შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარ-სელი (2)


22-02-2016, 17:36
ავტორი Callie
ნანახია 1 387

ექიმი მელისა რომელიც 17 მოზარდთან ერთად ხომალდზე იყო ნერვიულად ათამაშებდა თითებს და თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა, ყველას სახედან შიშს კითხულობდა თუმცა ხმას მაინც არავინ იღებდა. ახლა მათ გამხნევება სჭირდებოდათ მაგრამ არ იცოდა ეს როგორ უნდა გაეკეთებინა , რა უნდა ეთქვა ისეთი რომ ისინი დაემშვიდებინა. პირი რამდენჯერმე გააღო მაგრამ არცერთი სიტყვა არ გაჟღერებულა. ხომალდზე სამარისებული სიცუმე სუფევდა. მელისას რამდენიმე წუთი დაჭირდა რომ საბოლოოდ მოეკრიფა ძალ-ღონე, ფეხზე წამოდგა მატზე ჯერ კიდევ მოქმედებდა მიზიდულობის ძალა ამიტომ ფეხზე მყარად დგომა არ გასჭირვებია.
-ყველა თქვენგანმა იცის მე ვინვარ-ყველამ მელისას გახედა, მასკი წამსვე დაავიწყდა წინასწარ მომზადებული სიტყვები- სანამ არ დავეშვებით ფეხზე არავინ ადგეს, და არც ღვედი არ გაიხსნათ- მხოლოდ ამის თქმა მოახერხა დაჯდომას აპირებდა მაგრამ მასში სიამაყის, სიხარულისა და აღფრთოვანების გრძნობამ ერთდროულად იფეთქა, გაღიმებული სახით შებრუნდა და საუბარი დაიწყო
-მე ყველა თქვენგანის სახელი ვიცი, ყველა თქვანგანს ვიცნობ, ყველა თქვენგანის მშობლებს. ისინი კარგი ადამიანები არიან, ანჯელინა-მელისა ქერა ყავისფერთვალება გოგოსკენ წავიდა, ყველას უცნაურად ეჩვენებოდა ანჯელინას ასეთი სილამაზე, ქერა თმა ყავისფერი მრავლისმეტყველი თვალები რომელშიც ჩაიძირებოდი მიუხედავად იმისა რომ ის არც მწვანე იყო და არც ზღვისფერი. ანჯელინამ ტავი ასწია და მელისას შეხედა- დედაშენი, ლინა ყველაზე კარგი ადამიანია ვისაც შევხვედრივარ. მას არცცერთი თქვენგანისთვის ცუდი არ უნდა ამაში დარწმუნებული ვარ. დამიჯერეთ საკუთარ ვინაობაშიც კი არ ვარ ასე დარწმუნებული. ლინას თითოეული თქვენგანი ძალიან უყვარს, მან საკუტარი სიცოცხლე გარისკა როცა მისი შვილი ანჯელინა აქ გამოუშვა. ის თქვენი მშობლების გვერდითაა თქვენ კი კაცობრიობის გვერდით. როდესაც ჩვენ კვლავ დავბრუნდებით დედამიწაზე ახალი ამბით, როდესაც ათეულობით ხომალდი ახალი დედამიწისკენ დაიძრება მაშინ თქვენი მშობლები სიამაყით შემოგხედავენ თვალებში, და დამიჯერეთ ამას არამარტო თქვენი მშობლები არამედ ის ადამიანებიც გააკეთებენ რომლებიც იქ ქვემოთ დედამიწაზე ცხოვრობენ. თქვენს იმედზე მთლიანი კაცობრიობაა- მელისამ დაინახა როგორ გაღვივდა თითოეულ მოზარდში იმედის ნაპერწკალი ამწამიდან მათ გონებაში შიში და იმედი ერთმანეთს ებრძოდნენ.
-შიში კარგია-განაგრძო მელისამ- როდესაც გეშინია ესეიგი რაღაც გაქვთ დასაკარგი, რაღაც რასაც დედამიწაზე ტოვებთ, თქვენ იმ სამოთხის სამუდამოდ დაკარგვა გეშინიათ რომელსაც დედამიწაზე დროებით ტოვებთ. ეს კარგია-მელისას ღიმილმა ჩვიდმეტივე მოზარდს ღიმილი მოჰგვარა-ეს კარგია რათა გექნებათ მიზანი რომ სახლში დაბრუნდეთ. იბრძოლეთ ამ მიზანისთვის, და არაფრის გამო არ დაიხიოთ უკან. ყველაფერი გააკეთეთ გადარჩენისთვის, ახლაკი დროა ახალ დედამიწას მივესალმოთ.-მელისას სიტყებს ტაში მოჰყვა, ყველა იღიმოდა. შიშით სავსე თვალებიდან ახლა მხოლოდ იმედი იკითხებოდა.

-გადარჩენის შანსი არ გვაქვს-ჩუმად თქვა ბიჭმა როცა მელისა მის ადგილს დაუბრუნდა და ხომალდში აქაიქ ჩუმი საუბარი ისმოდა.
-კარგი რა ალექს თუ მარსზე სუნთქვა არ გაგვიჭირდება იქ 3 ან 4 თვეს მაინც გავძლებთ, ნუ იქნები პესიმისტი.- თქვა ლუკმა და დანარჩენებს გახედა- ჩვენ ჩვიდმეტნი ვართ, 5 მაინც გადარჩება და თუ 5 გადარჩა ესეიგი მარსზე ცხოვრება შესაძლებელია.
-დარწმუნებული იყავი რომ გადარჩენისთვის ყველაფერს გავაკეთებ-ირონიული ღიმილით თქვა ალექსმა
-ეჭვიც არ გვეპარება-კბილებში გამოცრა ანჯელინამ.

ხომალდი კოსმოსში სულ უფრო და უფრო სწრაფად იჭრებოდა, დედამიწიდან ის მხოლოდ მოციმციმე ვარსკვლავს გავდა. მიზიდულობის ძალა გაქრა და ნივთები ჰაერში ისე ავიდა თითქოს სწორედ იქ იყოს მათი ადგილი. ჩვიდმეტივეს ესწავლა რომ კოსმოსში მიზიდულობის ძალა არარის და რომ ნივთებს აღარაფერი აკავებთ მაგიდებზე, მაგრამ როცა ამ ფაქტის მომსრენი თვითონ გახდნენ ყველამ გაოცებით შეხედა მფრინავ ფურცლებს.
-მაგარია- თქვა სიუზიმ და თვალი გააყოლა რამდენიმე სამედიცინო ნივთს რომელიც მის ტავზე დაფარფატებდა.
-მართლაც რომ საოცრებაა- აღფრთოვანებით დაამატა კელვინმა-გასაოცარია.
ყველა აღფრთოვანებული იყო, ერთმანეთს უყურებდნენ მერე ისევ მფრინავ ნივთებს აშტერდებოდნენ.
-კარგი მოდი ცოტახანი მოვდუნდეთ აქ ცოტახანს შევყოვნდებიტ მფრინავ ნივთებსაც უნდა მივეცვიოთ. ამიტომ გირჩევთ ცოტა დაიძინოთ.-მელისამ მოზარდებს გადახედა შემდეგ საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა
-დავიძინოთ ადვილი სათქმელია- ჩაიბურტყუნა ფრეიმ
- თუ არ გეძინებათ თითოეული თქვენგანის სკამთან დამამშვიდებელი დევს შეგიძლიათ ის დალიოთ-ცალი თვალი გაახილა მელისამ. მოზარდებმა დამამშვიდებლები აიღეს და უკლებლივ ყველამ დალია. მელისამ ამის დანახვისას მეორე თვალიც გაახილა გაოგნებულმა შეხედა თინეიჯერებს და გაეღიმა.- ცოტახანში იმოქმედებს.
-თქვენც ეს წამალი დალიეთ?-იკითხა ფრეიმ
-დიახ. ზუსტად ნახევარი წუთის წინ. კიდევ ნახევარი წუთიც-ღიმილით თქვა მელისამ
-კარგი დავითვალოთ- თქვა ალექსმა და მის გვერდით მჯდომ ლუკს გახედა
- მიდი დაითვალე თვლას მაინც ისწავლი-ღიმილით უთხრა ლუკმა და ანჯელინას გახედა რომელსაც თვალები უკვე დაეხუჭა. გოგონას მკერდი რიტმულად მოძრაობდა. გრძელი სწორი თითებისკამის სახელურებზე ედო თავი უკან გადაეწია და ბაგეები ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთისთვის. რამდენიმე წუთში ლუკს ქუთუთოები დაუმძიმდა ნელნელა ყველაფერი ნაცრისფერი გახდა ლუკმა სცადა თვალები გაეხილა მაგრამ ვერშეძლო და ყველაფერი სიბნელემ შთანთქა.



№1  offline წევრი θεοδώρα

dzalian sainteresoa,kochag,male dade shemdegi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent