შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით? (6)


21-02-2016, 00:30
ავტორი tsn
ნანახია 6 197

ემი

წახვალ და ბოდიშს მოუხდი - უკვე მერამდენედ ვაჯავრებდი მათეს ხმას და ისევ ნერვები მიშლებოდა.. არაუშავს მისტერ უჟმურო, ჩემი დროც მოვა.. -დაგემორჩილები და მორჩილებით დაგიმორჩილებ- ჩავიფხუკუნე ჩემთვის და მათ მანქანას ავედევნე.. მიტოვებულ მშენებლობაზე გაჩერდნენ, გამიკვირდა.. ამ ადგილზე ბევრჯერ ვყოფილვარ.. ადრე, როდესაც გვაბრაზებდნენ, მე, ლილი და ანა აქ მოვდიოდით ხოლმე და გეგმებს ვაწყობდით თუ, როგორ გადაგვეხადა სამაგიერო.. უცნაურია, ეს ადგილი იმდენი ხნის მიტოვებულია.. აქ რა უნდათ.. ჯანდაბას, გული ცუდს მიგრძნობს, უფრო სწორად საფრთხე ვგრძნობ..
ნელ-ნელა მივდიოდი და ადგილს ვზვერავდი.. კეფაზე ცივი იარაღის მიდება ვიგრძენი, ცივად შევბრუნდი და იმ კაცს წავაწყდი, რომელსაც წეღან ბოდიშის მოსახდელად მივდევდი უკან მისი დამქაშები უდგნენ.. მიწაზე დავიხარე, ვითომ შემეშინდა..
- სამი იარაღიანი კაცი ერთი ბავშვის წინააღმდეგ - ბავშვი ჩემს თავს ვუწოდე.. - უსამართლობაა - ვეუბნებოდი მათ..
- უსამართლობა, შეიძლებააა - გადაიხარხარა ერთმა
- მე თქვენთვის ვამბობდი - ვუყვირე და სახეში სილა შევაყარე სამივეს, ერთერთის მიწაზე დავარდნილ იარაღს ხელი დავავლე და გავიქეცი.. დაუმთავრებელ კორპუსში შევვარდი და სადღაც ჩავიმალე.. ანეღვიულებულმა ანას ნომერი ავკრიფე და შეტყობინება მივწერე.. ჩვენ ამ ადგილზე შეკრებას დაშიფრული კოდით ვგეგმავდით ხოლმე.. ახლაც ეს კოდი მივწერე და დავამატე, რომ პოლიცია გაეფრთხილენინა, რადგან იარაღებით იყვნენ ეს ტიპები.. სიმართლე გითხრათ, მართლა ძალიან მეშინოდა, მაგრამ ცხოვრებამ ემოციების კონტროლი კარგად მასწავლა.. ახლა რომ პანიკაში ჩავვარდნილიყავი, ეს მათ საკეთილდღეოდ იმოქმედებდა.. ნაბიჯების ხმა გავიგე.. ახლა უნდა მომეხერხებინა, რომ დაშლილიყვნენ.. ქვა ვიპოვე და შორს ვოსროლე.. ერთი მათგანი იქით წავიდა, საიდანაც ხმაური გაიგონა.. ერთმაც სხვა მიმართულება აირჩია..მხოლოდ ერთ დარჩა.. მე კი გამოვძვერი და გასასვლელისკენ წავედი.. იმ წამსვე გამომეკიდა.. სადღაც ხესთან გავჩერდი და იარაღი დავუმიზნე..
- არ ვიცი ჩემგან რა გინდათ, მაგრამ ვხვდები, რომ კარგი არაფეღი.. თუმცა ასე ადვილად ვერაფერს დამიშავებ.. ახლოს მივიეიე და იარაღი ყელთან მივადე..
- მესროლე - გამომიწვია მან..
- არა - ვუპასუხე და იარაღის ტარი კისერში დავარტყი.. გონება დაკარგა და მიწაზე დაეცა.. მეც გავიქეცი ისევ.. კვლავ შენობაში შევედი და დავიმალე.. უკვე ნერვები მეშლებოდა.. არ ვიცოდი, ამდენ ხანს რას შვრებოდნენ.. ის კაცი შემოვიდა, რომელიც გავთიშე.. მე ისევ გავიქრცი გარეთ.. ხმაურზე გამომყვნენ.. მათკენ შებბრუნდი და იარაღი მივუშვირე.. ჩემ წინ ორნი იდგნენ.. იარაღი დავუმიზნე
- რა გინდათ, აქ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ მოვლენები ასე განვითარებულიყო..
- მოკეტე და იარაღი დაგვიბრუნე - მიყვირა ერთმა და იარაღი მომიშვირა..
- ვნახოთ, რომელი მოვააწრებთ გასროლას - გავუღიმე ირონიულად.. ზურგიდან ვიღაცის მოახლოვება ვიგრძენი, შევბრუნდი და მესამე ტიპიც დავინახე..
-შენ არც კი იცი, როგორ საშინელ თამაშში გაეხვიე - მითხრა მან.. ჯიბეში მობილურის ბჟუილი ვიგრძენი, რაც ნიშნავს, რომ მოვიდნენ..
- იარაღი დამიბრუნე - მიღრიალა ერთმა
- რა თქმა უნდა - გავუღიმე და იარაღი დავუბრუნე.. ამ დროს სირენების ხმაც გაისმა.. საკმაოდ დიდი შეიარაღებული ეკიპაჟი გადმოვიდა და.დამნაშავეები წრეში მოაქცია.. ერთ- ერთმა იარაღი მომადო და დაიმუქრა, რომ მომკლავდა.. მე კი ისევ შევუბრუნდი და ღიმილით ვუთხარი
- სხვა დროს, როდესაც მძევლის აყვანას შეეცდები, დარწმუნდი, რომ მჭიდში ტყვიები გაქვს - მან სასხლეტს დაუწყო უაზროდ წვალება.. უაზროდ, რადგან მადინ, როდესაც მე მათ თვალებში სილა შევაყარე და ყვირილი დაიწყეს, მე დრო ვიხელთე და ტყვიები ამოვაცალე.. - შენ თქვი, რომ ეს თამაშია.. არ ვიცი ვინ წამოწყო, ან რა მიზნით, მაგრამ ასე გადაეცით, რომ თამაში მაშინაა საინტერესო, როდესაც მასში ორი მოთამაშე.. შენ შენი სვლა გააკეთე, მე ჩემი.. -მხრები ავიჩეჩე და გავეცალე..
ერთ- ერთი მანქანიდან ანა გადმოხტა.და ჩამეცუტა
- აქამდე სად ხართ.. იცი როგორ შემეშინდა - ვუთხარი და.მაგრად ჩავეხუტე..
- მაპატიე დაო, როგორც კი შეტყობინება მივიღე, მაშინვე წამოვედი.. უბრალოდ პოლიციამ გამაფრთხილა, რომ მათ გარეშე არ მოვსულიყავი.. - მითხრა და შუბლზე მაკოცა.. მალე მათე და საბაც გამოჩნდნენ..
- აქ რა მოხდა? - გაიკვირვა საბამ..
- რა და ისინი მართლა ბოროტმოქმედები აღმოჩნდნენ..- უპასუხა ანამ..
- შენ.. კარგად ხარ? - მკითხა მათემ.. აშკარად თავს დამნაშავედ თვლიდა.. ჰმ.. ამას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებ
- არ გელაპარაკები მე შენ - მხრები ავიჩეჩე და მოვშორდი..
- კარგი რა.. - გამომყვა უკან - მე ხომ არ ვიცოდი, რა მოხდებოდა სინამდვილეში..
- მე შენ გაგაფრთხილე.. შენ კი დამაძალე, რომ მათთვის ბოდიში მომეხადა.. დღეს მხოლოდ იმიტომ გადავრჩი, რომ მოხერხებული აღმოვჩნდი.. მეტჯერ აღარ დაგემორჩილები აღარასდროს..
- ვწუხვარ.. - დამაწია სიტყვები..
- ანუ ბოდიშს მიხდი - შევბრუნდი და ეშმაკურად შევხედე..
- მე ვთქვი, რომ ვწუხვარ - მხრები აიჩეჩა მან..
- ვხედავ, როგორც წუხხარ.. სანამ ბოდიშს არ მომიხდი, არ დაგელაპარაკები.. შეგეძლო, უბრალოდ დაგეჯერებინა ჩემთვის.. მაგრამ არა.. სამაგიეღოდ მათი ხომ გჯეროდათ.. შენ გამო მოვხვდი ამ გაუგებრობაში და მხოლიდ იმიტომ გადავრჩი, რომ მოვახერხე და მათ ჭკუით ვაჯობე.. შენ კი ერთი სიტყვის თქმა არ შეგიძლია.. - ზურგი ვაქციე და წამოვედი..
- მაპატიე.. დამნაშავე ვარ.. უნდა დამეჯერებინა - მომესმა მისი სიტყვები, რომლებსაც ეტყობოდა, თუ როგორი წვალებით დასცდნენ ბაგეებს.. გამეღიმა და გამახსენდა სიტყვები, რომლებიც ადრე მითხრა: ''მათე გულედანი არასოდეს არავის უხდის ბოდიშს''.. კმაყოფილმა ჩავიღიმე.. ესესც პირველი ნაბიჯი, მისტერ უჟმურო.. შევბრუნდი
- ბოდიში მიღებულია - ვუთხარი და ანას მანქანისკენ წავედი.. მალე ყველანი მათეს სახლში ვიყავით და ყველაფერს დეტალებში ვუყვებოდი..
- გაოცებული ვარ შენით - მითხრა საბამ..
- მე კი აღფრთოვანებული - მითხრა ანამ..
- მეორედ მასეთ სიტუაციაში დამნაშავეებია გამოწვევა აღარ გაბედო - მკაცრად მითხრა მათემ.. - თუმცა, მეორედ ეგეთი რამ აღარც განმეორდება - ეს კი უკვე თავისთვის ჩაილაპარაკა..
- მე ვფიქრობ, რომ ამის უკან სხვა დგას.. ისინი უბრალო პაიკები იყვნენ ამ თამაშში და ასე ადვილად გაწირეს..- ვუთხარი მათ..
- ეს თამაში არაა და ამ საქმეში აღარ გაერიო - ნითხრა მკაცრად მათემ და გავიდა..
- არ გეწყინოს - გამიღიმა საბამ - მან გრძნიბების გამოხატვა არ იცის.. სინამდვილეში ნერვიულობს.. არ უნდა რამე დაგიშავდეს
- აბა პირობას ხომ არ დაარღვევს - ჩავილაპარაკე და ოთახში ავედი.. გზად მათეს და ლიზას მოვკარი თვალი.. მათე მას ეთამაშებიდა
- მასე არა, ოდესმე გაუღიმე - მივაძახე და გავიარე..

მათე

უკვე ძალიან ვღელავდი.. ემის ვურეკავდი, მაგრამ არ იღებდა.. ხან მიუწვდომელიც კი იყო.. მალე საბა შემოვიდა
- ბიჭო, ანას ემილისგან შეტყობინება მოუვიდა.. საფრთხეშია და უნდა მივუსწროო, გავარდა გიჟივით..
- რა საფრთხე, ჯნდაბაა.. - სწრაფად დავავლე ხელი გასაღებს და გავედით.. ვნერვიულობდი.. არ მინდოდა რამე მოსვლოდა.. იქ წასვლა მე დავაძალე.. ანას მანქანას დავედევნეთ.. მან მოგვწერა რა მისამართზეც მიდიოდა და ისიც, რომ პოლიციაზე ადრე არ მივსულიყავით..
ადგილზე რომ მივედით ყველაფერი უკვე რიგზე იყო.. ემიე საშინლად ვღელავდი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმჩნევდი.. მასთან თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.. პოლიციამ ის სამი ტიპი აიყვანა.. როგორც ჩანს, საერთოდ არ ყოფილან იმ კომპანიის წარმომადგენლები.. პოლიციის ოფიცრებმა მათთან საუბრის საშუალებაც არ მომცეს.. ემილი გაბრაზებული ჩანდა ჩემზე.. საბა მოვიდა ჩემთან
- ემილი გაბრაზებულია და მართალიცაა.. შენ გამო ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა.. მარტო როგორ გამოუშვი.. ან რატომ არ დაუჯერე.. მიდი ახლა ბოდიში მოუხადე..
- მე ბოდიშს არავის ვუხდი.. ისიც არ ვიცი, ეს როგორ გავაკეთო..
-რაღაც ყოველთვის პირველად ხდება, მიდი - მხარზე ხელი მომარტყა და წავიდა..
ჯანდაბას, რაც არის არის.. ღრმად ჩავისუნთქე და მასთან მივედი.. ეგრევე მითხრა შენი ბრალია ყველაფერიო.. ვწუხვარ მეთქი და ამაზეც ატყდა.. ბოლოს ბოდიში მაინც მომახდევინა.. ბოლოს მითხრა ბოდიში მიღებულიაო და წავიდა..
მერე მოგვიყვა, თუ როგორ მოხდა ყველაფერი.. გული ლამის გამისკდა, რომ წარმოვიდგინე, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და იქ მე გავუშვი.. მასე მე უნდა მეზრუნა და ამის მაგივრად საფრთხეში ჩავაგდე.. ოთახში აღარ დავრჩი და ლიზასთან გავედი.. ვეთამაშებოდი, ემილიმ თავი შემოყო კარში და მომაძახა ''მასე არა, ოდესმე გაუღიმე''...
ცოტა ხანში ლიზას ჭამის დრო მოუვიდა და მისმა ძიძამ წაიყვანა.. ანასთან და საბასთან გავედი..
- ეჭვი მაინც გაქვთ, ვინ შეიძლება იდგეს ყველაფრის უკან? - გვკითხა ანამ..
- ანა, უმჯობესია არ ჩაერიოთ.. ეს სერიოზული და საშიში საქმეა.. - ვუთხარი მშვიდად..
- იცი, მე არ ჩავერევი.. მაგრამ ემი.. მას კარგად ვიცნობ.. უკეთესი იქნება საქმის კურსში გყავდეთ, თორემ მარტო დაიწყებს მოქმედებას და უფრო დიდ შარში გაყოფს თავს.. თანაც ისე, რომ ვერავინ გავიგებთ.. თანაც ეს ყველაფერი ახლა მამამისის კომპანიას და სახელსაც ეხება..
- გავითვალისწინებთ - თვალებში შესციცინებდა საბა და ისე ესაუბრებოდა..
ანა ემილისთან ავიდა, დაემშვიდობა და წავიდა.. საბა ცოტა ხნით ისევ დარჩა..
- რა ქენი, ბოდიში მოუხადე? - მკითხა ალმაცერად
- კი და ზედმეტი საუბრის გარეშე - შევუღრინე მას
- რას მიბღვერი, სულ არ მეშინია შენი - მხრები აიჩეჩა მან.. - კაი, წავედი, სანამ შემოგაკვდები - დაამატა და მალე მართლაც წავიდა.
ლიზასთან ავედი ისევ.. ემიც.მასთან იყო და თამაშობდნენ.. ლამაზი სცენა იყო.. ლიზას ძიძა ჰყავს, მაგრამ მასთან არც ისე კარგად ერთობა.. ემისთან ერთად.კი კისკისებს.. ცოტა ხანში დასაძინებლად წავედი, მაგრამ არ დამეძინა.. გამუდმებით დღევანდელ დღეზე მეფიქრებოდა.. ავდექი და ოთახიდან გავედი.. ეზოში, გრძელ სკამზე ემი იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა.. ალბათ არც არაფერი ესმოდა.. სამზარეულოში გავედი და ორივესთვის ყავა გავაკეთე.. ემისთან ისე მივედი, რომ ვერც კი გაიგო როგორ მივედი.. ყავა გავუწოდე და მის გვერდზე დავჯექი.. გამომართვა, მაგრამ ხმა არ ამოუღია..
- კარგად ხარ? - ვკითხე რამდნიმე წუთიანი დუმილის შემდეგ..
- კი, შენ? - ჩემთვის არც შემოუხედავს..
- მეც.. დღეს რაც მოხდა.. ვიცი ცუდად გამოვიდა..
- შენი ბრალი არაა.. არ ვბრაზდები.. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.. - მხრები აიჩეჩა..
- იცი, ანამ მითხრა, რომ გეტყვი თუ არა ვისზეც ვეჭვობ, მაინც არ შეეშვები ამ საქმეს..
- ანა კარგად მიცნობს - ისევ ჩაიღიმა - მაინც ვისზე ეჭვობ, მას მამაჩემთან აქვს რაიმე კავშირი - გაკვირვებულმა შემომხედა
- არ ვიცი ემი, არ ვიცი მამაშენთან რა კავშირი აქვს, მაგრამ ის ჩემი მტერია.. იცი მე ბავშვთა სახლში გავიზარდრ.. იქ ახლობელი არავინ მყავდა, მხოლოდ მეგობრები.. ერთ-ერთი იყო ტატოც.. თხუთმეტი წლისები ვიყავით იქიდან რომ წამოვედით.. ერთ-ერთმა ზედამხედველმა მასთან წაგვიყვანა.. საკუთარი შვილი არ ჰყავდა, ამიტომ ჩვენ შემოგვალია მთელი ცხოვრება.. ტატო ძმასავით იყო.. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ძმა იყო.. მაგრამ, ის თურმე ასე არ ფიქრობდა.. სკოლა რომ დავამთავრე მუშაობა დავიწყე, სკოლის პერიოდშიც ვმუშაობდი, მაგრამ ნაზი დეიდა ამის უფლებას იმდენად არ მაძლევდა. არ ვიცი როდიდან, მაგრამ ტატო ნელ-ნელა დამშორდა.. მე ჩემი პატარა ბიზნესი დავიწყე.. დღითი დღე იზრდებოდა ბიზნესი და მშორდებოდა ტატო, მაგრამ ვერ ვამჩნევდი.. ერთ დღეს კი უბრალოდ მოვიდა და რაღაც საბუთებზე მომაწერინა ხელი.. მე.არ გადამიკითხავს, რადგან ვენდობოდი.. ამ საბუთების გამო დამნაშავედ მთვლიდნენ.. ძლივს მოვახერხე, ციხიდან თავის დახსნა.. მის მერე ტატო მტრად მექცა, რადგანაც სიმართლე გავარკვიე და ის დაიჭირეს.. ახლა გაათავისუფლეს და ალბათ შურისსაძიებლად დაბრუნდა..
- საშინელებაა არა ახლობლის ღალატი.. - ჩაილაპარაკა ემიმ და სივრცეს გახედა.. - იმაზე ათასჯერ მტკივნეული, ვიდრე უცხოსგან.. მეც მიღალატეს ახლობლებმა - ისევ მე შემომხედა.. - შეყვარებული მყავდა.. მადინ ჩვიდმეტის ვიყავი, ვერ ვიტყვი, რომ გაგიჟებით მიყვარდა.. ახლა რიმ დავფიქრდე, ალბათ არც მიყვარდა... მაშინ მამას ლონდონში გავყევი, მაგრამ იქიდან ნაადრევად დავბრუნდი.. სიურპრიზის გაკეთებას ვგეგმავდი, მასთან გაუფრტხილებლად ავედი.. როგორც ყოველთვის, კარი ღია ჰქონდა.. შევედი და აქეთ დამახვედრეა სიურპრიზი.. ''ჩემი მეგობარი'' და ''ჩემი შეყვარებული''.. - გამიკვირდა, არ მეგონა ამდენის გაძკება თუ შეეზლო.. ის სულ იღიმის, სულ კარგ ხასიათზეა, მაგრამ აი, თურმე როგორ ტკივილს მალავს გულში..
- მე, არ ვიცი რა გითხრა - მხრები ავიჩეჩე..
- არაფერი.. იმისთვისაც გმადლობ, რომ მომისმინე - გამიღიმა და ყავა მოსვა.. - მშობლების მოძებნა არ გიცდია? - მკითხა ცოტა ხანში.. არ ვიცუ რატომ, მაგრამ დღეს გულახდილი ვარ..
- არა, რისთვის? მათ თქვეს ჩემზე უარი..
- კი, მაგრამ მიზეზი არ გაინტერესებს? - გაუკვირდა მას..
- არანაირი მიზეზი ამართლებს იმას, რომ შვილი დატივო.. სადღაც ყინვაში გადააგდო, ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა..
- მართალი ხარ - მიწას დააცქერდა ის.. - შეიძლება ცუდი ქმარი იყო, ცუდი ცოლი, მაგრამ არა ცუდი მშობელი.. შეიძლება რაღაც გკითხო?- მკითხა და შემომხედა, მეც თავი დავუქნიე.
- ლიზას დედა.. სადაა ის? - აქამდე ასე გულახდილად არ მისაუბრია.. ემილის მიმართ რაღაცნაირად, დიდ ნდობას ბგრძნობ.. ვიცი, რომ შეუძლია გამიგოს..
- ის წავიდა.. ლიზა დამიტოვა, გარკვეული თანხა აიღო და გაქრა.. - ეს სიტყვები ტკივილს აღარ მაყენებს.-. აქამდე ამის გახსენებაზეც ცუდად ვხვდებოდი.. იმიტომ არა, რომ ნინა მიყვარდა ან რაიმე მაგდაგვარი, უბრალოდ ჩემს შვილსაც ჩემნაირი ბედი ერგო.. ისიც მიატოვეს.. უბრალოდ ფულზე გაცვალეს.. - მან მხარზე ხელი მომადო
- თუ გინდა ნუ გააგრძელებ.. - გამიღიმა მან.. ძალიან.ლამაზი ღიმილი აქვს..
- არაფერიც არაა გასაგრძელებელი.. დეფაშენი? ის სადაა? არ მინახავს - ვკითხე უეცრად..
- ის აღარაა - სახე მოეღუშა.. - ექვსი წლის წინ ავარიაში მოვყევით, ადგილზევე დაიღუპა..
- ვწუხვარ - მთელი გულით ვუთხარი..
- კარგი, არაუშავს - თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და წამებში ისევ მხიარულ, მოლაყბე გოგონად გადაიქცა..
- როგორ შეგიძლია ასე.. - უნებურად ვკითხე - როგორ ახერხებ ამდენი რამის მერე ისე გაიღიმო, თითქოს ამდენი არ გადაგიტანია... - მან მხრები აიჩეჩა
- არ ვიცი.. სხვანაირად არ შემიძლია.. მე მამა მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს.. ძმა, რომელსაც ჩემზე იმხელა ამაგი აქვს, როგორც მამას.. მეგონრები მყავს, რომელთაც ჩემს თავზე მეტად ვენდობი.. მე ბევრი საყვარელი ადამიანი მყავს.. მათთვის ვიღიმი.. კარგი, აღარ გვინდა ამაზე საუბარი.. მოდი, რაიმე სასიამოვნოზე ვისაუბროთ - შემომხედა და გამიღიმა.. - საინტერესოა.. ისე, მართლა.. მისტერ უჟმურო ოდესმე იცინით - ეშმაკურად გამიღიმა
- მაგას მერამდენედ მეკითხები
- ოო, რა ვიცი.. მანამ შეგაწუხებ ამ კითხვით, სანამ არ გაგეცინება..
- მაშინ დიდ ხანს მოგიწევს დაცდა
- კარგი.. რა გაეწყობა.. - მითხრა მან.. ცოტა ხანს ისევ ვისაუბრეთ და ოთახებში ავედით.. როგორც იქნა დაძინება მოვახერხე...

ანა

ემის გამო მამამისის კომპანიაში მიწევს მუშაობა.. თუმცა საბა იქ არ გამიცვნია.. პირველად მაშინ ვნახე, როდესაც გიოს დაბადების დღიდან წამოვედი.. ქუჩაზე გადასვლისას შევასკდი.. დიდი არაფერი.. ჩვენი დიალოგი .. ორი სიტყვით შემოიფარგლა: ''ბოდიში'' და ''არაუშავს''.. მეორედ მთაწმინდაზე.. მერე კი კომპანიაში.. საბა კარგი პიროვნებაა.. ძალიან მომმწონს, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად.. რაღაცნაირად ღრმა და თბილი პიროვნებაა.. კონტაქტში ადვილად შემოვიდა.. რაც მთავარია, ისე არ ვკამათობთ, როგორც ემი და მათე..
კომპანიაში მუშაობა იმაე სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.. სულ რამდენიმე დღე გავიდა და უკვე ისე მივეჩვიე, რომ არ ვიცი მერე რას ვიზამ..
დღეს, როდესაც ემიმ საგანგაშო კოდი მომივიდა, გული ლამის გამისკდა.. კიდევ კარგი, რომ ბავშვობაში ეს კოდები მოვიგონეთ და დღემდე გვახსოვს. ადგილზე რომ მივედი და დავინახე, როგორ უმიზნებდნენ ემილის იარაღს, ერთი სიცოცხლე მომაკლდა.. მერე აღმოჩნდა, რომ ემის ტყვიები დაუმალია.. ეშმაკის ფეხია ეს გოგო.. ერთი ციდაა, მაგრამ მოხერხებული.. პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა და ჩამეხუტა.. მივხვდი, რომ ძალიან შეეშინდა, მაგრამ ის ძლიერია, ადვილად ახერხება ემოცოების კონტროლს.. იმდენი რომ გადამეტანა, რაც მან, აქამდე ალბათ აღარც ვიქნებოდი.. მათესთან წავიყვანეთ.. ისრვ იკინკლავეს ცოტა და მე და სანდრო მარტო დაგვტოვეს..
- რა მაგარი დაქალი გყავს.. ჯეიმს ბონდია - გაიცინა საბამ
- ჯერ არც კი იცით, მართლა როგორია - მეც გავუღიმე..
- ისე, რა კოდები გაქვთ, იმ წამსვე რომ გავარდი..
- ბავშვობის დროინდელია.. იმ ადგილზე ბევრჯერ ვყოფილვართ.. როცა ვინმე გვაბრაზებდა, ან მარტო გვინდოდა ყოფნა იქ ვიკრიბებოდით.. მერე კოდები მოვიფიქრეთ და ისე ვატყობინებდით ერთმანეთს, თუ რისთბის ვიკრიბებოდით..
- მაგრები ხართ რაა - გამიღიმა მან. - არ გინდა დღეს სადმე გავიდეთ? - მკითხა მან
- პაემანს მინიშნავ - წარბი ავზიდე
- მასეც შეიძლება ითქვას - მხრები აიჩეჩა.. - აბა?
- კარგი..
- ასე ცხრისკენ გამოგივლი მაშინ
- კარგი..
მათე გავაფრთხილე, რომ ემი საქმის კურსში ჩააყენოს და შემდეგ წავედი..
ცხრისკენ საბამ გამომიარა და წავედით.. ძალიან კარგად გამოიყურებოდა.. მანქანის კარი გამიღო და ჯენტლმენურად მომათავსა..
- სად მივდივართ? - ვკითხე მე
- ერთ წყნარ ადგილზე - სასწაუკად გამიღიმა..
მალე მართლაც ერთ ძალიან ლამა ადგილზე ვიყავით.. ქალაქიდან ოდნავ მოშორებით.. ჯერ ისევ ნათელი იყო..
ულამაზესი და დიდი მინდორი იყო.. ბევრი ყვავილით.. იქვე ჩამოვსხედით და საუბარი დავიწყეთ.. საბამ ჩემთვის გვირილების გვირგვინი დაწნა
- ასე ძალიან ლამაზი ხარ - გამიღიმა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა.. დენმა დამარტყა მისი შეხებისას.. ჟრუანტელმა დამიარა.. ამაზე კი უბრალიდ გამიღიმა.. ახლოს მოიწია და ტუჩებზე ნაზად შემეხო.. სასიამოვნო იყო ძალიან მისი შეხება.. უცებ მომშორდა
- მაპატიე, მე.. თავი ვეღარ შევიკავე.. ძალიან მომწონხარ ანა და მინდა, რომ ჩვები ურთიერთობა ამ მოწონებას გასცდეს.. -მე უბრალოდ სივრცეს გავყურებდი და მის საუბარს ვისმენდი..
- მეც მომწონხარ- ვუთხარი და წანით შევხედე.. სასიამოვნოდ გაეღიმა.. ცოტა ხანს ვისაუბრეთ..
- მოდი ვიცეკბოთ - ატყდა საბა
- ახლა? აქ? მუსიკის გარეშე? - მივაყარე უცებ
- კი, აქ.. ახლა და თუნდაც მუსიკის გარეშე - დამიზუსტა მან.. ადგა და რევერანსით გამოწვია... მეც გავყევი.. შუაგულ მინდორში, ყვავილებში ჩაფლულები, უმისიკოდ ვცეკვავდით.. ცაზე კი სასწაულად ივსებოდა მთვარე..
საბას შეხება კი ყველაზე სასიამოვნო იყო.. მის მიმართ სასწაულად ლამაზ გრძნობას განვიცდიდი.. ეს კი უბრალოდ ჩვენი ამბავის დასაწყისი იყო.. ჩემი და საბას ისტორიის ლამაზი დასაწყისი...


*******

ესეც შემდეგი, შედარებით დიდი თავი... ძალიან მიხარია თქვენი თბილი კომენტარები.. მიხარია, რომ მოგწონთ და მამხნევებთ.. იმეშია ეს თავიც მოგეწონებათ და თქვენს არებს გამიზიარებთ, შეცდომები თუ არის ბოდიშით.... მიყვარხართ ♥♥♥



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Ra tkbilebi ariann magram sandro ki mixvda rom paemanze unda daepatija anaa... mate rodis mixvdebaa netaa
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი mimimimo

Hhih.. Kargi iyo Magram anas bichs jer saba erqva axla sandro :/ gaugebaria :/

 


№3  offline მოდერი tsn

mimimimo
Hhih.. Kargi iyo Magram anas bichs jer saba erqva axla sandro :/ gaugebaria :/

ჯანდაბას, ამრევია :-დ

gvanciii kereselidze
Ra tkbilebi ariann magram sandro ki mixvda rom paemanze unda daepatija anaa... mate rodis mixvdebaa netaa

გმადლოობ ♥♥♥

 


№4  offline წევრი Nikalaevnaa:D

კარგიაააააა

 


ვაიმე მწპრე ჯეიმს ბონდინრა მაგარი გოჰოა ემილი ....და სანდრო და ანა მაგრები არიამ ძალიან მომწონს
--------------------
romantikosi mwerali

 


№6 სტუმარი Nino k.d...

are myofnis me mates Da emis nawili. male dade Ra ar daagviano.

 


№7  offline მოდერი tsn

tsn
mimimimo
Hhih.. Kargi iyo Magram anas bichs jer saba erqva axla sandro :/ gaugebaria :/

ჯანდაბას, ამრევია :-დ

gvanciii kereselidze
Ra tkbilebi ariann magram sandro ki mixvda rom paemanze unda daepatija anaa... mate rodis mixvdebaa netaa

გმადლოობ ♥♥♥

გმადლობ ♥

lann❤
ვაიმე მწპრე ჯეიმს ბონდინრა მაგარი გოჰოა ემილი ....და სანდრო და ანა მაგრები არიამ ძალიან მომწონს

გმადლობ ♥♥ მიხარია, რომ მოგწონს ♥♥♥

Nino k.d...
are myofnis me mates Da emis nawili. male dade Ra ar daagviano.

აუცილებლად ♥♥ ))

 


№8  offline წევრი cancara

ემაა ძალიან მომწონხარ კარგია გაგრძელე

 


№9  offline მოდერი tsn

cancara
ემაა ძალიან მომწონხარ კარგია გაგრძელე

გმადლობ ♥♥

Nikalaevnaa:D
კარგიაააააა

გმადლობ ♥♥

 


№10 სტუმარი Black

Utbileso da utkbeso,shensavit gemril da tkbil tavebs deb<3velodebi shemdeg tavs mteli gulit:D<3

 


№11  offline მოდერი tsn

Black
Utbileso da utkbeso,shensavit gemril da tkbil tavebs deb<3velodebi shemdeg tavs mteli gulit:D<3

დიდი მადლობაა ♥♥

 


№12  offline მოდერი Eleniko13

მომწონხარ,
მაგრამ შეცდომებს ყურადღება მიაქციე ხოლმე.
უნდა დაიხვეწო აწი.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№13  offline მოდერი tsn

Eleniko13
მომწონხარ,
მაგრამ შეცდომებს ყურადღება მიაქციე ხოლმე.
უნდა დაიხვეწო აწი.

გმადლობ ♥

 


№14  offline წევრი Pepper

კარგი ისტორიაა ძალიაან ^^
მათე ნამდვილი გაუცინარი ხელმწიფეა რაა :D
ემილიანა კი სუპერრ გოგოა ყოჩაღ მაგას :D
ანა და საბა უსაყვარლესები და თვილები <3

 


№15  offline მოდერი tsn

nino araxamia
ძალიან მაგარია მომწონს ეს ისტორია..კარგია მე შეცდომები არ შემიმჩნევი fellow ..ესე გააგრძელე..მომდევნო თავი მალე დადე :*

ძალიან დიდი მადლობა love

Pepper
კარგი ისტორიაა ძალიაან ^^
მათე ნამდვილი გაუცინარი ხელმწიფეა რაა :D
ემილიანა კი სუპერრ გოგოა ყოჩაღ მაგას :D
ანა და საბა უსაყვარლესები და თვილები <3

მიხარია, რომ მოგწონს feel love

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

თითქოს რაღაც ემოცია მაკლდება. უფრო მეტი მინდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent