შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ანგელოზი ვიყო 2


22-02-2016, 13:47
ავტორი s.g
ნანახია 1 841

პირველად ოჯახის წევრებიდან დემეტრემ მნახა, 17 წლის ოჯახის სიამაყემ,ჩემმა სიამაყემ, მართალია ხშირად ვაბრაზებდი თუმცა როდესაც სკოლის დერეფანში გაივლიდა და ყველა, მოსწავლეებიდან დაწყებული მასწავლებლებით დამთავრებული აღნიშნავდნენ რომ საუკეთესო მოსწავლე და არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ამ დროს გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა...მაგრამ მე ხომ ვიცოდი როგორ ცუღლუტობდა ხოლმე...როგორ აბრაზებდა ხოლმე გოგოებს, მაგრამ მიუხედავად ამისა მეამაყებოდა რომ ჩემი ძმა იყო...მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ მასთან ბევრ დროს ვატარებდი, არა ეს ასე არ იყო, მასაც ჰქონდა თავისი სამყარო...თუმცა ყურადღებას არ მაკლებდა, ეშინოდა რამე არ მეტკინა რადგან სხარტთან ერთად ცოტა ხიფათიანიც ვიყავი...
თურმე ბიჭებთან ერთად ყოფილა ეზოში და კალათბურთს განიხილავდნენ , რადგან ჩემ ძმას მედიცინის გარდა კალათბურთშიც ჩართული იყო...მართალია ძალიან მაღალი არ იყო, თუმცა ეს საერთოდ არ წარმოადგენდა მისთვის ბარიერს, იმდენად კარგად თამაშობდა მწვრთნელი აღფრთოვანებული იყო, რამდენჯერმე შეთავაზა ესპანეთში წაგიყვან და კარიერის აწყობაში დაგეხმარებიო, ვიციო რომ ყველაფერი გამოგივაო, თუმცა ბაბუის ოცნება და ასევე თავისიც ვერ დათმო...ეროვნულებისთვის ემზადებოდა სამედიცინოზე უნდოდა... მართალია მისგან შორს ვიყავი, ჭადარზე შემომჯდარი, თუმცა თითქოს ჩემ წინ ყოფილიყო, ისე ახლოდან ვხედავდი მის თვალებს, რომელიც ვიცი არასდროს დამავიწყდება...ასეთი არასდროს მინახავს თითქოს ყველაფერი გაქრა მისი თვალებიდან,თითქოს სული ამოუღესო და უგულო ადამიანი დაიარებაო დედამიწაზე...ყველაზე მეტად ეს არ მინდოდა მომხდარიყო, თუმცა ამის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო...მამა რომ ჩამოვიდა ადგილზე გაქვავდა, ვხედავდი როგორ ერთმეოდა ფეხებში ძალა, ტუჩები გაულურჯდა და უცებ გულზე მოიკიდა ხელი მაგრამ თითქოს ამან გააძლიერაო და წელში გაიმართა...ჩემი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ადგილზევე გაქრა ჩემი სული დედამიწიდან...მერე თითქოს ჩემ აბრეშუმის თეთრ სარაფანს ვინმე ეხებოდა და ამ დროს დავინახე თუ როგორ შემომხვია მამამ ხელები, ხელში ამიყვანა და სადარბაზოს კიბეებს აუყვა...
მანქანის მძღოლი 30 წლამდე მამაკაცი აღმოჩნდა, თურმე ნასვამი ყოფილა და პატრულს შეუნიშნავს, ეს კი გაქცეულა და მოსახვევი დაუნახავს, გადაუწყვეტია აქ დამალულიყო...პოლიცია მალევე მოვიდა, ჯერ იქვე აწარმოედნენ გამოძიებას და დამნაშავეც გვერდით ედგან...დემეტრე გაქვავებული იდგა ვიგრძენი, რომ მის თვალებში საშინელი რამ ხდებოდა...ირგვლის თვალის გარსი სულ ჩასისხლიანებული იყო და გაავებული მისჩერებოდა დამნაშავეს...ამ 17 წლის ბიჭს კი ისეთი ძალა აღმოაჩნდა, რომ ვერავინ შეძლო მისი შეკავება, დემე პირდაპირ მიეჭრა მანქანის მძღოლს და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი,შემდეგ კი, როცა ძლივს მოაშორეს, პირდაპირ სადარბაზოში შეიჭრა და სახლში ამოვიდა...ვერც კი ავუხსნი მათ თუ როგორ მტკივა,მაგრამ ასე უნდა მომხდარიყო ამას ვერავინ ვერ შეცვლიდა. დედას თვალები არასდროს არ დამავიწყდება, ქალი რომელც ისეთი გულჩვილი იყო, შეეძლო ფილმებზე ეტირა, ახლა კი გაქვავებული სახით იყო, ერთი ცრემლიც კი არ ჩამოვარდნია, კუთხეში იყო ჩაკეცილი და ხმას არ იგებდა უბრალოდ ჩემ ცხედარს მისჩერებოდა...მამა ჩემი მამიკო, ჩემი პირადი დაცვა, ჩემი ცხენი რომელსაც პატარები როცა ვიყავით მე და ლუკა ორივე შემოვასხდებოდით ხოლმე ...მამა რომელსაც თავი ძლიერად მოჰქონდა, რადგან შემდეგ მხნედ ვყოფილიყავით, გვგონებოდა რომ ძლიერი საყრდენი გვყავს და მუდამ კარგად ვიქნებითთქო, ახლა კი დაჩიავებულ, წელში მოხრილ კაცად გადაიქცა, რომელმაც ჩემი სახლში შეყვანა ძლივს შეძლო, რადგან ძალიან მოვტეხე და გამოვფიტე ჩემი 23 კილოიანი გამხდარი უსულო სხეულით ....როცა მამის თვალებმა დედა შენიშნეს და ნახეს თუ როგორი უმიზნო იყო ცოლის თვალები, აი მაშინ გადაწყვიტა მამას გულმა, რომ მთელი სიმძიმე თავისი ცოლის მაგივრად პირიდან მას უნდა ამოეღო...გაავებული ღრიალებდა მამა, უბრალოდ იდგა მოხრილი კაცი და რაც ძალა და ღონე ჰქონდა ღრიალებდა, ტიროდა, პირველად ვნახე ასე მკვეთრად მის თვალებზე ცრემლები ...ახლა კი ჩემ თავს ვუჯავრდები ღირდა კი უტვინო გოგო ასეთი სურვილი?! ასეთი ოცნება?! რომ შენი ოჯახი ასე დატანჯულიყო?!...ჩემი ტყუპისცალი ჩემი პატარა ძამიკო კაცივით იდგა და ვინც ხელს დააკარებდა რომ გარეთ გაეყვანათ საშინლად ყვიროდა...მაშინ მივხვდი რომ თურმე არც ისე პატარა ყოფილა ჩემი ძამიკო არც ისე პატარა...თურმე გაზრდილა რამდენიმე წუთში. ჩემი პატარა დაიკო, რომელიც 4 წლის რამდენიმე დღეში უნდა გამხდარიყო, დედასთან მიბაჯბაჯდა და სახეს უკოცნიდა ... აი მაშინ მივხვდი თუ როგორი ოჯახი მყოლია, მაშინ მივხვდი როდესაც უკანასკნელ გზაზე გამაცილეს და მაშინაც როდესაც დემე არ გატყდა და მთელ ოჯახს მიხედა...
ზეცაში თურმე ყველაფერი სხვანაირად ყოფილა ან რა ვიცოდი პატარა ბავშვმა...მითხრეს, რომ წლები მოგემატება და გონებრივად გაიზრდები თუმცა გარეგნობით ისეთივე დარჩები როგორიც ახლა ხარო...თუმცა ანგელოზად გახდომას თურმე დრო უნდა...არ გამომაბეს მაშინვე ფრთები ჯერ ადრეაო...არც სამოთხეში გამიშვეს განსაკუთრებული ხარო და მუდამ ჩვენთან უნდა იყოო, ძალიან გამიხარდა ჩემი ოცნებაც ხომ სწორედ ეს იყო... თუმცა ძალიან ბევრი რამ მეკრძალებოდა, შემეძლო უბრალოდ მეყურებინა ადამიანებისთვის და არავითარი ნიშანი არ უნდა მიმეცა მათთვის...გამონაკლისების კონკრეტული საზღვრები მაშინ დაირღვეოდა, როცა ყველა ეტაპს გავივლიდი და ფრთებს მარგუნებდნენ...
ვიცოდი ყველასთვის უნდა მეზრუნა...ოჯახისთვის, ხალხისთვის და განსაკუთრებით პატარა ქეთათოსთვის, რომელიც სრულ გაურკვევლობაში იყო. არ უნდა დამეშვა, რომ როცა გაიზრდებოდა მას გულს ატკენდნენ, ეს არ უნდა დამეშვა...არ იყო მისი ბრალი ბებიას რომ გამოეპარა და შემთხვევით ზუსტად იმ ადგილას აღმოჩნდა სადაც ავარია მოხდა, ამიტომ მალე უნდა გავხდე ანგელოზი, რათა შევძლო მისი დაცვა...ერთი სული მაქვს დრო მალე გავიდეს და ანგელოზად მოვევლინო ჩემ ქალაქს, იმედია მალე გავა და შევძლებ თქვენთვის ყველაფრის გადმოცემას თუ რა ხდება იმ უბანში, იმ ჭადართან და იმ ქალაქში, რომლებმაც ზოგს ცხოვრება აურიეს, ზოგს დაუწყვეს, ზოგს გაუნადგურეს, ზოგს კი მთლიანად შეუცვალეს ... უი მიძახიან, მგონი ჩემი მზადება უნდა დაიწყონ...გავიქეცი, მალე მინდა დასრულდეს ყველაფერი, რადგან მალე მოვიდე თქვენთან, ასე რომ გავრბივარ...იფიქრეთ ჩემზე და დაიჯერეთ რომ ვარსებობ, რადგან მე მოვალ თქვენთან და ბედნიერებას გაჩუქებთ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent