შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოძიების თეორია (2)


24-02-2016, 01:49
ავტორი N7
ნანახია 1 703

2.
ყველაფერი დაათვალიერა და დაწვრილებით შეისწავლა. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივი იყო, როგორიც მანამდე. თან სურათებს ადარებდა ოთახებს. იყო რაღაცები შეცვლილი, რაც, ბუნებრივია, იმას დააბრალა, რომ უამრავი ხალხი ირეოდა. მაგრამ ღირდა კი დაბრალებად? ასე არაფერი ირევა.. ტელეფონში ჩაწერილი სურათების მიხედვით შემოიარა სახლი. არაფერი განსაკუთრებული და მაინც რაღაც ეუცნაურებოდა, რაღაც... ჭერისკენ თვალი გაექცა. გაუკვირდა, რომ გადამღებებს ჭერი არ ჰქონდათ დაფიქსირებული ზუსტად იმ ოთახის, სადაც ყველაზე მეტი სისხლის ლაქა იყო და დანაშაულის კონკრეტულად ადგილად შემოეხაზათ. ნახევრად განათებული ოთახი ვერ ახერხებდა ჭერის სათანადოდ განათებას. ხაზები ჩაეჭრათ, შუქიც არ იყო. ტელეფონზე მოძებნა განათების ფუნქცია და ჩართო. მადლობა ღმერთს, ამაში მაინც გაუმართლა და კარგი ნათება აქვს.
გაკვირვებულმა შეავიწროვა თვალები, როცა ერთ–ერთ კუთხეში წითელი ლაქები შენიშნა. ერთ–ერთი სკამი მიაჩოჩა, დადგა და ლაქებს ხელი მოუსვა. აშკარად სისხლი იყო, ასეთი შეფერილობა მხოლოდ სისხლს ექნებოდა. მაგრამ საიდან აღმოჩნდა აქ? დაუშვათ, ლიკამ ჩაარტყა ქმარს ურო თავში, იქ საიდან აღმოჩნდა მისი სისხლის ლაქები? ან იქნებ მისი არც არის? ძალიან, ძალიან ბევრი კითხვა მოუზვავდა გონებაში და უკვე ისტერიკა ეწყებოდა, რომ ვერ სცემდა პასუხებს.
მუქი ფართები ფართოდ გასწია და მზის ახლად გაღვიძებულ სხივებს საშუალება მისცა ოთახში შემოღწევის. მეტი არაფერი, მხოლოდ და მხოლოდ ის წვეთები იყო კედლის კუთხეში, რომელიც სისხლს მიამსგავსა. უნდა დაერეკა, რომ აწრიალდა ტელეფონი. დაასწრეს.
– გისმენ, ლექსო, – მიმართა მაშინვე.
– განყოფილებაში გიბარებენ... – დაუმორჩილებელი ხმა ჰქონდა მამაკაცს.
– რა მოხდა? – არ ელოდა, ძალიან, ძალიან გაუკვირდა.
– გელოდებით.
გაუთიშა.
გაკვირვებულმა კიდევ ერთხელ შემოავლო ოთახს თვალი და წამოვიდა.
***
განყოფილებაში შესვლისთანავე შენიშნა ლექსო. პროკურორი ედგა თავზე და რაღაცას მწვავედ განიხილავდნენ. ღრმად ჩაისუნთქა და მათკენ დაიძრა. უნდა გაეგო, ასე დაჟინებით რატომ მოსთხოვა ლექსომ მისვლა, ყოველგვარი ახსნის გარეშე.
– გამარჯობა, – ღიმილით მიესალმა მამაკაცებს.
დამნაშავეს სახით გადმოხედა პარტნიორმა. ჯერ მას დაუსვა თვალებით კითხვა, შემდეგ კი პროკურორს ახედა.
– რა ხდება? – ეცადა არ შემჩნეოდა ნერვიულობა, რომელიც უეცრად შეუჩნდა მის არსებას.
უძილობისგან ჩალურჯებულ თვალებზე თითები გადაიტარა და თმაც სახიდან გადაიწია.
– ანასტასია, ძალიან დადებითად ვაფასებ შენს მუშაობასა და პიროვნებას, – წამოიწყო კაცმა. – ზემოდან მოგვთხოვეს, რომ დაუყონებლივ უნდა გადახვიდეთ ნარკოტიკების განყოფილებაში.
გასცრა. მგონი მომესმაო – გაიფიქრა. რა აბსურდი იყო, ნუთუ ასე აფასებდნენ მის თავდაუზოგავ შრომას? მერე რა, რომ ბოლო დროს გაუჭირდა ამდენ საქმეს ერთდროულად ჩასჭიდებოდა? – მაინც ყოველთვის საუკეთესო გამომძიებლებთა სიაში ლიდერობდა.
– რატო? – უემოციო სახით ახედა. – ვინმეს ვაშინებ? – ირონია დააყოლა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.
– ეს თხოვნა არ არის, ანასტასია! – თვალები გაუფართოვდა, როცა მის უეცარ სითავხედეს წააწყდა. განა კი შეიძლებოდა სხვანაირად?!
– თუ თხოვნა არ არის, აქ არ უნდა ვსაუბრობდეთ! – ჩურჩულით იქუხა.
– საბუთები მზადაა. ორი არჩევანი გაქვს: ან ნარკოტიკების განყოფილება, ან სახლი, – ირონიული ღიმილი გადაიკრა სახეზე მამაკაცმა.
ყელში ბოღმა მოაწვა ქალს. მთელი მისი შრომა, მთელი მისი მონდომება ასე ჩაუყარეს წყალში.
– მე რაღაც ხელჩასაჭიდი მაქვს, საქმე დამასრულებინეთ! – შეევედრა. ჯერაც შერჩენოდა იმედები.
– ბრალდებული გვყავს უკვე, მოსმენა რამდენიმე დღეშია. მოდუნდი და ერთხელ მაინც მიჰყევი დინებას, არ შეიძლება?
– მივყვე და უდანაშაულო გოგოც იმ ქვეყნად გაგასტუმრებინოთ? – გაბრაზებულმა დაიყვირა.
იგრძნო მრავალმხრივი მზერა. არ სურდა ასე გამოსვლოდა, მაგრამ გამოვიდა. უკან ვერ დაიხევდა, საბრალო გოგოს ცოდვას ვერ დაიდებდა. უნდა ებრძოლა ამ საქმის დასრულებისთვის, რამდენადაც შეეძლებოდა.
– არ მოგცემთ უფლებას, ა–რ–ა! – ჩურჩულით დაემუქრა და მოჩეჩებულ საბუთებს აკანკალებულმა მოაწერა ხელი.
***
სნეულებაშეყრილ საუკუნის ქვეყანას რომ მოევლინა, ძმა უკვე ჰყავდა. ოჯახის პირველი სიხარული. მასზე რვა წლით დიდი იყო. სიცოცხლით სავსე ბიჭი, მუდამ მომღიმარი. ფაქტიურად მან გაზარდა, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც პატარა იყო და თან ბიჭი. დედა მშობიარობას გადაჰყვა, მამას კი არ ჰქონდა იმდენი საშუალება, რომ ძიძა დაექირავებინა მისთვის, თანაც ისეთი დრო იყო, ვერავინ ანდობდა თავის შვილს უცხოს, რამდენადაც სანდო გინდა ყოფილიყო. სანამ მამა სამუშაოზე იყო, ბიჭი ზრდიდა. თავისი ხელით უცვლიდა მრავლადგამშრალ საფენებს, თვითონ უმზადებდა საჭმელს. და ამ ყოველივეს კეთებისას სკოლა დაიკარგა, მის ქვეცნობიერში მიიმალა. ის ვეღარ მიიღებდა განათლებას, რადგან თორმეტი წლისამ კითხვაც არ იცოდა.
ერთად იზრდებოდნენ. იზიარებდნენ ერთმანეთის ტკივილსა და ბედნიერებას. არ იყო საჭირო თქმა, ისედაც ნათელი იყო, როდის სტკიოდა ანასტასიას და როდის უხაროდა ნიკას. მერე ყველაფერი ტკივილისფრად შეიღება... შვიდი წლის იყო ანასტასია, მამა რომ დედასთან გაფრინდა. სამუდამოდ დახუჭა თვალი და სამუდამოდ გაეყინა ძვლები. ჰო, ეს ის სამუდამო იყო, როცა ვეღარ შეხედავდა მის აჭრელებულ თვალებს და ვერ გაუთბობდა ხელებს... სულ წაიშალა და დაპატარავდა ნიკა. ყველა ტკივილის გადატანა მოუხდა, ყველა ტკივილის, შეგნებულ ასაკში.
გრძნობდა ანასტასია, მიუხედავად ასაკისა, ნიკას ტკივილს და თავადაც ტკიოდა. თუმცა ყველაფერი, რასაც აკეთებდა, ბავშვური დაწყნარება იყო, რომელსაც ბრაზით პასუხობდა ძმა.
მერე გაუჭირდათ და მშველელი არავინ ჰყავდათ. თითოეული ახლობელი, რომელიც მშობლების სიცოცხლეში ათასგვარ დახმარებას ჰპირდებოდნენ, გაქრნენ. ვეღარ არჩენდნენ ერთმანეთს, ჰოდა ნიკა ცუდ საქმეში ჩაერთო.
ხუთი წელი... ხუთი წელი ნარკოდილერი იყო. მეექვსე წელს დაიჭირეს.
***
ცარიელ ქუჩას დაუყვა. სიგარეტს მოუკიდა და ქურთუკი შემოიტმასნა სხეულზე. საკმაოდ სუსხიანი საღამო იყო ნაადრევი შემოდგომის. შუა ღამე და ფიქრებთან დარჩენილი ანასტასია. ღმერთო, როგორი ძნელია რაღაც ბოლომდე გწამდეს და ვერ ამტკიცებდე. შენი სისუსტე ვიღაცას ანადგურებდეს და აცნობიერებდე. აცნობიერებდე, რომ ვიღაცის მარიონეტი ხდები, გინდა თუ არა ეს.
ტელეფონი ამოიღო და ლექსოს ნომერი მოძებნა.
– ლექსო, დანაშაულის ადგილას მიდი დილით, სასწრაფოდ და ჭერი შეამოწმე, – მაშინვე ჩასძახა.
– რა? რა ხდება? სად ხარ? – ჯერაც ეძინა მამაკაცს.
– ღმერთო, გააკეთე, რაც გითხარი!
ახლა დალევა მოუნდა. მერე რა, რომ ძლივს გადაეჩვია? სიამოვნებით დაჯდებოდა გემოვნებიან რესტორანში, გემოვნებიან მუსიკასთან, სიგარეტსა და წითელ ღვინოსთან ერთად. კიდევ ერთხელ წაყვებოდა მდინარის მიმართულებას და აღარ გაუწევდა წინააღმდეგობას. კიდევ ერთ დაწყევლილ დღეს გაითენებდა და მერე მუდამ იგლოვებდა ამაზე.
მაგრამ მერე რა, რომ ხანდახან სურვილები ჩვენი მისწრაფებების წინააღმდეგ მიდის? უბრალოდ, სურვილი ძალიან ძლიერია. ჭაობია სურვილი, ერთი დიდი ჭაობი და თუ ჩაგავლო, ჩაგითრევს. შენი ძალები მის სიდიადესთან დაკნინდება და საბოლოოდ დაიხრჩობი. და ეს დახრჩობა იქნება ყველაზე ნელი და მტკივნეული...
სახლში დაბრუნდა. უნდა დაფიქრებულიყო რაღაცებზე, უნდა გაეანალიზებინა. პირველ რიგში კი ძილი ესაჭიროებოდა, გონებისა და ძალების მოსაკრებად. ძილი, რომელიც უკვე დიდი ხანია არ მიჰკარებოდა.
***
ნიკა ოცის იყო, ანასტასია კი თორმეტის, რომ დაიჭირეს. პატარა გოგონა,რომელსაც ქვეყნად არავითარ ნუგეში აღარ დარჩენოდა, ის იყო ბავშვთა სახლში უნდა გადაეყვანათ, რომ ბედმა მეტად აღარ გასწირა და ბიძა გამოჩნდა. დედის ძმა, რომელიც მისი გარდაცვალების მერე კვიპროსში იყო. ის დაეხმარა ანასტასიას ყველანაირად, როგორც შეეძლო. ბევრი იბრძოლეს, ძალიან ბევრს შეეცადნენ, მაგრამ ვერ გამოსტაცეს ციხეს კლანჭებიდან ნიკა, რომელსაც აღარ ჰქონდა ნუგეში. მისი სიცოცხლე ერთი დიდი ტრაგედია გამხდარიყო.
ხუთი წელი ებრძოლა გისოსებს, ხუთი წელი ცდილობდა მათგან თავის დახსნას და ბოლოს ყველა იმედი გადაწურა. ნარკოდილერისთვის ადვილი აღმოჩნდა მკვლელობის მიკერებაც. მეექვსე წელს თვითმკვლელობით დაასრულა დედამიწაზევე გამხდარი ცხოვრება მისი – ჯოჯოხეთი.
***
ძალიან ბევრი ბოდიში დაგვიანებისთვის.
რთული აღმოჩნდა ეს თემა, ძალიან რთული.
მაგრამ მიტოვებას არ ვაპირებ <3
ახალი თავით მაქსიმალურად მალე შევეცდები დაგიბრუნდეთ <3
მიყვარხართ და გმადლობთ, რომ კითხულობთ, მიტანთ..



№1  offline წევრი Elle025

რა მაგარი გოგო ხარ შენ ..^^ ❤️❤️ :*

 


№2  offline წევრი N7

Elle025
რა მაგარი გოგო ხარ შენ ..^^ ❤️❤️ :*

დიდი მადლობაა love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent