შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოდესმე გყვარებია? (2)


21-02-2016, 01:04
ავტორი natia_888
ნანახია 2 539

ვერცხლისფერი ჰიუნდაი მყავდა. ჩემი ოჯახი მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი გახლდათ, მაგრამ ჩემთვის რომ შემოგეხედათ ამას ვერც კი იფიქრებდით. რაც შეეხება მანქანას, ისეთ საშინელ დღეში იყო, ჰიუნდაის გარდა ყველა საშინელი ფირმის მანქანას მიამსგავსებდით. ავტო სამრეცხაოს წელიწადში ერთხელ თუ მივაკითხავდი. მანქანის გარეგნობას ისევე არ ვუფრთხილდებოდი, როგორც ჩემსას. სახლში მივედი. დედა და მამა, როგორც ყოველთვის სამსახურში იყვნენ. ჩემს ოთხაში ავედი და პირვლად ჩემს ცხოვრებაში მეცადინეობის მაგივრად ფიქრი დავიწყე. რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რომ წიგნის ჭიის იმიჯი თვიდან მომეშორებინა და რაც მთავარია, ისეთი სიმპატიური ბიჭისთვის თავი შემეყვარებინა, როგორიც გიო იყო. ოთახში უზარმაზარი სარკე მქონდა, რომელსაც არც კი ვიყენებდი. მივედი და მის წინ დავდექი. სარკეში ჩემი ანარეკლი ავათვარიელე. შემდეგ ჩემი გარდერობი გამოვაღე და ტანსაცმელს შევავლე თვალი. მხოლოდ მუქი ჯინსები და მუქი ფერისავე, დახურული მაისურები მქონდა. ბიჭის გარდერობს უფრო ჰგავდა, ვიდრე გოგოსას. შემდეგ ჩემს აქსესუარებს მივადექი. მხოლოდ რამდენიმე, უღიმღამო თმის რეზინა, ერთი ოქროს საყურე და სამი სამაჯური მქონდა, რომლებიც დაბადების დღეზე მაჩუქეს და ერთხელაც არ მკეთებია, რადგან თვლებით იყო გაწყობილი. რაც შეეხება მაკიაჟისთვის განკუთვნილ ნივთებს, ისინი საერთოდაც არ არსებობდნენ. ამ ყველაფრის შემყურე მივხვდი რა ცოტა შანსი მქონდა ფიცის შესასრულებლად. გიოსნაირ ბიჭს, არც კი მოეწონებოდა ჩემისთანა გოგო. ასე, რომ ჩემი ერთადერთი ხსნა, მხოლოდ სრული ტრანსფორმაცია იქნებოდა, ას პროცენტიანი ვიზუალური ცვლილება. ხვალ ხუთშაბათია, ხვალ უკანასკნელად ნახავენ ასეთ ბაბის. გადავწყვიტე რაც უნდა მექნა და წიგნებს მივყე ხელი. ის, რომ ბაბი ვიზუალურად შეიცვლებოდა სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ სწავლაზე ხელს აიღებდა.გაკვეთილების მომზადებას გვიან საღამოს მოვრჩი, წიგნები მივალაგე და ქვემოთ ჩავედი. დედა და მამა სასტუმრო ოთახში ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. ორივე მათგანთან საქმე მქონდა, ამიტომ შუაში ჩავუჯექი. დედა ჩემგან რადიკალურად განსხვავდებოდა. გარეგნობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, საუკეთესო სტილისტები და ვიზაჟისტები ჰყავდა. ასევე საუკეთესო სავაჭრო ცენტრების მისამართები იცოდა, ასე რომ დედაზე უკეთ ვერავინ დამეხმარებოდა. რაც შეეხება მამას, ჩემს ტრანსფორმაციას მხოლოდ მისი საკრედიტო ბარათი შეძლებდა.
• როგორ ხართ? - კრავის სახე მივიღე.
• კარგად საყვარელო, შენ? - მამამ ისე მიპასუხა ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს.
• მეც... დე, მა, რაღაც უნდა გითხრათ.
• გისმენ. - ამჯერად დედამ გამცა პასუხი და თან ჩემსკენ შემობრუნდა.
• რაღაც გადავწყვიტე და თქვენი დახმარება მჭირდება.
• საყვარელო ნუღარ გვაწვალებ, პირდაპირ გვითხარი. - მამაც ჩემსკენ შემობრუნდა.
• მოკლედ, გადავწყვიტე შევიცვალო. - დედამ დაბნეული თვალებით შემომხედა.
• რას გულისხმობ ბაბი?
• ვიზუალურ ცვლილებას. მინდა უფრო მეტად დავემსგავსო გოგოს.
• ღმერთო ჩემო, ბაბი, საყვარელო, ამას რა ჯობია. ხვალვე მივხედავთ ამ საქმეს. ახლავე ლელას დავურეკავ, სალონში ჩაგვწერს, შემდეგ მაღაზიებში გავიაროთ, შენი გარდერობი გადასაყრელია. ნინას ვეტყვი ობოლთა თავშესაფარს გაუგზავნოს შენი ძველი ტანსაცმელი. სამკაულებიც უნდა ვიყიდოთ... ღმერთო ბაბი, როგორ გამახარე... - დედა ეიფორიაში ჩავარდა, აღარ მისმენდა, ტელეფონი აიღო, ძიძას დაუძახა და ჩემი ძველი ტანსაცმლის მომავალი ბედის შესახებ ამცნო. მამა კი დაბნეული მიყურებდა.
• ძალიან კარგი ჩემო პატარა, მაგრამ მე რა შუაში ვარ?
• საკრედიტო ბარათი მა. - საყვარლად გავუღიმე. საფულიდან ერთი ბარათი ამოიღო, გამომიწოდა, შუბლზე მაკოცა და წამოდგა.
• წავალ მე დავწვები, ხვალ დილით ადრე ვარა სადგომი. აბა თქვენ იცით. ისე არ ქნათ რომ მოხვალ ვეღარ გიცნო.
• პირობას გაძლევ მიცნობ. - თვალი ჩავუკარი, მამას გაეღიმა და წავიდა. მეც ჩემს ოთახში ავედი და დავწექი. ხვალ დამღლელი დღე მელოდა.
დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა. რაღაცნაირად ბედნიერი ვიყავი. საწოლიდან წამოვდექი თუ არა, სარკეში ჩავიხედე. კმაყოფილი გამომეტყველება მქონდა. ასეთ ბაბის ხომ ბოლოჯერ ვხედავდი. ნინას მთელი ტანსაცმელი თავშესაფრისთვის გაუგზავნია, მხოლოდ ერთი მაისური და შარვალი იყო გარდერობში. ისინი ჩავიცვი. ჩანთაში წიგნები ჩავალაგე. ქვემოთ ჩავედ. არ მისაუზმია, პირდაპირ წავედი სკოლაში. სახლიდან რომ გამოვედი დედა უკან გამომყვა.
• ბაბი, დღეს სამ საათზე სალონში ვართ ჩაწერილები, არ დაგავიწყდეს.
• კარგი დე, ორზე სახლში ვიქნები.
• კარგი საყვარელო. წარმატებები.
• მადლობა დე, შენც ასევე.
ჩემი მანქანისკენ წავედი.ჰიუნდაის რომ შევხედე, მივხვდი მარტო ჩემს კი არა მის გარეგნობაზეც უნდა მეზრუნა. მართლა ლამაზი მანქანა იყო, მაგრამ მისი ამ სილამაზის გამოსაჩენად დრო არასდროს მქონდა. ალბათ მხოლოდ დროის ბრალიც არ იყო... აი დღეს კი ჩემთან ერთად ჩემი ჰიუნდაიც შეიცვლებოდა.
მანქანა დავძარი და სკოლისკენ წავედი. დღეს უკანასკენელად მომიწევდა ლიდას ატანა. მანქანა სკოლის ავტოსადგომზე გავაჩერე, ჩანთა ავიღე და სკოლაში შევედი. წიგნები კარადაში დავაწყვე. პირველი მათემატიკის გაკვეთილი მქონდა, ამიტომ მათემატიკისთვის საჭირო ნივთები ავიღე და საკლასო ოთახის მივაშურე. ოთახში რომ შევედი ჩემი ცარიელი მერხი დავინახე. მერხი კედელთან იდგე. ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი მერხი ჩემს კლასში, ესეც ორ ადგილიანი იყო. მიჩვეული ვიყავი ჩემს გვერდით არავინ, რომ არ ჯდებოდა, ამიტომ კედელთან თავისუფალ ადგილს ვტოვებდი და მე მის გვერდით ვჯდებოდი ხოლმე. ვინმეს ჩემს გვერდით დაჯდომა, რომ სდომებოდა ნებართვა ჩემთვის უნდა ეთხოვა, მაგერამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არასდროს მოხდებოდა. დღეს კი ადგილი კედლის მხარეს დავიკავე, ისე რომ ჩემს გვერდით დაჯდომა ადამიანს თავისუფლად შესძლებოდა. სიმართლე უნდა ვთქვა, იმედი მქონდა გიო ისევ ჩემს გვერდით დაჯდებოდა. ზარი დაირეკა, მათემატიკის მასწავლებელი კლასში ყოველთვის 15 წუთის დაგვიანებით შემოდიოდა. ზარის წკრიალის შემდეგ ოთახი ბავშვებით აივსო. აი გიოც გამოჩნდა. შავი მაისური და შავი ჯინსის შარვალი ეცვა. თმა ისევ ისე დაეყენებინა, მართლაც სიმპატიური იყო. ჩემსკენ წამოვიდა. მომიახლოვდა, მაგრამ მერხთან დაჯდომის მაგივრად მერხზე ჩამოჯდა.
• გამარჯობა ბაბი.
• გაგიმარჯოს გიო. - ჩემი გარეგნობისა და სტატუსის გამო ხალხთან ურთიერთობა არც თუ ისე მიყვარდა, მაგრამ ძალიან მორიდებულიც არ ვიყავი. იმ ადამიანებთან ვისთანაც თავს კომპორტულად ვგრძნობდი ბოლომდე ვიხსნებოდა. ახლა კი, როცა ჩემი ძველი იმიჯი სამუდამოდ უნდა მომეშორებინა, კიდევ უფრო მხნედ ვიყავი. გარდა ვიზუალური ცვლილებისა, კომუნიკაციის პროცენტული მაჩვენებელიც უნდა შემეცვალა, ამიტომ გიოს ცოტა არ იყოს თამამად მივესალმე.
• როგორ ხარ?
• კარგად. - შემდეგ გამახსენდა, რომ ჩემში ვიზუალური ტრანსფორმაცია ჯერ არ მომხდარა და ისევ ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტე. მას თვალი ავარიდე და კლასში შემოსასვლელი კარისკენ გავიხედე. ოთახში ჩემი მარადიული განსაცდელი შემოვიდა და ჩვენსკენ დაიძრა.
• მიხარია თუ ასეა. - გიომ ღიმილით მითხრა, მაგრამ ჩემს გამომეტყველებას, რომ შეხედა ღიმილი სახეზე შეეყინა. მე კი განწყობა ლიდას დანახვამ დამიმდაბლა.
• გამარჯობა გიო. - ლიდამ გიოს მხარზე დაადო ხელი და ლოყაზე აკოცა.
• გამარჯობა ლამაზო. - გიო მერხიდან ადგა და ლიდასკენ შებრუნდა.
• წამოდი ჩვენი ადგილი დავიკავოთ. - თვალით ბოლო მერხისკენ ანიშნა. გიომ ხელით მიუთითა, მხოლოდ თქვენს შემდეგო. ლიდამ გაიღიმა და ნაბიჯი წინ გადადგა. მე თავი ვეღარ შევიკავე და...
• ნამდვილი ქუჩის ქალი ხარ. - ლიდას ვუყურებდი და ამ ფრაზისთვის უჩვეულო მშვიდი ტონით ვეობნებოდი.
• უკაცრავად? - ლინდა გაოცებული სახით შემობრუნდა უკან. მე რომ დამინახა სახეზე ირონიული ღიმილი აღებეჭდა. - ერთი ამას შეხედეთ. - ხმამაღლა განაცხადა, ისე რომ მთელი კლასის ყურადღება მიიბყრო. - რაო მახინჯო ეჭვიანობ? ბიჭმა ერთხელ გამარჯობა გითხრა და უკვე შეგიყვარდა ხო? საცოდავი გოგონა. ერთხელ და სამუდამოდ შეუშვი მაგ მახინჯ თავში, რომ შენ არასდროს არავინ შეგიყვარებს. შენნაირ მახინჯს არცერთი ბიჭი შეხედავს. შეგიძლია ჩემი გშურდეს, რადგან ყველს ვუყვარვარ. ნებისმიერი ბიჭი, რომელსაც ხელს დავადებ ჩემი გახდება. მე ყველა შემიყვარებს, შენ კი არავინ.
• მებრალები. - ასეთ რამეს ლიდას პირვლად ვეობნებოდი. თან მეშინოდა და თან მიხაროდა. ნაძალადევად გაიცინა.
• ერთი ამას უსმინეთ. შენ მართლა საცოდავო ჭიაყელა. შენს თავს შეხედე რას გავხარ. კაცმა, რომ შემოგხედოს ბიჭს უფრო მიგამსგავსებს ვიდრე გოგოს. ჩემს ფეხის ფრჩხილადაც არ ღირხარ, მახინჯო საფრთხობელა და შენ გებრალები მე? უბრალოდ სასაცილოა. წიგნის ჭიაყელა, სიმახინჯის დედოფალი, მე, ლიდა ბედიას, მხარდამჭერთა გუნდის კაპიტანსა და სკოლის ყველაზე ლამაზ გოგოს მეობნევა რომ ვებრალები.
• ხო შენ ლიდა ბედია, მხარდამჭერთა გუნდის კაპიტანი, სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო, რომელსაც ცხოვრებაში გრძელი ფეხებისა და ქერა თმის მეტი არაფერი გააჩნია. გარეგნობის მეტი არაფერი გაბადია. ხო შენ, გოგო რომელიც სიყვარულზე მელაპარაკები, მაშინ როცა, არავის არასდროს ყვარებიხარ. ყველა ბიჭს უყვარს შენი ფეხები და თმა, მაგრამ თავად შენ? ერთ დღეს რომ დაკარგო სილამაზე ვინმეს ეყვარები? არა რადგან დიდიხანია დაკარგე მთავარი. ის რაც მარადიულია და ის რაც თუ შეგიყვარდა ვერასდროს გადაიყვარებ-ადამიანობა. სწორედ ამიტომ მებრალება. ხვალ შეიძლება აღარც კი იყო სკოლის ყველაზე ლამაზი გოგო, მაშინ მორჩება შენი ცხოვრება. დარჩები მარტო შენს გრძელ ფეხებთან და ქერა თმასთან ერთად. - არც კი მჯეროდა ამას მე თუ ვამბობდი, გოგო რომელიც ლიდას დამცირებას უსიტყვოდ იტანდა.
• გაჩუმდი საცოდავო. - სიბრაზიზგან მთელი სხეულით ცახცახებდა.- ყველაფერს შური გალაპარაკებს, იცი რომ მე ვერასდროს მაჯობებ და აღარ იცი რა ქნა. რაც გინდა ის თქვი, მახინჯი მაინც მახინჯად დარჩება , მე მუდამ შენზე უკეთესი ვიქნები და სჯობს ამას შეეეგუო.
• ამასაც ვნახავთ. - ოთახში მასწავლებელი შემოვიდა. ბავშვები ჩვენს გარშემო იყვნენ შემოკრებილნი. მასწავლებლის დანახვაზე ყველა დაიშალა, მხოლოდ მე, ლიდა და გიო არ დავძრულვართ ადგილიდან.
გიო მომღიმარი სახით მიყურებდა, არ ვიცი ეს ირონიული ღიმილი იყო თუ კმაყოფილების ღიმილი. არ ვიცი რას ფიქრობდა ჩემზე. ერთ საცოდავ, მახინჯ გოგოდ მთვლიდა, თუ გოგოდ, რომელსაც გამბედაობა ეყო ლიდა ბედიას შეწინააღმდეგებოდა და მისთვის საკადრისი ადგილი მიეჩინა. მაგრამ ალბათ უფრო პირველი ვარიანტია რეალური, ლიდა ხომ მისი გოგო იყო. ლიდას სიბრაზიზგან სახე ალეწილი ჰქონდა, მაგრამ ამპარტავნულ ღიმილს მაინც არ იშორებდა. ამ ყველაფრის ატანა აღარ შემეძლო. წიგნები ხელში ავიღე,
მასწავლებელს ცხვირწინ ჩავუქროლე და კლასიდან გაერთ გავვარდი. კარს მთელი ძალით მივკარი ხელი, მაგრამ მაინც ძალიან მშვიდად და უხმაუროდ დაიხურა, ამან კიდევ უფრო გამაცეცხლა. სკოლის შენობიდან საერთოდ გავედი, მანქანაში დავჯექი და სიბრაზისგან საჭეს ჩავაფრინდი ორივე ხელით.
• ლიდა ბედია, გაჩვენებ შენ ვინაა მაგარი გოგო.


(გაგრძელება იქნება )
..................


იმედი მაქვს მოგეწონებათ <3



№1 სტუმარი natia

ძან მაგარიაა მალეე დადე ახალი თავი რაა

 


№2 სტუმარი darina

aqamde rogor itanda aset damcirebas mikvirs, kargia rom gamofxizlda, giom jerjerobit ver momxibla, isev nikas mivstiri, magari gogo xar da veli shemdeg tavs.

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliann kargiaa male dade shemdegiii
--------------------
G.ke

 


№4  offline წევრი ErTi MeOcnEbe Gogo

Dzaanmagariaaaa male dadee
--------------------
ლიკა.ხარებოვი

 


№5  offline წევრი natia_888

darina
aqamde rogor itanda aset damcirebas mikvirs, kargia rom gamofxizlda, giom jerjerobit ver momxibla, isev nikas mivstiri, magari gogo xar da veli shemdeg tavs.

აქაც გამოჩნდება ცოტახანში ნიკა :D <3

მადლობა ბავშვებო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent