შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიყვარულოდ [4]


21-02-2016, 19:21
ავტორი Fangirl
ნანახია 2 092

დილის 6 საათი იქნებოდა რომ გამეღვიძა, გუშინ საღამოს მეცადინეობა ვერ მოვასწარი, სკოლაში კი მოუმზადებლად წასვლა არ მიყვარდა, ამიტომ გადავწყვიტე ცოტა რამ მაინც მემეცადინა. ჯერ წყალი გადავივლე რომ გამოვფხიზლებულიყავი, მერე სამზარეულოში ჩავედი, გუშნდელი ნამცხვარი თეფშზე გადმოვიღე, ყავა დავისხი და ისევ ოთაში ავედი.
საათ ნახევარი ვიმეცადინე, მერე ხელშეკრულება მაგიდაზე დავდე, ვუყურებდი და ვფიქრობდი.
"მალევე უნდა მოვიფიქრო, სამი დღე დარჩა. ძალიან მინდა წასვლა მაგრამ სანდრო? ან უნივერსიტეტი? ბებო ჩემ გარეშე როგორ გაძლებს? არა არ შემიძლია ყველაფერს ვერ მივატოვებ, მაგრამ, მაგრამ ძალიან მინდა"
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ფურცლები უჯრაში ჩავდე:
–"კარგად უნდა მოვიფიქრო, ჯერ ვერ გადავწყვიტავ".
ამასობაში რვა საათიც გახდა, ძალიან მეზარებოდა სკოლაში წასვლა, მაგრამ ჩემს თავს შემოვუძახე "ელე დღესაც და შაბათ-კვირა მოდის".
ტანსაცმელი ჩავიცვი,ჩანთა და მობილური ავიღე, ბებოს დავემშვიდობე და წავედი. სკოლაში ყველაფერი ჩვეულებისამებრ იყო, რომ გამოვედი სანდრო დამხვდა:
-როგრო ხარ?(მე)
-კარგად საყვარელო შენ როგრო ხარ? (სანდრო)
-რავი კარგად, აბა დღევანდელი გეგმები მითხარი (მე)
-დიდი არაფერი, რვა საათზე გამოგივლი და მზად იყავი? (სანდრო)
-როგორც იტყვით ბატონო ალექსანდრე(მე) ვუთხარი და ორივეს გაგვეცინა.
-წამო გაგიყვან (სანდრო)
-არა მანქანით ვარ იყოს (მე)
-კაი მაშინ გავიქეცი თორე ნათია მომკლავს(სანდროს და) გკოცნი
-მიდი,მეც (მე)
სანდროს დავემშვიდობე და მაღაზიებში გავედი, რომ ნათიას ქორწილისთვის კაბა მეყიდა. არ მინდოდა რამე გამორჩეული ყოფილიყო და რაღაც ჭყეტელა ფერი, ბევრი ვეძებე და ბოლოს შავი ოდნავ მოკლე კაბა ავარჩიე.
სახლში ექვსის წუთებზე დავბრუნდი, ამიტომ უცბად შევჭამე და გამზადება დავიწყე. სალონში საათობით ჯდომა არ მიყვარდა, ამიტომ თმები უბრალოდ დავივარცხნე და გავიშალე, კაბა ჩავიცვი და ფეხზე შავი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები. ხელზე სამაჯური გავიკეთე, რომელიც მამამ აჩუქა დედას პირველ პაემანზე. ეს ერთადერთი იყო რაც მათგან მქონდა. უცბად ტელეფონმა დარეკა, სანდრო იყო:
-რაიყო სანდრო? (მე)
-ელე, მოსვლას ვერ ვახერხებ და შეგილია შენით მოხვიდე? (სანდრო)
- კი, კი მოვალ, მისამართი მითხარი (მე)
სანდრომ მისამართი ჩამანიშნინა და მომიბოდიშა რო ვერ ახერხებდა მოსვლას. ცოტა არ იყოს მეწყინა, მაგრამ მისი დის ქორწილი იყო და ალბათ ბევრი საქმე ქონდა.
მისაღებ ოთახში რომ ჩავედი ბებოს ტახტზე ჩასძინებოდა. ლოყაზე ვაკოცე და სახლიდან გავედი. ნახევარ საათში დანიშნულების ადგილას ვიყავი, მაგრამ არანაირი ქორწილი იმ ადგიილას არ იყო, სანდროს ვურეკავდი მაგრამ არ იღებდა, ბოლოს ერთი მანქანა მოვიდა იქიდან სანდრო და ბაია გადმოვიდნენ. ბაიას დანახვაზე მთელი ჩემი სხეული პანიკამ მოიცვა. ჩემკენ ხელიხელ ჩაკიდებულები მოდიოდნენ, რომ მომიახლოვდნენ სანდროს ვკითხე:
-სანდრო რა ხდება? (მე)
-არაფერი არ ხდება ელენე, საერთოდ არაფერი(სანდრო) შენ რა მართლა იფიქრე რომ ჩემი დის ქორწილში შენ წაგიყვანდი? ან ოდესმე ჩემი შეყვარებული იქნებოდი? (სანდრომ გაიცინა)
-არაფერი მესმის (მე)
- აი საქმე რაშია საყვარელო (ბაია) სანდრომ მგატყუა და სხვათაშორის არამარტო სანდრომ,მას არ უყვარხარ, პირიქით.მას მე ვუყვარვარ,უბრალოდ გვაინტერესებდა სადამდე დაეცემოდი, და შენი დაქალს შეყვარებულს წაართმევდი თუ არა, მაგრამ საქმე იმაშია რომ მე შენი დაქალი არასდროს ვყოფილვარ, მთელი ეს დრო უბრალოდ მეცოდებოდი, ისევე როგორც სანდროს, ჩვენ უბრალოდ გაგეშაყირეთ და ისე გამოვიდა რომ გული გაგიტეხეთ.ძალიან ვწუხვარ. აჰაჰაჰჰ არა ეხა რაღატო მოგატყუო, საერთოდ არ ვწუხვარ.
- ძალიან მაინტერესებს როგორ იფიქრე რომ, ბაიას ნაირ გოგოს შენნაირ არსებაში გავცვლიდი, ჯერ მარტო შენი წითელი თმები როგრო მაღიზიანებს. მერე როგორი დაბალი დონის ადამიანი ხარ, ან როგორ იცმევ ან რავი არ ვიცი რა. (სანდრო)
-აი სულ ეს იყო რაც უნდა გვეთქვა(ბაია) წამო საყვარელო დაგვაგვიანდება
უთხრა სანდროს და წავიდნენ.
რამდენიმე წუთი გაშეშებული ვიდექი,ვერც ვანაალიზებდი რა მოხდა. ჩემი გული ნამსხვრევებად იქცა, ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც გაბრაზებას, ვერც სინანულს, ვერც ზიზღს, ვერაფერს, ვეღარც კი ვტიროდი.
მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი. გზაში ქალბატონ ნინოს დავურეკე და ვუთხარი რომ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე და რაც შეიძლება მალე უნდა წავსულიყავი აქეან, ქალბატონმა ნინომ კი მითხრა რომ ხვალ საღამოს გავფრინდებოდი.მეც დავთანხმდი. სახლში მივედი ხელშეკრულება ამოვიღე უჯრიდან ხელი მოვაწერე. შემდეგ ბებოს ოთახში შევედი:
-ეხლავე დაურეკე ნანა ბებოს და უთხარი რომ მასთან გადადიხარ საცხოვრებლად.მე ხელი მოვაწერე და ხვალ საღამოს ჯერ ნანა ბებოსთან დაგტოვებ და მერე გავფრინდები,ეხლა უნდა გავიდე ქალბატონ ნინოსთან, რომ მოვალლ ყველაფერს აგიხსნი. დაურეკე (მე)
-ელეე კი მაგრამ...
ბებოს არაფრის თქმა ვაცადე, ეგრევე გარეთ გავედი.ქალბატონ ნინოს ხელშეკრულება გადავეცი და ბილეთები გამოვართვი:
-სიმართლე გითხრა ელენე, გამიკვირდა რომ დათანხმდი, არ მეგონა თი ყველაფერს მიატოვებდი სამი წელი (ქალბატონი ნინო)
-ადამიანებისგან ყველაფერ უნდა მოველოდეთ (მე) ძალიან დიდი ბოდიში ქალბატონო ნინო,ეხლა უნდა გავიდე ხვალისთვის მოვემზადო.
-რათქმაუნდა, მანქანას გამოგიგზავნი 5საათისთვის. (ქალბატონი ნინო)
-დიდი მადლობა(მე) შეხვედრამდე.
ქალბატონ ნინოს დავემშვიდობე და სახლში წამოვედი. გზად "სმარტ"-ში შევიარე და რაც მჭირდებოდა ყველაფერი ვიყიდე. მერე სახლში დავბრუნდი. ოთახში შევედი თუარა ტანსაცმელი გამოვიცვალე და ნაგავში გადავაგდე. მერე სხვენში ავედი და ჩემოდნები ჩამოვიტანე. ბებო აქეთ იქით დამყვებოდა და მეკითხებოდა თუ რა ხდებოდა, მეც ყველაფერზე მოკლე პასუხს ვცემდი. ტანსაცმელი ერთიანად გადმოვყარე და ჩალაგება დავიწყე.ბებო ბოლოს გაგიჟდა და ცხოვრებაში პირველად დამიყვირა:
- ელენე ბოოლოს და ბოლოს გამაგებინე რა ხდება!!!!!
მეც ყველაფერი მოვუყევი, ბებო შოკში იყო,ვ ერ იჯერებდა ამ ყველაფერს.
ბოლოს კი მითხრა:
-საყვარელო, გული არ გაიტეხო. შენ შენი ცხოვრება შექმენი და ნამდვილი სიყვარულიც მოვა.
-არა ბებო, მე აღარასდროს შემიყვარდება (მე)
-უსიყვარულოდ ადამიანი ვერ იცოცხლებს (ბებო)
- ვნახავთ (მე) ბებო გთხოვ, მიდი შენც ჩაალაგე თორე ვეღარ მოასწრებ.

***

ორ საათში ყველაფრის ჩალაგება მოვასწარი. ბებოს უკვე ეძინა. ცუდად ვიყვავი, თავბრუ მეხვეოდა, წამალი დავლიე და აბაზანაში წყალი ავავსე და ჩავწექი. ვფიქრობდი, ვფიქრობდი ყველაფერზე, რატომ მომექცნენ სანდრო და ბაია ასე, რა დავუშავე ასეთი მათ.
თავში ათასობით აზრი მიტრიალებდა. მაგრამ ის მამშვიდებდა რომ მალე ყველაფერი დასრულდებოდა, მალე აქაურობას გავეცლებოდი და დიდი ხნით წავიდოდი აქედან.
აბაზანიდან გამოვედი და ეგრევე დასაძინებლად დავწექი, მაგრამ ვერ დავიძინე. ჭერზე, ჩემი ლოგინის თავზე გაკრული მქონდა ვარსკვლავები, რომლებიც სინათლეში ანათებდნენ, როცა ვერ ვიძინებდი მათ ვითვლიდი ხოლმე და მერე მეძინებოდა. ამიტომ ახლაც ეგრე მოვიქეცი 196 რომ ავედი უკვე ჩამეძინა. დილით ბებომ გამაღვიძა და ყავა მომიტანა:
-ადექი ჩემო დახატულო (ბებო) ყავა მოგიტანე
- რამეშველება აწი, ყავას ვინ მომიტანს ხოლმე (მე)
- მალე ჩამოხვალ და მერე ისევ მოგიტან ხოლმე საყვარელო (ბებო)
-სამი წელი ცოტაა არაა ბე (მე)
-ვიცი საყვარელო(ბებო) სამაგიეროდ ხან მე ჩამოგაკითხავ ხან შენ ჩამოხვალ ჩემთან.
-ჰოო (მე). ჩავიცმევ და ჩამოვალ ბე
-კარგი საყვარელო
ავდექი და როგორც ყოველთვის სარკეში ჩავიხედე. ჩემი წითელი გაბურძგნული თმები რომ დავინახე გული შემიწუხდა. ერთი იდეა მომივიდა თავში, უცბად შარვალი და მაიკა ჩავიცვი და სახლიდან გავვარდი. სალონში წავედი და თმები ქერად შევიღებე (ჩემს ბუნებრივ ფერზე) და ოდნავ შევიჭერი. სახლში რომ დავბრუნდი ბებოს ძალიან გაუკვირდა და მითხრა გიხდებაო, მეც მომეწონა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ესე თუ მომიხდებოდა. მალე მანქანაც მოვიდა ჩემოდნები ჩავალაგეთ, ჯერ ბებო დავტოვეთ ნანა ბებოსთან რუსთავში და მერე წავედით აეროპორტში. იქ ქალბატონი ნინო დამხვდა და კიდევ ვიღაც ერთი ქერა ბიჭი.
-აი ჩემი მომავალი ვარსკვლავიც მოვიდა (ქალბატონი ნინო)
-როგორ ბრძანდებით? (მე) მივესალმე და გადავკოცნე, თან ცალი თვალით ის ბიჭი შევათვალიერე რომელიც სხვაგან იყურებოდა.საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო, ქერა ხვეული თმებით,კარგი სტილიც ქონდა, მაგრამ ვერ მივხვდი სამი ჩემოდანი მის გვერდით რატომ იყო.
-კარგად საყვარელო შენ როგორ ხარ? მოკლედ ახლა გაგცნობ ჩვენს განრიგს.(ქალბატონმა ნინომ თავის რვეული გადაშალა და წაკითხვას აპირებდა რომ იყვირა უცბად) ეს რაარის? ნანუკა ხომ გითხარი რომ წამოგეღო ჩემი რვეული (ნანუკა ქალბატონი ნინოს მარჯვენა ხელია, ძალიან საყვარელი და თბილი გოგოა), უი საყვარელო (მომმართავს მე) სანამ მე რაღაცეებს დავაზუსტებ შენ მანამდე ნიკა გაიცანი, ის შენი პარტნიორია და შენთან ერთად იმუშავებს.
"ესღა მაკლდა" გავიფიქრე
-გამარჯობა, მე ნიკა ვარ( მომესალმა)
-გაგიმარჯოს (ვუთხარი და ძალით გავიღიმე) მე ელენე ვარ
-სასიამოვნოა (ნიკა)
-აჰამ (მე)
ხუთი წუთის შემდეგ ქალბატონი ნინოც მოვიდა.
-აი საყვარელო თქვენი განრიგი (მოგვაწოდა რაღაც ფურცლები)ახლა კი წამოდით თორე რეგისტრაციას ვერ გაივლით.
ჩვენც ქალბატონ ნინოს გავყევით, რეგისტრაცია გავიარეთ და ეგრევე თვითმფრინავში ჩავსხედით. ყველაზე ძალიან რაც არ მომეწონა ის იყო რომ ჩემი და ნიკას ადგილები გვერდიგვერდ იყო. მაგრამ არც ლაპარაკს ვაპირებდი არც არაფერს. დავსხედით თუ არა ეგრევე ყურსასმენები გავიკეთე და თვალები დავხუჭ, ცოტახანში კი ვიღაცის ხელი ვიგრძენი მკლავზე.
-ელეენე (მეძახდა ნიკა)
-რა გინდა?(მე)
-წაიკითხე განრიგი? (ნიკა)
-არა რაიყო?
-ტოკიოში მივდივართ (ნიკა)
-სად? (წამოვხტი და ყურსასმენები გიჟივით მოვიხსენი)
-იაპონიაში (ნიკა)
-აბა ლოს ანჯელესიო?
-მანდ ერთი კვირის მერე წავალთ (ნიკა)
-ისე რამნიშვნელობა აქვს, მთავარია აქაურობას მოვცილდე.
-საინტერესო გოგო ჩანხარ (ნიკა)
-ვისთვის როგორ (მე)

----------------------------------------------------------------

ჩემო სიხარულებოოოოოო <3 <3 აბა როგორ ხართ? მე ძალიან ძალიან კარგად. გაზაფხულზე ბარსელონაში მივდივარ და ძალიან მიხარია <3 <3 <3 დიდი იმედი მაქვს მოგეწონათ <3 <3 მითხარით თქვენი აზრი <3 <3
გკოცნით ბევრს

მუდამ თქვენი Fangirl <3 <3 ♥ ♥ ♥



№1  offline მოდერი bibo

Ai ai mindoda es ori gamewiwkna ki ara tvini mimesxmiebina damlebi virebii virtagvebi.rogor shemecoda es gogo imedia amat vnaxav am gogos pextan.vapren muraba shokolado marwyvo me shenze

 


№2  offline წევრი Fangirl

bibo
Ai ai mindoda es ori gamewiwkna ki ara tvini mimesxmiebina damlebi virebii virtagvebi.rogor shemecoda es gogo imedia amat vnaxav am gogos pextan.vapren muraba shokolado marwyvo me shenze


დიდი მადლობა საყვარელო რო ასე ძალიან მოგწონს <3 <3 <3

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Ver vitann in orss eseti ra daushaves rom ese moegcnennn :( magram magari gogoa da amasac gadalaxavss
--------------------
G.ke

 


№4  offline მოდერი bibo

Fangirl
bibo
Ai ai mindoda es ori gamewiwkna ki ara tvini mimesxmiebina damlebi virebii virtagvebi.rogor shemecoda es gogo imedia amat vnaxav am gogos pextan.vapren muraba shokolado marwyvo me shenze


დიდი მადლობა საყვარელო რო ასე ძალიან მოგწონს <3 <3 <3

ამას არ ველოდი დამპლები იდიოტები ვირებიიი....მინდა ისე მაგრა აეწყოს რო პეხებში ჩაუვარდნენ და ამან გადაუაროს :დ :დ : დ: დ როდიდან გავხდი ასეთი სადისტი დიდდუ :დ :დ : დ :დ მომწონს ძალიან წარმატებები მარწყვო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent