შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმაში გარეთ 25 თავი


22-02-2016, 16:34
ავტორი du-da
ნანახია 3 900

* * *
დილით საშინელმა გულისრევის შეგრძნებამ გამაღვიძა.გიჟივით წამოვხტი ფეხზე და აბაზანაში შევვარდი.გაფითრებული ვაჩეც უკან მომყვა და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად თითქმის საათი ეხუტებოდა უნიტაზს.
-საშინელი ფერი გაქ ან.ექიმთან წავიდეთ რა.
-არა არ მინდა მომწამლა რამემ ალბათ.წადი შენ შეხვედრაზე არ დააგვიანო.
-მარტო ვერ დაგტოვებ,ლუკაც ჩემთან ერთად მოდის.
-დედას დავურეკავ არ ინერვიულო.
-იცოდე თუ რამე ისე არ იყოს ეგრევე დამირეკე.
-კარგი კარგი.კარამდე მივაცილე და ისევ აბაზანისკენ გავიქეცი.

* * *
ლექსომ მანქანა კაფესთან გააჩერა და ყავის საყიდლად შეირბინა.უცებ საკმაოდ ნაცნობი სახე მოხვდა თვალში.კარგად დააკვირდა ოფიციანტის ფორმაში ჩაცმულ გოგოს და სახე გაუბრწყინდა."მაინც ხო გიპოვე"უცებვე დაურეკა ვაჩეს და დაგვიანების შესახებ აცნობა, შემდეგ კი მაგიდასთან ადგილი დაიკავა და გოგოს ხელი აუწია.
* * *
ნინო სამზარეულოში ფუსფუსებდა და თან ვახტანგს საუზმეს უმზადებდა.უფროსი ხარძიანი გაღიმებული შემოვიდა სამზარეულოში და ცოლს უკნიდან ჩაეხუტა.ნინომ გაკვირვებულმა შეხედა.
-რა?გაიოცა კაცმა
-რას აკეთებ?
-გეხუტები.გგონია დავბერდით?
-დაბერდი აბა რა ქენი.
-ნინო მითქვამს შენთვის ოდესმე რომ მიყვარხარ? ქალს ჭიქა გაუშეშდა ხელში და ცრემლიანი თვალებით ახედა ქმარს.
-სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.ხელები გაშალა და ვახტანგს ჩაეხუტა.იდილია ზარის ხმამ დაარღვია.ქალმა ცრემლები მოიწმინდა და ტელეფონს უპასუხა.
-ხო ან.რა გჭირს?კაი კაი იწექი ეხლავე გამოვდივარ.
-რა მოუვუდა ანის?ფეხზე წამოხტა ხარძიანი.
-მოიწამლა ეტყობა.უნდა წავიდე. სასწრაფოდ მოიხსნა წინსაფარი და ოთახისკენ გაიქცა.

* * *
თეო მოწყენილი ათვალიერებდა ჟურნალს და სულაც არ უსმენდა მარის ლაქლაქს.
-ეეე გოგო. ხელი აუფრიალა დაქალმა
-ხო რა იყო.ფიქრებიდან გამოერკვა
-გამაგებინებ რა გჭირს?
-რა მჭირს?გაოოცა ერისთავმა
-მე არა მე არ მომატყუო მოხარშულს გიცნობ.ლუკას გამო ხარ ასე?
-ნუ ბოდავ რა.ლუკა ვაბშე ვინ არის?არც არავინ ჩემთვის ან საიდან დაასკვენით რომ ეგეთი ადამიანი მე შემომხედავს?
-მოიცა რას ქვია შემოგხედავს.შენ რა მაგაზე ნაკლები რამეთი ხარ?რა აზრები გაწუხებს.
-არანაირი აზრები მარ. მე ყველასგან განსხვავებით არ მომცა ცხოვრებამ უფლება ვარდისფერი სათვალეებით ვუყურო ყველაფერს.სად მე და სად ის.კარგად იცი რასაც ვგულისხმობ.
-არა არ ვიცი.ურევ რაღაცეებს დაგავიწყდა ალბათ ,რომ სიყვარულმა სოციალური ფენა არ იცის.
-მე დამავიწყდა მარ?გაგახსენო რამ დამინგრია ცხოვრება?სოციალური ფენის ბრალი არ არის მე და თორნიკე რო არ ვართ ერთად?
-ის არაკაცი იყო.
-ეს როგორია?აიტანს მის გვერდით ქალს რომელსაც არაფერი გააჩნია?
-ყურებს არ ვუჯერებ რა გჭირს თე.
-რეალურად ვაზროვნებ ცხოვრება ზღაპარი არ არის,პრინცი მათხოვარს არასდროს შეხედავს და ამ შემთხხვევაში მათხოვარი მე ვარ. ერისთავი სწრაფად წამოხტა და კარში გაჩხერილ ბიჭს მოკრა თვალი.ერთიანად გაფითრდა როდესაც,დათოს გაფართოებულ თვალებს წააწყდა.
-ხმა არ ამოიღო. ხელის აწევით გააჩერა და გარეთ გავარდა.

* * *
დივანზე ვიწექი და დედას მოსვლამდე წამებს ვითვლიდი მართლაც მალევე გაისმა ზარი კარზე.ძლივს მივლასლასდი კარამდე.
-ან რა გჭირს?რა ფერი გაქ?
-გული მერევა დე.
-წამოდი წამოდი დაწექი ეხლავე მოგხედავ.
-კაია მალე რო მოხვედი.ნინომ ჩანთიდან აფთიაქის პარკი ამოიღო და გამომიწოდა.
-ეს რა არის დე?
-ტესტია.
-რისი?
-ორსულობის გოგო რისი უნდა იყოს.
-კი.მარა ასე უცებ?
-ხოდა გავიგოთ მიდი. ხელის კვრით შემაგდო ანბაზანაში. სულმოუთქმელად ველოდი 2 წუთის გასვლას,როდესაც ტესტზე ორივე ხაზი გაწითლდა უბედნიერესი ქალი ვიყავი. ფრთხილად მოვისვი მუცელზე ხელი და ისტერიული სიცილი ამიტყდა.
-დეეე. გიჟივით ჩავირბინე საფეხურები.
-აქ ვარ ან.
-ორსულად ვარ დე..
-რა მაგარია. მომეხვია ნინო და ლოყაზე მაკოცა.
-ვაჩესაც გაახარებ.
-არა არა ჯერ არ ვეტყვი. დაგავიწყდა მალე მისი დაბადების დღეა და მაშინ გავუკეთებ საჩუქარს.
ჩემი ბედნიერება. მიცელზე ხელი გადავისვი და მომღიმარ ნინოს გავხედე.
* * *
ერთმა კვირამაც სწრაფად გაიარა და დადგა ქორწილის დღეც.მარი იმდენად ლამაზი პატარძალი იყო ყველა გაოცებული უყურებდა.ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა ჯვრისწერამაც და ხელისმოწერამაც. დარბაზიც საკმაოდ ლამაზად იყო მორთული.იქვე სკამზე ჩამოვჯექი და წყალი მოვსვი.რადგან ვაჩე მეჯვარე იყო დათოსი შორიდან მეფერებოდა. მერე მონასტერიც აირია და სასმელმა თავისი ქნა.საკმაოდ კარგო დრო ვატარეთ თუმცა არ გამომპარვია თეოს აწყლიანებული თვალები,როდესაც ლუკა გამოჩნდა დარბაზში ვიღაც გოგოსთან ერთად.უცებ ვიღაც მომეპარა უკნიდან
-აბა რძალო ერთ ცეკვას არ მაჩუქებ?
-ოხ ლუკა შემაშინე..დარბაზში საკმაოდ სასიამოვნო მელოდია გაისმა.ახალი დაწყებილი გვქონდა ცეკვა როდესაც ვაჩეს და თეოს წყვილი მოგვიახლოვდა.
-დამიბრუნებ ცოლს ბაბლუანო?
-ინებე.გეცინა ლუკას და უხერხულად აწურულ თეოს მიუბრუნდა.
-არ შეგჭამ.ჩაიცინა ირონიულად
-ვიცი.
-მომეჩვენა თუ წეღან ტირილი გინდოდა.აშკარად ნერვებზე უკრავდა ბაბლუანი
-მოგეჩვენა.კბილებში გამოსცრა ერისთავმა
-ეხლა რო გაკოცო რას იზამ?
-სახეს ჩამოგიღებ.ლუკას გულიანად გაეცინა.
-რა ჯიტი ხარ.
-მე გასაგებად გითხარი მგონი,გაქრი ჩემი ცხოვრებიდან მეთქი.
-გავქრი მერე.არც შეგიმჩნიო?ცოტა ტვინი რო დაგეყოლებინა მიხვდებოდი რასაც ვგრძნობდი შენს მიმართ,თუმცა კიდე კაი არ ამყევი,შენ მართლაც არ ხარ ჩემი ღირსი.უცებ შეუშვა ხელი გამწარებულ ერისთავს და საცეკვაო მოედანზე მარტო დატოვა.

* * *
ამ დღიდან თითქმის 1 თვე იწურებოდა უკვე.ვაჩეს ჩუმად ექიმთანაც ვიყავი და მალე სიურპრიზსაც მოვუწყობდი. საკმაოდ ღრმად მეძინა თუმცა ტელეფონის ხმა მაინც მისწვდა ყურთასმენას. ვაჩეს ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა.წამებში გამომაფხიზლა კორინთელის არაადამიანურმა ღრიალმა რომელსაც ოთახში ყველაფრის მსხვრევა მოყვა.



№1 სტუმარი darina

rogor dagvaintrige, neta ra mouvida vaches, teo mecodeba, magram im adamianebs ver vugeb, ronlebic sakutari bednierebistvis ar ibrdzvian.

 


№2 სტუმარი anita

neta ra moxda. amati ambavi ro vici kai araferi iqneba raa

 


№3 სტუმარი alisaa

ar dadeb dges axal tavs??? Uzomod damaintrigee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent