შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ბოსი! [4]


21-02-2016, 23:08
ავტორი Likk Red
ნანახია 7 138

სექსუალური ბოსი!
IV თავი.
დილით ნიას ძახილი აღვიძებს, თვალებს ახელს და უყურებს როგორ დააბიჯებს ნია ოთახში. შემდეგ ხედავს როგორ ხსნის დამიანის გარდერობს და იქიდან შარვალ–კოსტუმს იღებს, თეთრ პერანგტან ერთად და საწოლზე უდებს. მას წინდებსაც აყოლებს და ფეხსაცმელთან.
–ესენი უკან დააბრუნე საყვარელო და ჯინსის შავი შარვალი გამოიღე, რომელიმე მაისური და კლასიკური კოსტუმი. ეს ტუფლები კი საერთოდ გადაყარე და კედები გამოიღე. არ მევასება ეს ოფიციალური ტანსაცმელი– სწრაფად უთხრა ყველაფერი და საწოლიდან წამოფრინდა.
ნია ჯერ მისი სიტყვების გამო გაბრაზდა, მაგრამ როცა ბოქსერებით დაინახა აწითლდა. ნამდვილად არაა მიჩვეული ასეთ სიტუაციას. მიშტერების მაგივრად ტანსაცმელი სწრაფად აიღო და ისინი მოუტანა რომელიც მან უთხრა. შემდეგ კი მის უაზრო საქციელზე დაფიქრდა. თხოვნის მაგივრად რომ უბრძანა და მის თავზე გაბრაზდა დაუფიქრებლად რომ იქცეოდა.
ოთახი გაბრაზებულმა დატოვა და კიბეები ფრტხილად ჩაირბინა, სამზარეულოში შესვლისას იქ მხოლოდ ეკე დახვდა, რომელიც ყავას ამზადებდა. შერცხვა ყავის თხოვდა, ამიტომ შუს დაავლო ხელი და პირში გაიქანა
–დილამშვიდობისა ბოს– სიცილით უთხრა ნიამ და კიდევ ერთ შუს დაავლო ხელი.
–ვერ დაგინახე– ჩაფიქრებულმა უთხრა– დილამშვიდობია ნია.
–აბა ბოს როგორია სახლში ჯდომა და არაფრის კეთება?
–ამაზე კარგი არაფერია– იცინის ერეკლე და ყავას მის წინ დგამს– დამიანზე მინდოდა საუბარი.
ნიამ გაოცებული სახით ახედა ერეკლეს და მიხვდა რომ ამ საუბრისგან თავს ვერ დაიძვრენდა, ხელში აღებული შუ ისევ უკდან დააბრუნდა და ვითომც არაფერი მხრები აიჩეჩა და ერეკლეს მიაჩერდა. იმედი ქონდა რომ მის თვალებში მღელვარებას არ დაინახავდა.
–არ ვიცი რას აკეთებ მასთან მიმართებასი, რაზე ესაუბრები ან არ ვიცი რასაც აკეთებ, უბრალოდ გააგრზელე ამის კეთება. დიდიხანია მე ასეთი არ მინახავს, თავისუფლად მოცინარი და მზრუნველი, არა გატყებ საერთოად არ მინახავს ასეთი– ამბობს სიცილით, ნიას გულზე მოეშვა, ეგონა რაიმეს კითხავდა მათზე. გაუხარდა რომ ასეთი რაღაც უთხრა, მაგრამ ამავდროულად გაუკვირდ– პირველია ვისაც უსმენს, ვფიქრობ ის უკვე შენზე ძალიან დამოკიდებულია, არ გამოხატავს ამას და არც არასდროს იტყვის.
ვერაფერი ვერ უთხრა, ღიმილით და თავის დაკვრით შემოიფარგლა. სკამზე მიყურებული მის სიტყვებზე ფიქრობდა, პირველი არის ვისზეც ზრუნავს, ვისაც უსმენს და ის მასზეა დამოკიდებული, ეს ნიასთვის ძალიან დაუჯერებელი იყო, ხვდება რომ ამას მართლა არ გამოხატავს, მაგრამ მისგან იმ სითბოს იღებს რომელსაც 2–3 დღის გაცნობილისგან არ უნდა იღებდეს. რაღაც ისე ვერ არის!
–ერეკლე სამუშაოზე დაბრუნებას აპირებ?– სწრაფად ეკითხებდა და ყავას ისევ სვავს. ოთახში დამიანი შემოდის, ნია ერთი თვალის შევლებით ათვალიერებს და კმაყოფილი იღიმის.
–ალბათ 1 წელი დამიანი იმუშავებს, შემდეგ დავრბუნდები
–მოხუცთა თავშესაფარში?– სერიოზული სახით ეკითხება ერეკლეს დამიანი და ნიას გვერდით სკამზე ჯდება. ნიას და ეკეს გაოცებულ სახეზე სიცილის შეკავები არც ისე ადვილი იყო, ამიტომაც ახარხარდა ბოლო ხმაზე.
–ჰა ჰა ჰა, ჩემი ბიჭი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა– ოთახში კაწია შემოდის სიცილით და მისი საქმროს მხარს იჭერს
–სულით– ხითხითებს დამიანი ისევ. მოულოდნელად ნიასკენ იხრება და ლოყაზე კოცნის– მზად თუ ხარ წავიდეთ
–კარგი– ჩუმად ამბობს და დგება. ეკეს და კატერინას ემშვიდობება დამიანის გვერდზე ადგილს იკავებს მანქანაში.
–კარგი შაბათ–კვირა იყო, ნმადვილად გავერთე– ამბობს ღიმილით და დამიანს უყურებს.
–გაერთე რითი? აღიარე რომ მოგწონს ჩემტან ურთიერთობა
ნიასთვის მოულოდნელი კითხვა იყო, ფიქრობდა სიმართლე ეთქვა თუ საერტოდ გაჩუმებულიყო. სიმართლის თქმას დუმილი ამჯობინა. დამანმა როცა პასუხი ვერ მოისმინა ჩუმად ახითხითდა რადგან დუმილი თანხმობის ნიშნად მიიღო.
გზა კომპანიისკენ მშვიდი იყო, აღარანაირი კითხვები და დაბნეულობა, დამიანი ადგენდა გეგმას როგორ გაებაზებინა ნია. ნია კი ფიქრობდა როგორ აერიდებინა თავიდან თავი დამიანისთვის.
შენობაში ერთად შევიდნენ, უამრავი თვალი მათ მიაშტერდა, ყველა მიიჩნდევა რომ ჭირები რომელიც გაიგეს სიმარტლე იყო, ყველა გოგო შურის თვალით უყურებდა ნიას. დამიანის დანახვისას კი დორბლებს იწმენდნენ.
ლიფტამდე მისვლისას ნია უხერხულად იდგა დამიანის გვერდზე და მისი წელზე უცნაურ და უხილავ ჭიანჭველებს აიგნორებდა, რომელიც ზურგს მთლიანად უწვავდა. ლიფტში შესვლისას ნიამ დამიანის ხელი მაშინვე მოიშორა და ამოისუნთქა.
–დამავიწყდა მეთქვა შესანიშნავად გამოიყურები– პირველი კომპლიმენტიც მოისმინა ბოსისგან, რაზეც ლოყებზე ჭარხლისფერი დაედო, ეს კაბა სწორედ მისთვის იყო შექმინი, მთლიან სხეულზე მოტკეცილი იყო. მის სხეულის ყველა ნაკვთს გამოკვეთდა.
დამიანმა მანტოს ერთი მხრიდან ხელი ფრთხილად შეაცურა და გოგო მის წინ ერთი ხელის მოზრაობით დააყენა. ნიამ ჩუმად შეკივლა და დამიანს შეხედა, რომელსაც სახეზე ავხორცი ღიმილი დასთამაშებდა.
–არასდროს მომწონს ლიფტით მგზავრობა, მაგრამ ახლა ვხვდები რა პლიუსი აქვს ლიფტს
–რ...რა ?– ამბოაბს დაბნეული ნია და დამიანს მზერას არ აშორებს. ცდილობდა მისი მკლავებიდან დახსნა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ძლიერად უჭერდა ხელს წელზე და მის სხეულს აკრავდა.
–მალე გაიგებ– ლოყაზე კოცნით შემოიფარდგელა, რადგან ლიფტის კარი იხსნება და კაბინაში რამოდენიმე თამაშრომელი შემოდის.
–გამარჯობა ბატონო დამიან– ამბობს ერთერთი, ნია ხვდება როგორ იძაბება დამიანის, ამიტომ მიის გვერდით მდგარი მისკენ იხრება, მუცელზე ხელს ადებს და თვალებით ანიშნებს რომ არაფერი თქვას.
–გამარჯობა– მკაცრი ხმით ამბობს და დმაყოლი მზერასთან ერთად თვალების ბრიალით უყურებს ნიას. ზუსტად იგივე იგრძნო დმაიანმაც რასაც ნია გრძნობდა მისი შეხებისას.
ერთი სართულით მაღლა კიდევ იღებს ლიფტის კარები და ლიფტში ნუკა შემოდის, გოგოს მაშინვე უნათდება თვალები როცა დამიანს ხედავს. მხიარულად ესალმება და თვალის მომჭრელად უღიმის, დამიანის ღიმილით ესალმება.
–რაღაცაზე მინდა საუბარი, იმედი მაქვს გეცლებათ რომ გაგესაუბროთ– სწრაფად ამბობს ნუკა და დამიანს უღიმის ისევ. ნიას რატომღაც სუნთქვა უხშირდება.
–როცა გნებავს– უღიმის დამიანი.
–მაშინ ახლა ჯობია– გოგო ამაყად იღიმის და ნიას და დამიანს ზურგშექცევით დგება, კმაყოფილი სახით იღიმის და სართულების რაოდნობას ითვლის.
ნია ხანდ ამიანს უყურებს ხან კი ნუკაც. დამიანის მზერას თვალს აყოლებს და ხედავ როგორ აშტერდება ნუკას საჯდომს. ბრაზდება, ძალიან ბრაზდება. დამიანის ხელს იშორებს და მისგან ერთი ნაბიჯით გვერდით დგება.
დამიანი ამჩნევს ამას, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. ბოლო სარტულამდე ლიფტი ისევ ჩერდება, შემოსული მამაკაცები გადიან და ლიფტში მხოლოდ სამნი რჩებიან. დაძაბულობა მასინ ქრება როცა ლიფტის კარი იღება.
–ნუკა კაბინეტში დამელოდე– ბრძანებას გასცემს დმაიანი, ნუკაც ტავს უქნევს და საჯდომის ქნევით შედის კაბინეტში. დამიანი ნიასკენ ბრუნდება რაღაცის კითხვას აპირებს, მაგრამ ჩუმდება, როცა ნიას მაგიდაზე დადებულ ყვავილებს და შოკოლადებს ხედავს. შემდეგ უყურებს ნიას, რომელსაც ეცინება.
ცხოვრებაში პირველად გაუხარდა, რომ ნიკამ დაბრუნებისას ასეტი საჩუქარი გაუკეთა, ახლა იცის როგორ გააბრაზოს დამიანი და ისიც იცის რომ ეს კარგად გამოუვა. ყვავილებს ყნოსავს და ნაჩუქარ სოკოლადებს დაჰყურებს. ჩემდეგ ამჩნევს ბარათს და ღიმილით კითხოვულობს. "იმედი მაქვს მალე ვიხილავ შენს თვალისმომჭრელ ღიმილს. ნ"
–რა საყავრელია– ჩუმად ამბობს და ყვავილებს ყნოსავს, ყვავილებში ჩავჩარგული დამიანისკენ მზერას არიდებს, რომელიც მოთმინება შეკავებული დგას და ელოდება, როდის ეტყვის რამეს.
–ვისი ნაჩუქარია?– ბოხი ხმით ეკითხება დამიანი, როცა ვეღარ იტმებს, უნდა ყვავილები ხელიდან წააგლიჯოს და იმ შოკოლადებთან ერთად გადაუყაროს. მაგრამ დგას და უყურებს როგორი გახარებულია საჩუქრებით.
–არ ვიცი– მის გასაბრაზებლად პასუხობს ნიაც. მანტოს იქვე კიდებს და სკამზე ჯდება. შოკოლადს ხსნის, გემრიალედა შეექცევა– გინდა?– დამიანს უწვდის ყუთს და უღიმის, გაცეცხლებული დამიანი პაუსხის გარეშე ტოვებს მას და კაბინეტში მიდის.
–ესეც ასე, ბოსი გაბრაზებულია– ჩაიხითხითა და შოკოლადის ჩამა განაგრზო, მხოლოდ ერთიღა სეჭამა და სანაგვე ყუთში გადაუშვა. დიდად არ გიჟდება შოკოლადებზე, არც ყვავილებზე. ზოგადად ასეთი რაღაცეები აღიზიანებს, მაგრამ ახლა ძალიან გაუხარდა ნიკა ასე რომ მოიქცა.
ნია როცა სიცილით სავარძელზე ტრიალებდა კაბინეტიდან ნუკა გამოვიდა, შეჭმუხნული სახე ქონდა.
–რამე მოხდა?– ინტერესეით გახედა ნიამ და ჩუმად ჩაიცინა.
–არაფერი– ამოიღრინა– გაბრაზებულია, წესიერად ვერც ველაპარაკე
–როდის ლაპარაკაბთ რომ?– თავისთვის ჩაილაპარაკა და სკამზე გასწორდა– ხო. მეც შევამჩნიე– ამბობს ნუკას გასაგეონად. კომპიუტერს რთავს და მაილს ამოწმებს. კომპანიის საბუტების ახალ დასტას დაჰყურებს და მის გადახედვას იწყებს, მაგრამ იმდენად კარგ ხასიათზეა რომ ესეც მხიარულად ეჩვეენბა და სულ სიცილ კისკისში ასრულებს ყველაფერს. მალევე ასრულებს, ყველაფერს ფაილში აწყობს და ერთერთ თაროზე დებს. უკან მოტრიალებისას კი ჩუმად იკურთხება.
–ნიაკოო– ისე ყვირის ნიკა, რომ ნია ერთ ადგილზე ხტება. მის სხეულზე მოხვეულ ბიჭს მხარზე ხელს ურტყამს, მაგრამ როცა ამჩნევს როგორ იღება ბოსის კაბინეტის კარი, მასინვე გულიანად ეხვევა ნიკას და ლოყაზეც კი კოცნის.
–როგორ მომენატრე– ამბობს ნია მისდაგასაკვირად. ასე პირველად იქცევა ვიღაცის საეჭვიანებლად ბიჭს იყენებს. მაგრამ რა ქნას? უნდა რომ აეჭვიანოს და ისე გააბრაზოს როგორც ის გაბრაზდა ნუკაზე და დამიანზე, არა უფრო დამიანზე, რომელიც მზერით ეფლირტავებოდა ნუკას.
–მართლა?– გახარებული ბიჭი ნიას შორდება და გაკვირვებული უყურებს– მეც მომენატრე
–ხო ხო მართლა– ამბობს და მის სხეულს შორდება, შემდეგ კი დამიანს უყურებს– რამე ხო არ გინდა?
–კი შენი დახმარება მჭირდება, ვილაპარაკოთ, თან მშვია კაფეში ჩავიდეთ– მკაცრი ხმით ამბობს– გამარჯობა ნიკა– ყურადღება ნიკაზე გადააქვს და ბიჭს უღრენს.
–გამარჯობა– ნიკა სულაც არ აქცევს ყურადღებას დამიანის, ნიას კი მზერას არ აშორებს, რაზეც ცოფდება დამიანი, ახლა სწორედ ისეა როგორც ნია იყო, მაგრამ უკვე მეორედ. მეორედ ეჭვიანობს და თან როგორ!
–ბოს კაბინეტში ვილაპარაკოტ, ახლა ნიკასთან ერთად მივდივარ, არა ნიკა?
–კი კი– თავს აქნევს სწრაფად ნიკას. სულაც არ ახსენდება როდის თქვა ეს, მაგრამ ისე უნდა მასთან ერთად 'სადმე' წასვლა რომ სულ არ აქცვე სყურადღებას.
–ნიკასთანერთად სხვა დროს წადი, ახლა ჩემტან ერთად მოდიხარ– ამბობს მკაცრად. ნიას სავარძლიდან მანტოს იღებს და ნიასკენ მიდის, მანტოს აცმევს და წელზე ხელმოხვეული ლიფტისკენ მიჰყავს, ნიკა ეწევა მათ და ისიც ლიფტში შედის მათთან ერთად.
– როდის ჩამოხვედი?– ინტერესდება ნია, მაგრამ ამას უფრო დამიანის გასაღიზიანებლად აკეთებს, ისე იქცევა თითქოს ყურადღებას არ აქცევს.
–გუშინ ჩამოვედი, მოსული ვიყავი მაგრამ რომ მოვედი მერე გამახსენდა რომ კვირა დღეს ისვენებ ხოლმე– ამბობს მოწყენილი და ლიფტის კედელს ეყრდნობა.
დამიანს ნიკაზე გადააქვს ყურადღება და აფასებს, ბიჭს საყვარელი ღიმილი აქვს, ცოტათი მუქი კანი, შავი ფერის თმა და ამავე ფერის თვალები. თინეიჯერს გავს ერთიშეხედვით. დამიანს მასინვე ებადება კითხვა რითი მჯობია–ო.
–გუშინ არ მეცალა, ერეკლეს სახლშვი ვიყავი. ეკე და კაწია მალე დაქორწინებიან– ახარა ნიამ.
–ვაუ, მაგარია.
–ხოო.– ხმიარულად პასუხობს ნია. გრძნობს დამიანის მზერად და მისკენ აპარებს თვალებს, მალევე მათი მზერები ერთმანეთს ხვდება. ნია უღიმის და თვალს უკრავს.
სიჩუმე დიდხანს არ გრზელდება ლიფტი იღება და კაბინაში ნუკა ჩნდება.
–გამარჯობა ნიკოლოზ– უღიმის ნუკა და მზერას დამიანისკენ აპარებს
–ვაა ნუკა, როგორ ხარ?– გოგოს ლოყაზე კოცნის.
–კარგად, თავად?
–მეც კარგად, აბა საქმე როგორ მიდის?– ნიკა და ნუკა საუბარს აბამენ, პარალელურად ნიას და დამიანს უყურებენ. ორივეს სახეზე ცეცხლი უკიდია, ეჭვიანობის ქარცეცხლში გახვეულები არიან ორივე, მაგრამ არცერთი აღიარებს და არცერთი იმჩნევს.
–დამიან რაზე აპირებ საუბარს?– ეკითხება ნია მოულოდნელად და მას უყურებს.
–დამიანს? ჯერ კიდევ სამსახურში ხარ ნია– მკაცრად ეუბნება, წარბშეკრული უყურებს ნიას და ცდილობს ბრაზი ჩაახშოს.
–კარგი, ბოს რაზე აპირებ საუბარს ჩემთან?
–გაიგებ– მკაცრ ტონს ინარჩუნებს.
ნიას ხელს წელზე ხვევს და ლიფტიან გაჰყავს, ნია მის ხელს იშორებს და წარბაწევით შეჰყურებს
–ბოს ჩვენ ჯერ კიდევ სამსახურსი ვართ– უღიმის და წინ მიიწევს ნიკასთან და ნუკასთან საუბარში ერთვება. რომლების კომპანიის წვეულებაზე საუბრობენ.
გარეთ გასულს დამიანი ხელს მკლავში ავლებს და სწორედ იმ კაფეში მიჰყავს, სადაც ნია მიდის ხოლმე ყოველდღე. კუთხეში სვავს ნიას და შეკვეთის მისაცემად მიდის. ყავას, წვენს და ორ ბოსტნეულის სალათას უკვეთავს. ნიასთან მისული უღენს და მის წინ სკამზე ჯდება.
–რა ხდება დამიან?
–არ მომწონს შენი დამოკიდებულება ნიკას მიმართ– პირდაპირ ამბობს იმას რაც არ მოსწონს, ნია მის სიტყვებზე კრთება და ხვდება რომ ის გამოუვიდა რაც უნდოდა, ეჭვიანობს–ფიქრობს მისთვის და კმაყოფილი იღიმის, ღიმილის შესაკავებლად კი ქვედა ტუჩზე კბილებით ეხება.
–რატომ ბოს?
–უბრალოდ არ მომწონს! მაშინ როცა ყველამ იცის რომ ჩემი შეყავრებული ხარ არ გაქვს უფლება ვინმეს ეფლირტაო და საჩუქრები მიიღო სხვა მამაკაცისგან.
–საყავრელო მისმინე– ამბოსბ ნია და მის ხელს თავისსას ადებს– მე შენი შეყვარებული არ ვარ ოფიციალურად! აქედან გამომდინარე მაქვს უფლება ვეფლირტაო იმას ვისაც მინდა და მივიღო საჩუქრები ვისგანაც მინდა, როცა ამას შენ არ აკეთებ!– კმაყოფილი იღიმის და ელოდება მის პასუხს.
–კარგი, მაშინ ნუ ბრაზდები მაშინ როცა მე ნუკას ვეფლირტავები– ავხორცი ღიმილით ამბობს დამიანი. ნიას სახიდან ფერები გადასდის, გაკვირვებული უყურებს.
–რაა? არა... მე არ ვბრაზდები– დამნაშავესავით თავის მართლებას იწყებს.
–სახეზე გეტყობოდა ნია.– ახლა ნიას ხელს მის ხელსი იჭერს და ნეკა თითით ეფერება– ბრაზდები და ეჭვიანობ როცა ვუღიმი და ინტერესით კვდები გაიგო რას ვაკეთებ მასთან ერთად ჩემს კაბინეტში.
–ა რ ა– ამბობს ისევ– მე არ ვეჭვიანობ, ან რა მაქვს საეჭვიანო? ბოსზე რომელიც ჩემს შეყარებულობას იბრალებს.
–სექსუალურ ბოსზე– სიტყვებს უსწორებს და თვალს უკრავს.
საუბარი წყდება მაშინ როცა ოფიციანთს შეკვეთა მათთან მიაქვს. გაბრაზებული ნია ყურადღებას აღარ აქცევს დამიანს.
.....
–ახლა სულ ასე გაბუტული უნდა იყო?
–მე ხომ ვეჭვიანობ მაცადე– ამბობს ნია და მის წინ საბუთებს აწყობ.
–ერთი კვირაა ასე დადიხარ, ასე გაგაბრაზა იმ ფაქტმა რომ გამოგიჭირე?– სიცილით ეკითხება და წელზე ხელს ხვევს. ჩუმად კვნესის როცა დამიანის კალთაში ხვდება. დამიანი ისე ძლიერად ეჭიდება წელზე რომ განძრევას ვერ ახერხებს, ადგომაზე ხომ საუბარი ზედმეტია.
–დამიან გამიშვი– გაბრაზებული ჩუმად უყვირის და ხელზე ძლიერად ჩქმეტს, მაგრამ დამიანს წარბიც არ უტოკდება, ნიას მის ძალებში ეჭვი ეპარება, ამიტომ ისევ ისე ძლიერად ჩქმეტს.
–შემირიგდი– ეუბნება მკაცრად და მისკენ კიდევ უფრო წევს. ერთ ხელს თეძოზე ადებს, მეორეთი კი მისკენ უფრო ქაჩავს.
–დამიან– ლოყებ შეფაკლული ხმას ვერ აკონტროლებს. ბრაზის მაგივრად სიტყვები კვნესით უფრო სწყდება მის ტუჩებს.
–მომწონს შენზე ასე რომ ვზემოქმედებ– ნიას ხელზე თითებს ნაზად აცურებს. კანი ეხორკლება და ჟრუანტელი უვლის, რასაც დამიანი ამჩნევს. ნია ამ ქმედებაზე ბრაზდება და მუცელში ხელს ურტყამს.– შემირიგდი და გაგიშვებ
–კარგი, კარგი ჰო, ვსო შეგირიგდი– ეუბნება და უღიმის.
–ახლა რომ გაგიშვებს ისევ ისეთივე მზერას დაერავ ამიტომ ჯობს უფრო დამაჯერებლად მითხრა არ მჯერა მაგ სიტყვების.
–დამიან შევრიგდითთქო ხო ვთქვი არ გესმის?
–კარგი მაშინ თუ შემირიგდი მაკოცე– ხელს ყელზე იდებს და თავს გვერდით წევს. მხრების ჩეჩვით ეხება ტუჩებით მის ყელს. ტუჩები ეწვის, სხეული კი ეხორკლება. ასევეა დამიანი, მისი ტუჩების შეხების შემდეგ ერთიანად უვლის ჟრუანტელი.
–აჰა– ამბობს და მისი კალთიდან წამოდგომას ცდილობს. წამოდგომისას ამოისუნთქა და დამიანს დახედა.– კომპანიის წვეულება სად იმართება?
–არ მევეასება ეს ქორწილები წვეულებები და საღამოები.
–ანუ არ მოდიხარ?
–არა– მხრებს იჩეჩს–სი... უაზრობაა– სიტყვა შუაში გაწყვიტა და გადააკეთა. ნიამ მის საქციელზე თვალები აატრიალა.
–ვიფიქრე მასთან ერთად წავალთქო, რახან არ მოდიხარ ნიკა გამიწევს პარტნიორობას– ამბობს და გასასვლელისკენ მიდის, მაგრამ დმაიანის ხმის გაგონებისას ბოროტულად იცინის და მისკენ ბრუნდება.
–რაა ? არა – ამბობს დამიანი– მოვდივარ, ერთი ღამე ავიტან ყველაფერს და იმ საზიზღარ ღვინოსაც დავლევ, ვითომ ძვირიანი რომაა
–ძალიან კარგი. მაგრამ დამპირდი რომ ჯინსებით და მაისურით არ მოხვალ
–მაგას ვერ დაგპირდები. ჯინსებს ჩავიცმევ და მაისურსაც... კარგი ხო ნუ მიყურებ ეგრე პერანგს ჩავიცმევ– ამბოსბ მკაცრად და ნიას უღრენს რომელიც შრეკის ფისოსავით უყურებდა მას. გახარებული უცებ ხტება ერთადგილას და ტაშს უკრავს.
–საყიდლებზე უნდა წავიდე. კარგად ბოს– მხიარულად ამბობს და მის კაბინეტს ტოვებს. მანტოს იცმევს და სწრაფად მიდის ლიფტისკენ. კომპანიის სენობის დატოვებისას მაღაზიების დასაბყრობად მიდის, პარალელურად ურეკავს კაწინკას და დასახმარებლად მოსვლას თხოვს.
....
წინა თავზე კომენტარი დამხ



№1  offline წევრი kiko

დადადა ძაან მაგარია ❤❤ ვგიჟდები დამიანზე ❤❤ უხ როგორ აეჭვიანებენ ერთმაბეთს

 


№2  offline წევრი kora

კარგია ძალიან, გიცდიდი, ზუსტად ვიცოდი რომ ამაღამ დადებდი, სულ ამ დროს დებ და იცდე ხვალაც მოუთმენლად დაგიცდი smile
--------------------
kira.G

 


№3 სტუმარი ...

Kargiaa dzalian <3 saocreba xar..

 


№4 სტუმარი Monika

Dzalian patara tavebs deb admin vgijdebi ukve ise momwons

 


№5  offline წევრი Smiling girl

au rogor momwons ea seqsualuri boloc da niac. magram manteresevs ratom moiqca damiane tavidanve xa shyevarebulad rato gaacno nia yvelas?

 


№6  offline წევრი natia-natia

აუ მაგარია...

 


№7  offline წევრი gvanciii kereselidze

Saocrebiiiiii arian es wyvili ertaddd... da imedia ar dashorebbb .... <3 :* dzalian momwonsss
--------------------
G.ke

 


№8 სტუმარი A

Vau magari wyvilia momwons....

 


№9 სტუმარი alisaa

umagresiaaaa:*vgijebi aset wyvilebze:* male dade raaa

 


№10  offline წევრი θεοδώρα

dzalian magaria,maledaderaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent