შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ბნელი მხარე - III თავი


22-02-2016, 15:43
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 773

-არის რაღაც, რასაც მაინც ვერ ვიგებ,- მითხრა ბაჩომ,- შენ ძალიან ჭკვიანი გოგონა ხარ... რატომ მაინცდამაინც ეს ბლოგერი? ნუთუ არ გაგჩენია სურვილი სხვების ბლოგებიც წაგეკიათხა? სხვები ხომ უფრო ლამაზად წერენ, უფრო ღრმად, უფრო მშვიდად. ეს კი... უხეშია და მკაცრი.
-ის ყველაზე გულახდილია მიუხედავად მთელი თავისი ცინიზმისა და სარკაზმისა. მე კი ამ გულახდილობის წინაშე უძლური ვარ. ვერ ვუყურებ მშვიდად იმას, თუ როგორ აშიშვლებს თავის სულს უცნობი ხალხის წინაშე. და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი ბლოგის წერისას სიბრაზის ცრემლები ახრჩობს და ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს. მისი ტკივილი მე მტკივა ისე, თითქოს ის ჩემი ახლობელი იყოს, რადგან მისი გრძნობები ჩემთვისაც ნაცნობია. მეც ვიცი რას ნიშნავს, როდესაც ყველა და ყველაფერი გძულს, ყველაზე მეტად კი ახლობელი ადამიანები, რადგან ვერ გიგებენ და გიცოდებენ ან გტოვებენ ისე, თითქოს უცხო იყო,- ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ქვედა ტუჩი ამიკანკალდა, ამიტომ უკვე გაციებული ჩაი მოვსვი, რათა ცოტათი მაინც დავმშვიდებულიყავი.
-ნიცა,- დაარღვია გაჭიანურებული სიჩუმე ბაჩომ,- არასოდეს გიფიქრია რომ ყველაფერი უფრო მარტივადაა? იქნებ ის უბრალოდ სჩანს ასეთი, შენ კი ასე მძაფრად იმიტომ რეაგირებ, რომ ამ ყველაფერს თავად გრძნობდი? შეიძლება მასში არაფერი განსაკუთრებული არაა, შეიძლება რეალობაშიც ასეთია - გულცივი და სარკაზმით აღსავსე?- მკითხა და ვიგრძენი როგორ ინტერესით მაკვირდებოდა. ჩემი გულწრფელი პასუხის გაგება უნდოდა. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ჩემი აზრების წაკითხვა ჩემს სახეზე უპრობლემოდ შეეძლო ნებისმიერს, ამიტომ თვალები დავხუჭე და თავი დავხარე. ასე ვცადე დამალვა.
-არ არის ასე,- ვუთხარი ხმადაბლა,- ის ასეთი არ არის. ეს ყველაფერი დაცვითი მექანიზმია. მისი ცინიზმი და უხეშობა - მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვაა.
უეცრად ბიჭი ჩემსკენ გადმოწია, სავარაუდოდ უნდოდა თვალებში ჩაეხედა, მე კი თავი ავწიე და ჩვენი სახეები ძალიან ახლოს აღმოჩნდა ერთმანეთთან. ბაგეებზე ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას.
-შენ ასეთი არ ხარ? არ ცდილობ თავის დაცვას და არ ემალები სამყაროს შენს პატარა, მყუდრო ნაჭუჭში?- ეს კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ შევკრთი. ძნელი იყო ზუსტად მეთქვა რამ უფრო ამაღელვა - კითხვის პირდაპირობამ თუ მისმა ასეთმა სიახლოვემ.
-არ მინდა ადამიანებს იმედები გავუცრუო,- არ ვიცი როგორ აღმოვაჩინე საკუთარ თავში ძალა ამ აღიარებისათვის.
უეცრად მისი თითები ნაზად შეეხო ჩემს ნიკაპს და თავი ამაწევინა:
-რა სისულელეა, ნიცა,- გაეცინა მას,- არავის გაუცრუვდება იმედები.
-შენ ჩემზე არაფერი იცი,- ვუთხარი ცოტა ცივად.
დარწმუნებული ვარ ესმის როგორ სცემს ჩემი გული.
-მე მინდა ვიცოდე... და იმედგაცრუების არ მეშინია,- მითხრა მოულოდნელად ბიჭმა.
ჩემმა გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა და მაშინ გავიფიქრე, რომ ეს სისულელე და ბავშვური საქციელია ასე უიმედოდ სრულიად უცხო ადამიანის შეყვარება. განა ეს ნორმალურია?
მერე კი გავუღიმე და ხმადაბლა ვუთხარი:
-ხანდახან უბრალოდ გულახდილობა გვჭირდება სულის სტრიპტიზის ნაცვლად.
ბაჩო სულ ოდნავ, იმდენად ნაზად, რომ კოცნასაც ვერ დაარქმევდი ამას, შეეხო ჩემს ბაგეებს:
-მე ვცდი, შენ თუ ეს გინდა...- ცოტა ხანს მიყურებდა, მერე კი ხმადაბლა დააყოლა,- ეს ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებაა... როდესაც სხვის თვალებში აისახები. ეს თითქოს შენ ხარ და ამავე დროს შენ არ ხარ.
-კარგია რომ ამას ვერასოდეს შევიგრძნობ,- გამეღიმა მე,- მაგრამ ჩემი წარმოსახვა ოდესმე დამღუპავს,- ვაღიარე და გამეცინა.
-ახლა რა ტრიალებს შენს ჭკვიან თავში?- მკითხა სიცილით.
-შენი ზმანება,- ვუთხარი გულწრფელად. ბიჭმა ამაზე არაფერი მიპასუხა. ალბათ არ უნდოდა გული მტკენოდა, ამიტომ მე ვკითხე:- მაჩვენებ შენს თავს?
-როგორ?- დაიბნა ბიჭი.
-საწოლთან მიმიყვანე,- ვუთხარი მე.
-საწოლთან?- გაუკვირდა, მაგრამ გააკეთა ის, რაც ვთხოვე,- ახლა?
-დაწექი,- თითქოს ბრძანება გამომივიდა, ამიტომ თავი დავხარე. ბაჩომ კი შეასრულა რაც ვუთხარი. ამას საწოლის ჭრიალის ხმაზე მივხვდი.
-მოდი,- ბაჩოს ხმა კიდევ უფრო ხრინწიანი გახდა.
მე საწოლის გვერდით მუხლებზე დავდექი და ხელის ფათურით მოვძებნე ბიჭის სახე.
-არ გაინძრე, კარგი?- ვთხოვე ხმადაბლა. გული ჯერ კიდევ არანორმალურად მიცემდა.
ჯერ თმაზე მოვკიდე ხელი - რბილი თმები აქვს, ოდნავ ტალღოვანი და ცოტათი გრძელი.
მერე შუბლი - მაღალი. ნაოჭები არ იგრძნობა.
თვალები - ერთი მეორეზე ოდნავ პატარა აქვს. ამაზე გამეღიმა. წამწამები ხშირი აქვს.
წარბები - ხშირი, მაგრამ გადაბმული არ აქვს.
ცხვირი - ოდნავ კეხიანი, პატარა ნესტოებით.
ლოყები - გაპარსული, უბრალოდ მთელი დღის განმავლობაში ამოსული წვერები თითის ბალიშებზე მიღიტინებდნენ. მარცხენა ლოყაზე პატარა ფოსო უჩნდება.
ტუჩები - რბილი... სველი... ფუმფულა...
მეც ვერ შევამჩნიე ისე გავილოკე ტუჩები.
კისერი, მხრები, მკლავები... დიდია, ჩემთან შედარებით ძალიან დიდი და მკვრივი. ღრმად სუნთქავს, ამას მისი მკერდის მოძრაობით ვხვდები. მუცელი... უფრო სწორად პრესი, დაჭიმული აქვს.
როდესაც ბიჭი მიხვდა, რომ გაჩერებას არ ვაპირებდი, ხელის მსუბუქი მოძრაობით ამაყენა და გვერდით მიმიწვინა.
-სხვა საწოლი სახლში არ მაქვს, ეს უნდა გავიყოთ,- მისი ხმისაგან ტანში ჟრუანტელი მივლიდა,- იმედია წინააღმდეგი არ ხარ,- მე თავი დავუქნიე, თავი ვერ ვაიძულე პასუხი ხმამაღლა გამეცა,- მოგეწონა რაც... ნახე?- ჩამჩურჩულა ყურში.
-ლამაზი ხარ...- ვუთხარი აკანკალებული ხმით.
ხომ არ შეიძლება რეალურად შეგიყვარდეს ადამიანი, რომელიც არასოდეს გინახავს, მაგრამ გგონია რომ ყველაფერი იცი მის შესახებ? და ადამიანი, რომელზეც არაფერი იცი, მაგრამ ასე ახლოს მოუშვი შენთან? და განა შეიძლება ორივე ერთდროულად გიყვარდეს? ეს ყველაზე დიდი სისულელეა, რაც ჩემს არანორმალურ ტვინს აზრად მოსვლია.
ბაჩომ გულში ჩამიკრა, მე კი თავი დაცულად ვიგრძენი. ეს გრძნობა იმდენად მოულოდნელ იყო, რომ სიამოვნებისაგან თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე მისი სურნელი. არიან ამ ქვეყნად ადამიანები იმდენად განსაკუთრებულები, რომ არაფრის შეცვლა ან დამატება არ სჭირდებათ. ერთადერთი რისი დამატებაც გინდება, შენი თავია. ეს სასიამოვნოა და იშვიათი.
მაგრამ სჭირდება კი მას ასეთი თოჯინა, როგორიც მე ვარ? თოჯინა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ღიმილი და იმ ფრაზების წარმოთქმა, რისი ალგორითმიც ჩადეს მასში შემქმნელებმა? და რაც ყველაზე მთავარი და მტკივნეულია, ამ თოჯინას ახსოვს, რომ ის ოდესღაც იყო ადამიანი. დამამტვრიეთ ვინმემ... ასე ცხოვრება აუტანელია...
უეცრად ვიგრძენი ბაჩოს თითი ლოყაზე, მერე კი დაიხარა და ბაგეებზე შემეხო. მე გავშტერდი, არც მიფიქრია მეპასუხა კოცნაზე. მეგონა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა. რამდენიმე წუთში კოცნა უფრო მომთხოვნი გახდა, ჩემი ხელი ხელში მოიქცია და მკერდზე დაიდო. მაშინვე ვიგრძენი როგორ უცემდა გული.
-ნიცა,- ამოიხრიალა ბაჩომ. მე ჯერ კიდევ ვერაფერს ვხვდებოდი. ამიტომ არც მიფიქრია მისი მოშორება, მაგრამ არც აყოლას ვჩქარობდი.
სულ ერთი წუთით მომშორდა, ღრმად ჩაისუნთქა და ძლიერად მომიჭირა წელზე ხელი. ამჯერად მე ვეღარ გავაკონტროლე თავი და ბრმად მივიწიე მისკენ. ადვილად ვიპოვე მისი ბაგეები და ვაკოცე. თუმცა ეს კოცნა ცოტა ბავშვური გამოვიდა ჩემი გამოუცდელობის გამო.
ეს ჩემთვის პირველი იყო და ძალიან მაშინებდა, თან ამავე დროს უცნაურ აღფრთოვანების შეგრძნებას მჩუქნიდა.
-თამამი გოგო ხარ,- ჩამჩურჩულა ყურში და ნაზად მიკბინა ყურის ბიბილოზე.
ტკივილის ნაცვლად მხოლოდ სიამოვნება ვიგრძენი და ამ სიამოვნებისაგან ამოვიკვნესე. ბაჩომ თითქმის უხეშად მომიჭირა წელზე ხელი და ენით გაიკაფა გზა ყურის ბიბილოდან ლავიწის ძვლამდე. იმავე წამს ზურგზე დამაწვინა, თავად კი ზემოდან დამცქეროდა. ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულის ცემას, მის აღგზნებას და ეს ყველაფერი თავს მაკარგვინებდა. მისი კოცნა მაგიჟებდა. ეს შეგრძნება ჩემთვის ახალი და საინტერესო იყო... და რაც მთავარია, სასურველი, მაგრამ პირველი და შესაბამისად შიშის მომგვრელი, ამიტომ მაინც ვიპოვე ჩემს თავში ძალას ოდნავ მეკრა ხელი და ხმადაბლა ვუთხარი;
-არ გინდა, გთხოვ.- ამ დროს ჩემი სხეული აბსოლუტურად სხვას მოითხოვდა. იზნიქებოდა და ცდილობდა ბიჭის სითბოს უფრო ახლოს შეგრძნებას.
მაგრამ ეს ძალიან სწრაფად მოხდა... სახიფათოდ სწრაფად, ამიტომ უნდა გავჩერებულიყავით და ბიჭი ამას ხვდებოდა. ამიტომ მომშორდა, მერე კი საწოლიდან წამოდგა საერთოდ.
-შენთან ჭკუის დაკარგვა შეიძლება,- მითხრა და მისი სიტყვები თავის გამართლებას უფრო ჰგავდა. მე ვერაფერი ვუპასუხე ამაზე, ამიტომ ოთახიდან გავიდა. სანამ ის ოთახიდან გასული იყო, მე ემოციებისაგან დაღლილს ჩამეძინა.



№1 სტუმარი darina

Dzalian momwons imdenad gansxvavebulad wer, rom emociebis zgvashi veflobi.

 


№2  offline წევრი HeeChul-ah

darina
Dzalian momwons imdenad gansxvavebulad wer, rom emociebis zgvashi veflobi.


დიდი მადლობა ინტერესისათვის და შეფასებისათვის... ძალიან სასიამოვნოა მსგავსი სიტყვების წაკითხვა feel
--------------------
Nico nico nii

 


№3 სტუმარი Lina

Dzalin mikvars samive tavi da sulmoutkmelad veli meotxes, moige mockaleba da nu malodineb *_*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent