შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოდესმე გყვარებია? (4)


23-02-2016, 00:57
ავტორი natia_888
ნანახია 2 293

• ჰეი შენ, არ იცი, რომ ეს ჩემი ადგილია. - ეს ნამდვილად ლიდა იყო.
• უკვე აღარ. - შევბრუნდი, მისი გაშტერებული გამომეტყველებით დავტკი და მხარის გაკვრით გავიარე.
• ბაბი? - არ ვიცი კითხვა მე დამისვა თუ საკუთარ თავს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სკოლის შენობაში შემავალ კიბეებს დავადექი.
შემხვედრი მოსწავლეების რეაქცია კიდევ უფრო მამხნებევდა. ჩერდებოდნენ და მაშტერდებოდნენ მოსწავლეები, რომლებიც ადრე ვერც კი მამჩნევდნენ. თვალს მაყოლებდნენ სკოლის ყველაზე მაგარი ბიჭები და შურით სკდებოდნენ სკოლის ყველაზე მაგარი გოგოები. ზოგი მათგანი ვერ მცნობდა. მსაწავლებლებიც კი ვერ იკავებდნენ თავს, თვალი რომ არ გამოეყოლებინათ. მე კი ჩემს ცხოვრებაში პირვლად, სკოლის დერეფანში თავაწეული მივაბიჯებდი.

• ღმერთო ჩემო, ჩვენს სკოლაში ციდან ანგელოზი ჩამოფრენილა. - სკოლის ყველაზე თავხედი და ყველაზე პოპულარული ბიჭიც გამოჩნდა. საფლირტაო კომენტარებით ჩემი კარადისკენ მიმავალ გზას ჩემთან ერთად დაადგა. ეს ზუკა იყო. ფეხბურთის გუნდის კაპიტანი და ლიდას ყოფილი შეყვარებული. ბიჭი, რომელმაც ამ განებივრებულ, ამპარტავან და თავხედ გოგოს, მასში არ არსებული ღირსება შეულახა, მიატოვა. მის კომენტარს ყურედღება არ მივაქციე. ის, რომ სათვალეები მოვიხსენი და მოკლე კაბა ჩავიცვი, სულაც არ ნიშნავდა, რომ მეც ლიდასავით უთავმოყვარეო გოგოდ უნდა ვქცეულიყავი. - ბარბარე, ძალიან გალამაზებულხარ. - აი მაკიაჟის პირველი მკაფიო შედეგიც, სკოლის ყველაზე პოპულარული ბიჭი სახელით მომმართავს.
• მადლობა. - ისე ვუთხარი მისთვის ზედაც არ შემიხედავს. კარადა გამოვაღე და ფიზიკის წიგნს დავუწყე ძებნა.
• მალე სკოლაში ყველაზე პოპულარულ გოგოდ იქცევი, არ გინდა შენს აღმავლობას ხელი შევუწყოთ?
• რას გულისხმობ? - არადა მშვენივრად ვიცი რასაც გულისხმობდა.
• ჩემი შეყვარებული გახდი და ტრიუმფს ბევრად უფრო მალე მიაღწევ. - ზუკა მთხოვდა მისი შეყვარებული გავმხდარიყავი. რამდენი გოგო დაუმცირებია მას, ახლა კი მე მეძლეოდა შანსი ყველა მათგანის მაგივრად შური მეძია.
• კარგი, მაგრამ ეს ყველა სსტუდენტის გასაგონად, ხმამაღლა მთხოვე და მეც ხმამაღლა განგიცხადებ თანხმობას. - ამდენი ხნის დიალოგის შემდეგ პირვლად შევხედე თვალებში.
• ჰმ. - ჩაიცინა. - ჭკვიანური სვლაა. კეთილი ასე იყოს. სასიამოვნოა ასეთი ლამაზი გოგო საჯაროდ, რომ მოგცემს თანხმობას. - ჩაახველა, ხელით თმა შეისწორა. ეს პოპულარული ბიჭების მანია იყო. თვალი ჩამიკრა და განაცხადა. - ყურადღება, ყურადღება. მინდა ყველა მოსწავლის თანდასწრებით, ჩვენი სკოლის ყველაზე ლამაზ გოგოს... - მოსწავლეების მთელი დასი ზუკასკენ შემობრუნდა, რაც მთავარია მისი ყურადღება ლიდამაც მიიბყრო. -ბარბარე ასათიანს ვსთხოვე, რომ ჩემი შეყვარებული გახდეს... - ბრბოს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და ლიდაზე კიდევ უფრო სასიამოვნო სახეს წავაწყდი. გიორგი ნაპირელი, ისიც ბრბოს შერეოდა და გაოცებული სახით შემომყურებდა. ზუკა მე მომიბრუნდა. - ბარბარე. ბაბი, თანახმა ხარ იყო ჩემი შეყვარებული? - წამით დავფიქრდე. თვალი შევავლი ლიდას სიბრაზიზგან წითლად აკიაფებულ სახეს, გიოს გაოცებულ გამომეტყველებას. მოსწავლე გოგონების უმეტესობა სიძულვილითა და შურით სავსე თვალებით მიყურებდა. დავფიქრდი, რა მეპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ განზრახული უარი მქონდა, იქნებ დავთანხმებოდი და ამით კიდევ უფრო გამემწარებინა ლიდა, კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამომეწვია გიოში და მართლაც გამეზარდა ჩემი პოპულარობის რეიტინგი. თუ უარი მეთქვა და დამემსხვრია ზუკას მაგარი ბიჭის იმიჯი, მომეშორებინა ქედმაღლური გამოხედვა მისი სახლიდან.როცა ჩვენს სკოლაში ვხედავდი წყვილებს, სურვილი მეკარგებოდა როდესმე მე თავად შემყვარებოდა. ყოველთვის ზიზღს იწვევდნენ შემთხვევით შემდგარი წყვილები და ახლა მე თავად გავმხდარიყავი ამ ფარსის მონაწილე?
• გავხდე შენი შეყვარებული? არც ისე მაცდური წინადადებაა. - თვალი ჩავუკარი და კმაყოფილი ღიმილით ავუარე გვერდი. მისი სახე იმ გოგონების სახეს დაემსგავსა ათასჯერ მაინც, რომ დაუმცირებია. ვიგრძენი გოგონების სახეზე შური და სიძულვილი როგორ ჩაანაცვლა სიხარულმა, ლიდას სახეზე სიბრაზეს გაოცება დაემატა, გიო, გიოს კი აშკარა კმაყოფილება აღებეჭდა.
ფიზიკის წიგნი ავიღე და წავედი. საპირფარეშოში შევედი და უზარმაზარ სარკეში ჩემს გამოსახულებას მივაშტერდი. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე. აწ უკვე განცდილი გამარჯვებების არგუმენტირებით ჩემს თავს შთავაგონე, რომ ყველაფერი გამომივა და კლასში შევედი. მოსწავლეების უმეტესობა კლასში იყო შესული. კარი გავაღე თუ არა ჩემს ძველ მერხთან ატეხილი ალიაქოთი მეცა თვალში. კლასელი ბიჭები ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ ვინ დაიკავებდა ადგილს ჩემს გვერდით. გავიღიმე, უიღბლო მერხზე უარი ვთქვი და შუა სვეტის წინა ორ ადგილიანი მერხის მარჯვენა მხარეს დავჯექი. სანამ ბიჭები ჩხუბობდნენ მე ფიზიკის წიგნი გადავშალე და მასში უაზროდ დავიწყე ყურება. ფიზიკა არასდროს მიყვარდა, ახლა კი ეს ისედაც გაუგებარი ფორმულები, ჩინურ იეროგლიფებს დაემსგავსა. კლასში გიო და ლიდაც შემოვიდნენ. ჯერ ლიდა გამოჩნდა, უკან კი გიო შემოჰყვა. ლიდამ დამინახა თუ არა გიოს ხელი ჩასჭიდა და უკანა მერხისკენ დაიძრა, მაგრამ გიომ ხელი გააშვებინა და ჩემს გვერდით თავისუფალი ადგილი დაიკავა. კვლავ ლიდას გაცოფებული სახე შემომეფეთა, მას კი ისევ ჩემი კმაყოფილი ღიმილი. რაღა უნდა ექნა, მარტომ განაგრძო გზა „მისი და გიოს ადგილისკენ“.
• გამარჯობა ბაბი. - აქამდე გიო არაერთხელ მომსალმებია, მაგრამ ასე არასდროს. არ ვიცი რა, მაგრამ განსხვავება ნამდვილად იყო.
• გაგიმარჯოს. - ქედმაღლული ტონი მქონდა.
• ბაბი... არ ვიცი ასე უნდა მოგმართო თუ არა. - უადგილო ნათქვამად ჩავთვალე და ირონიულად გავიღიმე, მაგრამ სინამდვილეში მისმა ამ სიტყვებმა შიგნით რაღაც მატკინა.
• რას გულისხმობ?
• გახსოვს როცა პირვლად გაგიცანი? - კითხვა დასვა მაგრამ პასუხს ნამდვილად არ ელოდა. - მაშინ მითხარი ბარბარე მქვიაო, მე კი გიპასუხე, მე ბაბის დაგიძახებთქო. ის ბარბარე, რომელსაც მე ბაბის ვეძახდი შეიცვალა, უფრო სწორედ სადღაც გაქრა.
• კი მახსოვს. - კითხვას მაინც ვუპასუხე. - და მე მაგ საუბრის გაგრძელებაც მახსოვს, ასე რომ ახლა ნუ მოჰყვები სენტიმენტალურ საუბარს იმის თაობაზე თუ, როგორ შეიცვალა ჩემში არსებული სულიერება. - რადგან ამ ცვლილების მიზეზი შენ თავად ხარ. სათქმელი გონებაში დავამთავრე.
• მაგრამ ეს ასეა, მას შემდეგ რაც ამ სამოსსა და მაკიაჟში გამომეცხადე არც კი დაგლაპარაკებივარ წესიერად, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ შეიცვალე. ის უბრალო გოგონა სადღაც გაქრა.
• გინდოდა გეთქვა ის საცოდავი გოგონა.
• არა ბარბარე. - ეს მიმართვა, საშინლად ჟღერდა, თითქოს ვიღაც სახვას ეძახდა. - საცოდავი ვერ იქნება ადამიანი, რომელსაც გრძნობები გააჩნია და მათი ფასი იცის. საცოდავი ვერ იქნება ადამიანი, რომელიც ნამდვილად ადამიანია.
• ესეიგი შენ საცოდავი ხარ ხო? - მინდოდა მისთვის მეტკინა.
• შეიძლება ასეცაა.- მაგრამ მევე მეტკინა.
• ვინ ხარ საერთოდ, რა გინდა ჩემგან?! სკოლაში გადმოხვედი, არც კი ვიცი საიდან და ახლა ჩემს სინდისად იქეცი? ანგელოზი არ ხარ, მაგრამ არც ეშმაკი ხარ. აქაურ ქედმაღალ ბიჭებს არაფრით გავხარ, მაგრამ ამასთანავე არაფრით განსხვავდები მათგან. ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან? მე ხომ სკოლის ყველაზე უიღბლო, მახინჯი გოგო ვარ. მიდი რა, მიხედე შენს ძვირფას ლიდან და ჩემთვის მორალის კითხვას თვი დაანებე. მე უკეთ ვიცი რა არსებობდა ჩემში კარგი და რა ცუდი. მე უკეთ ვიცი რა არსებობს და რა იარსებებს, რისი შეცვლა მსურს და რისი არა. ეს ყველაზე ნაკლებადაა შენი საქმე.
• ვინ ვარ, რა წარსული მაქვს და აწმყოში რას ვაკეთებ ეს შენ არ გეხება, მაგრამ ისე არა, როგორც შენ მითხარი „შენი საქმე არაა“, უბრალოდ ამის ცოდნა არაფერს მოგცემს. არც მე ვიცი ვინ ხარ, უბრალოდ როცა აქ შემოვედი სათნო გოგონა დავინახე, რომელიც არავის გავდა და მასში ეს სათნოება, ეს სისუფთავე საშინლად მომეწონა. ახლა კი ვხედავ, რომ ამ სათნოებას კარგავ, მე კი მინდა ის დავიცვა.
• იცი რას გეტყვი, დროს ტყუილად კარგავ. არც კი მესმის ამ ყველაფერს რატომ მეუბნევი და კიდევ უფრო არ მესმის მე რატომ გისმენ და გპასუხობ, მაგრამ რაკი დავიწყე დავამთავრებ. მეობნევი თვითსრულყოფილება იყავიო და საცოდავად იქეციო, მეობნევი ეგ სამოსი და ტანსაცმელი არაფერს ნიშნავს და მთავარია მის შიგნით იყო ადამიანიო, მთავარია გრძნობდე, გიყვარდეს და თუ საჭიროა გტკიოდეს და ჩათვალე რომ ყველაფერი გაქვს, ჩათვალე რომ ყველაფერი ხარო, ისინი კი ვისაც კარგად აცვია და კარგი მაკიაჟი უკეთია საცოდავები არიანო, მაგრამ ამ სიტყვების მიუხედავად, შენ, ბიჭმა რომელიც ახლა დგას და ლექციას მიკითხავს, როგორ არ უნდა დაკარგო სულეირი სრულქმნა და მატერიალურში როგორ არ უნდა გადავცვალო, მას შემდეგ რაც გამიცანი, მას შემდეგ რაც გაგვიცანი მე და ლიდა ბედია, თვითსრულყოფილება და საცოდავი გოგონა, მაინც საცოდავი გოგონა აირჩიე. მაინც მის მერხს მიუჯექი, რადგან რეპუტაცია არ შეგლახვოდა. ასე, რომ გიორგი მე თავად გადავწყვეტ რა მსურს ვიყო, საცოდავი თუ სრულყოფილება. შენ კი შენს საქმეს მიხედე. წეღან პირველი დღე გამახსენე, ახლა მეც იგივეს ვიზამ. გახსოვს მითხარი შეგიყვარდებიო?- კითხვაზე პასუხს არც მე ველოდი. - ხო შეიძლება შემიყვარდე, მაგრამ დაზღვეული უნდა ვიყო, რომ გული არ გამიტყდება. ახლა კი ძალიან გთხოვ დაუბრუნდი შენს ადგილს.
• გახსოვს... - არ მინდოდა ისევ იმ კითხვის მოსმენა, რომელზეც ჩემს პასუხს არავინ ელოდა.
• არა არ მახსოვს.
• ლიდას უთხარი... - მაინც განაგრძო. - მეცოდები რადგან მაკიაჟმა, ქერა თმამ და გრძელმა ფეხებმა ადამიანობა დაგაკარგინაო? არ მინდა შენც იგივე დაგემართოს.- ადგა და წავიდა, ისე რომ პასუხის გაცემა არ მაცადა, მაგრამ თუნდაც დარჩენილიყო, რა უნდა მეთქვა? თავის მართლება დამეწყო, არა ეს არ მოხდებათქო, მაშინ როცა ამის თავადაც მეშინოდა?..
თავად მასზე არ ვიცი რა შემიძლია ვთქვა. გიორგი ნაპირელი, ერთი განებივრებულ ბიჭი მეგონა, რომელიც ზუკასა და მისნაირებისგან არაფრით განსხვავდებოდა. გოგონებს ზევიდან უყურებდა და ლიდა ბედია მისი მთავარი თოჯინა იყო. და უცებ მოდის ეს განებივრებული ჭაბუკი ჩემთან და გაურკვევლობის უკიდეგანობაში მაგდებს. რა ვარ ან რად შეიძლება ვიქცე... სამყაროში ხომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება სამყარო ასე უბრალოდ დატრიალდეს და ერთ მხარეს მყოფი, მეორე მხარეს აღმოჩნდეს. სიკეთე ბოროტებამ ჩაანაცვლოს,სიყვარული სიძულვილმა, ადამიანი ხსოვნამ... თვითსრულყოფილება კი საცოდავად გადაიქცეს...
გიორგი მართალი იყო. ძალიან მარტივად შემეძლო დამეკარგა ის ერთადერთი, რაც ჩემს და ლიდას საცოდაობას განასხვავებდა. თუნდაც ის, რომ მე ვხვდებოდი საცოდავი წიგნის ჭია რომ ვიყავი ის კი ვერა.
გაკვეთილი ჩვეულებრივად ჩატარდა, მაგრამ მე ერთი სიტყვაც არ გამიგია... ვფიქრობდი ყველაფერზე. ჩემზე და იმ ჩემზე, რომელიც მე არ მგავდა, ვფიქრობდი გიორგიზე, ლიდაზე, ზუკაზე, ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე, ვინ ვიყავი ან რა იყო საერთოდ ჩემი ყოფა. რა მინდოდა და რა მქონდა ცხოვრებაში... ვფიქრობდი, მაგრამ რამდენიც არ უნდა მეფიქრა ერთი ნათელი იყო, მე შევიცვალე და ახლა ამ ცვლილების შედეგებზეც თავად უნდა მეგო პასუხი. მინდოდა მომეშორებინა წიგნის ჭიის იმიჯი, მინდოდა თავი შემეყვარებინა გიორგი ნაპირელისთვის და აზრი არ აქვს სხვა იმიჯის მორგება სხვა ადამინად მაქცევდა, თუ გიორგი ნაპირელი, ერთი განებივრებული, ამაყი ბიჭი, სინამდვილეში სულაც არ ყოფილი განებივრებული, ამაყი ბიჭი, მთავარი ისაა რომ უკვე შევიცვალე და ის უნდა გავაკეთო რისთვისაც შევიცვალე.
ზარი დაირეკა თუ გიორგისთან მივედი...
• ვინ ხარ?
• გაინტერესებს ვინ ვარ? - ყველაზე მოულოდნელი პასუხი იყო.
• კი მაინტერესებს ვინ ხარ. - ნეტავ, რატომ ვსვავდი ამ შეკითხვას? რა აზრი ჰქონდა ჩემთვის ვინ იყო გიორგი ნაპირელი?
• კარგი. წამომყევი. - ადგა და კლასიდან გავიდა. მეც უკან დაიფიქრებლად მივყვებოდი. სკოლის უკანა ეზოში პატარა სკვერი იყო, იქ მივიდა და ერთერთ სკამზე დაჯდა, მეც გვერდით მივუჯექი. - ესეიგი გაინტერესენს ვინ ვარ? კეთილი... მე ვარ გიორგი ნაპირელი - საკუთარი ბიოგრაფიის თხრობა დაიწყო, მისი საუბრის ასეთმა დასაწყისმა გამაცოფა, თითქოს არ იცოდა რას ვგულისხმობდი კითხვაში „ვინ ხარ?“, მაგრამ საკუთარ თავს ვაიძულე სიმშვიდე შეენარჩუნებინა და გიორგის მოსმენა განვაგრძე. – თვრამეტი წლის, დაბადებული 1995 წლის 7 ივნისს, მყავს დედ-მამა, დედისერთა ვარ. ძალიან მიყვარს კითხვა. სანამ აქ გადმოვიდოდი სასწავლებლად ერთერთ კერძო სკოლაში დავდიოდი. ჩემი მშობლები საკმაოდ მდიდრები არიან, ამიტომ ყოველთვის ხელს მიწყობდნენ მეკეთებინა ის რაც ყველაზე კარგად გამომდიოდა, მესწავლა. სწავლაში მთელი არსებით ვიყავი ჩაფლული, ისე რომ წიგნების მეტს ჩემს ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი. იცი რატომ ვერ ვხედავდი? იმიტომ რომ არც არსებობდა. ჩემი სამყარო სამი რამისგან შეზდგებოდა: მე, ათასნაირი ჟანრის, სტილის, შინაარსის წიგნები და სახლი. ვერც კი ვამჩნევდი, რომ სრულიად მარტო ვიყავი. არც ერთი მეგობარი არ მყავდა. ჩემს ირგვლივ ერთადერთი სულიერი, ვისაც ვხედავდი მშობლები იყვნენ. და კიდევ კლასელები, რომლებსაც მხოლოდ მაშინ შევამჩნევდი, როცა სიცილით ჩამივლიდნენ, ხელს მკრავდნენ, წიგნს დამიხევდნენ ან რაიმე ასეთი. სკოლაში ერთი საოცრად ლამაზი გოგო გადმოვიდა სასწავლებლად, თვითსრულყოფილება იყო და მეც გლში ჩამივარდა. ჩემდამი სხვებივით უსულგულო არ იყო, მაგრამ მაინც სხვა ბიჭები ერჩივნა. დროთაგანმავლობაში მივხვდი, რომ ისიც ქედმაღალი გახლდათ, თავი საუკეთესო ეგონა და ყველა ბიჭი მარიონეტად წარმოედგინა. არ იცოდა რა იყო პატივისცემა, არამხოლოდ სხვების, არამე საკუთარი თავის. როცა სხვების ასეთი დამოკიდებულება ჩემდამი მომბეზრდა, გადავწყვიტე რომ შევცვლილიყავი და ერთი მიზანი დავისახე, იმ გოგოსთის თავი შემეყვარებინა. მამაჩემის საკრედიტო ბარათი ავიღე და ყველაზე მოდური ტანსაცმელი თუ აქსესუარები ვიყიდე. მოკლედ მაგარ ბიჭად ვიქეცი. ახალი იმიჯით დაბრუნებულს სკოლის ნებისმიერი გოგონასთვის ხელი, რომ დამედო მყისვე ჩემი შეყვარებული გახდებოდა. ნიასაც შევაყვარე თავი და კიდევ ბევრს, მაგრამ თავად არავინ შემყვარებია. ნელ-ნელა სხვებს ზემოდან დავუწყე ყურება, გოგონებს არაფრად ვაგდებდი, თავი ყველაზე მაგარი მეგონა. ნიას მართლა შევუყვარდი, ისე რომ ჩემსგამო ყველაფრისთვის მზად იყო. სრულიად შეიცვალა. სწავლას მიჰყო ხელი, არც ერთ ბიჭს არ აქცევდა ყურადღებას. მეც მსიამოვნებდა მისი ასეთი საქციელი და სიყვარულს ვეფიცებოდი, ბოლოს კი მივატოვე, თან მთელი სკოლის წინ საშინლად დავამცირე. საჯაროდ განვუცხადე შენნაირი საფრთხობელა ჩემს ფეხის ფრჩხილადაც არ ღირსთქო. იცი რა მითხრა? - დადუმდა. მინდოდა სასწრაფოდ განეგრძო თხრობა ამიტომ მოუთმენლად ვკითხე.
• რა? - განაგრძო.
• მადლობა. - ისევ დადუმდა მაგრამ მე აღარაფერი მითქვამს. - თავიდან სიცილი დავიწყე, საფრთხობელასთან ერთად შტერიც ყოფილხართქო. მან კი უბრალოდ, აუღელვებლად განაგრძო. - ხო მადლობა. შენ ერთი მოჩვენება იყავი სკოლაში ვისაც ყველა ამცირებდა, მე კი სკოლის ყველაზე მაგარი გოგო, რომელიც მოჩვენებას ყურადღების ღირსადაც არ ჩათვლიდაო, ახლა კი შენ, მოჩვენება მე საფრთხობელას მიწოდებ, მე კი ბედნიერი ვარ, მთელი გულით ბედნიერი. რადგან სინამდვილეში, მე ვიყავი მოჩვენება, სულით საფრთხობელა, ყველაზე ამაზრზენი. .. შენი წყალობით კი ადამიანად ვიქეცი. ადამიანად რომელიც გრძნობს, რომელსაც უყვარს და სტკივა, უხარია და წუხს... ხო შენი წყალობით უგულო მექანიკური რობოტიდან ადამიანად გადავიქეცი. მადლობა ამისთვის, სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ახლა შენ გახდი რობოტი, რობოტი რომელიც ძველი გიორგი ნაპირელის, მოჩვენების ფეხის ფრჩხილადაც არ ღირსო. მისი სიტყვების შემდეგ კვლავ გავიცინე, მაგრამ არაფერი მითქვამს. უბრალოდ წავედი, იმ საზოგადოებიდან სამუდამოდ წავედი და სრულიად ახალი ცხოვრება დავიწყე, ადამიანური ცხოვრება. სკოლაში მოსვლისას შენ რომ დაგინახეჩემი თავი გამახსენდა. დღეს კი შენივე დანახვისას შემეშინდა. არ მინდა შენც მოჩვენებად იქცე, მკვდარ, უსულგულო მოჩვენებად. - მან ჩემი ისტორია მომიყვა საკუთარ თვზე. ნუთუ გიორგი სულაც არ იყო განებივრებული ბიჭი. ნუთუ ყოელივე ეს მართლაც გადახდა მას?
• მე არ ვაპირებ მოჩვენებად გარდაქმნას. არ ვაპირებ უსულგულო ურჩხულად ვიქცე. ნუთუ დღეს შენატრი იმ ძველ ცხოვრებას? უბადრუკ მოსწავლეს, რომელსაც არავინ არაფრრად აგდებდა? შენ შენი არჩევანი გააკეთე, აირჩიე ქცეულიყავი ურჩხულად... მე არ ვაპირებ შენი მაგალითი გავიმეორო!!! - ავდექი და წავედი. სახლში წავედი. ჩემს ოთახში უხმოდ ავედი და ფიქრს მივეცი. ნუთუ სიმართლე მიამბო, ნუთუ მეც შეიძლება ასე დამამრთოს. მთელი საღამო ვფიქრობდი. გავიხსენე ყველაფერი. ჩემი ცხოვრება გიორგის გამოჩენამდე და მისი გამოჩენის შემდეგ. გავიხსენე მისი თითოეული სიტყვა, მისი თითოეული მიმიკა, ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა და მივხვდი...

(გაგრძელება იქნება)


..........................

იმედია მოგეწონებათ <3



№1  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგია

 


№2  offline წევრი natia_888

natia-natia
ძალიან კარგია

მადლობა <3

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Rakargiiaaaa... gaagrdzeleeeee
--------------------
G.ke

 


№4  offline წევრი natia_888

gvanciii kereselidze
Rakargiiaaaa... gaagrdzeleeeee

<3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent