შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ანგელოზი ვიყო 3


23-02-2016, 12:27
ავტორი s.g
ნანახია 1 604

ჩემთვის დრო არც ისე სწრაფად გადის, რაც ძალიან მაღელვებს. უკვე ჩემი აქ ყოფნიდან 4 წელია გასული. ჩემ ოჯახში და სამეზობლოში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, პირველ წლებში დედა ძალიან ცუდად იყო, დემეს რომ არ წაეყვანა ფსიქოლოგთან ამ ამბავს ვერ გადაიტანდა, მთლიანად ჩამოხმა და ძლივს გადაიტანა ჩემი დაკარგვა, მამას გული აწუხებდა ჩემი ამბის გამო, ამიტომ ჩემი გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ ოპერაცია გაუკეთეს, ორივეს დემემ შეაძლებინა ყველაფერი,იმ წელს არ ჩააბარა რადგან მთლიანად ოჯახზე გადმოერთო და კალათბურთიც მიატოვა, რაც საშინლად მაღელვებდა. პატარა რენე უკვე თითქმის რვა წლისაა მართალია სითბო არ აკლდა,მამა დემე ლუკა სამივე მასზე იყვნენ გადართულნი, თუმცა დედის სიყვარული და სითბო ყველაზე მეტად უნდოდა ,მაგრამ იმ ორი საშინელი წლის მერე, დედა, როგორც იქნა მოვიდა გონს და მიხვდა, რომ ახლა ჩემი სითბოც რენეს უნდა მისცეს და შეეცადოს არაფერი მოაკლდეს. აი ლუკაც კი რაც შეეხება, მასზე ყველაზე მეტად ვღელავ, რენეს გარდა ვერავის ვერ ამჩნევს და შედარებით ნორმალური ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან,თუმცა ხასიათი, ქცევები საშინელი გაუხდა სხვების მიმართ...თავიდან შეიძლება გადაელახა, მაგრამ ისეთი რამ გაიგო რამაც გულში ბოღმა დაუგროვა...ქეთათოს ბებო ყველგან იმეორებდა თუ როგორ გაუძალიანდა ქეთათო და გამოექცა, ეს ამბავი რა თქმა უნდა ყველა ოჯახში იცოდნენ, ამის გამო არც ლუკას ტოლის ბიჭებეს გამორჩენიათ ყურთასმენის არედან, ასე რომ ტლიკინა და საძაგელმა გიორგიმ ლუკას ენა მიუტანა ქეთათოს გამო არ გყავსო დაო...მაგის მერე სადაც არ დაინახავდა პატარა ქეთათოს სულ უბღვერდა, ახლოს თუ შეეჩეხებოდა ფეხს უდებდა და სულ არ ნაღვლობდა რა მოუვიდოდა, ქეთათო კი მის მიმართ პირიქით იყო განწყობილი. ბიჭებთან რომ დაინახავდა, რამე კანფეთი თუ ედო ჯიბეში მაშინვე მიურბენიებდა, ჩემი ძმა კი ცინიკური ღიმილით გამოართმევდა, გახსნიდა და მიწაზე დააგდებდა...ოჰ რომ იცოდეთ როგორ ვბრაზობდი და როგორ ველოდი ანგელოზი გავმხდარიყავი...ძალიან მწყდებოდა ჩემ ძმაზე გული, უზრდელ და გულქვა ადამიანად რომ იზრდებოდა...ადამიანი ხომ ბავშვობაშივე ყალიბდები, ამ პერიოდს აქვს ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა. მშობლებმა და დემემ არც იცოდნენ ასე მძაფრად თუ იყო სიტუაცია მათი სახლის გარეთ...სახლში კი რასაც იგებდნენ და ამჩნევდნენ რეაგირებას ახდენდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც თითქმის ვერანაირ შედეგს ვერ აღწევდნენ.
უკვე დემე 25 წლისაა, უნივერსიტეტი დაამთავრა, ახლა რეზიდენტურაზე სწავლობს, ცალკე პრაქტიკებს გადის კერძო კლინიკაში...გამიხარდა კალათბურთს ისევ რომ დაუბრუნდა მაგრამ არა იმ დატვირთვით, უბრალოდ ვარჯიშობს და ფორმას არ კარგავს, თამაშობს სადაც ახერხებს, რადგან არ უნდა სწავლაზე პრობლემა შეექმნას...რომ გითხრათ ბევრი შეყვარებული ჰყავდათქო მოგატყუებთ 19 წლის იყო ანი რომ გაიცნო, ანი 16, მაშინათვე სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს და უკვე 5 წელია ერთად არიან, დაქორწინებას არ ჩქარობენ, უფრო მგონი ჯერ ჩემ ძმას არ უნდა. ჯერ მყარად უნდა ვიდგეო, რომ ანის რამე არ გაუჭირდესო, თანაც ცალკეც უნდა გადასვლა და ამიტომ მისთვის ამ ორ წელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ანიც ორ წელში დაამთავრებს და უკვე მერე სერიოზულად დაისმევა ქორწინების საკითხი, რადგან ამ პერიოდში დემეს უკვე დამთავრებული ექნება და იმის პირობები შეექმნება, რომ საყვარელ მეუღლეს არაფერი მოაკლოს...
ლუკა 16 წლის ერთი უტიფარი, გაუზრდელი ბიჭია, მრცხვენია ჩემი ძმა როა, თან ისეთებთან მეგობრობს მისგან კარგს ვინ უნდა ელოდოს...ამ ბოლო დროს რენესაც არ ექცევა კარგად, ძალიან გაუხეშდა....საოცრად შეიცვალა მისი ფსიქიკა...ალბათ წარმომიდგენია რომ გაიგოს ქეთისთან როგორ მეგობრობს სულ გაგიჟდება...მამა და დედა კარგად არიან, უძლებენ ამ მდგობარეობას...დემეთი ამაყობენ და უფრო და უფრო მეტ სიყვარულს ამჟღავნებენ ერთმანეთის მიმართ...მამამ ლუკას ვერაფერი მოუხერხა, დაიღალა 4 წელია უკვე მუდამ ერთ და იგივე საკითხს უდგებიან მაგრამ მაინც ვერაფერი მოუხერხეს. რამდენ ფსიქოლოგთან ჰყავდათ მაგრამ მგონი იქით შეურყია ფსიქიკა ექიმებს...მე ველოდები ისევ, ერთ-ერთმა ჩუმად მითხრა: გავიდე ზუსტად 4 წელი დაგრჩაო და იქიდან უკვე დღეებს ვითვლის, რომ როგორმე მოვახერხო რაღაც ცვლილებების ჩეტანა ჩემების ცხოვრებაში...
ქეთათოს დედა და მამა ძალიან დაუახლოვდა დედიკოს და მამიკოს. ერთი წამითაც ცუდი არ გაუფიქრებიათ ქეთათოს მიმართ, რაც ძალიან მიხარია და რითიც ვამაყობ...როცა ბოდიშის მოსახდელად მოვიდა ნინა დეიდა, მაშინვე გააჩუმა დედა და მამამ, იმ დღის შემდეგ უკვე დიდი ხანი გავიდა...თავიდან ოჯახში საკითხი იყო, მამამ იფიქრა გადავიდეთ სხვა ბინაშიო, მაგრამ დედამ კატეგორიული უარი განუცხადა, რადგან ერთხელ, როდესაც ჩემ რვეულებს ათვალიერებდა, დაინახა იმ დღის აღწერა როცა პირველად ავედი ჭადარზე...იმდენად გულწრფელი განცდები მეწერა დედაც მაშინვე მიხვდა, თუ რა ძვირფასი იყო ჩვენი უბანი და ჭადარი ჩემთვის და ამიტომ ასე თქვა იმ ადგილს არ მოვშორდები, სადაც ჩემი ემილი ყველაზე ბედნიერი იყოო...
აი 4 წელიც გავიდა, იმდენად ველოდებოდი ამ დღის დადგომას, რომ როცა დადგა მთელი სამოთხე ავაწიოკე მაგრამ მაშინვე შენიშვნა მომცეს, თუ ასე განაგრძე კიდევ ორი წლის გაგიხანგრძლივებთო სწავლებასო....კიდევ ეგ მინდოდა? ამიტომ მაშინვე გავჩუმდი და დაველოდე ფრთების შესხმას და თავისუფლების მონიჭებას...
აი ისევ ჭადარზე ვარ შემომჯდარი და შევყურებ ირგვლივ არე-მარეს. უკვე ყველაფერში გათვიცნობიერებული ვარ, ჩემი სახე ნუ მოგატუებთ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე, ახლა კი მზად ვარ იმისთვის, რომ ჩემს მოვალეობას შევუდგე...უი რამდენი ახალი მოსახლე შემომატებია ჩემ უბანს, სამწუხაროდ ვინც ვნახე მათგან არც ისე თბილი გრძნობები მოდის....მგონი მართლა აკლია ამ ქვეყანას ანგელოზები და იმედია მე და ჩემი მეგობრები ამ დანაკლისს შევავსებთ...
ვერ წარმოიდგენთ როცა ქათათოს ვხედავ როგორ მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, ასეთი სულიერად და ფიზიკურად ლამაზი გოგო როგორ უნდა გამქრალიყო?! ნამდვილი ფიფქიაა ნამდვილი...საოცარი გოგო, თან ისეთი კარგი შინაგანად, აი ეს მახარებს ყველაზე მეტად... რამდენი შეჰნატრის ამ გოგოს რომ იცოდეთ და ამ სულელს კი მხოლოდ ჩემი ძმა უყვარს...აი ვიცოდი რომ აქ საქმე ნამდვილად რთულად იქნებოდა, რა მაინც და მაინც ის ამოირჩია...არა არა ნამდვილად კარგი რაღაც დაიჭირა ლუკასგან, თორემ თუ მართლა მისმა უხეშმა, ცინუკურმა საუბარმა და ქცევამ მოხიბლა მაშინ მართლა სულელი ყოფილა ჩემი ქეთათო...ლუკას კი ვინ არ ჰყოლია, ჯერ სკოლაში, შემდეგ უნივერსიტეტში...ახლაც როცა უნივერსიტეტში გოგონებს გადახედავს გულს იმშვიდებს, კიდევ კარგი ორი წელი დამრჩა, თორემ იმდენი ლამაზი გოგო შემოემატა ჩემ გარემოს ნამდვილად ვერ მოვასწრებდიო...ჩემ რენეს კი რაც შეეხება, უსაყვარლესი გოგოა, მასაც არ აკლია თაყვანისმცემლები, მაგრამ ყველას ეშინია ლუკასი და ამიტომ ერიდებიან...ქეთათო და რენე დღემდე საუკეთესო მეგობრები არიან, ცალ-ცალკეც ჰყავთ მეგობრები, თუმცა ერთმანეთისთვის მაინც შეუცვლელნი არიან...რენე ხშირადაა ქეთათოს სახლში, ქეთათო არ დადის ლუკას გამო, გულში იძახის მირჩევნია შორიდან ვუმზირო და გახარებული ვიყოო, ვიდრე ახლოს და გული მატკინოსო...რენემაც იცის მისი გრძნობების შესახებ და ყველანაირად ცდილობს გულიდან ამოაგდებინოს, მაგრამ არამგონია შეძლოს ჩემმა დაიკომ...
აი ახალი დღეც გათენდა რაღაც გული ცუდს მიგრძნობს, აი ქეთათოც გამოვიდა სადარბაზოდან, გარეთ კი კატის ჩხავილი ისმის, საწყალი, ჩემ ჭადარზე ასეულა და ვეღარ ჩამოდის...აი ქეთათომაც გადაწყვიტა ნაზი ბებოს კატის ჩამოყვანა და ხეზე ასვლას აპირებს...იმედია ფრთხილად ავა, მაგრამ რატომ ვღელავ, ხომ ვიცი, რომ როცა რვა წლის იყო ამ ჭადარსაც ჩემსავით მოუხიბლავს ქეთათო და მის მერე ჭადრის ხშირი სტუმარი იყო...ამიტომ ახლაც არ გაჭირვებია ასვლა და კატის ჩამოყვანა...სანამ საბოლოოდ დაადგამდა მიწაზე ფეხს, კატამ ფხაჭნა დაუწყო და წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, კატა საიმედოდ იყო თვითონ კი ზურგით უხდებოდა დაცემა ...აი მზად იყო და თვალებიც დახუჭა, მაგრამ უცებ იგრძნო, რომ ვიღაცის ძლიერ ხელებს ჰყავდათ ჩაბღუჯებული. აი ქეთათომაც გახედე და სიბრაზით სავსე ჩემი ძმის თვალებს შეეჩეხა, რომლებიც უტიფრად მისჩერებოდნენ ქეთათოს სახეს და ყელს...შემდეგ ცინიკურად გაუღიმა და ხელი შეუშვა...კიდევ კარგი შეძლო ქეთათომ და დროზე დაიცვა წონასწორობა, თორემ მართლაც მოუწევდა მიწაზე ზღართანის მოდენა, მაგრამ ახლა ეს სულაც არ ანაღვლებდ,ა რადგან ფიფქიასავით გოგო ჭარხალს დაესმგავსა, თავისმა გულმაც უმტყუნა და გამალებით დაუწყო ძგერა, ხელს იჭერდა, მაგრამ მიხვდა აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ახლო მდებარე მოჭრილ ხის კუნძზე ჩამოჯდა და გონზე მოსვლას შეეცადა.ვაი მაშინ მიხვდა რომ ვერასდროს შეძლებდა ლუკას გულიდან ამოგდებას და ამას უნდა შეჩვეოდა...ჩემი ძმა კი ჩაფიქრებული და გაფითრებული მიუყვებოდა ქუჩას....მაშინათვე იგრძნო, რომ ქეთო მის მიმართ გულგრილი არ იყო და ამ სასიამოვნო აღმოჩენამ ძალიან გაახარა და ისევ ცინიკური ღიმილი დაუბრუნა სახეზე. ოჰ რომ იცოდეთ ამ მომენტში როგორ მინდოდა თავში წამომერტყა და უი მაშინვე გაახსენდა, მე რომ ანგელოზი ვარ... ახლა კი ცოტა გული მოვიოხე, როცა დავინახე, თუ როგორ ამოყო ჩემ ძმამ წუმპეში მთლიანად სხეული, და როგორი გამწარებულია ახლა...აი ასე მოგიხდება, მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე, არა აი ხომ ვამბობდი გული რაღაც ცუდს მიგრძნობსთქო, არა ეს ნადვილად არ იყო ქეთათოს ფეხის დაცდენა, ეს ცუდი ლუკას ტვინში წარმოქმნილი ახალი მიზნები იყო...



№1  offline წევრი natia-natia

ძალიან კარგია

 


№2  offline წევრი s.g

natia-natia
ძალიან კარგია

love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent