ იმსახურებს.
გაბრიელი მისმენდა, მერე ისევ სუსტად გაეღიმა და ელენას ძებნა დაიწყო, მეც დავეხმარე და ხალხის დათვალიერებას შევუდექით, როგორც იქნა ვიპოვეთ.
- რობინ შენც აქ ხარ?
- ლინდა მიმყავს, შენ კი მერე დაგელაპარაკები.
ხელში მანქანის გასაღები მიაჩეჩა.
- ეს რად მინდა?
გაუკვირდა ელენას.
- არ დალევ და ჩემთან მოხვალ სახლში.
- ლინდა მარტო დავტოვო?
-მე მივხედავ.
გაბრიელი პასუხს არც დალოდებია, ხელი ისევ დამავლო და გარეთ გამომიყვანა.
- ფეხით გავისეირნოთ.
წვიმდა, თუმცა გაბრიელისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, თხელი ქურთუკი გაიხადა და ისე მომახურა არც უკითხავს მციოდა თუ არა, თუმცა მან ისედაც იცოდა, რომ მციოდა.



№1  offline წევრი დუდაツ

pirveli vaaaar.....raaris niako es gazarde es oxeri tavebi movkvdi qali:D

 


№2  offline წევრი θεοδώρα

dzalian magaria,male dade shemdegii

 


№3 სტუმარი parker

აუ ნეტა რა ხდება?გაბრიელს სად მიყავს?გაბრიელი იტყუება რომ ამბობსცოლი მყავსო? მე ასე მგონია მაგრამ ელე რომ დამაჯერებლად ეუბნებოდა დააღუწერა კიდეც? ზალიან მაგარი ხარ ძალიან მომწონს

 


№4 სტუმარი Lanuka lanu

Au dzn kai iyo momewona sashinlad.kai gogo xae rom male deb tavebs.veli shemdeg tavs

 


№5  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

Ai dzaaan dzaaan magariaaa male dade
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№6 სტუმარი stumari77

კარგი იყო, ველოდები შემდეგ თავს....

 


№7  offline წევრი gijka13

დუდაツ
pirveli vaaaar.....raaris niako es gazarde es oxeri tavebi movkvdi qali:D

რა დავაშავე შენ რო გიცნობ wink

მადლობა ყველას

parker
აუ ნეტა რა ხდება?გაბრიელს სად მიყავს?გაბრიელი იტყუება რომ ამბობსცოლი მყავსო? მე ასე მგონია მაგრამ ელე რომ დამაჯერებლად ეუბნებოდა დააღუწერა კიდეც? ზალიან მაგარი ხარ ძალიან მომწონს
შემდეგ თავებში ეგ... :დდ

 


№8 სტუმარი happy

მაგარია ძალია კაეგია მაგარი ხარ დაახალო თავი მალე დადე გთძოვვვ ძალიან მომეწონააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent