ტკივილი სახელად "სიყვარული" 1
ნინო. დილით ადრე ავდექი საწოლიდან, აბაზანა მივიღე ტანსაცმელი ჩავიცვი და სასაუზმოდ გამოვედი. -საით გეჩქარება ქალბატონო? -მამა მე დღეს მუშაობას ვიწყებ. -და სად? -მამაა... გთხოვ ამჯერად მაინც არ ჩაერიო მაცადე ჩემით ავიწყო კარიერა კარგი? -როგორ შვილო ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ხარ. -მამა გთხოვ. -კარგი მაგრამ იცოდე მაინც გავარკვევ სად მუშაობ. -ნახვამდის მამა. მამას და დედას ლოყაზე ვაკოცე... სამსახურისკენ გავეშურე დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო კომპანიაში სადაც ჩემი CV-ის გამო ამიყვანეს და არა იმის გამო რომ, ნინო წერეთელი ვიყავი ბიზნესმენ გურამ წერეთელის ქალიშვილი... თან აქ ისე მოვედი როგორც სტაჟიორი და არა როგორც ჩვეულებრივი თანამშრომელი, მანქანა კომპანიის კუთვნილ სადგომზე გავაჩერე და ლიფტში შევედი. -გამარჯობათ.... კაბინეტთან შუალო ასაკის საკმაოდ თბილი ქალბატონი დამხვდა 'ალბათ მდივანია' გავიფიქრე. -გამარჯობათ იცით მე ბატონ ალექსანდრესთან მოვედი, თქვენი ახალი სტაჟიორი ვარ ნინო წერეთელი. -ააა შენ ხარ! მოდი შვილო აი შენი მაგიდა ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, მალე ბატონ ალექსანდრესაც გაგაცნობ. -გმადლობთ, თქვენი სახელი? -ჩემი სახელია ელენე. -გმადლობთ ქალბატონო ელენე. -ნინო რამდენი წლის ხარ? -23-ის. -ხოდა ნინიკო შვილო მე შენი ასაკის შვილი მყავს ამიტომ ქალბატონ ელენეს ნუ დამიძახებ ელენე დეიდა ჯობია. -კარგით ელენე დეიდა. -აი ასე... ეს შენი მაგიდაა შეგიძლია დაჯდე და საქმეს შუდგე... ხო აი ეს საბუთები დაალაგე თარიღების მიხედვით ფაილებში ჩააწყვე და ბატონი ლექსოს ოთახში თაროზე დაალაგე კარგი? -როგორც თქვენ მეტყვით ისე მოვიქცევი, ახლავე დავიწყებ მუშაობას. ისეთი ხალისით შევასრულე სამუშაო რომ ვერც კი შევნიშნე როდის მოვიდა შესვენების დრო... ბატონი ლექსო როგორც ელენე დეიდა ეძახდა არსად ჩანდა ალბათ შეხვედრაზე იყო.. -ნინო შვილო შესვენების დროა წამოდი ვისადილოთ. -ამ საბუთებს შევიტან ბატონი ალექსანდრეს კაბინეტში და ჩამოვალ. -კარგი მაშინ მე წავალ. ბატონი ალექსანდრეს კაბინეტში შევედი დიდი და ნათელი კაბინეტი იყო. იმ თაროსკენ გავეშურე სადაც ფაილები უნდა დამელაგებინა თარო მაღალი აღმოჩნდა ამიტომ მომიწია სკამი მომეტანა და ზედ შვმდგარიყავი რათა საბუთები დამელაგებინა... ბოლო ფაილი მქონდა დარჩენილი ავიღე მაგიდიდან და ისისიყო უნდა დამედო რომ ვიღაცის ხმა მომესმა და შეშინებული სკამიდან ჩამოვვარდი. მეგონა მალე იატაკზე მოვადენდი ზღართანს რომ ვიღაცის ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი, შიშისგან გონება დავკარგე... -უკაცრავად კარგად ხართ? თვალები ნელა გავახილე და ჩემს გვერდით მჯადარი ორმოც წელს გადაცილებული საოცრად სიმპატიური მამაკაცი დავინახე... ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. -კი კარგად ვარ... ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე. -ძალიან შემაშინეთ. -მაპატიეთ. -არაუშავს... შენ ალბათ ჩემი ახალი სტაჟიორი ხარ ნინო წერეთელი? -დიახ მე ვარ... მხოლოდ ეხლა გავაცნობიერე რომ ისევ დივანზე ვიყავი გაწოლილი და წამოდგომა ვცადე რომ ისევ თავბრუ დამეხვა და ჩამოვჯექი ბატონი ალექსანდრე შეშინებული მომიახლოვდა. -კარგად ხარ? -კი უბრალოდ წამლის დალევა დამაგვიანდა და ამიტომ თავს სუსტად ვგრძნობ... თან დილიდან არაფერი მიჭამია. -სად გაქვს წამალი ეხლავე მოგიტან. -ნუ შეწუხდებით მე თვითონ ავიღებ და დავლევ. -არა მითხარი სად გაქვს წამლები. -ჩემს ჩანთაში დევს. ბატონმა ალექსანდრემ ჩანთა შემომიტანა და წყალიც მომაწოდა... ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა. -რატომ სვამ წამლებს? თუ საიდუმლო არაა? -არა რა საიდუმლო, მე უბრალო ანემია მაქვს და ამის გამო წამლები რეგულარულად უნდა მივიღო და კარგად ვიკვებო. -მე კიდევ ძალიან შემეშინდა... როცა გამიღიმა და მისი ხელი ჩემს ხელს შეეხო კიდევ ერთხელ დამიარე ტანში ჟრუანტელმა. -მაპატიეთ მართლა არ მინდოდა ასე გამოსულიყო, მე უბრალოდ საბუთებს ვალაგებდი. -არაუშავს ეხლა ელენეს დავურეკავ და სადილს აქ ამოგვიტანს. -არა მე თვითონ ჩავალ. -იჯექი მანდ... ბატომ ალექსანდრეს ხმა გაუმკაცრდა. -კარგით ბატონო ალექსანდრე. -არავითარი ბოტონო ალექსანდრე, ბატონო ლექსო თუ შეიძლება. -რათქმაუნდა ბატონო ლექსო. ............... ალექსანდრე. შეხვედრიდან დაღლილი დავბრუნდი, რახან ელენე მისაღებში ვერ დავინახე მივხვდი რომ შესვენებაზე იყო გასული, ელენე ჩემი ბავშვობის მეგობარი და კლასელია. ყველას ეგონა რომ რახან თვითონაც ქვრივი იყო ჩემი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ცოლად მოვიყვანდი... ამ თხუთმეტი წლის მანძილზე ბევრი ქალი მყოლია მაგრამ არცერთის ცოლად მოყვანაზე არ მიფიქრია, იმიტომ რომ არცერთი ქალის შეხებისას არ მიგრძვნია რომ ჩემს სხეულში ჭიანჭველები დადიოდნენ პირველად გული ლილის დანახვისას ამიფრთხიალდა და ცოლადაც მოვიყვანე 19 წლის ვიყავი როცა მასზე ვიქორწინე მხოლოდ 10 წელი ვიცხოვრეთ ერთად მაგრამ მისგან ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი რამ ორი შვილი დამრჩა 25 წლის გიგა და 22 წლის მარიამი..... ჩემს კაბინეტში შევედი და დავინახე ვიღაც გოგონა როგორ იდგა სკამზე საბუთების თაროსთან, ჩავახველე და დავინახე შემცბარი გოგონა როგორ ვარდებოდა სკამიდან დავიჭირე და მისი შეხებისას 15 წლის შემდეგ ისევ შემიფრთხიალდა გული 16 წლის ბიჭივით დავაშტერდი გონდაკარგული გოგონას საოცრად ლამაზ ნაკვთებს... დივანზე დავაწვინე ვუყურებდი მის საოცრად ლამაზ სხეულს თხელ ტანზე გამობურცულ ლამაზ მკერდს თხუტმრტი წლის მერე პიველად ვიგრძენი რომ ჩემშიც ცოცხლობს კაცი რომელსაც კიდევ შერჩა გრძნობები.... ეს ფიქრები თავიდანმოვიშორე და ვცადე გონს მომეყვანა, გონს რომ მოვიდა მხოლოდ მერე გამხსენდა რომ ახალი სტაჟიორი უნდა ამეყვანა მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ის ასეთი ლამაზი იქნებოდა... საუბრისას გავარკვიე რომ ანემია აქვს ვაიძულე რომ ჩემს კაბინეტში ეჭამა და სახლში გავუშვი... -ელენე წავიდა ის გოგო? -კი წავიდა ლექსო და შენ რა დაგემართა? -არაფერი გონება რომ დაკარგა შემეშინდა. -მარტო შეგეშინდა? ლექსო კარგად გიცნობ შენ რა ის გოგო მოგეწონა? -ელენე ის ხომ ბავშვია. -მართალია ბავშვია და სწორედ ამიტომ გკითხე, არც კი გაბედო სხვა თვალით შეხედო გახსოვდეს რომ შენი მარიამის და ჩემი თაკოს ასაკისაა. -ელენე მე მხოლოდ შემეშინდა როცა გონება დაკარგა. ელენე კაბინეტიდან გავიდა მე სკამის საზურგეზე გადავწექი და დავფიქრდი თუ რა ვიგრძენი დღეს იმ გოგოს შეხებისას... საკუთარ თავს გავუბრაზდი და გავუმეორე რომ ის ბავშვია და არ უნდა მეფიქრა მასზე... საბუთები ავიღე და სამუშაოზე კონცენტრირება ვცადე მაგრამ თვალ წინ მისი ფერდაკარგული სახე და ჩემი შეხევისას შეწითლებული მისი ლოყები მიდგებოდა. კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი, ა!დენი წლის შემდეგ პიველად შემიფრთხიალდა გული მის წარმოთქმულ "ბატონო ლექსო"-ზე ტანში ჭიანჭველებმა დამიარა.. 45 წლის კაცს ვერ ამეხსნა რა ხდებოდა ჩემს თავს. ............. ნინო. მაიძულა კარგად მეჭამა და მთხოვა სახლში წავსულიყავი დამესვენა, წამოსვლისას მითხრა თავს გაუფრთხილდიო. სამსახურიდან წამოსულმა თავი ჩემს სამალავს შევაფარე მანქანა მინდორში გავაჩერე და ფიქრი დავიწყე... ღმერთო რა მჭირს რატომ დამიარა მისი შეხებისას სხეულში ჟრუანტელმა? რატომ მიფრთხიალებს ასე გული? ნუთუ მომეწ.... არა ხომ არ გავგიჟდი ის ხომ მამაჩემის ასაკისაა, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ საოცრად სიმპატიური მამაკაცია... ნინო რაზე ფიქრობ სულელი ხომ არ ხარ? ჩემში რაღაც აირია მისმა შეხებამ რაღაც შეცვალა და არია, ყველაფერი თავდაყირა დადგა, რა მჭირს ღმერთო რატომ ვერ ვივიწყებ მის სახეს და რატომ მახსენდება მისი თბილი ღიმილი? რატომ ჩამესმის მისი ხმა ყურებში? ღმერთო ხომ არ გავგიჟდი? მას ხომ ჩემი ასაკის შვილები ყავს ალბათ ცოლიც ეყოლება მე კი რაზე ვფიქრობ? მას უბრალოდ შეეშინდა იმის რომ გონება დავკარგე და მამაშვილური ყურედღება გამოიჩინა მე კი რა ვიფიქრე სულ გადავირიე... სულ გადამრია ამ რომანების კითხვამ როგორ შეიძლება ჩემზე ორჯერ უფროს მამაკაცზე ვიფიქრო და მას როგორც კაცს ისე შევხედო ის ხომ შვილივით მიყურებს. ********* ახალი მოთხრობა დავიწყე... მინდა რაღაც განსხვავებული დავწერო რომელიც არ გავს სხვებს, მინდა რაღაც განსხვავებული სიყვარული გაჩვენოთ და საზოგადოება დავარწმუნო იმაში რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის... ველოდები თქვენს შეფასებებს ღირს თუ არა გაგრძელება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.