მოუხერხებელი გამომძიებელი 15
დილით ყავას ვიმაზადებ და ფანჯარაში ვიხედები. წვიმს! რა დროს წვიმა იყო, რა! ყავას გასაციებლად მაგიდაზე ვდებ და საძინებელში შევდივარ. შავ შარვალს და თეთრ პერანგს ვიღებ და ვიცვამ. თეთრი პერანგის, ღილებს ვიკრავ და ერთ ღილი მიწყდება. დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი?! წვიმა არ მიყვარს, ახლა ეს! ნემს და ძაფს ვიღებ და ღილის დაკერებას ვიწყებ. *** -მარი, უკვე მივიდვარ და კარი დაკეტე!-ჩემს დას გავძახი და ქოლგას ვიღებ. ქუჩაში გავდივარ და წვიმისგან დასაცავად, ქ ოლგას ვშლი. ერთი გოგონა მიყურებს და იცინის. დიახ, მე დამცინის! ბავშობიდან მაქვს ეს ქოლგა და ვერ ველევი. მაიმუნი და თოჯინები ახატია. რამდენჯერ სცადა, დედაჩემმა ამ ქოლგისთვის თავი, რომ დამენებებინა, მაგრამ რათ გინდა! მშვენივრად მიჭირავს, ჩემი საყვარელი ნივთი. ბანკის შენობას ვუახლოვდები და ლაშას მანქანა ჩერდება. -როგორ ხარ?-მკოცნის და გვერდზე ვიწევი. -დაგვინახავენ!-ვეუბნები თანამშრომლებზე. -რა კარგი ქოლგა გიჭირავს?!-ეცინება ლაშას. -ნუ დამცინი!-ვეუბნები და ბანკში შევდივართ. *** ორ საათზე თათბირი გვაქვს. მაქამდე კი, შესვენებაზე ინეტრნეტ სივრცეში გადავწყვიტე ძრომიალი. სოციალურ ქსელში შევდივარ და სიახლეებს ვათვალიერებ. უღიმღამოდ ჩავუყვები ველს და ჩემი, ნინიასი, ლაშასი და თაზოს ფოტოს ვხედავ. ყველა მონიშნული ვართ. -სოფია, დაიწყება უკვე!-დიანა მეუბნება და მობილურს ჯიბეში ვიდებ. თათბირზე შევდივართ, თუმცა ლაშა ჯერ არ არის მოსული და ყველა მობილურში იქექება. ჯერ ერთი მიყურებს, მეორე მეორე, ერთმანეთს ეჩურჩულებიან. რა ხდება? დიანა ჩემსკენ მოდის, თუმცა თავის ადგილას ბრუნდება, ლაშას შემოსულს, რომ ხედავს. -მოგესალმებით!-ამბობს ლაშა. -გილოცავთ!-ამბობს მანჩო, რომელიც გულზე არ მეხატება. -რას, მანანა?-ეუბნება ლაშა და მეცინება, როდესაც მის სახელს სხვანაირად წარმოთქვამს. მანჩოს, არ უყვარს, როდესაც მანანას ეძახიან. -მანჩო დამიძახეთ!-ეუბნება ლაშას.-შენ და სოფია, რომ ერთად ხართ! მე თავს ვხრი და ნერვები მეშლება. თუმცა, რატომ ვბრაზდები, როდესაც ურთიერთობას ვიწყებდი, ყველაფერი კარგად ვიცოდი! -დიახ, ერთად ვართ, თუმცა საჭიროდ არ ჩავთვალეთ თანამშრომლებისთვის გვეთქვა!-ეუბნება ლაშა.-ახლა კი ჩვენზე კი არა, საქმეზე იფიქრეთ!-ამბობს და თვის შემოსავალს გვამცნობს. *** -სოფია, რატომ არ მითხარი?!-თათბირის დასრულებისას მეუბნება დიანა. -რატომ უნდა მეთქვა?-ენას არ გააჩერებდა და თან ისე ახლოსაც არ ვარ. -უნდა გეთქვა!-ამბობს და თმას იკრავს.-მეც თანამშრომლებთან, ერთად, რატომ უნდა გამეგო?! -იმიტომ, რომ შენც თანამშრომელი ხარ!-ვპასუხობ მე. მობილურზე შეტყობინება მოსდის და კითხულობს. თავს სწევს და ჩემსკენ ტრიალდება: -მართალია შენზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ იმდღეს, რომ მაღაზიაში ვიყავით, წამომყევი რა!-ჩანთას კრავს დიანა. -თუ გაბრაზებული ხარ, სხვა წაიყოლე!-ვეუბნები მე. -გთხოვ!-ისეთი სახით მიყურებს, უარს ვერ ვეუბნები და გაყოლას ვწყვეტავ. მაღაზიაში შევდივართ და სამკაულებს ვათვალიერებ. -გუშინ, ინეტრნეტში, ამათ გვერდზე ვნახე ეს მაისური და ახლავე უნდა ვიყიდო!-ხელს კიდებს თეთრ მაისურს.-წავალ გადავიხდი, თორემ ბევრი დრო არ მაქვს!-დიანა მიდის და დათვალიერებას ვაგრძელებ. -როგორ ხარ?-წინ მიდგება, ლაშას ყოფილი ცოლი, ქეთათო. -თქვენ?!-ერთ წამს ვიბნევი.-კარგად, თქვენ? -კარგად!-მპასუხობს, ლაშას ცოლი.-როგორც ჩანს, ეს მაღაზია ძალიან მოგწონთ, აქ ვხდებით უკვე მეორედ!-მეუბნება მე. -დიახ!-ვებნები მე. -რა გჭირს?- მეკითხება ის. ალბათ ჩემი სახე შეამჩნია. ცოტა სხვანაირი გრძნობაა, შენი შეყვარებულის ყოფილ ცოლს, რომ ელაპარაკები.-აი, მე კი დღეს გამაგებინეს, რომ ჩემს ქმარს, უფრსოწორედ ყოფილ ქმარს საყვარელი ყავს!-იცინის ის.-ცემზე კარგ გოგოს, რომ ვერ იშოვის ის კი ვიცი!-იწონებს თავს. მე კი არ ვიცი, რა ვუპასუხო! უხერხულობის შეგრძენაბ მაქვს. ცუდი ქალი, არ არის, მაგრამ მაინც ექნება ყველას ეს შეგრძნება. ეტყობა, რომ მხიარული გოგოა! თუმცა, მასზე უკეთესი იშოვა, ჩემო ქეთათო! თმას ყურე ვიწევ და დიანაც მიახლოვდება: -მეგობარი მელოდება, წავიდეთ მალე!-მეუბნევა და დამშვიდობებასაც ვერ ვასწრევ ისე მივყავარ გარეთ. დიანას შევენება ისევ უგრძელდება, მე კი დამიმტავრდა და ბანკში შესვლა მიწევს. ყველა მე მიყურებს და არ ვიცი, რა გავაკეთო! არასწორი ნაბიჯი გადავდგი? კითხვას ვუსვავ, ჩემს თავს. სოფია, ნუ აქცევ ყურადრებას, ამ ხალხს! რასაც უნდათ იმას ილაპარაკებენ! ლაშა გიყვარს და მასაც უყვარხარ! *** სამუშაო საათების დასრულებისას გარეთ გამოვდივარ და ტაქს ველოდები. ბანკიდან გამოსულ ლაშას ვხედავ და ჩემსკენ მოდის. ანერვიულებულს მამჩნევს და მანქანას აღებს: -ჩაჯექი!-მეუბნება ლაშა. -იყოს, ტაქსით წავალ!-ვპასუხობ მე. -ჩაჯექი!-ისევ იგივეს მიმეორებს. ვჯდები და ლაშაც ჯდება. -დღევანდელ დღეზე განერვიულდი? ვიცი შენი მესმის! ადამიანები ყოველთვის იმას ილაპარაკებენ, რაც უნდათ! ეს შენც, ხომ კარგად იცი? ნუ მიაქცევ მათ ყურადღებას!-მეუბნება ლაშა. თავს ვუქნევ და ვუღიმი. -რამდენი შურიანი თვალი გიყურებდა, ასეთი კაცი, რომ ჩამიგდე ხელში!-იცინის ლაშა. მეც მეცინება და სულ მავიწყდება, ჩემი თანამშრომლები. ლაშა მართალია, ხალხი იმას იტყვის, რაც უნდათ! -------------------------------------------------------- აბა , როგორ მოგწონთ? ძალიან მახარებთ, ტვენი თბილი სიტყვებით, ჩემო საყვარლებო! ძალაინ დიდი მადლობა, რომ მოგწონთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.