შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუხერხებელი გამომძიებელი 13


20-02-2016, 17:25
ავტორი teddy))
ნანახია 3 445

სამსახურში ვარ და ბანკში შემოსულ ლაშას ვხედავ. თავს ვხრი და ნაბიჯების ხმაც მესმის:
-გამარჯობათ!-ესალმება თანამშრომლებს და თავისი კაბინეტისკენ მიიწევს.
-როდის მორჩები ჩემს დასჯას?-ვამბობ ხმადაბლა.
-გამარჯობა!-ჩემს წინ მდგარ, ქალბატონს ავხედე და საქმეს შევუდექი.
***
-სოფია, წამოდი რა კაბა ამარჩევინე.-მეუბნება დიანა, შესვენებაზე.
-კარგი, ჩანთას ავიღებ.-ვთანხმდები მე. გარეთ გავდივართ და ერთ-ერთ მაღაზიაში შევდივართ. დიანა კაბებს ათვალიერებს, მე კი ვიყურები და ჩემს დანაშაულზე ვფიქრობ.
-მოგწონს ეს კაბა?-მოდის ჩემთან დიანა. ცისფერი, მუხლებამდე კაბაა.
-ცუდი არ არის.-ვეუბნები მე.
-კარგი რა, ამარჩევინე!-ხელს მკიდებს და კაბებისკენ მივყავარ.
-ეს გაისინჯე!-ვაწვდი ვერცხლისფერ კაბას.
-ჩვენი უფროსის სურათები ნახე?-მეკითხება დიანა.
-ლაშას ფოტოები?
-შენ სულ გადაგავიწყდა, ჩვენი ძველი უფროსი.-იცინის ის.-საქორწინო მოგზაურობაშია, დუბაიში.
-არა, არ მინახავს.-ვეუბნები მე.
-ჩვენ აქ გვამუშავებს და ის შვებულებაშია.-ბუზღუნებს დიანა.
-ჩვენც ხო არ წაგვიყვანდა!-ვეუბნები მე.
-შეხედე!-მხარს მკრას ის.
-რას?-ვერ ვხვდები რას შევხედო.
-რას კი არა, ვის!-ჩუმად მიმანიშნებს, ჩვენს წინ მდგარ, ლაშას ცოლზე.
-შევხდედე, მერე?-უკმაყოფილოდ ვეუბნები დიანას. უკვე მაწუხებს, ყველაფერში, რომ ცხვირს ყოფს.
-ისე რა, კაცი გაუშვა ხელიდან?!-იძახის დიანა.
-ეს კაბა იყიდე და წავიდეთ!-შეწუხებული, ხელში კაბას ვაჩეჩებ და იცის გასახდელში შედის. ლაშას ცოლს ვუყურებ და უფრო მეტად მეშლება, ჩემს თავზე ნერვები. მართალიცაა ლაშა, ყურადღებას, რომ არ მაქცევს. დიანას ვხედავ და მისკენ მივიდვარ.
-ძალიან მომიხდა! წავალ ვიყიდი!-სალაროსკენ მიდის ის.
-მგონი წითელი ჯობს არა?-გვერდზე მიდგება ლაშას ცოლი.
-უკაცრავად? აა, დიახ!-დაბნეული ვპასუხობ მე.
-დღეს შეხვედრა მაქვს და ვცდილობ რაც შეიძლება ლამაზად გამოვიყურებოდე,-მეუბნება ის და მიღიმის.-მე ქეთათო მქვია, შენ?-ხელს მიწვდის ის,
-სოფია!-ვპასუხობ და ძალაუნებურად იღიმის. სადაა აქამდე დიანა! გვერდზე ვიხედები და დიანაც გამოჩნდა:
-მოვედი, სოფია!-მოდის ჩვენსკენ და ლაშას ცოლს, ქეთათოს უყურებს.-გამარჯობა!-ესალმება დიანა.
-გამარჯობა!-უღიმის ქეთათო.
-ჩვენ წავალთ, გვაგვიანდება!-ხელს ვკიდებ დიანას და გასასვლელისკენ მიმყავს.
-ბატონი ლაშას ცოლს, გამოელაპარაკე?-იცინის დიანა.
-გამარჯობა მითხრა და ყურადღება არ მიმექცია?!-ვეუბნები მე.
-კარგი შევიდეთ, ბანკში!-ორივე შევდივართ და ჩვენ-ჩვენს ადგილს ვიკავებთ.
***
სამუშაო საათები მთავრდება და გაჩერებაზე ტრანსპორტს ველოდები. ჩემს წინ ლაშას მანქანა ჩერდება და ფანჯარას უწევს:
-ჩაჯექი!-მეუბნება ლაშა.
-იყოს არ მინდა!-თავს ვხრი მე.
-მეც შენსკენ მოვდივარ, ამიტომ დაჯექი!-მიმანიშნებს სავარძლისკენ. კარებს ვაღებ და ვჯდები.
-დღეს შენი ყოფილი ცოლი გავიცანი!-ვამბობ მე.
-რა გააკეთე?-ისეთი თვვალებით მიყურებს, აშკარად გონია, რომ სპეციალურად შევხვდი მე.
-შემთხვევით შევხვდი მაღაზიაში და უბრალოდ რაღაცაზე მკითხა რჩევა!-ავუხსენი ცუდი, რომ არაფერი ეფიქრა.
-მერე?-არ მიყურებს ისე მეკითხება. უკვე ნერვებზე მოქმედებს.
-ლაშა, ბოდიში! ვიცი, დამნაშავე ვარ! ყურადღებას, რომ არ მაქცევ ნერვები მეშლება, თითქოს არ ვარსებობდე! ვიცი ღირსი ვარ, მაგრამ...-თვალები მემღვრევა.
-და ჩემი, რომ არ გჯეროდა მაშინ? როგორ ფიქრობ მე არ მომეშალა ნერვები?-ხმას უწევს ის.
-ვიცი, ყველაფერ ვხვდები...-ვეუბნები ლაშას.
-ძალიან კარგია თუ ყველაფერს ხვდები!-ამბობს და ჩემი მობილურის სიმღერის ხმა ისმის. ჩანთიდან ვიღებ, თუმცა მობილურს ბატარეა უჯდება. ჩანთაში ვაბრუნებ და სავარძელს ზურგით ვეყრდნობი. თვალებს ვხუჭავ და ვფიქრობ, როგორ შემოვირიგო. ჩემივე დანაშაული მე უნდა გამოვასწორო!
-არასდროს მაპატიებ?-ისე გამოდის ჩემი თხოვნა, თითქოს პატარა ვარ და საყვარელი ხმით, უჯრაში შენახული საახალწლო კამფეტის მოპარვისთვის, დედას ბოდიშს ვუხდი.
-გააჩნია, როგორ მოიქცევი!-ეღიმება ლაშას, თუმცა იმწამვდე უსერიოზულდება სახე.
-ლაშა, წესით კაცები ამბობენ ხოლმე, პირველად, რომ დაგინახე ეს დამემართაო ისაო, მაგრამ მე ვიტყვი, რომ პირველად, რომ დაგინხე გამომაშტერე.-ვიწყებ ტლიკინს მისი ღიმილის დანახვისთანავე და მის სერიოზული სახის დანახვისას, ვცდილობ მისი ღიმილი წარმოვიდგინო.
-ვიცი, შეგატყვე!-ეცინება მას, თუმცა ისევ გზას უყურებს.
-როგორ შემატყვე?-გაკვირვებული ვეკითხები.
-ჩვეულებრივ! ყველა გოგოს ვაშტერებ და შენ გამონაკლისი, ხომ არ იქნებოდი!-ეცინება მას.
-რა თავდეჯერებული ხარ?!-ვეუბნები მე.
-შენსავით მოუხერხებელი მაინც არ ვარ! -აღნიშავს ლაშა.
-ჩემს მოუხერხებლობას რას უწუნებ? ვითომ არ მოგეწონა, კიბიდან, რომ გადმოვეშვი შენ, რომ დამიჭირე ამისთანა გოგო!-ვიცინი მე.
-საერთო გვქონია! ორივე თავდაჯერებულები ვართ, ჩვენს გარეგნობაში!-ისიც მყვება სიცილში. გვერდზე ვიხედები და უკვე მოსულები ვართ. მანქანიდან გადმოვდივარ და ლაშაც გადმოდის. მკლავებს მხვევს და ყურთან მიჩურჩულებს:

-ამის მერე, იმედია ჭორებს არ აყვები და სისულელებს აღარ გააკეთებ!
ვემშიდოებები და კიბეებზე სიხარულით ავრბივარ.
------------------------------------------------------
როგორ მოგწონთ დღევანდელი თავი? ველი შეფასებეს და ყველას ძალიან დიდი მადლობა, ჩემო თბილებო!



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargiiiaaa ... momwonss
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი teddy))

gvanciii kereselidze
Kargiiiaaa ... momwonss

gmadlob, gvancii! :*

 


№3 სტუმარი lililiiiiiiii

გაგრძელეე რაა ერთი სული მაქქ როდისს დადებ გაგრძელებას ძაანნ მაგარი გოგო ხარრ გელოდებიიიი

 


№4  offline მოდერი sopiko

აი, ასე რა! ამათ კინკლაობასაც ასე თუ ისე ბოლო მოეღო :-D მთლად შეხმატკბილებულები რომ ვერ იქნებიან, ეგ კი ვიცი, მაგრამ მაინც... შენზე უკვე ჩუმად ვარ! ვითარდები და ვითარდები... ♥

 


№5  offline წევრი teddy))

lililiiiiiiii
გაგრძელეე რაა ერთი სული მაქქ როდისს დადებ გაგრძელებას ძაანნ მაგარი გოგო ხარრ გელოდებიიიი

dzalian didi madloba da mixaria, rom mogewonad sijetis ganvitareba! :*

sopiko
აი, ასე რა! ამათ კინკლაობასაც ასე თუ ისე ბოლო მოეღო :-D მთლად შეხმატკბილებულები რომ ვერ იქნებიან, ეგ კი ვიცი, მაგრამ მაინც... შენზე უკვე ჩუმად ვარ! ვითარდები და ვითარდები... ♥

dzalian didi madlobaa, sayvareloo! :* bolos xom mainc iknebian tkbilad :D

 


№6  offline წევრი kiko

ამ ისტორიის ახალი თავების კითხვას საავადმყოფოში ვერ ავცდი რა :დ ამათმა ხომ გამიწყალეს გული :დ ძლივს არ შერიგდნენ. ჰმ როგორ გაეცნო ქეთათო და ჯანდაბა ვითრევ თმებით. ვის ეპრანჭება ნეტა წითელ კაბას რო ყიდულობს გამაბრაზეს ავადმყოფი გოგო

 


№7  offline წევრი teddy))

kiko
ამ ისტორიის ახალი თავების კითხვას საავადმყოფოში ვერ ავცდი რა :დ ამათმა ხომ გამიწყალეს გული :დ ძლივს არ შერიგდნენ. ჰმ როგორ გაეცნო ქეთათო და ჯანდაბა ვითრევ თმებით. ვის ეპრანჭება ნეტა წითელ კაბას რო ყიდულობს გამაბრაზეს ავადმყოფი გოგო

kiko axtomis bralia tu ratom xar saavadmyofoshi? :* shen gelodebodi sad daikargatqo da gamochndi :* gmadlob! :* gamojanmrtelebas gisurveb! :*

 


№8  offline წევრი kiko

მოვიწამლე და გადასხმებზე ვარ. ცალი ხელით ძლივს ვწერ :დდ არაფერს და მადლობა ❤

 


№9 სტუმარი happy

magariaaa dzalian momewonaa male dade axali taviii

 


№10  offline წევრი teddy))

kiko
მოვიწამლე და გადასხმებზე ვარ. ცალი ხელით ძლივს ვწერ :დდ არაფერს და მადლობა ❤

male gamojanmrteldi :*

happy
magariaaa dzalian momewonaa male dade axali taviii

gmadlob, happy! :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent