შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაუნტის ვალი [8]


22-02-2016, 21:19
ავტორი მარრიამი
ნანახია 6 864

- ახალ წელს გილოცავ ანაკო _ თბილი ხმით მიულოცა გაბრიელმა ტელეფონით.
- მეც გილოცავ _ გაღიმებულმა უპასუხა.
- სახლში ხარ?
- კი, მაგრამ ლილესთან უნდა ავიდე, იქიდან შაკოსთან და ბოლოს წყვილთან _ ჩამოურაკრაკა გეგმა.
- უჰ, გრძელი გზა გქონია _ გაეცინა _ მე რომ მინდა გნახო?
- დიდ ხანს არ ვჩერდებით, მალე წამოვალთ და გნახავ.
- წამოსვლას რომ დააპირებ შემეხმიანე და წყვილის სახლთან მოგაკითხავ.
- კარგი _ გაეღიმა _ დროებით.
- დროებით ანაკო.

ყოველთვის უყვარდა ახალი წელი, ოჯახთან აღნიშვნის შემდეგ მეგობრები იკრიბებოდნენ ერთად. ყოველი ახალი წელი საუკეთესო მოგონებებს უტოვებდა. ცოტა გაიპრანჭა, სქელი ყელსახვევი მოიხვია, ქურთუკის ქუდი წამოიფარა და სახლიდან გავიდა.

- გილოცავთ _ ღიმილით შეაბიჯა ლილესთან, მეკვლე იყო. ლილეს მშობლებსაც მიულოცა, თითო ჭიქაც დალიეს და ტაქსი გამოიძახეს შაკოსთან გასასვლელად.

- შაკუნაა, გილოცავთ _ ერთად შევიდნენ სახლში.
- ჭინკებო _ ჩაიხუტა გოგონები _ მეც გილოცავთ. ჩქარა, ჩქარა, თორემ სალომე კინაღამ ტელეფონში გამოძვრა.
- გვყრი შაკუნა? _ სერიოზული სახით იკითხა ანიმ.
- შაკუნას კიდევ დამიძახებთ და მართლა გაგაგდებთ _ გაუცინა.
- წავედით, წავედით _ თითო ჭიქა შაკოსთანაც დალიეს და ისევ ტაქსით წყვილთან გადაინაცვლეს.

- მობრძანდით _ სიცილით გაუღო კარები სალომემ.
- გილოცავთ _ ჯერ სალომეს ჩაეხუტნენ, შემდეგ ერეკლეს.
- მოდით, მოდით _ მიიწვია ბიჭმა _ თქვენ გელოდით, დასხედით.
- ანუ აქ დავამთავრეთ? _ სიცილით იკითხა ლილემ.
- ჰო, წელს ჩვენთან ვამთავრებთ.
- მე გაბრიელი უნდა ვნახო, ასე რომ მალე გავალ ალბათ _ გაიკრიჭა ანი.
- შანსი არ გაქვს, გაბრიელს დაურეკე და ამოვიდეს, მე აქედან მალე არ გაგიშვებ _ გამაფრთხილებელი ტონით ჩაილაპარაკა სალომემ.
- კარგი, ვნახოთ _ მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა.
- მე გაგაფრთხილე, არ გაბედოთ და არ გამაბრაზოთ, ჩემთვის არ შეიძლება _ ეშმაკური ღიმილით დაასრულა გამოსვლა.
- არაა? _ თვალები გაუბრწყინდათ გოგონებს.
- კიი, კიი _ აციმციმებულ თვალებს ვერ მალავდა.
- რა მაგარია _ ერთად ჩაეხუტნენ _ ვაიმე, რა კარგია _ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ახალი წელი იყო.
- დიდი ხანია იცი?
- ერთი კვირაა რაც გავიგეთ.
- და აქამდე გვიმალავდი? როგორ მოითმინე? _ გაეცინათ.
- საახალწლო საჩუქარი _ მხრები აიჩეჩა და ქათმის სალათი თეფშზე გადაიღო.
- უკაცრავად _ ღიმილით გადახედა მეგობრებს და აზუზუნებულ ტელეფონს უპასუხა. _ გისმენ.
- ოჰ, დადნა _ გაეცინა ლილეს.
- აბა, ჩამოიარე? _ ღიმილით ჰკითხა გაბრიელმა.
- წყვილთან ვართ ახლა.
- მალე გამოხვალთ?
- რა ხდება იცი? სალი არ მიშვებს _ გაეღიმა _ და შენც აქ გეპატიჟებიან.
- მე ამოვალ იმ შემთხვევაში, თუ მერე შენს თავს გამომატანენ.
- ამო და გავიპაროთ _ გაუცინა.
- კარგი, მალე მოვალ.

მასთან საუბარი, მიმოწერა და ნახვა გარანტირებული ღიმილი იყო. სრულიად უმიზეზოდ ეღიმებოდა და თავსაც ვერაფერს უხერხებდა. ცდილობდა გიჟად არ შეერაცხათ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ტუჩები თავისით გარბოდნენ განზე. ნახევარ საათში გაბრიელიც შეუერთა. კარები ანიმ გაუღო, ბედნიერი ჩამოეკიდა ყელზე.

- დალიე ანაკო? _ გაეცინა.
- სულ, სულ ცოტა _ ცერა და საჩვენებელი თითებით აჩვენა ცოტა და გაეკრიჭა.
- ჰო, სულ ცოტა _ ხელი მოჰხვია და მისაღებში შევიდნენ. _ გილოცავთ _ ღიმილით მიულოცა ახალგაზრდებს.
- ჩვენც გილოცავთ _ ყველას მაგივრად თქვა ლილემ.

ცოტა ხანს გაჩერდნენ და დიდი თხოვნის შედეგად ანი წამოიყვანა.

- რა ხდება? _ ღიმილით ახედა გოგომ.
- სახლში გეჩქარება?
- მმ, ჯერ არა.
- ჰოდა წავედით.
- სად? _ კვდებოდა ინტერესით.
- მერე გეტყვი _ გაუცინა და მანქანის კარები გაუღო. მთელი გზა ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა ანის, გაბრიელი კი ღიმილით დუმდა. _ აქ გააჩერეთ, ინებეთ _ მძღოლს თანხა გაუწოდა და მანქანიდან გადმოვიდნენ.
- არ მითხრა რომ იქ ვართ, სადაც მე მგონია _ შეწუხებული მზერა მიაპყრო.
- ზუსტად იქ ვართ _ გაუცინა. _ ჩემთან მივდივათ.
- გაგიჟდი?
- რატომ, ჩემი ოჯახის წევრებს შენი გაცნობა უნდათ.
- მერე არ უნდა გაგეფრთხილებინე? მოვემზადებოდი მაინც წესიერად, კარგი რა _ აწუწუნდა.
- არ უნდა ამდნეი პრანჭვა რა _ მობეზრებით გადაულაპარაკა.
- მისმინე _ შემართებით დაიწყო _ არა, გეთქვა რა! _ ისევ აწუწუნდა _ ახალი წელია და ჯიბეში სულ რამდენიმე ცალი კანფეტი მაქვს, ასე როგორ ამოვიდე.
- არაუშავს.
- როგორ არაუშავს, შენი დისშვილები გყავს სახლში, ასე ცარიელი ხომ ვერ წამოვალ ბავშვებთან.
- დამღალე უკვე _ სერიოზული სახით უთხრა.
- ჰოო? _ თავი მოიქექა _ სადმე მაღაზიაში მაინც შევიდეთ.
- ახალი წლის ღამეს აქ ახლომახლო ღია მაღაზიას ვერ იპოვი.
- როგორ მინდა რომ მოგკლა, დაგახრჩო _ შეუღრინა.
- რაღას უცდი _ გაეცინა.
- არა, არა, ტყუილია, ასე არ ამოვალ, წავედით, სხვა დროს გავიცნობ.
- ანაკო გელოდებიან.
- რა თქვი? _ გაოცებული მიაჩერდა _ აჰა, ანუ ჩემთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტე.
- რა დავაშავე, რატომ ართულებ ასე? უბრალოდ უნდათ შენი გაცნობა, მხოლოდ და მხოლოდ უახლოესი ადამიანები არიან, არ აქვს მნიშვნელობა რამდენიმე ცალ კანფეტს მიუტან თუ მთელ პარკს, ახლა გელოდებიან და ერთი სული აქვთ კარებზე როდის დავაკაკუნებთ _ გაუღიმა. _ სირცხვილია ახლა რომ არ ავიდეთ _ თვალი ჩაუკრა და სადარბაზოსკენ წაიყვანა.
- მოიცა, არ დააკაკუნო _ დასაკაკუნებლად აწეული ხელი გაკვირვებულმა ჩამოსწია ბიჭმა.
- რატომ?
- მაცადე, ეს დამიჭირე _ ტელეფონი შეაჩეჩა ხელში, თმებზე ხელი გადაისვა, შეისწორა, ტუჩებზე ოდნავ შერჩენილი ტუჩსაცხი ხელსახოცით მოიწმინდა და ახარხარებულ გაბრიელს ახედა. _ რა გაცინებს? რა დღეში ხარ? _ შეუბღვირა.
- კარგი, კარგი _ ფხუკუნით ჩაილაპარაკა და კარებისკენ წაიღო ხელი.
- მოიცა _ ისევ გააჩერა.
- ახლა რაღა მოხდა? _ დაღლილმა გადახედა.
- ახლა ჩუმად შეიპარები სახლში, როგორც გინდა ისე, არ ვიცი მე და ცოტა ტკბილეულს გამოიტან.
- მეხუმრები? _ გაოცებული ახარხარდა.
- არ გეხუმრები, მიდიი.
- ჩემს სახლში შევიპარო და ტკბილეული მოვიპარო _ სიცილს არ წყვეტდა.
- მორჩი ახლა _ მხარი მიკრა.
- გიჟი ხარ, გადარეული _ იცინოდა _ წამო _ ხელი მოკიდა და სახელური ჩამოსწია. _ რადგან არ გინდა რომ კარებშივე შეგეგებონ, კარგი.
- მარჯვენა ფეხით შემოვდივარ _ დემონსტრაციულად ასწია მარჯვენა ფეხი და ზღურბლს გადააბიჯა.
- მოდი მოდი _ მისაღები ოთახისკენ წაიყვანა, ხმაური ისმოდა, ღიმილით შევიდა ოთახში და გოგონაც შეიყოლა. _ მოვედით _ ყურადღების მისაპყრობად გამოაცხადა. მთელი გულით მოუნდა ანის გაბრიელის მოკვლა. მხოლოდ ახლობლებიო, არადა იმდენი ადამიანი იყო, სად დამალულიყო აღარ იცოდა.
- გამარჯობა _ ამოიკნავლა, ნაზად გაუღიმა და რამდენიმე ცალი კანფეტი ტკბილეულის თეფშზე დაყარა _ გილოცავთ ახალ წელს.
- გამარჯობა _ ღიმილით წამოიმართა საშუალო ასაკის ქალბატონი _ ჩვენც გილოცავთ _ აკოცა _ ძალიან მიხარია შენი გაცნობა, მანანა მქვია.
- მიხვდებოდი უკვე, დედაჩემია _ გაუცინა გაბრიელმა.
- სასიამოვნოა, ანი _ გაუღიმა.
- ანაკო _ შეუსწორა. _ მამაჩემი გიორგი _ მოკრძალებული ღიმილით მიესალმა კაცს. _ ბიძია, ბიცოლა, ბიძაშვილები, სახელებს მერეც დაიმახსოვრებ _ გაუცინა.
- მე გამომტოვე? _ ახალგაზრდა გოგონა სიცილით შევიდა ოთახში.
- შენ როგორ გამოგტოვებდი? _ გაუღიმა და თავზე აკოცა _ ჩემი დაიკო გვანცა და სიძე გიგა _ ღიმილით წარუდგინა წყვილი. _ სად იყავით ამდენ ხანს?
- თინის ვაძინებდი და ამ ვაჟკაცმა გაიღვიძა _ სიცილით ანიშნა ოთახში შემოსულ პატარაზე.
- ესეც დათუნა _ გაუღიმა ანის.
- გამარჯობა _ ჩაიმუხლა და პატარას ხელი გაუწოდა. მორცხვად შეაგება თავისი თითები პატარამაც. გაეცინა, ხელში აიყვანა და გაბუშტული ლოყები დაუკოცნა.
- დასხედით, მობრძანდით _ მიიწვიეს სუფრასთან.
- მოდი _ სკამი ოდნავ გამოუწია და ანიშნა დამჯდარიყო, თვითონაც გოგონას გვერდით მოკალათდა.
- მოგკლავ _ ღიმილით გადაუჩურჩულა.
- აბა შენ იცი _ ოდნავ გაუღიმა და გამოწვდილი ჭიქა გამოართვა მამას.
- ჩვენს სტუმარს გაუმარჯოს _ გაუღიმა კაცმა _ ისეთი თვალებით უყურებთ ერთმანეთს, მალე სტუმრის კი არა დიასახლისის სტატუსით დაგლოცავ _ გაუცინა, ანი კი, ისედაც მორიდებულად მყოფი, სულ აიწურა.
- უნდა დაგეთანხმო _ ღიმილით ამცნო გაბრიელმა და მუხლებზე დაკრეფილ ხელებზე ხელი ჩასჭიდა.
- მგონი ძალიან ჩქარობთ _ ღიმილით ჩაილაპარაკა.
- ანაკო, ანაკო _ გაუცინა და მეორე ხელი მხრებზე მოჰხვია.

....
- გაბრიელ, ჩემი წასვლის დროა _ უჩურჩულა.
- უკვე?
- უკვე, მოდი ტაქსს გამოვიძახებ და შენ დარჩი, ნასვამი ხარ.
- არ მითხრა რომ სერიოზულად მეუბნები _ წყენით გადახედა. _ შენი აზრით მარტო გაგიშვებ?
- მე მაინც ვცადე _ გაუღიმა.
- კარგი, წამო.
თბილად დაემშვიდობნენ და კიბეებზე ჩაირბინეს. მიხუტებულები ისხდნენ მანქანაში. თვალები დაუმძიმდა ანის და გაბრიელის მხარზე ტკბილად ჩაეძინა.
- ანაკოო _ ფრთხილად შეაღვიძა. თვალები მოიფშვნიტა და ჯერ ისევ გამოუფხიზლებელმა ახედა _ მოვედით ანაკო _ უღიმოდა.
- ჰო _ დაბნეულმა ჩაილაპარაკა და მანქანის კარები გამოაღო. გაბრიელიც გადაჰყვა.
- ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ახალი წელი მქონდა _ სადარბაზოში შესულს ჩაეხუტა და უჩურჩულა.
- ჩემთვისაც _ ბედნიერმა შემოჰხვია ხელები კისერზე.
- ახალ წელს გილოცავ _ კიდევ ერთხელ მიულოცა ღიმილით და აკოცა.
- მეც _ მაშინვე ჩაილაპარაკა, როგორც კი მის ბაგეებს მოწყდა. _ წავედი, თორემ ტაქსი აღარ დაგელოდება _ გაუცინა.
- ჰო, წავედი.
- წადი, წადი _ გაუცინა და ხელები გააშვებინა _ და ჭკვიანად _ გაფრთხილება არ დაავიწყდა _ რომ მიხვალ, გამაგებინე.
- აუცილებლად _ კიდევ ერთხელ აკოცა და გავიდა. ღიმილით აუყვა კიბეებს ანი და კარებზე დააკაკუნა.
- მოხვედი დედიკო? _ კოცნით შეეგება ქალი.
- მოვედი _ გაუღიმა.
- ძალიან კარგი, ყველა შენ გელოდებოდა.
- ვინ ყველა? _ ეშმაკური ღიმილით წავიდა მისაღებისკენ _ მამიდაა _ გახარებული ჩაეხუტა.
- სად დასეირნობ ქალბატონო? _ გაუცინა ქალმა.
- მერე მოგიყვები _ ჩურჩულით უთხრა და მამიდაშვილებს ჩაეხუტა.

ცოტა ხანი მათთან ერთადაც გაატარა და ოთახში წავიდა დასაძინებლად. სწრაფად შეწვა საბნის ქვეშ და ბალიშს მიეხუტა. ისე დაიღალა დღეს, ჯერ ასე გვიანობამდე ეღვიძა, მერე ემოციური დაღლა, ადვილი ამბავი ხომ არ იყო გაბრიელის ოჯახის გაცნობა, თანაც ასე მოულოდნელად.

***
- დილა მშვიდობის _ თბილი ხმა ესმოდა ტელეფონიდან.
- გამარჯობა _ ჯერ ისევ თვალებდახუჭულმა ღიმილით ჩაილაპარაკა.
- როგორ გეძინა?
- კარგად, სანამ არ გამაღვიძებდი _ გაეცინა.
- არაუშავს, თუ გაემზადები და მალე ჩამოხვალ, მნახავ.
- ამ დილაადრიან? _ გაიკვირვა.
- ჰო, სოფელში უნდა წავიდეთ.
- ასე უცებ?
- ბაბუა ვერ იყო კარგად და სანახავად უნდა წავიდეთ.
- კარგი, მალე ჩამოვალ _ ტელეფონი გათიშა და ლოგინიდან წამოდგა. როგორ ეზარებოდა ამ შუა თებერვალში, ამ დროს ეზოში ჩასვლა, მაგრამ რას იზამდა. ცხვირი სქელ ყელსახვევში ჩამალა და კიბეებზე ჩაირბინა.
- ანაკო _ გულში ჩაიკრა.
- ცივა _ მაშინვე აწუწუნდა.
- მოდი გაგათბო _ გაუცინა.
- აღარ მყოფნის ეგ შენი სითბო _ ენა გამოუყო.
- ხელები გაყინული გაქვს _ მისი ხელები თავისაში მოიქცია და მსუბუქად მოუჭირა.
- მაინც არ გათბება ხომ იცი _ გაუცინა _ რამდენი ხნით მიდიხარ?
- რამდენიმე დღით.
- კარგია.
- რატომ? _ წარბაწევით ჰკითხა.
- არ მომენატრები და იმიტომ _ გაუცინა.
- იცი რა ვიფიქრე?
- აბა რა იფიქრე? _ ახედა.
- ვფიქრობ, რომ გაზაფხული შესანიშნავი დრო იქნება ქორწილისთვის.
- უკაცრავად, ვისი ქორწილისთვის? _ თვალები მოჭუტა.
- ჩემი და შენი _ გაუცინა.
- მე არ მეკითხები?
- უარს იტყვი?
- ნუ, რა ვიცი _ გაინაზა.
- მალე ამოგაკითხავ ოჯახში _ გაფრთხილებასავით გამოუვიდა.
- მობრძანდი ბატონო, რას მაშინებ _ სიცილით აკოცა.
- ადი ახლა, არ შეგცივდეს _ მზრუნველი ტონით ჩაილაპარაკა.
- კარგი _ დაეთანხმე _ დამირეკე ხოლმე.
- აბა რას ვიზამ _ გაუღიმა და ხელები გაუშვა.

ის რამდენიმე დღე მეგობრებს არ მოშორებია გვერდიდან. სულ მათთან იყო, ძირითადად წყვილთან იკრიბებოდა ყველა. სალომეს დასტრიალებდნენ თავს, ხან რას უცხობდნენ, ხან რას.

- სიძე როდის უნდა გვასტუმრო? _ გაუცინა სალომემ.
- არ არის ჯერ სიძე.
- ხომ იქნება _ გადახედა შაკომ.
- იქნება, აბა სად წავა, რა ვიცი გესტუმრებათ.
- როდის-მეთქი?
- ვაიმე სალო მე რა ვიცი _ მობეზრებით აიქნია ხელი.
- აბა ვინ უნდა იცოდეს.
- სალიი, რას ჩამაცივდი? _ გაუცინა.
- კარგი ჰო _ ჩაიბუზღუნა.
- კაი ახლა არ გაიბუსხო და რაღაცას გეტყვი _ თვალები აუციმციმდა.
- რას მეტყვი? _ მაშინვე გამოცოცხლდა.
- ქორწილზე ალაპარაკდა უკვე, თან გაზაფხულზე _ გაეკრიჭა.
- ყოჩაღ _ გაუცინა შაკომაც.
- ჰოდა მალე ამოვალ შენთან სახლშიცო _ გააგრძელა.
- ოო, ეს უკვე მომწონსოო _ გადაიკისკისა ლილემ.
- მოიცათ _ ტელეფონს დახედა და აივანზე გავიდა. _ გისმენ.
- სად ხარ?
- წყვილთან ვარ, შენ?
- მე ჩამოვედი _ ჩაეღიმა.
- მოხვალ აქ?
- თხუთმეტ წუთში მანდ ვარ და ჩამო.
- გელოდები.
სახლში შებრუნდა.
- გავემზადე და წავედი მე _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
- ოჰ, ჩამოვიდა პრინცი? _ გაეცინა ლილეს.
- დიახ _ სწრაფად მოწესრიგდა და კიბეები ჩაირბინა. გაბრიელი სარბაზოში იდგა, ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაეყო და მომლოდინე მზერით შესცქეროდა საფეხურებს. _ მომენატრე _ ხმის ამოღება არ აცადა ისე მიეჭრა ბიჭს.
- არ მეგონა ასე ძალიან თუ მოგენატრებოდი _ გაუცინა და ხელი ჩაკიდა.
_____

ესეც მერვე შოკოლადებო.. ძალიან დიდი ბოდიში, გუშინ ვერანაირად ვერ მოვახერხე ატვირთვა.. ჰო, შეცდომებისთვისაც ბოდიშს გიხდით, გადახედვა ვეღარ მოვასწარი.. მადლობა თქვენ ამხელა სითბოსთვის.. ველი შეფასებას და კრიტიკას..
ბევრი აღარ დარჩა, სავარაუდოდ შემდეგი თავი დასასრული იქნება..
პ.ს. უყვარხართ მარრიამს...



№1  offline წევრი შამხათი

ვაიმე როგორ მიყვარს ეს ისტორია, თბილია და ტკბილი love

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Iseti magariaaa vgijdebi me am istoriazeee
--------------------
G.ke

 


№3  offline ადმინი ano23

yvelaze ttkbili da yvelaze chemi istoria ^_^ mariamic miyvars me, chemo nichiero da tkbilo :-* :-* :-*

 


№4  offline წევრი cancara

დზალიან კარგი ხაარ ასე გაგრზძელე

 


№5 სტუმარი Black

Didi xania mindoda am istoriis wakitxva tumca dros ver vnaxulobdi wasakitxad,hoda gushin movicale tu ara 1li tavidan me7 tavis chatvlit wavikitxe tumca komentari ver davwere,samagierod axla getyvi magari istoriaa da me8 tavic shesanishnavia rogorc sxva danarcheni<3;)

 


№6  offline მოდერი მარრიამი

შამხათი
ვაიმე როგორ მიყვარს ეს ისტორია, თბილია და ტკბილი love

gvanciii kereselidze
Iseti magariaaa vgijdebi me am istoriazeee

ano23
yvelaze ttkbili da yvelaze chemi istoria ^_^ mariamic miyvars me, chemo nichiero da tkbilo :-* :-* :-*

cancara
დზალიან კარგი ხაარ ასე გაგრზძელე

Black
Didi xania mindoda am istoriis wakitxva tumca dros ver vnaxulobdi wasakitxad,hoda gushin movicale tu ara 1li tavidan me7 tavis chatvlit wavikitxe tumca komentari ver davwere,samagierod axla getyvi magari istoriaa da me8 tavic shesanishnavia rogorc sxva danarcheni<3;)

უუღრმესი მადლობა ჩემო კარგებო <3

 


№7  offline მოდერი Eleniko13

რა კარგი ხაარ <333
შემდეგი მინდა, მინდა, მინდა !
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8  offline მოდერი მარრიამი

Eleniko13
რა კარგი ხაარ <333
შემდეგი მინდა, მინდა, მინდა !

მადლობა <3 შემდეგი დეევს ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent