შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით? (8)


24-02-2016, 00:29
ავტორი tsn
ნანახია 5 906

ემილი

- თქვენ აულ.ასე წყვილად დაიარრბით? - ვკითხე საციგურაო მოედანზე შემოსულ ანას და საბას... საინტერესოა, აქამდე სად იყავით?
- აარსად, უბრალოდ მანქანა გაგვიფუჭდა და მანამ.შევაკეთებდით დრო გაიპარა..- მიპასუხა ანამ..
- ყველაფერი გასაგებია - ვუთხარი ღიმილით..
- აბა, რა ხდებოდა დღეს - ომახიანად გვკითხა საბამ..
- ყველაფერი რიგზეა, მაგრამ დაძაბული დღე იყო ძალიან.. - უპასუხა მათემ..
- ხო, მანქანა გაგიფუჭდათ და - წამოიძახა ანამ, მაგრამ უცებ შებრუნდა და მივხვდი, რომ ტუჩი მოიჭამა..
- თქვენთვის არ გვითქვამს, რომ მანქანა გაფუჭდა- გამიკვირდა მე
- აარა, უბრალოდ დარეკეს და თქვეა, რომ ქალაქგარეთ, შეხვედრაზე არ მიძვედით.. ჩვენ კი ასე ვიფიქრეთ - სიტუაციიდან გამოძვრა ანა.. მაგრამ მე რის ემი ვარ, სიმართლე რომ არ დავაფქვევინო..
- კარგი - მხრები ავიჩეჩე და გავეცალე.. ცოტა ხანს ისევ ვერთობოდით... მათეც იშვიათად იქცეოდა, მაგრამ ახლა საბას გაუდიოდა ყოველ ერთ მეტრში ბრახვანი.. რაც იყო, იყო.. სახლში დაბრუნებას ვაპირებდით, გარეთ გამოვედით და პარკირების ადგილზე მივედით.. ჩვენი მანქანის გვერდზე ნაცნობი მანქანა იდგა.. ავარიის კადრები ამომიტივტივდა თავში და ადგილზე მივეყინე.. მერე.რა, თუ იმ მანქანას ნომრები არ ჰქონდა და ამ მარკის ათასობით დადის ამ ქვეყანაში, ის იყო..
- ემილი რა გჭირს? - გვერდზე მომიდგა ანა
- ეს მანქანა იყო - მათესკენ შევბრუნდი - ეს დაგვეჯახა..
- დარწმუნებული ხარ? მას.ნომრები ხომ არ ჰქონდა.. ეს კი ამ მარკის ერთადერთი მოდელი ხომ არა არის - მშვიდად მითხრა მათემ..
- მე მომავალი სამართალდამცავი ვარ, დრტალებზე ვარ ორიენტირებული.. შეხედე, წინა ხუფზე სიმბოლოაა დახატული.. ეს მაშინვე თვალში მომხვდა, მაგრამ სტრესის გამო არც კი დავფიქრებულვარ ავარიაზე.. არც გამახსენდებოდა, რომ არ დამენახა.. საქმე ისაა, რომ ეს უიშვიათესი სვარსტიკაა.. არავისზე და არაფერზე მინახავს... ლუციფერის ბეჭედი ადრეულ სატანიზმში..
- ლუციფერი რა არის საერთოდ - მხრები აიჩეჩა საბამ
- განდგომილი ანგელოზი.. სატანა... - გაოცებულმა შევხედე..
- ანუ დარწმუნებული ხარ? - მკითხა მათემ და თემა შეცვალასავით..
- კი.. და იცით რა არის საინტერესო? აქ რას აკეთებს.. იქნებ გვითვალთვალებს.. - ნომერი ჩავიწერე და მათ გადავხედე..
- შესაძლოა, ამას დავადგენთ - მითხრა მათემ და მანიშნა მანქანაში ჩავმჯდარიყავი. მერე მობიდა და გამაფრთხილა
- იცოდე, ზედმეტად არ ჩაერიო, საშიშია..
- ვეცდები.. - ჩავილაპარაკე და მანქანა დავძარი.. სახლი არც ისე შორს იყო, მაგრამ შევნიშნე როგორ დაიძრა ის მანქანა და გულმა ვერ მომითმინა, დავედევნე.. ახლა სერიოზული ტყუილი უნდა მომეფიქრებინა და გადარჩენილი ვიყავი.. მანქანას გადავუსწარი და ისე მოვუხვურ, რომ მის წინ გავჩერდი.. ვინ თქვა ქალებმა კარგად მართვა არ იციანი?.. ჰმ.. რა ვუტხარი მათ... მანაც გააჩერა და იქიდან წარმოსადეგი, ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა..
- გაგიჟდი? ჯერ მომდევდი.. ახლა ეს?
- მაპატიეთ - ყალბი ღიმილი ავიკარი.. - უბრალოდ აი ის სიმბოლო დამაინტერესდა. - ხელი გავიშვირე ე.წ ლუციფერის ბეჭდისკენ.. - უბრალოდ, რამდენიმე წელია ადამიანს ვეძებ, რომელსაც იგივე ნიშნებს ხატავს.. მისამართი მიკარნახეთ, სადაც დაახატეთ და გაგიშვებთ - ცოტა მხიარულად ვუთხარი.. მანაც უცებ მიკარნახა..
- ემილი - ხელი გავუწოდე..
- ტატო - მანაც ხელი შემომაგება.. - სწოედ.ეს მინდოდა.. მისი სახელის გაგებაც საკმარისია უკვე..
- გმადლობთ - მოჩვენებით გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი.. თან ხელს.ტანსაცმელზე ვისვამდი, ისეთი არასასიამოვნო იყო მისი შეხება..
ის გავატარე და ის-უს იყო უნდა დავძეულიყა ი მათეს მანქანა გაჩერდა ჩემ წინ.. იქიდან გაბრაზებული მატე გადმოვიდა და ჩემკენ გამოემართა..
- ემილი - ხელი ჩამჭიდა მკლავში- იცი მაინც რას აკეთებ? იცი რა შარში ეხვევი? თან ასე ჩუმად.. - ოო, ძალიან იყო გაბრაზებული.. ყვიროდა.. ხელზე ხელი მოვკიდე და გავაწევინე..
- დამშვიდდი კარგი? არაფერი მომხდარა.. ეს უნდა გამეკეთებინა..
- უჩემოდ არა.. სახიფათოა..
- ჩემი მომავალი პროფესია მთლიანად სახიფათოა.. - მეც ავუწიე ხმას.. - აბა ასე გაუგებრობაში როდიდან უნდა ვიყოთ.. ტატო იყო.. არ ვიცი მიცნო, თუ არა, მაგრამ იმ სალონის მისამართი მომცა სადაც ეს ნიშანი დაახატა..
- ჩაჯექი, მე მიმყავხარ - მითხრა გაბრაზებულმა.. - გახსოვდრს, ამის შემდრგ, ჩემ გარეშე არანაირი გამოძიება..
- დიახ სერ.. ჩემს მანქანას რა ეშველბა?
- მძღოლს გამოვგზავნი..
- ანა და საბა?
- ეგენი მიხედავენ ერთმანეთს.. ხვალ ისევ ჩემთან დაბრუნდები..
- ამდენი ბრძანებები.. არ გეჩვრნება, რომ ზედმეტი მოგდის? პატარა აღარ ვარ და ნუ მექცევი ბავშვივით.. ძიძა არ მჭირდება - გავუბრაზდი..
- ძიძობაზე არაა ემილიანა.. არ გესმის რომ სახიფათოა? შენ კი აპირებ სატყუარა გახდე.. გგონია ვერ გიცნო? გგონია.არ იცის ვინ ხარ და ოს, რომ დროებით ჩემთან ცხოვრობ? იცის.. მაგრამ დაიანხე? დაგარწმუნა, რომ ვერ გიცნო..
- რაც იყო, იყო.. ასეხ უნდა მომხდარიყო.. არ უნდა ეგონოს, რომ როცა მოუნდება რამეს დაგვიშავებს.. უნდა უცოდეს, რომ მასზე ჩვენც ვიცით.. დამნაშავეები მაშინ უშვებენ შეცდომას, როდესაც იციან, რომ მის კვალს ადგანან, რადგან სწორედ მაშინ ეშლებათ უველაზე მეტი, როდესაც საგულდაგულოდ ცდილობენ..
- როგორ მინდა, ერთი დღით ჩვეულებრივი, მშიშარა გოგო იყო და არა ამორძალი.. ხან ვფიქრობ, რომ ისევ იმ ასაკში ხარ, როდესაც სუპერგმირობა უნდათ.. - თავი გაიქნია აქეთ-იქით.. - კარგი, მოდი დამპირდი, რომ რაც არ უნდა იყოს, მარტო არაფერში ჩაერევი.. ან ყველანი საქმის კურსში ვიქნებით, ან არცერთი გავერევით..
- შევთანხმდით..
- ხო, ხვალ რომ მოხვალ, სტუმრები იქნებიან და არ დაიბნე.. ჩემი გამზრდელი და მისი დისშვილები მოდიან, ცოტა ხნით დარჩებიან..
- კარგი.. - მალე ჩემს სახლშიც მივედით.. მათე დამემშვიდობა და სახლში შევედი.. როგორც ჩანს, დემემ და მარიამმა გაუგეს ერთმანეთს.. ისხდნენ და ტკბილად საუბრობდნენ..
- დავბრუნდიი - ვუკივლე და დემესკენ გავექანე? დივანზე იჯდა, მე კი თავი მუხლებზე დავადე და გემრიელად მოვთავსდი..- უჩემოდ მოიწყინეთ არა? - ვკითხე და გადავხედე მათ..
- სად იყავი ამდენხანს ბაჭია? უკვე საძებნელად მოვდიოდით.. - გამიღიმა და თავე ხელი გადამისვა..
-ნუ გეშინია, ძალიანაც რომ მინდოდეს, შარს მაინც ვეღარ გადავეყრები - ვუთხარი გაბრაზებით..
- ყოჩაღ მათეს რა.. რაც მე ვერ ვქენი ცხრამეტ წელიწადში, ის შეძლო ორ კვირაში.. - საპასუხოდ ჩქმეტა მიიღო.. მაღიამს შევხედე.. ისევ ღრლავდა.. ახლა მას მივუჯექი გვერდით..
- ისევ ნერვიულობ? - ვკითხე და თვალებში შევხედე..
- კი, ძალიან.. ჩემს ძმას ველაპარაკე და აქეთ აპირებს თურმე ჩამოსვლას და წასვლას აზრი აღარ აქვს.. სანამ ჩამოვა რაიმე უნდა მოვიფიქრო..
- რა არის მოსაფიქრებელი.. აქ მარტო არ დაგტოვებ, ასე რომ, მათესთან წაგიყვან..
- არა, შენ ისედაც ბევრი რამ გააკეთე ჩემთვის..
- გითხარი, რომ შენი ''არა'' არ განიხილება - სერიოზულუ სახით შევხედე
- დათანხმდი, შენთვის აჯობებს - გააფრთხილა დემემ.. ოხ ჩემი მზრუნველი ძამიკო
- კარგი, სანამ ჩემი ძმა ჩამოვა.. იმედია მათეს არ შევაწუხებ..
- არა, მისტერ უჟმურს ახლავე გავაფრთხილებ..
მათე გავაფრთხილე და მარიამს მისი ოთახი ვაჩვენე.. ჩემი ტანსაცმელები ვათდოვე და მარტო დავტოვე.. მეც ჩემს ოთახში შევედი.. ჯერ ძლივს დავიძინე, მერე კი სიზმაშდი ის მომენტი ვნახე, როდესაც გაბრაზებულმა მიყვირა.. არ ვიცი, მაჩნია, რომ ჩემზე ინერვიულა და მაგიტომაც გაბრაზდა.. ნუ შეიძლება მე მინდა, რომ ასე იყოს.. ჯანდაბას, მისტერ უჟმურს შევეჩვიე.. ლიზაც ძალიან მომენატრა.. ამ დროს ხანდახან ტირის ხოლმე.. დიდ ხანს ვიწვაკე და ბოლოს დავიძინე, როგორც იქნა.. დილით ჩემი ძმა აეროპორტში გავაცილეთ მე ფა მაღიამმა და მათესთან წავედით.. დღეს სამუშაო არ გვაქვს, ამიტომ შეგვიძლია რამეთი გავერთოთ.. კარზე ზარი დავრეკე და დაველოდე.. უცნობმა გოგონამ გამიღო..
- მატე სადაა? - ვკითხე ჩვეულევრივი ტონით..
- ალბათ გინდოდა გეთქვა ბატონი მათე სადააო? - ალმაცერად შემომხედა მან, აშკარად უარყოფითადაა ჩემ მიმართ განწყობილი'.
- უკაცრავად, მაგრამ არაა შენი განსახილველი, როგორ მივმართავთ მე და მათე ერთმანეთს.. თუ ძალიან გინდა, ''ბატონი'' შენ დაუძახე.. - მის პასუხს აღარც დაველოდე და მარიამთან ერთად შიგნით შევედი.. მათეც მალე გამოჩნდა
- მისტერ უჟმურო, უფრო სწორედ მათე.. მოვედი და მარიამიც მოვიყოლე.. ოთახი აჩვენოს ვინმემ რა..
- აუ ემიი, შენს ოთახში დავიძინებ რა, მარტო არ შემიძლია.. - ჩამჩურჩულა მარიამმა..
- კარგი ძვირფასო, როგორც გინდა.. მათე - მივბრუნდი მისკენ - ჩემს ოთახში დაწვება, აღარაა საჭირო..- მანაც თავი დამიქნია.. მერე ლიზა გამოიუვანა და მან კი მიცნო.. ერთიანად აფრთხიალდა.. ძირს დავაყენეთ და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას ეცადა.. პატარა ბარტყი მალე გაივლის კიდეც..
- ემი, ჭამის დრო აქვს.. ძიძას მიუყვანე..
- რა ძიძა.. მე ვაჭმევ რა.. ნუ გეშინია, არ დავახრჩობ - გავუღიმე მას.. ამ დროის მანძილზე უცნობი გოგო შორიდან ალმაცერად გვიყურებდა..
- ეს ნინოა, ნაზი დეიდას დისშვილი - გაგვაცნო ის..
- სასიამოვნოა - ყალბი ღიმილი აიკრა, მაგრამ როდის იყო, ვინმე რამეს მაპარებდა..
- ჩვენთვისაც - ერთად ვთქვით მე და მარიამმა და სამზარეულოში გავედით.. მათეც გამოგვყვა..
- ნაზი დეიდა, ეს ის გოგოები არიან, გუშინ რომ გელაპარაკე.. - გააცნო.ჩვენი.თავი..
- თქვენ შემოგევლეთ ჩემო ტკბილებო - თბილად მოგვეხვია და ჩაგვკოცნა
- ხო, ესეც თაკო - გაგვაცნო კიდევ ერთი, ლამაზი გოგონა.. აი ეს კი ძალიან კარგი ბავშვია, ნინოსგან განსხვავებით.. მისგან დადებითი აურა მოდის, ისევე, როგორც ნაზი დეიდასგან.. მათ მალე გავუგეთ, მაგრამ ნინოსთან გაგვიჭირდა.. მალე კარზა ზარი დარეკეს.. მალე მივირბინე და გავაღე.. თვალებს არ დავუჯერე, როდესაც კარს მიღმა მომღიმარი ლილი და გიო დავინახე.. ნათლიას ეგრევე ზედ შევაფრინდი.. ორივეს ერთდროულად ვეხვეოდი და არც ისინი აკლებდნენ..
- როგორ მომენატრეეთ, აქამდე სად იყავით.. არც კი გვირეკავდით - მაინც ვუსაყვედურე..
- ემილიი - ლოყები დამაცალა გიომ..
- ყავა გააკეთე და ვისაუბროთ - გამიღიმა ლილიმ..
მალე ყავის ფინჯნებით, მე, ლილი, ანაც და მარიამიც სამზარეულოში ვისხედით და ვსაუბრობდით.. მარიამზე უკვე ორივემ იცოდა.. სანამ ლილისთან კითხვებით გადავიდოდით ყველამ მოიყარა თავი.. მხოლოდ მათე და გიო არ ჩანდნენ.. ცალკე საუბრობდნენ ისინი..
- ლილიი, მოგვიყევი რა ასე უცებ რა გეტაკათ.. აკი ჯერ არ ვაპირებთო.- ჰკითხა ანა'

ლილიმ თხრობა დაიწყო:
-ნუ, მართალია, ჯერ არ ვგეგმავდით, მაგრამ ასე მოხდა.. თქვენ ხომ მომსწრეები ხართ, თუ რამდენხანს და როგორ გვიყვარს ერთმანეთი.. იმ დღეს ჩვეულებრივ კაფეში მივედი.. გიო სულ სხვანაირად მიყურებდა.. თბილად, სიყვარულით, მაგრამ მის თვალებში კიდევ იყო რაღაც.. მოუსვენრობა ეტყობოდა.. არაფერი მიკითხავს.. ვიცოდი, რომ თუ საჭირო გახდებოდა მეტყოდა თვითონ.. ცოტა ხანში სასეირნოდ წავედით.. დიდ მინდორზე მივსეირნობდით, ყვავილების გარემოცვაში.. გიო უცებ მოტრიალდა და მაგრად მიმიკრო გულზე.. მესმოდა, როგორი აჩქარებული ჰქონდა გუკისცემა და გამეღიმა.. სიმართლე გითხრათ, ჩემი გული უფრო გამალებით ცემდა.. ნუ, მე ვფიქრობ ასე.. მან სახეზე ხელი ჩამომისვა და გამიღიმა..
- მიყვარხარ - მითხრა და კისერში მაკოცა..
- მე იფრო მიყვარხარ.. - შევეკამათე..
- არა, მე უფრო.. - არც ის მითმობდა..
- არა, არა და არა.. მე უფრო - გავიგიჟე თავი..
- დამიმტკიცე - მითხრა ეშმაკურად..
- როგორ? - აბნეულმა ვკითხე..
- ცოლად გამომყევი.. ახლავე და აქვე.. ყველანაირი წვეულების, ხელმოწერის, ჯვრისწერის, ბეჭდების გარეშე.. დამპირდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მუდამ ჩემს გვერდით იქნები.. მუდამ გეყვარები.. ამ ცხოვრებაშიც და იქითა ცხოვრებაშიც... თანახმა ხარ? - ამას ძალიან დიდი გრძნობით მეუბნებოდა..
- თანახმა ვარ.. ახლავე, აქვე.. ყველანაირი წვეულების, ხელმოწერის, ჯვრისწერის, ბეჭდების გარეშე.. დპირდები? რომ ყოველთვის მეყვარები.. ასჯერ რომ დავიბადო თავიდან, ასჯერვე შენ მეყვარები.. ყველა ცხოვრებაში.. - მან უბრალოდ ხელში ამიტაცა და დამაბზრიალა.. მერე ვსეირნობდით.. ორივემ რაღაც მავთულები მოვხლართეთ და ბეჭდების მაგიერ ისინი გავცვალეთ.. ჩვენი ქორწინება კი ჩვენმა სიყვარულმა დააკანონა..
- ქორწილს ხომ გადაიხდით? - ჩავეკითხე მე..
- რა თქმა უნდა ბასუნა.. - ლოყაზე მაკოცა.. - აქ ამისთვის ჩამოვედით..
- ვაუუ, რა მაგარია - ჩვენნაირად ბედნიერი ჩანდა მარიამი.. ეს გოგო ოქროა.. ნამდვილი განძია.. ყველას ბედნიერება საკუთარივით ახარებს.... მალე ბიჭებიც მოვიდნენ.. ოჰ ანა ისევ საბასთან ერთად მობრძანებულა.. ამ ჭინკას მერე დაველაპარაკები, ვითომ ვერ მივხვდი, ვინ აგვირია ჯიპიესი.. მაგიდის გარშემო. შემოვსხედით.. ისე მოხდა, რომ ნინო გიორგის გვერდით იჯდა.. გიო საერთოდ არ უყურებდა, მაგრამ განზრახ, ხან ხელს მიარტყამდა, ხან რაღაცის მიწოდებას სთხოვდა.. გიო იდგა და ლილის უყურებდა, რომელიც მეორე გვერდს უმშვენებდა.. ნინოს ყურებით ნერვები მეშლებოდა.. გვერდით უზის ცოლიანი კაცი, რომელსაც ცოლი უყვარს სიგიჟემდე და იმის იქით, ეს კი ეპრანჭება.. ჰმ.. თავში ბოროტული იდეა მომივიდა..
- გიო, აი ის საწებელი, რომელიც შენ გიყვარს.. - გიოს მიმართულებით გავწიე, მაგრამ ''შემთხვევით'' ნინოს გადავასხი - აუ, ბოდიში, არ მინდოდა.. ჯანდაბა, რა მოუხერხებელი ვარ - დავიწყე მსახიობობა.. გოგოები მიხვდნენ და ჩაიფძუკუნეს.. ნინო საპირფარეშოში გავარდა.. მე დრო ვიხელთე და ნათლიას გვერდით გადავჯექი..
- მაგარი ხარ - ტუჩების მოძრაობით მითხრა ანამ და ბერა თითი ჰაერში აზიდა.. მარიამიც კმაყოფილი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, თიკოც.... მარიამის მობილურმა დარეკა.. მარიამი ცოტას ღელავდა..
- რა გჭირს? - ვკითხე მას..
- არაფერი, უბრალოდ.. ჯანდაბა, დემეზე ვღელავ.. აქამდე რატომ არ დარეკა - გულწრფელად ღელავდა.. ძალიან მესიამოვნა.. მარიამი და დემე.. ეს შესანიშნავია..
- მარიამ, საყვარელო, ახლახან ჩაფრინდებოდა.. ნუ ღელავ.. აუცილებლად დარეკავს.. არ მოიწყინო რა - ლოყაზე ვაკოცე და მისი ყავა მოვსვი
- აუ ბოდიში, ჩვევა მაქვს ასეთი.. სახლში არც მამას ვახარებ და აეც დემეს - ამაზე გაეცინა..
- რა საყვარელი ხარ ემილი.. გეფიცები, გულით რომ გინდოდეს, ვერ მაწყენინებ მაინც.. - ლოყაზე მიჩქმიტა მან.. ცოტა ხანში მისტერ უჟმური გავიდა.. სულ რამდენიმე წამით.. მე კი შეუმჩნევკად მის თეფშს დაფქვილი წიწაკა მოვაყარე და წვენში კი ჩავყარე.. მათე შემოვიდა და კერძი გასინჯა.. საწყაკს ხველა აუტყდა..
- წვენი მიაყოლე - მივაჩეჩე ჭიქა, მანაც გადაყლაპა და უარესი მოუვიდა. მერე ჩემს ჭუქას დაწვდა და ცოტა რომ მოსულიერდა იყვირა..
- ემილი დევდარიანო, შეგექი როლერებზე და რაც შეგიძლია სწრაფად გაგორდი.. შენ მიძინებული ურჩხული გააღვიძე.. - ამის თქმა იყო და ადგილს მოვწყდი.. ნუ როლერები არ ამიღია, მაგრამ მაინც დავრბოდი.. მათე კი მომდევდა და ხან ისე ახლოს იყო, მეგონა დამიჭერდა.. მე ძალიან დავიღალე, ორი წამით შევდექი და მათემაც ამიფრიალა..
- წამოდი, შენ უნდა შეგაჭამო, რაც მე მაჭამე.. - თმა ამიჩეჩა..
- მოიცა.. ოღონდ ეგ არ ქნა რა..
- არა - ვითომ გაბრაზდა..
- კარგი რა.. შემირიგდი და.. აღარ გაგაბეაზებ.. - მან თავი გაიქნია..- კარგიი.. ერთ სურვილს შეგისრულებ.. - აი ამან გაჭრა.. ყველანი გაოცებულები იყურებოდნენ.. მათეს ცვლილება ადკარა იყო.. მისტერ უჟმური ის მისტერ უჟმური აღარ იყო, მაგრამ მაინც წაუუჟმურებდა..

მათე

რა ყოფილა ემილი.. სისხლი გამიშრო.. მართალი ყოფილა დემეტრე, ამის შეყრას კიბო შეგეყაროს ის სჯობს.. პატარა ტერორისტია.. მაგრამ რაღაცნაირად, ძალიან მიზიდავს.. სხვებს არ ჰგავს.. ჯიუტი და თავდაჯერებულია,აგრამ ძალიან.საყვარელი.. ძალიან გავუბრაზდი, როდესაც ომ მანქანას გაყვა.. უფრო შემეშინდა, ტატო ცუდი პიროვნებაა, მას შეუძლია რაიმე დაუშავოს.. მითეტწა ემის მიმართ ცივი ვეღარ ვარ.. ამის დამალვას აზრიც არ აქვს.. ეს თავისთავად ჩანს.. უეცრად გამოჩნდა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა.. ლიზაც ისე მიეჩვია.. მაგრამ მეც მივეჩვიე.. დავაკვირდი განვლილ დღეებს და გამახსენდა, თავიდან როგორ მაღიზიანებდა, ახლა კი, ღამით მასზე ფიქრებით მეღვიძება.. ის რომ წავა ალბათ ვერ გავძლებ.. მიჭირს გრძნობების გამოხატვა, თუმცა ჩემს თავთან უკვე გამოვტყდი, რომ ემილი კარგი გოგოა და მე ის ძალიან მომწონს.. დილით ჩემი სტუმრებიც მოვიდნენ.. ნაზი დეიდა უბერებელია.. ისევ ისეთია, როგორიც წლების წინ.. ნინო და თაკო ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან.. ნინო ძალიან ცივია, მაგრამ თაკო პატარა ანგელოზია.. მალე ემი და მარიამი გამოჩდნენ.. მარიამს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ემილი სწორად მოიქცა.. ისიც ჩვენთან დარჩება ცოტა ხნით.. ასე, შემოვიდა ემილი ჩემს ცხოვრებაში და ნათელი ფერებიც მოიტანა.. ხელახლა გაღიმება მასწავლა.. სადილისას თეფშზეც და ჭიქაშიც დაფქულუ წიწაკა ჩამიყარა.. პატარა ეშმაკის ფეხია.. რამდენიმე წამიანი ფორა მივეცი და გავეკიდე.. ესეც ასე.. ემისთან ერთი სურვილი მაქვს.. იმ დროს გამოვიყენებ, როდესაც ყველაზე საჭიროდ ჩავთვლი.. გოგოებმა და ნაზი დეიდამ მილაგება დაიწყეს.. მალე მორჩნენ და ერთი მეორეს მიყოლებით გამოვიდნენ.. მანამ მე, საბა და გიო ლიზას ვათამაშებდით.. ჩემი დრუნჩა მალე გაივლის.. წყლის დასალევად სამზარეულოში გავედი და ნაზი დეიდას შევეჯახე..
- ჩემი ბიჭი - თბილად გამიღიმა და ჩამეხუტა.. - გიყურებ შვილო.და არ მჯერა, ისეთი შეცვლილი ხარ.. ნეტავ იცოდე ჭ, როგორ მიხარია.. შენ რომ გაღიმებული დაგინახე, ცხოვრების წლები მომემატა.. - ემის სიტყვები გამახსენდა ''მათთვის ვიღიმი, ვისაც ვუყვარვარ''.. არასოდეს იფიქროთ, რომ შენზე პატარა ადამიანისგან ვერაფერს ისწავლი.. ეს აფსურდია.. ნაზი დეიდას ლოყაზე ვაკოცე და გამოვედი.. გოგოები ზევით ავიდნენ.. ნინო კი ნაზი დეიდასთან გავიდა.. ვერ ვხვდები, რატომ ვერ ეგუება მათ..
- აბა მოყევით ახლა, რას შვრებით..- ვკითხე და სავარძელზე ჩამოვჯექი..
- მე ჩემს ცოლთან ბედნიერად ვცხოვრობ - ღიმილით მითხრა გიომ..
- სულ.ბედნიერები ყოფილიყავით - ვუთხარი გულწრფეკად.. ისე მივეცვიე მას, რომ უკვე ძალიან ახლობლად ვთვლი. - შენ საბა? - ახლა მას მივუბრუნდი..
- რავი, ისეთი არაფერი..
- ახლა აღიარე, რომ ჯიპიესი თქვენ არიეთ - მკაცრად ვკითხე..
- ხო, ჯანდაბას, ჩვენ ვიყავით.. ანამ აიჩემა, გაატარონ ერთად ცოტა დროო.. თქვენ კი თურმე ქორწილიდან იპარებოდით..
- ბატები ხართ რა.. - ბალიში ვესროლე.. - რა ხდება ანასთან?
- ის, რომ მე და მას ძალიან მოგვწონს ერთმანეთი და უფრო მეტიც.. დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ.. ერთმანეთს ვეგუებით.. კარგი ხასიათისაა და მასთან კონტაქტი ადვილია.. განსაკუთრებული ადამიანია.. ისეთი, როგორსაც დიდი ხანია ვეძებდი..
- მაგარია - ჩაილაპარაკა გიომ..
- გუშინ სად იყავით, მანამ მოხვიდოდით საციგურაოდ..
- ანას მივაკითცე და სასეირნოდ წავიყვანე.. ბევრი ვისრირნეთ.. ერთმანეთი უფრო კარგად გავიცანით.. მასთან გატარებული ყოველი დღე ძალიან მაგარია და საინტერესო..
ცოტა ხანში გოგოები ჩამოცვივდნენ..
- სადმე წავიდეთ რა - წამოიძახა ანამ..
- მთაწმინდაზე ავიდეთ რა - თქვა ემიმ
- მშვენიერი იდეაა, წავიდეთ - დავეთანხმე მათ..
ცოტა ხანში მთაწმინდის გზას ვედექით.. მხიარულად მივადექით დანიშნულების ადგილს და გადავედით.. საკმაოდ ბევრნი ვიყავით.. ყველანი დაიფანტნენ.. მე ემი და ლიზა შემომრჩა.. შორიახლოს კი ნინოც ჩანდა.. ყველაფერი ძალიან კარგად იყი.. ემილიმ ლიზა ყველა ატრაქციონზე დასვა.. მხოლოდ იმათზე, რა თქმა უნდა, რომელიც ბავშვისთვის დაიშვება.. საღამოს სახლში დავბრუნდით.. ნაკლები რაოდენობით, მაგრამ მხიარულად.. ყველანი დავწექით.. მაგრამ ვერ დავიძინე.. ისევ აივანზე გავედი და ემიც შევნიშნე.. ისევ ჩაფიქრებული იყო.. ისრვ გავაკეთე ყავა მისთვის და მივაწოდე.. სასწაულად გამიღიმა.. ასე ახლოსაა და თან ასე შორს.. არ ვიცი რას ფიქრობს ჩემზე.. ალბათ ეშინია კიდეც.. ნახევარზე მეტი ვუყვირი, მაგრამ ისიც უნდა ესმოდეს, რომ მისი დაკარგვის უფრო მეშინოდა.. იმის, რომ ვინმე რამეს დაუშავებს, მე კი იქ არ ვიქნებუ.. სასწრაფოდ უნდა მოვაგვარო ყველაფერი'.
- აბა, რატომ არ გძინავს ქალბატონო.- ვუთხარი და მეც გავუღიმე..
- არ მეძინება.. იცი, ღიმილი ძალიან გიხდება,.მართლა - ყავა მოსვა და სივრცეს გახედა..
- მართალი იყავი ემი, იმათთვის უნდა გავიღიმოთ, ვისაც ვიყვარვართ და გვიყვარს.. გმადლობ ამისთვის..
- კარგი რა.. ისე, გისწავლია ყავის გაკეთება..
- შენ ერთადერთი ნაცნობი ხარ, რომელიც ასეთი დიდი სიამოვნებით სვამს ყავას, ღამის პირველ საათზე..
- შენც - თმა ყურს უკან გადაიტანა..- იცი, ლიზა მალე სიარულს დაიწყებს.. მერე კი მოგიწევს სულ უკან სდიო..
- ეჰ.. ემი.. ნეტავ შემეძლოს, რომ ლიზას იმაზე მეტი დრო დავუთმო, ვიდრე ახლა..
- იცი, ნუ დამწუხრდები.. შენ კარგი მამა ხარ.. ამასაც ლიზას გამო.აკეთებ.. იმიტომ, რომ კარგი მომავალი ჰქონდეს..
- მასაც ისევე ეტკინება უდედობა, როგორც მე და როგორც შენ.. - აღმომხდა უნებურად..
- იცი რა, იმ ადამიანის არ ყოფნა არ უნდა გეტკინოს, რომელმაც შენს თავს სხვა არჩია.. არც ამაზე ფიქრით უნდა იცხოვრო.. აი ნახავ, ლიზა ბედნიერი იქნება..
- იმედია - მწარედ გამეღიმა.. - ისე, მართლა, აქ რატომ ხარ.. რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს..
- შენ მართალი იყავი.. ტატო მიცნობს.. ნომერი გავშიფრე, დაფარულად.რომ მირეკავდნენ, აი ის.. ნომერი მის სახელზეა დარეგისტრირებული..
- კარგი ემი.. დამშვიდდი.. ხომ იცი ვერაფერს დაგიშავებს.. - გავუღიმე და თმაზე ხელი გადავუსვი.. მისი თმა ისეთი ლამაზი იყო.. ქერა, გრძელი და ჩახვეული.. მუჭებში მოვიქციე და მისი სურნელი შევისუნთქე..
- ასეთი ლამაზი რატომაა - სურნელით გაბრუებულმა ვკითხე.. - ბუნებრივია არა?
- კი, ბუნებრივია.. ბავშვობიდან ასეთია.. - გამიღიმა მან..
- ემი,.მამა ძალიან გიყვარს არა?
- კი, ყველაფერზე ძალიან.. მისთვის სიცოცხლის დათმობა შემიძლია.. ყველაფერი მისგან ვისწავლე.. არასოდეს მზღუდავდა.. ხომ გაგიგია ''დავემორჩილები და მორჩილებით დავიმორჩილებ''.. ეს მისი სტრატეგიაა..
- კარგია - გავუღიმე.. ემი კედელს მოეყრდნო და თავი სხვა მხარეს შეაბრუნა.. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა..
- ემილი - დავუძახე, მაგრამ რეაქცია არ იყო.. შევხედე და ეძინა.. ცელში ავიტაცე და მსუბუქი ბუმბულივით ავიფრიალე.. ოთახში შევიყვანე და თავის ადგილზე ფრთხილად დავაწვინე.. პლედი მოვაფარე და ოთახიდან გამოვედი...



************

საყვარლებოო, ესეც შემდეგი თავი.. იმედია, მოგეწონებათ.. ველოდები თქვენს შეფასებებს.. შეცდომებისთვის ბოდიშით, ტელეფონით ვწერ, თანაც სენსორით და ამიტომ მერევა უფრო.. მიყვარხართ ყველა და ველი თქვენს აზრებს ♥♥♥



№1  offline წევრი natia-natia

აი ძალიან კარგია

 


ძალიან კარგია მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის მოუთმენლად ველი შენდეგ თავს
--------------------
romantikosi mwerali

 


№3 სტუმარი )))

Vai ra kargia au es tato nervebs mishlis ra :d gaagrdzleee DA gazarde ra tavebii ❤

 


№4 სტუმარი Elene

კატგია..კარგია..კარგია..! მალე დადეე

 


№5  offline მოდერი tsn

natia-natia
აი ძალიან კარგია

გმადლობ ♥♥

lann❤
ძალიან კარგია მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის მოუთმენლად ველი შენდეგ თავს

შენც დიდი მადლობა, თბილი შეფასებისთვის ♥♥♥

)))
Vai ra kargia au es tato nervebs mishlis ra :d gaagrdzleee DA gazarde ra tavebii ❤

მიხარია, რომ მოგწონს ♥

Elene
კატგია..კარგია..კარგია..! მალე დადეე

გმადლობ ♥♥

 


№6  offline წევრი Pepper

კარგი იყო <3
ველოდები შემდეგ თავს
უფროო მეტი "ემის და მათეს ნაწილი" მინდა :D <3

 


№7  offline მოდერი tsn

Pepper
კარგი იყო <3
ველოდები შემდეგ თავს
უფროო მეტი "ემის და მათეს ნაწილი" მინდა :D <3

გმადლოობ ♥♥

 


№8 სტუმარი parker

ძალიან მსგარია მაგრამ ემისა და მათეს შირის უფრო მეტ სითბის და ვნებას ველოდები სიყვარულით მე!

 


№9  offline მოდერი tsn

parker
ძალიან მსგარია მაგრამ ემისა და მათეს შირის უფრო მეტ სითბის და ვნებას ველოდები სიყვარულით მე!

გმადლობ ♥♥

 


№10 სტუმარი Black

Imedia cudad ar daamtavreb,sxva yvelaperi momwons da maxarebs<3;)

 


№11  offline წევრი mimimimo

უიჰ, რა კარგი იყო! feel
ნინო არ მომწონს ამიტომ მომაცილე! am
"პარკერ-ს" ვეთანხმები მათ სორის მე'ც მეტი ვნება მინდა! lol
"ჰორმონული წყვილი", რომ იყოს! (რას არ ვიტყვი) wink
ყოჩაღ! გელოდები 12-ის მერე smile

 


№12  offline მოდერი tsn

Black
Imedia cudad ar daamtavreb,sxva yvelaperi momwons da maxarebs<3;)

გმადლობ ♥♥♥

mimimimo
უიჰ, რა კარგი იყო! feel
ნინო არ მომწონს ამიტომ მომაცილე! am
"პარკერ-ს" ვეთანხმები მათ სორის მე'ც მეტი ვნება მინდა! lol
"ჰორმონული წყვილი", რომ იყოს! (რას არ ვიტყვი) wink
ყოჩაღ! გელოდები 12-ის მერე smile

გმადლობ ♥♥ სითბოც და ვნებაც იქნება, თავის დროზე..

 


№13  offline წევრი elo123

ძალიან მაგარიაა ასე გააგრძელე მალე დადეე და ნინო მოაშორე wink

 


№14  offline მოდერი tsn

elo123
ძალიან მაგარიაა ასე გააგრძელე მალე დადეე და ნინო მოაშორე wink

ნინოს ჯერ თავისი წილი საქმე აქვს და მერე წავა :-D

 


№15  offline წევრი cancara

გაგრძელე კარგია

 


№16  offline მოდერი tsn

cancara
გაგრძელე კარგია

გმადლობ ♥♥

 


№17 სტუმარი LaNa

Magaria <3 Male ra? :-*

 


№18  offline მოდერი tsn

LaNa
Magaria <3 Male ra? :-*

საღამოს ახალ თავს ავტვირთავ :-)

 


№19  offline აქტიური მკითხველი terooo

ოხ.. მივიწევთ დასასრულისკენ ალვათ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent