შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ანგელოზი ვიყო


21-02-2016, 16:11
ავტორი s.g
ნანახია 1 916

-ემი ანგელოზების გჯერა?
-მჯერა
-გინახავს?
-არა ლუკა
-მაშ როგორ გჯერა?
-ანგელოზები ყველა ჩვენგანში ცხოვრობს
-ეგ როგორ?
-პატარა ხარ შენ!
-როგორ თუ პატარა ?! მე და შენ ხომ ტყუპები ვართ!
-მაინც პატარა ხარ...
ჩემმა რამდენიმე წუთით გვიან დაბადებულმა ძმამ თავი გააქნია დიდი კაცივით, სავარძლიდან ადგა და მარტო დამტოვა ... მე ლუკა მიმაჩნია პატარად სხვებს მე , მერე რა რომ ყველა პატარად მიმიჩნევს, მე ხომ ვიცი რომ არ ვარ პატარა, მაგრამ ეს არავის არ ესმის...დედას ოთხნი ვყავართ : მე, ლუკა, რენე და დემეტრე ... მე ვიცი რომ არ უნდა გავჩენილიყავი ...სულ მესიზმრება ხოლმე რომ ცაშიი ანგელოზებთან ერთად ვარ და ზეციდან დედამიწას გადმოვყურებთ...მგონი გამოვიპარე და ისე აღმოვჩნდი დედიკოს მუცელში...ისევ იქ მინდა... აქ არაა ჩემი ადგილი....ახლაც პატარა ვარ?! აბა როგორ მოუვა თავში 8 წლის ბავშვს ასეთი რაამეები ...სხვანაირი ვარ, ჩემ კლასელებს არ ვგავარ სულ პატარა რაღაცაზე რომ ტირიან და ერთმანეთს აწვალებენ...ვიცი მალე აღარ ვიქნები აქ, ისიც ვიცი თუ როგორ დაწყდება ყველას გული მაგრამ ზემოდან დავეხმარები, აი ნახავთ მარტო ჩემიანებს კი არა ყველას ... იქ გავიზრდები და მეცოდინება ყველაფერი ...ასეთ რამეებს რატომ ვამბობ? გაგიჩნდებათ კითხვა... უკვე ერთი თვეა მესიზმრება თუ როგორ ტირის დედა და ჩემ სახელს როგორ გაიძახის, ვერავინ ვერ ამშვიდებს, არავიზე მომიყოლია, რადგან ვიცი მერე ზედმეტად დაიწყებენ ჩემ დაკვირვებას, მე კი ეს არ მომწონს...
-ემი მოდი დედა მზადაა საჭმელი...მამიკოს დაუძახე კაბინეტშია..
პასუხი არ დამიბრუნებია ისე ავვარდი მეორე სართულზე და მამას დავუძახე...მამიკო ის ადამიანია ვინც განსხვავებულად მიდგება თუმცა ბოლომდე ისიც ვერ მიგებს ... გუშინ ვიყოჩაღე სკოლაში ამიტომ საღამოს ეზოშიც ჩავალ, რაც ყველაზე მეტად მიხარია,რადგან ძველ ჭადარზე ავდივარ ხოლმე და იქიდან ვუყურებ ყველაფერს...გასაოცარი სანახავია...კიდევ კარგი ჩემები ჯერ-ჯერობით ვერ მამჩნევენ თორემ ამის ნებასაც არ დამრთავდნენ..
დღეს ცა სხვანაირია ისეთი უჩვეულო ფერის...ბაბუა მიყვებოდა ხოლმე ამინდის ცვლილებაზე თუ როგორ ზემოქმედებს ეს ცაზე...მაგრამ დღეს ისეთი იყო ცა დარწმუნებული ვარ ასეთი ბაბუასაც არ უნახავს...
-ემი მალე ამოდი გაკვეთილები უნდა მოამზადო, ხომ არ დაგვიწყებია?!
-კი დე ამოვალ მალე...
დედას წარმოდგენაც არ ჰქონია რომ იმ დღეს ჩემი ფეხით არ ავიდოდი ზემოთ, ვერც გაიფიქრებდა რამდენიმე წუთში დაბერებული მამაჩემი თუ ამიყვანდა ზევით, რომელსაც შეეძლო მე დედიკო და ლუკა ერთად ავეყვანეთ, ახლა კი ჩემი პატარა სხეული ძლივს აჰყავს იმდენად დავძიმდი მისთვის ...
ახლა კი მოგიყვებით თუ რა მოხდა ქვევით...ჩემი უბანი არც ისეთი ხმაურიანია, თუმცა ზოგჯერ გამოჩნდებიან ისინი ვინც ამ ხმაურს არღვევენ...ეს დღეს არ გამოდგა გამონაკლისი...ჩვენი კორპუსი სწორედ იქ დგას საიდანაც მანქანები უხვევენ და თავიანთ სადგომებისკენ მიდიან...თუმცა, ყოველთვის იციან რომ ფრთხილად უნდა მოუხვიონ და არ იჩქარონ...მაგრამ ჩვენი უბნის წესი ბევრმა არ იცის ან იცის და უგულველყოფს...ასეთი იყო დღევანდელი დღე ...მე ჩემ ჭადრისკენ მივდიოდი, სანამ მუხრუჭების ხმამ არ მიიპყრო ჩემი ყურადღება...მსხვერპლის როლში მე ნამდილად არ ვყოფილვარ, მსხვერპლი პატარა 4 წლის ქეთათო იყო, რომელის საოცრად დაბნეული თვალებით მისჩერებოდა მისკენ მომავალ მანქანას...თითქოს წამი გაჩერდა და აი ამ მომენტში მივხვდი თუ რატომ მოვევლინე ქვეყანას...მივხვდი, რომ ჩემი მიზანი სხვებისთვის ისეთი სიკეთის გაკეთება იყო რომელიც მე უსაზღვრო ბედნიერებას მომანიჭებდა ... რადგან ყოველთვის სხარტი ვიყავი ახლაც მალევე მოვედი გონს და ქეთათოს წავუჯიკიანე...თუმცა მე ვერ მოვახერხე გადარბენა...უბრალოდ თვალები დავხუჭე და ბიძგი ვიგრძენი, მერე კი აშკარად ვიგრძენი თუ როგორ მივეხეთქე ასწლოვან ბებერ ხეს და როგორ გადატყდა ორგანიზმში რაღაცა...მერე კი უამრავი ადამიანი ვნახე რომლებიც თეთრებში იყვნენ გამოწყობილნი და მიღიმოდნენ...აი შემდეგ უკვე კი ჩემ სხეულს თეთრ სამოსში გამოწყობილი ჭადარზე შემომჯდარი ვუყურებდი.



№1  offline წევრი s.g

ცოტა შეცდომები მაქვს მაპატიეთ აღელვებული ვარ და გამომრჩა :(

ჩემო მეგობრებო ეს მხოლოდ შესავალია იმ ისტორიის რომელიც მინდა გიამბოთ. ამ ისტორიით ბევრ რამეს გაჩუქებთ ეს პატარა ანგელოზი...უბრალოდ მივჰყვეთ მას...აქ ყველაფერი იქნება თავმოყრილი და ამიტომ სხვადასხვა გრძნობების კორიანტელს დაგახვევთ თავს ...უბრალოდ მიენდეთ ემის...

 


№2  offline წევრი θεοδώρα

dzalian magaria male dade shemdegi

 


№3  offline წევრი s.g

nino araxamia
ძალიან მაგარიa მართლა...გააგრძელე და უფრო დიდი თავები დადე რა გთხოოვ :*

θεοδώρα
dzalian magaria male dade shemdegi

ვერც კი წარმოიდგენთ ჩემთვის ისტორიის თითოეული ნახვა და კომენტარი რას ნიშნავს, მადლობა რომ სტიმულს მაძლევთ...შემდეგი თავი მზადაა, თუმცა ჩემი სტატუსის გამო მხოლოდ 24 საათში შემიძლია მისი დადება,მაგრამ გპირდებით არ გაგაწბილებთ და არ მივატოვებ ამ ისტორიას, რადგან იგი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ბოლომდე გაგახარებთ მისით...
უღრმესი მადლობა... შემდეგი არც ისე დიდია, თუმცა სხვანაირად არ შეიძლებოდა, ამიტომ შემდეგი თავი მაპატიეთ და დანარჩენზე უკმაყოფელებას არ გამოთქვამთ მომავალში დამიჯერეთ love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent