შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოდესმე გყვარებია? (3)


22-02-2016, 09:12
ავტორი natia_888
ნანახია 2 213

ჯერ ათი საათი არ იყო. გაკვეთილებზე დაბრუნების და მითუმეტეს ლიდას და გიოს სახის ნახვის სურვილი არ მქონდა, სახლში რომ წავსულიყავი დედა ჯერ არ იქნებოდა დაბრუნებული, მითუმეტეს მამა. მხოლოდ ძიძა დამხვდებოდა. სკოლას ისევ სახლში წასვლა მერჩივნა. მანქანა დავძარი და წავედი. სახლში მივედი თუ არა, ჩემს ოთახში ავედი. ჩანთა მოვიხსენი, თავის ადგილას დავდე და სარკის წინ დავჯექი. - მახინჯო.-ხმამაღლა ვუთხარი ჩემს თავს. - ლიდა მართალია. მართლა მახინჯი ვარ. რატომ ვიფიქრე რომ შეიძლება ოდესმე გავლამაზდე? წარბებიც კი არ მაქვს გაკეთებული, თმა მოუვლელი სახის კონტურები კი უაზროდ გამოკვეთილი. - თმისამაგრი მოვიშორე. თმა თავისუფლად ჩამომეშალა სახეზე. ღია ყავისფერი თმა მაქვს. ქერაა არაა, მაგრამ არც ძალიან მუქი, სიგრძით წელზე მირტყავს. სახეზე უსწორმასწოროდ ჩამოშლილი თმა გავისწორე და სარკეში ჩემს ანარეკლს მივაშტერდი.თითქოს სხვა ადამიანს ვხედავდი, უაზროდ გამოკვეთილი ნაკვთები, ლამაზ კონტურებად იქცა, არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემი თავი მომეწონა. დიდხანს ვუყურებდი გაოცებული ჩემს გამოსახულებას, ბოლოს კი გავიღიმე და გულში იმედი ჩამესახა, იმედი იმისა, რომ ჩემისთანა საფრთხობელადანაც შეიძლებოდა დამდგარიყო მომხიბლავი გოგონა. ფეხზე წამოვდექი და საათს დავხედე, უკვე თერთმეტი ხდებოდა, დედა სახლში პირველი საათისკენ დაბრუნდებოდა. მანამდე რაღაც უნდა მომეფიქრებინა. პირველ რიგში თმა ისევ ძველებურად შევიკარი და ერთადერთი რაც თავში მომივიდა იყო, რომ წიგნი მეკითხა. ჯონ გრინის „ბედის ვარსკვლავის ბრალია“ მქონდა დაწყებული. საწერი მაგიდიდან წიგნი ავიღე, საწოლზე წამოვწექი და კითხვა დავიწყე. კითხვაში დრო ყოველთვის სწრაფად გადიოდა, ახლაც ასე მოხდა. წიგნს თავი რომ მივანებე უკვე პირვლის ოცი წუთი იყო. ბოლო ხუთი თავიღა დამრჩა წასაკითხი, ჩვეულებრივ ასეთ დროს კითხვას გავაგრძელებდი და წიგნს დავამთავრებდი, მითუმეტეს ასეთ ისტორიას. დრამა ჩემი საყვარელი ჟანრია, რეალურ ცხოვრებას მაგონებს და სურვილს მიჩენს, რომ ყოველთვის ვიბრძოლო, ვიბრძოლო იმისთვის რაც მინდა, რათა ცხოვრებისეულმა დრამატიზმმა ჩემს ბედნიერებას ხელი ვერ შეუშალოს... ეს ფიქრი მას შემდეგ მიტრიალებს თავში, რაც ცხოვრების განმარტება ვისწავლე. ჩემი შეგნებული სიცოცხლის მანძილზე ვიცი, რომ ბრძოლა მიზნისთვის აუცილებელია, მაგრამ რატომღაც აქამდე ასე არასდროს მოვქცეულვარ...
... ერთი სული მქონდა დედა მენახა და ჩემი ტრანსფორმაცია დაგვეწყო. წიგნში სანიშნე ჩავდე და ისევ საწერ მაგიდაზე მივუჩინე ადგილი. ოთახიდან გავედი და ქვევით ჩავირბინე. დედა ჯერ არ იყო მოსული, სასტუმრო ოთახში დივანზე დავჯექი და საათს მივაშტერდი, პირვლის ნახევარი გახდა და კარიც გაიღო. თავპირის მტვრევით გავედი ჰოლში.
• დე მოხვედი? - განწირული ხმით ვკითხე.
• კი დე მოვედი. შენ სახლში არ გელოდი.
• ხო, დღეს ადრე წამოვედი სკოლიდან.
• ძაან კარგი. ვისადილოთ, მოვემზადოთ და წავიდეთ.
• კარგი, მივალ ხელებს დავიბან და ძიძას გავაფრთხილებ სუფრა გაგვიწყოს.
• კარგი დე.
ძიძა როგორც ყოველთვის სამზარეულოში იყო და სერიალს უყურებდა. მასთან მივედი და მაგიდის გაწყობა ვთხოვე, შემდეგ სააბაზოანოში შევედი, ხელები დავიბანე და სამზარეულოში შევედი. ძიძას ჯერკერძები არ მიეტანა სოფრასთან. უქმად ჯდომა არ მინდოდა, ამიტომ ძიძას დავეხმარე. ამასობაში დედაც მოვიდა და სადილობა დავიწყეთ. სადილმა უხმოდ ჩაიარა, ჩემს რეპლიკას თუ არ ჩავთვლით.
• დე სათვალის მოხსნაც მინდა.
• მაგას რა ჯობია დე, დღემდე ვერ გამიგია რატომ ატარებ ამ უგემოვნო სათვალეს. არც გიხდება და რაც მთავარი არ გჭირდება.
ვისადილეთ და ამასობაში სამიც დაიწყო. დედამ ტანსაცმელი გამოიცვალა და სალონისკენ დავიძრით.
• ლელა როგორ ხარ? - ლელა დედას სტილისტია. მაღალი ქალია, ასე ოცდათვრამეტი ან ოცდაცხრამეტი წლის იქნება. ქერა მხრებამდე სწორი თმა აქვს, ლოყაზე კი დიდი ხალი, რომელიც მისი დანახვისას პირველი გხვდება თვალში. საერთო ჯამში სასიამოვნო შეხედულებისაა.
• კარგად ნი, შენ როგორ ხარ? - ლელა დედასკენ წამოვიდა და გადაკოცნა, მე არც კი შევმჩნევივარ.
• მეც არამიშავს, აბა მზად ვართ რომ დავიწყოთ?
• კი ჩემო კარგო, ყველაფერი მზადაა. დაბრძანდი და დავიწყოთ.
• არა, დღეს პროცედურები ბაბის უნდა ჩავუტაროთ. - დედამ ხელი ნაზად დამადო მხარზე. ლელამ გაკვირვებულმა შემომხედა.
• ნი, ეს შენი გოგოა? – „გოგო“ უცნაური ინტონაციით წარმოთქვა, აი ისე, რაღაცას რომ ამბობ და დარწმუნებული არ ხარ სწორია თუ არა.
• კი ეს ბაბია, ჩემი ქალიშვილი. - დედამ ამაყად წარმადგინა, მაგრამ ამის მიზეზი ნამდვილად არ ჰქონდა. - დღეს მისი სრული ტრანსფორმაცია გვინდა და შენი იმედი გვაქვს.
• ძალიან კარგი. - ლელამ ცალი თვალი მოჭუტა და საგულდაგულოდ ამათვალიერა. - სარკეში ჩაიხედე. - მე მელაპარაკებოდა მაგრამ მე არ მიყურებდა. - ასეთ ბაბის უკანასკნელად ხედავ. - მისი სიტყვები მესიამოვნა და ოდნავ გავიღიმე, მგონი ვერც კი შეამჩნია.
• ძალიან კარგი, მაშინ დავიწყოთ. - ჩემი დუმილი ნინომ გამოასწორა.
• დავიწყოთ. - ლელამ ხელი მომკიდა და უზარმაზარ სკამთან მიმიყვანა ხელით მანიშნა დაჯექიო. დავჯექი და დაიწყო...
ამ ამბის ავტორი დედაჩემი რომ იყოს, ბევრად უფრო საინტერესოდ და ამავდროულად ბევრი თქვენგანისთვის გაუგებრად აღწერდა იმას რაც ახლა უნდა გიამბოთ, მაგრამ რადგან ავტორი მე ვარ და არა ნინო, ჩემს მოკრძალებულ ლექსიკასა და ტერმინოლოგიას დაჯერდით.
თანმიმდევრობის დაცვას ნუ მომთხოვთ, მაინც არაფერი გამომივა. არ ვიცი რა გამიკეთეს. სახეზე რაღაც უცნაური ნიღაბი მომარგეს, თვალებზე ლიმნის თხელი ნაჭრები დამაწყვეს, შემდეგ ლიმონი კიტრით შეცვალეს, ვარდისფერი ნიღაბი კი მწვანით. შემდეგ სახე ქვიშის მაგვარი მასით დამიმუშავეს და ცივი წყლით ჩამომბანეს. რაღაც ამოუცნობი მცენარეებით გამიწმინდეს და საამო სურნელის სითხე მიმაბკურეს. სახესთან ერთად მთელი სხეული ჩაფლეს პროცედურების ზღვაში. ერთი სახის მასას მეორე ცვლიდა, მეორეს მესამე, ერთ სურნელი მეორეთი ნეცვლდებოდა და ასე... ყველაფრის ბოლოს კი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სხეულიდან ტონობით ტვირთი მომაშორესო. ამ ყველაფრის შემდეგ სახეზე მაკიაჟი გამიკეთეს. წარბების კორექციით დაიწყეს, თვალებზე ხელოვნური წამწამები მომაწებეს, ტუჩზე ხუთი თუ ექვსი სახეობის ტუჩსაცხი წამისვეს სახე კი ტონალურის ათასი სახეობით შემიღებეს. თვალებზეც რაღაც წამისვეს... ახლა თმის ჯერი დადგა. ჩემი თმის სიგრძე და ხარისხი ყველას მოეწონა, მაგრამ ერთხმად აღიარეს, რომ თმას ფორმის მიცემა სჭირდებოდა. ცოტო სიგრძე მოაჭრეს, ცოტა შეათხელეს, დავარცხნეს, კიდევ რაღაც ნიღბები გაუკეთეს, ჩამომბანეს, გამიშრეს და... მორჩა... როგორც იქნა იმ უზარმაზარი სკამიდან ადგომის უფლება მომცეს. პირველი ნინომ დამინახა.
• ო, ღმერთო ჩემო. ბაბი სრულიად სხვა ადამიანნი ხარ.
ნინოს სიტყვებმა საშინლად დამაინტრიგეს. ერთი სული მქონდა ჩემი თვი მენახა. ლელა დიდი სარკისკენ გამიოძღვა და სარკეში ჩემი გამოსახულებაც გამოჩნდა. შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. სრულიად სხვა ადამიანს ვხედავდი. დახვეწილ ქალს, იდეალური სახლის ნაკვთებით. ტუჩის და თვალების უზადო კონტურით. წარბების ატეხილი კუთხე კიდევ უფრო წარმტაც იერს მაძლევდა. თმა საოცრად ბზინავდა. სწორი თმის ბოლოები თავისუფლად იბნეოდა ჩემს წელზე. თმის თითოეული ღერი ერთი სუგრძის იყო, თმა კი მთლიანობაში მრგვალად იპრიხებოდა. მაკიაჟი ძალიან სადა გახლდათ. მხოლოდ წამწამები ჩანდა მკაფიოდ... არ ვიცი რა გააკეთეს ასეთი, მაგრამ ახლა ჩემს წინ ნამდვილი დახვეწილი ქალი იდგა, გოგო რომელიც ნებისმიერ ბიჭს მოეწონებოდა. ნებისმიერს არც ერთი გამონაკლისით, თუნდაც გიორგი ნაპირელს.
ჩემი სახის ამგვარმა ტრანსფორმაციამ შოკში ჩამაგდო. გარდა სახისა სხეულიც გაცილებით ნაზი და მოქნილი გახდა. კანი მომხიბლავად ბზინავდა და საოცარი სურნელი ასდროდა. ყოველივე ეს ნაზ მიხვრა-მოხვრას მაიძულებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალური მომხიბლაობით არ გამოვირჩეოდი, დახვეწილი მანერები არ მაკლდა. სალონიდან კოსმეტიკის ათასი საშუალება წამოვიღეთ თან. ისე რომ მსგავს მაკიაჟის გაკეთებას ყოველთვის მოვახერხებდი. ლელემ მასწავლა კიდეც ეს როგორ უნდა მექნა. სინამდვილეში ჩემს სახეს ტონალურის ძალიან თხელი მასა ფარავდა, მაგრამ ამ თხელ მასაში ზუსტად ცამეტი სახეობის ტონალური შედიოდა. ტუჩსაცხებს რაც შეეხება. ორი კონტური იყო, ორი მშრალი საცხი და ერთიც სველი, ბზინვარებისთვის. თვალებზე მხოლოდ შავი ფანქარი მესვა. წამწამების მიმაგრება კი ძალიან მარტივი იყო. რაც შეეხება ნიღაბს და სხვა პროცედურებს, ამისთვის სალონს ყოველ კვირას მივაკითხავდი. ნინომ ამჯერად სოლარიუმში წამიყვანა. იქიდან გამოსულმა კიდევ უფრო განსხვავებული იერი მივიღე. ჩემი კანი თეთრი არასდროს ყოფილა, მაგრამ სოლარიუმის რუჯმა კანი ოქროსფრად ააბზინა და საოცარი იერი შესძინა. და აი ამ ყველაფრის შემდეგ დადგა კიდევ უფრო სანატრი წუთი, ახლა ტანსაცმელი უნდა შეგვერჩია. დედამ უზარმაზარ ჰიპერმარკეტში შემიყვანა. ჩემს წინ ტანსაცმლის სამეფო გადაიშალა. ათასი სახეობის სამოსი ავარჩიე, ათასივე მოვიზომე და ათასივე ვიყიდე. საღამოს კაბები, ყოველდღიურად ჩასაცმელი სარაფნები, კაბები, ჯინსის და ფერადი შარვლები, შორტები, მაისურები, პერანგები, ჟილეტები, სპორტული ჩასაცმელი, ათასი ფერის და ზომის სამოსი, ათასნაირი სტილის. ყველა მოდელი ვიყიდე, რაც კი მაღაზიაში არსებობდა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, მაღალქუსლებზე არასდროს მივლია, მაგრამ ფეხსაცმლის დიდი ნაწილი სწორედ მაღალქუსლიანი ვიყიდე, ყველანაირი სტილისა და სახეობის. თავიდან ბოლომდე შევიმოსე. არცერთი დეტალი არ გამომრჩენია.როცა ყველაფერი ვიყიდე, ფეხსაცმლით დაწყებული, ქუდით დამთავრებული, აქსესუარების განყოფილებაში გადავინაცვლე. ტანსაცმლის არჩევამ ძალიან მომქანცა, ამიტომ სამკაულები, თმისამაგრები და ასეთი აქსესუარები მთლიანად ნინოს მივანდე, მანაც მთელი თავისი ფანტაზია მოიხმო და ყველაფერი მიყიდა რისი ყიდვაც შეიძლებოდა...
სახლში ძალა გამოცლილები მივედით,ისე რომ ძლივს დავდიოდით. თვალები გვეხუჭებოდა. უკვე მოსაღამოვებული იყო, მამაც დაბრუნებული დაგვხვდა. განულებული საკრედიტო ბარათი დავუბრუნეთ და დასაძინებლად ავედით. ჯერ მხოლოდ 8 სააათი იყო, მაგრამ ხვალ ადრე უნდა ავმდგარიყავი, რათა სკოლაში წასასვლელად საგულდაგულოდ მოვმზადებულიყავი.. ის ის იყო დასაძინებლად მოვემზადე რომ თავში საშინელმა აზრმა დამკრა. ჰიუნდა. მანქანა არ გამირეცხავს. სასწრაფოდ დედას ოთახში გავედი. ხვალისთვის ვთხოვე მისი მანქანა ეთხოვებინა და დამთანხმდა კიდეც. ეს პიკი იყო. სკოლაში ყველაზე მაგარ ტანისსამოსსა და მაკიაჟთან ერთად, ყველაზე მაგარი მანქანითაც მივიდოდი. დედას ჰამერი ჰყავდა, შავი ჰამერი, რომელიც მუდამ ბზინავდა, ისე რომ მასში საკუთარ ანარეკლს დაინახავდი. საშინლად კმაყოფილს და ხვალინდელი დღის მოლოდინში მყოფს ჩამეძინა...
დილის შვიდი საათზე მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა. საწოლიდან სასწრაფოდ წამოვდექი, ხელ-პირი დავიბანე და სარკის წინ დავჯექი. მაკიაჟის კეთება დავიწყე. ტონალურის ძალინ თხელი ფენა გადავისვი, მაგრამ ცამეტი სახეობისაგან შემდგარი, ტუჩზე მხოლოდ ერთი კონტური გავიკეთე. მშრალი, ვარდისფერი საცხი და სველი უფერული საცხი წავისვი ბზინვარებისთვის. ხელოვნური წამწამები მივიმაგრე და თვალზე შავი ფანქრით თითქმის შეუმჩნეველი ზოლი გავიკეთე. სარკეში მთლიანობაში დავაკვირდი სახეს, მაკიაჟი შევისწორე და მაღლა აწეული თმა ჩამოვიშალე. უმისამართოდ გაბნეული თმის ღერები სავარცხლით ჩამოვივარცხნე და გუშინდელი ფორმა მივეცი. სარკეს მხოლოდ მაშინ მოვშორდი, როცა საკუთარი თავით სრული კმაყოფილება ვიგრძენი. ახლა ტანსაცმლის ჯერი დადგა. უზარმაზარი გარდერობი გამოვაღე და ვარდისფერი კაბა ავარჩიე. მთლიანი კლასიკური სარაფანა, წელში გამოყვანილი და წელს ქვემოთ თავისუფლად გაშლილი. პლისების საშუალებით სოკოსავით იდგა და ძალიან საყვარელი იერი ჰქონდა. ოთხკუთხა ფორმის გულით. მთლიანობაში ლამაზი კაბა იყო. კაბა რომ მოვიზომე, მისივე ფერის მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე შევდექი. ქუსლებზე დგომამ ტანი უცნაურად გაალამაზა. ჩემი ჩაცმულობითაც კმაყოფილი გახლდით. ბოლოს კი აქსესუარტებს მივადექი. თვლებით გაწყობილი, სადა კოლიე და მისივე სამაჯური გავიკეთე. ვერცხლის ბეჭედი და საყურეები, სკოლის ჩანთის მაგივრად ვარდისფერი პატარა საფულე დავიჭირე და ასე გამოწყობილი დავდექი სარკის წინ. ნამდვილად სხვა ადამიანს ვხედავდი. ოთახიოდან კმაყოფილი გავედი. კიბეები ფრთხილად ჩავიარე, რადგან მაღალქუსლებზე სიარული მიჭირდა. ქვემოთ დედა მელოდა. დღეს სამსახურში არ მიდიოდა, ამიტომ მისაღებში ხალათისამარა იჯდა. ჩემი ფეხსაცმლის ხმა, რომ გაგიგო წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.
• ღმერთო ჩემო. ბაბი, ულამაზესი ხარ. ნამდვილ პრინცესას გავხარ. შენით ვამაყობ. - ისე ლაპარაკობდა მეგონა ბოლოს იტირებდა. ცოტა დააკლდა.
• მადლობა დე. - სათნოდ გავიღიმე. ამ იმიჯს უფრო და უფრო ვირგებდი და ნაზ გოგონას ვემსგავსებოდი.
• გამომართვი. - დედამ ჰამერის გასაღები გამომიწოდა. გამოვართვი. მოვიდა, მაკოცა, წარმატებები მისურვა და ჰოლისკენ გამიძღვა. - დარწმუნებული ვარ მთელი სკოლა გაოცდება შენს დანახვაზე. - მეც ამის იმედი მქონდა.
• იმედი მაქვს. ნახვამდის დე.
• ნახვამდის საყვარელო.
გარეთ გავედი და ჰამერში ჩემთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავე.მანქანა დავძარი და სკოლისკენ წავედი. როგორც კი სახლის ეზოს გავცდი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ნეტავ რა მოხდებოდა როცა სკოლაში მივიდოდი, რა რეაქცია ექნებოდათ ბავშვებს, მასწავლებლებს, ლიდას, გიოს?.. თან მეშინოდა, თან მიხაროდა... შეგრძნებები ერთმანეთში მერეოდა. ბოლოს კი ყველაზე საშინელმა აზრმა გამიელვა თავში. რა მოხდებოდა მეც რომ ლიდასნაირი გავმხდარიყავი. გოგო რომელიც მხოლოდ გარეგნობაზე იქნებოდა დამოკიდებული. მაკიაჟითა და ლამაზი ტანსაცმლით შებყრობილი. რა მოხდებოდა ჩემში ყველას ჩემი ვიზუალი რომ შეყვარებოდა და მეც ლიდასავით საცოდავად ვქცეულიყავი. მაგრამ არა. სკოლა არ იყო ის ადგილი სადაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანები იყვნენ თავმოყრილი, მეტიც, სკოლაში არ მეგულებოდა ადამიანი, რომელიც მომავალში შეიძლება ქცეულიყო ჩემთვის ძვირფასად, ამიტომ თუ მათ მოუნდებოდათ მეგობრობა ჩემს მაკიაჟთან და შეუყვარდებოდათ ჩემი მაკიაჟი, დაე შეეყვარებინათ, მაგრამ მე არასდროს ვიქცეოდი ლიდასნაირ სათამაშოდ, რომლითაც როცა მოუნდებათ ითამაშებენ, როცა მოსწყინდებათ სანაგვეზე მოისვრიან...
ამ ფიქრებში გართული მივადექი სკოლის ავტოსადგომს, რომელიც მანქანებით იყო გადავსებული. ერთადერთი თავისუფალი ადგილი შევნიშნე და სიჩქარეს მოვუმატე, მანქანა ჩავაყენე და სარკეში გავიხედე, ჩემს უკან ლიდას და მისი სადაქალოს მანქანა იდგა, გაცოფებული სახეებით მიყურებდნენ. ესეც პირველი გამარჯვება. მანქანის სარკეში მაკიაჟი შევისწორე, ღრმად მაოვისუნთქე და კარი გავაღე. მანქანიდან ნაზად გადმოვედი. კარი ფრთხილად მივხურე და ჯერ არ შებრუნებულს ზურგს უკან ნაცნობი ხმა და მომართვის ტონი მომესმა.


(გაგრძელება იქნება)



................................

ესეც ბაბის გარდასახვა ^__^

იმედია მოგეწონათ <3



პ.ს. თქვენი აზრით ვისი ხმა მოესმა ზურგს უკან?



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzalian kargia magram nu agvianebb raa
--------------------
G.ke

 


№2 სტუმარი Fuck normality

Chemi azrit gios xma moesma)) dzaaalian momewona babis gardasaxva zogadad saocrad momwons es motxroba magram dzaan agvianeb xolme raaaa❤❤❤❤

 


№3  offline წევრი natia_888

მადლობა <3 შევეცდები ყველანაირად, უბრალოდ რიჟიმი მაქვს გადატვირთული :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent