მარ-სელი (3)
ყველა ხომალდის რყევამ გამოაღვიძა. შეშინებულებმა გაახილეს თვალები. -რა ჯანდაბაა- იყვირა ალექსმა -მარსზე ვართ-თქვა მელისამ ხმადაბლა და სახელურებს ჩააფრინდა- რაც შეგიძლიათ ძლიერად მოეჭიდეთ სკამებს. - მელისას მითითება ყველამ შეასრულა, ზოგიერთი ისე ჩაებღაუჭა სახელურს რომ თითები გაუთეთრდა. -რამდენი ხანი გვეძინა?- ყვირილით თქვა სიუზიმ. - არვიცი, ალბათ ორი ან სამი დღე. მაპატიეთ ეს წამალი ექპერიენტის შედეგია.- სინანულით თქვა მელისამ. _თქვენ რა სულ გააფრინეთ? ჩვენ საცდელი ვირთხები ვართ? ჯერ მარსი ახლა ექპერიმენტული წამალი.- ზიზღით წარმოთქვა ალექსმა და სკამს ხელი უფრო მაგრად მოკიდა. რყევებმა იმატა, ნივთები ძირს ცვიოდა, ისმოდა ყვირილი და სიცილი, შეძახილები და აქა იქ მტვრევის ხმაც. -ფრეი შენი ღვედი- თქვა ანჯელინამ და ფრეის ღვედს დახედა- გოგონამაც იგივე გააკეთა და დაინახა რომ ღვედი ორივე მხარეს ნელ ნელა ირღვეოდა. -მაგრად ჩაეჭიდე ფრეი- შესძახა ლუკმა და მაშინვე ყველამ ყურადღება ფრეისკენ გადაიტანა.’ -ღმერთო ჩემო- აღმოხდა ფრეის, გოგონა საზურგეს მიეყრდნო და ანჯელინას შეხედა-თუ დაშვებისას სკამიდან გადმოვვარდები, გთხოვ მარსზე სიკვდილის უფლება არ მომცე.-ანჯელინამ გოგონას გაუღიმა და მსუბუქად დაუქნია ტავი. -შენ არ მოკვდე..-გოგონამ წინადადების დამთავრებაც ვერ მოასწრო როცა ხომალდი მტელი ძალით დაენარცხა მიწას. ფრეის სხეული ადგილს მოსწყდა და ხომალდის კედელს მტელი ძალით დაეჯახა, ანჯელინამ დარტყმის ძალას ვერ გაუძლო და თავი საზურგეს დაარტყა, ძლიერი ტკივილი იგრძნო მაგრამ სწრაფად გაიხსნა ღვედი და ბარბაცით წავიდა ფრეისკენ.გოგონა ფრეის სხეულთან ჩაიმუხლა. -ფრეი-ოდნავ ხმხმაღლა დაუძახა გოგონას. ფრეიმ თვალები გაახილა და ანჯელინას ღიმილით შეხედა. -მარსი.. საკაიფოა- ანჯელინას გაეცინა რასაც დანარჩენების სიცილიც მოჰყვა. მან გოგონას ხელი მოკიდა და წამოაყენა. ყველა ფეხზე იდგა და საკუტარ სხეულებს ათვალიერებდნენ, რწმუნდებოდნენ რომ ყველაფერი რიგზე იყო. -მოემზადეთ-თქვა მელისამ და რამდნეიმე ნაბიჯი გადადგა. ყველა მელისას უკან შეიკრიბა. მან სენსორებზე კოდი აკრიბა და ხომალდის კარებიც ნელ-ნელა გაიღო .როდესაც ხომალდის კარი ბოლომდე გაიხსნა,წითელი ქვიშა და უსასრულო ჰორიზონტი გამოჩნდა. -ცხელა-თქვა ლუკმა- აბა ვინ იქნება პირველი ვინც მარსზე ფეხს დადგამს.-ღიმილით დაამატა მან. -მელისა- თქვა ანჯელინამ და მელისასკენ მიბრუნდა. რომელიც ხომალდს აწესრიგებდა. - რა ? მე? არა ბავშვებო ეს თქვენი პატივია. -მელისა- ფრეი კოჭლობით მიუახლოვდა მას- შენ ხარ ადმაიანი რომელმაც 17 მშიშარა მოზარდში იმედის ნაპერწკალი გააღვივა ამიტომ გთხოვთ. -კარგი- მელისა წინ წავიდა ღრმად ცაისუნტქა და მარსზე პრირველი ნაბიჯი გადადგა. მერე მოზარდებისკენ მიტრიალდა და ღიმილით თქვა. -მოგესალმებით მარსზე.- ყველას გაეცინა, და სირბილით გადავიდნენ მათ ახალ დედამიწაზე. წამები როდესაც ისინი ბედნიერები იყვნენ. მარსის მიწებზე ისინი სუნთქავდნენ. აქ ჟანგბადია. აქ დედამიწაზე მეტი ჟანგბადია. -აქ ნამდვილად ცხელა.- არნიშნა ალექსმა და მაისური გაიხადა. -არ მეგონა ასე ადვილი თუ იქნებოდა- თქვა სიუზიმ. -ადვილი არც იქნება- უემოციო გამომეტყველებით შეხედა მელისამ სიუზის.’ -ანუ? რასგულისხმობ?-იკითხა ანჯელინამ -ჰორიზონტი-თქვა მელისამ და თითი ჰორიზონტისკენ გაიშვირა- არვიცით იქ რა არის. შეიძლება წყალი ვერასოდეს ვიპოვოთ. ან სიცხემ მოგვიღოს ბოლო. ჩვენ არ ვიცით რა ტემპერატურაა აქ ღამით.ან როგორია ეს მიწა-მელისა დაიხარა და ხელში ფხვიერი მიწა აიღო რომელიც ჰაერში გაიფანტა. მელისამ გაკვირვებული მიიხედა უკან.- ქარმა ქვიშა აღმოსავლეთისკენ წაიღო , ანუ აქ სადღაც ტყეცაა. ეს პლანეტა ამოცანებიტაა სავსე და ამ ამოცანების ამოხსნას ბევრი ჩვენგანი შეეწირრება. მზად იყავით ყველანაირი გამოცდისთვის, და ყველა ამოცანისთვის რომელიც გამოცდის საკიტხებში იქნება.- მელისას გვერდით მხოლოდ ოთხი ადამიანი იდგა ლუკი ფრეი სუიზი და ანჯელინა. ოთხივე მათგანი აცნობიერებდა რომ წინ დიდი საფრთხე ელოდათ. ისინი წინ მიმავალ მოზარდებს უყურებდნენ და ხვდებოდნენ რომ თუ ერთი დაეცემოდა დანარჩენებიც დაეცემოდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.