შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი ხიზანი (3-4)


24-02-2016, 02:45
ავტორი lipsspil
ნანახია 8 754

_​ვიღაცას მაგონებთ ყმაწვილო – მხიარულად შესძახა, ბიჭს თვალები გაუნათდა მის დანახვაზე
_​ამდენი წლის მერე მიცანი მაინც? – ძველი მეგობრებივით გადაეხვივნენ ერთმანეთს
_​აქ საიდან გაჩნდი? ან ეს სახელი..
_​ჰო, რა განსხვავებაა, ბედო..ბერდია.. ეს ჩვენი სოფელია თამთა, მე აქ ვცხოვრობ..
_​როდიდან? მახსოვს შენმა ძმამ მითხრა რეკომენდაცია მინდა გავუწიოო..
_​ასე ვარჩიე, უცნაურად მოგეჩვენება, მაგრამ .. – სიტყვა აღარ დაამთავრა და ღიმილით აიჩეჩა მხრები ბიჭმა.
_​თითქოს ლოდი მომეხსნა აქ რომ დაგინახე..
_​აბა გეგონა ისე დაგტოვებდნენ? მეთვალყურის გარეშე?
_​იცოდნენ წინასწარ? შენ იცი რა ხდება? გეხვეწები ამიხსენი..ძალიან ცუდად ვარ..მამამ თუ იცოდა, რომ შენც აქ იქნებოდი რატომ არ მითხრა გუშინ?რატომ ასაიდუმლოებენ ასე ყველაფერს?
_​თამთა..მოდი ჯერ ყველაფერი ისე იყოს, როგორც არის, დაგამშვიდებ და გეტყვი, რომ საშიში არაფერია, მალე ჩამოვა ჩემი ძმა და გეტყვის ყველაფერს..
_​მანამდე ატამი უნდა ვკრიფოთ და კომპოტები ვაკეთოთ?
_​დაკრეფაზე შენ არ შეგაწუხებ, კომპოტებზე ფროსას შეუთანხმდი – მხიარულებაში აყვა ბერდია.
დღე მხიარულად გავიდა, თანდათან უფრო ახლობელი გახდა გარემო თამთასთვის, საღამოს კომპოტებისთვის დაჭრილმა ატამმა საკმარისს რომ მიაღწია ცეცხლი აანთეს და შემოუსხდნენ. ზაფხული იყო, მაგრამ საღამოს საკმაოდ აცივდა, ჭრიჭინების და ბაყაყების ხმაური სიმყუდროვეს სძენდა ისედაც გამეფებულ სიმშვიდეს. ცეცხლი რომ მინელდა ჰაერში ნედლი, შემწვარი სიმინდის ტაროების სურნელი დატრიალდა. ღამის სიმუქე მოულოდნელად მანქანის ფარებმა გაარღვია, რომელიც ზუსტად ფროსას სახლთან გაჩერდა. ბერდია წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა, ორ წუთში ის უფროს ძმასთან ერთად დაბრუნდა.
_​დათო.. – წამოდგა თამთა და მოულოდნელობით გაჯერებული თვალები მიაპყრო
_​გამარჯობა, არ შეგეშინდეს ასე მოულოდნელად რომ ჩამოვედი, დარეკვა არ მინდოდა, ისედაც გავრისკე
_​ხალხო რა ხდება.. გამაგებინეთ ბოლოს და ბოლოს.. – ტირილი გაერია გოგონას ხმაში
_​ნუ ნერვიულობ, მოგიყვები ახლავე.. შეიძლება გაგეცინოს. მოკლედ პირობა უნდა მომცე, რომ თავს შეიკავებ და ამას არ გაახმაურებ, უბრალოდ ასეა საჭირო..
_​გელოდები..
_ შენი აქ ჩამოყვანა მამაშენმა დაგეგმა.. ალბათ გეცოდინება ქალაქში განთქმული თორნიკე დოლიძე, მაგრამ ბოლომდე რომ წარმოდგენა შეგიქმნა გეტყვი, რომ ძალაუფლებას და უზრუნველ ცხოვრებას შეჩვეული ერთი განებივრებული და ყველაფერზე წამსვლელი ა, რომლისთვისაც დაბრკოლებები არც ერთ სფეროში არსებობს.. ხაზს ვუსვამ არც ერთში.. ჰოდა ერთ-ერთ კონფერენციაზე მამაშენს და მას საერთო საქმეში მოუწიათ ჩაბმა.. ეს ცალკე ამბავია და არც ისე საინტერესო.. მოკლეს თორნიკე მამაშენს ფინანსურად ეხმარება, რამდენიმე პროექტის დაფინანსება დაიწყო რა თმა უნდა სარგებელის ნახვის მიზნით..
_​მამა რაიმე შარში გაეხვა? – ხმა აუკანკალდა გოგონას
_ არა მთლად ასეც არ არის, უფრო სწორად თვითონ ფიქრობს, რომ ასეა და სიმართლე გითხრა ჩვენც.. დავასრულებ.. დოლიძემ რა თქმა უნდა სრული დოსიე ამოაღებინა ბატონი თემურის შესახებ, იმ დოსიეში შენი მონაცემებიც შედის, მაგრამ ჩვეულებრივი ოფიციალური, ფორმალური.. ნუ რაც არის.. მამაშენი გამოცდილი კაცია თამთა..მისნაირებს ძალიან კარგად იცნობს.. ეჭვი აიღო, რომ დოლიძე შენს მიმართ გულგრილი არ დარჩა და გადაწყვიტა დროებით, სანამ ჩხეიძეს ვნებათაღელვის პერიოდი არ გადაუვლის აქ დარჩე.. ვიცი შეიძლება ბევრი კითხვა გქონდეს, ამიტომ დავასრულებ. ბატონი თემური ჯერ კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა, მაგრამ ეს ძალიან უაზრო გადაწყვეტილება იქნებოდა, ჯერ ერთი, რომ რეალური მიზეზი ხელში არ ეჭირა და მეორეც..ჩვენ დავარწმუნეთ, რომ მისგან აღებული ამხელა ვალი და დამატებით კონტრაქტის შეწყვეტის პირგასამტეხლო მთლიანად გააკოტრებდა.. ამას კიდევ არაუშავს, ბატონ თემურს კიდევ მოეპოვება სხვა საქმიდან თანხები, მაგრამ კონტრაქტის შეწყვეტის გამო არა მარტო კონკრეტული პროექტებიდან მოუწევდა დემირიჯის ეტაპობრივად დაფარვა.. ასე, რომ დიდ ვალებში გადავარდნა და რაც ყველაზე სათუოა კონტაქტების და რეპუტაციის გაფუჭება სისულელედ მივიჩნიეთ და შევეცადეთ დაგვერწმუნებინა. ბოლომდე მისი შიში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ვერ გავაქარწ.…თ და ასე გადაწყვიტა.
_​რა სისულელეა.. ხალხო.. ტლეფონის წამოღების უფლებაც არ მომცა! ინტერნეტზე ზედმეტია ლაპარაკი.. რა პარანოიაა?!.. საბერძნეთში გავეშვი მამიდასთან თუ ასე ჩაიციკლა..
_ თამთა..თამთა..მომისმინე..შეიძლება პარანოიად გეჩვენება ეს ყველაფერი და სიმართლე გითხრა მეც ვფიქრობ, რომ ბატონი თემური ცოტას აჭარბებს, მაგრამ ხომ იცი მისი ხასიათი.. ტელეფონით აუცილებლად გაიგებდნენ შენი მეგობრები სადაც ხარ, მას კი ამის გარკვევა არ გაუჭირდებოდა.. საბერძნეთში ან ნებისმიერ სხვა ადგილას რომ გაეშვი უფრო გაუადვილდებოდა შენთან ურთიერთობის გაბმა, ხომ იცი ასეთ ტიპებს ყველგან აქვთ კონტაქტი და მამისგან შორს უფრო მოახერხებდა შენთან ყოფნას..
_ რას ჰქვია ჩემთან ყოფნას? დათო ამიხსენი რას ნიშნავს მოახერხებდა.. მე არაფერს წარმოვადგენ? მე წინააღმდეგობას არ ვქმნი? მე ტვინი არ მაქვს? ნუთუ ასეთი უსუსური და სულელი ვგონივარ მამას, რომ ფიქრობს უარის თქმა და ვიღაც იდიოტის ამოცნობა ადამიანში არ შემიძლია?!..
_​თამთა..
_​აუ ნუ ამართლებ ახლა!..
_​არა არ ვამართლებ, ხომ გითხარი აჭარბებს მეთქი, მაგრამ მამაშენი ჭკვიანი კაცია და ამხელა ამბავს ტყუილად არ ატეხდა..
_​ჰოო აბა რაა.. ერთი ფოტოს ნახვა და ერთი ტრაფარეტული კომპლიმენტი სერიოზული არგუმენტია.. ამის გამო უნდა გადამხვეწოს და ცხრათავიანი დევი მომიჩინოს ხო???..
_​ვიცი, მესმის შენი, მაგრამ მისი გადასახედიდანაც შეხედე..
_​კარგი რა!..
_ თამთა.. ცოტა ხანს დამშვიდდი და მომისმინე ბოლომდე კარგი? შენში ბატონ თემურს ეჭვი არ ეპარება, არც სულელი და უტვინო ჰგონიხარ, უბრალოდ ასეთ ტიპებს იცნობს კარგად, გამოცდილია! ..და მითუმეტეს დოლიძე კარგად იცის ვინცაა..
_ ჰო, ასეთ დროს მისწრებაა “შენ გენდობი, მაგრამ იმას არ ვენდობი”.. ვინ ოხერია ეგეთი ეგ დოლიძე?!.. მარტოს ისედაც იშვიათად მიშვებდა სანამ არ მიხვდა, რომ ძალიან ცუდად ვიყავი..ახლა ჩემს ძმას ატარებს ამალით..ეს მართლა პარანოიაა! და ბოლოს და ბოლოს ისევ ვინმესთან ერთად ვივლიდი თბილისში, მის გადაწყვეტილებას ვერაფერს ვარქმევ თუ არა სისულელეს..
_​შენზე ვინმეს მომაგრება აუცილებლად ეჭვს გამოიწვევდა, თორნიკე არ ეპუება ასეთ რაღაცეებს, სასაცილოდაც არ ჰყოფნის..
_​ვინ არის ეგ ტიპი შამილია?!.. რომელი ხანაა, молчи женщина!!!
_​გასაგებია, რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ დამიჯერე აქ ყველაზე უსაფრთხოდ ხარ და ასე ბატონი თემურიც ძალიან მშვიდად გრძნობს თავს..
_ რა სისულელეა.. გული მერევა ამ ყველაფერზე..და სადამდე უნდა ვიყო ასე? სანამ იმ ვიღაც დოლიძეს სხვა გამოგონილი საკბილო არ გამოუჩნდება? მანამდე კომპოტები უნდა ვაკეთო და მატყლი ვწეწო?.. მე რომ ყველაფერს მოვწყდი? აი დავუშვათ იმ ვიღაცას რამდენიმე თვე არ გაუარა.. ან ჩავედი და კიდევ იკითხა თქვენი ქალიშვილი როგორ არისო.. მერე ოქროს გალიაში ჩამსვამს და ბროლის სასახლეში გამომკეტავს? და ხმას გაავრცელებს მოკვდაოო??
_​თამთა..ახლა შენ აჭარბებ..
_​გენებში გვაქვს! – ბრაზით გამოსცრა და ხელები გადააჯვარედინა.. – დედა რას ამბობს ამ ყველაფერზე?
_​მაგდენი არ ვიცი, მაგრამ ყური მოვკარი როგორ კამათობდნენ, ალბათ არ ეთანხმება. თამთა.. მე უნდა გავიქცე, ახლა ჯობია წავიდე, ვიდრე დილით..
_​ჰო, აბა რა.. იქნებ მდევარი მოგყვება და გზა აუბნიე – სიმწრით გაიცინა, დათოსაც გაეცინა
_​გეყოფა.. არც ჩვენ ვართ კარგ მდგომარეობაში, ბატონი თემური სულ განერვიულებულია, ნანობს იმ კონტრაქტის გაფორმებას და მოკლედ რაა.. სადღაც მესმის მისი.. ასეთი კარგი რომ ხარ გიცავს!
_ ახლა მთელ ბოღმას შენზე ვანთხევ იცოდე! დროზე გამასწარი.. – სიცილით მიუგო თამთამ. დათომ გასვლის წინ სიმინდის მოზრდილი ტარო აიღო და ცმაცუნით გაუყვა ბილიკს, თამთა შემობრუნდა და ცეცხლთან მოიბუზა. “ნუთუ ასეთი რამეები ისევ ხდება? მამა ყოველთვის ზედმეტად ყურადღებიანი იყო, მაგრამ ახლა მეტისმეტი მოსდის.. შეიძლება სხვა რაღაცაც ხდება და ეს ყველაფერი მოიგონეს, შეიძლება მართლა ასე ჰგონია.. ოხ ნეტავ ვინ არის ეს თორნიკე დოლიძე.. ორჯერ აქვს მარტო მისი სახელი გაგებული, ერთხელ უნივერსიტეტში რეფერატის მომზადებისას ინტერნეტში წააწყდა მის ბიზნეს-მოდელს, როგორც თანამედროვეობაში სამაგალითოს და ერთხელ რომელიღაც გადაცემაში მადლობა გადაუხადეს საავადმყოფოს დაფინანსებისათვის. უარყოფითი და სკადალური არასოდეს არაფერი სმენია.. ნუთუ მართლა ასეთი ჩუმი დესპერადოა? რა მნიშვნელობა აქვს.. ყველაზე საშინელი ის არის, რომ მამას მისი იმედი არ აქვს, ჰგონია, რომ ვიღაცის ტავბრუდამხვევ სიტყვებს და ქცევებს აყვება..” – ხელები მომუჭა და წამოდგა..ერთ ადგილზე გაჩერება ვეღარ შეძლო.
_​გაბრაზდი? – ჰკითხა ბერდიამ
_​შენ არ გაბრაზდებოდი?
_​მე ბიჭი ვარ..
_​არ დაიწყო ახლა.. ამ საუკუნეში ქალებსაც აქვთ ხმის უფლება..
_​ლედი ტეტჩერს მაგონებ კარიერის დასაწყისში – გაეცინა ბიჭს
_ ბედო ისედაც გაბრაზებული ვარ და ნუღარ დამიმატებ გთხოვ.. ნუთუ ჩემი რეაქცია და წინააღმდეგონა სასაცილოა? ტეტჩერსაც დასცინოდა ბევრი, მაგრამ ბოლოს ყველა მას ემორჩილებოდა, ცუდი მაგალითია ყმაწ ვ ი ლო.. – ბოლო სიტყვა გაწელა – და საერთოდ რაზეა ლაპარაკი.. იმაზე მედავებიან საკუთარი თავის იმედი არ უნდა გქონდესო..
_​მეც აქ ვიყავი და ყველაფერი მესმოდა, მსგავსი არაფერი უთქვამს დათოს.. შენ გიცავენ უბრალოდ, სულ ეს არის..
_​კარგი აზრი არ აქვს ამაზე ლაპარაკს, მომავალი ცენტურიონი ხარ და ყველა დავალება მართებულია შენთვის.. წავალ ჩემს ოთახში და კედლებს დაველაპარაკები.. იმას მაინც არ მეტყვიან უსუსური ჭია ხარო..
_​ისინი საერთოდ არაფერს გეტყვიან თამთა..
_​ოჰ შენ რას გიზამ!!! ოღონდ ხვალ მომეშლება შენზე ნერვები, დღეს საქმე მაქვს – სიცილით დააყოლა და კიბეს აუყვა. დიდხანს არ ეძინა, გამთენიისას როგორც იქნა ჩასთვლიმა.
****
ადრე გაეღვიძა, ფროსა ჩვეულად ფუსფუსებდა.
_​გაიღვიძე შვილო? მოდი დაჯექი, რძეს დაგალევინებ..
_​მადლობა, დღეს რა გეგმები გვაქვს? – ფეხმოკეცილმა მოიკალათა და თბილი რძე თითებში მოაქცია.
_​როგორ უცებ შეეჩვიე შვილო აქაურობას – გაიღიმა მოხუცმა, “მეტი რა გზა მაქვს” გაიფიქრა თამთამ.
_​წყლის გაცხელება მინდა..
_​ახლავე დაგიდგამ შვილო, არხიდან ამოვიღებ..
წყალი მოგუზგუზე ღუმელზე მალევე გაცხელდა, თამთამ ვაი-ვაგლახით აათრია კიბეზე ცხელი წყლით სავსე ვედრო და ბაკი წყლით გაავსო. ცოტა მოღრუბლული იყო, უჩვეულო გრძნობა იყო ღია ცის ქვეშ ბანაობა.. საველე აბანო, რა უცნაურია ეს თითქოს და უმნიშვნელო დეტალი, კაფელის მაგივრად ჩვეულებრივი ბრეზენტი რომ გაკრავს გარშემო და ჰალოგენის ნაცვლად ცას რომ უყურებ..”მგონი ახლა შხაპის ბუნებრივი წამოვა, ჯობია მალე მოვრჩე” გაიფიქრა და ონკანი ბოლომდე მოუშვა. სასწრაფოდ გაეხვია პირსახოცში და სწრაფად აირბინა კიბე.თმის გაშრობისას ორი-სამი პატარა ფოთოლი გამოაძვრინა თმიდან, უკვე ეღიმებოდა, არადა სხვა დროს შეიძლება ძალიან გაბრაზებულიყო ამაზე. თბილი ჟაკეტი შემოიცვა და რაფაზე ახტა. წვიმიანი ხედით მოწყენა ვერ მოასწრო, რომ კარზე კაკუნი გაისმა..
_​ჩაიცვი შვილო? ბერდიაა მოსული, დაბლა გელოდება.
_​დიდი ხანია აქ ხარ? – ჰკითხა დაბლა ჩასულმა
_​არა ახლახანს მოვედი, ამოვდიოდი და ფროსამ არ ამომიშვა რა წესიაო – გაეცინა ბიჭს.
_​ეგეც მამაჩემის ამბები იქნება – ხელი ჩაიქნია თამთამ
_​კარგი ამბავი მაქვს შენთვის.. დათომ დარეკა
_​რაო მერე??..
_​იმ დოლიძეს ვიღაც საცოლე ჰყოლია
_​მერე აქამდე არ იცოდნენ? – კოპები შეკრა გოგომ
_ არა არავინ იცოდა, მამაშენი მიუწვევია ოჯახით თავის საზაფხულო აგარაკზე, გთხოვთ უკლებლივ მობრძანდეთო, ოფიციალური მოსაწვევებიც კი გამოგზავნა.. მამაშენმა სცადა შენ მოეტეხე, დასასვენებლადააო, მაგრამ იმან აუცილებლად სრული ოჯახური შემადგენლობით უნდა მეწვიოთ, ჩემი მთავარი ბიზნეს პარტნიორი ხართ და როცა თქვენი ქალიშვილი ჩამობრძანდება მერე მოვაწყობ წვეულებასო. ბატონ თემურს მოერიდა სხვა პარტნიორების, იმიტომ, რომ იმათი თანდასწრებით გადასცა მოსაწვევები. თავის საცოლესთან და ბიძასთან ერთად იქნება.
_​მშობლები?
_​საზღვარგარეთ ცხოვრობენ
_​ესე იგი შემიძლია თბილისში წავიდე? – ტაში შემოკრა თამთამ
_​კი, დათო გზაშია, მოემზადოს და წავიყვანო.. ოღონდ შეიძლება მერე კიდევ უკან მოგიწიოს წამოსვლა..
_​რაა? რატომ?!..
_​ბატონ თემურს უთქვამს სიტუაციას შევხედავთ და იმის მიხედვით გადავწყვეტთო ..
_ უკვე დავიღალე ამით.. მამას თვითონ დაველაპარაკები! – ბარგის ჩალაგება დაიწყო, სასწრაფოდ დაემშვიდობა ფროსას და ჭიშკართან ჩამოჯდა. წასვლის წინ მიდამოს შეთვალიერება ყოველთვის სჩვეოდა, მაგრამ ახლა ისე იყო აღელვებული საათის მეტს ვერაფერს უყურებდა, ცოტა ხანში დათოც გამოჩნდა. თბილისში შესვლისას ისეთიო გრძნობა დაეუფლა, თითქოს დიდი ხნით იყო წასული, თუმცა ქალაქს ცვლილება არ დატყობოდა. სახლში მალევე მივიდნენ, მანქანა გაჩერებულიც არ იყო, რომ კარი გააღო და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა სახლისკენ, შინ მარტო დედა დახვდა.
_​დე.. მამა სად არის?
_ თამთა.. უკვე ჩამოხვედი? – ღიმილით ჩაეხუტა დედა – სად იქნება, მუშაობს, დათოს გავუშვებ, კოკას გამოიყვანს სკოლიდან, ბავშვი გახანგრძლივებულში დავტოვე, შენთვის რაღაც მინდოდა მომემზადებინა. ადი დე, დაისვენე ცოტა და დაგიძახებ
_​არ მინდა დასვენება..გეხვეწები ამიხსენი რას ნიშნავს ეს გადამალვები და გადახვეწები?
_​მეც ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება და დაჯერებაც..მაგრამ მამაშენის მჯერა! ვიცი რაკი რაღაც იეჭვა ესე იგი ამის საფუძველიც ჰქონდა..
_​რომელი საფუძველი დედა.. ხომ აღმოჩნდა, რომ იმ ვიღაც დოლიძეს საცოლე ჰყავს?
_​დაუჯერებლობის გზა თითქმის არ დატოვა, მაგრამ ეს თვითონ არ უთქვამს! ასე წერენ.. თემურმა თქვა ჯერ შევხედავ და მერე ვილაპარაკოთო..
_​აუ გავგიჟდები ახლა! რა შეხედვა უნდა დედა.. ის ტიპი თუ ეტყვის რა ლამაზი ქალიშვილი გყავთო მაშინვე განგაშს გამოაცხადებს და მთელი ცხოვრება ცხვირს აღარ გამომაყოფინებს იმ სოფლიდან?..
_​მესმის შენი და ვერც გამტყუნებ.. მაგრამ შენც უნდა გჯეროდეს, რომ მამა ასწორად იქცევა! ახლა ჭამე და რაიმეს საყიდლად წადი, წვეულებაზე ზეგ მიდიხართ, თუ გინდა გოგოებსაც დაურეკე.
_ არაფერს არ ვიყიდი, იქნებ ზედმეტად გავლამაზდე და მაჰარაჯა თორნიკე დოლიძეს ჭკუა დავუბინდო.. – ირონიით აწია წარბი და სამზარეულოში გავიდა. გოგოებს დაურეკა, სასწროდ ჩემთან გამოდითო, საღამოსკენ ყველა მის ოთახში იყო შეკრებილი..
_ აბა მოგვიყევი სად გაქრი ესე უკონტაქტოდ.. – თამთა ერთ ხანს დაფიქრდა, იქნებ მამას ეჭვი უსაფგუძვლო არ არის? ღმერთო თვითონაც პარანოია დაემართა ამდენი სისულელით..გოგოებს აუცილებლად ეცოდინებათ რაიმე, ეტყვის თუ პირობას მისცემენ, რომ კრინტს არსად დაძრავენ.. და ყველაფერს მოუყვა.. მონაყოლს გველა გოცებული შეხვდა..
_​ეგ ტიპი გამიგია, საქმიან ქაღალდებს ამოფარებული სიმპათიური ბაბნიკია.. გახსოვს შარშან ფოტოები რომ გაავრცელეს?
_​არა, რა ფოტოები?
_​ვიღაც უცხოელი პოლიტიკოსის შვილი ჩამოფრენილა ამასთან და აეროპორტში გადაუღეს, ეს აცილებდა ის ტიროდა..ერთი დღის ჩამოსული ყოფილა ის გოგო, ეტყობა აახვევინა..
_​ხოო მაგაზე იმხელა ამბავი იყო ატეხილი..
_​და მაგის გამო მიაკერეს მაჩოს სახელი?
_​არამარტო.. კულუარებიდან ხშირად გამოდის ხმები, მაგრამ გაიგე ახლა რა სიმართლეა და რა ტყუილი, თუმცა ხომ იცი კვამლი უცეცხლოდო..
_​აუ კაით რაა.. ვის არ ყავს ვიღაც.. ფულიანი უცოლო ბიზნესმენია და ყველაფერში სკანდალს უძებნიან..
_​სხვებს რატომ არ უძებნიან?
_ სხვებს ცოლები ყავთ! უცოლო მარტო ხიზანიშვილი და ის ტიპია, ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი, ორმოცდაათს მიტანებული ღიპიანი და წითური მაჭარაშვილი. ხიზანიშვილზე კიდევ ისეთი ჭორები დადის სკანდალი მაგას ჰქვია თუ გინდა! ამბობენ გეიაო..
_​რას გაიგებ გეხვეწები, მაგრამ გუშინ ერთ-​ერთ ბლოგზე წავიკითხე ამ დოლიძეს ვიღაც ჰყოლია, ამბობენ საცოლეაო, თან დიდი ხნის ამბავი არც არის, ერთი კვირაც არაა რაც ერთად ჩანან საზოგადოებაშიო
_​ჰოდა ვერ გავიგე რა დაემართა მამაჩემს.. ჭკუიდან გადავედი უკვე! ახლა დაიწყება თავიდან სად მიდიხარ? ვინ მოგყვება? რომელზე მოხვალ..
_​მერე შენც ადექი და გადადი ცალკე..
_​სად ცალკე.. გგონია გამიშვებს?
_​გოგო ბინა ხომ გაქვთ ამ ციხესიმაგრის გარდა?
_​რა აზრი აქვს.. ამაზე ლაპარაკი ზედმეტია..რომც გადავიდე ისე ვიქნები, როგორც ძაღლი თავის ეზოს აპარტამენტებში..ჯაჭვზე გამობმული..
_​იქნებ მუშაობა დაიწყო? სწავლას ხომ რჩები..
_​უკვე მოვრჩი, სექტემბერში ბოლო გამოცდაა, იმ დამატებითი კრედიტების გაზაფხულზე რომ დაგვიმატეს გერმანელებმა..
_​რათ გინდოდა.. შენი და იმ აჩკარიკა ლევანის გარდა არავის აუღია.. სამსახურს ისე ვერ დაგაწყებინებდა მამაშენი?
_ კი.. ცალკე ფირმასაც გამიხსნიდა, “ჩხეიძე და პარტნიორები” – გოგოებმა სიცილი ატეხეს. გოგოების წასვლის შემდეგ თამთამ ლეპტოპი გახსნა და ძებნაში თორნიკე დოლიძე მიუთითა, ძიების შედეგმაც არ დააყოვნა..



№1  offline წევრი natia-natia

მომწონს კარგია

 


№2  offline წევრი nineli

<3 dzalian momwons

 


№3 სტუმარი Fuck normality

Momwoonnss dzaaan da tanac tornikem damainteresaaa❤❤❤❤

 


№4 სტუმარი nia

ძალიაააანნნნ ძალიანნნ მაგარიიია გელოდები მოუთმენლად ტორნიკეს ფოტო დადე გთხოვვვვ!!!
wink love

 


№5  offline წევრი lipsspil

:)) თორნიკე თქვენ წარმოიდგინეთ აღწერის მიხედვით ;)

 


№6 სტუმარი darina

Magari vinme unda iyos tornike, ukve damainteresaaaaa.

 


№7  offline წევრი tea

ავტორო ამ ორი ისტორიის გარდა არ აპირებ ახლის დადებას???

 


№8  offline წევრი BASI

ოჰ, სურათიც დაგვიბრუნდა?! winked
მიხარია სამივეს დაბრუნება, სურათის, ისტორიის და რათქმაუნდა შენი ავტორ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent